ზოგადი რჩევები
- გამოყავით სპეციალური დრო წიგნის წასაკითხად
- წაახალისეთ ბავშვის წარმოსახვით თამაშებში ჩართვა
- ითამაშეთ “აღლუმობანა” და გაჰყევით მწყობრში “ლიდერს” თქვენს ბავშვთან ერთად
- დაეხმარეთ ბავშვს გარემოს შეცნობაში, რისთვისაც ისეირნეთ და იმგზავრეთ ერთად
- წაახალისეთ ბავშვი, რომ გითხრათ თავისი სახელი და ასაკი
- ასწავლეთ თქვენს შვილს მარტივი საბავშვო სიმღერა
- რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის
- ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი
- ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. ამიტომ მოზრდილი მას უნდა ესაუბროს სწორად და გამართულად, უნდა გამოიყენოს მარტივი ენა და საინტერესო სასაუბრო თემები და მისცეს ბავშვს დრო აზრის ჩამოყალიბებისთვის
- მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ საშიშროების ნიშნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს – მაგ. ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმია კონსულტაცია
რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის
მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ ანუ უხეშ, წვრილ ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ ანუ მგძნობელობით-მოძრაობით უნარებს. მოტორული სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა სხვადასხვა მოძრაობითი აქტივობის განხორციელება.
- ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა
- მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება.
- ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. Aამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.
რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის
სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს ბავშვიც ბედნიერია და პირიქით თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.
მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას, განსაკუთრებით ზედმეტად მორცხვ ან ადვილად აგზნებად ჩვილებთან.
მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში (აღმზრდელი, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებელი).
ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.
უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები.
თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. Mმაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ.
არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას “შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?”, “როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?”
მიზანშეწონილია როლური თამაშის გამოყენება, იმისთვის რომ ასწავლონ ბავშვს სხვადასხვა სოციალური ჩვევა, მაგ. როდის თქვას “გამარჯობა” და “ნახვამდის” მეგობრებს ან უფროსებს, რომლებიც მოდიან მასთან სტუმრად.
უფროსმა ბავშვთან უნდა ისაუბროს გრძნობების შესახებ, დაეხმაროს მას გაიგოს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ემოციებს გამოხატავს. დაახასიათოს საკუთარი, ან ბავშვის განწყობა “გახარებული ხარ?” “ბედნიერი ხარ?” “მოწყენილი ხარ?”
თუ ბავშვი მშიშარაა და “დედის კალთას” არ სცილდება, აუცილებელია დედისგან განცალკევების შეჩვევა. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლების გარეშეა. “შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ.” უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: “მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებას.
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.
თამაში
ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.
- მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით
- სათამაშოები და თამაში უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით
- სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო
- ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა ხელნაკეთი სათამაშოებითაც
- ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს
- სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, Mთუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი
დისციპლინა
ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, დაახლოებით, 18 თვიდან უნდა დაიწყოს. Mმშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკამდე ბავშვს არ შეუძლია ცუდად მოქცევა, რადგან მან ჯერ კიდევ არ იცის ცუდი და კარგი საქციელის გარჩევა.
- ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბება ორ ძირითად ფენომენს ეფუძნება – ,,მიბაძვა” და ,,მაგალითი’’
- ბავშვი ბაძავს უფროსის ქცევას. იმისთვის რომ ხელი შეუწყონ ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მას ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა მისცენ
- ბავშვი კარგი საქციელის მიბაძვით უკეთ სწავლობს, ვიდრე შეგონებით
- არ არის რეკომენდებული ბავშვის ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის აგრესიას და საკუთარი თავში ჩაკეტვას
- მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას
- რეკომენდებულია ბავშვისთვსის გასაგები, მინიმალური აკრძალვების დაწესება
- 1-5 წლამდე ასაკის ბავშვის დასჯის ეფექტური მეთოდია ,,ტაიმ-აუტი”- ბავშვი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე მშვიდად უნდა იჯდეს ან იდგეს გარემოსაგან იზოლირებული. მას არავინ არ უნდა ელაპარაკებოდეს. ტაიმ-აუტი გრძელდება იმდენი წუთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი
ტუალეტის ჩვევა
საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.
დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:
- მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
- არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
- ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. ,,მოდი’’, ,,აიღე’’, ,,მომეცი’’
აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.
- ბავშვი ქოთანზე უნდა დასვან ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ
- არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება
- უფროსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად
- იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით
- თუ უნებლიე შარდვა აღინიშნება 5 წლის შემდეგ, საშუალოდ კვირაში ორჯერ, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს
- დაუშვებელია ბავშვის დასჯა და შეურაცხყოფა
3 წლის კრიზისი
2-3 წლამდე ასაკში ბავშვის ქცევაში მშობლები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან. მანამდე მშვიდი, წყნარი და დამჯერი ბავშვი უეცრად ჯიუტ და ჭირვეულ არსებად იქცევა. ბავშვი სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს უფროსის მოთხოვნებს და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ყველანაირად ცდილობს.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ასეთი ცვლილება ამ ასაკისთვის დამახასიათებელია. ეს უკავშირდება ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესს, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და თვითდამკვიდრების სურვილს.
ეს პერიოდი “3 წლის კრიზისის” სახელით არის ცნობილი და მალე გაივლის. პიროვნების ფორმირების პროცესში დიდ როლს ასრულებს ბავშვის ემოცია, რომელიც ამ პერიოდში შესაძლოა ბავშვის შიშების საფუძველი გახდეს. პრობლემების გადალახვა შესაძლებელია, თუ მშობელი სერიოზულ მოთმინებას და ტაქტს გამოიჩენს.
ბავშვს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა, რითაც იგი სწავლობს პირველი დაბრკოლებების გადალახვას და რაც მას ეხმარება ნებისყოფის გამომუშავებაში.
- თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს დაბრკოლების დაძლევას, უფროსი უნდა დაეხმაროს მას.
- გაუმართლებელია ბავშვისთვის გაუგებარი და ხშირი აკრძალვების დაწესება.
- ამ ასაკში ბავშვის არასასურველი ქცევის აღკვეთის საუკეთესო გზა მისი ყურადღების სხვა რამეზე გადართვაა.
- უცილებელია შენიშვნის დროული მიცემა, რათა ბავშვმა საქციელი და შენიშვნა ერთმანეთს დაუკავშიროს.
- აუცილებელია 2-3 მარტივი აკრძალვის დაწესება და ოჯახის წევრების შეთანხმება აკრძალვის წესებზე.
- არასწორი საქციელის გამო ბავშვს შენიშვნა ნებისმიერმა უფროსმა უნდა მისცეს.
უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
- ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო
- აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება
- წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს
- არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან
- მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება
- არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება ან სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება
მოგესალმებით, ჩემი ბიჭი არის 2 წლის, ერთადერთი რაც პრობლემა მაქვს არის ის რომ თითის წოვა უყვარს. მოკლედ თითის წოვა დაიწყო 5 თვის ასაკში არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამხელა ბავშვმა სხვისგან ისწავლოს მაგრამ, თითს წოვდა ჩემი ნათესავის ბავშვი და დაინახა და მეორე დღეს ამანაც დაიწყო. მოკლედ 1 წელი წოვა თითი ვერაფრით გადავაჩვიე და 1 წლის და 5 თვის იყო როგორც იქნა ერთ კვირიანი წვალების შემდეგ მატყუარა ჩაიდო და ისე იძინებს დღემდე (თუ მატყუარა არ უდევს გამე ან შუადღეს ძილის დროს თითს იდებს ისევ არ დავიწყებია ჯერარადა 1 წელი გავა ამ ზაფხულში რაც გადავაჩვია ამას თუ გადაჩვევა ქვია), ამასთანავე ჩვევა აქვს Yურზე ხელს იკიდებს და ისე იძინებს ან მე მეთამაშება ყურზე ან მამას ძილის წინ. წავიკითხე სტატიაში, რომ თუ ბავშვი ხშირად იდებს ყურზე ხელს საშიშიაო და შემეშინდა ეხლა და იქნებ მითხრათ რატოა საშიში და თითის წოვაც გამიგია არ არის კარგიო და რამე კავშირში ხომ არ არის ერთმანეთთან? სხვა არანაირი პრობლემა არ გვაქვს განვითარების მხრივ. უსწრებს ყველა კრიტერიუმს 2 წლის ბავშვის განვითარებისას. 6 თვიდან აქტიურად დაიწყო სიტყვების ათვისება და ჩვეულებრივი დიდი ადამიანივით საუბრობს ეხლა. წინადადებებს აბამს და აზრსაც სწორად აყალიბებს, ბრუნვებში ლაპარაკობს და აზროვნებითაც ისეთ რაღაცეებს თვინავს ხოლმე რო მაოცებს. ყოველთვის უსწრებდა განვითარებას ამ მხრივ. ძალიან აქტიური და მოძრავია. ყველაპერი ესმის და ყველაფერს აკეთებს რაც ცხრილშია ჩამოთვლილი ამ სტატიაში. ერთადერთი პრობლემა რაც არის თითის წოვა რო არ დაივიწყა აქამდე და ღამე (მხოლოდ ღამე) თუ მატYუარა გადმოუვარდა თითს იდებს და ყურზე ხელი. მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
მერი
მოგესალმებით, მერი,
თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, აღნიშნული ჩვევა მას პრობლემებს არ შეუქმნის.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ჩემი გოგო 2 წლის და 4 თვისაა,ზოგადად ემოციური ბავშვია ამ ბოლო დროს დაიწყო კივილი ყველაფერზე რაც არ მოწონს ხან მეურჩება ძირს წვება ან კივილს იწყებსმაგალითად თუ მინდა დავსვა ქოთანზე რას მირჩევთ ძალით გავაკეთებინო მაინც რაც მინდა რო გააკეთოს.კიდევ მირტყავს ხელს რამე თუ არ მოეწონება ან რამე ნივთს თუ გამოვართმევ,ვეღარ ვხვდები რა გავაკეთო სულ ვუხსნით ველაპარაკებით მაგრამ უარესად იქცევა მგონი
მოგესალმებით, თაკო,
ბავშვის ყვირილი, უხეში და გამომწვევი ქცევა არის მისთვის სასურველის მიღწევის საუკეთესო საშუალება.
იგნორირება არის ხერხი, რომლის გამოყენების შედეგად თქვენთვის არასასურველი ქცევების სიხშირე შემცირდება. როდესაც ის ასე იქცევა, არ დაუწყოთ კამათი, არ მოეფეროთ, არ შეუსრულოთ სურვილი, რომელსაც ასეთი სახით ითხოვს.
წახალისება არის ხერხი, რომლის გამოყენების შედეგად თქვენთვის სასურველი ქცევის სიხშირე გაიზრდება. მაგალითად, როდესაც ბავშვი გისრულებთ თხოვნას, იჯერებს და ითვალისწინებს თქვენს რჩევებს და ა.შ., აუცილებლად გაუმახვილეთ ყურადღება, შეაქეთ და დააჯილდოვეთ. ჯილდოა ყველა ის საგანი, სათამაშო თუ საქმე, რომელიც მას ძალიან უყვარს. დაანახეთ, რომ თქვენს ხელშია მისთვის სასურველი ყველა ნივთი და სათამაშო და დაარწმუნეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველ კარგ საქციელზე აჯილდოვებს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით..ჩემი გოგონა 2 წლისდა 3 თვისაა..ყველაფერი ესმის მაგრამ არ ლაპარაკობს.უფრო სწორად თავისებურად ლაპარაკობს.ითვლის ხუთამდე,იმეორებს სიტყვებს როგორც ქართულად ასევე ინგლისურად,მაგრამ ნორმალურად როდის უნდა დაიწყოს ლაპარაკი…და უნიტაზს ვერაფრით შევაჩვიე…პამპერსით მყავს სულ
მოგესალმებით, თაკო,
2 წლის ბავშვის ლექსიკონი შედგება >50 სიტყვისაგან. 2 წლის ასაკის ზემოთ, სიტყვათა მარაგის ზრდასთან ერთად ბავშვს შეუძლია დასრულებული აზრის გადმოცემა 2-3 სიტყვიანი ფრაზების მეშვეობით; ესმის თქვენი, ასრულებს 2-ეტაპიან დავალებებს, ცნობს საგნებს და იმეორებს…
ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, არა სიტყვების გამართულად და სწორი არტიკულაციით წარმოთქმა, არამედ ბავშვის კომუნიკაციისა და განვითარების სხვა სფეროების ასაკთან შესაბამისობის განსაზღვრა.
აუცილებელია, ამ თვალსაზრისით, ბავშვის სპეციალიზებული შეფასება.
პირველ რიგში, გირჩევთ მიმართოთ შესაბამის ცენტრს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
ანუ ოგონდ ძაგლს აუს ეძახის, კატას ფისოს მაგრამ კატაც იცის, ცხენს წალის ეძახის 🙂 ღორი გოის ანუ თავისი სითყვებით…. მაიმუნს მამუს ქათამს ქაკამის…
დიახ 2_3 სიტყვას აბავს ჩვეულებრივად, აი რაც შეხება ძაგლი კატა ცხენი ქათამი ღორი წიწილა სესთი რაგააცები სოფელში ისწავლა რომ მყავდა და ეზახდა კიდეც, რასაც ვაბარებ ყველაფერს ეგრევე აკეთებს, უბრალოდ მე მყავს ირგვლივ ბავსჰვები რომლებმაც ამის ასაკში უკვე ლექსები იცოდნენ პატარ პატარა და ამიტომ მიკვირს ეს რომ არ ამბობს… 🙂
გამარჯობა! ჩემი შვილი არის 2 და 2თვის,, ამბობს ყველაფერს მაგრამ რაგაც სიტყვებს თავისებურად, მინდა ვასწავლო მაგრამ გაიძაის ალ მინდას და გარბის, არ არის ჭირვეული პირიქით მხიარული და ძალიან ცელქია 🙂 3 სიტყვამს აბავს ერთმანეთს, ლექსების სწავლას ვერ ვაერხებ არ მიჯდება…დაგვიანებული ხომ არაა ლაპარაკი? როცა ვუბრაზდები რამეზე თვითონაც მეჩხუპება და ყვირის და გაიძაის მოდი ჩემთანო, სანამ არ მივალ მანამ არაფრით გაჩერდება როგორც კი მოვეფერები აგარ ახსოვს არაფერიიი ეგრევე ჩერდება….
მოგესალმებით მარი,
ამ ასაკისთვის ბავშვი უნდა იყენებდეს 2 ან 3 სიტყვიან წინადადებებს; ასახელებდეს სწორად საგნებს, მაგალითად ნახატებიან წიგნზე რომ კითხოთ “სად არის ძაღლი” უნდა ამოიცნოს; ასევე უნდა ასრულებდეს თქვენს მარტივ, ერთ ეტაპიან მითითებებს; სწორად იყენებდეს ნაცვალსახელებს. ეს ის ჩამონათვალია, რაც ამ ასაკითვის მოეთხოვებათ ბავშვებს კომუნიკაციის სფეროდან.
მარიამ აბულაძე
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით ქეთი,
სავარაუდოდ ბავშვს უჭირს თქვენთან განშორება და ამიტომ აპროტესტებს საბავშო ბაღში დარჩენას.
სამწუხაროდ, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დეტალური რეკომენდაციები მოგცეთ.
გარდა ამისა, თქვენი წერილიდან ჩანს, რომ არაერთხელ სცადეთ ბავშვის “სიჯიუტის” მართვა, მაგრამ თქვენი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. იმისათვის რომ მეტად ეფექტურად განახორციელოთ ცვლილებები, გირჩევთ მიმართოთ ფსიქოლოგს.
ფსიქოლოგიი დეტალურად შეისწავლის თქვენს შემთხვევას და ინდივიდუალურ, თქვენს პატარაზე მორგებულ რეკომენდაციებს მოგაწვდით და დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
პატივისცემით
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპიის ხელმძღვანელი
გვანცა ჩვამანია
მოგესალმებით,ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება და რჩევა…მყავს 2 წლის და 3 თვის გოგო..ძალიან ჭკვიანია კარგი მახსოვრობა აქვს,ყველა დეტალი ახსოვს და ყველაფერს კარგად გადმოგვცემს..არის ძალია ემოციური ზედმეტადაც კი მყავდა 2 ჯერ ნერვოპათოლოგთან და მითხრეს რომ ძალიან განვითარებულია თავის ასაკთანო და დამამშვიდებელი დაუნიშნეს..მოკკედ სექტემბრიდან შევიყვანე ბაღში დაა იმის მერე ძალიან დავიტანჯე მეც და ბავშვიც ეხლა უკეთესობა არის რა შედარებაა მაგრამ ბაღში მივდივართო რომ ვუათხრა არაფრით არ გამომყვება,დიკით წასვკაბუჭირს და იქ მთელი დგის მანძილზე ძალიან კარგადა მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელია და ძალიან განვიცდი არის დგეებიი საერთოდცარ უნდა ჩაცმა რო ცუვა ვერ აღიქვამს ტიტველი ფეხით დადის თითქმის სულ ვერაფრით შევაჩვიე ყოველ დილით აიი ესე ვართ…ყველანაერიი ხერხი ვსცადე უკვე ხან მიფერება ხან სიმგერით ხან ჩხუბით მაგრამ ისეთი ჯიუტია უკვე აგარ ვიი რა გავაკეთო იქნებ მირჩიოთ უკვე ვფიქრობ ფსიქოლოგთანაც მივიყვანოო..წინასწარ მადლობა.
მოგესალმებით ნია,
თქვენი აღწერით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვი ჭირვეულობს და ამ გზით გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენას ცდილობს, რაც გამოსდის კიდეც.
ბავშვები, ხშირად, გაუცნობიერებლად იყენებენ ტირილს, როგორც ინსტრუმენტს, მითუმეტეს, თუ ოჯახის წევრებისაგან მხარდაჭერას გრძნობენ.
ერთის მხრივ, ამაში უცნაური და შემაშფოთებელი არაფერია, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს საშიშროება, რომ თქვენმა პატარამ დაისწავლოს, რომ ტირილი და ყვირილი სასურველის მიღწევის საუკეთესო გზაა და ხშირად მიმართოს არასასურველ ქცევებს. მოგვიანებით ეტაპზე ასეთი ქცევა გახდება უფრო ხშირი, უფრო ძლიერი და ბევრად მრავალფეროვანი, რის გამოც უამრავი პრობლემა შეგექმნებათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში.
სასურველია არ დაუკმაყოფილოთ ის სურვილები, რომელსაც ტირილითა და ყვირილით ითხოვს.
მაგალითად თქვენი პატარა ყვირის რადგან სათამაშო უნდა, ამ დროს ჯობია არ მისცეთ სათამაშო, დაელოდეთ მის დამშვიდებას, როცა დამშვიდდება თავაზიანად მოათხოვნინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეთ სასურველი.
ასევე, რეკომენდირებულია, ოჯახის წევრები შეთანხმდნენ იმ წესებზე, რომლის მეშვეობითაც ბავშვის ქცევას მართავენ.
მშობლები და სხვა ოჯახის წევრები უნდა იყვნენ: შეთნხმებულები, თანმიმდევრულები და საერთო აღზრდის სტრატეგიებს უნდა იყენებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ბავშვის ქცევის გაუარესება.
პატივისცემით
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპიის ხელმძღვანელი
გვანცა ჩვამანია
გამარჯობათ, ჩემი გოგო 2 წლის და 7 თვისაა, 1 თვეა რაც ბაღში შევიყვანეთ და უკვე შეეჩვია, უყვარს წასვლა, იქ ძალიან კარგად იქცევა, მაგრამ სახლში მოვალთ თუ არა ძირს გაწვება და ვითომ ტირის და წუხს ისე იქცევა. ჩავთვალეთ (მშობლებმა) რომ ყურადღების მიქცევას ცდილობს, რადგან სახლში ძალიან ანებივრებდნენ ყურადღებით (ბებია-ბაბუა) ჩვენ ვცდილობთ დავაიგნოროთ ესეთი საქციელი და ვგრძნობ რომ ეს მოქმედებს, თუმცა ბებია და ბაბუა ამას ვერ ახერხებენ, ასეთ დროს ეფერებიან და აწყნარებენ და ამაზე უფრო ისტერიკაშია, მათთანაც არ ჭრის რაიმეს თქმა. გარდა ამისა როცა შენიშვნას ვაძლევ რამეზე მაშინაც ისტერიკაშია და ითხოვს ბებიას. რომრლიც მხოლოდ ეფერება 🙂 და თვლის რომ ჯერ პატარაა შენიშვნისთვის და “ყველა ბავშვი ესეთია”. როგორ ფიქრობთ ეს არის ისეთი პრობლემა რომ ბავშვის განვითარებაზე იმოქმედებს, თუ უბრალო ჭირვეულობაა და არ მივაქციო ყურადღება.
მოგესალმებით, მყავს 3წლის და 2 თვის ბიჭი, არ ლაპარაკობს. ითვლის 35მდე და რიცხვებსაც ცნობს. რეკლამები უყვარს თვეებიდან. მთელი დღე დადის და რეკლამებს იძახის ზეპირად. შეკითხვებზე არ მპასუხობს. მხოლოდ იცის რამდენი წლისაა და კვირაში რამდენი დღეა. იცის რა წვია მაგრამ არ იძახის, თუ რამე უნდა ხელით მანიშნებს, ამ ბოლო დროს დაიწყო სიტყვების გამეორება, რასაც ვეუბნები თვითონაც იმეორებს. იცის სიმღერები, ოღონდ მთელ ტექსტში რამდენიმე სიტყვას თუ გაარჩევთ. ლექსებიც იცის მაგრამ არ იძახის. მარტივ დავალებებს ასრულებს მხოლოდ, მოდი, დამელოდე, დანექი. მომიტანე არ იცის, მომეცის ხან ასრულებს, ხან არა. იშვიათად უთქვავს, წყალი, პური, გააღე, დაჯექი, დაწექი, ალბათ თითოჯერ, შესაბამის დროს. დედას არ მეძახის, მხოლოდ წკმუტუნებს და ხელით მექაჩება თუ რამე უნდა. მირჩიეთ რამე რა გავაკეთო რომ ლაპარაკის სტიმული მივცე. ბაღში დადის ერთი წელია უკვე და მხოლოდ თვლა და კარგათ ისწავლა. გმადლობთ წინასწარ
ლანა, მოგესალმებით.
თქვენი მონაწერიდან ჩანს, რომ ღელავთ ბავშვის მდგომარეობის გამო, არ მოგწონთ მეთოდები, რომლებსაც მშობლები მიმართავენ ბავშვის ქცევის სამართავად. თუმცა, აცნობიერებთ, რომ მშობლების გარეშე ბავშვთან დაკავშირებულ იმ საკითხებში, რაც გაწუხებთ, ვერ ჩაერთვებით. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მომწერეთ, გამიჭირდება კონკრეტული რეკომენდაცები მოგაწოდოთ, მითუმეტეს, რომ ამ რეკომენდაციებს ვერ განახორციელებთ, სანამ მშობლები არ გადაწყვეტენ სტრატეგიის შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ, მშობლებთან კიდევ ერთხელ განიხილოთ, რაც გაწუხებთ და მათი მზაობის შემთხვევაში, გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
გამარჯობათ!
ჩემი შვილიშვილი 2 წლის და 4 თვისაა, 5 თვიდან მარტო სძინავს, ძილის წინ მშობლები არ ეფერებიან რადგან მერე ბავშვი მშობლებს აღარ უშვებს ოთახიდან ამიტომ ტირილით იძინებს და იღვიძებს, ბავშვი გამართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს, მშობლებმა ბაღში წაიყვანეს, დიდი ძალისხმევის შედეგად პამპერს გადააჩვიეს, პატარა დაიკო დაიბადა, წყნარი ბავშვი რადიკალურად შეიცვალა, გახდა აგრესიული, საჭმლის ჭამის დროს ხშირად ნივთებს დაბლა ყრის, ჭირვეულობს და ტირის. დედა მას დასჯის მიზნით კუთხეში აყენებს, რის შედეაგადაც პატარა უფრო მეტად ტირის. კუთხიდან არ გამოყავათ ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის თავისი საქციელის გამო. ბავშვს გამომეტყველებაც კი შეცვლილი აქვს. მის მშობლებს ერთმანეთთან ძალიან მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. სიყვარულს და დროს თანაბრათ უნაწილებენ პატარებს. მაგრამ დადებითი შედეგი არანაირად არ მყარდება. ბავშვს კუჭში შეკროლობიც პრობლემაც დაემატა. დედა სასტიკი წინააღმდეგია ფსიქოლოგთან კონსულტაციის. უმორჩილესად გთხოვთ იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. მე ვერანაირად ვერ ვერევი მათ არზრდის პროცესში. ჩემი შეხედულებები გამაჩნია და არ მინდა მათ ვაწყენინო. თქვენი რჩევა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. წინასწარ გიხდით მადლობას.
გამარჯობათ, შეკითხვა მაქვს, მყავს 2 წლის და 3 თვის ბიჭი, 4 თვის ასაკში დაუდგინდა მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, მკურნალობის შემდეგ 1.წლის და 2,5 თვეზე გაიარა, გასულ წელს თქვა პირველად დადადა, დედადა, მამა, მამას სახელს ეძახის, მე-არა, წელს, ახალი სიტყვა ვერ მიამატა, როცა წყალი უნდა ხელით მანშნებს,ნივთების ჩამოღებასაც ხელით მანიშნებს, ალაო-ალაოს მღერის, ალას ამბობს, მეტს ვერაფერს, ჭირვეულიც არის, ბავშვებთან კონტაქტურია… მყავდა ნერვოპათალოგთან, მითხრა ნეირო-ფსიქოლოგთან მიყვანა, ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი…. ჯერ ვირუსი გვაქვს და ვერ მიმყავს… გთხოვთ მითხრათ ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე?
ლელა
სამწუხაროდ რთულია მხოლოდ ასეთი მწირი მონაცემების საფუძველზე დასკვნის გაკეთება და რჩევის მოცემა. აუცილებელია ბავშვის განვითარების შეფასება. მხოლოდ ის, რომ ღარიბი ლექსიკური მარაგი აქვს, ბევრს არაფერს ნიშნავს. აუცილებლად მიიყვანეთ შესაფასებლად
მოგესალმებით ირაკლი,
პირველ რიგში მინდა გითხრათ,რომ ძალიან კარგი ასაკია პრობლემების ამოცნობისათვის და თერაპიული ღონისძიებების დასაგეგმად. ითვლება,რომ 3 წლამდე დაწყებული თერაპია ნებისმიერი ნეიროგანვითარებითი დარღვევების დროს,50%-ში იმდენად აუმჯობესებს შედეგს,რომ ბავშვებს არ ექმნებათ მნიშვნელოვანი პრობლემები სკოლაში წასვლის.
რაც შეეხება მეტყველებას, ჯერ კიდევ 2 წლის ასაკის ბავშვი უნდა ამბობდეს 50- მდე სიტყვას და 2-3 2 სიტყვიან მარტივ ფრაზას, თუმცა გასათვალისწინებელია რამოდენიმე ენოვანება სახლში, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გამოდის,რომ სალაპარაკო ენა მხოლოდ ინგლისურია. თქვენ ქართულად სხვებს ვერ დაელაპარაკებით. ფრანგულად ალბათ ძიძა ვერ დაეკონტაქტება ოჯახის წევრებს, ასე,რომ ინგლისურია მაინც თქვენი ძირითადი საურთიერთობო ენა.
ის რომ გაუცერებლად აქვს მარცვლების პროდუცირება, მაშინ რა უშლის ხელს იმაში,რომ მეტყველება დაიწყოს…და მაინც არ ლაპარაკობს ასაკის შესაბამისად( იდიოსინკრატული მეტყველება).თუ ადექვატურად ესმის მიმართული მეტყველება ყოველ ჯერზე,ეს ძალიან კეთილსაიმედო რესურსია, ასევე მთავარია რამდენად ასაკის შესაბამისია თქვენს მიერ მიწოდებული დირექტივებია და ძალიან მარტივი დირექტივებით ხომ არ შემოიფარგლებით?:)
მე გირჩევდით მიგემართათ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმისათვის, ჩაგეტარებინათ ასაკობრივი განვითარების შესაფასებელი კითხვარი, ასევე M-CHATდა თუ ყველა პასუხი ექიმისთვის დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ხომ ძალიან კარგი, სხვა შემთხვევაში დაგიგეგმავდათ დამატებით დიაგნოსტიკურ კვლევებს ან თერაპიულ სეანსებზე გადაგამისამართებდათ
მედეა ზირაქაშვილი
ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი
ნეიროგანვითარების ცენტრი
მოგესალმებით, ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ თქვენი რჩევა ეხლა აუცილებლად მჭირდება. მყავს 2 წლის და 6 თვის ბიჭი ვცხოვრობთ ამერიკაში, ბავში არის უზომოდ აქტიური, ძალიან ჭკვიანი, აფსოლუტურად ყველაფერი ესმის, აფსოლუტურად ყველაფერზე ადეკვატურად რეაგირებს, არის ძლაიან ჯანმრთელი არაფრი არ აწუხებს, ფიზიკურად გაცილებით დიდად გამოიყურება ვიდრე მისი ასაკის ბავშვები. მაგრამ ჩემი დიდი პრობლემა ის არის რომ არ ლაპარაკობს, ძალიან ცოტას მეტყველებს, ინგლისურად იცის რამოდენიმე სიტყვა, აქვს უზომო დიდი ფანტაზია და თავის ენაზე გაუჩერებლად მეტყველებს. მუნჯი ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ ბავშვი სიტყვებს არ ლაპარაკობს. დაიბადა 7 თვიანი და ვფიქრობ ამ ყველაფრის გამო ხომ არ არის, რომ ჯერ ვერ იწყებს ლაპარაკს? ჩემი დიდი პრობლემა ის არის რომ მას ყავს დედა და ძმა ამერიკელი რომლებმაც ქართული არ იციან, ძიძა ყავს ფრანგი – მამა ( მე ) ქართველი. შესაბამისად ვფიქრობ ბავშვს არეული ააქვს ალბათ ამდენი უცხო ენა ესმის და ამიტომ ვერ იწყებს ჯერ მეტყველებასთქო ( ნუ ეს ჩემი აზრია – თავს ასე ვიმშვიდებ) როდესაც ვეკითხები რამეს ის აუცილებლად ასრულებს ყველაფერს, მაგალითად როცა ვთხოვ მომიტანე ეს ან რომელიმე ნივთი იმწუთას მოაქვს, როცა ვეუბნები ჭამე, ჭამს – როცა რამე უნდა ის ხელზე მკიდებს და მივყავარ იმ ადგილას რაც უნდა, რომ მანახოს , როცა ფოტოებს ათვალიერებს აფსოლუტურად ცნობს ვინ – ვინ არის. დედამისის ფოტოს დაადებს თითს და ამბობს რომ ეს ”მამაა”, და ა.შ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვი აზროვნებით არის აფსოლუტურად ჯანმრთელი მაგრამ არ ლაპარაკობს ეს არის ჩემი დიდი პრობლემა, რას მირჩევთ დაველოდო კიდევ ცოტახანი იმ იმედით, რომ მალე ამოიდგამს ენას თუ როგორ მოვიქცე? გთხოვთ მირჩიეთ რა გავაკეთო?.. და კიდევ ერთი საკითხი – ბოლო 4 დღეა როცა ”სოსკას” იდებს მცირე დოზით დორბლი სდის, ამან სულ ჭკუიდან გადამიყვანა, საშინელი შიში დამეუფლა, ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს? ძალიან ვნერვიულობ გთხოვთ დამეხმარეთ და მირჩიეთ როგორ მოვიქცე?
ქალბატონო ნუნუ,
კარგია, თუ თქვენი შვილიშვილი სცნობს და ასახელებს სიმბოლოებს და ცხოველებს, ასევე ბაძავს მათ. ბავშვის ინტერესი უმნიშვნელოვანესია მისთვის სწავლების პროცესში. ამიტომ, აკრძალვა და მისთვის სახალისო აქტივობების ჩამოშორებას არ გირჩევთ. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ გააგრელოთ ანბანის, ციფრების და მსგავსი ხისტი ინფორმაციის სწავლება ასეთ ადრეულ ასაკში, გირჩევდით ნელ-ნელა მისი ყურადღება გადაიტანოთ უფრო საჭირო აქტვობებზე – განაგრძეთ ცხოველების, ფრინველების და სხვა კატეგორიების სწავლება. კარგი იქნება, თუ გაახმოვანებთ ცხოველებს, აჩვენებთ, როგორ დადიან. სწავლების ფორმა კი არ შემოფარგლოთ მხოლოდ წიგნში ჩვენებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლებას თამაშის ფორმა ჰქონდეს და ნასწავლის სხვა გარემოში გადატანაშიც დაეხმაროთ.
წარმატებას გისურვებთ!
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
კითხვა ერთი აქვს ეს რა არის? თითს ადებს ხოლმე იმ ნახატებს რომეწლიც უნდა აუხსნა არის გონიერი ერთხელ რომ აუხსნი უკვე იცის .საპასუხო კითხვაზე გპასუხობს თითის დადებით .იცის ზოგიერთი ცხოველები ბაძავს მათ.ორ სიტყვას აბამს .მეტი არ იცის ჯერ .რასაც ვეკითხები მპასუხობს კი ან არათი .ან არ ვიცი .ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.ვიცი ძალიან დაკავებული ბრძანდებით .მაგრამ იქნებ გამონახოთ დრო.
გამარჯობათ გამიხარდა თქვენი გვერდის ნახვა.მყავს შვილიშვილი 1წლის და 7 თვის .იცის ანბანი .ანბანით ვათამაშებდი ადვილად ისწავლა.ახლა თხოულობს წიგნებს.უყვარს ისინი უნდა უპასუხო მის კითხვებს .ასეც ვიქცევი .ზოგიერთი მეუბნება არ შეიძლებაო .მე ასე არ მგონია .თქვენ რას მიპასუხებთ.გთხოვთ მომწეროთ
გამარჯობათ , მყავს 2 წლის და 5 თვის ბიჭი არ ლაპარაკობს დედას ამბობს ,წყალს ნწას ეძახის როცა უნდა რაგაცას ამბობს მაგრამ როგორც უნდა ლაპარაკობდეს ისე არა ვნერვიულობ თვითონ ვითომ ლაპარაკობს თავის ენაზე აბრალიან კომპიუტერს ძაან უყვარს კომპიუტერი ვიცი რო არ არის რეკომენდირებული მაგრამ თუ არ ჩაურთავ ისტერიკებს ტეხავს ძალიან მჯირდება რჩევა დიდი მადლობა
ნინუცა,
2 წლის და 5 თვის ბავშვი უკვე უნდა იყენებდეს რამდენიმე სიტყვას თავისი სურვილებისა და აზრების გამოსახატავად. ასევე, უნდა ესმოდეს, რასაც ეუბნებით. სცადეთ სხვადასხვა თამაშები:
სხვადასხვა ნივთების გამოყენებით გააკეთეთ წარმოსახვითი აეროპორტი, ქუჩა ან უბანი. ლენტი იყოს გზა. შვრიის კოლოფი შესაძლოა გვირაბად გამოგადგეთ. საკვების სხვა ყუთები გამოიყენეთ შენობების მაგივრად. მისალოცი ბარათებისგან გააკეთეთ ასასვლელი გზა მანქანებისთვის. პატარა სათამაშო მანქანა გაატარეთ გვირაბში, ხიდის ქვეშ ან შენობასთან. ამ თამაშის დრო გამოიყენეთ ახალი სიტყვები.
აიღეთ დიდსურათებიანი წიგნი ან ჟურნალი, თითით მიუთითეთ ნახატზე და ჰკითხეთ, რასაც ხედავს: „სად არის ძაღლი“ და მიათითებინეთ ნახატზე. „წააკითხეთ“ წიგნი ისე, როგორც ოჯახის რომელიმე წევრი, მაგალითად ბაბუა უკითხვას ხოლმე.
თქვენს ბავშვს ალბათ მოსწონს ახალ ადგილებში, თუნდაც ახალ მაღაზიაში წასვლა. ეს საუკეთესო საშუალებაა ახალი სიტყვების სწავლისთვის. ესაუბრეთ ყველაფერზე, რასაც ხედავთ: „შეხედე, იმ ხილს ქვია ატამი. შეხედე რამხელა მაცივარია. დაადე ხელები, როგორი ცივია.“