განვითარების მონაცემთა დიაგრამები

ბავშვის ფიზიკური განვითარების განსაზღვრა დიაგრამებზე მოცემული მრუდის მიხედვით

ფიზიკური განვითარების მაჩვენებლის (სიმაღლე/წონა/თავის გარშემოწერილობა/სხეულის მასის ინდექსი) და სქესის მიხედვით შეარჩიეთ დიაგრამა და გაიარეთ შემდეგი საფეხურები:

1. მოძებნეთ თქვენი ბავშვის ასაკი დიაგრამაზე
2. მოძებნეთ თქვენი ბავშვის წონა/სიგრძე/თავის გარშემოწერილობა დიაგრამაზე
3. მოძებნეთ ამ ორი მაჩვენებლის გადაკვეთის წერტილი.

თუ გადაკვეთის წერტილები დიაგრამაზე მოცემულ მრუდს დაემთხვა,თქვენი ბავშვის წონა, სიგრძე და თავის გარშემოწერილობა  ასაკობრივ ნორმის ფარგლებშია. თუ თქვენი ბავშვის მონაცემები ზედა მრუდს ასცდა, ის ასაკობრივ ნორმაზე მეტია, ხოლო თუ ყველა მრუდის ქვემოთ მოხვდა, ასაკობრივ ნორმას ჩამორჩება.

სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა

სხეულის მასის ინდექსის გამოთვლისთვის ბავშვის წონა (კილოგრამებში) გაყავით სიმაღლის (მეტრებში) კვადრატზე. მიღებული რიცხვი მოძებნეთ დიაგრამაზე.