სოციალური
- უღიმის მშობელს/მომვლელს
- მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს სხვადასხვა ხმით და ხელ-ფეხის ქნევით
- ერთობა ადამიანებთან თამაშით და ტირილს იწყებს თუ თამაში შეწყდა
- ცდილობს გაიმეოროს მოსაუბრის სახის გამომეტყველება
ემოციური
- სხვადასხვა მოთხოვნას გამოხატავს სხვადასხვანაირი ტირილით
- გამოხატავს როგორც სიამოვნებას, ასევე დისკომფორტს
მეტყველება
- სათამაშოს ან ადამიანის დანახვაზე გამოსცემს ხმებს
- მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს ხმებით
- ბერავს ბუშტებს და იფურთხება ხმამაღლა
- მარტივ ვოკალიზაციას ახერხებს ძირითადად ხმოვნებით. იშვიათად იყენებს თანხმოვნებს (ღუღუნის ფაზა)
კოგნიტური
- თვალს აყოლებს მოძრავ სახეებს ან საგნებს
- მზერა გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე
- იწყებს აღქმას, რომ საგნები მაშინაც არსებობენ, როცა თვითონ ვერ ხედავს
უხეში მოტორიკა
- ზურგზე წოლისას ორივე ხელს იდებს მკერდზე და თავი უკავია შუა ხაზზე
- მუცელზე წოლისას წამოიწევს და ეყრდნობა მოხრილ იდაყვებს
- დასაჯდომად წამოწევისას თავი აღარ უვარდება
- დამჯდარ (დახმარებით) პოზაში თავი მყარად უჭირავს
- ბრუნდება გვერდიდან ზურგზე
ნატიფი მოტორიკა
- მტევნები მოაქვს სხეულის შუა ხაზზე და თამაშობს
- იდებს ხელებს პირში
- წოვს თითებს და მუშტს
- ჩამოკიდებულ სათამაშოებს ურტყამს მტევანს
- მუშტით იჭერს და იქნევს სათამაშოებს
- საყრდენით ჯდომისას იწვდენს ხელს საგნისკენ
- ხელში ჩადებული სათამაშო უჭირავს ხანმოკლედ
სმენა
- კრთება მოულოდნელ ან ხმამაღალ ხმაზე
- მშვიდდება წყნარ, ნაცნობ ხმაზე
- ზოგიერთ ხმას ამოიცნობს
- უფრო ხანგრძლივად უსმენს ლაპარაკს, ვიდრე სხვა ხმებს
- თავს და თვალებს აბრუნებს ხმის მიმართულებით
მხედველობა
- ადევნებს თვალს ნელა მოძრავ საგანს
- ორივე თვალს ამოძრავებს ერთი მიმართულებით, იშვიათად – განსხვავებულად (აელმებს)
- მოსწონს თავ-თეთრი ან მკვეთრი გამოსახულება
- ყველა სხვა სახეებს შორის გამოარჩევს მშობლის/მომვლელის სახეს
- თავსა და თვალებს აბრუნებს სინათლის წყაროსკენ
გამარჯობათ 4 თვისაა ჩემი პატარა ნუტრილაკ პრემიუმ ვაჩმევ. პრემიუმ 1 ექვსი ტვემდე არის რეკომენდებული. შეიდზლება ნუტრილაკი ჩვეულებრივი 1 ნომერი მივცე?
მოგესალმებით, ელგა
დიახ, შესაძლებელია
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა! რა მაინტერესებს,ჩემი პატარა 4 თვისაა. ბოლო სამი დღეა დაახლოებით რაც შევამჩნიე. დროდადრო ცხვირით
სუნთქვისას ხვრინვასავით ხმას გამოსცემს. თითქოს ცხვირში აქვს რამე და ვერ გავიგე რატომ უნდა სუნთქავდეს ასე. ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს მიზეზი? ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.
გამარჯობა, ძუძუთი თუ კვებავთ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა რძე აქვს ცხვირში
მოგესალმებით, ნინო
სტრიდორით სუნთქვა წლამდე ასაკში პათოლოგიას არ წარმოადგენს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjobat.Chemi bichi exla 29shi xdeba 4tvis 19shi avocet da iko 10 kilo da 70 sigrze kvelanairad aqtiuria.mucelze ver trialdeba tavisit rame varjishi xoarunda.Bunebriv kvebazea es cona da sigrze normaluria?3.900 daibada.
მოგესალმებით, ეთო
ბავშვის წონა და სიგრძე შეესაბამება ასაკობრივი ნორმის ვარიანტს.
გადაბრუნებას ჩვილები იწყებენ ყველაზე ადრე 4 თვის ასაკიდან, თავდაპირველად მუცლიდან ზურგზე, შემდგომ პირიქით, დაახლოებით 5,5-6 თვის ასაკისთვის შეუძლიათ ორივე მიმართულებით ბრუნის გაკეთება.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjobat. Myavs 4 tvis da 3 kviris bichuna. Zemot chamotvlil yvela unars akmayopilebs. Bavshvs daunis s8ndromi aqvs da mainc dzalia vgelav. Ras mirchevt mistvis damatebit masajebis an varjishebis gaketeba xom ar iqneba uketesa an ra sheidzleba mistvis damatebit gavaketo. Gmadlobt
მოგესალმებით, ნათია
მოგეხსენებათ, რომ დაუნის სინდრომის დიაგნოზი ბევრ სხვადასხვა სომატურ თუ ნევროლოგიურ პრობლემასთან შეიძლება იყოს ასოცირებული, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში დიდი ვარიაბელობით ხასიათდება.
პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების მიხედვით, უმჯობესია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები წლამდე ასაკში იყვნენ ჩართული ადრეული ინტერვენციის პროგრამაში.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, მაინტერესებს ჩემი შვილი 4 თვისაა, ყველა აქ ჩამოთვლილ უნარებს აკმაყოფილებს, შეესაბამება განვითარების საფეხურს, უბრალოდ ხანდახან როცა ხელში მყავს არ ვიცი ცქმუტავს თუ თავს აცანცარებს, ეს შესაძლებელია ? ისე ძალიან ძლიერი ბავშვია. 8 კილოა უკვე და 65 სანტიმეტრი. გმადლობთ იქნებ მიპასუხოთ
მოგესალმებით, ნინო,
თქვენს მიერ წარმოდგენილი ჩივილი პათოლოგიას არ წარმოადგენს. თუმცა, ბავშვის ქცევის საბოლოოდ დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ ტელეფონით გადაიღოთ ვიდეო და ექიმს აჩვენოთ.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
GamarjobT myavs 4 tvis myavs bunebriv kvebaze rac acra gauketda daewyo jirveuloba sul tiris mousvenaria xelshi undaa.soska ar mi.icia da bevrm tqva soskis braliao da iqneb mirchiot rrit davexmaro.
მოგესალმებით, ნინო
აცრის შემდგომ რამოდენიმე დღიანი ჭირვეულობა დასაშვებია, პათოლოგიას ნამდვილად არ წარმოადგენს და არც მატყუარის არ მიცემასთან არ არის დაკავშირებული.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjobat myavs 3tvis gogona.gvakvs problema kvebastan dakavshirebit.myavs xelovnur kvebaze da 3saati ise gadis sheizleba 4saatic da ar shivdeba mainc vumzadeb zogjer chams jogjer 120gramidan mitovebs 20grams ver gavige rogor vkvebo vnerviulob ikneb mipasuxot
მოგესალმებით, თეონა
3 თვის ასაკში ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის რეკომენდებულია კვებათაშორისი პერიოდი იყოს 3,5-4 სთ და ერთი ყველაზე ხანგრძლივი შუალედი 5-6 სთ, რომელიც ძირითად შემთხვევაში ემთხვევა ღამის ძილს. ყველა კვებაზე შესაძლებელია ბოლომდე არ დაამთავრონ კუთვნილი ულუფა. რა თქმა უნდა, აუცილებელია წონის კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენი ბავშვის კვების რეჟიმი ნორმის ფარგლებშია.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
ჩემი შვილი დაიბადა დღენაკლული, წონით 2800, სიგრძე 52სმ. ეხლა არის 4თვის და წონაში არის 7200, სიგრძე 60სმ. ნორმალურია თუ არა და შეესაბამება 4თვის ბავშვის წონას?
მოგესალმებით, ირმა
თქვენი ბავშვის დაბადების წონა და სიგრძე პრაქტიკულად დროული ახალშობილის მონაცემებს შეესაბამება. ამჟამინდელი მონაცემებიც ნორმის ფარგლებშია.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ,
ჩემი გოგო 3 თვის არის, მეორე საღამოა მთელი ღამე არ ჭამს,საღამოს 7სთ-ზე ჭამს და დილის 7სთ-მდე აგარ ჭამს ეს ნორმალურია?
მოგესალმებით, ნანა
3 თვის ბავშვისთვის კვებათა შორის 12 საათიანი შუალედი ძალიან დიდია. თუ აღნიშნული ჩივილი კვლავ გაგრძელდება, მიმართეთ პედიატრს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjibat. Myavs sami tvis bichi. Aris 5kilo da 600 da 61 santimetri. Aris tu ara es cona da sigrdze sakmarisi. Bavshvs daunis sindromi aqvq
მოგესალმები, ნათია.
ბავშვის წონა და სიგრძე ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება დროდადრო ნიკაპის კანკალს, შესაძლებელია ყველა ჩვილს ჰქონდეს 5-6 თვემდე და პათოლოგიას არ წარმოადგენს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjobat. Myavs sami tvis bichuna. Shevamchnie rom xandaxan nikapi ukankalebs. Aris tu ara sashishi. Bichuna daunis sindromi aqvs.
გამარჯობა,ჩემიპატარა არის 3 თვის და 3 კვირის 6,300 და 59 სნ, 3.00 დაიბადა 51 სნ და მაინტერესებს ნორმალურია განვითარება? ორი თვის თავზე საავაადმყოფოსჰი მეწვინა ვირუსი ქონდა და მაჰსინ მოიკლო 600 გრამიიიი,თავიდან თვეში 1,300 იმატებდა ეხა დაახლოებით კილოს იმატებს
გამარჯობათ.მყავს 4თვის ბიჭი … ძუძუთი კვებაზე.6-900 კილო და სიგრძე 59სმ .მაინტერესებს რამდენად ნორმალურია.მადლობა
გამარჯობათ.მყავს 4თვის და 17 დღის ბიჭუნა.წონა აქვს 6,900 და 59 სანტიმატრია.პედიატრმა სიგრძეში ნაკლებობდა გვითხრა და ვიტამინი(აპეტონი) დაგვინიშნა.მაინტერესებს რამდენად ნორმალურია…ძუძუთი კვებაზეა.მადლობა წინასწარ
gamarjobat,chemi gogona 3 tvis da iconis 5500da aris 59sm.vachmev zuzusac da damatebac miveci magram damatebas arafrit ar chams.san nairi sachmeli gavasinjet magram arcerti ar moscons.mainteresebs risi bralia?cinaacar madlobt.
გთხოვთ მიპასუხოთ ჩემი გოგო დაიბადა 2700,50სმ გამოწერისას 2500 იყო ახლა ვართ სამი თვის და ვიწონით5.500 და 61 სმ.ვართ ბუნებრივ კვებაზე ნორმაა
მოგესალმებით, ნათია,
ბავშვის სიგრძე და წონა შეესაბამება ასაკობრივი ნორმის ფარგლებს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
gamarjobat.chemi gogona daibada 3.750 kg da 51sm exla 6 tvisaa 7.200 da 65 sm ramdenad normaluria
მოგესალმებით, ელენე,
ბავშვის სიგრძე და წონა შეესაბამება ასაკობრივი ნორმის ფარგლებს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjobat 4 tvis myavs patara da kujshia ashlili ert kviraze metia da risi bralia? Xelovnurze myavs nutrilon premiums vajmev .
მოგესალმებით, სოფია,
მიმართეთ პედიატრს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, ჩემი.ბიჭი 3 თვის არის, დაიბადა 3,700, არის ბუნებრივ კვებაზე ,წონით 6,300, სიგრძით 61.. რამდენად შეესაბამება ნორმას? მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, სოფო,
ბავშვის სიგრძე და წონა შეესაბამება ასაკობრივ ნორმას.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
gamarjoba chemi shvili 4tvis da 2kvirisa jams 200grams da 6kiloa norma? dzan mainteresebs tan jamis mere dzan bevrs igebs ukan da norma