6 თვის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • მოზრდილის ყურადღების შემთხვევაში იღიმება და ტიტინებს
  • ერთობა სოციალური თამაშით
  • ინტერესდება სარკეში გამოსახულებით
  • უკეთ ბაძავს მიმიკას და იმეორებს ერთი დღის შემდეგაც
  • ყურადღებით იკვლევს მშობლის/მომვლელის სახეს

ემოციური

  • სწავლობს ემოციების კონტროლს და  საკუთარი თავის დამშვიდებას (მაგ.: წოვს საკუთარ თითებს)
  • გამოხატავს სიამოვნებას და დისკომფორტს
  • ემოციებს ხვდება ხმის ტონალობით

მეტყველება

  • აბრუნებს თავს და იყურება ხმის მიმართულებით
  • რეაგირებს საკუთარ სახელზე
  • თითქოს რეაგირებს ზოგიერ სიტყვაზე (მაგ.: დედა, მამა)
  • ცნობს და უპირატესობას ანიჭებს მშობლის/მომვლელის ხმას
  • უსმენს და უყურებს მშობელს/მომვლელს სახეში, როცა ის ელაპარაკება
  • იღიმება და უცინის მომვლელს, მისი ღიმილისა და სიცილის პასუხად
  • გამოსცემს ბგერებს, როცა მომვლელი ესაუბრება
  • ბგერებით გამოხატავს სიამოვნებას და გაბრაზებას
  • ტიტინებს  ხმოვნისა და თანხმოვნისგან შემდგარი მარცვლების გამეორებით (მაგ.: გა, გა, და, ბა)

კოგნიტური

  • პოულობს ნაწილობრივ დამალულ ნივთებს
  • ურტყამს და იწევს მის წინ არსებული საგნისკენ
  • იკვლევს საგანს ხელით და იდებს პირში
  • რეაგირებს „ჭიტა“-ზე
  • უფრო ხანგრძლივად ერთობა სათამაშოთი

უხეში მოტორიკა

  • ბრუნდება ზურგიდან გვერდზე
  • ზის დახმარებით (ბალიშზე მიყრდნობილი)
  • დამდგარ პოზაში დაჭერის შემთხვევაში ახერხებს სხეულის წონის შენარჩუნებას
  • მუცელზე წოლისას ეყრდნობა მტევნებს

ნატიფი მოტორიკა

  • მტევანს იყენებს გაწვდენის, აღების, გადაგდების და დაღვრისთვის
  • იდებს მტევნებს ან სათამაშოს პირში
  • იქნევს სათამაშოს
  • წვდება ცალი ხელით
  • ასაღებად იყენებს ყველა თითს ერთდროულად
  • ეჭიდება სათამაშოს ან საგანს
  • ხელს უსვამს და იწევს თქვენი თმების, სათვალის და სახისკენ

სმენა

  • საუბრის ხმაზე წყვეტს თამაშს და ჩუმდება
  • თავს აბრუნებს ნებისმიერი მიმართულებით ხმის წყაროსკენ
  • სახე „უნათდება“ ახლობელი ადამიანის ხმის გაგონებაზე
  • ცნობს მუსიკალურ ტონებს

მხედველობა

  • თავს თავისუფლად აბრუნებს სათამაშოსკენ, ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებით
  • მზერა გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე
  • ფერადი მხედველობა უკვე განვითარებულია 4 თვიდან
  • მხედველობის სრულყოფილი სიმახვილე (საგნების მკვეთრად დანახვა) მიიღწევა 6 თვისთვის