სოციალური
- ბაძავს სხვის ქცევას, განსაკუთრებით უფროსების და შედარებით მოზრდილი ბავშვების
- თანდათან უფრო მეტად აღიქვამს საკუთარ თავს სხვებისგან იზოლირებულად; ცნობს თავის თავს ფოტოზე
- უფრო და უფრო მოსწონს სხვა ბავშვებთან ერთად ყოფნა
- დახმარების თხოვნას გამოხატავს სიტყვებით
- ამბობს „არა“
- იწყებს სიტყვების გამოყენებას სხვადასხვა მნიშვნელობით
- ამჯობინებს სქესის შესაფერისი სათამაშოებით თამაშს
- მოსწონს სხვა ბავშვებთან ახლოს თამაში და მათი ყურება
ემოციური
- თანდათან უფრო ადვილად ეგუება მომვლელის წასვლას და განშორების შფოთვა კლებულობს
- იძენს და იყენებს ახალ სიტყვებს საკუთარი ემოციების გამოსახატავად, მათ შორის უარყოფითი ემოციისაც და აუმჯობესებს ემოციების თვითრეგულაციას
- ჩნდება ისეთი ემოციები, როგორიც არის სირცხვილი, დაბნეულობა, დანაშაული, ამპარტავნება
მეტყველება
- მიუთითებს საგანსა და ნახატზე, როცა შესაბამის სახელს ეუბნებიან
- იცის ნაცნობი ადამიანების, საგნების და სხეულის ნაწილების სახელები
- აბამს ორ სიტყვას (მაგ.: „მინდა პური“, „მომე ბურთი“)
- ასრულებს მარტივ ინსტრუქციას და ორსაფეხურიან დავალებას (მაგ.: „იპოვე შენი ბურთი და მიუტანე ბებოს“)
- ღიღინებს და მღერის
- სწავლობს და იყენებს ერთ ან მეტ სიტყვას კვირაში (რასაც შეიძლება ხვდებოდნენ მხოლოდ ოჯახის წევრები)
- დახმარების სათხოვნელად იყენებს სიტყვებს
- ხმარობს 10-20 თანხმოვანს
- იცის ბევრი ახალი სიტყვა
- იყენებს ორ ნაცვალსახელს (მაგ.: „შენ“, „მე“, „ის“)
- უჭირავს წიგნი სწორად და ფურცლავს
- „უკითხავს“ წიგნს სათამაშო ცხოველს
კოგნიტური
- პოულობს საგანს, ორი ან სამი სამალავის ქვეშაც
- აქტიურად ახარისხებს საგნებს ორ კატეგორიად (მაგ.: ყველა მანქანა და ყველა თოჯინა)
- ხვდება, რომ დათვლა შეიძლება და არსებობს სპეციალური სიტყვები ამისთვის (მაგ.: „ერთი“, „ორი“, „სამი“)
- ბაძავს თანატოლებს და უფროსებს გარკვეული დროის, შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგაც
- ერთვება გამოგონილ თამაშში და იყენებს მარტივ მოქმედებებს
- მარტივ პრობლემას წყვეტს იოლად (ცდა-შეცდომის გარეშე)
- იყენებს მანამდე დასწავლილ უნარებს და იძენს ახალს (ანუ არ კარგავს ძველს)
- იმეორებს თქვენს მოქმედებებს (მაგ.: თქვენს შემდეგ, ისიც ტაშს უკრავს)
- აწყობს მარტივ ფაზლს
- იმახსოვრებს და იგებს ორსაფეხურიან მოთხოვნას
უხეში მოტორიკა
- სიარულის დროს ატარებს დიდ ან რამდენიმე სათამაშოს
- ცდილობს სირბილს
- თამაშობს ჩაცუცქული
- დადის უკანსვლით ან გვერდულად და მიათრევს სათამაშოს
- ადგილზე ხტუნავს
- დადის თითის წვერებზე
- ისვრის ბურთს
- დაუხმარებლად დაძვრება ავეჯზე
- დაყრდნობით ადის კიბეზე თითო-თითო საფეხურით
- მგორავ სათამაშოს აწვება ტერფით
- აღებს კარს
ნატიფი მოტორიკა
- ფანქრით ფურცელზე ან ქვიშაზე ჯღაბნის და სვამს წერტილებს
- ჯღაბნის წრიულად
- ავლებს ჰორიზონტალურ ხაზს ფანქრით
- აბრუნებს ყუთს შიგთავსის ამოსაღებად
- აშენებს კოშკს 4 ან მეტი კუბით
- შეიძლება ერთ ხელს უფრო აქტიურად იყენებდეს, ვიდრე მეორეს
- პატარა საგნებით მანიპულირებას ახერხებს კოორდინირებულად
- ყრის საგნებს პატარა ყუთში
- წიგნს ფურცლავს თითო ფურცლით
- იხდის ფეხსაცმელს, წინდას ან ქუდს
გამარჯობა.ჩემი გოგო არის 2 წლის და 3 თვის.ლაპარაკო გამართულად არ შეუძლია თუმცა ამბობს სიტყვებს და შეუძლია ორი და სამ სიტყვიანი წინადადების თქმა.მაგ( წყალი მინდა.დედა გარეთ წავიდეთ) იცის დათვლა ქართულად ინგლისურად.შეუძლია გაჩვენოს სად აქვს თავი ცხვირი ხელი ფეხი კბილები და აშ.ასევე უყვარა ცხოველები და გამოსცემს მათ ხმებს.წიგნში შეუძლია ნაცნობი საგნების სახწლების ჩამოთვლა.ფოტოებზე ცნობს ნაცნობ ადამიანებს.თუმცა არა საკუთარ თავს.წლის იყო რომ ამბობდა საკუთარ ასაკს.თუმცა ეხლა არ ამბობს არც სახელს.და ხშირად არ იყურება როცა ბეძახი რაც ძალიან მანერვიულებს.შეუძლია ჩემი თხოვნის შემთხვევაში დახუროს კარი ან სანაგვეში ჩააგდოს ნაგავი თუ ვთხოვ.თუმცა სახელს არ ამბობს არც ასაკს და დაძახებაზეც ხშირ შემთხვევაში არ იხედება.ძალიან გთხოვთ მითხარით როგორ მოვოქცე ან ვის მივმართო
გამარჯობა!ძალიან კარგია რომ შუძლია 2-3 სიტყვიანი წინადადებებით საუბარი, თვლა, ცნობს სხეულის ნაწილებს, ასევე ცხოველების იმიტაციას ახდენს, საყურადღებოა რომ სახელზე ნაკლებად რეაგირებს, სახელი და ასაკი იცოდა და დაივიწყა, საჭიროებს განვითარების შეფასებას, მანანდე ჩვენს საიტზე არის ასაკობრივი რჩევები, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენს ბავშვთან
http://child.ge/2-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-3-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98/
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობათ
ორი წლის ბავშვი სიარულის დროს ზოგჯერ დადის მარჯვენა მხარეს თავგადახრილი, იცის თითების კვნეტა უფრო სწორე თითქოსდა ფრჩხილს კბილით იძრობს. დაძახებისას არ არის დიდად კონტაქტური. უყვარს თავის იატაკზე დადება და ისე თამაში. გთხოვთ მიპასუხოთ
გამარჯობა
ჩემი შვილი ბიჭი მყავს, არის ორი წლის და ორი თვის.ერთი წლიდან იცის ყველა ფერები და ამ ფერებს ამბობს ინგლისურად, იცის დათვლა ქართულად და თუქრულად (ვცხოვრობთ სტამბულში,მამა ქართველია) ნაწილობრივ მღერს,მოტორიკა ისეთი განვითარებული აქვს მალე თოკზე სიარულს დაიწყებს,უყვარს წიგნები და ასევე ერთი წლიდან უჭირავს სწორად და ცნობს ყველა ფრინველს და ცხოველს და გამოსცემს მის მსგავს ხმებს.მოკლედ ვთვლი რომ ძალიან კარიგი ბიჭა და განვითარებას მიზდევ,მაგრამ ერთი კითხვა მაქვს წინადადებებს ძალიან გაუგებრად ამბობს და ურევს სამ ენას,ვფიქრობ გარემოს ბრალია რომ ჯერ ვერ გამართა საუბარი ან სულაც ადრეა და ხომ არ ვითხოვ ძალიან ბევრს და არ არის ეს საგანგაშო?
და ერთი კითხვაც რაღაც მუთფიმიდან გადმოიღო თავის ქნევა კატისგან და აიკვიატა და ასე იქნევს თავს ხშირად,როგორ მივხდე რომ ეს მართლაც ამ მუთფილმის გავლენაა თუ რამე შეიძლება პრობლემა იყოს? მადლობა
მოგესალმებით, შორენა
ნამდვილად დასაშვებია, რომ გარემომ მოახდინოს გავლენა მეტყველების განვითარებაზე. სასურველია ოჯახში ყველა საუბრობდეს ერთ ენაზე, რომ ბავშვმა საუბარი და აზროვნება დაიწყოს სრულყოფილად ერთ-ერთ ენაზე.
რაც შეეხება აკვიატებულ მოქმედებებს, ქცევებს, თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში მეტად გავს ჩვევას, თუმცა უმჯობესია აღნიშნული დაფიქსირდეს ტელეფონის ვიდეო კამერით და ობიექტურად შეფასდეს ნევროლოგის მიერ.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა. ჩემი ბიჭი 2 წლის და 3 თვისაა. 7 თვის იყო როცა დაიწყო პირველი სიტყვების წარმოთქმა (მამა,დედა,ბაბუა) წლამდე რამდენიმე სიტყვას იტყოდა ახალს ერთი ორჯერ და სამამდეც ითვლიდა. შემდეგ 2-3 რუსული სიტყვა შეჰმატა ეხლა კი ყველა დავიწყებული აქვს და როცა მას უნდა ათასში ერთხელ წამოიძახებს თითო სიტყვასდა ისიც ინგლისურად ასევე ითვლის 10-მდე და ფერებსას ცნობს ინგლისურად ოღონდ ამბობს როცა მას უნდა. ქართულად მხოლოდ მამას ამბობს. ასევე მაწუხებს ის საკითხი რომ, ძალიან უყურადგებოა არც სმენის პრობლემა აქვს და არც ჭკუის უბრალოდ არ გვაქცევს ყურადღებას სახელზე იშვიათად იხედება თუ დაჟინებული ტონით დაუდძახებ და არც არაფერს ასრულებს მაგ; ეს აიღე , მომიტანე ან თუნდაც მოდი ჩამეხუტე(თითქოს არც ესმის მნიშვნელობა), ერთადერთი ბაბუას თუ ჩაეხუტება და თითქოს იმორცხვებს.სხვებთან შედარებით ჩემი უფრო ესმის,იცის რისთვის შეიძლება გავუბრაზდე ჯერ გამომხედავს თუ ვუყურებ. ისე აქტიური ბავშვია , მოუსვენარი მაგრამ არა მავნე და აგრესიული. უყვარს მუსიკა, ცეკვა,ხატვა. პატარებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას დიდ ბიჭებთან ურჩევნია თამაში. როცა რამე უნდა მოვა ხელს მომკიდებს და მიმიყვანს, როცა ტუალეტში უნდა ასევე მოდის ჩემთან და მახვედრებს. საკმაოდ დიდი დოზით უყურებს მულტფილმებს მაგრამ,მაინც არ მგონია მხოლოდ ამის ბრალი იყოს ეს ქცევები. ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება და იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო. დიდი მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, სოფი
2 წლის და 3 თვის ასაკისთვის ნორმად ითვლება შემდეგი: კომუნიკაცია – უნდა ასრულებდეს მარტივ დავალებებს, მაგ.: დაკეტე კარი, დადე სათამაშო მაგიდაზე, მომიტანე შენი წიგნი, იპოვე შენი ბურთი – სამ მათგანს მაინც; ცნობდეს სურათებს ნახატებიან წიგნში, იცოდეს საკუთარი სხეულის 7 ნაწილი, ამბობდეს 2-3 სიტყვიან წინადადებებს, ხვდებოდეს -ზე, -ქვეშ წინდებულების დანიშნულებას; მოტორიკა – ადიოდეს/ჩამოდიოდეს კიბეებზე,ფეხების მონაცვლეობით, აკეთებდეს სკუპს,ურტყამდეს ბურთს ფეხს, გადახტეს ორივე ფეხით ერთდროულად, შეეძლოს ქილის სახურავის მოხსნა, საწერი კალმით სწორი ხაზების გავლება, კუბიკების აწყობა (7 მაინც), პრობლემის გადაჭრა – მიანიჭოს საგანს წარმოსახვითი დანიშნულება,იცოდეს სხვადასხვა საგნების ადგილი, მწკრივში დააწყოს სათამაშოები მიბაძვით,თუ რამეს ვერ წვდება, მოძებნოს სკამი, ყუთი, რომ ავიდეს, პიროვნულ-სოციალური – ჭამის დროს იყენებდეს ჩანგალს, მიმბაძველობით გააკეთოს სხვადასხვა ქმედებები, საკუთარ თავს იხსენიებდეს მე ნაცვალსახელით,დახმარების გარეშე ჩაიცვას ჯემპრი,ქურთუკი.
თუ აღნიშნულიდან უმრავლესობას ვერ ასრულებს, ჯობია მიმართოთ განვითარების სპეციალისტს და ჩაერთოს ბავშვი ადრეული ინტერვენციის პროგრამაში.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
GamarjobA.myavs 2.6tvis patara gogo.tavidan laparaki daicyo GAmartulad.bolo sami kviraa bordziki daecyo.dedede da egeti ragaceebi.vasmev ripomils.ramdenad sashishia bavshvis mdgomareoba.
მოგესალმებით, ნანა,
თუ თქვენს ბავშვს აქვს საუბრის სირთულეები, დიდხანს ჩერდება ან იმეორებს ზოგიერთ მარცვალს, ეს შეიძლება იყოს ენაბორძიკობა ან იყოს გაუმართავი მეტყველება, რომელიც მეტყველების ნორმალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპია და მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.მყავს 2,7თვის ბიჭი.არის ძალიან აქტიური.ნევროლოგთან ეგ ტესტი გავიარეთ და მხოლოდ მეტყველების კითხვებზე ვიყქვით მინუსებში.თითქმის ყველა მითითებას მისრულებს.ჭამს თავისი ხელით.სვამს ჭიქისან წყალს.ქოთანზე ჯდება.იცის ხელი სად აქვს და ფეხი .ცხვირი კოიწმინდე როცა ვეტყვი სალფეთქით იწმენდა.უყვარს კუბებით თამაში.აწყობს პაზლებს.უყვარს ხატვა.ძალიან კარგად გამოხატავს წყენას და სიხარულს.გვიზიარებს ემოციას.თამაშობს თავის და ძმასთან.სახლში რო მოვდივართ ოჯახის წევრებს ემოციურად გვხვდება .ჩახუტებით და კოცნით.არ უყვარს თუ მივდივართ.ბაგში შევიყვანე იქნებ ამეტყველდესთქო მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს.სამი დღეა ფსიქოთერაპევტთანაც დავდივართ.ხო კიდე როცა რაგაც უხარია ხელებს მაგლა წევს და მუჭებს კრავს.მხოლოდ სიხარულის დროს აკეთებს ეგრე.ვთამაშობთ დამალობანას და მეძებს ყველგან სადაც კი შეილება დავიმალო.იხეხავს კბილებს თავისით და სარკის წინ იპრანჭება როცა სადმე მივდივართ.მეტყველების გარდა ყველაფერს აკეთებს.ძალიქნ კარგად მახვედრებს რაც უნდა.წყალი თი არ უნდა მიქნევს თავს არაო.და მანიშნებს რაც უნდა იმაზე.ერთხელ ვითომ ვერ მივხვდი რა უნდოდა და მომიტანა წყლის ბოცა და თავისი ჭიქა ჩამისხი შიგ წყალიო.რა ვუყო აგარ ვიცი დიაგნოსტიკა საჭიროა?
გამარჯობათ.ჩემი ბიჭი არის წლის და 11 თვის.სიარული დაიწყო 1წლისამ,მოძრაობის მხრივ არის საკმაოდ აქტიური ბავშვი,დარბის,კიბეებზე ადის,მოკლედ სადაც კი ასვლა შეიძლება ყველგან მიძვრება,მაგრამ ლაპარაკით არ ვლაპააკობთ.ამბობს რამოდენიმე სიტყვას- ბანანი (ბამამ) ,თუ წყალი წყურია და არ მივეცი მაგრამ ხედავს ბოთლს რამდენიმეჯერ მითხრა წყალი,მამა,მამიდამისს ქვია ანა და მხოლოდ მას ეძახის სახელით.ითქოს ითვლის -ერთი,სამი,ოთხი,ათი.როცა რაიმე უნდა მოდის და მივყავართ დ. გვახვედრებს რა უნდა და ჩვენც ვუსრულებთ.თუ ვეუბნები სათამაშო ძაღლი სად არია მეთქი,ან მანქანა,გაიხედავს იმ ადგილისკენ საითაც დევს.რაც მაწუხებს ის არის,რომ როცა ვეძახი სახელს თითქოს არ ესმის,აი სულ რამდენიმეჯერ აქვს სახელის დაძახებაზე გამოხედილი,მაგრამ რომ ვამბობ უი ნახე ვინ მოსულა მეთქი ეგრევე იხედება კარებისკენ ან მოდი ნახე რა მოგცე მეთქი ამას თუ ინტონაციით ვამბობ მოდის.ბავშვები ძალიან უყვარს მეთქი ვერ ვიტყვი,ყველასთან არ თამაშობს,ყველაზე კარგად ერაობა ჩემს უმცროს ძმასთან რომელიც 7წლის არის.მთელი დღე შეუძლია უყუროს მულტფილმებს,სიმღერებს,თითქოს სიმღერებსაც ყვება და ისე ზუსტად იცის როდის რა ბგერა უნდა თქვას რო მეც მიკვირს ასეთი სმენა.თამაშს რაც შეეხება მარტო უყვარს თამაში სათამაშოებით,მაგრამ როცა ვინმე გაეთამაშება ძალიან მოსწონს.უყვარს მანქანებით თამაში,უყვარს როცა ვეუბნები რა რა ფერია,მომიტანს ხოლმე კუბებს და თვალებში მიყურებს რო ვუთხრა რა ფერია,ყველა ჩემს თქმაზე მიყურებს თვალებში და
მიღიმის.ის მაწუხებს რომ არ ასრულებს ჩემს ნათქვამს,თითქოს არც ესმის,მაგალითად წადი ეს მომიტანე,ან მოდი ვჭამოთ (იშვიათად რო თვითონ მოვიდეს) მაგრამ არის ერთი გარემოებაც,ძირითადად არის სახლში და უწევს კონტაქი ჩემთან ანუ დედასთან,მამასთან,ბებიასთან,ბაბუასთან და მამიდასთან.გარეთ როცა გამყავს კალიასკით ვასეირნებ ვცდილობ არ ამოვიყვანო წყალი უყვას ძალიან დ. სადაც დაინახავს ეგრევე იქ გარბის და ხელებს ყოფს.ეხლა შეიძლება არც ისე ამომწურავად მეწეროს ყველაფერი,მაგრამ მაინტერესებს მაქვს თუ არა შიშის საბაბი აუტიზმზე?მე თვითონ ფსიქოლოგია დავამთავრე მაგრამ არ ვიცი მაინც არ ვარ კომპეტენტური მხოლოდ თეორიული ცოდნა მაქვს დ. არასდროს არ მქონა შეხება ასეთ ბავშვებთან.და ვის შეიძლება რო მივმართო,პედიატრი სულ ნახულობს და ვუთხარი კიდეც ასე და ასე არის მეთქი მაგრამ არაფერი არაა სანერვიულოო მე კი მაინც ვნერვიულობ
მოგესალმებით, მარიამ,
კონკრეტული პასუხის გაცემა თქვენს შეკითხვაზე, დიაგნოსტიკური ტესტებით ბავშვის შეფასების გარეშე, რთულია. თქვენს მიერ ჩამოთვლილი, ასევე მოიცავს იმ უნარებს, რაც აუტიზმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, მაგრამ, როდესაც არის მეტყველების პრობლემები, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე, ნაკლებად გამოხატავს ინტერესს სხვა ბავშვებისადმი, იკვეთება ინტერსთა შეზღუდვა, აუცილებელია, მოხდეს ბავშვის შეფასება სპეციალიზებულ ცენტრში. ასეთი ცენტრი რამდენიმეა თბილისში.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა
თქვენი წერილი რომ წავიკითხე.ჩემი შვილი დამიდგა თვალწინ.ზუსტად ასეა ჩემიც.მყავდა ნევროლოგთანაც.ქცევითი თერაპევტი მორჩია.დამეკონტაქტეთ სოციალურ ქსელში მარიამ ტაბატაძე ასე ვარ ფეისბუ
ქზე.
ლელა, მოგესალმებით.
თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე მოგცემდით შემდეგ რეკომენდაციებს: თუკი გსურთ, თქვენმა გოგონამ შეგისრულოთ ინსტრუქციები, შეეცადეთ ინსტრუქცია ისეთ შემთხვევაში მისცეთ, როდესაც არაა გართული თამაშში. თუკი მოსთხოვთ მისთვის საინტერესო აქტივობიდან გადართვას იმისათვის, რათა რაიმე მოგიტანოთ, ეს ბუნებრივად გამოიწვევს მის გაჯიუტებას და ტირილით ეცდება თავი დააღწიოს ინსტრუქციის შესრულებას. ამის საპირისპიროდ, მიეცით ინსტრუქციები ისეთ დროს, როდესაც ძალიან ჩართული არაა რაიმე აქტივობაში. ამასთან, თუკი თქვენ ერთხელ სთხოვთ რაიმეს შესრულებას და შემდეგ აღარ გააკონტროლებთ, შეასრულებს თუ არა, მიეჩვევა, რომ შეიძლება ინსტრუქცია არ შეასრულოს. ამიტომ თუკი ინსტრუქციას მისცემთ, უზრუნველჰყავით, რომ შეასრულოს. აუცილებლად შეაქეთ.
უფრო დეტალური რეკომენდაციების გაცემისათვის მნიშვნელოვანია ბავშვისა და მისი უშუალო გარემოს შესახებ მეტი ინფორმაციის ფლობა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ნევროლოგმა გაგიწიათ რეკომენდაცია, მოგემართათ ჩვენთვის. სასურველია მის მიერ გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებზე და ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროების განმსაზღვრელი მოსაზრებების გაგებაც.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობათ, ჩემი გოგო 2 წლის და 4 თვისაა, თავისი ენა აქვს,მაგრამ იცოდა ლელა,მამა,დედა,მინდა,არა,მემე ანუ მომე,2წლის და 2თვის ნევროპათოლოგმა დაუნიშნა ბაგა და ომეგა 3, შედეგი ქონდა სიტყვები უფრო მიამატა ნწაია-წყალი,დაასი-დაასხი,დავარდა-დავადა,ეს ნიასია,ნია ნიასია,მე მინდა,შია-მშია და მუცელზე ხელს იდებს, ერთი სიტყვით 32 სიტყვამდე ავედით რომ ჩამოვწერე,მაგრამ ჯესტიკულაციებით მაგებინებს ყველაფერს,თავის ენაზე კარგად ომახიანად ლაპარაკობს,იცის გაბუტება,გაწვება და ტირის,შუადგისას ძილის დროს იღვიძებს და მეძახის ტირილით,რასაც ვეუბნები ყველაფერი ესმის და მიგონებს, მომიტანე მომიტანს მაგრამ თვითონ თუ არ უნდა არ მიგონებს.საბავშვო ბაღში მივიყვანეთ ერთი კვირა ჩვეულებრივად ჩერდება მიყვანისას მეტირება მხოლოდ,მეორე კვირას უკვე თვითონვე დაიძინა არ გაჭირვებია,ხმარობს სოსკას და სულ კოკა კოკა ეძებს, ნევროპატოლოგმა გვირჩია თქვენთან კონსულტაციის გატარება და იქნებ დაგვაკვალიანოთ, ძალიან ვნერვიულობ
ნინი, მოგესალმებით.
თქვენ მიუთითებს როგორც მეტყველების შეფერხებაზე, ისე კომუნიკაციურ და სოციალური სფეროს პრობლემებზე. ის, რა ჩივილებიც მოგვაწოდეთ, ნამდვილად საყურადღებოა. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. საჭიროა ბავშვის სიღრმისეული შეფასება. არ დააყოვნოთ, რადგან ბავშვის ასაკი ძალიან ხელსაყრელია და რაც უფრო ადრეულად დაიწყებთ მიზანმიმართულ მუშაობას, მით უკეთეს შედეგს შეიძლება მოველოდეთ.
შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს. 568 013399 – ამ ნომერზე დაუკავშირდით კოორდინატორს, ქალბატონ გვანცას,რომელიც ჩაგწერთ ექიმთან კონსულტაციაზე.
პატივისცემით,
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი.
გამარჯობა. ჩემი ბიჭი 2-წლ და 2 თვის არის. იძახის მხოლოდ სამ სიტყვას,ტატა ანუ გავისეირნოთ,მამა ოგონდ იშვიათად და აკუ ანუ აკო მეგობრის სახელს ისიც როცა ათასჯერ ვუმეორებ ერთხელ ძლივს ამოგერგავს 🙁 რაც შეეხება კომუნიკაციას ბავშვებთან.არ აქცევს ბავშვებს ყურადგებას არ უნდა მათთან თამასში.მხოლოდ მამას მოკიდებს ხელს და აგრძნობინებს რომ ეთემასჰოს ან მანქნით ან კომპიუტერზე.ხშირად უყურებს მულტპილმებს. როცა წუწუნებს გაგრძნობინებს რომ წყალი უნდა.როცა ვედზახი დაგვიანებიტ აქვს რეაქცია.მაგრამ ტუ საყვარელი რეკლამის ხმა ესმის გარბის და უყურებს.არ აქვს რეაქცია როცა ვეუბნებით: მოდი,არ შეიდზლება,რა გინდა? გშია? ვუყუროთ მულტფილმს? წვიდეთ?ეს ყველაფერი ნორმალურია ამხელაბავშისტვის?გტხოვტ მოპასუხოთ. წინასწარ მადობა 🙂
ნინი კომპიუტერს და ტელევიზორს მოაშორეთ. არანაერი მულტფილმები. მაგ ასაკში და უფრო ადრიდან მულტფილმები არის საშინელებ აბავშვისთვის;
ქალბატონო ნატო,
სახელით დაძახებაზე რეაგირების არ არსებობა, ან ყურადღების სელექტიური კონცენტრირების პრობლემები შესაძლოა საყურადღებო იყოს , თუ: თქვენი შვილი
არ ლაპარაკობს ან არ იყენებს სიტყვებს მიზანმიმართულად,არ მიანიშნებს სასურველზე ჟესტებით,არ ინტერესდება სათამაშოებით ფუნქციურად, ნაკლებად ინტერესდება გარშემომყოფებით… თუ ამ საკითხების გათვალისწინებით თქვენ ეჭვი არ გეპარებათ სხვა პრობლემების არსებობაზე ბავშვთან დაკავშირებით, შეგვიძლია რემოდენიმე რჩევა მოგცეთ თქვენი შეკითხვის პასუხად მომავალში, თუ ცოტა სხვა სირთულეებსაც ამჩნევთ, რის ახსნასაც ვერ პოულობთ, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით მოგვწეროთ ან მოგვმართოთ.
პატივისცემით:
მედეა ზირაქაშვილი
ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
ნეიროგანვითარების ცენტრი
2 წლის არის ჩემი ბიჭი და ერთი თავისებურება ახასიათებს,რომ ვეძახი ან რამეს ვეუბნები ყურადღებას არ მაქცევს,როგორც ვიტყვი იმ წუტას რომ სხვაგან მივდივართ ან ეს შოკოლადი ვის მივცე მეთქი იმწუთას წამოყოფს თავს.რა ვქნა რომ ყურადღება მომაქციოს და ერთი კითხვის გამეორება ბევრჯერ არ დამჭირდეს?