სოციალური
- ბაძავს უფროსებს და თანატოლებს
- თუ შეახსენებთ, მიესალმება მეგობრებს და ნაცნობ უფროსებს
- უმეტესად შეუძლია დაელოდოს თავის რიგს თამაშის დროს
- ესმის სიტყვების მნიშვნელობა „ჩემი“, „შენი“
- თამაშობს სხვებთან მშვიდად
- მშობლების მოთხოვნას ასრულებს ზოგჯერ
- ალაგებს სათამაშოებს
- ითხოვს დახმარებას
- შეიძლება გამოხატოს აგრესია (მაგ.: როცა რამე უნდა, გამოსტაცებს ხელიდან ან უყვირის, რომ მისცეს) ან მტრული განწყობა (მაგ.: როცა რამე უნდა, ატკენს, რომ მიიღოს)
ემოციური
- მოთამაშის მიმართ გამოხატავს სიყვარულს
- სიყვარულის გამოსახატავად იყენებს სიტყვებს და მოქმედებას
- შეუძლია მოცდა
- გამოხატავს მრავალ ემოციას
- ხვდება საკუთარ და სხვის ემოციებს
- იწყებს თავისი თავის დახასიათებას, როგორც „კარგის“ ან „ცუდის“ (ეს ნიშნავს, რომ ეწყება თვითშეფასება. სკოლამდელ ასაკში თვითშეფასება დამოკიდებულია მომვლელის შეფასებაზე)
მეტყველება
- ესმის ორ- და სამსაფეხურიანი დავალება (მაგ.: „აიღე შენი ქუდი და ხელთათმანი და დააწყვე ისინი თაროზე“)
- ესმის მნიშვნელობა და დახასიათებისთვის ხმარობს რამდენიმე ისეთ სიტყვას, როგორიც არის დიდი, სველი, ცხელი, ჭუჭყიანი
- ესმის სიტყვების მნიშვნელობა „ვინ“, „რა“, „სად“, „როდის“
- ესმის ისეთი ზედსართავი სახელების მნიშვნელობა, როგორიც არის „-ზე“, „-ში“, „ქვეშ“
- ცნობს და ასახელებს თითქმის ყველა ჩვეულებრივ საგანს და ნახატს
- საუბრობს ხუთი ან მეტი სიტყვისგან შემდგარი წინადადებებით (მაგ.: „მე მივდივარ ეზოში მამასთან ერთად“)
- შეუძლია თქვას თავისი სახელი, გვარი, სქესი და ასაკი
- იყენებს ნაცვალსახელებს (მაგ.: მე, შენ, ის) და ზოგიერთ სიტყვას მრავლობით რიცხვში (მაგ.: მანქანები, ძაღლები, კატები)
- იმედენად გარკვევით საუბრობს, რომ ოჯახის წევრებისთვის მისი ლაპარაკი თითქმის სრულად გასაგებია
- ასახელებს სხეულის ნაწილებს
- საუბრობს წარსულ ამბებზე (მაგ.: ბებიასთან სტუმრობაზე)
- მშობელთან/მომვლელთან ერთად უსმენს მუსიკას ან თხრობას 5-10 წუთის განმავლობაში
- თითო ფურცლით ფურცლავს წიგნს
- ხვდება ნაბეჭდი ტექსტის დანიშნულებას (მაგ.: მენიუ, სია, დღიური)
- საუბრისას უშვებს ზოგიერთ გრამატიკულ შეცდომას, რაც გრძელდება მოგვიანებითაც (მაგ.: „სამი ბავშვები იყო“ ან „მე მოვედი ხვალ“)
კოგნიტური
- მექანიკურ სათამაშოს ქოქავს
- ხელში ან ოთახში არსებულ საგანს ადარებს წიგნში დახატულს
- ფანტაზიორობს
- აჯგუფებს საგნებს ფორმის და ფერის მიხედვით (მაგ.: ყველა ლურჯი წრე ან ყველა წითელი სამკუთხედი)
- აწყობს სამ- ან ოთხნაწილიან ასაწყობ სურათს
- შეუძლია გამოიყენოს შესატყვისი რიცხვითი სახელი სამი ან მეტი რაოდენობის აღსანიშნავად
- სვამს უამრავ კითხვას
უხეში მოტორიკა
- ადის კიბეზე სახელურზე ყრდნობით
- ზემოთ ძვრება კარგად
- ადვილად დარბის
- იხრება თავისუფლად, დაცემის გარეშე
- ხანმოკლედ დგას ცალ ფეხზე
- წინ ისვრის ბურთს სულ მცირე 1 მეტრზე
ნატიფი მოტორიკა
- ფანქრით ან პასტით ავლებს ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და წრიულ ხაზს
- იხატავს წრეს ან ჯვარს
- უჭირავს ფანქარი სწორად
- ფურცლავს წიგნს თითო ფურცლით
- აცმევს მსხვილ მძივს ძაფზე
- აშენებს კოშკს 6 კუბით
- ხსნის ქილის ხრახნიან სახურავს
- ატრიალებს კარის გასაღებს
- დახმარებით იცვამს და იხდის
გამარჯობათ,
ჩემი შვილი არის 1 წლის და ცხრა თვის, არ ლაპარაკობს სიტყვბიც თითქმის არ იცის, რაც უნდა ყველაფერს გვაგებინებს ხელს მკიდებს და მივყავარ,სხვა მხრივ ყველაფერს აკეთებს დარბის და ა.შ
გთხოვთ მიპასუხოდ მაქვს თუ არა სანერვიულო?
მოგესალმებით, ლევან,
ამ ასაკის ბავშვი ასრულებს 2-ეტაპიან დავალებებს, გაგებინებთ სურვილებს თუნდაც ჟესტებისა მიმიკების მეშვეობით, გიზიარებთ ემოციას, ჩვენებისა და მინიშნების გარეშე, სურათზე, სწორად გიჩვენებთ დასახელებულ საგანს; გამოხატავს ინტერესს ბავშვებისადმი, სათამაშოებით თამაშობს დანიშნულებისამებრ და სხვ. მხოლოდ მეტყველების დაგვიანება პრობლემას არ წარმოადგენს, მნიშვნელოვანია გონებრივი განვითარებისა და კომუნიკაციის სფეროს შეფასება. რისთვისაც საჭიროა მეტი ინფორმაცია და ბავშვზე დაკვირვება სპეციალისტის მიერ.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ჩემი ბიჭი არის 2,9თვის ძირითადად თავისი ენა აქვს,დედა მამა ბებო სახელებს ეზახის ოჯახის წევრებს,სიტყებს ამბობს თუ ვერ ამბობს სიტყვის წინა ორ სიტყვს ამბობს მაგალითად პური -პუ,, ჩხირი -ჩხი/ტუ ვერ ამბობს გვახდებს ხელით გვითითებს ,აგრესიული არის მომენტებში როოცა ვერ ვიგებთ რა უნდა თავში ირტყავს ხელს,სახლში გყავს პატარა 9თვის ეჭვიანობს.ცდილობს ხოლმე რამე ჩაარტყას ან ატკინოს.თუმცა ეფერება კიდეც.ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს რომ ზრდის ბებია დედა მამა ვმუშაობთ..დძაან თბილია კომუნიკაბელური სულ გეფერება გკოცნის უყვარს თამაში.მანქანები.მუსიკა ცეკვა.კუბიკების აწყობა ფერებს ვარჩევთ ყველაფერი იცის რასაც ვუნები იგებს რასაც ვთხოვ აკეთებს.,არანაირი პობლემა არ გვაქს გარდა მეტყველებს ყვეალფერს ამბობოს ოგონდ დამახინჯებულად თავის ენაზე ან ვერ ვიგებ რას ამბობს.ექიმმა ნევროპათოლოგმა მირჩია ბაღი და კომპიუტერის და ტელევიზორის აგრძალვა…..მინდა დავამატო რო გონებრივად დძაან გონიერია ხატების კუთხესთან როცა მიგვყავს ვეუბნებით რომელი წმინდანი რომელია თითს ადებს..მიპასუხეთ როგორ მოვიქცე რო დავეხმარო ჩემს შვილს რო უკეთ და კარგად დაიწყოს საუბარი?
მოგესალმებით, ხათო,
თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, მიმართეთ მეტყველების თერაპევტს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. ჩემი ბიჭი არის 3წლის და 7თვის. ძალიან გონიერი ბიჭია ყველაფერს ხვდება რასაც ვეუბნები მაგრამ.მეტყველების შეფერხება გვაქვს. ამბობს ცალკეულ სიტყვებს. აბავს 2სიტყვიან წინადადებეს ანა მომე. ანა დადე და ა.შ. ვერ ამბობს ყველა ბგერას.ყველაზე მეტად ნერწყვის დენა მაფიქრებს. საკმაოდ ხშირად ღიზიანდება და ისვრის ნივთებს ამ დროს, აფუჭებს სათამაშოებს ყვირის.განსაკუთრებით სახლში იქცევა ასე არადა სხვაგან ბაღში, მეზობელთან ძალიან ჭკვიანად და მშვიდად იქცევა. უყვარს ბავშვებთან თამაში და კონტაქტი.იქნებ მირჩიოთ რამე?
მოგესალმებით, ანა,
პირველ რიგში, აუცილებელია, ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასება დიაგნოსტიკური ტესტებით, რისთვისაც გირჩევთ, მიმართოთ სპეციალისტს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ. შემი გოგონა არის 3 წლის და 5 თვის. ინტერნაციონალურო ოჯახი გვაქვს. ბავშვს 3 ენა ესმის.მამა რუსულად ელაპარაკება , მე ქართულად. ბაღი კი გერმანულია. არ ლაპარაკობს. მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს იყენებს:მომეცი, არა, დამეხმარე, ცუდი გოგო..და ა შ ენებს ურევს. შეგრძნება მაქვს ყველაფერი არ ესმის რასაც ვეუბნები… ძალიან უყვარს ბაღი და თანატოლებთან თამაში.ყავს ამორჩეული 2 საუკეთესო მეგობარო და განსაკუთრებულად კარგად მათთან თამაშობს. არ არის აგრესიული.ძალიან კეთილია… სპეციალისტთან ჩაწერილები ვართ, თუმცა მაინტერესებს ქართველი ექიმების აზრიც.ხომ არ აჯობებს ბავშვს 3 ენა ორამდე მაინც შევუმცირო? (ანუ მეც რუსულად ვესაუბრო) იქნებ ამით შევუმსუბუქო დატვირთვა… დიდი მადლობა წინასწარ
თუმცა ჩემთვის იოლი არ იქნება შვილთან უცხო ენაზე საუბარი, მაგრამ მეშინია ბაღში სხვა ბავშვებს არ ჩამორჩეს. აღმზრდელი მეუნება ზოგჯერ თამაშის წესები არ ესმის და ცდილობს გაგვერიდოსო… ცალკე მიდის სათამაშოდ მაგალითად პაზელებს აწყობს… ხომ არ გამოიწვევს ეს მის ასაკში რამე უკუჩვენებას ჩაკეტილობას ან მსგავს რამეს…
მოგესალმებით, ელისო,
ბავშვებს შეუძლიათ ერთზე მეტი ენის შესწავლა ენისა და მეტყველების განვითრების შეფერხების გარეშე. „ორენოვანი“ ბავშვების მეტყველების განვითარება მოიცავს იმავე ეტაპებს, როგორც იმ ბავშვებისა რომელნიც მეტყველებას მხოლოდ ერთ ენაზე სწავლობენ. ამ პროცესში შესაძლებელია დაირღვეს გრამატიკული წესები, ან ერთ წინადადებაში სიტყვების სხვადასხვა ენაზე გამოყენებას ჰქონდეს ადგილი, რაც ორენოვანი მეტყველების განვითარების ნორმალური ეტაპია, დროებითია და მოგვარდება, როდესაც სხვადასხვა ენაზე მისი ლექსიკური მარაგი გაიზრდება.
როდესაც ბავშვი ახალი ენის გაცნობას იწყებს, შესაძლებელია აგრეთვე ე.წ. „ჩუმი პერიოდი“-ს არსებობაც, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ასევე ნორმალურია და თავისთავად მოგვარდება.
თუ იქმნება კომუნიკაციის პრობლემა, რასაც ადგილი აქვს, როგორც წესი, როდესაც სკოლაში ან ბაღში სხვა ენაზე მეტყველებენ, ამ შემთხვევაში გამართლებულია ესაუბროთ მას იმ ენაზე, რომელიც ყველაზე კომფორტულია. თუ ბავშვს ყველა ენაზე აქვს კომუნიკაციის პრობლემა, საჭიროა პროფესიული დახმარება.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა.ჩემი ბიჭი 3 წლის და 4 თვისაა. გამართულად ვერ ლაპარაკობს ჯერჯერობით,მაგრამ ყვველაფერს მაგებინებს.მარტივ წინადადებებსაც ამბობს მაგრამ თავისებური გამოთქმით.საკმაოდ აქტიურია,თამაშიც უყვარს მაგრამ აი მაგალითად პაზლებს კუბებს ვერ აწყობს. რამდენად საჭიროებს სპეციალისტთან კონსულტაციას?
მოგესამლებით, სალომე,
გარდა მეტყველების განვითარებისა, მნიშვნელოვანია, ბავშვის განვითარების სხვა სფეროების შეფასება, რათა განისაზღვროს პრობლემის არსი და დამატებითი ჩარევის აუცილებლობა. რა თქმა უნდა, უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
მყავს 3 წლის შვილიშვილი ძალია გონიერია, მაგრამ დაეწყო აგრესიები განსაკუთრებით მაშინ, როცა რამეს დაუშლი ან უბრალოდ თხოვნას არ შეუსრულებ მაგალითად არ მისცემ ასანთს, დანას,მაკრატელს სათამაშოდ.აგრესიას გამოხატავს შემდეგნაირად გესვრის ყველაფერს რაც ხელში მოხვდება:სათამაშოებს, ჭიქებს, საინებს და ასე გრძელდება 15 – 30 წუთი.არ ჭრის არც მოფერება,არც დატუქსვა, არც დასჯა. გთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ მოვეფეროთ თუ გავუბრაზდეთ.
მოგესალმებით,
ბავშვის ყვირილი, უხეშობა, გამომწვევი ქცევა არის მისთვის სასურველის მიღწევის საუკეთესო საშუალება. როცა ის ასე იქცევა, არ შეუსრულოთ სურვილი, რომელსაც ასეთი სახით ითხოვს, ეცადეთ ნაკლები მაყურებელი ყავდეს და გაიყვანეთ ცალკე ოთახში, სადაც მარტო იქნება. არავითარ შემთხვევაში არ გალახოთ ბავშვი, რადგან ცემა იწვევს ბავშვის აგრესიას და არა ქცევის გამოსწორებას.
იგნორირება არის ხერხი, რომელის გამოყენების შედეგად თქვენთვის არასასურველი ქცევის სიხშირე დაიკლებს. როდესაც ბავშვი ყვირის ამ დროს არ უყვიროთ საპასუხოდ, არ დაარტყათ, არ დაუწყოთ კამათი, არ მოეფეროთ და არ აუსრულოთ ის რასაც ითხოვს. ეცადეთ მის საქციელს არ მიაქციოთ ყურადღება. თუ მაინც არ მშვიდდება გაიყვანეთ სხვა ოთახში, სთხოვეთ დამშვიდდეს. თუ მისი ქცევა კონტროლს კარგავს და განსაკუთრებით აგრესიაში გადადის, დასვით სკამზე და არ მისცეთ საშუალება ადგეს სანამ არ დამშვიდდება. თქვენც მასთან იყავით და არ მისცეთ საშუალება დააზიანოს გარშემო მყოფნი და საკუთარი თავი. ბავშვის არასასურველი ქცევის მუდმივი იგნორირების შედეგად, ის მიხვდება, რომ ჩხუბით და ყვირილით ვერ მიაღწევს სასურველს და თანდათანობით ასეთი ქცევები დაიკლებს. აგრესიული ქცევის იგნორირებამ , შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვის განსაკუთრებული გაღიზიანება და მისმა ყვირილმა, სიბრაზემ დროებით იმატოს. არ გეგონოთ, რომ ეს შედეგი ქცევის მართვის ხერხების არაეფექტურობაზე მიუთითებს, პირიქით. მას შემდეგ, რაც ბავშვის აგრესია გამწვავდება, თქვენ კი ძველებურად განაგრძობთ ამ საქციელის იგნორირებას, მისი არასასურველი საქციელი ნელ-ნელა კლებას დიწყებს და ბოლოს საერთოდ გაქრება.
მარიამ აბულაძე
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით, ჩემი შვილი არის 3 წლის და 2 თვის. არ ლაპარკობს არაფერს, არც დედას არ მეძახის. ისე რასაც ვეუბნები ყველფერს იმეორებს. თვლა იცის 40 მდე და რიცხვებსაც ცნობს. თუ რამე უნდა ხელს მადებინებს და ისე მეუბნება. არ ცდილობს რომ რამე თქვას. ისე კონტაქტურია, ბავსვები უყვარს, ბაღღში დადის 2 წლიდან და არ გაჭირვებია. თავის ენაზე ლაპარაკობს თავისთვის, კონტაქტში შემოსსვლას არ ცდილობს რომ დაგელაპარაკოს და რამე გითხრას თუნდაც არასწორად. გაგებითაც ყველაფერი არ ესმის რასაც ელაპარაკები, მხოლოდ მარტივი რაღაცეები ესმის, მაგ. არ შეიძლება, წავიდეთ, მოდი. მაგრამ ესეც ყველაფერი არა, მაგალითად მომეცი არ ესმის, ყოველ შემთხვევაში, არ ასრულებს. რიცხვები აქვს აკვიატებული და მთელი დღე რიცხვებს გაიძახის, თუ სადმე ნახა კითხულობს, სხვა არაფერს არ აქცევს ყურადღებას. სიმღერები იცის კიდევ და მღერის. მაინტერესებს ვის უნდა მივმართო და რამდენად რთული მდგომარეობა გვაქვს… ან დაგვიანებული ხომ არ არ არის, რამდენად შესაძლებელია ამ მდგომარეობის მართვა… გმადლობთ
შორენა,
გირჩევთ თქვენი შვილი მიიყვანოთ სპეციალისტთან, მაგ. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ექიმთან ნეიროგანვითარების ცენტრში: 568013399 ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში
ია, მოგესალმებით.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრობლემურია ერთის მხრივ სიტყვათა მარაგი, მეორეს მხრივ კი მიცემული ინსტრუქციების შესრულების ქცევა – ბავშვს ესმის და იგებს ინსტრუქციას, თუმცა არ ასრულებს. გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს, რათა სიღრმისეულად შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა და მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები. შეგიძლიათ მომართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს. ტელ: 568 01 33 99.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობათ. ჩემი ცოტნე 2 წლის და 6 თვისაა. მე მოგწერთ ბავშვის განვითარების დონეს ამ ეტაპისთვის და თქვენ დამაკვალიანეთ როგორ უნდა მოვიქცე.. წინასწარ მადლობა პასუხისათვის. მოკლედ სმენის პრობლემა არ გვაქვს, ყოველთვის რეაგირებს როდესაც ვეძახი სახელს, ან ვთხოვ მოვიდეს. ლაპარაკით თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ იცის დათვლა 10-მდე ქარათულად და ინგლისურად. ასევე ანბანი თავიდან ბოლომდე ქარათულიც და ინგლისურიც, ოღონდ არა ინერციით, არამედ გააზრებულად. კითხულობს ჩვეულებრივ ნებისმიერ ასოს რომელსაც დაუწერ. დათვლაც ასევე ცნობს ნებისმიერ ციფრს და არა მიყოლებით. ჩემს მითითებებს ხან ასრულებს ხან არა, უმეტესად მაინც არა. მრჩება შთაბეჭდილება რომ მიყრუებს. ზოგჯერ ისე მიყურებს ცდილობს გაიგოს რას ვეუბნები, რას ვავალებ. ჩვეულებრივ ურთიერთობს ბაშვებთან და დადის საბავშვო ბაღში. წიგნში თუ დაინახა რამე და დააინტერესა აგნიშნავს, მაგალითად აი კატა, აი ქოლგა და ა.შ, მაგრამ მე თუ ვეტყვი აბა მაჩვენე დიდად თავს არ იწუხებს. მაგალითად დავავალებ -მომიტანე შენი ბოთლი ჩაი ჩაგისხა- მომიტანს, მაგრამ უმრავლეს შეწმთხვევაში – არა.. ურთიერთობს ჩვეულებრივ ყველასთან. იცის ასევე წამოდი აქ, ადექი, მომეცი, მინდა, მეძახის მეც და თავის დაიკოსაც.. სულ ესაა.. სხვა არაფერში არ გვაქვს შეფერხება.. ვის მივმართო და როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა ან რამდენად გამოსწორებადია.. გმადლობთ.
ნინო, მოგესალმებით.
თქვენ მიუთითეთ გარკვეულ ცვლილებებზე რამდენიმე სფეროში. ბაღში შესვლისას პირველი თვის მანძილზე ადაპტაციის სირთულე მოსალოდნელია, თუმცა რა თქმა უნდა, დახმარება ესაჭიროება ბავშვს, რათა უკეთ შეძლოს ახალ გარემოსთან შეგუება. თუმცა, თქვენი ჩივილები ეხება მეტყველების და კომუნიკაციის სფეროსაც. ასევე, ურთიერთობებს. ამიტომ, გირჩევთ ბავშვი შეფასდეს სპეციალისტების მიერ და მდგომარეობის სრულად შეფასების შემდეგ მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები. შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს. ტელ: 568 013399
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობა. მყავს 3 წლის გოგონა. პატარაობიდანვე აინტერესებდა ლექსები, ზღაპრები, 2.5 წლის ასაკში იცოდა 50-მდე ლექსი,(თვითონ ითხოვდა რომ წამეკითხა) ფერები, დათვლა, რიცხვების ცნობა. რაოდენობრივად რამდენი ნივთია. ინგლისური ანბანი, გეომეტრიული ფიგურები ქართულად და ინგლისურად. ეხლა რატომღაც აღარ იჩენს ინტერესს არაფრის მიმართ. გვაქვს ასეთი პრობლემაც, რაღაცას რომ ვეკითხები, ხშირად პასუხის მაგივრად იგივე კითხვას იმეორებს, იშვიათად რომ მიპასუხოს. ხანდახან საუბრობს მესამე პირში. ასევე წინადადებებს იმეორებს რამდნჯერმე, ხშირად თავისთვის საუბრობს. ტირის მელოდიურ სიმღერებზე. (გული უჩუყდება). ასევე უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. ურჩევნია დიდ ბიჭებთან იურთიერთოს.ერთი თვეა ბაღში დავდივართ ბავშვებთან ურთიერთობა რომ ისწაავლოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით დიდად არ ურთიერთობს. ძირითადად ძიძასთან ან მასწავლებელთან არის. მისი ასეთი დამახასიათებელი თვისებები ნორმალურია 3 წლის ბავშვისთვის??
რომ იცოდეთ როგორ გამახარეთ, ჩემი პატარას საუბარი კველას შესანიშნავად გვესმის და იიც გებულობს, ჩვენს აუბარს, 🙂 დიდი მადლობა, რომ მიპასუხეთ 🙂
გამარჯობათ. დიდი იმედი მაქვს, რომ დამაკვალიანებთ. მყავს 4წლის და 11 თვის გოგონა. გვაქვს ასეთი დიაგნოზი: თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი. ჰორმონის ნაკლებობის გამო ბავშვმა გვიან დაიწყო მეტყველება,ფაქტიურად 3 წლიდან მხოლოდ სიტყვებს იძახდა, ისიც დამახინჯებით. თანატოლებს ჩამორჩება განვითარებით.ყველაფერი ესმის, თუ რაიმე უნდა გეუბნება როგორც შეუძლია, უყვარს დამოუკიდებლობა,უნდა რომ ყოველთვის მან გააკეთოს რაღაც დახმარების გარეშე.ხატავს,აფერადებს, აქვს უნარი შეასრულოს სხვადასხვა “უნარების სავარჯიშოები”,იცის ქართული ანბანი, ყველა ასოს წარმოტქვამს სწორად “რ”-ს გარდა. ლექსებიც იცის ოღონდ გამართულად ვერ მეტყველებს.არის ზალიან კონტაქტური, უყვარს ბავშვები და მათთან თამაში.დამოუკიდებლად ჭამს. არის მემარცხენე.მიმბაძველია.დაგვყავს ლოგოპედთან მაგრამ გვაქვს უდიდესი პრობლემა, რაშიც იმედი მაქვს დაგვეხმარებით. ბავშვი ვერ ჩერდება დიდი ხანი ერთ ადგილზე, მაგალიტად,მეცადინეობისას მაქსიმუმ 15 წუთი მოუსმინოს ვინმეს,არა აქვს მნიშვნელობა ლოგოპედს თუ ჩვენ მშობლებსაც. უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, რაც გამოიხატება თვალების აქეთ-იქეთ ცეცებით და უყურადღებობით.თუ დავაძალებთ რამეს პროტესტის ნიშნად ან ხელებს გვიბრახუნებს მაგიდაზე, ან ყვირის, ტირის და ასე შემდეგ.ერთი სიტყვით საშინელი ჯიუტია, გათამამებული არ გვყავს, უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს და ვერაფერს ვუხერხებთ. არ ვიცი ყველაფერი ნათლად გადმოგეცით თუ არა, მაგრამ იმედია მიმიხვდით რისი ტქმაც მინდოდა. სშუალებას არ აძლევს ლოგოპედს რომ იმუშაოს. მაინტერესებს დაგვეხმარება თუ არა ქცევის ფსიქოლოგი ამ პრობლემის მოგვარებაში და სად შეიძლება მივიდეთ ქცევის მოწესრიგების მიზნით??? დიდი მადლობა წინასწარ 🙂
ნათია
მოგესალმებით.
აუცილებელია თქვენი ბავშვი შეაფასოს ფსიქოლოგმა და მან გადაწყვიტოს ასეთი დახმარების ეფექტურობა. დარეკეთ ნეიროგანვითარების ცენტრში: 568013399 და ჩაეწერეთ ფსიქოლოგთან.
მოგესალმებით, მყავს 2წლის და 7 თვის გოგონა, ზევით აღნინულიდან ყველაფერს აკმაყოფილებს, მაგრამ თავისებურად საუბრობს მაგალითად ( მიყიდა-მიკიკა, მომიტანა-მომიკიკა და ა.შ) რას მირჩევთ არის თუ არა ამ ასაკის ბავშვისთვისს ეს საშიში? წინასწარ დიდი მადლობა 🙂
რუსკა,
თუ თქვენი ბავშვისთვის სხვების საუბარი გასაგებია და სხვებსაც ესმით მისი ნათქვამი, საგანგაშო არაფერია. ასაკთან ერთად მისი მეტყველებაც გაუმჯობესდება. თუ თქვენს გარდა სხვები ვერ იგებენ, რას ამბობს, მაშინ მიმართეთ მეტყველების თერაპევტს.
მოგესალმებით. ჩემი ბიჭი არის 3 წლის და 2 თვის .სახელმწიფო ბაღში 2 წლის და 6თვის ასაკში მივიყვენე პირველად, თუმცა ერთ კვირაში თავი დავანებეთ. ბებო როგორც კი თვალს მოშორდებოდა ტიროდა და სულ ღებინება ჰქონდა. ახლახანს ისევ მივიყვანე თუმცა უჭირს შეგუება ისევ. ტირილს იწყებს კარებთან. არც საჭმელს ჭამს არც ბავშვებთან ურთიერთობს. (ჯერ ერთი კვირაა) თითქოს წესივით აქვს რომ უნდა იძახოს დედა მინდა ან მამა მინდა. არადა სახლში არ გვეკარება არ არის დედაზე ან მამაზე მიკედლებული. ზოგადად ამოჩემება იცის. მაგალითად სულ ერთ და იმავე საჭმელს ითხოვს სულ როცა ვკითხავთ ან ერთ და იმავე მულთფილმის ჩართვას. ვფიქრობ ბაგში რომ უნდა იტიროს ეგეც ამოჩემებული აქვს. თქვენი რჩევა მჭირდება როგორ მოვიქცე? როგორ მივაჩვიო ბაგს. ან ეს ამოჩემებები რაიმე პრობლემაზე ხომ არ მიუთითებს? P. ს. მყავს ერთი თვის პატარა, რომლის მიმართ თბილია და ეჭვიანობის მოენტი არ ჰქონია. გმადლობთ
გამარჯობათ, ჩემი ბიჭი არის 2 წლის და 6 თვის, გონებრივად ძალიან კარგად აზროვნებს მაგრამ ვერ ლაპარაკობს ამბობს მხოლოდ პაპას და მამას, თუ რამე უნდა ყველაფერს გვახვედრებს თავის ენაზე გვიხსნის, აქვს ნერწყვის დენა. გადავუღე ენცეფალოგრამა მაგრამ არაფერი ქონდა.ვუმკუნალე ჭიებზეც.მყავდა ყბა სახის ექიმთან ენის დაბმა რომ გამომგვერიცხა.ნერვოპათოლოგთანაც. მეუბნებიან რომ გაუვლის მაგრამ ნერწვის დენა მაშინებს. იქნებ მირჩიოპთ ვის მივმართო? დაგავწყვიტე მაგნიტურ რეზონანსული კველვა ჩავუტარო.
ანა,
აჯობებს ჯერ სწორად შეაფასონ ბავშვის განვითარება, მათ შორის მეტყველებაც. დამხმარე ინსტრუმენტული კვლევები მაშინ უნდა დაგეგმოთ, როდესაც რაიმე დიაგნოზის დაზუსტება ან გამორიცხვა გინდათ. მიმართეთ კვალიფიციურ ნევროლოგს, რომლიც შეაფასებს ბავშვს და დაგეგმავს საჭირო ჩარევებს. მიმართეთ მაგალითად ნეიროგანვითარების ცენტრს, დიღომში, გაგუას კლინიკის გვერდით, ტელ: 568013399.
ანა, მოგესალმებით.
გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც სავარაუდოდ შეფასების პროცესში ჩართავს მულტიდისციპლინურ გუნდს. ასევე, მიიღებთ რეკომენდაციებს ტუალეტის ჩვევასთან დაკავშირებით. თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამიჭირდება მეტად კონკრეტული რეკომენდაცია მოგცეთ.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობათ, მყავს 3წლინახევრის ვაჟი. არ ლაპარაკობს გამართულად, მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ითვლის 20მდე ქართულადაც და ინგლისურადაც, ასევე ორივე ენაზე კითხულობს უშეცდომოდ. ბოლო ერთი კვირაა არ ამბობს რომ საჭირო ოთახში უნდა, ძალიან ვნერვიულობ, ერთ წელზე მეტია პამპერსს არ იცვამს.
მოგესალმებით ქალბატონო ფატი
ამ ასაკის ბავშვის ლექსიკა უნდა შეადგენდეს 200 სიტყვას, უნდა ადგენდეს 2-3 სიტყვიან მარტივ წინადადებას და ამ ყველაფერს იყენებდეს კომუნიკაციის დამყარების მიზნით.
გირჩევდით არ დააძალოთ სიტყვების გამეორება, რათა ბავშვს არ გაუჩნდეს უარყობითი დამოკიდებულება ახალი სიტყვების დასწავლაზე. გახადეთ ეს პროცესი უფრო სახალისო და ინტერაქციული. ეცადეთ მოკლე ფრაზებით აღწეროთ ყველაფერი რასაც ბავშვი აკეთებს, ხედავს და ესმის. მაგ: „შენ თამაშობ მანქანით“, „შენ უყურებ მულტფილმს“, „ ეს არის დიდი ბურთი“. მიაწოდეთ ბავშვს სიტყვა რათა აღწეროს ის მოქმედება რაშიც ჩართულია. არ გაიმეოროთ ბავშვის მიერ ნათქვამი არასწორი სიტყვა ან წინადადება, გაასწორეთ იგი და ისე უთხარით. ბავშვის მიერ არაწორად ნათქვამი სიტყვა სწორი არტიკულაციით გაუმეორეთ. მაგალითად, ბავშვი ამბობს: „ ე ბუთი წანეა“, უფროსი პასუხობს „ეს ბურთი მწვანეა“. ბავშვის ყოველი მცდელობა გაიმეოროს ახალი სიტყვა აუცილებლად დააჯილდოვეთ და წაახალისეთ მისი საყვარელი საკვებით, აქტივობით, ნივთით. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მათი კომუნიკაცია სურვილებსა და საჭიროებებზე ეფექტურია, ეს მისცემს დამატებით განტკიცებას, რაც დაეხმარება ენის განვითარების პროცესს. ბავშვთნ ერთად დაათვალიერეთ და აღწერეთ მარტივი დეტალებით, არაგადატვირთული სიუჟეტური სურათები. მოკლე ნათელი წინადადებებით გადმოეცით სიუჟეტი. მოგვიანებით, წაახალისეთ ბავშვი დამოუკიდებლად აღწეროს იგივე სურათი ან დაასახელოს სურათზე მისთვის ნაცნობი საგნები, თქვენ უხმოდ მიუთითეთ გამოსახულებებზე შესაბამის ადგილას თითის დადებით, იმისათვის რომ მისი აღწერა თანმიმდევრული იყოს. დასაწიყისისთვის საკმარისი იქნება ერთი სიტყვის დასახელებაც.იმედი მაქვს ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ.
გისურვებთ წარმატებას.
თიკო ანთიძე – ენისა და მეტყველების თერაპევტი, ნეიროგანვითარების ცენტრი
გამარჯობათ,მყავს 3 წლის და 7თვის გოგონა. ყველაფერი ესმის რასაც ვეუბნები( მომიტანე, წაიღე, დადევი, სანაგვეში ჩააგდე ქაღალდი და ა.შ )თამაშობს, უყვარს თანატოლები და საერთოდ ძალიან თბილია და კომუნიკაბელური. ამბობს რამოდენიმე სიტყვას, დის სახელს, მამა, დედა ჩართე, მომეცი, ეს მინდა, ლიმონათი მინდა .რომ ვეტყვი გააიმეორეთქო ახალი სიტყვა არასწორად იმეორებს და თუ რამოდენიმეჯერ ვსთხოვ გამიმეორეთქო არ გამიმეორებს და მეხუტება მე კიდე მეცოდება და არ ვაგრძელებ.მირჩიეთ რა ზომებს მივმართო, ამ ასაკის ბავშვისთვის რაც ჩამოვთვალე ნორმალურია განვითარების თვალსაზრისით თუ პრობლემა გვაქვს. ცოტა ბანალურად ჟღერს მაგრამ ბაღში მიმყავს ახლა და იმედი მაქვს იქ მეტყველების კუთხით დაიხვეწება.