ზოგადი რჩევები
- გამოყავით სპეციალური დრო წიგნის წასაკითხად
- წაახალისეთ ბავშვის წარმოსახვით თამაშებში ჩართვა
- ითამაშეთ “აღლუმობანა” და გაჰყევით მწყობრში “ლიდერს” თქვენს ბავშვთან ერთად
- დაეხმარეთ ბავშვს გარემოს შეცნობაში, რისთვისაც ისეირნეთ და იმგზავრეთ ერთად
- წაახალისეთ ბავშვი, რომ გითხრათ თავისი სახელი და ასაკი
- ასწავლეთ თქვენს შვილს მარტივი საბავშვო სიმღერა
- რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის
- ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი
- ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. ამიტომ მოზრდილი მას უნდა ესაუბროს სწორად და გამართულად, უნდა გამოიყენოს მარტივი ენა და საინტერესო სასაუბრო თემები და მისცეს ბავშვს დრო აზრის ჩამოყალიბებისთვის
- მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ საშიშროების ნიშნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს – მაგ. ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმია კონსულტაცია
რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის
მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ ანუ უხეშ, წვრილ ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ ანუ მგძნობელობით-მოძრაობით უნარებს. მოტორული სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა სხვადასხვა მოძრაობითი აქტივობის განხორციელება.
- ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა
- მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება.
- ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. Aამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.
რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის
სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს ბავშვიც ბედნიერია და პირიქით თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.
მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას, განსაკუთრებით ზედმეტად მორცხვ ან ადვილად აგზნებად ჩვილებთან.
მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში (აღმზრდელი, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებელი).
ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.
უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები.
თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. Mმაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ.
არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას “შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?”, “როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?”
მიზანშეწონილია როლური თამაშის გამოყენება, იმისთვის რომ ასწავლონ ბავშვს სხვადასხვა სოციალური ჩვევა, მაგ. როდის თქვას “გამარჯობა” და “ნახვამდის” მეგობრებს ან უფროსებს, რომლებიც მოდიან მასთან სტუმრად.
უფროსმა ბავშვთან უნდა ისაუბროს გრძნობების შესახებ, დაეხმაროს მას გაიგოს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ემოციებს გამოხატავს. დაახასიათოს საკუთარი, ან ბავშვის განწყობა “გახარებული ხარ?” “ბედნიერი ხარ?” “მოწყენილი ხარ?”
თუ ბავშვი მშიშარაა და “დედის კალთას” არ სცილდება, აუცილებელია დედისგან განცალკევების შეჩვევა. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლების გარეშეა. “შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ.” უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: “მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებას.
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.
თამაში
ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.
- მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით
- სათამაშოები და თამაში უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით
- სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო
- ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა ხელნაკეთი სათამაშოებითაც
- ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს
- სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, Mთუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი
დისციპლინა
ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, დაახლოებით, 18 თვიდან უნდა დაიწყოს. Mმშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკამდე ბავშვს არ შეუძლია ცუდად მოქცევა, რადგან მან ჯერ კიდევ არ იცის ცუდი და კარგი საქციელის გარჩევა.
- ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბება ორ ძირითად ფენომენს ეფუძნება – ,,მიბაძვა” და ,,მაგალითი’’
- ბავშვი ბაძავს უფროსის ქცევას. იმისთვის რომ ხელი შეუწყონ ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მას ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა მისცენ
- ბავშვი კარგი საქციელის მიბაძვით უკეთ სწავლობს, ვიდრე შეგონებით
- არ არის რეკომენდებული ბავშვის ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის აგრესიას და საკუთარი თავში ჩაკეტვას
- მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას
- რეკომენდებულია ბავშვისთვსის გასაგები, მინიმალური აკრძალვების დაწესება
- 1-5 წლამდე ასაკის ბავშვის დასჯის ეფექტური მეთოდია ,,ტაიმ-აუტი”- ბავშვი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე მშვიდად უნდა იჯდეს ან იდგეს გარემოსაგან იზოლირებული. მას არავინ არ უნდა ელაპარაკებოდეს. ტაიმ-აუტი გრძელდება იმდენი წუთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი
ტუალეტის ჩვევა
საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.
დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:
- მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
- არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
- ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. ,,მოდი’’, ,,აიღე’’, ,,მომეცი’’
აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.
- ბავშვი ქოთანზე უნდა დასვან ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ
- არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება
- უფროსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად
- იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით
- თუ უნებლიე შარდვა აღინიშნება 5 წლის შემდეგ, საშუალოდ კვირაში ორჯერ, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს
- დაუშვებელია ბავშვის დასჯა და შეურაცხყოფა
3 წლის კრიზისი
2-3 წლამდე ასაკში ბავშვის ქცევაში მშობლები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან. მანამდე მშვიდი, წყნარი და დამჯერი ბავშვი უეცრად ჯიუტ და ჭირვეულ არსებად იქცევა. ბავშვი სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს უფროსის მოთხოვნებს და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ყველანაირად ცდილობს.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ასეთი ცვლილება ამ ასაკისთვის დამახასიათებელია. ეს უკავშირდება ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესს, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და თვითდამკვიდრების სურვილს.
ეს პერიოდი “3 წლის კრიზისის” სახელით არის ცნობილი და მალე გაივლის. პიროვნების ფორმირების პროცესში დიდ როლს ასრულებს ბავშვის ემოცია, რომელიც ამ პერიოდში შესაძლოა ბავშვის შიშების საფუძველი გახდეს. პრობლემების გადალახვა შესაძლებელია, თუ მშობელი სერიოზულ მოთმინებას და ტაქტს გამოიჩენს.
ბავშვს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა, რითაც იგი სწავლობს პირველი დაბრკოლებების გადალახვას და რაც მას ეხმარება ნებისყოფის გამომუშავებაში.
- თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს დაბრკოლების დაძლევას, უფროსი უნდა დაეხმაროს მას.
- გაუმართლებელია ბავშვისთვის გაუგებარი და ხშირი აკრძალვების დაწესება.
- ამ ასაკში ბავშვის არასასურველი ქცევის აღკვეთის საუკეთესო გზა მისი ყურადღების სხვა რამეზე გადართვაა.
- უცილებელია შენიშვნის დროული მიცემა, რათა ბავშვმა საქციელი და შენიშვნა ერთმანეთს დაუკავშიროს.
- აუცილებელია 2-3 მარტივი აკრძალვის დაწესება და ოჯახის წევრების შეთანხმება აკრძალვის წესებზე.
- არასწორი საქციელის გამო ბავშვს შენიშვნა ნებისმიერმა უფროსმა უნდა მისცეს.
უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
- ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო
- აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება
- წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს
- არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან
- მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება
- არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება ან სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება
უღრმესი მადლობა, ძალიან ვნერვიულობ ,რადგან ჩემი გოგონას თანატოლები თითქმის ყველა ლაპარაკობს გამართულად და ამიტომ ვშიშობ.და თუარ შეგაწუხებთ იდევ ერთი შეკითხვა მაქვს, მაინც რამდენი წლისამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი,და როდის არის საშიში?
მარიამ,
3 წლამდე უნდა დაიწყოს ლაპარაკი.
მოგესალმებით,თუარ შეგაწუხებთ კითხვა მაქვს.ჩემი პატარა არის 2 წლის და ერთი თვის.ძაალიან აზრიანი ბავშვია,ესმის თითქმის ჩემი ყველა ნათქვამი სიტყვა.დედას არ მეძახის.ცალკეული სიტყვები ,ერთი,ორი ,სამი,ა.შ,პამპერსსაც გადავაჩვიე და როცა მოუნდება მეუბნება ფისის,ეძახის ძაღლს,კატას.თავის ენაზე მელაპარაკება,წყალს ნწას ეძახის.ხომ არ არის მეტყველება დაგვიანებული ან რიტია გამოწვეული არის თუარა მსგავი საქციელი ნორმა? გმადლობთ წინასწარ
მარიამ
თქვენი ბავშვის მეტყველების განვითარება სრულად შეესაბამება ასაკს, რადგან როგორც თქვენ გვწერთ ესმის მიმართული საუბარი და იცის რამდენიმე სიტყვა. ესაუბრეთ ბევრი და წაუკითხეთ დასურათებული წიგნები. ამით მას დაეხმარებით ისწავლოს ახალი სიტყვები და გამოიყენოს საჭიროების დროს.
თეონა, გამარჯობა. როგორც წესი, სჯობს ბავშვი თავისსავე ასაკობრივ ჯგუფში დადიოდეს ბაღში. თანატოლების გარემოცვაში ყოფნა ხელს შეუწყობს მის განვითარებას ყველა სფეროში. აქედან გამომდინარე, სასურველია გადაიყვანოთ თავისი ასაკის ჯგუფში. თუმცა, ამისათვის წინასწარ მოამზადეთ – გააცანით აღმზრდელი და ბავშვები. სანამ სრულად გადაინაცვლებდეს, პერიოდულად შეიყვანეთ იმ ჯგუფში და ჩართეთ (ბაღის აღმზრდელი იგულისხმება) ბავშვებთან თამაშში – ამგვარად, შეეცადეთ, ახალი ჯგუფი მეტად ნაცნობი და სასიამოვნო გახადოთ მანამ, სანამ გადაიყვანდეთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს განსაკუთრებულად უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება ან არსებობს სხვა ფაქტორები, რომელთა გამოც გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან მეტად დეტალური რეკომენდაციების მისაღებად.
წარმატებას გისურვებთ!
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობა! ჩემი გოგონა არის 3 წლის და 5 თვის, ლაპარაკობს ქართულად და რუსულად, იცის ინგლისური სიმღერები. 2 წლის და 10 თვის იყო ბაღში რომ მივივანეთ და მოხვდა ბაგაში, ძალიან ვნერვიულობ ასაკით თავისზე პატარებთან რომ არის რადგან მოჩლექვით დაიწყო ლაპარაკი,სოსკა მომეციო პატარა ვარო მეუბნება. ვფიქრობ ხომ არ აჯობებს 3/4 წლიანებში გადავიყვანო თუ ეს ახალი გარემო უფრო დათრგუნავს?
ხატია, მოგესალმებით.
ის, რაც თქვენ აღწერეთ, როგორც ჩივილი, ამ ასაკის ბავშვებს ახასიათებთ. იმისათვის, რათა სამომავლოდ შეამციროთ მსგავსი ქცევების გამოვლენის ალბათობა, სასურველია ბავშვის მიერ ისეთი საგნით დაინტერესების შემთხვევაში, რისი მიცემაც მისთვის პოტენციურად ზიანის მომტანია, თავიდანვე სხვადასხვა ხერხით გადაატანინოთ ყურადღება რაიმე სასიამოვნო აქტივობაზე ან დააინტერესოთ სხვა საგნით, რომლის მიცემაც შეგიძლიათ მისთვის. თუ ეს არ მოხერხდება, როდესაც ცდილობს, რომ გიკბინოთ ან დაგარტყათ, იმგვარად დაიჭირეთ ბავშვი, რომ ვერ მოახერხოს ზიანის მოყენება თქვენთვის და როდესაც დამშვიდდება, დააინტერესეთ რაიმე აქტივობით. ბავშვებთან ურთიერთობისას დააკვრიდით, როგორც წესი, რა უძღვის წინ მის მიერ ბავშვისთვის ჩარტყმას: შესაძლოა ეს იმ დროს ხდება, როდესაც მობეზრდა სათამაშო და არ იცის რითი დაკავდეს, ან როდესაც არ გამოსდის რაიმე. თუ გამოკვეთთ წინაპირობას, დროულად ჩაერიეთ – დააინტერესეთ სხვა სათამაშოთი ან მიეხმარეთ, რათა არ ჩაარტყას ბავშვს.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ზოგადად ბავშვი თუ ზედმეტად გაღიზიანებულია და სხვა პრობლემებიც აღენიშნება, მაგ. ძილის, კვების, ან ზოგადი სისუსტე და სხვ., ამ შემთხვევაში გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რომელიც საჭიროებისამებრ გადაგამისამართებთ სპეციალისტთან. რაც შეეხება ნევროლოგს, თუკი საჭიროება იქნება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნეიროგანვითარების ცენტრს და ჩაეწეროთ ნევროლოგთან კონსულტაციაზე შემდეგ ნომერზე: 568 01 33 99 – გვანცა შიშინაშვილი (კოორდინატორი).
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
მოგესალმებით.ჩემი ბიჭი 1 წლის და 1თვის არის. ზოგადად ძალიან აქტიური ბავშვია,კომუნიკაბელური,ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა,უცხო ბავშვებთანაც კი. ბოლო ერთი თვეა რაც გამოხატვს აგრესიას.თუ იმას არ მივცემ რაც თვითონ უნდა(რა თქმა უნდა რაც მას ზიანს მოუტანს ისეთ საგნებს ვგულისხმობ), და ამ დროს ვინმეს ხელში ჰყავს აყვანილი სახეზე ჩქმეტაცს,კაწრავს და ცდილობს კბენას.უწყებს ტირილს და ხშირად იცის თავის და ტანით უკან მთელი ძალით გადაქნევა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან უყვარს თავისი ბიძაშვილი თამაშის პერიოდში შეიძლება უცებ თმა მოწიწკნოს,დავაკონკრეგებ რომ ამ დროს არანაირ გამაღიზიანებელ საქციელს არ სჩადის გოგონა რონელსაც თმაზე ექაჩება.არის თუ არა დამახასიათებელი ამ ასაკისთვის მსგავსი აგრესიულობა?როგორ უნდა შევუწყო ხელი რომ არ გავართულო სიტუაცია?საჭირო არის თუ არა ნევროპათოლოგთან ვიზიტი და თუ კი იქნებ ვინმე კომოეტენტური მირჩიოთ.გმადლობთ
სოფო, მოგესალმებით.
შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს რეკომენდაციების მიღების მიზნით.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
გამარჯობათ, ბავსჰვი არის 2 წლის და 6 თვის,არ უყვარს ზღაპრების მოსმენა,არც ლექსის, ჯიუტობს, თუ თვითOნ არ უნდა რამე არ გააკეთებს, ან თუ არ დაპირდი ამას გიყიდი ოღონდ ეს გააკეთეთქო მაშIნ აკეთებს, ვის მივმართო? ბაღში მირჩიეს ფსიქოთერაპევტს აჩვენეო რადგან გონებაგაფანტულიაო,რას მირჩევთ?
გამარჯობათ.უკვე ძალიან დაბნეული ვარ აღარ ვიცი ვის მივმართო ამ კითვასთან დაკავშირებით,ძალიან ვნერვიულობ.ჩემი გოგო წლის და 11 თვის არის,ძალიან განვითარებული ბავშვია ყველაფერი იცის,მაგრამ სიარულთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა ბავშვზე,ქონდა მენჯ-ბარძაყის დისპლაზია ვუმკურნალეთ,შედეგიც უკეთესი ქონდა,ექიმმა თავის დაზღევის მიზნითგანმეორებითი მასაჯი,და კიდევ რაღაც პროცედურები,პარაპინი,ელ სინთეზი დაგვინიშნა და მაგრამ ბავშვს შედეგი ჯერ არ აქვს მეუბნებიან 2 თვეზე მეტი უნდა შედეგსო.ერტმა ნერვოპათოლოგმა ისიც მითხრა ნერვული არ იყოს ეს ყველაფერიო,მაგის გამოკვლევას საშინლად მტკივნეული ტომოგრაფია ჭირდებაო.უკვე ძალიან დავიბენი.ეხლა სიარულს აგიხსნით,ზოგჯერ ძალიან ჩვეულებრივად დადის არის მომენტები თითქოს ეკეცება უცბად სიარულის დროს ფეხი,კოჭთან,გარეთამხელა ბავშვია და მაინც მეშინია ხელის გაშვება,ვეღარ გავიგე უკვე რას დავაბრალო,ძალიან ბევრ კარგ სპეციალისტს ვაჩვენე და არაფერს ისეთს არ მეუბნებიან არადა დედამ უფრო იცის შვილის.იქნებ რამე მირჩიოთ.მალდობთ წინასწარ
ნინი,
მიმართეთ კომპეტენტურ ორთოპედს, მაგალითად იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ლაშა ძიძიგურს. მისი ტელეფონის ნომერია: 599536705. დარწმუნებული ვარ სწორ რჩევას მოგცემთ.
მოგესალმებით.
თქვენ მიუთითეთ ბავშვის ძლიერ მხარეებზე, რომლებიც უმეტესად ინგლისურ ენაზე სიტყვების მარაგს და ამავე ენაზე სიმღერას უკავშირდება. აქვე მიგვითითეთ კომუნიკაციის პრობლემაზე – მიუხედავად იმისა, რომ იცის ციფრები, არ პასუხობს რამდენი წლისაა. იცის საკუთარი სახელი, მაგრამ შეკითხვის საპასუხოდ არ ამბობს. აგრეთვე, ქცევის პრობლემაზე. გირჩევთ მიმართოთ ექიმს, რომელიც შეაფასებს ბავშვს და მოგცემთ რეკომენდაციებს, როგორ იმუშაოთ თქვენ მიერ აღნიშნულ ჩივილებზე. უმჯობესია, მიიღოთ არა ზოგადი, არამედ კონკრეტულად თქვენს შვილზე მორგებული რეკომენდაციები, ვინაიდან რამდენიმე სფეროში მიუთითეთ პრობლემის არსებობაზე. გაითვალისწინეთ, რომ მისი ასაკი მნიშვნელოვანი რესურსია – ადექვატური დახმარების მიწოდების შემთხვევაში ამ ასაკში მნიშვნელოვნად შეგიძლიათ მდგომარეობის გაუმჯობესება.
გისურვებთ წარმატებას! შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს. ტელ: 568 013399.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი.
გამარჯობათ, მყავს 2 წლის და 3 თვის ბიჭი. ორ პრობლემაზე მინდა გესაუბროთ.არ ლაპარაკობს, რასაც სიმართლე გითხრათ მართალია მე ძალიან არ განვიცდი, თუმცა “ბებია-ბაბუის ინსტიტუტი” განიცდის და ხანდახან ბავშვს ეუბნებიან ამოიღე ხმა, მუნჯი ხო არ ხარ და მსგავს საშინელებებს, რაზეც მართალია მე რეაქცია მაქვს, მაგრამ ისინი მაინც თავისას ამბობენ. ლაპარაკობს ცალკეულ სიტყვებს, იცის დათვლა 1-10მდე ინგლისურად და ქართულად და იცის ანბანი ქართულიც და ინგლისურიც, ბოლომდე ჩაიმღერებს ხოლმე:) თუმცა წინადადებებს არ ამბობს და სიტყვებს ერთმანეთთან არ აკავშირებს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 3-4 სიმღერა იცის ინგლისურად ,მართალია სიტყვებს დამახინჯებულად ამბობს, მაგრამ მაინც მის ასაკთან შედარებით იდეალურად ასრულებს. იცის ინგლისურად უამრავი სიტყვა, ქართულად ნაკლებად. ალბათ თავადაც მიხვდებით, რომ ეს კომპიუტერის და ინგლისური არხების გავლენაა. მაგრამ ქართულს როგორც კი ჩავურთავ მაშინვე ითხოვს ისევ ინგლისური სიმღერების და მულტფილმების ჩართვას. რა მოვიფიქრო, რომ დავაინტერესო აღარ ვიცი. ზღაპრები აინტერესებს მხოლოდ 5 წუთით. უყვარს მანქანები და ციფრებით და ასოებით თამაში. მინდა , ქართულად მეტყველებას მივაჩვიო,მაგრამ არაფერი გამომდის. იცის რაც ქვია, მაგრამ რო ეკითხები არ ამბობს, სურათზე თავის თავს რომ ხედავს სახელს ეძახის, მაგრამ ისე არ გპასუხობს. ზემოთ აღვნიშნე, რომ ციფრები და დათვლა იცის (არეულადაც და მიყოლებითაც) მაგრამ არც იმას გეტყვის რამდენი წლის არის. როგორი კუთხით უნდა მივუდგე რომ არ დაიმორცხვოს ან დავაინტერესო ლაპარაკით ვეღარ ვხვდები. რას არ ვცდი, თამაშით, დაწერით, წაკითხვით.. და მეორე: არის უზომოდ ჯიუტი , სადმე თუ მიგვყავს, სტუმრად მაღაზიაში, არაფერს არ გვიჯერებს და კივილით იკლებს იქაურობას. ხან რა უნდა ხან რა, ანალოგიურად ზოოპარკში,საქანელებზე, გადმოსვლა აღარ უნდა, ისეთ დღეში ვარდება წამოყვანა თუ დავაპირე რომ ძალითაც ვერ მომყავს. ვერაფერს გავხდი ვერც ერთ საკითხში. იქნებ რაიმე მირჩიოთ და დამეხმაროთ. წინასწარ დიდი მადლობა
მოგესალმებით და მინდა ჩემი პრობლემის შესახებ გესაუბროთ. მყავს 2 წლის და 8 თვის ბიჭი. 2014წლის თებერვლის თვიდან აკრძალა ყველანაირი სადილის ჭამა, მანამდე ყველაფერს მიირთმევდა (სუპები, ბორში, ხორცი და ა.შ. თუმცა ხილს საერთოდ არ ჭამდა გარდა ბანანისა და ხანდისხან ვაშლს თუ მიირთმევდა). ვერ ვუკავშირებ ვერაფერს,ავად არ ყოფილა რომ მას შემდეგ დაენებებინა თავი ჭამისთვის. თებერვლიდან მიირთმევს მხოლოდ რძეში მოხარშულ ფაფაებს: შვრიას და ვერმიშელს,ჭამდა პიურესაც მაგრამ ახლა ეს 2 თვეა აგარ ჭამს. ჭამს არაჟანს და ტკბილეულს (პეჩენია და კამფეტები). ვასმევდი ტრიმეტაბოლს მაგრამ შედეგი არანაირი არ გვქონდა,ახლა იღებს რკინის პრეპარატს ფერუმლეკს, იმიტომ რომ რკინა აქვს დაბალი,რაც კვება შეწყვიტა მას შემდეგ დაეწყო ეს პრობლემა. გთხოვთ მირჩიოთ რა და როგორ გავაკეთო, ან ვის მივმართო ამ პრობლემის გამო. მინდა რომ ისევ სრულყოფილად იკვებოს ჩემმა პატარამ
ნინო, მოგესალმებით.
რაც შეეხება თქვენს პირველ შეკითხვას სტუმრად ყოფნისას შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად საყურადღებოა. ვინაიდან თქვენს შვილს სახლში ყოფნისას შეუძლია ადექვატურად ტუალეტით სარგებლობა, ცხადია, პრობლემა ტუალეტის ჩვევაში არაა. მის მიერ შეკავება მხოლოდ გარკეული პრობლემის გამოხატულებაა. აუცილებელია შეფასდეს ფსიქოლოგის მიერ მდგომარეობა თქვენთან მეტად ღრმა ინტერვიუს საფუძველზე და გამოიკვეთოს ის მიზეზები, რაც განაპირობებს პრობლემას – ეს შესაძლოა იყოს მანიპულაციური, ვინაიდან თქვენ ახსენეთ, რომ ზოგადად ხშირად ჯიუტობს და შესაძლოა შეკავებითახერხებს სასურველის მიღებას. შესაძლოა სხვა პრობლემური გამოცდილება იყოს, რომელიც ჰქონია სახლსგარეთ ტუალეტით სარგებლობასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ შესაძლო მიზეზებია. გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს მიზეზების გამოკვეთისა და დეტალური რეკომენდაციების მოწოდების მიზნით.
ბაღში მიყვანას რაც შეეხება, ზოგადად, მშობლებს ვურჩევთ 3 წლის შემდეგ მიიყვანონ ბავშვები ბაღში. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ჯერზე ინდივიდუალურ შემთხვევაზე დაყრდნობით ვაძლევთ რეკომენდაციებს. სასურველია ჯერ მოაგვაროთ სახლსგარეთ გარემოში ტუალეტით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხი და ამის შემდეგ მიგეყვანათ ბაღში. თუმცა, ამ საკითხის მოგვარების პარალელურად, სხვა ფაქტორებიც უნდა მიიღოთ მხედველობაში იმის გადასაწყვეტად, მზადაა თუ არა თქვენი ბავშვი ბაღში მისასვლელად. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან და მიიღოთ მეტად დეტალური რეკომენდაციები პროვე საკითხთან დაკავშირებით.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
ჩემი შვილი გახლავთ 2 წლის და 3 თვის გოგონა. ორ საკითხზე მსურს თქვენგან რჩევის მიღება. ამისათვის ჯერ მოკლედ მოგახსენებთ კონკრეტულად ბავშვის განვითარებაზე. ლაპარაკობს წელიწადზე მეტია, იცის სიმღერები ქართულ და რუსულ ენაზე(მეზობელი გვყავს რუსი და მან ასწავლა), თუ ხასიათზეა ხუმრობს და გვართობს, თუ გაჯიუტდა ისე იქცევა როგრც ზემოთ კომენტარში სხვა ნინო წერდა:) ასე მეგონა ჩემს შვილს აღწერდა. საკუთარი ხელით ჭამს თუმცა მხოლოდ წვნიანს ჩვენ ვაჭმევთ, ქოთანს ითხოვს და იშვიათად თუ მოუვა მარცხი გაღვიძებულზე, ძილში მაინც პამპერსი უკეთია. გვაქვს ერთი პრობლემა, სტუმრად არც პამპერსს დაასველებს და არც საკუთარ ქოთანში იზამს რომც წავიღო ( 2-ჯერ ასეც ვცადე) მარტო “მიჩვეულ სახლებში”
ახერხებს თუ არადა ამ მიზეზით იძულებულს გვხდის სახლში წავიდეთ. ითხოვს რომ უნდა და სახლში წავიდეთო. ქოთანთან დაკავშირებით რა რეკომენდაციას მომცემდით და კიდევ ერთი: მე ვმუშაობ და დღის განმავლობაში დედაჩემთან არის, იდეალური ურთიერთობა აქვთ, მიცვეულია რომ სამსახურში მივდივართ მე და მამა და ხან ითხოვს არ წახვიდეო 🙁 მაგრამ ნუ ეგუება. თქვენი აზრით ბაღში მიყვანა ნაადრევია მისთვის?
წინასწარ მადლობა. პატივისცემით ნინო
ნინო, მოგესალმებით.
ის, რა ჩივილიც თქვენ გაქვთ შვილთან დაკავშირებით, ბევრ მშობელს აწუხებს. ზოგადად, 2-დან 3 წლამდე ასაკში ბავშვისთვის უფრო მარტივია გაბრაზებისას გამოავლინოს აგრესია, ხშირად დარტყმის სახით, ვიდრე ბრაზის შეკავება. ამაში პათოლოგიური არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული მიდგომების გამოყენება იმისათვის, რათა ისწავლოს ბრაზთან გამკლავება და სოციალურად მეტად მისაღები ფორმების სწავლა. ამისათვის, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ ბავშვის “კარგი ქცევები”. ხშირად, როდესაც ბავშვი “კარგად” იქცვა, მშობელი მიიჩნევს , რომ ეს ასეც უნდა იყოს და არ აქებს, არ წაახალისებს ბავშვს. თუმცა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეადგინეთ ნუსხა “კარგი” და “ცუდი” ქცევების. როდესაც ბავშვი კარგად იქცევა, აუცილებლად შეაქეთ, მოეფერეთ. რაც შეეხება “ცუდ” ქცევებს და მათ დასჯას, აუცილებელია ოჯახისწევრები თანხმდებოდეთ, რა არის “ცუდი”ქცევა და ყველამ ერთნაირი სტრატეგია გამოიყენოთ მათი გამოვლენის შემთხვევაში. “ცუდ” ქცევებთან გამკლავების რეკომენდაცია ძალიან ზოგადი იქნება ამ შემთხვევაში და ასეთ ფორმატში მეტად დაკონკრეტება არ იქნება შესაძლებელი, თუმცა, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ რამდენიმე შემდეგი რეკომენდაცია: განსაზღვრეთ, რა მიზნით მიმართავს ბავშვი ამა თუ იმ ცუდ ქცევას. მაგალითად, თუ გარტყამთ იმისათვის, რათა გამოგიწვიოთ ურთიერთობისთვის, გაერიდეთ ბავშვს. თუმც, აუცილებლად გამონახეთ დრო მასთან ურთიერთობისა და თამაშისთვის იმ დროს, როდესაც კარგად იქცევა. თუ ღვრის წყალს ან რაიმეს აფუჭებს და ამ დროს გიყურებთ და ისევ და ისევ ცდილობს გამოგიწვიოთ, ამ დროს არ მიაქციოთ ყურადღება მის საქციელს. თუ რაიმეს აფუჭებს იმ მიზნით, რომ თავი დააღწიოს მისთვის არასასიამოვნო აქტივობას (მაგალითად, ძირს ყრის საკვებს იმ მიზნით, რომ თავი დააღწიოს ჭამის პროცესს, არ შეაწყვეტინოთ ჭამა. არ მისცეთ შესაძლებლობა, ცუდი ქცევით მიაღწიოს სასურელს. ამავე დროს, ჭამის შემდეგ, ააკრეფინეთ ძირს დაყრილი საკვები. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი სწავლობს თქვენს ქცევაზე დაკვირვებით. თუ მისდამი გამოავლენთ აგრესიას, იზრდება იმის ალბათობა, რომ თავადაც ამ მეთოდებს გამოიყენებს. მეტად კონკრეტული რეკომენდაციების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც უშუალოდ თქვენი შვილისთვის მორგებულ რეკომენდაციებს მოგაწვდით. წარმატებებს გისურვებთ.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი
გამარჯობათ, ჩემი შვილი 2 წლის და 3 თვისაა, ძალიან აქტიური ბავშვია ,ადვილად იმახსოვრებს ლექსებს და სიმღერებს,ადვილად ურთიერთობს უცხო ადამიანებთან, ყველა აღიარებს რომ თავის ასაკთან შედარებით ზედმეტად განვითარებულია, თუმცა არასდროს არ უნდა გაიგოს რომ რაღაც არ შეიძლება, მაგალითად როდესაც მის დასჯას ვცდილობს ცუდი საქციელის გამო , აგრესიას ავლენს, ეს გამოიხატება სათამაშოების თუ სხვა ნივთების სროლით, ჩარტყმით და აგრესიული ყვირილით, იქნებ გამონახოთ დრო და მირჩიოთ, ასეთ აგრესიას როგორ გავუმკლავდე.
მადლობას გიხდით წინასწარ.
ეკა, მოგესალმებით. როგორც წესი, 3 წლიდან ვიძლევით ბავშის საბავშვო ბაღში შეყვანის რეკომენდაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას. თუკი მოგვწერთ თქვენი შვილის განვითარების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის თქვენთან თუ ძირითად აღმზრდელთან რა ტიპის მიჯაჭვულობა აქვს – როგორ ურთიერთობს; რამდენად გამოსდის უცხო გარემოსთან შეგუება და თანატოლებთან ურთიერთობა, უფრო კონკრეტულ რეკომენდაციას მოგაწვდით.
პატივისცემით, ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი
გამარჯობა, გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია რეკომენდირებულია თუ არა 2 წლის და 6 თვის ბავშვის ბაგა ბაღში მიყვანა?
ქეთი, რა თქმა უნდა, განვითარება სკოლამდელ ასაკში ძალიან ინდივიდუალურია. არსებობს ზოგადი ნორმები, თუმცა, ბავშვები შესაძლოა მცირედ სცდებოდნენ ამ ნიშნულებს. თქვენ მეტყველების მცირე შეფერხებასთან ერთად აღნიშნეთ სხვა წუხილიც – უმცროს ძმაზე ეჭვიანობა, თქვენთან განშორების სირთულე. მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. მე გირჩევდით, რომ რადგან ასე ღელავთ, მაინც გაიაროთ კონსულტაცია ბავშვთა ფსიქოლოგთან, მიიღოთ პირველ რიგში მხარდაჭერა და შემდგომ დაწვრილებით რეკომენდაციები. თუ ეს შესაძლებელი არ არის, მოგვწერეთ და შევეცდები წერილობითი სახით მოგაწოდოთ ზოგადი რეკომენდაციები.
პატივისცემით, ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი
ნეიროგანვითარების ცენტრი
გამარჯობათ ჩემი სვილი 2წლის დ 6თვის არის აქ რაც წერია ყველალაპერს აკატებს ლაპარაკის გარდა ,,,,,მომიტანეს როცა ვეუბნები ხან მოაქვს ხან არა უფრო არ მიჯერებს ესე მგონია ….ლაპარაკობს ცალკეულ სიტყვებს მაგ,,,,, დედიკო (კეკიკოს მეძახის დაჯე ადე ჩართო პიპია ნინდას აბავს დუხი ნინდა ჩართო ისა ….მზე მთვარე მაკო (ვაკო მოვა ანა მოვა ახლობლების სახელებსაც როცა უნდა მასინ ამბობს რომ ვეუბნები დაუძახე იშვიათად ეძახის რა გავაკეთო არ ვიცი რითი წავახალისო რომ ილაპარაკოს სიტყვების მარაგიც ცოტა აქვს იმ დგეს ჩიტი თქვა დასდევდა მერე აGარ მეუბნებოდა რაგაცას მეტყვის ხანდახან და რომ ვერ ვიგებ ბრაზდება არ შევიმჩნიო თუ რა ვქნა არ ვიცი მეშინია არ დავაკომპლექსო ,,,,ჩვეულებროივად თამაშობს მანქანებით ბურთით ეზოში სახლში არ თამაშობს ბურთით კუბიკებით მეორე ბავშვი მყავს 4თვის ძალიან ეჭვიანოს რომ დაიბადა ისტერიულად კოცნიდა მერე ეგეც შეწყვიტა …ეხლა როცა ვაჭმევ მეუბნება დადო ანუ ბავშვზე აგრესიულად ხანდახან ტირის ყველანაირად ვცდილობ მოვეპერო პატარა რომ დაიბადა ცოტა მოაკლდა ყურაადგება ეხლა სულ იმაზე ვპიქრობ რითი გავართო ….ძალიან იყო ჩემზე მოწეპებული მაგრამ ოჯახის წევრებთან რჩება უპრობლემოდ ოღონდ არა დიდი ხნით….მირჩიეთ როგორ მოვიქცე ძალიან განვიცდი არ ვიცი როგორ და ვის მივმართო ,,,ამ ასაკისთვის ეს სერიოზული ჩამორჩენაა თუ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია ….ერთხელ მოგცერეთ და პასუხი არ მომსვლია გთხოვთ რამე მირჩიოთ მადლობა წინასწარ…..