სოციალური
- ბაძავს უფროსებს და თანატოლებს
- თუ შეახსენებთ, მიესალმება მეგობრებს და ნაცნობ უფროსებს
- უმეტესად შეუძლია დაელოდოს თავის რიგს თამაშის დროს
- ესმის სიტყვების მნიშვნელობა „ჩემი“, „შენი“
- თამაშობს სხვებთან მშვიდად
- მშობლების მოთხოვნას ასრულებს ზოგჯერ
- ალაგებს სათამაშოებს
- ითხოვს დახმარებას
- შეიძლება გამოხატოს აგრესია (მაგ.: როცა რამე უნდა, გამოსტაცებს ხელიდან ან უყვირის, რომ მისცეს) ან მტრული განწყობა (მაგ.: როცა რამე უნდა, ატკენს, რომ მიიღოს)
ემოციური
- მოთამაშის მიმართ გამოხატავს სიყვარულს
- სიყვარულის გამოსახატავად იყენებს სიტყვებს და მოქმედებას
- შეუძლია მოცდა
- გამოხატავს მრავალ ემოციას
- ხვდება საკუთარ და სხვის ემოციებს
- იწყებს თავისი თავის დახასიათებას, როგორც „კარგის“ ან „ცუდის“ (ეს ნიშნავს, რომ ეწყება თვითშეფასება. სკოლამდელ ასაკში თვითშეფასება დამოკიდებულია მომვლელის შეფასებაზე)
მეტყველება
- ესმის ორ- და სამსაფეხურიანი დავალება (მაგ.: „აიღე შენი ქუდი და ხელთათმანი და დააწყვე ისინი თაროზე“)
- ესმის მნიშვნელობა და დახასიათებისთვის ხმარობს რამდენიმე ისეთ სიტყვას, როგორიც არის დიდი, სველი, ცხელი, ჭუჭყიანი
- ესმის სიტყვების მნიშვნელობა „ვინ“, „რა“, „სად“, „როდის“
- ესმის ისეთი ზედსართავი სახელების მნიშვნელობა, როგორიც არის „-ზე“, „-ში“, „ქვეშ“
- ცნობს და ასახელებს თითქმის ყველა ჩვეულებრივ საგანს და ნახატს
- საუბრობს ხუთი ან მეტი სიტყვისგან შემდგარი წინადადებებით (მაგ.: „მე მივდივარ ეზოში მამასთან ერთად“)
- შეუძლია თქვას თავისი სახელი, გვარი, სქესი და ასაკი
- იყენებს ნაცვალსახელებს (მაგ.: მე, შენ, ის) და ზოგიერთ სიტყვას მრავლობით რიცხვში (მაგ.: მანქანები, ძაღლები, კატები)
- იმედენად გარკვევით საუბრობს, რომ ოჯახის წევრებისთვის მისი ლაპარაკი თითქმის სრულად გასაგებია
- ასახელებს სხეულის ნაწილებს
- საუბრობს წარსულ ამბებზე (მაგ.: ბებიასთან სტუმრობაზე)
- მშობელთან/მომვლელთან ერთად უსმენს მუსიკას ან თხრობას 5-10 წუთის განმავლობაში
- თითო ფურცლით ფურცლავს წიგნს
- ხვდება ნაბეჭდი ტექსტის დანიშნულებას (მაგ.: მენიუ, სია, დღიური)
- საუბრისას უშვებს ზოგიერთ გრამატიკულ შეცდომას, რაც გრძელდება მოგვიანებითაც (მაგ.: „სამი ბავშვები იყო“ ან „მე მოვედი ხვალ“)
კოგნიტური
- მექანიკურ სათამაშოს ქოქავს
- ხელში ან ოთახში არსებულ საგანს ადარებს წიგნში დახატულს
- ფანტაზიორობს
- აჯგუფებს საგნებს ფორმის და ფერის მიხედვით (მაგ.: ყველა ლურჯი წრე ან ყველა წითელი სამკუთხედი)
- აწყობს სამ- ან ოთხნაწილიან ასაწყობ სურათს
- შეუძლია გამოიყენოს შესატყვისი რიცხვითი სახელი სამი ან მეტი რაოდენობის აღსანიშნავად
- სვამს უამრავ კითხვას
უხეში მოტორიკა
- ადის კიბეზე სახელურზე ყრდნობით
- ზემოთ ძვრება კარგად
- ადვილად დარბის
- იხრება თავისუფლად, დაცემის გარეშე
- ხანმოკლედ დგას ცალ ფეხზე
- წინ ისვრის ბურთს სულ მცირე 1 მეტრზე
ნატიფი მოტორიკა
- ფანქრით ან პასტით ავლებს ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და წრიულ ხაზს
- იხატავს წრეს ან ჯვარს
- უჭირავს ფანქარი სწორად
- ფურცლავს წიგნს თითო ფურცლით
- აცმევს მსხვილ მძივს ძაფზე
- აშენებს კოშკს 6 კუბით
- ხსნის ქილის ხრახნიან სახურავს
- ატრიალებს კარის გასაღებს
- დახმარებით იცვამს და იხდის
გამარჯობა,ჩემი შვილი არი. 2წლის და 8თვის,განცითარევის არცერთ სფეროში დარღVევა არ აღენიშნება,გარდა მეტყველების დარღვევისა,ლაპარაკობს “თავის ენაზე” დ. გადმოსცემს რაღაც მხოლოდ მისთვის გასაგებ ამბებს,ამბობს ცალკეულ სიტყვებს,მაგრამ არ ლაპარაკობს,მირჩიეთ რამე
გვანცა,
2 წლის და 8 თვის ბავშვი უნდა ამბობდეს რამდენიმე სიტყვას და უნდა ესმოდეს, რასაც ეუბნებით. თუ ის ამას არ აკეთებს, დაეხმარეთ, რომ ისწავლოს ლაპარაკი. აიღეთ დიდსურათებიანი წიგნი ან ჟურნალი, თითით მიუთითეთ ნახატზე და ჰკითხეთ, რასაც ხედავს: „სად არის ძაღლი“ და მიათითებინეთ ნახატზე. ესაუბრეთ ყველაფერზე, რასაც ხედავთ: „შეხედე, იმ ხილს ქვია ატამი. შეხედე რამხელა მაცივარია. დაადე ხელები, როგორი ცივია.“ გაახმოვანეთ ყველა თქვენი მოქმედება.
გამარჯობათ ჩემი შვილი 3 წლის და 7 თვის არის არის ახლო მხედველი მხედველობის პრობლემები აკვსგადაგებული აკ ემერაი და არაპერი აკვს ასევე ტმის ანალიზი მიკროელემენტებზე და მდზიმე მეტალებზე აკვს ბრომის ნაკლებოობა იდზახის სიტყვებს დედა მამა ტატა მაგრამ ვერ აბავს ვიყავიტ პსიკოლოგტანაც და დიაგნოზს ვერ გვისვავენ ტკვენი აზრიტ სჰეიდზლება გვკონდეს აუტიზმიი??
ნინო,
მხოლოდ მეტყველების განვითარების ჩამორჩენა არ არის საკმარისი აუტიზმის დიაგნოსტიკისთვის. აუცილებელია მას ახლდეს სოციალიზაციის (ურთიერთობის) პრობლემები და ქცევის დარღვევები. გონებრივი განვითარების ჩამორჩენასაც ახლავს მეტყველების განვითარების ჩამორჩენა. მიმართეთ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტს, სადაც ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამა და დაგეხმარებიან ბავშვის განვითარების შეფასებასა და დიაგნოსტიკაში.
გამარჯობათ…
ჩემი ბიჭი 2 წლის და 6 თვისაა…ძალიან გონებამახვილი და საზრიანი ბავშვია…თავის თანატოლებთან შედარებით,ადრე ისწავლა თვლა ათამდე სამ ენაზე,ანბანი, (ერთი წლიდან)ლექსები,ზღაპრები,ცდილობს რთული სიტყვების წარმოთქმას…ჰყავს 6წლის დაიკო,რომელთანაც ზოგჯერ ვერ ეწყობა,აქვს ეჭვიანობის მომენტები,თუმცა ბუნებით მშვიდი ბავშვია…ეს 4 თვეა დაეწყო ენის ბორძიკი და ცდილობს თვითონ გამოასწოროს,იცინის თავის წარმოთქმულზე და ასწორებს სიტყვას,თუმცა ეს 3 დგეა უფრო მოუხშირა ბორძიკს…ექიმმა მირჩია ფენიბუტის ნახევარი ტაბლეტი დღეში ერთჯერ,თუმცა შედეგს ვერ ვამჩნევ…რას მირჩევთ?გარდა გარემო პირობებით ხელის შეწყობისა,იქნებ მედიკამენტური მკურნალობა მირჩიოთ ან სპეციალისტი,ვისთანაც შეიძლება ბავშვის მიყვანა.წინასწარ დიდი მადლობა
ნინო,
ენაბორძიკობა სწორედ ამ ასაკში იწყება და უფრო ხშირად ვაჟებს აქვთ. სჯობს არ მისცეთ შენიშვნა და ყურადღება არ გაამახვილებინოთ ამ პრობლემაზე. გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს. დარეკეთ ნეიროგანვითარების ცენტრში და ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე: 568013399
ლიკა, მოგესალმებით.
ჩანს ცდილობთ ბავშვისთვის განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნას და ცდილობთ სხვადასხვა სფეროს განვითარებას. თუმცა, გაითვალისწინეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებაში ემოციური და მოტივაციური სფეროა. შეეცადეთ ნებისმიერი აქტივობა – ხატვა, ზღაპრის წაკითხვა თუ სხვა მხოლოდ ბავშვისათვის შესაბამისი ინტერესისა და მოტივაციის გაჩენის ბუნებრივი გაგრძელება იყოს. გირჩევთ, სწავლების ფორმად თამაში აირჩიოთ და მეტად სახალისო გახადოთ ბავშვისთვის ცოდნის ათვისება. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ თუ ბავშვი ამ ეტაპზე არ ინტერესდება ფანქრით გაფერადებით, შეგიძლიათ ათამაშოთ ცომში, სთხოვოთ ლობიოს მარცვლების გადადება ერთი ადგილიდან მეორეზე, მოზაიკის თამაში და სხვ. აგრეთვე, სცადეთ ფუნჯის გამოყენება და შემდეგ გადადით ფანქრით გაფერადებაზე. იგივე შეეხება სხვა სფეროებსაც. მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მიწოდებული ცოდნა არ იყოს ხელოვნური და მხოლოდ ცოდნის მიღების მიზმით მიწოდებული, არამედ მიესადაგებოდეს მის ინტერესებს და ბუნებრივი პროცესის ნაწილი იყოს. ამგვარად მიღებული ცოდნა მეტად სასარგებლო და გამოყენებადია, ვიდრე ხისტი ფაქტების და ცნებების გადაცემა. აგრეთვე, ბაღის გარემოს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ, რადგან იქ ბავშვი თანატოლების მიბაძვით სწავლობს და მოტივაციაც მეტი აქვს.
წარმატებას გისურვებთ!
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
ნანა, მოგესალმებით.
თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენი შვილი უკანასკნელ ხანებში სუნებით არჩევს საკვებს და ამის მიხედვით მიირთმევს, არ არის რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის მანიშნებელი. შეეცადეთ განსაზღვროთ, რის შემდეგ დაიწყო ბავშვმა ამგვარი ქცევა. შესაძლოა, მიიღო ყურადღება ამ ქცევით და ამგვარად განუმტკიცდა ეს ჩვევა. შესაძლოა სხვა მიზეზი იყოს. რაც შეიძლება მხოლოდ ამ მოკლე ინფორმაციაზე დაყრდნობით გირჩიოთ ის არის, რომ ეთამაშოთ ბავშვს როლური თამაშები, სადაც გაითამაშებთ კვების პროცესს. თქვენი შვილის თანდასწრებით არ აღნიშნოთ, რომ სუნავს საკვებს და არ გაამახვილოთ ყურადღება. უფრო კონკრეტული რეკომენდაციების გაცემისთვის, მნიშვნელოვანია დეტალური ინფორმაციის ფლობა. გისურვებთ წარმატებას!
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
გამარჯობათ, ჩემი შვილი ახლახან გახდა 3 წლის. 2 წლი ნახევრის რომ იყო ლექსიც იოლად ვასწავლე და სიმღერებიც. ერთი შეხსენებით წამოიწყებდა და დაასრულებდა 10მდეც ითვლიდა. 3 წლის გახდა და არც სიმღერა უნდა და არც ახალი ლექსის სწავლა ჩემი თხოვნით არაფერს ასრულებს. ძალიან გაჯიუტდა. ურჩევნია ლექსი შინაარსით გადმოსცეს ვიდრე ზეპირად. ზღაპრების შენაარსსაც ყვება მოკლედ ნახატების მიხედვით ვუყვები წიგნის წაკითხვას არ მაცდის.კიდევ ხშირ შემთხვევაში არ ესმის, როცა ვეუბნები რომ ეს არ შეიძლება პირიქით იქცევა. როგორ მოვიქცე? ბაღში არ დამყავს. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ის არის, რომ ვერ დავაინტერესე გაფერადებით. რომ იქნებ ფანქრის დაჭრა ვასწავლო და ნატიფი მოტორიკის განვითარებისკენ წავიდეთ ნელ ნელა. როგორ შეაფასებდით? იქნებ მომცეთ რჩევა ?
გამარჯობათ. ჩემი ბიჭი 4 წლის ხდება მალე, ამ ბოლო დროს საჭმელებზე დასუნვა დაიწყო და სუნის მიხედვით ჭამს, თუ არ მოეწონა სუნი არ ჭამს. ეს ნორმალურია?! მადლობა წინასწარ.
მერი, მოგესალმებით. იმაში, რომ თქვენს შვილს ფერები ჯერ კიდევ ერთმანეთში ერევა, არაფერია განსაკუთრებულად ასაღელვებელი, თუ სხვა მხრივ ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან სირთულეს არ აწყდებით. თუ რაიმე ეჭვი გაქვთ, რა თქმა უნდა, გირჩევთ, რომ გადაამოწმოთ და მიმართოთ სპეციალისტს სიღრმისეული შეფასებისთვის. რაც შეეხება ფერებს, იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა უკეთ შეძლოს მათი გარჩევა, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ხერხს: დაიდეთ წინ ორი სხვადასხვა ფერის მსგავსი ნივთი. მაგ. წითელი და ყვითელი ბურთები. სთხოვეთ, გამოგიგოროთ წითელი ბურთი. შემდეგ თქვენ გაუგორეთ და გაუხმოვანეთ. შემდეგ კვლავ ორივე დაუდეთ წინ და სთხოვეთ ყვითელი ბურთი გამოგიგოროთ. მას მერე, რაც ბურთების მაგალითზე უშეცდომოდ შეძლებს ბავშვი ფერის ამოცნობას, გამოიყენეთ წითელი და ყვითელი 2 სხვა საგანი, მაგ. წითელი და ყვითელი ფანქრები და სთხოვეთ, მოგაწოდოთ წითელი ფანქარი, შემდეგ ყვითელი. დაუთმეთ აღნიშნული 2 ფერის სწავლებას იმდენი დრო, რამდენიც საჭირო იქნება თქვენი შვილისთვის. შემდეგ ყოველდღიურად სთხოვეთ სხვადასხვა ფერის საგანს შორის ამოარჩიოს და მიგითოთოთ უკვე ნასწავლი ამ ორი ფერის საგანზე. ეტაპობრივად, მსგავსი პრინციპით შემოიტანეთ სხვა ფერებიც. გაითვალისწინეთ, რომ სწავლება ეფექტურია, როდესაც ის ბავშვისთვის საინტერესო გზით ხდება და როდესაც მიჰყვება ბავშვის ინდივიდუალურ ტემპს. წარმატებებს გისურვებთ!
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
მარი, ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენი შვილი იჩენს ცოდნის მიღების ინტერესს. ეს ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ უნდა წავახალისოთ. თუმცა, ბავშვის განვითარება კოგნიტური პროცესების დახვეწასთან ერთად მოიცავს მოტორულ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ ბავშვმა უკეთ შეძლოს ურთიერთობების დამყარება როგორც უფროსებთან, ისე თანატოლებთან. როგორც წესი, ბაღის გარემო ეხმარება ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობის სწავლაში, ასევე, ემოციების რეგულაციის სწავლაში. თუ გესაჭიროებათ კონკრეტული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, როგორ გაუადვილდეს თქვენს შვილს ბაღის გარემოსთან ადაპტაცია, შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს. ასევე, ხშირად ეთამაშეთ ბავშვს და შეეცადეთ ინფორმაცია არა ფაქტების სახით მიაწოდოთ, არამედ რაიმე კონტექსტში. წარმატებებს გისურვებთ!
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობა, ჩემი შვილი 3 წლის და 4 თვის არის, იცის ლექსებიც, თვლა 20 მდე ქართულად, რუსულად, ვერაფრით ვერ ვასწავლე ფერების ცნობა. ერთმანეთში ერევა. ბაღში დადის.
გთხოვთ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა.
იყო ძალიან ჯიუტი, აგრესიული და უჭირდა ხალხთან კონტაქტი, უცხოს დანახვაზე იწყებდა წივილ კივილს და ამის გამო ვერსად მიმყავდა, შესაბამისად ვერც ბაღში, სამაგიეროდ ძალიან უნდა სკოლაში მისვლა, გამუდმებით მთხოვს რომ რაღაც ახალი ვასწავლო… იცის ფერებიც და ათის ჩათვლით სცნობს ციფრებს…. მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ამ ასაკის ბავშვისთვის ამ ყველაფრის ცოდნა და გარდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა კიდევ რითი შეიძლება მისი გონების განვითარება ან საერთოდ თუ შეიძლება ამ ასაკში ამდენის ცოდნა, არც მინდა რომ გონება გადავუტვირთო…
მოგესალმებით, მყავს 3 წლის გოგონა, ვთვლი, რომ ძალიან გონება გახსნილია, ადრეული ასაკიდან ძალიან უყვარს სწავლა და მეცადინეობა, ლაპარაკიც ადრე დაიწყო, 1 წლის და 5 თვიდან დამოუკიდებლად ჯდება ქოთანზე, ორი წლისამ ისწავლა ჩაცმა-გახდა… ორი წლის არ იყო რომ წიგნში არსებულ ყველა ცხოველს სცნობდა, 2 წლიდან ამბობს რთულ ლექსებს, 2 წლის და 8 თვის ასაკში იცოდა ქართული ანბანი ბოლომდე ზეპირად და ასევე კითხულობს, მეხვეწება რომ ვასწავლო ასოების წერა, რასაც შეგნებულად არ ვაკეთებ, რადგან არ მინდა მერე სკოლაში გაუჭირდეს წერა… თვლის სამ ენაზე (ქართულად, რუსულად და ინგლისურად (25 – მდე)) იცის დაახლოვებით 80-მდე ინგლისური სიტყვა… ასევე ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება, შეუძლია ყველანაირ გადაცემას უყუროს, და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს აზრი გამოაქვს ყველა გადაცემიდან, მაგრამ ვცდილობ ტელევიზორს მოვარიდო რადგან გამიგია, რომ სასურველი არაა ბავშვისთვის ტელევიზორის გამოსხივება… საბავშვო ბაღში არ დადის, ამ ყველა სიკეთესთან ერთად გვქონდა ერთი დიდი პრობლემა, იყო ძალიან
თიკო, სასიამოვნოა, როდესაც მშობელი კმაყოფილია საკუთარი შვილის მონაცემებით. ძალიან კარგია, რომ თქვენი შვილი ინტერესდება ბევრი რამით და ეს დამახასიათებელია ამ ასაკისთვის. ზოგადად, ამ ასაკში ბავშვებს მეხსიერების წყალობით შეუძლიათ ბევრი რამის დამახსოვრება და ამ მხრივ თქვენი შვილი გამონაკლისი არ უნდა იყოს. გირჩევთ, რომ მისი ცნობისმოყვარეობა მიმართოთ ისეთი სფეროებისაკენ, რომელიც არა განყენებულია (მსგავსად ანბანის დამახსოვრებისა), არამედ შემოქმედებითი – ითამაშეთ წარმოსახვითი თამაშები, მოირგეთ სხვადასხვა როლები, შეთხზით ზღაპრები, ააშენეთ რაიმე, ითამაშეთ აქტიური თამაშები. ანუ, გამოიყენეთ თამაშისა და პირადი ურთიერთობების საშუალებები საიმისოდ, რომ ბავშვმა მიიღოს ცხოვრებისეული გამოცდილება მისთვის გასაგებ ენაზე და განუვითარდეს ფანტაზია. რა თქმა უნდა, არ გირჩევთ, რომ თუ ანბანითაა დაინტერესებული, უარი უთხრათ ამ ინტერესის დაკმაყოფილებაზე. ასევე, სასურველია იქონიოს კონტაქტი თანატოლებთან, რადგან ბავშვები, განსაკუთრებით კი სკოლამდელ ასაკში, მიბაძვით ბევრ რამეს სწავლობენ. წარმატებებს გისურვებთ.
პატივისცემით, ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობა.მყავს 3 წლის გოგონა,ბავშვი არის ძალიან გონებაგახსნილი,ითვლის ქართულად,რუსულად,ინგლისურად და ეხლა აღმოვაჩინე თურმე თურქულად ითვლის,მულტფილმიდან უსწავლია,(ახლობლებში თურქული არავინ იცის,ინტერნეტში გადავამოწმე და სწორად ამბობს ყველაფერს)მთელი წიგნი ლექსები იცის ზეპირად,სიმღერის ტექსტებსაც ყვება როგორც ქართულად ისე ინგლისურად,ანბანი იცის ინგლისურად ბოლომდე.მაინტერესებს ეს ჩვეულებრივია ამ ასაკის ბავშვისთვის? რამე მიმართულება მომეცით როგორ და საით მივმართო მისი გონებრივი განვითარება. ხო კიდევ,ბაღში არ დადის,ანუ სპეციალურად ნასწავლი არაფერი არა აქვს
1,3 თვის ბავშვი მყავს ვერ იცავს ცონასწორობას ხშირად ეცემა მუხლებით, ბევრჯერ ჩამოგვივარდა საწოლიდან და შეიძლება რაიმე პრობლემა ქონდეს თავში? ისე ძალიან აქტიურია დარბის
ნინო,
მოგესალმებით. მხოლოდ თქვენი წერილის მიხედვით ცოტა რთულია იმის დადგენა, ნამდვილად წონასწორობის პრობლემა აქვს თუ არა ბავშვს. 18 თვემდე შესაძლებელია არამყარად დადიოდეს და ხშირად ეცემოდეს კიდეც ნორმალური განვითარების მქონე ბავშვი. აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს, რომელიც გასინჯავს ბავშვს და შემდეგ კვალიფიციურ პასუხს გაგცემთ.
მაია, თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ სხვა მხრივ არაფერია საყურადღებო თქვენი შვილის განვითარებასთან დაკავშირებით, მაშინ შეეცადეთ ბავშვს შეუქმნათ მეტყველების სასტიმულაციო გარემო – ხშირად ესაუბრეთ ოჯახისწევრები ქართულ ენაზე. არ იგულისხმება უფროსებს შორის დიალოგი, რომელსაც ბავშვი ბუნებრივად უსმენს. ესეც კარგი ხერხია მეტყველების განსავითარებლად, თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია, პირადად ბავშვს ესაუბროთ. გაახმოვანეთ თქვენი მოქმედებები. უამბეთ თქვენი დღის გამოცდილება და გამოიყენეთ ისეთი კონსტრუქტები, რომელიც ბავშვისთვის მოცემულ ეტაპზე უცნობია. ეტაპობრივად გაზარდეთ სწავლების სირთულე. დაიწყეთ 2-3 სიტყვიანი ფრაზებით და შემდეგ გაზარდეთ წინადადებაში სიტყვების რაოდენობა. შემოიტანეთ თანდებულები და ა.შ.
წარმატებებს გისურვებთ.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
თიკო, ბავშვებს ხანდახან აღენიშნებათ მსგავსი სირთულე – იმეორებენ სიტყვის ცალკეულ მარცვალს. რიგ შემთხვევებში, ამგვარი სირთულე უკავშირდება მეტყველების განვითარებას – როდესაც უფრო რთული კონსტრუქტების ათვისებას იწყებენ, პერიოდულად შესაძლოა თავი იჩინოს მეტყველების მსგავსმა სირთულემ. ხან კი რაიმე სტრესის ფონზე შესაძლოა შეგხვხვდეს ეს პრობლემა. ენაბორძიკობა საყურადღებოა იმ შემთხვევაში, თუ 6 თვეზე მეტი დროის მანძილზე გრძელდება ან გაქვთ ენაბორძიკობის ოჯახური ისტორია. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს. მოცემულ ეტაპზე კი შეეცადეთ ბავშვი აარიდოთ სტრესულ სიტუაციას. დააკვირდით, რაიმე ხომ არაა მის გარემოცვაში, რაც აწუხებს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, არ მისცეთ შენიშვნა მარცვლების გამეორების გამო. არ მიაქცევინოთ ყურადღება ამ ფაქტისადმი. არ შეაწყვეტინოთ სიტყვა. მოუსმინეთ ყურადღებით. ოჯახისწევრები კი შეეცადეთ ესაუბროთ მშვიდი ტონით, აუჩქარებლად.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
გამარჯობა. ჩემი ბიჭი ეხლა გახადა 4 წლის. 6-7 თვიდან მულტფილმებს უყურებს უცხო ენაზე და ლაპარაკიც დაიწყო უცხო ენაზე,3წლის ასაკში.როგორც კი დავუშალე ინლისურენოვანი მულტფილმების ყურება, მაშინვე გადმოერთო ქართულზე,თუმცა სიტყვებს ვერ წარმოთქვავს გამართულად და მხოლოდ 2სიტყვიან წინადადებებს ამბობს.ინგლისურ ენაზე ბევრად უკეთესად ლაპარაკობს და კითხულობს.(მარტივი ლექსები ქართულად იცის).იქნებ მირჩიოთ რამე.მადლობა წინასწარ
გამარჯობათ.ჩემი გოგონა არის 3 წლის განვითარებაში პრობლემები არ გვაქვს ლექსებიც იცისსიმღერებიც, დათვლა ოცამდე,მაგრამ ორი სამი თვეა ლაპარაკში ბორძიკი შეინიშნება რაცმანამდე არ ქონდა,ძირითადად წინადადების დასაწყისში,მაგ: მი-მი-მიყვარხარ გულში ძალიან(ეს მისი საყვარელი გამოთქმაა) რა შეიძლება რო მირჩიოთ ან რის გამო შეიძლება ასე აკეთებდეს,თავისით გადალახავს თუ ჩარევაა საჭირო, ესე ყოველთვის არ ლაპარაკობს მხოლოდ ზოგჯერ.მადლობა წინასწარ