ახალშობილი
დაბადების პირველი დღიდანვე უნდა მოხდეს ბავშვის წონის, სიმაღლისა და თავის გარშემოწერილობის კონტროლი. რადგანაც ფიზიკური ზრდა ჯანმრთელობის კარგი ინდიკატორია, ნორმალური ზრდა-განვითარება კარგ ზოგად ჯანმრთელობაზე მიანიშნებს, ხოლო ზრდაში შეფერხება შესაძლოა პრობლემების მაჩვენებელი იყოს.
ახალშობილის წონა
დროული ახალშობილების (დაბადებული 37-42 კვირაზე) უმეტესობა იწონის 2,500 გ-დან 4000 გ-მდე.
ბავშვის დაბადების წონაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ბავშვის წონა დამოკიდებულია გესტაციის ასაკზე, დროული ბავშვის წონა უფრო მეტია ვიდრე დღენაკლულის.
სხვა ფაქტორებია:
მშობლების სიმაღლე – მაღალ მშობლებს უფრო დიდი ბავშვები უჩნდებათ.
ტყუპები – ორი ტყუპის ან მეტის გაჩენა განაპირობებს ახალშობილების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებ წონას, ასევე ისინი ხშირად ჩნდებიან დროზე ადრე, რაც თავის მხრივ განაპირობებს მცირე მასას.
მშობიარობის რიგითობა – პირველი მშობიარობისას ბავშვს უფრო მცირე წონა აქვს, ხოლო მისი მომდევნო და-ძმა უფრო დიდები იბადებიან.
სქესი – ბიჭები უფრო დიდები არიან ვიდრე გოგონები, თუმცა დაბადებისას ეს განსხვავება უმნიშვნელოა.
დედის ჯანმრთელობა ორსულობის პერიოდში – ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ დაბადებისას მცირე წონას მოიცავს: დედის მაღალი წნევა, გულის პრობლემები, სიგარეტის, ალკოჰოლის ან არალეგალური მედიკამენტების მოხმარება ორსულობის პერიოდში. თუ დედას აქვს დიაბეტი, შესაძლოა ბავშვი დიდი მასით დაიბადოს.
კვება ორსულობისას – დედის კვება ორსულობის განმავლობაში გავლენას ახდენს ახალშობილის წონასა და ზრდაზე.
ბავშვის ჯანმრთელობა – სხვადასხვა სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა თანდაყოლილი მანკები და ორსულობისას შეძენილი ინფექციები, გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ მონაცემებზე.
დღენაკლული ბავშვის ზრდა განვითარება
დღენაკლული ბავშვების წონა და სიმაღლე შედარებით ნაკლებია. მათი დაყოფა ხდება მცირე მასის მქონე და ძალიან მცირე მასის მქონე ახალშობილებად. დაბადების მცირე წონად ითვლება <2500 გ, დაბადების ძალიან მცირე წონა არის <1500 გ.
ნორმალური ზრდა-განვითარება
ბავშვები იბადებიან სითხის დიდი რაოდენობით, ამიტომ დაბადების შემდეგ წონის დაკლება ნორმალურია. ჯანმრთელი ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში კარგავს დაბადების წონის 7-10%, რომლის აღდგენა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.
სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში ბავშვის წონა იმატებს 30 გრამით ყოველდღიურად (საშუალოდ 600 გ/თვეში).
პირველი თვის განმავლობაში სიმაღლეში მატება ხდება 2.5-3.8 სმ-ით. ახალშობილები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან 7-10 დღეზე და 3-6 კვირის ასაკში.
დროული ახალშობილის თავის გარშემოწერილობა 34-36 სმ-ია, პირველი თვის ბოლოს – დაახლოებით 38 სმ.
1-3 თვე
სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში ბავშვები სწრაფად იმატებენ წონასა და სიგრძეში. 1-3 თვის ასაკში ბავშვი აგრძელებს სწრაფი ტემპით მატებას. ის სიგრძეში იზრდება საშუალოდ 2.5-3.8 სმ-ით ყოველ თვეში. თავის გარშემოწერილობა პირველი 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მატულობს 2 სმ-ით.
ამ პერიოდში წონის ნამატი დაახლოებით დღეში 25 გ-ია. პედიატრი ახდენს ბავშვის წონის, სიგრძის და თავის გარშემოწერილობის დადგენას და ამ მონაცემების სტანდარტული ზრდის მრუდზე გადატანას (გოგონების და ბიჭების მრუდები განსხვავებულია).
თუ თქვენი ბავშვი დღენაკლულია, მაშინ მას უფრო ხშირი შეფასება და კონტროლი სჭირდება, ვიდრე დროულს.
თუ თქვენი ბავშვის ზრდა-განვითარება ჩამორჩება ნორმას, ექიმი შეეცდება დაადგინოს თუ როგორია მისი კვება:
– დღეში რამდენჯერ იკვებება თქვენი ბავშვი – ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 8-12-ჯერ იკვებებიან, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები კი უფრო ნაკლები სიხშირით – ყოველ 3-4 საათში.
– რამდენს იღებს თქვენი ბავშვი ყოველ კვებაზე – პირველი ერთი თვის განმავლობაში ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი დაახლოებით 90-120 მლ საკვებს იღებს ერთ კვებაზე და 30 მლ-ით მეტს ყოველ შემდგომ თვეზე.
– ბავშვი ყველაზე მცირე 4-6 ჯერ უნდა შარდავდეს დღეში. დეფეკაციის (კუჭში გასვლა) სიხშირე დამოკიდებულია კვების ტიპზე.
4-7 თვე
4 თვის ასაკიდან ბავშვები თვეში დაახლოებით 450-560 გ-ს იმატებენ. 4-5 თვის ასაკისთვის ისინი აორმაგებენ დაბადების წონას. ამ ასაკისთვის ზუსტი რიცხვი თუ რამდენს უნდა იწონიდეს ბავშვი, მოცემული არ არის. მთავარია მისი წონაში მატება მუდმივად ხდებოდეს.
თავის გარშემოწერილობა 4 დან 6 თვემდე თვეში დაახლოებით 1 სმ-ით იმატებს. სიმაღლეში იზრდებიან დაახლოებით 5 სმ-ით თვეში.
ბავშვის საკვები უნდა იყოს სასარგებლო და ნოყიერი, და არა მხოლოდ კალორიების შემცველი. ხილის წვენის მიცემა რეკომენდებულია 4-6 თვიდან. უმჯობესია 100%-იანი ხილის წვენი. გაასინჯეთ ბავშვს ბოსტნეულისა და ხილის პიურე, შაქრის დამატების გარეშე.
8-12 თვე
თქვენი ბავშვი იცვლება და ვითარდება, დაცოცავს და 12 თვისთვის შესაძლოა დადიოდეს კიდეც. ამასთან ერთად ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჭამას.
1 წლის ასაკისთვის ბავშვების უმეტესობა ასამმაგებს დაბადების წონას და სიმაღლეში იმატებს 25 სანტიმეტრით. თუმცა პირველი წლის მეორე ნახევარში ზრდა ნელდება, უქვეითდება მადაც.
თავის გარშემოწერილობა 7-დან 12 თვემდე ასაკში ყოველთვიურად იმატებს 0,5 სმ-ით.
ხშირად მშობლები წუხან ბავშვის კვებაზე, ჰგონიათ რომ ის ცუდი მჭამელია. უმეტესად ბავშვები იმდენ საკვებს იღებენ, რამდენიც შიმშილს დაუკმაყოფილებთ. ყველაზე სანდო ამ შემთხვევაში თქვენი ბავშვის ზრდის მრუდია. თუ ამ მრუდის მიხედვით თქვენი ბავშვი მუდმივად იზრდება, მღელვარების საბაბი არ არსებობს.
თუ შეამჩნიეთ ზრდაში შენელება ან წონის კლება, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
– ხომ არ იყო ბავშვი ავად. 2 დღიანი უჭმელობა, განსაკუთრებით თუ თან ახლდა ღებინება ან დიარეა, მოგცემთ წონაში კლებას, რომელიც გამოჯანმრთელებისთანავე აღდგება.
– თუ თქვენმა ბავშვმა დაიწყო ხოხვა, და სიარული, ასეთი აქტივობის ფონზე ბავშვის წონის ნამატი დიდი აღარ იქნება.
– ბავშვს შესაძლოა კოვზით თამაში უფრო აინტერესებდეს, ვიდრე ჭამა, ამიტომ ეცადეთ კვების დროს ხელისშემშლელი ფაქტორები მინიმალური იყოს.
– ზოგჯერ საჭიროა საკვების ტიპის შეცვლა, ეცადეთ განსხვავებული ტექსტურის და უფრო მრავალფეროვანი საკვები გაასინჯოთ ბავშვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ზრდა შედარებით შენელებულია 8-12 თვისთვის, ის მაინც უნდა მიჰყვებოდეს თავისი ასაკის შესაბამის ზრდის მრუდს.
ყურადღება მიაქციეთ ჭარბ წონასაც. ეცადეთ დროულად მიხვდეთ, რომ ბავშვი დანაყრდა. ასევე, დარწმუნდით რომ ბავშვის საკვები რაციონი მდიდარია საჭირო ნივთიერებებით და არა მხოლოდ კალორიებით. შეზღუდეთ მაღალკალორიული წვენები. ეცადეთ ბავშვი წაახალისოთ თამაშით, რათა მან უფრო მეტი იმოძრაოს. თუ თვლით, რომ თქვენს ბავშვს ზედმეტი წონა აქვს, მიმართეთ ექიმს.
1-2 წელი
ამ პერიოდში ბავშვები უკვე დადიან და იწყებენ ლაპარაკს. მათი ზრდის ტემპი იკლებს. თქვენმა ბავშვმა შესაძლოა მოიმატოს 2 კილოგრამი და გაიზარდოს 10-12 სმ-ით. 2 წლისთვის ბავშვების სიმაღლე მათი მოზრდილობის ასაკის სიმაღლის ნახევარია, ხოლო თავის გარშემოწერილობა მოზრდილობის ასაკის 90%-ს შეადგენს. ბიჭები ოდნავ უფრო მეტს იწონიან, ვიდრე გოგონები, ხოლო სიმაღლე დაახლოებით თანაბარია.
სხეულის პროპორციები შესამჩნევად იცვლება, მომატებული ფიზიკური აქტივობის გამო კუნთოვანი მასაც იმატებს.
სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლად ჭამას. მათი მადა და საკვების მიმართ ინტერესი ქვეითდება. ნელდება მათი ზრდის ტემპიც.
2-3 წელი
24 -36 თვეების განმავლობაში ბავშვი იზრდება მხოლოდ 5-7 სმ-ით, თუმცა ის უფრო სწრაფად ვითარდება სხვა, განსაკუთრებით მეტყველების მხრივ.
3 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა იმატებს 1.8 კგ და სიმაღლეში იზრდება 5-8 სმ-ით. ისინი ხდებიან ფიზიკურად უფრო აქტიურები, დარბიან, სწავლობენ ისეთ მოძრაობებს, როგორიცაა ბურთზე ფეხის დარტყმა, ველოსიპედის ტარება.
მათი მადა ცვალებადია, შესაძლოა ამოჩემებულად ჭამონ მხოლოდ ერთი სახის საკვები. შეეცადეთ უზრუნველყოთ მისთვის მრავალფეროვანი, ჯანსაღი რაციონი.
ნორმალური ზრდისათვის საჭიროა კარგი კვება, საკმარისი ძილი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. თუმცა ბავშვის სიმაღლეში ზრდა დამოკიდებულია გენეტიკაზეც. დაბალ მშობლებს უფრო დაბალი შვილები ჰყავთ, ხოლო მაღალი მშობლების შვილები უფრო მაღლები არიან. თუმცა მთავარი ამოცანაა, რომ თქვენი ბავშვი იზრდებოდეს ნორმალური ტემპით.
როდესაც ბავშვის სიმაღლე ზრდის მრუდეზე 5 პერცენტილს ან ნაკლებს შეესაბამება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
1. ოჯახური (გენეტიკურად) დაბალი სიმაღლე – ასეთ ბავშვებს დაბალი სიმაღლე მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცემათ. მათი ერთი ან ორივე მშობელი და სხვა ახლო ნათესავებიც დაბლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვის სიმაღლე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია, ეს მაინც ნორმად ითვლება და სხვა მხრივ ჯანმრთელები არიან.
2. სიმაღლეში ზრდის დაგვიანება (დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება) – ასეთი ბავშვები ადრეულ ასაკში საშულო მაჩვენებლის შესაბამისად იზრდებიან, თუმცა 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში ეს მაჩვენებელი ნორმაზე ქვემოთ ჩამოდის (5 პერცენტილზე ქვემოთ). დაახლობით 2-3 წლის შემდეგ ისინი უბრუნდებიან ნორმას. ამის მიზეზი არის ის, რომ მათი სქესობრივი მომწიფება იწყება უფრო გვიან და თანატოლებს მოგვიანებით ეწევიან სიმაღლეში.
თუ თქვენი ბავშვი იზრდება ნელა, ექიმმა უნდა ჩაატაროს კვლევები, რათა დადგინდეს, არის თუ არა ეს გენეტიკური მიზეზით გამოწვეული.
4-5 წელი
ამ პერიოდში ბავშვები წელიწადში 2 კილოგრამით იმატებენ და სიმაღლეში იზრდებიან 5-8 სმ-ით. 4 წლის ბავშვის წონა დაახლოებით 18 კილოგრამია, სიმაღლე კი – 1 მეტრი.
წინასასკოლო ასაკის ბავშვები აგრძელებენ განვითარებას, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის გაუმჯობესებას. ისინი იწყებენ ხატვას, ფაზლების აწყობას. მათი თამაში ხდება უფრო წარმოსახვითი, რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.
ისინი ამ პერიოდშიც აგრძელებენ ზრდას და ამიტომ ხელი შეუწყვეთ მათ სწორი კვებით და ფიზიკური ვარჯიშით, რომელიც დღეში 60 წუთს უნდა გრძელდებოდეს.
6-12 წელი
ამ პერიოდში ბავშვები ყოველწლიურად იზრდებიან 6-7 სმ-ით და წონაში იმატებენ დაახლოებით 2-3 კგ-ით, სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე.
ისინი იწყებენ თავიანთ გარეგნობაზე ფიქრს და შფოთვას. გოგონები ღელავენ იმაზე, რომ ძალიან მაღლები არიან, ბიჭები კი პირიქით, თავიანთ დაბალ სიმაღლეზე ჯავრობენ.
ეცადეთ თქვენს შვილს აუხსნათ, რომ მთავარია იყოს ჯანმრთელი, ხოლო გარეგნობას შედარებით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ისინი ვერ შეცვლიან იმ გენებს, რომლებიც მათ სიმაღლესა და სქესობრივი მომწიფების პერიოდს განაპირობს. მთავარია ისინი გაიზარდონ ჯანმრთელები და იყვნენ ფიზიკურად აქტიური.
ბავშვის ნორმალური ზრდისთვის აუცილებელია კარგი კვება, საკმარისი ძილი და რეგულარული ვარჯიში.
ამავე პერიოდში იწყება სქესობრივი მომწიფება, რომელიც რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენს, როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში. სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი სხვადასხვაა. ჰორმონებით განპირობებულ ცვლილებებს თან ახლავს სიმაღლეში სწრაფი ზრდა, რითაც ბავშვები თინეიჯერულ ასაკში გადადიან.
სქესობრივი მომწიფების დაწყების პირველი ნიშანი გოგონებში არის მკერდის წამოზრდა, რომელიც 8-დან 13 წლამდე ასაკში ხდება. ამას მოჰყვება შემდეგი ცვლილებები:
– მკერდი იზრდება და თეძოები მრგვალდება
– სიმაღლეში ზრდის ტემპი ჩქარდება
– ბოქვენზე თმა ჩნდება მკერდის წამოზრდიდან 6-12 თვეში, თუმცა დაახლოებით 15%-ში შესაძლოა ბოქვენზე თმა მკერდის გადიდებამდეც გაჩნდეს
– ზომაში იმატებს საშვილოსნო, საშო, სასირცხო ბაგეები და კლიტორი
– მკერდის ზრდა და ბოქვენზე თმის რაოდენობა დროთა განმავლობაში მატულობს
– სიმაღლეში ზრდა პიკს აღწევს სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან 2 წელიწადში (საშუალოდ 12 წლისთვის)
– მენსტრუაციის დაწყების შემდეგ გოგონა კიდევ იზრდება 2,5-5 სანტიმეტრით და
ბიჭების უმეტესობას პირველი ცვლილებები ეწყება 10-დან 16 წლამდე პერიოდში, ისინი ყველაზე ინტენსიურად იზრდებიან 12-15 წლის ასაკში. მათი სიმაღლეში სწრაფი ზრდა გოგონებზე 2 წლით გვიან ხდება. სიმაღლეში ზრდის შეწყვეტის შემდეგ გრძელდება მათი კუნთოვანი სისტემის განვითარება.
ბიჭებში სქესობრივ მომწიფებას ახლავს:
– პენისის და სათესლე ჯირკვლების ზომაში მატება
– იღლიასა და სახეზე თმის გაჩენის შემდეგ თმის გაჩენა ბოქვენზე
– ხმის დაბოხება
– ადამის ვაშლის (ხორხის ხრტილი) უფრო გადიდება
– სათესლე ჯირკვლებში იწყება სპერმის გამომუშავება
13-18 წელი
თინეიჯერულ ასაკში სქესობრივი მომწიფების გამო ხდება მრავალფეროვანი ფიზიკური ცვლილებები.
– გოგონების უმეტესობა სქესობრივ მომწიფებას იწყებს 8-დან 13 წლამდე პერიოდში. სიმაღლეში საგრძნობი ზრდა, „ტანის აყრა“ აღინიშნება 10-14 წლის ასაკში.
– ბიჭების სქესობრივი მომწიფება იწყება 10-13 წლის ასაკში და სიმაღლეში ზრდას აგრძელებენ გოგონებთან შედარებით 1-2 წლით მეტ ასაკამდე.
ნორმალურ ზრდასა და განვითარებაში თქვენს შვილს ეხმარება კარგი კვება, ძილი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
მიუხედავათ ზრდის მრუდის არსებობისა, ამ ასაკისთვის ზუსტი ნორმების დადგენა რთულია, რადგან სიმაღლე განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორებით და დამოკიდებულია მშობლების სიმაღლეზე. მთავარია თქვენი შვილის ზრდის ტემპი ასაკობრივ ნორმას შეესაბამებოდეს.
ამ ასაკში გოგონები კრიტიკულად უდგებიან თავიანთ გარეგნობასა და წონას, რამაც შესაძლოა არაჯანსაღი წარმოდგენა ჩამოუყალიბოთ თავიანთი გარეგნობის შესახებ და დაიწყონ არასწორი დიეტა. ბიჭები უფრო ღელავენ თავიანთ სიმაღლეზე და კუნთოვან მასაზე და ამ მიზნით შესაძლოა მიმართონ სტეროიდების და დამატებითი ცილების მიღებას. ამ პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტისთვის აჯობებს ეს საკითხი გაარჩიოთ ექიმთან ვიზიტისას.
გამარჯობა მყავს 15 წლის ბიჭი 16 ის გახდება გვაწუხებს ღამის ენურეზი იმდენს ისველებს რომ მთელი სხეული გალუმპული აქვს ღამე ვხმარობთ საბავშვო პამპერსებს მყავდა ექიმთან ეს ექიმი იყო ახალგაზრდა ქალი და მითხრა სასქესო ორგანო უნდა შევამოწმოო ხოდა ვერაფრით ვერ გავახდევინე საცვალი ჩემს შვილს იქნებ მითხრათ როგორ დაველაპარაკო მეორე კონსულტაციაზე ვართ| დაბარებულები რომ შეუმოწმოს სასქესო ორგანო
გამარჯობა! ღამის ენურეზი ასაკობრივი დარღვევაა, რასაც ახასიათებს ოჯახური წინასწარგანწყობა, დაიცავით სწორი ჰიგიენა დღის სათებში. გააკონტროლეთ, რომ თქვენი შვილი შედიოდეს ტუალეტში ყოველ 2-3 საათში, არ არიდებდეს ამას თავს. შეამცირეთ სითხეების მიღება საღამოს საათებში. შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, ისინი ახშირებენ შარდვას. ყაბზობის შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი ზომები. გააღვიძეთ ბავშვი და წაახალისეთ გავიდეს ტუალეტში მოსაშარდად. შეიმუშავეთ სტიკერებისა და ჯილდოს სისტემა. წაახალისეთ ყოველი „მშრალი ღამე“.
რეკომენდებულია ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობა ვარ 13 წლის 52 კილო და სიმაღლით 1.53 დედაჩემი სიმაღლით 1.54 მამაჩემი კი 1.73 ძალიან გთხოვთ მითხარით კიდევ “გავიზრდები” სიმაღლეში?? ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.. მადლობა წინასწარ
გამარჯობა! სიმაღლეში ზრდა გოგონებში მიმდინარეობს სრულწლოვანებამდე, მნიშვნელოვანია ოჯახური წინასწარგანწყობა
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობათ ვარ 15 წლის მკერდი ძალიან პატარა მაქვს ზოგჯერ შეუმჩნევია და ამომივიდა თმები და შესამჩნევია და რისი ბრალი შეიძლება იყოს ძალიან ვნერვიულობ მადლობას გიხდით წინასწარ
გამარჯობათ ვარ 15 წლის გოგო მკერდი თითქმის არ მაქვს მაგრამ მკერდის გარშემო მაქვს თმები ამოსული სქკმაოდ შესამჩნევია და როგორ მოვიშორო?
მყავს 8 თვის გოგონა ხელოვნურად ვზრდი ფრისო გოლდით ეხლა დავიწყე მაწონი და ფრისო მხოლოდ ორ კვებას ვაძლევ დილით და საღამოს.ყოველ საათში ვაძლევ საკვებს.თითო კვებას მაწონს ფაფას ბოსტნეულის სუპს (ხორცით)9/300 წონით და არის თუ არა ეგწონა სასურველი ამ ასაკისთვის მოვიქეცი თუარა სწორად ფრისოს კვება 2 ჯერზე როდავიყვანე
მოგესალმებით, ცირა
8 თვის ასაკში რძის 2-ჯერადი მიღება ნორმალურია, თუმცა საკვების ყოველ საათში მიღება არ გახლავთ სწორი. ამ ასაკში 24 საათის მანძილზე სასურველია 5-6 კვება, რომელშიც აუცილებლად უნდა შედიოდეს რძე, ფაფები, სხვადასხვა სუპები, ხილი, დასაშვებია მაწონიც.
კვების სასურველი რეჟიმის შედგენაში აქტიურად უნდა ჩაერთოს პედიატრი ან ნუტრიციოლოგი.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგის
მოგესალმებით,გთხოვთ მიპასუხოთ
მყავს 1წ2თ ბიჭი,მთელი ღამე ძუძუს ჭამს რა არ ვცადეთ თავი ვერ დავანებებინე.ჭამით სულ ძალით ვაჭმევთ.წონაში არ იმატებს.მყავდა ექიმებთან და ყველაფერი განვითარებული აქვსო.ანალიზებიც კარგი.რა შეიძლება იყოს მიზეზი? კუჭის მოქმედება 3ჯერ მაინც აქვს.როგორც კი შეწამს მალევე გადის.ესეც რაიმე პრობლემა თუ ბუნებრივია?
მოგესალმებით, მარიამ
მნიშვნელოვანია ბავშვის წონა და წონაში მატების დინამიკა. ამ ასაკში ძუძუს მიღება პათოლოგია არ არის, თუმცა დედის რძე ბავშვის ძირითად რაციონს არ წარმოადგენს და აუცილებელია სრულყოფილი, რეჟიმული კვება. რეკომენდებულია პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გარჯობათ 8წლის გოგონასთვის ნორმალურია? მარჯვენა მკერდი ცოტა გაეზარდა და მკერდის თავთან სიმაგრე აქვს და სტკივა
გამარჯობათ.მყავს 8წლის გოგო მარტში 9ხდება.მარცხენა მკერდში სიმკვრივეაქ ცოტა,ხელის დადებით სტკივა და ცოტა შეუმჩნევლად მოზრდილია.საშიში ხომ არ იქნება.გთხოვთ უპადუხოდ არ დამტოვოთ.მადლობა წინასწარ
მოგესალმებით
8 წლის ასაკში შესაძლებელია მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების დაწყება. აღნიშნულთან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჯერ ერთი, შემდგომ მეორე სარძევე ჯირკვლის ზომაში მატება, გამკვრივება, ტკივილი, რაც პათოლოგიას არ წარმოადგენს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა ვარ 15 წლის,სიმაღლეში 1.60 წონა 51კგ. ჩემი მშობლები არიან სიმაღლეში მამა 1.75 დედა 1.60 მინდა კიდევ გავიზარდო რამეს ხომ არ მირჩევთ, და ჩემი სიმაღლე ნორმალურია თუ არა?
გთხოვთ მიპასუხოთ,, ჩემი გოგო არის 8 წლის,, იანვარში ხდება 9. შევამჩნიე მარჯვენა ძუძუ ცოტა წამოზრდილი და ფერრი გამუქებული ოდნავ, ვნერვიულობ ძალიანგთხოვთ მომწეროთ რამდენად ნორმალურია,, სიმაღლეში 145 სმ-ია
მოგესალმებით, მაკა
მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება, მათ შორის მკერდის ზომაში მატება, გოგონებში 8 წლიდან არის შესაძლებელი, შესაბამისად, თქვენი ჩივილი პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენი სიმშვიდისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მამოლოგს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა,ვარ 15 წლის 43კგ და 1.68სმ და მაქვს პატარა მკერდი 1ზომაც არაა ნორმალურია ეს თუ არა?მადლობა წინასწარ
გამარჯობათ ვარ 15 წლის ნული ზომა ლიფიც დიდი მაქვს და მკერდი გეზრდება თუ არა ჩემი და 14 წლის არის და ჩემზე დიდი მკერდი აქვს ასევე მყავს 16 წლის და და მასაც დიდი მკერდი აქვს და გამეზრდება თუ არა. კიდევ მკერდზე თმები მაქვს ამოსული და რისი ბრალი იქნება? გთხოვთ პასუხი მომწერეთ ძალიან გთხოვთ წინასწარ გიხდით მადლობას
გამარჯობაა ვარ 17 წლის 193 სმ 75 კგ. დავიბადე ჭარბი წონით 5 კგ და რაღაც. მაწუხებს დაბალი წნევა, ვარ თითქმის სულ უხასიათოდ, და მგონიაა რომ გულზე მაქვს რაიმე პრობლემა თუ შეგიძლიათ ზედაპირულად ამიხსნათ რახდება და რეკომენდაცია გამიწიოთ.
მოგესალმებით, ნიკა
თქვენი ჩივილები შესაძლებელია იყოს ასაკობრივი, თუმცა უმჯობესია კარდიოლოგიური პროფილის კვლევების ჩატარება. პრობლემის გამორიცხვის შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
ვარ 20ცლის .მკერდი პატარა მაქვს და ვარ სუსტი .მირჩიოთ რამე .
გამარჯობა,12 წლის ვარ და 53 კილო ვარ სიმაღლეში კი 1,62 ვარ და წონა თუ არა სიმაღლე მაინც არის ნორმალური??
გამარჯობა!ვარ 13 წლის სიმაღლეში1,45 წონაში 40 კილო
უკვე მეშინია…….???
მეც თითქმის ეგრე ვარ 149 სმ 13 წლის და წონა 36. იქნებ მირჩიოთ რამე და ნორმალური თუა
გამარჯობა, ვარ 13 წლის და სიმაღლეში 148-149სმ და წონაში 36კგ, მენსტრუალური ციკლი ჯერ არ მომსვლია და ნორმალურია? ან გავიზრდები? მადლობა წინასწარ
გამარჯობა ლიზი! 13 წლის ასაკში გოგონების საშუალო სიმაღლე 156.7 სმ-ია, ხოლო წონა 45.8 კგ. მენსტრუალური ციკლის დაწყების ასაკი 9-16 წელია, ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი. გოგონებში ძირითადი ზრდა 18 წლამდე მიმდინარეობს. გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს, რათა მოხდეს შეფასება და საჭიროებისამებრ კვლევების დაგეგმვა.
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობათ ქალბატონო/ბატონო ექიმო ვარ 17 წლის და წონით ვარ 65 კილოგრამი ხოლო სიმაღლეში 1.67 არის თუ არა ნორმალური და მოვიმატებ თუ არა კიდევ?
ვარ 174 სანტიმეტრი სიმაგლეში და მაქვს 17 სანტიმეტრის პენისი და მაინტერესებს ჩემი სიმაღლისთვის კაი ზომა თუა
გამარჯობათ ვარ 13 წლის სექტემბერში 14 ის ვხდები არ დამწყებია ციკლი ცოტა ვნერვიულობ მკერდიც პატარა მაქვს იქნებ დამეხმაროთ გმადლობთ პასუხისთვის!
გამარჯობათ ვარ 14 წლის ციკლი მოსული მაქვს მკერდი კი არ მეზრდება ხანდაან მექავება ხან კი მკერდის არეში ტკივილს ვგრძნობ. ძუძუს დვრილებს ისეთი ფორმა აქცს რომ გეგონება მოგძვრება. გთზოვთ მომწერეთ რისი ბრალი შეიძლება იყო. წინასწარ გიხდით მადლობას
მოგესალმები, მაგდა
მკერდის ზომა 14 წლის ასაკის შემდეგაც შეიძლება გაიზარდოს, რა თქმა უნდა, თუმცა მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორებს. დეტალური შეფასებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მამოლოგს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით, ლიზა
მენსტრუალური ციკლის დაწყების ასაკი ვარირებს 9-დან 16 წლამდე, უხშირესად 11-14 წლის ასაკში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას. თქვენი ჩივილი ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ რეფერალს არ საჭიროებს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით, ლიზა
მენსტრუალური ციკლის დაწყების ასაკი საშუალოდ 11-14 წელია, მეორადი სასქესო ნიშნებიც ამავე ასაკში ვითარდება.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა,მყავს ორი წლის და ერთი თვის გოგონა,ვაკუუმით დაიბადა და სულ შიშებში ვარ,არ მახსოვს რამდენ პედიატრთან მყავდა,მეუბნებიან,რომ ყველაფერი ნორმალურადაა 84 სანტიმეტრია სიმაგლით წონა თერთმეტ ნახევარი,ჭამით კარგად ჭამს და ვიზუალურად უფრო პატარა გონიათ ვიდრე არის..ვერ ლაპარაკობს ორ სიტყვას ვერამბობს გადაბმულად,ისე რასაცვეუბნებისიტყვებს იმეორებს ზოგს სწორად ზოგს ამახინჯებს,ბაგში დადის და საგამოს რომ ვაკითხავ სიხარულს არ გამოხატავს,მაგრამ მაშინ უნდება ყველაფრის გაკეთEბა რაცშეუძლია უნდა რომ დამანახოს,კანფეტს რომვაძლევ ხსნის ქაგალდს ნაგავში მიდის და აგდებს,იოგურტი ჭამა ერტხელ და კუთი ნაგავში და კოვზი ნიჟარაში ჩააგდო მაინც.რამე რასაცხშირად ვეუბნები და ხვდება იმას აკეტებს ტუ რამე ვუტხარი მომიტანე მოაქვს ტუ ვუტხარი სინატლე აანტე ანთებს ფეხსაცმელებს შარვალს იხდის და იცვამს,ქუდს იფარებს და იხდის,ჩემ სათვალეს იკეთებს სწორად,თმისამაგრს თმაზე ცდილობს გაიკეთოს,ბამბას იგებს და სახელ იწმენდავს ხოლმემე რომ მხედავს…ძირითადად ესენი სეუძლია შეიძლება რამე გამომრჩა და მგონია რომ ნაკლებად არის განვითარებული და ტქვენ რას მეტყვით? დიდი მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, თეონა
თქვენი შვილის ფიზიკური ზრდა-განვითარება ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება მეტყველებას, 2 წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს მარტივი ორსიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა, თუმცა მეტყველების განვითარება ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. თქვენი მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვი ადექვატურია, ესმის და ასრულებს მითითებებს. შეგიძლიათ მიმართოთ მეტყველების სპეციალისტს, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციებს მეტყველების ხელშეწყობისთვის.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ, 17 წლის ვხდები და სიმაღლეში ვარ 1.78–79 და მაინტერესებს კიდე გავიზრდები თუარა.