ჩვილ ბავშვებს საშუალოდ ძინავთ 9-10 საათი ღამის და 3-4 საათი – დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს საშუალოდ 2-4- ჯერ, ხოლო 12 თვის – 1-2-ჯერ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა ან ძილის რუტინის დარღვევა, იწვევს ძილის დარღვევას. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად, როდესაც პატარა ხოხვას სწავლობს, ხანმოკლე დროით შეიძლება დაერღვეს ძილი.
დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის დროული, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა იყალიბებს ხანგრძლივ ღამის ძილს და აღარც საკვებს ითხოვს ღამით, თუმცა ბავშვების 25-50% მაინც აგრძელებს ღამით გამოღვიძებას. ღამით ხანმოკლე დროით გამოღვიძება ნორმის ვარიანტადაა მიჩნეული. ითვლება, რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6-ჯერ. ბავშვების ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ჩაძინება, თუმცა ზოგი ძილის “შესაბრუნებლად” მოითხოვს მშობლის დახმარებას. როგორც წესი, მშობლის დახმარება იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეული და მშობლები აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, საკვების მიცემით ან ძინავთ მშობლის საწოლში.
როგორ უზრუნველყოთ ჩვილის უსაფრთხო ძილი?
- როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ჩვილი ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს
- არ უნდა გამოიყენოთ რბილი ლეიბი
- ძილის დროს არაფერი დაახუროთ თავსა და სახეზე; საბნის ზედა კიდე არ უნდა ასცდეს გულმკერდის დონეს.
- საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში
- ეცადეთ იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი
- მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას
- 5 თვის ასაკიდან საწოლს მოაცილეთ დასაკიდი სათამშოები
- თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენი ოჯახის ექიმს. ის ეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ. კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვი იწვეს მშობლის საწოლში თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპრესანტს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.
- არასდროს დააძინოთ ბავშვი სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვის დასაძინებლად.
როგორ დაეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში
კარგად დააკვირდით, როდის ეძინება: ზოგი ბავშვი დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი ბავშვი დაღლილობას და მაშინვე დააწვენთ დასაძინებლად, ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.
გადაწყვიტეთ თუ სად დაიძინებს თქვენი პატარა: დაახლოებით 3 თვის ასაკისათვის გადაწყვიტეთ სად დაიძინებს თქვენი პატარა, რადგანაც უფრო მოზრდილ ასაკში საძინებლის გამოცვლა მისი ძილის დარღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. მაგალითად: თუ პატარას ეტლში ძინავს, უმჯობესია 3 თვის ასაკისთვის საწოლში დაძინებას მიაჩვიოთ. ის დედა, რომელიც ძუძუთი კვებავს, პატარას თავის საწოლში იწვენს, რადგან მისთვის ასე უფრო მოსახერხებელია. თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ ექიმს.
დაიცავით ძილის განრიგი: დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული ძილის განრიგი აქვთ, უფრო უკეთ ძინავთ.
დანერგეთ უსაფრთხო ნივთების გამოყენება: დააახლოებით 12 თვის ასაკისათვის შესთავაზეთ პატარას მის საყვარელ, უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად დაძინება.
ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული, ერთიდაიგივე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილს. ეცადეთ შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ რუტინული ქცევები, მაგალითად: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილისწინა რუტინა შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, შემდეგ – ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა.
საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ ცხელა და სიმშვიდეა.
საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ეცადეთ პატარა მაშინ ჩააწვინოთ საწოლში, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელი; დაეხმარეთ ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება ხელში ტარების და რწევის გარეშე. თუ პატარა დამოუკიდებლად დაძინებას ისწავლის, ღამით გაღვიძებისასაც აღარ გაგაღვიძებთ და ძილს თავად “შეიბრუნებს”.
დაიძინეთ როდესაც პატარას ძინავს: მშობლებსაც სჭირდებათ დასვენება. დაიძინეთ ცოტა ხნით დღის განმავლობაში მაშინ, როცა პატარას ძინავს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირვეულ პატარებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა, მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი. მიმართეთ ექიმს, თუ გეჩვენებათ, რომ პატარას აქვს სუნთქვის პრობლემები ღამის ძილის განმავლობაში.
გამარჯობა.ჩემი პატარა 5 თვისაა გამით როხა სძინავს და ზოგჯერ შეიძლება დღის ძილის დროსაც უეცრად ისე დაიწყოს ტირილი რომ არვიცი სძინავს და ტირის ტირის თან ძალიან ..ხელში აყვამით და ცოტა დარწევით იძინებს თუმცა დიდი ხნით არა და ისევ ესე მელრდება..გამით უმეტესად 5 დან 8 საათამხე..რატომ და რისკ ბრი შეიძლება იყოს…გთხოვთ მიპასუხოთ
მოგესალმებით, მაკა
აღნიშნული ჩივილები შესაძლებელია უკავშირდებოდეს დღის მანძილზე გადატანილ ემოციებს, ეცადეთ მშვიდი და წყნარი გარემო შეუნარჩუნოთ, განსაკუთრებით ძილის წინა პერიოდში, შეუმუშავეთ ძილის რუტინა, რაც ასევე გააუმჯობესებს ძილის ხარისხს. არ არის გამორიცხული ასევე მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, რის გამოც შეგიძლიათ მიმართოთ პედიატრს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ მაინტერესებს დღის განმავლობაში ძალიან კარგად ძინავს ბავშვს ,ჯერ ორინთვისაც არ არის . გამთენიას რომ იწყებს ტირილს ვერ ვაჩუმებ 5 საათი გადაბმულად ტირის . ვერ ვხდები მიზეზს იქნებ დამეხმაროთ :(((
მოგესალმებით, თამარ
თქვენს შემთხვევაში ბავშვის ჭირვეულობასა და ტირილს თითმის ერთსა და იმავე დროს დიდი ალბათობით განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ჩამოუყალიბებელი ტრაქტი და მასთან ასოცირებული მუცლის მოვლითი ხასიათის, სპაზმური ტკივილი. აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს შესაბამისი დანიშნულებისთვის. აღნიშნული ჩივილები ასაკდამოკიდებულია და დაახლოებით 3,5-4 თვის ასაკისთვის ლაგდება და არ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის პათოლოგიასთან.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი.
გამარჯობათ, ჩემი ბავშვი არის 6 თვის ბოლო პერიოდია ძილის დრის შეშინებული ტირის ხან ეღვიდძება ხან აგრძელებს ძილს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ?
მოგესალმებით, ქეთი
შესაძლებელია აღნიშნული ჩივილები უკავშირდებოდეს დღის მანძილზე გადატანილ ემოციებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღის მანძილზე მშვიდ გარემოს, ძილის ე.წ. რუტინას, რაც გულისხმობს ძილის წინა პერიოდში ერთსა და იმავე თანმიმდევრობის მოქმედებების შესრულებას, მაგ,: აბაზანა, წყნარი მუსიკის მოსმენა, რაიმეს წაკითხვა და ა.შ., ყოველდღიურად ერთი და იგივე თანმიმდევრობით.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა. ჩემი პატარა არის 9 თვის და 2 კვირის. დღე ძალიან ცოტახანს ძინავს. დაახლოებით 40 წუთი. გამე თითქმის ყოველ საათში იღვიძებს. ასევე ხშირად ჭამს ღამე. არ ვიცი ეს რამდენად ნორმალურია? ასე ხშირად უნდა ჭამდეს ღამე? ჩემმა პედიატრმა მითხრა, რომ ღამე არ უნდა ჭამდეს. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა
გამარჯობათ.მყავს წლის და 1 თვის ბიჭი.დღე დაახლოებით 3ჯერ ეძინა ხოლმე1 საათი.ეხლა შევამცირე და დღეში ერთხელ ვაძინებ.11 საათზე იძინებს ღამის და დაახლოებით 1 საათი ან საათ მახევარი ძინავს.იღვიძებს ჭამაზე.როცა ვაჭმევ შემდეგ ფხიზლდება და 4 5 საათამდე ვერ იძინებს.ან თუ გააგრძელა ძილი სულ ტრიალებს ვერ ისვენებს.მაშინაც კი როცა გამოცვლილი აქვს პამპერსი და ნაჭამია.ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.მადლობა წინასწარ.თუ მიპასუხებთ მადლობელი დაგრჩებით.ეხლაც ღამის 4 საათია და ვარწევ რომ ვაჩერებ ტრიალებს და ფხიზლდება.ნაჭამი და გამოცვლილია))
მოგესალმებით, ნინო
ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები ნაკლები ხანგრძლივობით იძინებენ დღის მანძილზე და რამოდენიმეჯერ, მნიშვნელოვანია 24 საათის განმავლობაში ძილის სრული ხანგრძლივობა, რაც 9 თვის ასაკისთვის უნდა შეადგენდეს დაახლოებით 11-12 სთ-ს, თუმცა ინდივიდუალურია თითოეული ბავშვისთვის. რაც შეეხება ღამე გამოღვიძებებს, 2-6 გამოღვიძება ნორმად არის მიჩნეული, თუმცა ყოველი გამოღვიძება კვებასთან არ უნდა იყოს ასოცირებული, როგორც წესი. საყურადღებოა რამდენად სწორად აქვს ბავშვს შედგენილი კვების რაციონი და რამდენად სრულყოფილია იგი.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ჩემი პატარა წლის და ერთი თვისა.. მას თავიდანვე უჭირდა დაძინება.. ეხლაც ვაქანავებ და ისე იძინებს..სადღაც ერთ საათამდე ჭირდება ხან რო ჩაიძინოს..
მოგესალმებით, ნინო
მუდმივად რწევით დაძინება არ გახლავთ სწორი ფორმა ბავშვის დასაძინებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რუტინა და ზოგადად, სწორად შერჩეული ძილის რეჟიმი, რომელიც მაინც ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია როდის იწყებთ ბავშვის დაძინებას, არ არის რეკომენდებული ძილამდე ბავშვთან აქტიური თამაშები, ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღის ბოლო ძილის შემდეგ მინიმუმ 5 საათი მაინც უნდა იყოს გასული, რომ ბავშვმა შეძლოს დაძინება. არ უნდა გამოგვრჩეს მომენტი, როდესაც ბავშვს ყველაზე მეტად ეძინება. ზოგადად, ჩასაძინებლად 20-30 წუთი საკმარისია, როდესაც ძილის რუტინა და რეჟიმი დაცულია.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა.გგთხოვთ მითხარით როგორ მოვიქცე.მყავს 3თვის და ერთი კვირის გოგონა.არის ხელოვნურზე.ღამე ჭამს მხოლოდ ძუძუს.ახლა უკვე 180გრამია მისივდოზა.მაგრამ არ ჭამს.ხან 90ს ჭამს ხან 60ს.ნუტრილაკს ჭამდა.გუშინ შევუცვალე საჭმელი ჰიპი მივეცი და ამას უფრო არ ჩამს და თან განავალი მწვანე იყო დილით.ძალიან გთხოვთ მითხარით რა ვქნა.ძალიან ვნერვიულობ.დიდი მადლობა
მოგესალმებით! მყავს 6თვის ბავშვი. ღამის ძილის დროს უმეტესად წევს მუცელზე. რამდენად უსაფრთხოა ამ ასაკში ეს პოზა?
მოგესალმებით, დიანა
როგორც ცნობილია, მუცელზე ძილი გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, ამიტომ რეკომენდებულია ამ პოზაში ბავშვი უყურადღებოდ არ დატოვოთ.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ მყავს ორთვენახევრის ბავშვი დღისით უჭირს ძალიან ძილი ტირის როცა ძაან ეძინება და ვერ იძინებს ვერაფრით თუ ჩაეძინა როცა ვაწვენ თავის საწოლში კივის ეგრევე იღვიძებს. ღამეც ჭირვეულობს ხან. აუ უნდა ხელაი იყოს რით შეიძლება მივაჩვიო დამოუკიდებლად ძილს ? თავის საწოლში მაინც რომ ჩაეძინება არ წვება ეგრევე იღვიძებს ??? დამეხმარეთ რაიმე მირჩიეთ რა
ჩემი 3თვისაა და იგივე პრობლემა გვაქვს ძლივს ვაძინებ და ისიც ტუ ჩავაწვინე საწოლში მაშინვე იღვიძებს ასე აკეთებს მთელი დღის განმავლობაში და ღამეც,ძალიან ჭირვეულობს ,ნევროპათოლოგმა ნოოფნი დაუნიშნა მაგრამ ფაქტია არ შველის.გვირჩიეთ რამე
მოგესალმებით, ელენე
2,5 თვის ასაკში ჭირვეულობისა და უძილობის უხშირესი მიზეზია კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რაც ასაკდამოკიდებულია და 4 თვემდე გასტანს. ეცადეთ რეჟიმისა და ძილის რუტინის შემუშავება. ამ სიტუაციაში მედიკამენტების (დამამშვიდებელი, საძილე) გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.ჩემი შვილი 2 თვე ნახევრისაა.დღის განმავლობაში მაინცდამაინნც არ ჭირვეულობს.როცა ჭამის დრო მოდის მაშინ ტირის.უბრალოდ როდესაც ვესაუბრები არ მიყურებს და აქეთ-იქეთ აცეცებს თვალებს.როდესაც სახეზე ხელს მოვკიდევ და ჩემსკენ შემოუტრიალებ მაშინ გამიღიმებს და შემომხედავს.როდესაც ეტლში ვაწვებნ ხანდახან შეკრთება ხოლმე.ძილი კი აქვს მშვიდი.ნევროპათოლოგმა ნახა და კარგი ბავშვიაო მაგრამ ასეთი ქცევები მაფიქრებს და თქვენ რას მეტყოდით.თუ შეიძლება მიპასუხეთ.დიდი მადლობა
მოგესალმები, ანი,
2,5 თვის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს მზერის დაფიქსირება და მოძრავ საგანზე თვალის გაყოლება, ძირითადად აფიქსირებენ სინათლეს და მკვეთრ ფერებს. რაც შეეხება ხანდახან შეკრთომებს, პათოლოგიას არ წარმოადგენს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ჩემი პატარა არის თვე ნახევრის.მყავს ხელოვნურ კვებაზე.ხანდახან ხელებს და ფეხებს იქნევს და მოუსვენრობს.შებერილობა აქუხებს და ვიქცევი ექიმის დანიშნულებისამებრ.მაინტერესებს ახასიათებს თუ არა ამ ასაკის ბავშვებს ასეთი ქცევები.დიდი მადლობა.
მოგესალმები, ანი,
4 თვემდე ასაკის ბავშვებში ხშირია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ჭირვეულობენ, ერღვევათ ძილი, მოუსვენრად გრძნობენ თავს. აღნიშნული ჩივილები ასაკის მატებასთან ერთად მცირდება და პათოლოგიას არ წარმოადგენს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ რამდენჯერ უნდა დაიძინოს 6თვის ბავშვმა დღეში და ღამე რამდენჯერ უნდა გაიღვიძოს საჭმელად
გამარჯობათ..მყავს 4 წლის ბიჭი,ღამით ძალიან ხშირად გაეღვიძება და უმიზეზოდ 5 წუთი ტირის.. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
გამარჯობაათ ჩემი პატარა 4 თვისაა დაა ძილით სძინავს ძალიან ცუდად ღამე ტირიის ძილში ვერ ვაჩერებ ექიმმა დამამშვიდებბელი გამოგვიწსრა მაგრამ არ შვეელის
გამარჯობა, ჩემი პატარა არის თითქმის 5 თვის, ბოლო კვირაა ძალიან გაღიზიანებულია, სიმპტომებით სავარაუდოდ კბილების პრობლემაა, მაგრამ ღრძილები არ აქვს შესიებული. პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ძილში ტირილი დაიწყო და სანამ არ გავაღვიძებ, მანამდე ტირის. თუ თავისით გაიღვიძა უმეტესად ტირილით იღვიძებს, პედიატრმა დამინიშნა ვალერიანის ფესვების ნაყენი. იქნებ მითხრათ რამდენად რეკომენდირებულია ასეთ დროს მედიკამენტის გამოყენება თუნდაც მცენარეულის (რამდენად შეიძლება ვალერიანის ძირების ნაყენი ჩვილებში) და საჭიროა თუ არა ნევროლოგთან კონსულტაცია? მადლობთ.
Gamarjobaa chemi bichi 3tve naxevrisaa vart xelovnur kvenazee aqamde kuchshi dila Sagami gadiods,axla dgeshi 4mainc gadis can txlad can nprmalurad pediatrma wamail dagvinishna magram mainc isea,ramaonteresebs es sheidzlebaa sakvebis brali iyos?selia eqspert1vadzlev.ar sheidzleba sxa ram it shevcvaloo gtxovt mipasuxot
მოგესალმებით, მარიამ,
კომპეტენტური რჩევისათვის, უმჯობესია, მიმართოთ პედიატრს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ჩემი შვილი 4 თვის არის. მყავს ბუნებრივ კვებაზე. მიჩვეულია ხელში ძილს. როდესაც ჭამას დაიწყებს თვალები ენაბება მაშინვე და იძინებს მაგრამ ღრმად არა. როგორც კი დვაწვენ საწოლში იღვიძებს. ესე ხელში დღის განმავლობაში ბევრჯერ ძინავს 20 წუთით მაინც. ღამით უჭირს დაძინება 4 საათამდე არ იძინებს . ნევროლოგთან მყავდა და მითხრა პრობლემა არაფერი აქვსო დღე და ღამე აქვს არეულიო. როგორ შეიძლება ეს ძილის პრობლემა რომ მოვუგვარო.
გამარჯობათ მკავს სამი თვის ბავშვი და დაბადებიდან მუცელზე ძილს შევაჩვიეთ ისე ვეგარ იძინებს ხელებს ირტყავს სახეში და ეღვიძება , მუცელზე ძილის არ მეშინია მაგრამ. საფრანგეთსი პედიატეი გვეუბნება გვერძე წოლას შეაჩვიეო ,აქწერია ზურგზეო , ზურგზე რო დავაწვინო. ბავშვი საშიში არაა ჭამის შემდეგ რო აგებინოს ? იმიტო რო ბევრჯერ აბოკინებს ))და ხანდახან ზედმწტ საჭმელსაც ცოტა ხნის მერე აღებინებს ხოლმე . იქნებ მირჩიოთ როგორრმოვიქცე მადლობთ წინასწარ
მოგესალმებით, სოფო,
ღებინების შემთხვევაში საუკეთესო პოზა გვერდზე წოლაა. თუმცა, ყველაზე უსაფრთხო ჯანმრთელი ჩვილისათვის არის ზურგზე წოლა, რაც ამცირებს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების რისკს. ზოგიერთი ექიმი თვლიდა, რომ გვერდზე წოლა შესაძლებელია იყოს მისაღები ალტერნატივა, თუმცა თანამედროვე მტკიცებულებები რეკომენდაციას უწევს გვერდზე წოლისაგან თავის არიდებას, უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით. ჭამის შემდეგ მაშინვე ნუ დააწვენთ, გარკვეული პერიოდი ამყოფეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ მკავს სამი თვის ბავშვი და დაბადებიდან მუცელზე ძილს შევაჩვიეთ ისე ვეგარ იძინებს ხელებს ირტყავს სახეში და ეღვიძება , მუცელზე ძილის არ მეშინია მაგრამ. საფრანგეთსი პედიატეი გვეუბნება გვერძე წოლას შეაჩვიეო ,აქწერია ზურგზეო , ზურგზე რო დავაწვინო. ბავშვი საშიში არაა ჭამის შემდეგ რო აგებინოს ? იმიტო რო ბევრჯერ აბოკინებს ))და ხანდახან ზედმწტ საჭმელსაც ცოტა ხნის მერე აღებინებს ხოლმე . იქნებ მირჩიოთ როგორრმოვიქცე მადლობთ წინასწარ
გამარჯობა. ჩემი პატარა ერთი კვირისაა და დგისით თითქმის სულ ძინავს დაახლოებით 10 საათი და არ ჭამს საერთოდ. გამე იგვიძებს და მაშინ ახერხებს ჭამას. შეგიძლიათ მირჩიოთვრამე? დღისით ვერაფლით ვერ ვაღვიძებთ
მოგესალმებით, ბელა,
ამ ასაკში, ვინაიდან ძილ-ღვიძილის დღე-ღამის რითმი ჯერკიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, პატარებს უპირატესად სძინავთ დღის განმავლობაში და ფხიზლობენ ღამე. გარკვეული პერიოდის შემდეგ უმეტესწილად თავისთავად წესრიგდება.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
ჩემი გოგონა არია 4 ტვის მირჩიეთ აქვს ძალიან ფრტხილი ძილი,ღამე არ იძინებს გვიანობამდე დღე რანაირი დაღლილიც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნა?
გამომრჩა მეთქვა. პირველი სამი თვის განმავლობაში იყო შერეულ კვებაზე. მე-4 თვიდან არის მხოლოდ ხელოვნურ კვებაზე და 200 გრ მიღების შემდეგ ტირის, თითქოს არ ყოფნის საკვები, არის 10კგ.