სოციალური
- მოზრდილის ყურადღების შემთხვევაში იღიმება და ტიტინებს
- ერთობა სოციალური თამაშით
- ინტერესდება სარკეში გამოსახულებით
- უკეთ ბაძავს მიმიკას და იმეორებს ერთი დღის შემდეგაც
- ყურადღებით იკვლევს მშობლის/მომვლელის სახეს
ემოციური
- სწავლობს ემოციების კონტროლს და საკუთარი თავის დამშვიდებას (მაგ.: წოვს საკუთარ თითებს)
- გამოხატავს სიამოვნებას და დისკომფორტს
- ემოციებს ხვდება ხმის ტონალობით
მეტყველება
- აბრუნებს თავს და იყურება ხმის მიმართულებით
- რეაგირებს საკუთარ სახელზე
- თითქოს რეაგირებს ზოგიერ სიტყვაზე (მაგ.: დედა, მამა)
- ცნობს და უპირატესობას ანიჭებს მშობლის/მომვლელის ხმას
- უსმენს და უყურებს მშობელს/მომვლელს სახეში, როცა ის ელაპარაკება
- იღიმება და უცინის მომვლელს, მისი ღიმილისა და სიცილის პასუხად
- გამოსცემს ბგერებს, როცა მომვლელი ესაუბრება
- ბგერებით გამოხატავს სიამოვნებას და გაბრაზებას
- ტიტინებს ხმოვნისა და თანხმოვნისგან შემდგარი მარცვლების გამეორებით (მაგ.: გა, გა, და, ბა)
კოგნიტური
- პოულობს ნაწილობრივ დამალულ ნივთებს
- ურტყამს და იწევს მის წინ არსებული საგნისკენ
- იკვლევს საგანს ხელით და იდებს პირში
- რეაგირებს „ჭიტა“-ზე
- უფრო ხანგრძლივად ერთობა სათამაშოთი
უხეში მოტორიკა
- ბრუნდება ზურგიდან გვერდზე
- ზის დახმარებით (ბალიშზე მიყრდნობილი)
- დამდგარ პოზაში დაჭერის შემთხვევაში ახერხებს სხეულის წონის შენარჩუნებას
- მუცელზე წოლისას ეყრდნობა მტევნებს
ნატიფი მოტორიკა
- მტევანს იყენებს გაწვდენის, აღების, გადაგდების და დაღვრისთვის
- იდებს მტევნებს ან სათამაშოს პირში
- იქნევს სათამაშოს
- წვდება ცალი ხელით
- ასაღებად იყენებს ყველა თითს ერთდროულად
- ეჭიდება სათამაშოს ან საგანს
- ხელს უსვამს და იწევს თქვენი თმების, სათვალის და სახისკენ
სმენა
- საუბრის ხმაზე წყვეტს თამაშს და ჩუმდება
- თავს აბრუნებს ნებისმიერი მიმართულებით ხმის წყაროსკენ
- სახე „უნათდება“ ახლობელი ადამიანის ხმის გაგონებაზე
- ცნობს მუსიკალურ ტონებს
მხედველობა
- თავს თავისუფლად აბრუნებს სათამაშოსკენ, ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებით
- მზერა გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე
- ფერადი მხედველობა უკვე განვითარებულია 4 თვიდან
- მხედველობის სრულყოფილი სიმახვილე (საგნების მკვეთრად დანახვა) მიიღწევა 6 თვისთვის
გამარჯობათ, მყავს 5თვე ნახევრის გოგო, ღამით ძალიან მშვიდად ძინავს, დღისითაც, გამოღვიძების დროსაც არ ტირის მშვიდია, მარა დღის განმავლობაში არის ძალიან მოუსვენრად, შეიძლება კუჭ-ნაწლავის ბრალი იყოს კუჭში ისევ რამოდენიმეჯერ გადის თხლად და გაზებზე?
5tvsis bavshvma wiwiburis fafa ro miigos xo sheizleba,myavs bunebriv kvebaze
მოგესალმებით, მაკა
თუ ძუძუთი კვება სრულყოფილად აკმაყოფილებს ბავშვს, ითვლება, რომ დამატებითი საკვები უნდა დაემატოს 6 თვის ასაკიდან. სხვა შემთხვევაში საკვების ფაფებით გამდიდრება შესაძლებელია 4 თვის ასაკიდანაც.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა ) 5.5 თვის ბიჭი მყავს, ზურგიდან მუცელზე ადვილად ბრუნდება, სულ იმეორებს, მაგრამ მუცლიდან ზურგზე ჯერ 1-2 ჯერ გადაბრუნდა. ასევე სათამაშო თუ დევს, იღებს , აკვირდება პირში იდებს და აჟღარუნებს, მაგრამ თუ მე მაქვს ხელში და თვალებთან ან სახესთან ახლოს მიმაქვს, არ მართმევს. ასევე რაც 5 თვის გახდა, ითხოვს დაჯდომას, იწევა დასაჯდომად თვითონ და ბალიშზე მიყრდნობილი დამოუკიდებლად ზის. ექიმმა მითხრა არ დასვაო 6 თვემდეო, მაგრამ ბავშვი თვითონ ცდილობს დაჯდომას და ტირის თუ არ დავეხმარები. რას მირჩევთ ამ შემთხვევებში? ნორმალურია განვითარების დონე?
გამარჯობათ ჩემი პატარა 7 თვის ხდება და ფეხზე ვერ დგება.ააქვს დისპლაზია და ნუთუ ამასთან რამე კავშირშია ფეხზე რომ ვერ დგება?
გამარჯობათ ჩემი გოგონა 7 თვის ხდება და გამართულად ვერ დგება ფეხზე ააქვს დისპლაზია გა იკეთეთ მასაჯის პირველი კურსი და აცვია სპეციალირი ტრუსი რომ ფეხები ქონდეს განზე ამისგან არის გამოცვეუკი რომ ერ დგება ფეხზე?რამდენად საშიშია ფეხზე რომ ვერ დგება.
მოგესალმებით,
მოტორული სფეროს განვითარება 7 თვის ასაკისათვის მოიცავს მუცლიდან ზურგზე, ზურგიდან მუცელზე ბრუნის განხორციელებას, რასაც მოჰყვება დამოუკიდებლად მყარად ჯდომის უნარი. როდესაც მას ასევე შეუძლია სხეულის დაჭერა, ისე, რომ თანაბრად ეყრდნობა ორივე ფეხს და თქვენი დახმარებით შეუძლია წონასწორობის დაცვა სწრაფი „ხტუნვის“ დროს, არ აკეთებს ჯვარედინს ან პირიქით, არ არის დუნე. ზედა ასაკობრივი ზღვარი დამოუკიდებლად მყარად ჯდომის შესაძლებლობის არის 8 თვის ასაკი.
როდესაც ბავშვის მოტორული განვითარება არ შეესაბამება აღნიშნულ ასაკობრივ ნორმას, აუცილებელია, მოხდეს შეფასება ბავშვთა ნევროლოგის მიერ.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
ლიკა, მოგესალმებით.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ბავშვმა ორჯერ სხვადასხვა დროს გასინჯა ფაფა კოვზით. მას შემდეგ კი სხვადასხვაგვარი ფაფის კოვზით მიღებას აპროტესტებს. შესაძლოა, კოვზით ჭამის მიმართ დამოკიდებულებაა პრობლემური. ამიტომ, გირჩევთ იზრუნოთ იმაზე, რომ კოვზისა და კოვზით საკვების მიმართ ბავშვის მიმღებლობა გაიზარდოს. ამისათვის, შეეცადეთ ვიზუალურად საინტერესო კოვზი შესთავაზოთ ბავშვს თუნდაც იმ დროს, როდესაც არ ჭამს. ჩაიდოს პირში კოვზი თუნდაც საჭმლის გარეშე. მას მერე, რაც კონკრეტული კოვზი მისთვის სასიამოვნო გახდება, მიაწოდეთ თქვენი ბავშვისთვის ყველაზე სასიამოვნო საკვები კოვზით. შემდეგ კი თანდათანობით მიაწოდეთ ის ფაფა, რომელიც გსურთ, რომ გაასინჯოთ. წარმატებას გისურვებთ!
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობა, ჩემი გოგო ექვსი თვისაა და მუცლიდან ზურგზე მხოლოდ ერთხელ გადატრიალდა. მუცელზე რომ ვაწვენ თავს და მკერდს კარგად სწევს,მხოლოდ ეს პრობლემა გვაქვს და მაინტერესებს საშიში ხომ არ არის?
თიკო,
6 თვის ბავშვი უკვე უნდა ახერხებდეს მუცლიდან ზურგზე და ზურგიდან მუცელზე გადაბრუნებას, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც. თუ ბავშვს არ აწვენთ მუცელზე და არ ეთაშაშებით, რომ დიდხანს მოუწიოს ამ პოზაში ყოფნა და გადაბრუნების სურვილი გაუჩნდეს ან თუ არა აქვს შესაბამისი თავისუფალი სივრცე გადასაბრუნებლად, შესაძლებელია ამ მოძრაობებს ვერ აკეთებდეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეუქმნათ შესაბამისი გარემო განვითარებისთვის. ამ ასაკის ბავშვი ხელს უნდა იწვდენდეს სასურველი ნივთისკენ და იჭერდეს ხელში.
იატაკზე ან მინდორზე (ჩრდილში) დააფინეთ საბანი. დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, წინ დაულაგეთ სათამაშოები და წაახალისეთ, რომ მიწვდეს ამ სათამაშოებს ნებისმიერი გზით – გადაგორებით, ცოცვით, ხოხვით.
თუ 2-3 კვირის შემდეგაც ვერ შეძლო გადაბრუნება, აუცილებლად მიმართეთ ბავშთა ნევროლოგს.
ჩემი გოგონა 8 თვისა და 1კვირისაა, თუმცა არ ტიტინებს.ხმას იშვიათად იღებს და მხოლოდ ცალკეულ ასოებს გამოთქვამს,ძირითადად ხმოვნებს..რამდენად საშიშია ეს ფაქტი და რას უნდა მიანიშნებდეს? გმადლობთ
სალომე
თუ თქვენი 8 თვის გოგონა ინტერესით გისმენთ, ადეკვატურად რეაგირებს, თქვენს ღიმილს ღიმილით პასუხობს, ნუ იდარდებთ.
ესაუბრეთ და გაუხმოვანეთ ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. ერთად წაიკითხეთ საბავშვო ნახატებიანი წიგნი. მიუთითეთ და დაასახელეთ ირგვლივ არსებული საგნები და სათამაშოები.
გამარჯობა,
ჩემი ბიჭი 6ის ხდება და ვერ ეგუება ფაფას კოვზით 🙁 პირველად რომ გავასინჯე ძალიან მოეწონა, მეორედაც… მერე აურია 🙁 ფაფები შევუცვალე, მაგრამ მაინც არ ჭამს კოვზით, ჯუჯღუნებს. მირჩიეთ რა რამე. ბოთლით მივცე ცოტა ხანი? ბუნებრივ კვებაზეა.
მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით. ჩემი გოგო ხუთი თვისაა. ბავშვობიდან აქვს კრთომები და როცა ეღვიძება, ტირის და ხელს (ან ხელებს) აკანკალებს. ეს საშიში ხომ არ არის? ჩვენს პედიატრს ვკითხე და ორი თვე დავიცადოთ, მერე ვნახოთო. თქვენ როგორ ფიქრობთ, სასწრაფოდ ხომ არ არის მისახედი და ნევროლოგს ხომ არ საჭიროებს? სხვა მხრივ, სრულიად უპრობლემო და მშვიდი ბავშვია. მადლობა წინასწარ
ანი,
თქვენი 5 თვის გოგო სასურველია ნახოს კვალიფიციურმა ბავშვთა ნევროლოგმა. გადაუდებელი ნამდვილად არ არის, დაგეგმეთ და უახლოეს მომავალში ჩაიტარეთ კონსულტაცია.
გამარჯობა, წინასწარ მადლობა პასუხისთვის.
ჩემი ბიჭი 5 თვეს ამთავრებს და ყველაფერს თავისი ასაკის შესაბამისად აკეთებს ( რასაც აქ, ინტერნეტში ვეცნობი) მხოლოდ ერთი ჩივილი მაქვს,დაძახებაზე ყოველთვის არ რეაგირებს, თუუცმა როგორც კი გაუღიმებ თვალებში შემოგციცინებს და უხარია, თვითონაც იღიმის, ცდილობს გაგეთამაშოს ხელების და ფეხების მოძრაობით გამოხატავს ამას. თამაში უყვარს და კონტაკტშიც კარგად შემოდის, მაგრამ ვნერვიულობ ყოველთვის რომ არ რეაგირებს დაძახებაზე 🙁
ლიკა,
თუ თქვენი 5 თვის ბიჭუნა სხვა მხრივ ასასკის შესაბამისად ვითარდება, არ იდარდოთ, 1-2 თვეში სახელის დაძახებაზე რეაგირებასაც ისწავლის.
საგანგაშო არაფერია 🙂
გამარჯობათ.ჩემი შვილი 5 თვის და ორი კვირისაა.დღენაკლულია კილო შვიდასი დაიბადა.მატება კარგი აქვს უკვე 7კილოზე მეტია.პედიატრმა გასინჯა და ესე მეუბნება დამოუკიდებლად უნდა ჯდებოდესო ანუ წელს უნდა ამაგრებდეს კარგადო.მასაჟები დაუნიშნა.მაიმტერესებს სწორად მოიქცა თუ არა.გავუკეთო თუ ჯერ არა.დიდი მადლობა წინასწარ.
მარი,
8 თვის ასაკამდე ბავშვი დამოუკიდებლად ვერც უნდა ჯდებოდეს. ჩვეულებრივ, ჩვილი 3 თვის ასაკიდან ახერხებს მუცლიდან ზურგზე გადაბრუნებას, 4 თვიდან კი – ზურგიდან მუცელზე. 5 თვის ასაკიდან უკვე შეუძლია ხელი გაიწვდინოს მისთვის საინტერესო სათამაშოსკენ და აიღოს. აქ მოცემული ასაკი მხოლოდ დროულ ბავშვზეა გათვლილი.
თუ თქვენი ბავშვი დღენაკლული დაიბადა, დაბადებიდან გასულ დროს უნდა გამოაკლოთ იმდენი თვე, რაც დააკლდა დროულობამდე და ეს იქნება მისი კორეგირებული ასაკი, რომლის მიხედვითაც მისი განვითარება უნდა შეაფასოთ. თუ დროულად (40 კვირაზე), მაგრამ მცირე წონით დაიბადა, სასურველია აჩვენოთ ნევროლოგს და მან გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა რაიმე ჩარევა.
ჩემი პატარა უკვე 6თვის არის და ფეხზე არ დგება. ხრის მაშინვე. ექიმს ხომ არ მიმავმართო საშიში ხომ არაა?
მარი, არ იდარდოთ, 6 თვის ბავშვი ფეხზე არც უნდა იდგეს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ფეხებზე ყრდნობა იწყება მხოლოდ 8-10 თვის ასაკიდან.
უღრმესი მადლობა! და კიდევ გკითხავთ თუ შეიძლება, რამდენი წუთი უნდა ედოს თერმომეტრი ბავშვს? მითხრეს 5 წუთი სამკარისიაო, თუმცა 10 წუთი ვუდებ ხოლმე.
თეკლა,
საკმარისია 5 წუთი.
მოგესალმებით. ჩემი ბიჭი 6 თვის ხდება. ძალიან ხშირად აქვს სიცხე. უმეტესად 37. დ. ზოგჯერ 37.2 ამდე. დაბადებიდან მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე მყავს. ყოველ თვე ვუკეთებ სისხლის საერტო ანალიზს და ასევე შარდის ანალიზსაც. ყველაფერი სუფთა აქვს. პედიატრები მეუბნებიან ეგ არ ითვლება სიცხედო. აცრის დროსაც ქონია 37 მაგრამ მაინც ცრიდნენ. მაინც მეშინია რისგან შეიძLება იყოს ეს გამოწვეული. მე მგონია რომ 37 ან 37.2 სიცხედ ითვლევა. სხვა ჩივილები არ გვაქვს. იქნებ მიპასუხოთ.
თეკლა,
თუ სხვა ჩივილი, გარდა სხეულის ტემპერატურის 37,0-37,2-მდე მომატებისა არ გაქვთ, ნუ იდარდებთ. ტემპერატურა მომატებულად ითვლება, როცა ის ცდება 37,5 გრადუსს.
გამარჯობათ,ჩემს 5 თვის შვილს რომელიც ასფიქსიაშია დაბადებული ცოტა ბჯენი აქვს სუსტი,ნევროლოგმა მითხრა ოდნავ სუსტი ყრდნობა აქვსსო,დანარჩენი ასაკის შესაბამისი აქვსო,გავუკეთეთ მასაჟები და ერთი თვის შემდეგ უნდა მივიდეთ კონტროლზე,მაინტერესებს საშიშია თუ მასაჟებით გამოსწორდება?სვამს კალციქეას სიროფს,ერთიც მინდა ავღნიშნო,ბავშვი არის მსუქანი,9 კილოა და ესეც ხომ არ იქნება მიზეზი?ძალიან ვნერვიულობ საერთოდ რომ ვერ გაიაროს?დიდი მადლობა
მოგესალმებით, სამწუხაროდ რთულია პასუხი, ბავშვის გასინჯვის გარეშე. თუ თქვენი ბავშვის მოტორული განვითარება ასაკის შესაბამისია, რაც ნიშნავს, რომ თავისუფლად ბრუნავს მუცლიდან ზურგზე და ზურგიდან მუცელზე, მუცელზე წოლისას ეყრდნობა იდაყვებში გაშლილ ხელებს და გულმკერდს სრულად სწევს ზედაპირიდან, ასევე, ხელს იწვდენს და იღებს მისთვის საინტერესო საგანს, ნუღარ იშფოთებთ. ამ ასაკში ტერფებზე მყარად ყრდნობა არც მოეთხოვება. ეს უნარი ცოტა მოგვიანებით უნდა განუვითარდეს.
თამუნა, 6 თვის ასაკში სათამაშოებით თამაში გულისხმობს სათამაშოს შესწავლას – ხელში აღებას და ხელისა და თითების სხვადასხვა მოძრაობით მასზე შეხებას, მის ტრიალს. თუ თქვენი ბავშვი ინტერესდება სათამაშოთი, ცდილობს მის გამოკვლევას და სხვადასხვა გზით მის შესწავლას, ე.ი. თქვენი შვილი ასაკის შესაბამისად “თამაშობს” სათამაშოთი.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი
ჩემი ბავშვი 6 თვისაა მაგრამ სათამაშოებით ვერ თამაშობს, რისი ბრალი შეიძლება იყოს? საშიშია? გთხოვთ მიპასუხეთ
ძალიან დიდი მადლობბა ყურადღებისთვის
უკაცრავად საშიში ხომ არ არიისს როდესააცც ბავშვიი ვერ ტრიალდებბააა მაგალითად ზურგიდან მუცელზე ცდილობბსს მაგრაამმ არ თუ ვერ ტრიალდებაა .. გვერდულად წვება თავისუფლად უბრალოდ ვერ ტრიალდებბააა ცოტა მსუქანააცც და ზარმაციც არიისსს მაგრაამმ მხოლოდ ეს უჭირრსს და იქნებ გამცეთ პასუხი
მხოლოდ ერთი რაიმე ნიშანი არაფერზე არ მიანიშნებს. თუ ყველა დანარჩენს მოქმედებას ასრულებს, რაც მისი ასაკის ბავშვს მოეთხოვება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. უბრალო ხელი შუწყვეთ, რომ ისწავლოს გადაბრუნება (მისთვის საინტერესო სათამაშოები დაუწყვეთ ისე, რომ ამისთვის საჭირო იყოს გადაბრუნება).