ზოგადი რჩევები
- გამოყავით სპეციალური დრო წიგნის წასაკითხად
- წაახალისეთ ბავშვის წარმოსახვით თამაშებში ჩართვა
- ითამაშეთ “აღლუმობანა” და გაჰყევით მწყობრში “ლიდერს” თქვენს ბავშვთან ერთად
- დაეხმარეთ ბავშვს გარემოს შეცნობაში, რისთვისაც ისეირნეთ და იმგზავრეთ ერთად
- წაახალისეთ ბავშვი, რომ გითხრათ თავისი სახელი და ასაკი
- ასწავლეთ თქვენს შვილს მარტივი საბავშვო სიმღერა
- რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის
- ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი
- ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. ამიტომ მოზრდილი მას უნდა ესაუბროს სწორად და გამართულად, უნდა გამოიყენოს მარტივი ენა და საინტერესო სასაუბრო თემები და მისცეს ბავშვს დრო აზრის ჩამოყალიბებისთვის
- მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ საშიშროების ნიშნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს – მაგ. ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმია კონსულტაცია
რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის
მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ ანუ უხეშ, წვრილ ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ ანუ მგძნობელობით-მოძრაობით უნარებს. მოტორული სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა სხვადასხვა მოძრაობითი აქტივობის განხორციელება.
- ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა
- მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება.
- ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. Aამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.
რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის
სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს ბავშვიც ბედნიერია და პირიქით თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.
მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას, განსაკუთრებით ზედმეტად მორცხვ ან ადვილად აგზნებად ჩვილებთან.
მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში (აღმზრდელი, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებელი).
ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.
უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები.
თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. Mმაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ.
არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას “შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?”, “როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?”
მიზანშეწონილია როლური თამაშის გამოყენება, იმისთვის რომ ასწავლონ ბავშვს სხვადასხვა სოციალური ჩვევა, მაგ. როდის თქვას “გამარჯობა” და “ნახვამდის” მეგობრებს ან უფროსებს, რომლებიც მოდიან მასთან სტუმრად.
უფროსმა ბავშვთან უნდა ისაუბროს გრძნობების შესახებ, დაეხმაროს მას გაიგოს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ემოციებს გამოხატავს. დაახასიათოს საკუთარი, ან ბავშვის განწყობა “გახარებული ხარ?” “ბედნიერი ხარ?” “მოწყენილი ხარ?”
თუ ბავშვი მშიშარაა და “დედის კალთას” არ სცილდება, აუცილებელია დედისგან განცალკევების შეჩვევა. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლების გარეშეა. “შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ.” უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: “მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებას.
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.
თამაში
ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.
- მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით
- სათამაშოები და თამაში უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით
- სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო
- ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა ხელნაკეთი სათამაშოებითაც
- ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს
- სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, Mთუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი
დისციპლინა
ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, დაახლოებით, 18 თვიდან უნდა დაიწყოს. Mმშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკამდე ბავშვს არ შეუძლია ცუდად მოქცევა, რადგან მან ჯერ კიდევ არ იცის ცუდი და კარგი საქციელის გარჩევა.
- ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბება ორ ძირითად ფენომენს ეფუძნება – ,,მიბაძვა” და ,,მაგალითი’’
- ბავშვი ბაძავს უფროსის ქცევას. იმისთვის რომ ხელი შეუწყონ ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მას ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა მისცენ
- ბავშვი კარგი საქციელის მიბაძვით უკეთ სწავლობს, ვიდრე შეგონებით
- არ არის რეკომენდებული ბავშვის ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის აგრესიას და საკუთარი თავში ჩაკეტვას
- მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას
- რეკომენდებულია ბავშვისთვსის გასაგები, მინიმალური აკრძალვების დაწესება
- 1-5 წლამდე ასაკის ბავშვის დასჯის ეფექტური მეთოდია ,,ტაიმ-აუტი”- ბავშვი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე მშვიდად უნდა იჯდეს ან იდგეს გარემოსაგან იზოლირებული. მას არავინ არ უნდა ელაპარაკებოდეს. ტაიმ-აუტი გრძელდება იმდენი წუთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი
ტუალეტის ჩვევა
საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.
დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:
- მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
- არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
- ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. ,,მოდი’’, ,,აიღე’’, ,,მომეცი’’
აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.
- ბავშვი ქოთანზე უნდა დასვან ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ
- არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება
- უფროსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად
- იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით
- თუ უნებლიე შარდვა აღინიშნება 5 წლის შემდეგ, საშუალოდ კვირაში ორჯერ, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს
- დაუშვებელია ბავშვის დასჯა და შეურაცხყოფა
3 წლის კრიზისი
2-3 წლამდე ასაკში ბავშვის ქცევაში მშობლები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან. მანამდე მშვიდი, წყნარი და დამჯერი ბავშვი უეცრად ჯიუტ და ჭირვეულ არსებად იქცევა. ბავშვი სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს უფროსის მოთხოვნებს და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ყველანაირად ცდილობს.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ასეთი ცვლილება ამ ასაკისთვის დამახასიათებელია. ეს უკავშირდება ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესს, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და თვითდამკვიდრების სურვილს.
ეს პერიოდი “3 წლის კრიზისის” სახელით არის ცნობილი და მალე გაივლის. პიროვნების ფორმირების პროცესში დიდ როლს ასრულებს ბავშვის ემოცია, რომელიც ამ პერიოდში შესაძლოა ბავშვის შიშების საფუძველი გახდეს. პრობლემების გადალახვა შესაძლებელია, თუ მშობელი სერიოზულ მოთმინებას და ტაქტს გამოიჩენს.
ბავშვს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა, რითაც იგი სწავლობს პირველი დაბრკოლებების გადალახვას და რაც მას ეხმარება ნებისყოფის გამომუშავებაში.
- თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს დაბრკოლების დაძლევას, უფროსი უნდა დაეხმაროს მას.
- გაუმართლებელია ბავშვისთვის გაუგებარი და ხშირი აკრძალვების დაწესება.
- ამ ასაკში ბავშვის არასასურველი ქცევის აღკვეთის საუკეთესო გზა მისი ყურადღების სხვა რამეზე გადართვაა.
- უცილებელია შენიშვნის დროული მიცემა, რათა ბავშვმა საქციელი და შენიშვნა ერთმანეთს დაუკავშიროს.
- აუცილებელია 2-3 მარტივი აკრძალვის დაწესება და ოჯახის წევრების შეთანხმება აკრძალვის წესებზე.
- არასწორი საქციელის გამო ბავშვს შენიშვნა ნებისმიერმა უფროსმა უნდა მისცეს.
უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
- ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო
- აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება
- წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს
- არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან
- მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება
- არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება ან სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება
მოგესალმებით ჩემი ბიჭი მალე 3 წლის გახდება და ძალიან ეშინია
ფენის, მტვერსასრუტის ხმის, ზოგადად ფრთხილი და მშიშარაა. რას მირჩევთ? როგორ დავეხმარო ?
გამარჯობათ,ჩემი შვილი 2 წლის და 10 თვის ბიჭია, ვერ ლაპარაკობს ბევრი სიტყვა აქვს ნათქვამი , მაგრამ ალბათ ავიწყდება და აღარ იმეორებს,სახელზე იშვიათად რეაგირებს ,არც რაიმე დავალებას ასრულებს იშვიათი გონაკლისების გარდა,მაგრამ ისე ძალიან გონიერია ყველაფერი იცის რა როგორ კეთდება,თვითონ თუ რაიმეს ვერ ახერხებს განიშნებს რომ დაეხმარო,ძალიან ვნერვიულობ პედიატრსაც ველაპარაკე და ნევროპათოლოგსაც არ არის საჭირო ჯერ ლოგოპედიო მხოლოდ ბაგაში წვეთები დაუნიშნა . .. თქვენ რას მირჩევთ რაიმე პრობლემა ხომ არ შეიძლება იყოს.
მოგესალმებით,ნათია
თქვენი ჩივილების გათვალისწინებით, ბავშვი საჭიროებს ნეირო-მოტორული განვითარების სრულყოფილ შეფასებას განვითარების სპეციალისტის მიერ და საჭიროების შემთხვევაში არა მხოლოდ ლოგოპედის, არამედ რამოდენიმე სპეციალისტის მუშაობას. წამლით მკურნალობას არანაირი მტკიცებულება არ აქვს და არ არის მიზანშეწონილი.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.მყავს 5წლის დისშვილი რომელიც არის დზალიან ნერვიული აწყობს ისტერიკებს,არის აგრესიული,მესაკუთრე.ისტერიკის დროს თვალწბი მიაქვს უკან.
მოგესალმებით, ნინი
როდესაც ბავშვი აწყობს ე.წ. ისტერიკას თუ ტანტრუმებს, აღნიშნული ყოველთვის ემსახურება რაღაც კონკრეტულ მიზანს – ან რაიმეს აპროტესტებს ან რაღაც კონკრეტული მიზნის მიღწევა სურს. მნიშვნელოვანია ბავშვის ნეირო-მოტორული განვითარება, ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის წევრების დამოკიდებულება ბავშვთან. ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მეთოდია ტანგრუმების დროს ბავშვის საქციელის იგნორირება. დაუშვებელია აგრესიულ ქცევაზე აგრესიით პასუხი.
როდესაც ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ თავად გადაჭრან მსგავსი პრობლემები, შესაძლებელია ჩაერთოს ფსიქოლოგი.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ, 2 წლის ბავშვს ჩამოსდის დორბლი რისი ბრალი შეიძლება იყოს?
გამარჯობა. ჩემი ბიჭი 2 წლის და 3 თვისაა. 7 თვის იყო როცა დაიწყო პირველი სიტყვების წარმოთქმა (მამა,დედა,ბაბუა) წლამდე რამდენიმე სიტყვას იტყოდა ახალს ერთი ორჯერ და სამამდეც ითვლიდა. შემდეგ 2-3 რუსული სიტყვა შეჰმატა ეხლა კი ყველა დავიწყებული აქვს და როცა მას უნდა ათასში ერთხელ წამოიძახებს თითო სიტყვასდა ისიც ინგლისურად ასევე ითვლის 10-მდე და ფერებსას ცნობს ინგლისურად ოღონდ ამბობს როცა მას უნდა. ქართულად მხოლოდ მამას ამბობს, კარგად და თუ ძალიან უნდა რამე მემეე(მომე). ასევე მაწუხებს ის საკითხი რომ, ძალიან უყურადგებოა არც სმენის პრობლემა აქვს და არც ჭკუის უბრალოდ არ გვაქცევს ყურადღებას სახელზე იშვიათად იხედება თუ დაჟინებული ტონით დაუდძახებ და არც არაფერს ასრულებს მაგ; ეს აიღე , მომიტანე ან თუნდაც მოდი ჩამეხუტე(თითქოს არც ესმის მნიშვნელობა), ერთადერთი ბაბუას თუ ჩაეხუტება და თითქოს იმორცხვებს.სხვებთან შედარებით ჩემი უფრო ესმის,იცის რისთვის შეიძლება გავუბრაზდე ჯერ გამომხედავს თუ ვუყურებ. ისე აქტიური ბავშვია , მოუსვენარი მაგრამ არა მავნე და აგრესიული. უყვარს მუსიკა, ცეკვა,ხატვა. პატარებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას დიდ ბიჭებთან ურჩევნია თამაში. როცა რამე უნდა მოვა ხელს მომკიდებს და მიმიყვანს, როცა ტუალეტში უნდა ასევე მოდის ჩემთან და მახვედრებს. საკმაოდ დიდი დოზით უყურებს მულტფილმებს მაგრამ,მაინც არ მგონია მხოლოდ ამის ბრალი იყოს ეს ქცევები. ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება და იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო. დიდი მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, სოფი
უმჯობესი იქნება თუ მიმართავთ განვითარების სპეციალისტს და დეტალურად შეაფასებთ ბავშვის ნეირო-მოტორულ განვითარებას. შედეგად გექნებათ სათანადო რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვის კომუნიკაციისა და ზოგადი უნარების გაუმჯობესებაში.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
რა გაარკვიეთ გყავდათ ექიმთან მეც ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს ჩემი გოგოა მაგ ასაკის აი ზუსტად ეგრეა მეგონა ჩემს შვილზე ვკითხულობდი თუ გაარკვიეთ მიზეზი მომწერეთ რა ან რომელექიმთან გყავდათ?
ეზიზღება სათმაშო ტყლარწი, გულს
ირევს მის შეხებაზე, აგრეთვე პამპერსზე, მაგრამ არ აქვს პროტესტი სველ ქვიშაზე და ფერად პლასტილინებზე.
აგრეთვე ჭამს დამოუკიდებლად, იცის ფეხზე ჩაცმა, რასაც ასწავლი იმახსოვრებს, აკეთებს იმიტაციებს, მაგრამ იცის მხოლოდ სამი სიტყვა. მეჩვენება რომ განვითარების ტემპი
ოდნავ შენელებულია, გმადლობთ ყურადღებისთვის.
მოგესალმებით, მყავს 2 წლის და 3 თვის ბიჭი, ვცხოვრობთ საზღვარგარეთ, ბავშვი ძირითადად იზრდება ჩემთან(დედასთან) , არ ლაპარაკობს გარდა დედა მამა და მომე. ჟესტები, თვალით კონტაქტი კარგი აქვს, მშვიდია, ძალიან თბილი, გვეფერება გვკოცნის, გვესალმება ხელის ჩამორთმევით, გვემშვიდობება. გვეთამაშება დამალობანას. უყვარს ხალხი და ბავშვები, თამაშობს ფეხბურთს, მანქანებს , ფიზიკურად 3-4 წლის შეხედულება აქვს. გადავიღეთ მრტ , შეფერხება არ ჩანს. ვიყავით ნერვოლოგთან, ფსიქოლოგთან, რათქმაუნდა აუტიზმი გამოირიცხა, მოტორული უნარები კარგი აქვს, ჟესტებით სრულიად კარგად ვკონტაქტობთ და მის მიერ წარმოთქმული მიმანიშნებელი მარცვლებით. დავდივართ მონტესოროთერაპიაზე და მსუბუქ ფიზ. კულტურაზე, მითითებებს ასრულებს , მომიტანე წავიდეთ, ვჭამოთ და ამდაგვარი ცხოვრებისეული ქმედებანი. რა შეიძლება გავაკეთოთ? უღრმესი მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, ჩემი ბიჭი არის 2 წლის და 3 თვის.ვუჩივით უმეტყველობას, თუმცა 1 თვის წინ დაუდგინდა ჩიყვი 8.3 აქვს, ნორმა 0.3-4 ამდეა. დავუწყეთ შესაბამისი მკურნალობა, მას შემდეგ ბავშვი ბევრად აქტიური გახდა,ემოციას გადმოსცემს სიხარულს, გაბრაზებას, დედსა და მაამს დანახვაზე სიხარულს გამოხატავს, უცხოს დანახვაზე არ ჭირვეულობს, წარმოსახვითი თამაშები მოსწონს, თუმცა კომპიუტერი ურჩევნია, ძალიან ვნერვიულობთ რომ არ მეტყველებს იქნებ გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ, ბავშვებთან ტამაში არ უყვარს მარტო ურჩევნია,თუმცა ზოგჯერ მივა ჩაეხუტება ან წაართმევს სათამაშოს ან დაარტყამს…გთხოვთ მირჩიოთ ….
გამარჯობა. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარრბა. მყავს 2წლის და ერთი თვის ბიჭი. მე თბითონაც 8 თვის ორსული ვარ, ჩემი ბიჭი ძალიან აგრესიული გახდა ამ ბოლო დროს. ყველაფერზე ყვირის, რა მოსწონს ან რა არა ზოგჯერ ვერ ვხვდები ვცდილობ ყველანაირად მოვითმინო დავამშვიდო მაგრამ უშედეგოდ, ძალიან გაღიზიანებულია, სტუმრის მოსვლის დროსაც იგივე რეაქცია აქვს და ეს დიდი ხანი გრძელდება. თავს ვეგარ ვერევი ზოგჯერ დავუყვირებ და მერე უფრო აგრესიულია, ძალიან ვნერვიულობ, ყოველდგე ტირილი მიწევს იმის გამო რომ მეშინია მისი ასეთი აგრესიულობის:( სადამდე გაგრძელდება არვიცი, თან მეორწც რომ დაიბადება მალე უარესი რეაქცია არ გამოიწვიოს მეშინია.
გამარჯობა, ჩემი დისშვილი არის ორი წლის და სამი თვის, ორ წლამდე იცოდა რაღაც სიტყვები მაგ: წყალს- ნწას ეძახდა, აჩუა, ხე, დოლი, დედა მამა მაგრამ დაძახებით არ იძახსა თუ შეეკითხებოდი სადაა დედა მაგ შემთხვევაში ამბობდა დედას. ორი წლის შემდეგ ბევრი სიტყვები ისწავლა რასაც ეტყვი თითქმის ყველაფერს იმეორებს ცდილობს ზოგს დამახინჯებულად მაგრამ ამსგავსებს და ამახსოვრდება მომავალში რო შეეკითხები იცის, ვინმემ რამე თუ აჩუქა ამბობს მის სახელს, იცის კი და არას თქმა მიზანმიმართულად, ახლა უკვე ეძახის დედას და მამას თუ რამე ჭირდება, ასრულებს ყველა დავალებას რასაც მისცემ, მაგრამ გადაბმულად არ ლაპრაკობს მხოლოდ ასეთ მარტივ რამეებს, დედა კუკუ თუ ტუალეტი უნდა ან თუ რამე ტკივა ამას წინ უკანა კბილი ამოდიოდა და თქვა კიჭი ფუფუო, უყვარს ცეკვა და მუსიკები, ტელევიზორთანაც არაა დიდხანს მაგრამ მაინც აგვიანებს ლაპრაკს, ბაღში დადის და თავისებურად ყვება იქ რა გააკეთა რა ჭამა ძალიან მარტივ ენაზე, იცნობს ორ ბავშვს და ახსენებს მათ სახელებს, ასევე მასწავლებლის. სახლში აფრესიულად იქცევა თუ ვინმემ რამე დაუშალა დაგარტყამს ან გავწება და ტირის, თუ დედამისი სახლშია სულ კუდში დადევს და უფრო მეტად წუწუნებს.. უყვარს ზღაპრები მოგიტანს წიგნს და უნდა წაუკითხო იცის რომელ ზღაპარში რა ხდება, მაგალითად კომბლეს რამდენი ცხვარი ყავდა, და მოქმედებები ზღაპარში რაც ხდება, იცის ცხოველების ცნობა და ასახელებს კიდეც ზოგს ცუდად ზოგს კარფგად, მაპატიეტ ამდენი რომ ვწერე მაგრამ მაინტერესებს რომ არ მეტყველებს გადაბმულად საშიშია? მადლობა
მოგესალმებით, ანუკა,
გამართული მეტყველების დაწყების ასაკი მეტნაკლებად ინდივიდუალურია. ამ ასაკის ბავშვს მოეთხოვება მარტივი, 2-სიტყვიანი წინადადებებით საუბარი, რასაც თქვენი დისშვილი თავისუფლად ახერხებს. შეუძლია ასევე თავისი სიტყვებით ამბის მოყოლა, რაც ნორმალურია ამ ასაკისათვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვს ესმის ყველა თქვენი მითითება და დავალება, ახერხებს საკუთარი სურვილების გადმოცემას. რაც შეეხება დროდადრო აგრესიულ ქცევას, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნული ასაკი არის ბავშვების თვითდამკვიდრების ეტაპი ცხოვრებაში და ხშირად საკუთარი სურვილის უგულებელყოფას ამგვარად გამოხატავენ.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
დიდი მადლობა ყურადღებისთვის
გამარჯობათ.მყავს ერთი წლის და 4თვის გოგო. ვცხოვრობთ იტალია,ბავშვი არის მშვიდი უყვარს მარტო თამაში ასევე უყვარს მშობლებთან ერთად თამაშიც.უყურებს მულტფილმებსაც მაგრამ ვცდილობ ძირითადად ტელევიზორის გარეშე იყოს. არ არის აგრესიული ბავშვებთან უყვარს ბავშვები მაგრამ სახლში როცა ვინმე მოდის ტირის და მეკვრის. ბავშვი იზრდება მშვიდ გარემოში მშობლები სულ ვეფერებით.მაგრამ ერთი სამჯერ გამით გაიგვიძა ტირილით ფეხზე წამოდგა და ნახევრად მძინარე ტიროდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ასევე არ მომწონს ის რო ზოგჯერ თავს ატრიალებს და თვალებსაც ატრიალებს ხოლმე თამაშის დროს. ასევე მართალია იშვიათად მარა ხელებს ყურზეც იდებს ეს სიმპრომები შეიძლება იყოს რაიმე საშიში?ახალდაბადებულს ეშინოდა ხელების გასინჯა ნევროლოგმა მარა ყველაფერი წესრიგში იყო და ახლა რას მირჩევთ შეიძლება რაიმე პრობლემის ბრალი იყოს ეს სიმპტომები?მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით. მყავს 1 წლის და 10 თვის ბიჭი. ამბობს რამოდენიმე სიტვას დედა, მამა, დგა და სხვადასხვა ბგერებს. აქამდე ძირითადად მთელი დღე ჩართული გვქონდა მულტფილმები,დიდად არ აინტერესებდა სათამაშოები. თვალით კონტაქტი კარგი აქვს, უყვარს ხალხი,ბავშვები და გარეთ სიარული. სახვარგარეთ ვცოხრობთ და ძირითადად ბავშვს მხოლოდ დედასთან აქვს კონტაქტი. ბოლო 1 კვირაა შევუზღუდეთ მულტფილმები და ვუკითხავ ლექსებს, უკვე ცნობს რომელ ლექსს ვკითხულობ და მისი საყვარელი ლექსის დაწყებისთანავე მისმენს და იღიმება. თუ ეთამაშები ან ბურთს , ან მანქანას ერთვება თამაშში და მისვრის\მიგორებს, მეთამაშება დამალობანას, როცა რამე უხარია იცის ხელების გაკანკალება. კარგად სინავს, არ აწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემა. არ არის ჭირვეული. მხოლოდ სახელს როცა ვეძახი ხანდახან ყურადღებას არ მაქცევს, მაგრამ სახელი +წყალი დალიე, რაღაცას მოგცემ გამორბის. ესმის გარეთ გასვლა რას ნიშნავს, ბანაობა, ჭამა. რას მირჩევთ?
მოგესალმებით, ანუკა,
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ ბავშვი მეტყველებს ერთეული სიტყვებით, ესმის თქვენი, თამაშობს ფუნქციურად, გამოხატავს ინტერესს ბავშვებისადმი. ეს ის უნარებია, რასაც ამ ასაკის ბავშვი უნდა ფლობდეს კომუნიკაციის სფეროდან. ასევე უნდა შეეძლოს მარტივი დავალებების შესრულება, გამოხატავდეს სურვილებს (თუნდაც ჟესტების, მიმიკების მეშვეობით), რეაგირებდეს სახელით მიმართვაზე. სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მშობლის როლი მნიშვნელოვანია. დააკვირდით თქვენი მეტი ჩართულობის ფონზე ბავშვის უნარების განვითარებას.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით, ჩემი შვილი 3 წლისაა, დღემდე ძალიან ბევრი ლექსი და სიმღერა ისწვლა, იცის ასევე ფერები და დათვლა ქართულად და ინგლისურად, თუმცა ეს ბოლო პერიოდია აღარაფერს იძახის, არც ლექსებს და არც სიმღერებს, ჩემის მხრივ მე სულ ვუყვები ლექსებს და ვუმღერი, რას მეტყვით ეს ასაკის ბრალია თუ სხვა რამეშია საქმე. ველი პასუხს, მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, მარი,
ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მოხდეს ბავშვის შეფასება სპეციალისტთა ჯგუფის მიერ დიაგნოსტიკური ტესტებით. სრულფასოვანი შეფასების ჩატარების მიზნით, გირჩევთ, მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
ჩემი შვილი 2 წლის და 1 თვის არის…ზედმეტად ჭკვიანი ბავშვია…ლაპარაკობს..იცის ლექსები.,დათვლა,მხიარულია,ცეკვავს,მღერის…არის კონტაქტური უყვარს ბავშვები მაგრამ ორი პრობლემა გვაქვს..აგრესიულია ბავშვებთაან ურთიერთობაში თამაშის დროს ხელის კვრა იცის ან სახეში დარტყმა..თმებს წიწკნის..ვცადე ყველანაირად მიდგომა მიდგომა..მშვიდად ავუხსენი მაგრამ მაინც იგივეს აკეტებს ვერც ჩხუბით და დასჯით ვერ გაიგო…ეხლა კიდე რაც 2 წლის გახდა უფროსების მიმარტაც აგრესიას გამოხატავს პრიორიტეტი არავინ ყავს არავისი ეშინია რაღაც როცა არ მოსწონს შეუძლია 2 საათი გადაბმულად იტიროს ,იგნორის შემთხვევაში ხმას უნატებს ან ცდილობს გააკეთოს ისეთი რამ რაც მაბრაზებს..ძალიან ვნერვიულობ მეშინია ნერვებთან დაკავშირებით რობლემები არ შეექმნეს ..არც ის მინდა მივუშვა და ტირილით მივაგწევინო სასურველს..დამამშვიდებელიც გამოგვიწერა ნერვოლოგმა მაგრამ არ შველის…იქნებ მირჩიოთ რამე..მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, ნინო,
აღნიშნული ქცევა არის მისთვის სასურველის მიღწევის საშუალება, რომელსაც, რა თქმა უნდა, კვლავ მიმართავს, თუ ერთხელ მაინც მოხდება ამ ქცევის სანაცვლოდ მისი სურვილების დაკმაყოფილება. შეეცადეთ, სრული იგნორირება მოახდინოთ. თავდაპირველად ეს გამოიწვევს ბავშვის მეტად გაღიზიანებას, რაც მის ჯანმრთელობას არ ვნებს, რამდენიმე მცდელობა კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. არ შეცვალოთ გადაწყვეტილება. მედიკამენტის მიღება, ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული. ასევე გამოიყენეთ წახალისების მეთოდი, – შეაქეთ კარგი საქციელისათვის და დააჯილდოვეთ. გაითვალისწინეთ, რომ მოტივაცია საუკეთესო საშუალებაა თქვენთვის სასურველი ქცევის მისაღებად.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ. ჩემი შვილი 2წლის არის არ რეაგირებს თვისი სახელზე. როგორ მოვიქცე?
მოგესალმებით,
მიმართეთ ნეიროგანვითარების ცენტრს, სადაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოხდება ბავშვის შეფასება ბავშვზე დაკვირვებისა და დეტალური ანამნეზის საფუძველზე.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
მყავს 2 წლის და 8 თვის გოგონა. ჯერ კიდევ მატყუარას იყენებს.როგორ გადავაჩვიო?
გამარჯობათ მყავს 2,7ტვის ბიჭი.არქ რაც წერია თიყქმის ყველაფერს აკეთებს.ნერვოლოგთან გავაკეთეთ ტესტი და მხოლოდ მეტყველებაზე გვქონდა მინუსი.დავდივართ ბაღში.ემოციას ძალიან კარგად გვიზიარებს.უხარია წარმაყება.წყინს როცა ვუბრაზდები.უხარია როცა სახლში მოვდივარ ან მამა მოდია.გვიბრაზდება როცა სახლში ვტოვებთ.ჭამს თავისით მშრალ საკვებს.სვამს ჭიქიდან.ქოთანზე აკეთებს კაკებს.იხეხავს კბილებს თავისით.როცა უხარია ხელებს მაღლა წევს და მუჭებს კრავს.მხოლოდ სიხაეულის დროს.ვთამაშობთ დამალობანას და მეძებს ყველგან სადაც შეიძლება ვიყო.მითითებებს მისრულებს თითქმის ყოველთვის.გადააგდე აიღე მომეცი.ითვლის ოგონდ მხოლოდ თითებით .ვითომ კითხულობს თითს აყოლებს და ასოებს და ბგერებს ამბობს.ძალიან კარგად მახვედრებს რაც უნდა.ისეთ რაღაცას თუ მივაწვდი რაც არ უნდა თავს მიქნევს არ მინდაო და იყურება იქეთკენ სადაც ის ნივთი დევს რაც უნდა.თამაშობს თავის და ძმასთან.უყვარს ჩახუტება.კოცნა.რაგაც რო აინტერესებს მოაქვს და თვალებში მიყურებს რა არიო მეკითხება.სამი დღეა დამყავს ფსიქოლოგთან იქნებ აამეტყველოს.არ ვიცი რა ვქნა დიაგნოსტიკა საჭიროა?ხშირად უყურებდა ტელწვიზორს და ვგიქრობ აერია სამი ენა ერთმანეთში.უყვარს კუბებით თამაში.აწყობს პაზლებს.რა ვქნა მირჩიეთ რა ძალიან გთხოვთ.
მოგესალმებით, ნინო,
თქვენ არ მიუთითებთ დეფიციტურ მხარეებზე, გარდა მეტყველებისა. მითუმეტეს, ასევე შეფასებულია ბავშვთა ნევროლოგის მიერ. ასეთ შემთხვევაში, მეტყველების თერაპევტი დაეხმარება ბავშვს მეტყველების უნარის გაუმჯობესებაში.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
მხოლოდ მეყყველწბის პრობლემა გვაქვს.რაც ფსიქოლოგთან დავიწყეთ მეცადინეობა ძალიან გამოსწორდა სიტუაცია.ყველა ცხოველა ახმოვანებს.იცის ხილის სახელები.უფრო ყურადღებიანი გახდა.პამპერსიც გაიხადა.ჯერ წინადადებას ვერ ამბობს მაგრამ სიტყვები წამოვიდა .დიდი იმედი მაქვს მალე გადააბამს.მადლობა ყურადგებისთვის
გამარჯობათ, ჩემი შვილი 2წლისა და ერთი თვისაა, იშვიათად რეაგირებს სახელზე, არ გვეძახის დედა-მამას, არ ესმის: მოდი, წადი გშია? გინდა?, მომიტანე, ამასთან დიდად არ თამაშობს ბავშვებთან,თუმცა ამავდროულად იცის სიმღერები, რამოდენიმე ლექსი (ჩიტო-ჩიტო ჩიორაო, ერთს რომ ერთი მივუმატოთ, დენდენდური – ხელებით ანსახიერებს), იცის ინგლისური ანბანი ძალიან კარგად (მანქანის ნნომრებს,მაღაზიის სახელებს სულ კითხულობს) და დათვლა აზრიანათ (ითვლის თითებს, სათამაშოებს) იცის ყველა ფერები არ ეშლება- ეს ყველაფერი შესაბამისად კომპიუტერიდან აქვს ნასწავლი იმიტომ,რომ გიჟდება კომპიუტერის და რეკლამების ყურებაზე,
შეიძლება ეძახდე ყურადღება არ მოგაქციოს, მაგრამ საკმარისია გაიგონოს რეკლამის ხმა მაშინვე ექნება რეაქცია. იცის ზოგიერთი ხილის სახელები და ცხოველები. უყვარს დამალობანას თამაში (ამ მხრივ კარგად შემოდის კონტაქტში),უყვარს მუსიკა დაცეკვა. 2 კვირაა რაც ისწავლა მომე და ადე (ანუ როცა უნდა რო აგაყენოს და სადმე წაგიყვანოს) , თუმცა ეზარება ლაპარაკი და თუ არ აიძულე არ იტყვისა ანუ თუ არ მისცემ ეგრევე იმას რაც უნდა და აწვალებ მერე იტყვის მომეს.მოკლედ ასეთი განვითარებისაა ჩემი შვილი და გთხოვთ მითხრათ რამდენად საყურადღებოა ზემოთ აღიშნული ჩვენი პრობლემები, არის თუ არა ეს კომპიუტერის გავლენა და როგორ გამოვასწოროთ
მოგესალმებით, ნათია,
იშვიათად რეაგირება სახელით მიმართვაზე, მეტყველების დაგვიანება, ნაკლები ინტერესი ბავშვებისადმი და ასევე, არ ასრულებს თქვენს მითითებებს; ყოველივე ეს არის საყურადღებო ნიშნები, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დროულ შეფასებას.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ! მე მყავს 2 წლის და 8 თვის გოგონა, ძალიან აქტიურია, აკმაყოფილებს განვითარების ყველა საფხურს, თუმცა ამ ბოლოს უჩვეულო ჯინიანობა და აგრესია დაეტყო. რაც არ უნდა ყვირილითა და ისტერიკით გამოხატავს , ვცდილობ იგნორი გავაკეთო თუმცა ვღელავ. ოჯახში მსგავსს არაფერს ხედავს..ჩვენი დღის რეჯიმი გვაქვს თამაში კითხვა … ყველაფერზე აქამდე სიამოვნებით მომყვებოდა ახლა კი აღარ უნდა ვხვდები… იქნებ ზედმეტად ადრე დავტვირთე ან პირიქით გათამამებულია…ვეღარ ვხვდები …და ერთი ფაქტორი მისი თანატოლი მეზობელი გყვას მასთან ხშირად თამაშობს ის ძალიან აგრესიულია და ამ ბოლოს იმ ბავშვის ქცევებს ვიჭერ მასში… საუბრის მანერასაც კი… რა ვქნა ხომ ვერ ავუკრძალავ ბავშვებთან ურთიერთობას არადა ვხედავ რომ ძალიან მიმბაძველია… იქნებ მირჩჩიოთ რამე? გმადლობთ
მოგესალმებით, თეო,
აუცილებელია, დადგინდეს თუ რა არის ბავშვის ქცევის შეცვლის მიზეზი, რადგან ბავშვი სწრაფ ცვლილებებს „ცუდად ეგუება“ და ეს შესაძლებელია გამოიხატოს მისი ქცევით.
დააკვირდით რამდენიმე დღის განმავლობაში და დეტალურად აღწერეთ თუ როდის, რა ვითარებაში ვითარდება, რა უსწრებს წინ და რა მოჰყვება მის ასეთ ქცევას. რათა მოხდეს თავის არიდება მისთვის სტრესული სიტუაციებისადმი.
თუ თვლით, რომ რაიმე სახის ცვლილებას არ ჰქონია ადგილი და ვერ უკავშირებთ კონკრეტულ სიტუაციას ან ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს თქვენზე რეაგირების მოხდენის საშუალება, შეეცადეთ, სრული იგნორირებით „უპასუხოთ“ მის ასეთ ქცევას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ „წახალისება“ კარგი მოტივაციაა თქვენთვის სასურველი ქცევის მისაღებად.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ, გთხოვთ მიპასუხოთ კითხვაზე ჩემი ბავშვი არის 2 წლის და7 თვის, ყიფლიბანდი აქვს კიდევ დაუხურავი და ლაპარაკსაც იგვიანებს, ამბობს მხოლოდ სიტყვებს.მირჩიოთ გთხოვთ როგორ მოვიქცე.მადლობა
მოგესალმებით, ტასო,
თუ თავის გარშემოწერილობა შეესაბამება ასაკობრივ ნორმას, აღნიშნული პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება მეტყველებას, აუცილებელია განისაზღვროს, არის მხოლოდ მეტყველების განვითარების შეფერხება, თუ ასოცირებულია ის გონებრივი განვითარების შეფერხებასთან. მიმართეთ სპეციალისტს, რათა მოხდეს ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასება.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი