ზოგადი რჩევები
- წაუკითხეთ წიგნი და შეეცადეთ შეიყვაროს წიგნები, წაიყოლეთ წიგნების მაღაზიაში და ბიბლიოთეკაში
- დაიხმარეთ ბავშვი მარტივ საოჯახო საქმეებში
- წაახალისეთ თქვენი შვილის თამაში სხვა ბავშვებთან. დაეხმარეთ, რომ ისწავლოს გაზიარების და მეგობრობის ფასი
- დაეხმარეთ მეტყველების განვითარებაში, რისთვისაც ესაუბრეთ სრული წინადადებებით და “მოზრდილის” ენით
- დაეხმარეთ, რომ გამოიყენოს სწორი სიტყვები და ფრაზები
- დისციპლინის გამოსამუშავებლად გამოიყენეთ გასაგები და მყარი არგუმენტები და მითითებები. იყავით იმ ქცევის მაგალითი, როგორც გინდათ რომ ბავშვი იქცეოდეს
- დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრაში, როცა ის დაბნეულია
- შეთავაზეთ ბავშვს რამდენიმე (2-3) არჩევანი (რა ჩაიცვას, რა ითამაშოს, რა ჭამოს)
რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის
- ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი
- ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. ამიტომ მოზრდილი მას უნდა ესაუბროს სწორად და გამართულად, უნდა გამოიყენოს მარტივი ენა და საინტერესო სასაუბრო თემები და მისცეს ბავშვს დრო აზრის ჩამოყალიბებისთვის
რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის
მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ ანუ უხეშ, წვრილ ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ ანუ მგძნობელობით-მოძრაობით უნარებს. მოტორული სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა სხვადასხვა მოძრაობითი აქტივობის განხორციელება.
- ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა
- მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება.
- ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. ამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.
რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის
სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს ბავშვიც ბედნიერია და პირიქით თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.
- მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას, განსაკუთრებით ზედმეტად მორცხვ ან ადვილად აგზნებად ჩვილებთან
- მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში (აღმზრდელი, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებელი)
- ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ
- უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები
- თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. მაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ
- არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას “შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?”, “როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?”
- მიზანშეწონილია როლური თამაშის გამოყენება, იმისთვის რომ ასწავლონ ბავშვს სხვადასხვა სოციალური ჩვევა, მაგ. როდის თქვას “გამარჯობა” და “ნახვამდის” მეგობრებს ან უფროსებს, რომლებიც მოდიან მასთან სტუმრად
- უფროსმა ბავშვთან უნდა ისაუბროს გრძნობების შესახებ, დაეხმაროს მას გაიგოს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ემოციებს გამოხატავს. დაახასიათოს საკუთარი, ან ბავშვის განწყობა “გახარებული ხარ?” “ბედნიერი ხარ?” “მოწყენილი ხარ?”
- თუ ბავშვი მშიშარაა და “დედის კალთას” არ სცილდება, აუცილებელია დედისგან განცალკევების შეჩვევა. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლების გარეშეა. “შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ. “უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: “მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებას
- სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში
თამაში
ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.
- მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით
- სათამაშოები და თამაში უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით
- სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო
- ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა ხელნაკეთი სათამაშოებითაც
- ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს
- სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, Mთუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი
დისციპლინა
ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, დაახლოებით, 18 თვიდან უნდა დაიწყოს. Mმშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკამდე ბავშვს არ შეუძლია ცუდად მოქცევა, რადგან მან ჯერ კიდევ არ იცის ცუდი და კარგი საქციელის გარჩევა.
- ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბება ორ ძირითად ფენომენს ეფუძნება – ,,მიბაძვა” და ,,მაგალითი’’
- ბავშვი ბაძავს უფროსის ქცევას. იმისთვის რომ ხელი შეუწყონ ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მას ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა მისცენ
- ბავშვი კარგი საქციელის მიბაძვით უკეთ სწავლობს, ვიდრე შეგონებით
- არ არის რეკომენდებული ბავშვის ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის აგრესიას და საკუთარი თავში ჩაკეტვას
- მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას
- რეკომენდებულია ბავშვისთვსის გასაგები, მინიმალური აკრძალვების დაწესება
- 1-5 წლამდე ასაკის ბავშვის დასჯის ეფექტური მეთოდია “ტაიმ-აუტი” – ბავშვი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე მშვიდად უნდა იჯდეს ან იდგეს გარემოსაგან იზოლირებული. მას არავინ არ უნდა ელაპარაკებოდეს. ტაიმ-აუტი გრძელდება იმდენი წუთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი
ტუალეტის ჩვევა
საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.
დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:
- მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
- არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
- ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. “მოდი”, “აიღე”, “მომეცი”
აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.
- ბავშვი ქოთანზე უნდა დასვან ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ
- არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება
- უფროსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად
- იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით
- თუ უნებლიე შარდვა აღინიშნება 5 წლის შემდეგ, საშუალოდ კვირაში ორჯერ, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს
- დაუშვებელია ბავშვის დასჯა და შეურაცხოფა
უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
მშობელს უნა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
- ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო
- აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება
- წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს
- არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან
- მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება
- არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება ან სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება
გამარჯობათ.მყავს 4წლის გოგონა რომელიც არის ჰიპერაქტიური,უყვარს ლიდერობა,ვერ იტანს როცა ვიღაც მასზე უკეთ აკეთებს რამეს(ხატავს,ლექსს ყვება და ა.შ) დამყავა ყველგან სადაც მე მოწევა წასვლა,სამსახურში,რესტორანში,სალონში.ყველგან სადაც იმ დროს მიწევს წასვლა როცა ბაღი არაა.ყველა ათამამებს,ეფერება,ანებივრებს რაც ამ ბოლოს უკვე გახდა მისი სითავხედის მიზეზი,გონია რომ დიდი გოგოა უკვე და ერთს რომ ვეტყვი ვურჩევ ან დავარიგებ ათს თვითონ მპასუხობს.ვცდილობ მშვიდად და წყნარად ავუხსნა ყველაფერი მაგრამ ვხვდწბი რომ მე დავნევროზდი უკვე.რას მირჩევთ???
გამარჯობათ.მყავს 4წლის გოგონა რომელიც არის ჰიპერაქტიური,უყვარს ლიდერობა,ვერ იტანს როცა ვიღაც მასზე უკეთ აკეთებს რამეს(ხატავს,ლექსს ყვება და ა.შ) დამყავა ყველგან სადაც მე მოწევა წასვლა,სამსახურში,რესტორანში,სალონში.ყველგან სადაც იმ დროს მიწევს წასვლა როცა ბაღი არაა.ყველა ათამამებს,ეფერება,ანებივრებს რაც ამ ბოლოს უკვე გახდა მისი სითავხედის მიზეზი,გონია რომ დიდი გოგოა უკვე და ერთს რომ ვეტყვი ვურჩევ ან დავარიგებ ათს თვითონ მპასუხობს.ვცდილობ მშვიდად და წყნარად ავუხსნა ყველაფერი მაგრამ ვხვდწბი რომ მე დავნევროზდი უკვე.რას მირჩევთ???
მოგესალმებით!
თქვენი შეკითხვიდან როგორც ირკვევა ბავშვს განვითარებითი პრობლემა არ აქვს, თავისი ასაკისთვის კოგნიტური სფერო ასაკის შესაბამისია, რადგან სხვა გარემოში (სამსახური, რესტორანი, სალონი და ა.შ) ქცევის დარღვევა არ აქვს, ანუ ჰიპერაქტიული ქცევა არ იბყრობს ყურადღებას ესეც კარგია, რაც შეეხება ლიდერობას ეს გარკვეულ წილად პოზიტიურიცაა, ადრიდანვე ეჩვევა, ეს ხასიათის მახასიათებელია, რაც ცხოვრებაში წაადგება.
ჩემი რჩევა იქნება, გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან, მოხდეს ბავშვის შეფასება ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომზე, ასევე თქვენს შვილთან ინდივიდუალური მიდგომის ხერხები ისწავლოთ ფსიქოლოგისგან, ზოგადად წახალისება კარგია ბავშვისთვის, თუმცა გარკვეული საზღვრები უნდა იყოს გასმული. სიმშვიდე აუცილებლად შეინარჩუნეთ, მისი ,,თავხედური” ქცევა იმ მომანტში დააიგნორეთ, რადგან როცა შეამჩნებვს რომ თქვენ მის ქცევაზე რეაგირებთ, უფრო მეტად გამოგიწვევთ მისი საქციელით.
ბავშვთა ნევროლოგი – თინათინ გიუაშვილი
გამარჯობა მყავს 13 წლის ბიჭი და დაბანის დროს საცვლებს არ იხდის აი ასე საცვლებით ბანაობს ერთხელ მე და დედაჩემმა დავიჭირეთ და ძალით გავხადეთ შვიყვანე დასაბანად და რომ დაჯდა იატაკზე ტანის გახეხვის საშუალება არ მომცა სანამ საცვალი არ მოვუტანე და არ ჩავაცვი მოკლედ გადამრია ახლა ვუხსნი რომ იმ ადგილებ თუ არ დაიბანს რა მოხდება როგორი ცუდია მაგრამ აზრი? ოთახიდან გადის ხოდა ასე ძალით ვხდი საცვლებს დედაჩემს უჭირავს მე ვბან ვერაფრით ვერ ავუხსენი მირჩიეთ რამე ასაკის ბრალია?
მოგესალმებით! მჭირდება თქვენი რჩევა:ჩემი შვილი არის 6 წლის, ბიჭია.ძალიან კეთილი და მოსიყვარულე ბავშვია,მაგრამ, ამავე დროს, ახასიათებს არასასურველი ქცევა.მაგალითად, ამბობს ცუდ სიტყვებს, უზრდელურად მიმართავს გარშემომყოფებს.ზოგჯერ აგრესიულია.დავაკვირდი, რომ ეს ხდება უფრო ხშირად მაშინ, როცა რაღაც არ ხდება მისი სურვილის მიხედვით. როგორ გადავაჩვიოთ ასეთ ქცევებს?
გამარჯობა, მყავს 9წლის გოგონა, რთული ბავშვია, გათამამებული, აქვს დაუმორჩილებელი ხასიათი, კერძოდ: არ იცის ნათქვამის გათვალისწინება, ზარმაცობს ნებისმიერ თხოვნაზე, სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში თავიდან კონტაქტში შესვლა სცხვენია, თუმცა უნდა. აქვს ხასიათში ის რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც თვითონ უნდა და თამაშის დროსაც ესეა. თუ არ ემორჩილებიან ბავშვები ამ დროს იბუტება და წყვეტს თამაშს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ როგორც არ უნდა ვესაუბრო, მკაცრად მოვექცე თუ მეგობრულად აზრი არ აქვს, მეორე წამს ყველაფერი ავიწყდება და იგივეს აკეთებს.თავის პატარა 4 წლის ძმაზე ეჩვიანობს დაბადებიდან დღემდე და ესეთი ხასიათიც უფროდაუფრო ამ მიზეზითაც ცჰამოუყალიბდა.თუმცა ვერ ვიტყვი იმას რომ არ ვცდილობ ორივეს ერთნაირი ყურადღება დავუთმო. თუ შეიძლება მირჩიოთ როგორი ტაქტიკაა უმჯობესი ამ დროს?
გამარჯობათ 3 წლის ბიჭისთვის, რომელიც დაბლენდერებულ საკვებზე იყო მიჩვეული და ახლაც ყველა სახის საკვებს არ ღებულობს იმ ფორმით როგორც წესია, ჰქონდა ჩვილობაში სახის ასიმეტრია (ყბის) მაგრამ ახლა გარეგნული დათალიერებით ჩვეულებრივად აქვს და მეტყველებაში ყველა ასოს ვერ გამოთქვამს სწორად, ანუ ნიკაპს წევს წინ და ხანდახან მოჩლექით ლაპარაკობს რას მირჩევდით? რამე საშიშია? განვითარების, აქტივობის და მოტორიკის თვალსაზრისთ საკმაოდ განვითრებული ბავშვია. გონებრივადაც, ასაკთან შედარებით კარგადააა განვითრებული, ინტერნეტის და მობილურის წყალობით თუითქმის ინგლისურად საუბრობს))) თუმცა იცის ქართული შესატყვისებიც, მაგრამ უფრო რაც ესმის იმას ამბობს ხოლმე მაგალოთად ფერები, რიცხვები და ა.შ. მახსოვრობა აქვს ფანტასტიური და როგორც მშობელი ვფიქრობ რომ არის ძალიან აქტიური, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ჰიპერაქტიური ბავშვია. საკვების მიღების დროს ცდილობს უყუროს საბავშვო მულტფილმებს, თუმცა რაც მაფიქრებს ისაა რომ მოსწონს ძალადობის ამსახველი მომენტები, რაც ჭარბადაა დღევანდელ საბავშვო სიუჟეტებშიც. ვერაფრით ვერ გადავაჩვიე კვების დროს კომპიუტერთან ჯდომას. რას მირჩევდით? გმადლობთ
მოგესალმებით, ეკა
თუ სამი წლის ასაკის ბავშვის მეტყველებაში საყურადღებოა მხოლოდ გარკვეული ასოების გამოთქმა, აღნიშნული პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.
რაც შეეხება კვების პროცესში ტელევიზორის თუ კომპიუტერის ყურებას, თუნდაც მულტფილმის, არ გახლავთ გამართლებული, კვების პროცესი ხდება გაუაზრებელი,მექანიკური აქტი, რაც არ არის სწორი. საჭიროა მყარად ითქვას ამ ჩვევაზე უარი და ბავშვი ნელ-ნელა შეეჩვევა გააზრებულად კვებას.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა. მათე ივლისში გახდა 5. თანდათან აშკარა ხდება მისი მოუსვენრობა – ვერ ჩერდება რამეს 5-10 წუთით თვალ-ყური ადევნოს . გამონაკლისია ტელევიზიის ეთერი ნიკოლოდეონის რუსული ან ინგლისური ხმაურიანი და ტექსტებით გადატვირთული ანიმაციები. (მე ვუზღუდავ…). უკვე ძილისწინა ზღაპარსაც ვეღარ ისმენს – დე,… – მაწყვეტინებს დაწყებიდან 2ე წუთს. მაღაზიებშიც უფრო მეტად მოუსვენრად იქცევა (წყნარი და სტატიკური არც ყოფილა). არსებობს ყურადღების დეფიციტის ან მსგავსი სინდრომის საშიშროება თუ ზაფხულის გადაჭარბებული თავისუფლების ანარეკლია? მადლობა.
მოგესალმებით, ნინო
მხოლოდ თქვენს მიერ წარმოდგენილი ჩივილით ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომზე საუბარი ძნელია. დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდების ფორმას. ეცადეთ მეტად წაახალისოთ და თანდათან გაუზარდოთ წყნარად ყოფნის აუცილებელი დრო.
სრულყოფილად შეფასების მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროფსიქოლოგს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.მყავს 4 წლის ბიჭი, რაიმეს სწავლის დროს იცის ამოჩემება,რაც არ უნდა გაუსწორო ვერ ასწორებს მაგალითად სამშაბათის მერე ვერ ვათქმევინე ოთხშაბათი პირდაპირ გადადის ხუთშაბათზე. მეორე დღეს კი აუცილებლად გაასწორებს იმას რაც წინა დღეს ვერ შეძლო. საჭიროა რომ ამ პრობლემაზე რამე ხერხით ვიმუშაო თუ ასაკობრივია და ნელ-ნელა თავისით გადაილახება?
მოგესალმებით, ნინო
აღწერილი ჩივილები პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. აუცილებლად წაუხალისეთ ყველა მის მიერ სწორად დამახსოვრებული თუ წარმოთქმული ინფორმაცია, ასევე ნებისმიერი კარგი საქციელი, რაც აუცილებლად აუმაღლებს მოტივაციას.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით, ჩემი პატარა 4 წლის გახდა სულ ახლახან… ძალიან მორცხვია საზოგადოებაში. ვცდილობ მრავალფეროვან გარემოში ვამყოფო. ყველგან დამყავს, სადაც შეიძება… მიუხედავად ამისა მაინც მორცხვობს. მაგ: ბაღში არ ყვება ლექსებს, ზეიმზე არ აქტიურობს. თუმცა მთელ პროგრამას სახლში მთავაზობს და სხვა ბავშვების ლექსებსაც და სიმღერებსაც მიყვება. მსაყვედურობს, რომ უნდოდა ეცეკვა, მაგრამ არ აცეკვეს. მასწავლებლის როლი ნაკლებად მგონია, რადგან ვესაუბრები ხოლმე მასაც და ზრუნვას არ აკლებს დარწმუნებული ვარ. აღარ ვიცი როგორ მივუდგე. ბავშვი ზოგადად საზრიანი და განვითარებულია. მირჩიეთ რამე, გთხოვთ!…
მოგესალმებით, ლიკა,
თქვენს მიერ ჩამოთვლილი დეფიციტური მხარეების მხრივ ბავშვის უნარები აუცილებლად გაუმჯობესდება, თუმცა სჭირდება დახმარება, რისთვისაც გირჩევთ, მიმართოთ ფსიქოლოგს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjoba.mkavs 3clis da 5tvis gogona.chveni problema aris cona.aris 11kg da 90sm.erti clis asakshi iko 10kg,magram shexvda entero virusi da daiklo 4kg.amis shemdeg daicko chveni tanjva,gaxda umado,dzalian cotas chams mis shemdeg.gavuketet genetikuri analizi,sisxlis shardis analizs xshirad vamocmebt,koveltvis kvelaperi normashi akvs.gemoglobini zemotxsenebuli avadmkopobis drosac ki ar davardnia.dzalian vnerviulob aseti susti da uchmeli rom aris,agar vici ra gavaketo,mirchiet rame.madis mosamatebel vitaminebs vasmevdit magram veranairi shedegi ver miviget.
ქეთი მოგესალმებით,
გირჩევთ მიმართოდ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
პატივისცემით,
მარიამ აბულაძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს და გთხოვთ მიპასუხოთ,ჩემი გოგო არის 3 წლის,პატარაობაში ჰქონდა ხოლმე ტუჩთან ციანოზი,მერე აღარ შემიმჩნევია და ეხლა ისევ აქვს,ჯოენში გულზე გადავუღე ეხო და ჯანმრთელიაო და რისი ბრალი იქნება?თუ გულზე არაფერი აქვს საშიშI იქნება მაინც?თუ გაუვლის?
ეკა მოგესალმებით,
თუ თქვენი გოგონა ვითარდება ასაკის შესაბამისად, ადვილად არ იღლება, კარდიოლოგიური გამოკვლევით პათოლოგია არ გამოვლინდა და სხვა ჩივილიც არ გაქვთ, მხოლოდ ტუჩის ირგვლივი მიდამოს ციანოზი არ არის საგანგაშო ნიშანი და დროთა განმავლობაში გაუვლის.
ნათია, 3 წლის ასაკში ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვხვდება – წამყვანი ხდება ეგოცენტრიზმი, რაც ვლინდება შემდეგში: ბავშვი ცდილობს საკუთარი აზრის დაფიქსირებას, უჭირს მოვლენების დანახვა სხვა ადამიანის პერსპექტივიდან, თავისი აზრი და პოზიცია წარმოუდგენია ერთადერთ სწორ აზრად. ყოველივე ეს მშობლის მიერ ხშირად ინტერპრეტირდება, როგორც უკიდურესი სიჯიუტე. პირველ რიგში, გირჩევთ გაითვალისწინოთ თქვენი შვილის ასაკობრივი განვიტარების ეს თავისებურება. თუმცა, იმისათვის, რომ უკეთ გაართვათ თავი ყოველდღიურად თქვენს ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებს, გირჩევთ როდესაც რაიმეს სთავაზობთ და გსურთ, რომ გააკეთოს, შესთავაზოთ ორი აკტერნატივა და მათ შორის გააკეთებინოთ არჩევანი. მაგალითად, თუ გსურთ, რომ ჩაიცვას ფეხსაცმელი, შესთავაზეთ მისი ორი ფეხსაცმელი და აარჩევინეთ მათ შორის სასურველი. თუ რაიმე კონკრეტული მაგალითები გაქვთ, რასთან დაკავშირებითაც გსურთ რეკომენდაციის მიღება, მოგვწერეთ და შევეცდებით დაგეხმაროთ.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
ნინო, მოგესალმებით.
მსგავს ქცევებს სკოლამდელი ასაკის ბავშვები არცთუ იშვიათად მიმართავენ. მიზეზი და ამ ქცევების მიზანი შესაძლოა სხვადასხვა იყოს: სხვა ბავშვების ყურადღების მიპყრობა; სხვა ფორმით ურთიერთობის ჩვევების და უნარების არცოდნა ან მათი გამოყენების სირთულე და სხვა. შეეცადეთ განსაზღვროთ, რა მიზანს ემსახურება თქვენი ბიჭუნას ქცევა. პირველ რიგში, ასწავლეთ, როგორ იურთიერთოს თანატოლებთან მეტად ჯანსაღი ფორმით – როგორ მივიდეს მათთან და ითხოვოს თამაშში ჩაბმა, როგორ ითამაშოს და სხვა. შეგიძლიათ მოიფიქროთ რაიმე ზღაპარი ან ამბავი მისი ასაკის ბიჭუნაზე, რომელსაც სურდა მეგობრების შეძენა და ჩამოუთვალეთ ის ქცევები, რომელთაც თავად მიმართავს. ამ ფორმით ვერ ახერხებდა დამეგობრებას. ამის შემდეგ კი როდესაც თანატოლებს დაინახავდა, მიდიოდა მათთან, ერთვებოდა თამაშში, ერთად დარბოდნენ და თამაშობდნენ სხვადასხვა თამაშს. შედეგად კი მოახერხა მათთან დამეგობრება. შეაქეთ, როდესაც ამგვარი ფორმით ჩაერთვება ურთიერთობაში.
წარმატებას გისურვებთ.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი
ძალიან მომწონს თქვენი გვერდი..ჩემი ბიჭი ძალიან ცელქია და მინდა თქვენგან განმარტება იმისა..ანუ როცა მის ტოლების გვერდით არის მუდამ ცდილობს ცუდი საქციელით გამოაჩინოს თავი ანუ რაფაზე ავიდეს და შეაშინოს ვითომ ხტება ან ხეზე ავიდეს,დაიჯხანოს,ცუდი სიტყვები თქვას,მოიგონოს დამახინჯეული სიტყვები და ასეთივე ქცევითვე წარმოთქვას.მინდა გამოსავალი,იქნებ რამე მირჩიოთ…?!
გამარჯობათ. ჩემი გოგონა არის 3წლის, არის ძალიან განვითარებული, აქტიური და ამავე დროს ძალიან მგრზნობიარეც. ამ ყველაფერ სიკეთესთნ ერთად არის საშინელი ჯიუტი-რისთვისაც მიწევს მთელი დღე ბრზოლა და აზრთა ჯიდილი ბავშვთან. თავიადან ვცდილობ მოფერებით და დაყვავებით შევაგნებინო მაგრამ ჩემი ყველა თხოვნა უშედეგოა- სანამ ჩხუბზე არ გადავალ. იქნება მირჩიოთ როგორ მოვიქცე და როგორ მივუდგე რომ ეს დაძაბულობა, რომელიც მთელი დღე ტრიალებს ჩვენს შორის რაგაცნაირად დარეგულირდეს… დიდი მადლობა!!!!!!
დიდი მადლობა სასარგებლოო რჩევებისათვისსს
ძალიან დიდი მადლობა სასარგებლო რჩევებისთვის.ბავშვის გაზრდა რთული პროცესია,რომელიც მშობლებისგან დიდ მოთბინებას და ძალისხმევას მოითხოვს.არ დასაჯო,არ უყვირო-ძნელია მშობლისთვის რომელიც დაღლილი ბრუნდება სახლში სამსახურიდან,ან ყოველდღიური პრობლემებიითაა დაღლილი..