სოციალური
- უღიმის მშობელს/მომვლელს
- მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს სხვადასხვა ხმით და ხელ-ფეხის ქნევით
- ერთობა ადამიანებთან თამაშით და ტირილს იწყებს თუ თამაში შეწყდა
- ცდილობს გაიმეოროს მოსაუბრის სახის გამომეტყველება
ემოციური
- სხვადასხვა მოთხოვნას გამოხატავს სხვადასხვანაირი ტირილით
- გამოხატავს როგორც სიამოვნებას, ასევე დისკომფორტს
მეტყველება
- სათამაშოს ან ადამიანის დანახვაზე გამოსცემს ხმებს
- მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს ხმებით
- ბერავს ბუშტებს და იფურთხება ხმამაღლა
- მარტივ ვოკალიზაციას ახერხებს ძირითადად ხმოვნებით. იშვიათად იყენებს თანხმოვნებს (ღუღუნის ფაზა)
კოგნიტური
- თვალს აყოლებს მოძრავ სახეებს ან საგნებს
- მზერა გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე
- იწყებს აღქმას, რომ საგნები მაშინაც არსებობენ, როცა თვითონ ვერ ხედავს
უხეში მოტორიკა
- ზურგზე წოლისას ორივე ხელს იდებს მკერდზე და თავი უკავია შუა ხაზზე
- მუცელზე წოლისას წამოიწევს და ეყრდნობა მოხრილ იდაყვებს
- დასაჯდომად წამოწევისას თავი აღარ უვარდება
- დამჯდარ (დახმარებით) პოზაში თავი მყარად უჭირავს
- ბრუნდება გვერდიდან ზურგზე
ნატიფი მოტორიკა
- მტევნები მოაქვს სხეულის შუა ხაზზე და თამაშობს
- იდებს ხელებს პირში
- წოვს თითებს და მუშტს
- ჩამოკიდებულ სათამაშოებს ურტყამს მტევანს
- მუშტით იჭერს და იქნევს სათამაშოებს
- საყრდენით ჯდომისას იწვდენს ხელს საგნისკენ
- ხელში ჩადებული სათამაშო უჭირავს ხანმოკლედ
სმენა
- კრთება მოულოდნელ ან ხმამაღალ ხმაზე
- მშვიდდება წყნარ, ნაცნობ ხმაზე
- ზოგიერთ ხმას ამოიცნობს
- უფრო ხანგრძლივად უსმენს ლაპარაკს, ვიდრე სხვა ხმებს
- თავს და თვალებს აბრუნებს ხმის მიმართულებით
მხედველობა
- ადევნებს თვალს ნელა მოძრავ საგანს
- ორივე თვალს ამოძრავებს ერთი მიმართულებით, იშვიათად – განსხვავებულად (აელმებს)
- მოსწონს თავ-თეთრი ან მკვეთრი გამოსახულება
- ყველა სხვა სახეებს შორის გამოარჩევს მშობლის/მომვლელის სახეს
- თავსა და თვალებს აბრუნებს სინათლის წყაროსკენ
გამარჯობათ,ჩემი გოგონა დაიბადა 25 ოქტომბერს 2900გრამი,49 სმ , ახლა არის 4.500 კგ და 59 სმ მაინტერესებს თუ შეესაბამება ეს წონა და სიმაღლე ნორმას და საჭიროა თუ არა ამ შწმთხვევაში დამატებითი საკვების მიცემა ?
გამარჯობა! როგორც მე გამოვთვალე ბავშვი როდესაც თქვენ შეკითხვა დასვით 3 თვის და ნახევრისაა, წონის ნამატი ამ პერიოდში 1600გრ-ია, ბავშვის სიგრძე ამ შემთხვევაში ნორმაა, ხოლო წონა ნორმის ქვედა ზღვარზეა, საკვების დამეტების თაობაზე, გირჩევთ მიმართოთ ბავშვის პედიატრს
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობათ,ჩემი შვილი დაიბადა 40კვირაზე 2,700 ეხლა 4თვის და 9დღისაა და იწონის 6,900ჯდება თუ არა ნორმის ფარგლებში? მადლობა წინასწარ❤️
გამარჯობა! კი, ჯდება ასაკობრივი ნორმის ფარგლებში, ძალიან კარგი ნამატი აქვს
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობათ. ჩემიბავშვი 4 თვის გახდა დღეს დაიბადა 3.800კგ და 52 სმ,ეხლა კი 7 კგ-ს იწონის სიგრძეკი 64სმ. Მაინტერესებს როგორი ნამატი აქვს?
გამარჯობა! ძალიან კარგი ნამატი აქვს
გამარჯობათ ჩემი ბიჯი არის ეხლა 4 თვის.და წონა არის 6.900..დაიბადა 3,350 რამდენად ნორმალურია.კვებიტ კარგად იკვებება,გამე 2 კვებას არ მიირთმევს..რამდენად ნორმალური წონა აქვს.
გამარჯობათ,ჩემი პატარა არის დღე ნაკლული,დაიბადა 2,300…ეხლა არის 2 თვის და 16დღის,არის 4,500,არის ეს ნორმალური თუ არა ამ ასაკისთვის,და კიდევ კუჭ-ნაწლავის პრობლემა გვაქ,ვერაფერმა უშველა,შერეულ კვებაზე მყავს,ჰუმანა ანტიკოლიკს ვაძლევ ეხლა პედიატრის დანიშნულებით მაგრამ მაინც უჭირს გასვლა დაუხმარებლად და რა გავაკეთო?
გამარჯობათ ჩემი პატარა გოგო დაიბადა 3.700 52 სმ .ზუსტად 3თვის წონა არის 5.600 61 სმ. შეესაბამება თუ არა ნორმას.2თვიდან არის ხელოვნურ კვებაზე ჭამს 90 100 გრამს. აწუხებს კოლიკა და სულ ტირის.აელმებს თვალებს.გაკეტებული გვაქ ულტრასონოგრაფია ყველაფერი წესრიგშია
მიპასუხეეთ გთხოოვთ
გამარჯობათ ჩემი ბავშვი 4 თვისაა მყავს ბუნებრივ კვებაზე,შეილება გავიდეს სამიდღე ისერომ კუჭში არგავიდეს მაგრამ შეკრულობა არ აქვს ..გაზგამტარით როდესაც გამყავს ჩვეულებრივად გადის ..არც წუხს რომ აწუხებდეს..ძალიან გთხოვთ მომწერეთ უღრმესი მადლობა
გამარჯობათ ჩემი ბავშვი 3 თვისაა და განუწყვეტლივ დორბლი მოსდის არ ტირის კბილების ამოსვლას რომ დავაბრალო.სხვა რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს
მოგესალმებით, ქეთევან
3 თვის ასაკში გაძლიერებული ნერწყვდენა პათოლოგიად არ ითვლება. მიზეზი ნერწყვის ჰიპერპროდუქციაა და კბილების ამოჭრის წინაპირობას წარმოადგენს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა ქალბატონო ნინო თQვენთAნ რამდენიმე კითXვა მაქაქვს ბავშთან დაკავშირებით და სად სეიძლება დაგიკავშირდეG?ელ
Gამარჯობათ მყავს 4თვის პატარა არის 5,400 ნორმალური ცონა Aკვს?
მოგესალმებით, თამუნა
ზრდის საერთაშორისო ცხრილების მიხედვით 4 თვის ასაკისთვის მინიმალური წონა გოგონებისთვის არის 5,000 გ და ბიჭებისთვის 5,500გ ( 2 პერცენტილი ანუ ნორმის ქვედა ზღვარი). გასათვალისწინებელია დაბადების წონა და სხვა ზოგადი მონაცემების თანაფარდობა
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით. ჩემი ბიჭი 4 თვის არის. დაიბადა 3,900, 51 სმ. ბუნებრივ კვებაზეა. ახლა არის 65 სმ, 7,200 კგ. ბავშვი სუსტი მეჩვენება და ნორმა როგორ არის ხომ ვერ მეტყვით? ძილი კარგი აქვს, ხასიათიც. ჭამით მჭამელი ბიჭია, ხან მგონია არ ყოფნის კიდეც საკვები. 3 თვის იყო 6,700კგ. მადლობა.
მოგესალმებით, შორენა
თქვენი ბიჭის ამჟამინდელი წონა და სიგრძე აბსოლუტური ნორმის ფარგლებშია (75 პერცენტილი).
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ, ჩემი შვილი 3 თვის და 10 დღისაა ჭამს ხან 50 ხან 90 ხან 120 გრამს რისი ბრალი შეიძლება იყოს ან საშიშია თუ არა წუხილით არაფერი არ აწუხებს
მოგესალმებით, ნინო
3 თვის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულად ითვლება 24 სთ-ის განმავლობაში 6 ჯერადი კვება 3-3,5 სთ-იანი შუალედებით, ერთი ხანგრძლივი შუალედით, საშუალო მოცულობა 100-120-140 მგ, თუმცა გასათვალისწინებელია ბავშვის წონა.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ,მყავს 3თვის და 2კვირის ბიჭი.შერეულ კვებაზე,აღებინებს ყველაფერს რასაც ჭამს,მაგრამ მატება კარგი აქვს და რა შემიძლია დავუმატო 4თვიდან?იმედი მაქვს მოეხსნება დამატებითზე.დიდი მადლობა წინასწარ.
4ტვის მყავს და შეიძლებაა ბრინჯის ფაფა ვაჭამო
მოგესალმებით ნათია
თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, დამატებითი საკვები მიზანშეწონილად ითვლება 6 თვის ასაკიდან. ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე ყოფნის შემთხვევაში არსებობს ერთმარცვლიანი ფაფები 4 თვის ასაკიდან. უმჯობესია კვების ყოველი ცვლილება შეათანხმოთ თქვენს პედიატრთან
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjobat.chemma gogom 3 tve daamtavra da mwvaneze gadis.umetesad faxaratic aqvs
გამარჯობათ ჩემი ბიჭი არის 4 თვის და მაინტერესებს თუ შეიძლება ფაფების და მაწვნის დამატება ხელოვნურ კვებაზე ვართ ფრისო ვომს მივირთმევთ და ვაშლიც თუ შეიძლება რომ მივცე წინასწარ მადლობა
გამარჯობათ მყავს 4 თვის ბიჭი ვართ ხელოვნურ კვებაზე მივირთმევთ ფრისო ვომს და თუ შეიძლება ფაფებზე და მაწონზე რომ გადავიდეთ და ვაშლის მიცემა თუ შეიძლება წინასწარ მადლობა
gamarjoba, chemi shvili 3 tvis da ati dgisaa , sul tiris sul wuwunebs, dzan pxizeli dzili aqvs , 2,5 chamas itxovs tan tiris yoveli chmis win, dzilis win sul, neirostats da insonbabys vasmev, kuchis moqmedebac cudi aqvs mteli dgegamis ganmavlobashi sheidzleba ertxel gavides didi wvalebis mere, dzalian vnerviulob mitxarit ra movuxetxo , sachmeli bevrjer shevucvale mgona arc es mowons dzilitac rom ar dzinavs ra gavaketo
გამარჯობათ.ჩემი ბიჭი მალე 4თვის გახდება მყავს ხელოვნურ კვენაზე და მაინტერსებს ფაფაც საჭმლის შესაბამისი უნდა მივცე?ანუ ვინის რძის ფხვნილს ვაძლევა და ვინის ფაფაზე მივცე 4თვეზე?გთხოვთ მიპასუხოთ.მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, ანი
არ არის აუცილებელი რძე და ფაფა იყოს ერთი და იგივე სერიის, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ საწყის ეტაპზე ფაფა უნდა შეირჩეს ერთმარცვლიანი და ურძეო, შემდეგ ეტაპზე ნელ-ნელა გაამრავალფეროვნებთ.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა
ჩემი შვილი არის 2 თვის და 3 კვირის არის 7კგ და სიგრძეში 71 სმ ნორმალურია თუ არა?
გმადლობთ
მოგესალმებით, ვანო
გასათვალისწინებელია ჩვილის დაბადების წონა და სიგრძე, აღნიშნული მონაცემები ნორმის ფარგლებშია.
ნინო თარხნიშვილი
4 თვიდნ რომელი საკვების დამატებაა რეკომენდირებული, ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა.
მოგესალმებით, თიკო
თუ ბუნებრივი კვება აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნებს, 6 თვემდე დამატებითი საკვების მიცემა არ არის აუცილებელი.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
ბავშვი მყავს ბუნენრივ კვებაზე, 3 თვის. კუჭის მოქმედება აქვს ხშირი, ხან ყოველი ძუძუს ჭამის დროს, თხელი და ლორწოვანი, ხან გაზებსაც აყოლებს ცოტაცოტას, ნორმალურია თუ საჭიროებს გამოკვლევას და სად?
მოგესალმებით, თიკო
3 თვის ასაკისთვის კუჭის მოქმედების სიხშირე წარმოადგენს 2-4-ს 24 სთ-ის განმავლობაში, უპირატესად თხელი კონსისტენციის. თუ სიხშირე მეტია და განავალი არაფორმირებულია, შეგიძლიათ მიმართოთ პედიატრს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა ჩემი შვილი 3 100 და 51 სტ დაიბადა ეხლა 6 კგ და 65 სტ ნორმალურია ეს ნორმალურია ეს 4 თვის ბავსჰვიტვის?120 მიგ ჩამს და 2 სთში შივდრბა ხომ არ Gავუზარდო და კიდევ წყლის მიცემა Dავუწყო?
მოგესალმებით, ნინო
4 თვისთვის მოცემული წონა და სიგრძე ნორმალურია. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილისთვის კვებათაშორისი შუალედები 3,5-4 სთ უნდა იყოს, სავარაუდოდ არ ყოფნის 120 მგ, უმჯობესია შესთავაზოთ 150 მგ. წყლის მიცემა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი