სოციალური
- უღიმის მშობელს/მომვლელს
- მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს სხვადასხვა ხმით და ხელ-ფეხის ქნევით
- ერთობა ადამიანებთან თამაშით და ტირილს იწყებს თუ თამაში შეწყდა
- ცდილობს გაიმეოროს მოსაუბრის სახის გამომეტყველება
ემოციური
- სხვადასხვა მოთხოვნას გამოხატავს სხვადასხვანაირი ტირილით
- გამოხატავს როგორც სიამოვნებას, ასევე დისკომფორტს
მეტყველება
- სათამაშოს ან ადამიანის დანახვაზე გამოსცემს ხმებს
- მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს ხმებით
- ბერავს ბუშტებს და იფურთხება ხმამაღლა
- მარტივ ვოკალიზაციას ახერხებს ძირითადად ხმოვნებით. იშვიათად იყენებს თანხმოვნებს (ღუღუნის ფაზა)
კოგნიტური
- თვალს აყოლებს მოძრავ სახეებს ან საგნებს
- მზერა გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე
- იწყებს აღქმას, რომ საგნები მაშინაც არსებობენ, როცა თვითონ ვერ ხედავს
უხეში მოტორიკა
- ზურგზე წოლისას ორივე ხელს იდებს მკერდზე და თავი უკავია შუა ხაზზე
- მუცელზე წოლისას წამოიწევს და ეყრდნობა მოხრილ იდაყვებს
- დასაჯდომად წამოწევისას თავი აღარ უვარდება
- დამჯდარ (დახმარებით) პოზაში თავი მყარად უჭირავს
- ბრუნდება გვერდიდან ზურგზე
ნატიფი მოტორიკა
- მტევნები მოაქვს სხეულის შუა ხაზზე და თამაშობს
- იდებს ხელებს პირში
- წოვს თითებს და მუშტს
- ჩამოკიდებულ სათამაშოებს ურტყამს მტევანს
- მუშტით იჭერს და იქნევს სათამაშოებს
- საყრდენით ჯდომისას იწვდენს ხელს საგნისკენ
- ხელში ჩადებული სათამაშო უჭირავს ხანმოკლედ
სმენა
- კრთება მოულოდნელ ან ხმამაღალ ხმაზე
- მშვიდდება წყნარ, ნაცნობ ხმაზე
- ზოგიერთ ხმას ამოიცნობს
- უფრო ხანგრძლივად უსმენს ლაპარაკს, ვიდრე სხვა ხმებს
- თავს და თვალებს აბრუნებს ხმის მიმართულებით
მხედველობა
- ადევნებს თვალს ნელა მოძრავ საგანს
- ორივე თვალს ამოძრავებს ერთი მიმართულებით, იშვიათად – განსხვავებულად (აელმებს)
- მოსწონს თავ-თეთრი ან მკვეთრი გამოსახულება
- ყველა სხვა სახეებს შორის გამოარჩევს მშობლის/მომვლელის სახეს
- თავსა და თვალებს აბრუნებს სინათლის წყაროსკენ
Gamarjobat, chemi gogo 5 tvisaa, jer dzudzus daaneba tavi roca damateba miveci, da exla saertod akrdzala chama, myavda mis pediatrtan da mitxra shevxedot araferi ar cirs bavshvso, tu sdzinavs da mdzinares miveci ki chams, risi brali sheidzleba iyos ? Madloba winaswar.
მოგესალმებით, ნათია,
ბავშვებს ხელოვნური კვების დროს ნაკლები ძალისხმევა სჭირდებათ საწოვარადან რძის მიღებისთვის, ძუძუთი კვება კი მოითხოვს მეტ ძალისხმევას, რის გამოც ისინი არჩევენ საწოვარათი კვებას, ამცირებენ ან შეიძლება საერთოდ უარი თქვან ძუძუთი კვებაზე. ხელოვნური საკვები მიეცით არარეგულარულად; სასურველია, გამოიყენოთ ახალშობილის საწოვარა, რომელიც მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.ბავშვი 5თვისაა ხელოვნურზე მყავს და რა შეიძლება მივცე დამატებით?
Gamarjobat 6tvis myavs patara da chai sheileba mivce pitnis??
მოგესალმებით, რუსკა,
6 თვის ასაკიდან ჩაის მიღება შეიძლება, თუმცა მას კვებითი ღირებულება არ გააჩნია და ასევე კონკრეტული დანიშნულებით მისი გამოყენება არ არის დამხმარე. ნებისმიერი ჩაი, განსაკუთრებით კი პიტნის ჩაი (84%-ით) ამცირებს ორგანიზმში რკინის შეწოვას. ზოგადად, ჩაი შეიცავს კოფეინს და შაქარს, რომელიც იწოვს და ამცირებს წყლის შემცველობას ორგანიზმში, ასევე განაპირობებს წყლის მიღების შემცირებას, რომელიც უფრო „ჯანსაღი“ ალტერნატივაა.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა ჩემი გოგო დაიბადა 3.900 ეხლა არის 4 თვის და ერთი კვირის იწონის 7.100 გრამს 66სანტიმეტრს ხელოვნურ კვებაზეა და ჭამს 4საათში ერთხელ 150 გრამს. ეს ნორმალურიაა? და წონით პატარა ხომ არ არის ? ფაფები ეხლა დავიწყეთ
ახლახანს შევამჩნიე მარცხენა დუნდულაზე მრგვალი ღია ფერის მოლურჯო ლაქასავით არც ამობერილიაა და არც გამაგერებული. ენდოკრინოლოგმა გასინჯა და მითხრა უბრალოდ ლაქაა შეიძლება დაბადებიდანვეე ქონდა უბრალოდ მოწითალო იყო და ვერ შეამჩნიეთო. არ ვიცი ძალიან მეშინიაა სხვ რა შეიძლება იყოსს რომ გამოვრიცხო ან რა შეიძლება რომ გავაკეთო გასარკვევად ვიზუალურად რომ დაათვალიერეს უბრალოდ ლაქა მითხრეს.
მოგესალმებით, გვანცა,
ბავშვის წონა და სიგრძე შეესაბამება ასაკობრივი ნორმის ფარგლებს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა ,ჩემმი შვილი 3 თვინახევრისაა ჩამმს 100 გრამს და სჰუალედებში ძუძუს არი 62 სმ და წონა 6300 დაიბადა 3.800 ,ნორმალურიაა ესე ცოტას რომ ჭამს ?
მოგესალმებით, თამო,
კვების კორექცია საჭიროა, როდესაც არის წონის დეფიციტი. თქვენი შვილის წონა შეესაბამება ასაკობრივ ნორმას.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
gamarjobat 4tvis da orikviris myavs ptara s 7.600 da normaluri wonaaa???yovelsamsatshi ertxel chame gamec da heilebaa egre
მოგესალმებით, ბელა,
ბავშვის წონა ასაკის შესაბამისია.
თათია აფრასიძე
ბავშთა ნევროლოგი
4თვისაა დაა არის 8კილო და კარგი წონაა და 125 გრამს წამს3საათსსი ერთხელ ამას დღეს და რამაც ს სასშისიაა
მოგესალმებით, რუსო,
ბავშვის წონა შეესაბამება ასაკობრივ ნორმას.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ მყავს4 თვის ბავშვი დღე დაა გამეც 3სსაათში ერთხელ ჯამს და სასშისი ხომარაა…და კიდევ გამე 4ზე იგვიდზებს ერთი საატი გვიდძავს და იდძინებს მარა 7ზე სულ იგვიდძებს
გამარჯობათ მაინტერესებს4თვის მყავს პატარა და გულზე მითხრეს გულისხვრელი აქვსო გიაო და საშიში ხომარაა
???
მოგესალმებით, რუსო,
ღია ოვალური ხვრელი წარმოადგენს გულის ნორმალური სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს ყველა ახალშობილში, რომელიც სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში იხურება. დრო, როდესაც ის იხურება განსხვავებულია, თუმცა, შემთხვევათა დაახლოებით 30 %-ში ღია რჩება. ასიმპტომური შემთხვევები მედიკამენტურ ან ქირურგიულ მკურნალობას არ საჭიროებს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
gamarjobat 4.10gdis patara myavs game3saatshi ertxel itxovs da sashihi xomaaraa ..romarvajamo she chasxavdeba vrvahereb
Gamarjobat. myavs 4 tvis da 1 kviris bichi. Bunebriv kvebazea.dges da game gvidzavs ai sul. Tvalebs isrisav amtqnarebs ro vadzineb bjirdeba. Tu daidzina 1 sati arc sdzinavs. Igvidzebs mal male. nervopatalogma damamshvideblebi daunishma da azri ar aqvs. Tu chaedzina da chama igvidzebs bolos. Ra gavaketo agar vici. 4 satze metxans gvidzavsxolme.
მოგესალმებით, მარი,
შეეეცადეთ ძილის რუტინული აქტივობებით შეუწყოთ ხელი ძილის რეჟიმის მოწესრიგებას. შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ ერთიდაიგივე ქცევები, მაგ.: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები… გამოღვიძებისას მიეცით საშუალება დამოუკიდებლად დაძინება ისწავლოს ხელში ტარებისა და რწევის გარეშე. თუ პატარა დამოუკიდებლად დაძინებას ისწავლის აღარ მოითხოვს თქვენს ჩარევას როდესაც გაეღვიძება და ძილს თავად „შეიბრუნებს“. მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ , ჩემი შვილი 4 თვის და 2 კვირისაა ხელოვნურ კვებაზე მყავს და ყოველ 6 საათში ერთხელ ჭამს 240 გრამს მაინტერესებს ნორმალურია თუ არა?
მოგესალმებით, მარია,
საკვების რაოდენობა განისაზღვრება ბავშვის წონის მიხედვით. სასურველია მიიღოს 150-200 მლ./კგ/დღეში ან 60-75 მლ./კგ. 4 სთ.-იანი ინტერვალით თითოეული კვების დროს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ,ჩემი შვილი 4 თვის და 2 კვირისაა.4 თვიდან მარტო ხელოვნურ კვებაზე მყავს,დგის განმავლობაში ყველა სამ საათში ჭამს.დარეგულირებული აქვს ჭამი დრო,მაგრამ გამე 6 საათი აქვს შუალედი..და მაინტერესებს.ეს შუალედი რამდენი საათით შემიზლია გავზარდო და როგორ?და კიდევ მაინტერესებს როდის შემიძლია დავაჯინო?
მოგესალმებით, ჟანა,
თუ მიღებული საკვების რაოდენობა და შესაბამისად, წონის მატება შეესაბამება ბავშვისათვის მისაღებ ნორმას, შესაძლებელია, რომ მან თავად შეარჩიოს კვების საკუთარი რუტინა. 4-6 თვის ასაკის ბავშვს შეუძლია დღის განმავლობაში მიიღოს კალორიების საჭირო რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს ღამით 6 სთ.-იანი შუალედის არსებობას. 8-9 თვის ასაკიდან კი შესაძლებელია რომ ღამით საკვები აღარ მიიღოს.
ჯანმრთელ ბავშვს ჯდომის უნარი უვითარდება 6 თვის ასაკიდან, ბავშვის განვითარება „მიგვითითებს“ თუ როდის შეიძლება დამოუკიდებლად ან საყრდენის დახმარებით ჯდომის უნარის ჩამოყალიბება.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjobat.myavs shvili 1wlis da 8 tvis iwonis 8 kilomde simagle 70.sm.aris tu ara sagangasho mdgomareoba..an endokrinologis chareva sachiro.kvebit yvelapers cota cotas chams..uchmeli bavshvia.
მოგესალმებით,
არცერთი პარამეტრი არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმას.
აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjoba, chemi patara sam oqtombers gaxdeba otxi tvis da sami tvis rom gaxda iyo 7 kolo da100. Bunebriv kvebazea. Es ramdenjmw dge mechveneba rom rdze iae agar midgeba da bavshvic kuchshi iahviatad gadis sam dgeshi erxel. Mitxres rom sheidzleba rdze ar yopnis da magitomo. Ramdenad sheidzleba magis brali iyos? Da es wona ramdenad normaluria bavahvistvis. Madloba
მოგესალმებით, ანი,
3 თვის ასაკის ბავშვის ნორმალური წონის ქვედა ზღვარი არის 6 კგ..
კვებასთან დაკავშირებით და/ან სხვა პედიატრიული პროფილის ჩივილების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, ჩემი შვილი დაიბადა დღენაკლი, 35 კვირაზე, წონა 2700. ეხლა 10 ივლისს გახდება 4 თვის, წონა არის 5.500. 180 გრამს ჭამს 4 საათიანი შუალედით. ექიმი ამბობს რომ წონა ნორმალურია მაგრამ მე მგონია რომ პატარაა. რამდენს უნდა იწონიდეს ამ ასაკის ბავშვი?
ჩემი ბავშვი დაიბადა2900ახლა არის 4 თვის და ოტონის5500 მაგრამ პატატა მეჩვენება რამდენი უნდა იკოს ტონით
მოგესალმებით, სალომე,
ბავშვის წონა შეესაბამება ასაკობრივ ნორმას.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, ჩემი პატარა 10 ივლისს გახდება 4 თვის. მაინტერესებს დღე-ღამეში რამდენჯერ და რამდენ გრამს უნდა მიირთმევდეს? და რამდენს უნდა იწონიდეს? დაიბადა დღენაკლი, 35 კვირაზე წონა 2700.
გამარჯობათ, ჩემი პატარა არის 4 თვის და 1 კვირის , წონით დაიბადა 3100 , ეხლა არის 6 300 , პედიატრმა წონის ნაკლებობა აქვსო , ბუნებრივ კვებაზეა რამდენსაც უნდა იმდენს ვაჭმევ დაახლოებით 2 ი 3ი საათის ინტერვალით , სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა და წონის არასაკმარისი( 150-200 გრამი აკლია ნორმამდე) მატება საშიში ხომ არაა? მადლობა
მოგესალმებით, სოფო,
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია: ბავშვის სიგრძე შეესაბამება თუ არა ასაკობრივი ნორმის ფარგლებს (62-65 სმ.), წონის მატებისა (400 გ.) და ზრდის ტემპი (1.5 სმ.) ყოველთვიურად, რისთვისაც გირჩევთ, აკონტროლოთ ბავშვის წონა და ზრდა.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ მაინტერესებს 4თვის ბავშვისთვის ფაფა რამდენჯერ შეიძლება დგეში?
მოგესალმებით, თამუნა,
დამატებითი საკვები ბავშვმა უნდა მიიღოს 6 თვის ასაკიდან. ამ ასაკში დამატებითი კვების საკითხი სასურველია, შეათანხმოთ ბავშვის პირად პედიატრთან.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ, მყავს 1თვის და 2კვირის, სახეზე აქვს ეგრეთწოდებული რძიანები წვრილი თეთრი გამონაყარი და მაინტერესებს გაუვლის თავისით თუ რამის გამოყენება დაგვჭირდება? ასერვე მაინტერესებს 4 თვიდან თუ შეიძლება გრეჩიხის ფაფა რომ მივცე, ამჯერად შერეულ კვებაზე ვართ ძუძუსაც იღებს და ჰუმანასაც?
მოგესალმებით, ლიკა,
მილია (რძის ლაქები) პატარა ეპიდერმული ცისტებია, რომელიც კერატინით არის ამოვსებული. ახალშობილების დაახლოებით 40 % აქვს დაბადებისას. ეს არ არის საშიში მდგომარეობა და სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს, როგორც წესი თავისით ქრება.
დამატებითი საკვები, როგორც წესი, ჩვილს ესაჭიროება 6 თვის ასაკიდან, კვების ტიპის მიუხედავად. თუ მაინც გადაწყვეტთ დამატებითი კვების ჩართვას, სასურველია ეს იყოს არა ფაფა, არამედ ბოსტნეულის პიურე.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა,მყავს 4 თვის ჩვილი.ძუძუზე ვზრდი.დამატებით მივეცი ჰუმანას იოგურტი,კარგად ჭამა,კიდევ რომ მივცე თუ შეიძლება,თუ არ შეიძლება რომელი თვიდან ვაჭამო?
გამარჯობათ, ჩემი ბიჭი 4 თვისაა ხელოვნურზე, ჭამს 180 გრამს მაგრამ ღამე ძალიან ფხიზელი ძილი აქვს,თითქოს შფოთავს ძილში და გადაბმულად 6 საათი მაინც არ მაძინებს და ზოგჯერ ღამის 4 ზეც ჭამს ხოლმე, რა მოვუხერხო აღარ ვიცი როდის ამოაგდებს ღამე ჭამას ან ასე ფხიზლად რატო ძინავს?
მოგესალმებით, გვანცა,
ღამის განმავლობაში 2-6-ჯერ გაღვიძება ძილის ნორმალურ პატერნადაა მიჩნეული. ბავშვების ნაწილს შესწევს უნარი დამოუკიდებლად „შეიბრუნოს“ ძილი. მშობლის დახმარება სჭირდებათ იმ ბავშვებს, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეულნი და მხოლოდ კვების, რწევის, ხელში აყვანის შედეგად იძინებენ.
4 თვის ასაკიდან ბავშვს ღამით კვება აღარ ესაჭიროება.
როდესაც ტირილით იღვიძებს მოიცადეთ გარკვეული ხნით, სანამ საკვებს შესთავაზებთ.
შეუქმენით მშვიდი გარემო და „არააქტიური“ ძილის რუტინული აქტივობებით სცადეთ რომ ხელი შეუწყოთ ძილის „შებრუნებაში“, რათა ღამით გამოღვიძება მისთვის საკვების მიღებასთან არ იყოს ასოცირებული;
თანდათან გადაწიეთ კვების დრო ღამის განმავლობაში (მაგ.: 30-30 წთ.-ით ყოველ მე-2 ღამეს);
თანდათან შეამციროთ მიღებული საკვების რაოდენობა ან 2-2 წთ.-ით ძუძუთი კვების ხანგრძლივობა > 1 კვირის განმავლობაში. ხოლო დღის განმავლობაში გაზარდეთ მიღებული საკვების კალორიულობა (განსაკუთრებით, საღამოს კვების).
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი