სოციალური
- უღიმის მშობელს/მომვლელს
- მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს სხვადასხვა ხმით და ხელ-ფეხის ქნევით
- ერთობა ადამიანებთან თამაშით და ტირილს იწყებს თუ თამაში შეწყდა
- ცდილობს გაიმეოროს მოსაუბრის სახის გამომეტყველება
ემოციური
- სხვადასხვა მოთხოვნას გამოხატავს სხვადასხვანაირი ტირილით
- გამოხატავს როგორც სიამოვნებას, ასევე დისკომფორტს
მეტყველება
- სათამაშოს ან ადამიანის დანახვაზე გამოსცემს ხმებს
- მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს ხმებით
- ბერავს ბუშტებს და იფურთხება ხმამაღლა
- მარტივ ვოკალიზაციას ახერხებს ძირითადად ხმოვნებით. იშვიათად იყენებს თანხმოვნებს (ღუღუნის ფაზა)
კოგნიტური
- თვალს აყოლებს მოძრავ სახეებს ან საგნებს
- მზერა გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე
- იწყებს აღქმას, რომ საგნები მაშინაც არსებობენ, როცა თვითონ ვერ ხედავს
უხეში მოტორიკა
- ზურგზე წოლისას ორივე ხელს იდებს მკერდზე და თავი უკავია შუა ხაზზე
- მუცელზე წოლისას წამოიწევს და ეყრდნობა მოხრილ იდაყვებს
- დასაჯდომად წამოწევისას თავი აღარ უვარდება
- დამჯდარ (დახმარებით) პოზაში თავი მყარად უჭირავს
- ბრუნდება გვერდიდან ზურგზე
ნატიფი მოტორიკა
- მტევნები მოაქვს სხეულის შუა ხაზზე და თამაშობს
- იდებს ხელებს პირში
- წოვს თითებს და მუშტს
- ჩამოკიდებულ სათამაშოებს ურტყამს მტევანს
- მუშტით იჭერს და იქნევს სათამაშოებს
- საყრდენით ჯდომისას იწვდენს ხელს საგნისკენ
- ხელში ჩადებული სათამაშო უჭირავს ხანმოკლედ
სმენა
- კრთება მოულოდნელ ან ხმამაღალ ხმაზე
- მშვიდდება წყნარ, ნაცნობ ხმაზე
- ზოგიერთ ხმას ამოიცნობს
- უფრო ხანგრძლივად უსმენს ლაპარაკს, ვიდრე სხვა ხმებს
- თავს და თვალებს აბრუნებს ხმის მიმართულებით
მხედველობა
- ადევნებს თვალს ნელა მოძრავ საგანს
- ორივე თვალს ამოძრავებს ერთი მიმართულებით, იშვიათად – განსხვავებულად (აელმებს)
- მოსწონს თავ-თეთრი ან მკვეთრი გამოსახულება
- ყველა სხვა სახეებს შორის გამოარჩევს მშობლის/მომვლელის სახეს
- თავსა და თვალებს აბრუნებს სინათლის წყაროსკენ
მოგესალმებით, ჩემს მეგობარს 1 თვის და 6 დღის გოგონა ჰყავს და ძალიან ჭუჭყუნაა. ღამე არ სძინავს თითქმის. ექიმმა თქვა დღე-ღამე აქვს არეულიო, მაგრამ უკვე ერთი თვეა ასეა. ტირილის დროს კი ჩაოსება იცის და ლურჯდება. შეგიძლიათ რამე მირჩიოთ?
მოგესალმებით, ანა,
როგორც მოგეხსენებათ, ადამიანს გააჩნია შინაგანი ბიოლოგიური საათი, რომელიც ძილ-ღვიძილზე მოთხოვნილებას განაპირობებს. მასზე გავლენას ახდენს როგორც მზის შუქი, დღის სინათლე, ასევე ჰორმონები. ბავშვი არ იბადება საკუთარი შინაგანი საათით და სჭირდება გარკვეული პერიოდი მისი ჩამოყალიბებისათვის.
პირველი 2 თვის განმავლობაში ბავშვებს ძირითადად სძინავთ დღე, ფხიზლობენ და აქტიურები არიან ღამის განმავლობაში. რაც ნორმალურია და ნიშნავს იმას, რომ მისი „შინაგანი საათი“ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. როგორც წესი, ეს პრობლემა თავისთავად გვარდება დროთა განმავლობაში. თუმცა თქვენი დახმარებით შესაძლებელია მისი დაჩქარება: შეეცადეთ, დღისით ხანმოკლე ღვიძილის პერიოდები აქტიური თამაშებით დატვირთოთ; გავლენას ახდენს აგრეთვე მზის სხივები. ღამით კი პირიქით – უზრუნველყავით მშვიდი გარემო, სუსტი განათება და არ ჩართოთ მის რეჟიმში აქტიური თამაშები.
ტირილით პროვოცირებული ფერის შეცვლა პათოლოგიას არ წარმოადგენს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ,თუ შეიძლებ მიპასუხეთ,ბავშვი არის 4 თვის და 10 დღის.მყავს ხელოვნურ კვებაზე და ვაძლლევ ყოველ 4სთ-ში 150 მლგ,მაგრამ ბოლომდე არ ცლის,ხშირად თოვებს 50-70 მლგ,წიწიბურას ფაფა გავასინჯე და არ მოეწონა.რისი ბრალი შეიძლება იყოს უმადობა,როცა ბავშვს არაფერი აწუხებს და არის კარგ ხასიათზე.დიდი მადლობა
მოგესალმებით, მაკა,
4 თვის ასაკის ბავშვი, საშუალოდ, იღებს 120-180 მლ. საკვებს თითოეული კვების დროს, გააჩნია კვების სიხშირესა და ბავშვის წონას; დაბადებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, ბავშვი წონაში იმატებს, საშუალოდ, ½-1 კგ./თვეში; თუ წონაში მატება ნორმალურია, შესაძლებელია, რომ ბავშვმა თავად შეარჩიოს კვების საკუთარი რუტინა.
წონის დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციისთვის მიმართოთ პედიატრს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
ჩემი შვილი 4თვის და 7დღისაა ჭამას ვეღარ ვიგებ როდის უნდა აქამდე ტიროდა ხოლმე ახლა აღარ ტირის ბუნებრივ კვებაზე მყავს … მთელი დღე შეიძლება არ მომთხოვოს ღამით იღვიძებს ჭამაზე და მაშინ ტირის რო ვაჭმევ ეგრევე იძინებს დაბადებიდან ეგრეა ღამე და დღეს არჩევს თავისუფლად დღისით პირში იდებს ყველაფერს და ვაცლი ხოლმე მერე მეწუწუნება და სოსკას გამწარებული რო წოვს მაშინ ვაძლევ ძუძუს მირჩიეთ რამე რა გავაკეთო ჯერ ღამეე ჭამას როგორ უნდა გადაეჩვიოს არ ვიცი
მოგესალმებით, ნინო,
სჯობს, გადაიყვანოთ საათობრივ რეჟიმზე, 5-6-ჯერ დღის განმავლობაში. ღამით კვება ამ ასაკში აუცილებელი აღარ არის.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით. ჩემი პატარა არის 4 თვის , თავზე აქვს მშობიარობის ტრამვა (კეფალოგემატომა) ,ნაწილი გაიწოვა მაგრამ კოპივიტ აქვს გამაგრებული. პედიატრმა მითხრა არ არისო საშიში, მაგრამ მშვიდად რომ ვიყო მაინტერესებს ვის უნდა მივმართო, რომ გავასინჯო სპეციალისტს.
მოგესალმებით,
კეფალოჰემატომა თავისით გაქრება, რასაც შეიძლება რამოდენიმე თვე დასჭირდეს. კეფალოჰემატომის ასპირაცია ან დრენირება (მექანიკური ჩარევა) დაინფიცირების, ინფექციის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ თუ ბავშვი ნევროლოგიური შეფასება ნორმაშია, დამატებითი ჩარევა არ არის საჭირო. შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით ბავშვთა ნევროლოგს ან ნეიროქირურგს მიმართოთ.
პატივისცემით,
მარიამ აბულაძე
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjoba. Myavs 4 tvis bavshvi da zogjer xelebs da fexebs akankalebs. Mainterrsebs risi brali sheizleba ro iyos? Nevropatologtan myavda da yvelaferi normashao magram mainc vberviulob. Da kidev dgit uchirs dazineba. Zinavs naxevari saatit. Gamit kargad zinavs. Madloba winaswar.
თიკო,
მოგესალმებით. ვწუხვარ, მაგრამ ასეთ კითხვაზე პასუხი შეუძლებელია. თქვენი ბავშვი აუცილებლად უნდა შეაფასოს ნევროლოგმა. გასინჯვისა და თქვენს მიერ მითითებულ “კანკალზე” დაკვირვების საფუძველზეა შესაძლებელი რეკომენდაციის მოცემა.
დიდი მადლობა პასუხისთვის D ვიტამინს ვიგებთ დაბადებიდან.შეიძლება ღრძილები ექავებოდეს და მაგიტო ჭირვეულობდეს? ყველაფერს პირში იდებს და დორბლის დენაც დაეწყო
გამარჯობა ბავშვი მყავს 5 თვის ძალიან ჭუჭყუნა გახდა გამეც ცუდად სძინავს წამოტირებები აქვს იქნევა ფეხებს და ხელებს და ოფლიანდრბა იმდენად რომ თავის ადგილი სულ სველია.ესე აკეთებს ძალიან ბევრჯერ გამე ძუძუთი ვაწყნარებ ხოლმე,რა შეიძლება აწუხებდეს? არადა 3 თვემდე გამე კარგად ეძინა…განვითAრებით ყველაფერი კარგად აქვს უბრალოდ ჯერ არ ტრიალდევა მუცლიდან ზურგზე და პირიქით საერთოდ არ წოლილა მუცელზე და შეიძლება მაგიტო?
ლიაკო,
ცუდი ძილის და მოუსვენრობის მიზეზი ძალინ ბევრი რამე შეიძლება იყოს: კვების რეჟიმის ან საკვების შეცვლა, გარემოს ცვლილება ან ნებისმიერი ცვლილება. თუ ცვლილება არაფრის არ მომხდარა და უმიზეზოდ ჭირვეულობს, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პედიატრს, ხომ არ სჭირდება D ვიტამინის მიცემა. ხშირად გყავდეთ სუფთა ჰაერზე, მით უმეტეს, რომ უკვე კარგი ამინდებია.
mainteresbs 3 tvis bavshvistvis multfilmebis yureba sheidzleba ? vayurebineb xolme . bolo ori kviraa ise agar ambobs agus da agar gugunebs rogorc manamde.5 dgea rac acra gavukete da cota ki shecvala magram adre ufro musikebs yveboda tavisi xmut da gugunebda exla ishviatad. risi bralia ?
ნინო,
რაც შიძლება ბევრი ესაუბრეთ. მულტფილმების ყურებას სჯობს თქვენ ესაუბროთ და სურათებიანი საბავშვო წიგნი დაათვალიერებინოთ. მოათავსეთ ბავშვი თქვენს კალთაში მოხერხებულად და დაიჭირეთ ფერადი წიგნი ისე, რომ ორივემ შეხედოთ. შეგიძლიათ გამოყენოთ სურათებიანი ჟურნალი, გაზეთის რეკლამები ან საოჯახო ფოტოები. როდესაც სახლში რაიმე ხმა გაჟღერდება, მიაქცევინეთ ბავშვს ყურადღება მასზე კომენტარის გაკეტებით: „გესმის ტელეფონი რეკავს“, „გესმის შენი ძმა იძახის.“ როდესაც თქვენს ბავშვს ღვიძავს, ჩაისვით კალთაში ისე, რომ თქვენს სახეს ხედავდეს. ესაუბრეთ ცოტა ხნით, თან შეეცადეთ რომ სახეში გიყუროთ. ათქმევინეთ სხვადასხვა ბგერები. „ისაუბრეთ“.
2 tvis da 3 kvirisaa. nevropatologtan myavda 2 kviris win. shida qalis wnevas vechvobdi , radgan tvalebs qachavda da gasinja yvelanairad araferi ar chirso. mere meore nevropatoligsac mivuyvane da kide pediatrsac da araferiao. am xelis kankalzec sxvam mitxra xoar akankalebso da rom davakvirdi xandaxan ki .
gamarjobat, bavshvi tirilis dros xelebs akankalevs xandaxan da rame sashishia?
ნინო,
თუ თქვენი ბავშვი ახალშობილია, მაშინ ეს პათოლოგია არ არის. ხოლო თუ ის 3 თვეზე მეტი ასაკისაა, მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს, რომ მან გასინჯოს თქვენი პატარა.
დიდი მადლობა პასუხისათვის,ბავშვი ძალიან კარგი განვითარებიაა და წონაშიც კარგად იმატებს მაგრამ მთლიან სახეზე ლურჯდება,განსაკუთრებით ყურებთან და ნიკაპზე,გულზე კი აქვს ოვალური ხვრელი მაგრამ კრდიოლოგმა დზალიან მცირე ზომისაა და მაგის ბრალი არ არისო,ასფიქსიის ნარჩენი იქნება და წლამდე გაუვლისო და თქვენი აზრით შეესაბამება სიმართლეს?გთხოვთ მიპასუხოთ.უბნის პედიატრმაც ესე მითხრა მაგრამ თქვენ კვალიფიციური ნევროლოგები ხართ და მიპასუხეთ გთხოვთ,დიდი მადლობა
მოგესალმებით ,
როგორც მივხვდი თქვენ პერიორალურ (პირის ირგვლივ) ციანოზს გულისხმობთ. თუ ბავშვის განვითარება ასაკს შეესაბამება და სხვა სიმპტომები არ არის, და თუ სილურჯე პერიოდულად, ტირილის დროს ჩნდება, მაშინ ეს ნიშანი სახიფათო არ არის.
გამარჯობათ,ჩემი შვილიშვილი დაიბადდა ასფიქსიაში და ეხლა უკვე 4 თვისაა,ტირილის დროს სახე აქვს ციანოზური,მაგრამ ყოველ ტირილზე არა,ზოგჯერ როცა ძალიან ტირის,ექიმმა მითხრა რომ ასფიქსიაში დაბადებული რომ არის იმის ნარჩენია და წლამდე ალაგდება ეს ჩივილებიო და გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად შეესაბამება ესეთი რამ სიმართლეს?დიდი მადლობა და გთხოვთ მიპასუხეთ რა
მაკა მოგესალმებით,
მიუხედავად თქვენი ჩივილისა , თქვენი ბავშვის წონა ამ ასაკისთვის ნორმას შეესაბამება . ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია. გირჩევთ წონაში მატების კონტროლი გააგრძელოთ. ამაში ჩვენს საიტზე არსებული ცხრილები დაგეხმარებათ (იხ. განვითარების დიაგრამები).
შესაძლოა წონაში მატების დროებითი შეჩერება ავად გახდომის პერიოდს , მაღალ სიცხიანობას დაემთხვეს ან კალორიების არასაკმარის მიღებასთან იყოს კავშირში.
ეკა მოგესალმებით,
ნუ ღელავთ, ეს პათოლოგია არ არის. მართალია უმეტეს შემთხვევაში კბილების ამოჭრა იწყება ქვედა ყბიდან , მაგრამ პირიქითაც შეიძლება მოხდეს და ეს სანერვიულო არ არის.
გამარჯობა. ჩემი შვილი წონაში არ იმატებს უკვე ერთი თვეა, ის ოთხი თვისაა. დაიბადა დღენაკლული. მისი წონა 5 700 – ია. ძალიან მეშინია. მადლობა
გამარჯობათ.ჩემს 4 თვის ბავშვს პირველი კბილი ზემოდან ჩამოუვიდა და საშიშია თუ ესე შეიძლება მოხდეს?დიდი მადლობა
გამარჯობათ.მყავს 4 თვის ბავშვი.. გავაჩინე საკეისროთი,ჯდომით იყო და მაგიტო…აქვს ღრმა ძილი.დიდ ხმაზე არ რეაგირებს და როცა ძინავს ჩურჩულზე კრთება,ან იღვიძებს ან თითებს ამოძრავებს.მაინტერესებს თქვენი აზრი.ექიმები ამ მოვლენას ვერ ხსნის 🙁
ქეთა,
გირჩევთ გადაამოწმოთ, ასრულებს თუ არა თქვენი შვილი ყველა იმ აქტივობებს, რასაც 4 თვის ბავშვის შესაბამისია. თუ ეს ასეა, თქვენი ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია.
გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ 3 თვის ბავშვს ზოგჯერ ტირილი უჩირს და ვერ ტირის ხმამაგლა,თითქოს კნავის,გულზე და თავზე გამოკვლეულია,საშიშია ტუ გაუვლის?ოვალური ხვრელი აქვს ღია და მაგის ბრალი იქნება?
სალომე,
თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია და წონაშიც იმატებს ნორმალურად, საშიში არაფერია.
რადგან გამოკვლეული გყავთ, ალბათ პედიატრიც გყავთ. აჯობებს მას დაუსვათ იგივე კითხვა, რადგან გასინჯვის გარეშე სწორი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
გამარჯობათ,ბავშვი ტირილის დროს ცოტა ლურჯდება,არის სამი თვის და იქნებ მიპასუხოთ გულზე აქვს დასახური ოვალური ხვრელი მაგის მიზეზი იქნება?თავზე ნეიროსონოსკოპია და ეეგ გადაღებული აქვს არაფერი არ აქვს ცუდი
ნინი,
სავარაუდოდ სილურჯის მიზეზი წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტია (ანუ ღია ოვალური ხვრელი). კვალიფიციური დახმარებისთვის აჯობებს მიმართოთ კარდიოლოგს.
გამარჯობათ,თუ შეიძლება მიპასუხეთ,1 თვის ბავშვის პულსი მხოლოდ ტირილის დროს ადის 200 და მაშინვე ჩამოდის 145-ზე.ეს ნორმაა თუ რამე საშიშია?ჯოენის კლინიკაში გადავუღეთ ეხოც და კარდიოგრამაც და ყველაფერი რიგზე აქვს.დიდი მადლობა
ეკა,
როგორც თქვენ აღნიშნავთ, კარდიოლოგიური კველევა უკვე ჩაუტარეთ და პათოლოგია არ გამოვლინდა. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს ნორმის ვარიანტი და საგანგაშო არაფერი გაქვთ.