4 წლის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • აინტერესებს ახალი გამოცდილება
  • ელოდება თავის რიგს და იცავს წესებს პატარა ჯგუფში
  • თამაშობს თავისთვის, მაგრამ სხვა ბავშვებთან ახლოს და ესაუბრება მათ
  • განასახიერებს „დედას“ ან „მამას“
  • იგონებს მრავალფეროვან თამაშებს
  • ითხოვს უფროსების მოწონებას (მაგ.: „ნახე“, „მიყურე, რას ვაკეთებ“)
  • არის უფრო დამოუკიდებელი
  • იძენს პირველ მეგობრებს
  • თავს წარმოიდგენს სრულყოფილ პირად, თავის სხეულით, შეგრძნებებით, ემოციებით და აზროვნებით
  • მოლაპარაკებით აგვარებს კონფლიქტს

ემოციური

  • ცდილობს დაამშვიდოს აღელვებული
  • იყენებს სიტყვებს თანაგრძნობისთვის
  • ხანგრძლივად ერთვება რთულ საქმეში
  • ემოციურ თვითრეგულაციას უკეთ ახერხებს (აკონტროლებს ემოციების გამოხატვას); მცირდება ემოციური აფეთქებები

მეტყველება

  • ესმის სიტყვების მნიშვნელობა „მსგავსი“ და „განსხვავებული“
  • იყენებს გრამატიკის ბაზისურ წესებს
  • იცის ზოგიერთი ბგერის შესატყვისი ასო
  • საუბრობს 5-6 სიტყვიანი წინადადებებით
  • იმდენად გამართულად მეტყველებს, რომ უმეტესი ნაწილი გამეორების გარეშეც გასაგებია
  • მისი საუბარი უკვე უცხოებისთვისაც გასაგებია
  • ამბობს ლექსებს და მღერის საბავშვო სიმღერებს
  • სვამს უამრავ კითხვას და პასუხობს
  • ყვება ამბავს სრულყოფილად და გასაგებად
  • ამოიცნობს ნაცნობ ნიშნებს
  • განასხვავებს ნაწერს ნაბეჭდისგან

კოგნიტური

  • სწორად ასახელებს ფერებს და რიცხვებს
  • ამოიცნობს ციფრებს 9-ის ფარგლებში
  • რაოდენობის დასადგენად ითვლის სწორად 10-ზე მეტს
  • ხვდება სამნაწილიან გრძელ დავალებას (მაგ.: „დადე შენი სათამაშოები და ჭამის წინ დაიბანე ხელები“)
  • პრობლემას უდგება ერთი მიმართულებით
  • წარმოიდგენს, რომ მისთვის უცნობი გამოსახულება შეიძლება იყოს „ურჩხული“ და ხშირად ვერ ანსხვავებს ფანტაზიას რეალობისგან
  • იხსენებს მონათხრობის ნაწილს
  • ესმის რას ნიშნავს მსგავსი/განსხვავებული
  • იცის თავისი მისამართი

უხეში მოტორიკა

  • ცალ ფეხზე დგას 5 წმ
  • კიბეზე ადის ფეხების შენაცვლებით (ცალი ფეხით თითო კიბეზე)
  • ისვრის ბურთს წინ
  • ისვრის ბურთს თავის ზემოთ
  • იჭერს დიდ ბურთს წინ გაშლილი ხელებით
  • მარჯვედ მოძრაობს წინ და უკან
  • იყენებს ტუალეტს ან ქოთანს დღის განმავლობაში

ნატიფი მოტორიკა

  • სწორად უჭირავს ფანქარი ან პასტა
  • ხატავს ადამიანის სხეულის 3 ან მეტ ნაწილს
  • ჭრის ფურცელს მაკრატლით
  • ხატავს წრეს, მართკუთხედს, ჯვარს
  • იხატავს ზოგიერ ასოს
  • იხსნის ღილს და ელვა-შესაკრავს
  • იხდის და იცვამს, მაგრამ შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება შესაკრავად
  • ატრიალებს ცერს
  • აშენებს კოშკს 9 კუბით
  • ძერწავს

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/childneu/child.ge/wp-includes/functions.php on line 5107

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/childneu/child.ge/wp-includes/functions.php on line 5107