2 წლის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • ბაძავს სხვის ქცევას, განსაკუთრებით უფროსების და შედარებით მოზრდილი ბავშვების
  • თანდათან უფრო მეტად აღიქვამს საკუთარ თავს სხვებისგან  იზოლირებულად; ცნობს თავის თავს ფოტოზე
  • უფრო და უფრო მოსწონს სხვა ბავშვებთან ერთად ყოფნა
  • დახმარების თხოვნას გამოხატავს სიტყვებით
  • ამბობს „არა“
  • იწყებს სიტყვების გამოყენებას სხვადასხვა მნიშვნელობით
  • ამჯობინებს სქესის შესაფერისი სათამაშოებით თამაშს
  • მოსწონს სხვა ბავშვებთან ახლოს თამაში და მათი ყურება

ემოციური

  • თანდათან უფრო ადვილად ეგუება მომვლელის წასვლას და განშორების შფოთვა კლებულობს
  • იძენს და იყენებს ახალ სიტყვებს საკუთარი ემოციების გამოსახატავად, მათ შორის უარყოფითი ემოციისაც და აუმჯობესებს ემოციების თვითრეგულაციას
  • ჩნდება ისეთი ემოციები, როგორიც არის სირცხვილი, დაბნეულობა, დანაშაული, ამპარტავნება

მეტყველება

  • მიუთითებს საგანსა და ნახატზე, როცა შესაბამის სახელს ეუბნებიან
  • იცის ნაცნობი ადამიანების, საგნების და სხეულის ნაწილების სახელები
  • აბამს ორ სიტყვას (მაგ.: „მინდა პური“, „მომე ბურთი“)
  • ასრულებს მარტივ ინსტრუქციას და ორსაფეხურიან დავალებას (მაგ.: „იპოვე შენი ბურთი და მიუტანე ბებოს“)
  • ღიღინებს და მღერის
  • სწავლობს და იყენებს ერთ ან მეტ სიტყვას კვირაში (რასაც შეიძლება ხვდებოდნენ მხოლოდ ოჯახის წევრები)
  • დახმარების სათხოვნელად იყენებს სიტყვებს
  • ხმარობს 10-20 თანხმოვანს
  • იცის ბევრი ახალი სიტყვა
  • იყენებს ორ ნაცვალსახელს (მაგ.: „შენ“, „მე“, „ის“)
  • უჭირავს წიგნი სწორად და ფურცლავს
  • „უკითხავს“ წიგნს სათამაშო ცხოველს

კოგნიტური

  • პოულობს საგანს, ორი ან სამი სამალავის ქვეშაც
  • აქტიურად ახარისხებს საგნებს ორ კატეგორიად (მაგ.: ყველა მანქანა და ყველა თოჯინა)
  • ხვდება, რომ დათვლა შეიძლება და არსებობს სპეციალური სიტყვები ამისთვის (მაგ.: „ერთი“, „ორი“, „სამი“)
  • ბაძავს თანატოლებს და უფროსებს გარკვეული დროის, შეიძლება რამდენიმე თვის  შემდეგაც
  • ერთვება გამოგონილ თამაშში და იყენებს მარტივ მოქმედებებს
  • მარტივ პრობლემას წყვეტს იოლად (ცდა-შეცდომის გარეშე)
  • იყენებს მანამდე დასწავლილ უნარებს და იძენს ახალს (ანუ არ კარგავს ძველს)
  • იმეორებს თქვენს მოქმედებებს (მაგ.: თქვენს შემდეგ, ისიც ტაშს უკრავს)
  • აწყობს მარტივ ფაზლს
  • იმახსოვრებს და იგებს ორსაფეხურიან მოთხოვნას

უხეში მოტორიკა

  • სიარულის დროს ატარებს დიდ ან რამდენიმე სათამაშოს
  • ცდილობს სირბილს
  • თამაშობს ჩაცუცქული
  • დადის უკანსვლით ან გვერდულად და მიათრევს სათამაშოს
  • ადგილზე ხტუნავს
  • დადის თითის წვერებზე
  • ისვრის ბურთს
  • დაუხმარებლად დაძვრება ავეჯზე
  • დაყრდნობით ადის კიბეზე თითო-თითო საფეხურით
  • მგორავ სათამაშოს აწვება ტერფით
  • აღებს კარს

ნატიფი მოტორიკა

  • ფანქრით  ფურცელზე ან ქვიშაზე ჯღაბნის და სვამს წერტილებს
  • ჯღაბნის წრიულად
  • ავლებს ჰორიზონტალურ ხაზს ფანქრით
  • აბრუნებს ყუთს შიგთავსის ამოსაღებად
  • აშენებს კოშკს 4 ან მეტი კუბით
  • შეიძლება ერთ ხელს უფრო აქტიურად იყენებდეს, ვიდრე მეორეს
  • პატარა საგნებით მანიპულირებას ახერხებს კოორდინირებულად
  • ყრის საგნებს პატარა ყუთში
  • წიგნს ფურცლავს თითო ფურცლით
  • იხდის ფეხსაცმელს, წინდას ან ქუდს