სოციალური
- ერთვება თამაშში ნაცნობ უფროსთან, თანატოლთან ან და-ძმასთან
- საკუთარ თავს ცნობს სარკეში
- გიყურებთ სახეში, როცა ეთამაშებით ან ესაუბრებით
- საჩვენებლად იყენებს საჩვენებელ თითს
- ასრულებს მარტივ მითითებას
- იყენებს ნაცნობ ჟესტებს (მაგ.:დასამშვიდობებლად – ხელის დაქნევას)
- თამაშობს წარმოსახვით თამაშებს (თითქოს აჭმევს სათამაშო დათვს, ქოთანს იყენებს ქუდად და ა.შ.)
- იწყებს სქესის შესაფერისი სათამაშოების არჩევას
ემოციური
- ამჟღავნებს სიყვარულს ადამიანების, ცხოველების ან სათამაშოების მიმართ
- იწყებს აღქმას, რომ სხვების ემოციური რეაქცია შეიძლება საკუთარისგან განსხვავებული იყოს; ჩნდება თანაგრძნობის ადრეული ნიშნები
- წუხილის დროს ეძებს ნუგეშს
მეტყველება
- იმდიდრებს ლექსიკას
- ამბობს 20 ან მეტ სიტყვას, მაგრამ შეიძლება არ წარმოთქვამდეს გარკვევით
- მოსწონს როცა წიგნს უკითხავენ და ერთად ათვალიერებენ
- შეკითხვაზე პასუხად თითით მიანიშნებს ნაცნობ საგანს
- ხვდება მინიშნებას „ქვეშ“, „-ზე“ (მაგ.: „დადე წიგნი მაგიდაზე“)
- იყენებს მისთვის ნაცნობ ჟესტებს (მაგ.: ხელის დაქნევას, მიწოდებას, გაწვდენას)
- იყენებს სულ მცირე 4 სხვადასხვა თანხმოვანს (მაგ.: ბ, ნ, დ, გ, მ)
- შეკითხვაზე პასუხად სწორად მიუთითებს სხეულის სულ მცირე 3 ნაწილს (მაგ.: „სად არის შენი ცხვირი?“)
- ცდილობს მიიპყროს თქვენი ყურადღება, რომ გაჩვენოთ მისთვის საინტერესო
კოგნიტური
- იყენებს საგნებს იარაღად
- მიბაძვით იმეორებს სხვადასხვა მოქმედებებს კონტექსტში (მაგ.: განასახიერებს ტელევიზორში ნანახ მოქმედებებს)
- ავლენს საგნების, ადამიანების, მოვლენების, ადგილების შესახებ გაუმჯობესებულ მეხსიერებას
- აქტიურად ახარისხებს საგნებს ერთ კატეგორიად (მაგ.: ერთი ფერის ან ერთი ფორმის მიხედვით)
- ცნობს ნახატებს წიგნში, „მაჩვენე ბურთი“
- თამაშობს წარმოსახვით თამაშებს სათამაშოებით (მაგ.: აჭმევს სათამაშო ცხოველს)
- უშეცდომოდ ირჩევს დიდს საყვარელი ხილის ორი ნაწილიდან
უხეში მოტორიკა
- კიბეზე ადის თქვენს ხელზე ჩაჭიდებით
- დადის დამოუკიდებლად
- დახტუნაობს
- იცუცქება, იღებს სათამაშოს და სწორდება დავარდნის გარეშე
- სიარულის დროს აწვება და მიათრევს სათამაშოებს და სხვა საგნებს
- ადის კიბეზე თითო საფეხურით (უფროსზე ჩაჭიდებული)
- მიძვრება ავეჯზე, ცდილობს გადმოძვრეს საწოლიდან
- დახმარების გარეშე უკან დგამს ორ ნაბიჯს
- ფეხს ურტყამს ბურთს
ნატიფი მოტორიკა
- მანიპულირებს პატარა საგნებით კოორდინირებულად
- აშენებს კოშკს 3 ან მეტი კუბით
- ფურცლავს რამდენიმე ფურცელს ერთდროულად
- ავლებს ვერტიკალურ ხაზს ფანქრით
- ზოგიერთ ტანსაცმელს იხდის
- აღებს უჯრას
Leave a Reply
კომენტარების ნახვა