5 წლის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • პასუხობს მისალმებაზე და შეკითხვაზე: „როგორ ხარ?“
  • იმდენად დამოუკიდებელია, რომ შეუძლია ესტუმროს გვერდით მეზობელს
  • უნდა რომ ჰგავდეს თავის მეგობრებს
  • საუბრისას აღნიშნავს, რომ ჰყავს საუკეთესო მეგობარი
  • კარგად ერთვება ჯგუფურ თამაშებში
  • სხვებთან ერთად თამაშობს გამოგონილ თამაშებს
  • იზიარებს სხვების ემოციებს
  • უმეტესად ემორჩილება წესებს
  • მოსწონს ცეკვა, სიმღერა და როლური თამაში
  • იცის თავისი და საწინააღმდეგო სქესი
  • უმეტეს შემთხვევაში ემორჩილება უფროსების თხოვნას
  • მოქმედებს მარტო 20-30 წთ-ის განმავლობაში

ემოციური

  • ადვილად ეგუება მშობლის/მომვლელის წასვლას
  • ცდილობს ასიამოვნოს მეგობრებს
  • ხვდება სხვების გასაჭირს და ცდილობს დახმარებას
  • განასხვავებს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებულ საკუთარ ემოციას და საუბრობს მათ შესახებ

მეტყველება

  • ხვდება კავშირს „თუ … მაშინ“ (მაგ.: „თუ ჩაიცმევ ფეხსაცმელს, მაშინ წახვალ სასეირნოდ“)
  • იყენებს მომავალ დროს
  • იხსენებს ამბის ნაწილს
  • აღწერს წარსულ, აწმყო და მომავალ დროს
  • ყვება გრძელ ისტორიას საკუთარი თავის შესახებ
  • იცის სახელი, გვარი და მისამართი
  • ძირითადად საუბრობს გარკვევით, უფროსების მსგავსი წინადადებით
  • საკუთარ სამეტყველო ლექსიკაში იყენებს თითქმის ყველა ბგერას და იშვიათად ან საერთოდ არ ამახინჯებს
  • ხვდება, რომ ბგერები და ასოები ერთმანეთთან დაკავშირებულია

კოგნიტური

  • შეკითხვაზე „რამდენია?“  ითვლის ხმამაღლა ან თითებზე
  • შეუძლია მიმატება 10-ის ფარგლებში ჩუმად ან თითებზე დათვლით
  • იცის უმეტესი ფორმები და ანბანის უმეტესი ასო
  • უკეთესად ანსხვავებს ფანტაზიას რეალობისგან
  • იცის დღის პერიოდები და კვირის დღეები
  • მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად ეძებს გზებს
  • იცის ყოველდღიური მოხმარების საგნების დანიშნულება (მაგ.: ფულის, საკვების, აპარატურის)
  • იწყებს აღქმას, რომ სხვებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრება (მაგ.: „დედას ჰგონია, რომ მე საძინებელ ოთახში ვარ“)

უხეში მოტორიკა

  • ცალ ფეხზე დგას 10 წმ და მეტი
  • ხტის ცალ ფეხზე რამდენჯერმე
  • გადადის ყირაზე
  • ქანაობს, მიძვრება
  • დადის სწორ ხაზზე ერთი ტემპით
  • სირბილს ადვილად იწყებს, ჩერდება და იცვლის მიმართულებას
  • ძირითადად თავისუფლად ისვრის და იჭერს ბურთს
  • ადვილად დაძვრება ეზოში არსებულ სათამაშო მოწყობილობებზე (სასრიალო, სახლი, გვირაბი)
  • ძირითადად თვითონ ახერხებს ტუალეტის საჭიროების დაკმაყოფილებას
  • შეუძლია უკანსვლით ან თითის წვერებზე სიარული

ნატიფი მოტორიკა

  • ავლებს ხაზებს, ხატავს მარტივ ფორმებს და ასოებს
  • ხატავს ადამიანს მთელი სხეულით
  • მაკრატლით ჭრის ფურცელს სქლად გახაზული ხაზის გასწვრივ
  • იხდის და იცვამს ოდნავი დახმარებით

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/childneu/child.ge/wp-includes/functions.php on line 5107

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/childneu/child.ge/wp-includes/functions.php on line 5107