სოციალური
- 2-3 ბავშვთან ერთად თამაშობს 20 წთ
- ბოდიშს იხდის, როცა რაიმეს ისე ვერ აკეთებს, როგორც გულისხმობდა
- უსმენს, როცა სხვები ლაპარაკობენ; ყურადღებას აქცევს და ასრულებს ინსტრუქციას ჯგუფში
- ეხმარება სხვებს
- უხსნის სხვებს თამაშის წესებს ან მოქმედებებს
- სოციალურ პრობლემებს აგვარებს უფრო იოლად
ემოციური
- უმეტეს სიტუაციაში აკონტროლებს ემოციებს
- გამოხატავს თანაგრძნობას უმეტეს სიტუაციაში ან როცა ხვდება სხვების ემოციებს
- შეუძლია დაელოდოს თავის რიგს ან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას
- დავალების დასრულება შეუძლია შეხსენებით
მეტყველება
- იცის დროის და მიმდევრობის აღმნიშვნელი ზოგიერთი სიტყვა (მაგ.: დილა, საღამო, გუშინ, შემდეგი, მერე)
- სიტყვების წარმოთქმისას სწორად ამბობს ბგერების უმეტესობას
- იცის უმეტესი სიტყვების საწყისი ბგერა (მაგ.: „რით იწყება სიტყვა ბურთი?“ „ბ-თი“)
- ხვდება დაწერილ მისთვის ნაცნობ ზოგიერთ სიტყვას (მაგ.: თავის სახელს, მოთხრობის გმირის სახელს)
- ყვება საკუთარ თავგადასავალს და ინტერესდება მოსაუბრის თავგადასავლით
- იმდენად კარგად მეტველებს, რომ ყველასთვის გასაგებია
- ყურადღებას აქცევს და იცავს წესებს ჯგუფში
- მისი ლექსიკონი შედგება დაახლოებით 10 000 სიტყვისგან
კოგნიტური
- იხატავს ფორმებს (მაგ.: წრეს, კვადრატს, სამკუთხედს)
- ახერხებს მარტივ გამოკლება-მიმატებას
- ითვლის 50-ზე მეტად
- მარტივი ცხოვრებისეული მაგალითის ამოსახსნელად იყენებს ჩხირებს (მაგ.: „როცა აქვთ 6 ვაშლი და თანაბრად უნდა გაიყოს 3 ბავშვმა, რამდენი შეხვდება თითოს?“)
- სწავლობს შედარებით უფრო რთულ თამაშებს და თამაშობს წესების დაცვით
- იცის მარჯვენა-მარცხენა საკუთარ სხეულზე
- შეუძლია განასხვავოს ფანტაზია რეალობისგან
- ერკვევა სწორსა და არასწორში
- უფრო რეალისტურად ანსხვავებს სივრცეს, საგნების ზომას და მანძილს ნახატში
- რეალისტურად აფასებს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს (მაგ.: „მე კარგად დავრბივარ, მაგრამ კარგად ვერ დამყავს ველოსიპედი“)
უხეში მოტორიკა
- ხტება ოთახის გასწვრივ
- გადის ვიწრო მორზე ჩამოვარდნის გარეშე
- ცალი ფეხით ხტება 3 მეტრზე
- მსუბუქად დარბის თითის წვერებზე
- ხტის სახტუნაოზე
- დადის ველოსიპედით დამხმარე თვლების დამატებით ან მის გარეშე
ნატიფი მოტორიკა
- იჭერს პატარა ბურთს
- მარტივი ფორმის გამოჭრისას მიჰყვება ხაზს (მაგ.: წრის ან კვადრატის)
- იკრავს თასმებს
- იბანს პირს და იხეხავს კბილებს დახმარების გარეშე
- სრიალებს ციგურებით
- გაფერადებისას იცავს საზღვრებს
- ფანქარი უჭირავს მოზრდილის მსგავსად
- იყენებს წებოს დანიშნულებისამებრ
მეტყველების თერაპევტი: ნინო ბიწაძე
ნეიროგანვითარების ცენტრი
მოგესალმებით ქალბატონო მანანა. თქვენ გვწერთ, რომ თქვენი ბავშვი ხშირ შემთხვევაში შეკითხვებზე ვერ გპასუხობთ. ამ პრობლემის დასაძლევად ხელი შეუწყვეთ, ბავშვისთვის მეტყველების მასტიმულირებელი გარემოს შექმნას, სადაც ბავშვს გაუჩნდება სურვილი სპონტანურად ჩაებას საუბარში, უპასუხოს შეკითხვას ან თუნდაც მოგბაძოთ და გაიმეოროს თქვენთან ერთად.
ბავშვთან ერთად დაათვალიერეთ და აღწერეთ მარტივი სიუჟეტური სურათები. სურათის აღწერისას, თავდაპირველად ყურადღება გაამახვილეთ არსებით სახელებსა და მოქმედებებზე. წაახალისეთ ბავშვი უპასუხოს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს – ვინ არის გამოსახული, რას აკეთებს, როგორია. კითხვები ისე დაუსვით, რომ ბავშვს ერთ სიტყვიანი პასუხი მოეთხოვებოდეს.
თუ კი იგი პასუხს ვერ სცემს დასმულ შეკითხვას თავად გაეცით კითხვას პასუხი, მაგრამ თუ მან არ გაიმეორა თქვენი ნათქვამი, თავი აარიდეთ დაჟინებულ მოთხოვნას გაიმეოროს პასუხი.
საწყის ეტაპზე, შესაძლებელია ბავშვის თავის დაქნევა ან იგივე ჯესტით უარყოფა სწორ პასუხად ჩაეთვალოს.
მეტი რკომენდაციისთვის საჭიროა ბავშვის შეფასება.
chemi shvilishvili 6wlis xdeba da metyveleba uchirs dzalian,am chamonatvalidan bevrs akmayofilebs,magram metyveleba uchirs,tavidan genetikuri gvegona da amitom yuradgeba ar mivaqciet magram roca faqtis winashe davdeqit mivxvdit rom didi problema gvaqvs,xshir shemtxvevashi bevr shekitxvas ver gebulobs,dzalian gtxovt dagvexmaret radgan chven regionshi vcxovrobt da ver vaxerxebt mzgavs centrshi siaruls,gtxovt iqneb konkretuli rcheva mogvcet rogor davexmarot bavshvs,dzalian gonieri da aqtiuri bavshvia,rogorc gvitxres es problema muclad yofnis dros ganvitarda imitom rom dedamisma didi stresebi gadaitana fegmdzimobis dros.gtxovt dagvexmarot da gvirchiot rame.winaswar gixdit madlobas.