ახალშობილი
დაბადების პირველი დღიდანვე უნდა მოხდეს ბავშვის წონის, სიმაღლისა და თავის გარშემოწერილობის კონტროლი. რადგანაც ფიზიკური ზრდა ჯანმრთელობის კარგი ინდიკატორია, ნორმალური ზრდა-განვითარება კარგ ზოგად ჯანმრთელობაზე მიანიშნებს, ხოლო ზრდაში შეფერხება შესაძლოა პრობლემების მაჩვენებელი იყოს.
ახალშობილის წონა
დროული ახალშობილების (დაბადებული 37-42 კვირაზე) უმეტესობა იწონის 2,500 გ-დან 4000 გ-მდე.
ბავშვის დაბადების წონაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ბავშვის წონა დამოკიდებულია გესტაციის ასაკზე, დროული ბავშვის წონა უფრო მეტია ვიდრე დღენაკლულის.
სხვა ფაქტორებია:
მშობლების სიმაღლე – მაღალ მშობლებს უფრო დიდი ბავშვები უჩნდებათ.
ტყუპები – ორი ტყუპის ან მეტის გაჩენა განაპირობებს ახალშობილების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებ წონას, ასევე ისინი ხშირად ჩნდებიან დროზე ადრე, რაც თავის მხრივ განაპირობებს მცირე მასას.
მშობიარობის რიგითობა – პირველი მშობიარობისას ბავშვს უფრო მცირე წონა აქვს, ხოლო მისი მომდევნო და-ძმა უფრო დიდები იბადებიან.
სქესი – ბიჭები უფრო დიდები არიან ვიდრე გოგონები, თუმცა დაბადებისას ეს განსხვავება უმნიშვნელოა.
დედის ჯანმრთელობა ორსულობის პერიოდში – ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ დაბადებისას მცირე წონას მოიცავს: დედის მაღალი წნევა, გულის პრობლემები, სიგარეტის, ალკოჰოლის ან არალეგალური მედიკამენტების მოხმარება ორსულობის პერიოდში. თუ დედას აქვს დიაბეტი, შესაძლოა ბავშვი დიდი მასით დაიბადოს.
კვება ორსულობისას – დედის კვება ორსულობის განმავლობაში გავლენას ახდენს ახალშობილის წონასა და ზრდაზე.
ბავშვის ჯანმრთელობა – სხვადასხვა სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა თანდაყოლილი მანკები და ორსულობისას შეძენილი ინფექციები, გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ მონაცემებზე.
დღენაკლული ბავშვის ზრდა განვითარება
დღენაკლული ბავშვების წონა და სიმაღლე შედარებით ნაკლებია. მათი დაყოფა ხდება მცირე მასის მქონე და ძალიან მცირე მასის მქონე ახალშობილებად. დაბადების მცირე წონად ითვლება <2500 გ, დაბადების ძალიან მცირე წონა არის <1500 გ.
ნორმალური ზრდა-განვითარება
ბავშვები იბადებიან სითხის დიდი რაოდენობით, ამიტომ დაბადების შემდეგ წონის დაკლება ნორმალურია. ჯანმრთელი ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში კარგავს დაბადების წონის 7-10%, რომლის აღდგენა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.
სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში ბავშვის წონა იმატებს 30 გრამით ყოველდღიურად (საშუალოდ 600 გ/თვეში).
პირველი თვის განმავლობაში სიმაღლეში მატება ხდება 2.5-3.8 სმ-ით. ახალშობილები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან 7-10 დღეზე და 3-6 კვირის ასაკში.
დროული ახალშობილის თავის გარშემოწერილობა 34-36 სმ-ია, პირველი თვის ბოლოს – დაახლოებით 38 სმ.
1-3 თვე
სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში ბავშვები სწრაფად იმატებენ წონასა და სიგრძეში. 1-3 თვის ასაკში ბავშვი აგრძელებს სწრაფი ტემპით მატებას. ის სიგრძეში იზრდება საშუალოდ 2.5-3.8 სმ-ით ყოველ თვეში. თავის გარშემოწერილობა პირველი 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მატულობს 2 სმ-ით.
ამ პერიოდში წონის ნამატი დაახლოებით დღეში 25 გ-ია. პედიატრი ახდენს ბავშვის წონის, სიგრძის და თავის გარშემოწერილობის დადგენას და ამ მონაცემების სტანდარტული ზრდის მრუდზე გადატანას (გოგონების და ბიჭების მრუდები განსხვავებულია).
თუ თქვენი ბავშვი დღენაკლულია, მაშინ მას უფრო ხშირი შეფასება და კონტროლი სჭირდება, ვიდრე დროულს.
თუ თქვენი ბავშვის ზრდა-განვითარება ჩამორჩება ნორმას, ექიმი შეეცდება დაადგინოს თუ როგორია მისი კვება:
– დღეში რამდენჯერ იკვებება თქვენი ბავშვი – ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 8-12-ჯერ იკვებებიან, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები კი უფრო ნაკლები სიხშირით – ყოველ 3-4 საათში.
– რამდენს იღებს თქვენი ბავშვი ყოველ კვებაზე – პირველი ერთი თვის განმავლობაში ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი დაახლოებით 90-120 მლ საკვებს იღებს ერთ კვებაზე და 30 მლ-ით მეტს ყოველ შემდგომ თვეზე.
– ბავშვი ყველაზე მცირე 4-6 ჯერ უნდა შარდავდეს დღეში. დეფეკაციის (კუჭში გასვლა) სიხშირე დამოკიდებულია კვების ტიპზე.
4-7 თვე
4 თვის ასაკიდან ბავშვები თვეში დაახლოებით 450-560 გ-ს იმატებენ. 4-5 თვის ასაკისთვის ისინი აორმაგებენ დაბადების წონას. ამ ასაკისთვის ზუსტი რიცხვი თუ რამდენს უნდა იწონიდეს ბავშვი, მოცემული არ არის. მთავარია მისი წონაში მატება მუდმივად ხდებოდეს.
თავის გარშემოწერილობა 4 დან 6 თვემდე თვეში დაახლოებით 1 სმ-ით იმატებს. სიმაღლეში იზრდებიან დაახლოებით 5 სმ-ით თვეში.
ბავშვის საკვები უნდა იყოს სასარგებლო და ნოყიერი, და არა მხოლოდ კალორიების შემცველი. ხილის წვენის მიცემა რეკომენდებულია 4-6 თვიდან. უმჯობესია 100%-იანი ხილის წვენი. გაასინჯეთ ბავშვს ბოსტნეულისა და ხილის პიურე, შაქრის დამატების გარეშე.
8-12 თვე
თქვენი ბავშვი იცვლება და ვითარდება, დაცოცავს და 12 თვისთვის შესაძლოა დადიოდეს კიდეც. ამასთან ერთად ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჭამას.
1 წლის ასაკისთვის ბავშვების უმეტესობა ასამმაგებს დაბადების წონას და სიმაღლეში იმატებს 25 სანტიმეტრით. თუმცა პირველი წლის მეორე ნახევარში ზრდა ნელდება, უქვეითდება მადაც.
თავის გარშემოწერილობა 7-დან 12 თვემდე ასაკში ყოველთვიურად იმატებს 0,5 სმ-ით.
ხშირად მშობლები წუხან ბავშვის კვებაზე, ჰგონიათ რომ ის ცუდი მჭამელია. უმეტესად ბავშვები იმდენ საკვებს იღებენ, რამდენიც შიმშილს დაუკმაყოფილებთ. ყველაზე სანდო ამ შემთხვევაში თქვენი ბავშვის ზრდის მრუდია. თუ ამ მრუდის მიხედვით თქვენი ბავშვი მუდმივად იზრდება, მღელვარების საბაბი არ არსებობს.
თუ შეამჩნიეთ ზრდაში შენელება ან წონის კლება, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
– ხომ არ იყო ბავშვი ავად. 2 დღიანი უჭმელობა, განსაკუთრებით თუ თან ახლდა ღებინება ან დიარეა, მოგცემთ წონაში კლებას, რომელიც გამოჯანმრთელებისთანავე აღდგება.
– თუ თქვენმა ბავშვმა დაიწყო ხოხვა, და სიარული, ასეთი აქტივობის ფონზე ბავშვის წონის ნამატი დიდი აღარ იქნება.
– ბავშვს შესაძლოა კოვზით თამაში უფრო აინტერესებდეს, ვიდრე ჭამა, ამიტომ ეცადეთ კვების დროს ხელისშემშლელი ფაქტორები მინიმალური იყოს.
– ზოგჯერ საჭიროა საკვების ტიპის შეცვლა, ეცადეთ განსხვავებული ტექსტურის და უფრო მრავალფეროვანი საკვები გაასინჯოთ ბავშვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ზრდა შედარებით შენელებულია 8-12 თვისთვის, ის მაინც უნდა მიჰყვებოდეს თავისი ასაკის შესაბამის ზრდის მრუდს.
ყურადღება მიაქციეთ ჭარბ წონასაც. ეცადეთ დროულად მიხვდეთ, რომ ბავშვი დანაყრდა. ასევე, დარწმუნდით რომ ბავშვის საკვები რაციონი მდიდარია საჭირო ნივთიერებებით და არა მხოლოდ კალორიებით. შეზღუდეთ მაღალკალორიული წვენები. ეცადეთ ბავშვი წაახალისოთ თამაშით, რათა მან უფრო მეტი იმოძრაოს. თუ თვლით, რომ თქვენს ბავშვს ზედმეტი წონა აქვს, მიმართეთ ექიმს.
1-2 წელი
ამ პერიოდში ბავშვები უკვე დადიან და იწყებენ ლაპარაკს. მათი ზრდის ტემპი იკლებს. თქვენმა ბავშვმა შესაძლოა მოიმატოს 2 კილოგრამი და გაიზარდოს 10-12 სმ-ით. 2 წლისთვის ბავშვების სიმაღლე მათი მოზრდილობის ასაკის სიმაღლის ნახევარია, ხოლო თავის გარშემოწერილობა მოზრდილობის ასაკის 90%-ს შეადგენს. ბიჭები ოდნავ უფრო მეტს იწონიან, ვიდრე გოგონები, ხოლო სიმაღლე დაახლოებით თანაბარია.
სხეულის პროპორციები შესამჩნევად იცვლება, მომატებული ფიზიკური აქტივობის გამო კუნთოვანი მასაც იმატებს.
სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლად ჭამას. მათი მადა და საკვების მიმართ ინტერესი ქვეითდება. ნელდება მათი ზრდის ტემპიც.
2-3 წელი
24 -36 თვეების განმავლობაში ბავშვი იზრდება მხოლოდ 5-7 სმ-ით, თუმცა ის უფრო სწრაფად ვითარდება სხვა, განსაკუთრებით მეტყველების მხრივ.
3 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა იმატებს 1.8 კგ და სიმაღლეში იზრდება 5-8 სმ-ით. ისინი ხდებიან ფიზიკურად უფრო აქტიურები, დარბიან, სწავლობენ ისეთ მოძრაობებს, როგორიცაა ბურთზე ფეხის დარტყმა, ველოსიპედის ტარება.
მათი მადა ცვალებადია, შესაძლოა ამოჩემებულად ჭამონ მხოლოდ ერთი სახის საკვები. შეეცადეთ უზრუნველყოთ მისთვის მრავალფეროვანი, ჯანსაღი რაციონი.
ნორმალური ზრდისათვის საჭიროა კარგი კვება, საკმარისი ძილი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. თუმცა ბავშვის სიმაღლეში ზრდა დამოკიდებულია გენეტიკაზეც. დაბალ მშობლებს უფრო დაბალი შვილები ჰყავთ, ხოლო მაღალი მშობლების შვილები უფრო მაღლები არიან. თუმცა მთავარი ამოცანაა, რომ თქვენი ბავშვი იზრდებოდეს ნორმალური ტემპით.
როდესაც ბავშვის სიმაღლე ზრდის მრუდეზე 5 პერცენტილს ან ნაკლებს შეესაბამება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
1. ოჯახური (გენეტიკურად) დაბალი სიმაღლე – ასეთ ბავშვებს დაბალი სიმაღლე მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცემათ. მათი ერთი ან ორივე მშობელი და სხვა ახლო ნათესავებიც დაბლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვის სიმაღლე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია, ეს მაინც ნორმად ითვლება და სხვა მხრივ ჯანმრთელები არიან.
2. სიმაღლეში ზრდის დაგვიანება (დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება) – ასეთი ბავშვები ადრეულ ასაკში საშულო მაჩვენებლის შესაბამისად იზრდებიან, თუმცა 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში ეს მაჩვენებელი ნორმაზე ქვემოთ ჩამოდის (5 პერცენტილზე ქვემოთ). დაახლობით 2-3 წლის შემდეგ ისინი უბრუნდებიან ნორმას. ამის მიზეზი არის ის, რომ მათი სქესობრივი მომწიფება იწყება უფრო გვიან და თანატოლებს მოგვიანებით ეწევიან სიმაღლეში.
თუ თქვენი ბავშვი იზრდება ნელა, ექიმმა უნდა ჩაატაროს კვლევები, რათა დადგინდეს, არის თუ არა ეს გენეტიკური მიზეზით გამოწვეული.
4-5 წელი
ამ პერიოდში ბავშვები წელიწადში 2 კილოგრამით იმატებენ და სიმაღლეში იზრდებიან 5-8 სმ-ით. 4 წლის ბავშვის წონა დაახლოებით 18 კილოგრამია, სიმაღლე კი – 1 მეტრი.
წინასასკოლო ასაკის ბავშვები აგრძელებენ განვითარებას, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის გაუმჯობესებას. ისინი იწყებენ ხატვას, ფაზლების აწყობას. მათი თამაში ხდება უფრო წარმოსახვითი, რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.
ისინი ამ პერიოდშიც აგრძელებენ ზრდას და ამიტომ ხელი შეუწყვეთ მათ სწორი კვებით და ფიზიკური ვარჯიშით, რომელიც დღეში 60 წუთს უნდა გრძელდებოდეს.
6-12 წელი
ამ პერიოდში ბავშვები ყოველწლიურად იზრდებიან 6-7 სმ-ით და წონაში იმატებენ დაახლოებით 2-3 კგ-ით, სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე.
ისინი იწყებენ თავიანთ გარეგნობაზე ფიქრს და შფოთვას. გოგონები ღელავენ იმაზე, რომ ძალიან მაღლები არიან, ბიჭები კი პირიქით, თავიანთ დაბალ სიმაღლეზე ჯავრობენ.
ეცადეთ თქვენს შვილს აუხსნათ, რომ მთავარია იყოს ჯანმრთელი, ხოლო გარეგნობას შედარებით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ისინი ვერ შეცვლიან იმ გენებს, რომლებიც მათ სიმაღლესა და სქესობრივი მომწიფების პერიოდს განაპირობს. მთავარია ისინი გაიზარდონ ჯანმრთელები და იყვნენ ფიზიკურად აქტიური.
ბავშვის ნორმალური ზრდისთვის აუცილებელია კარგი კვება, საკმარისი ძილი და რეგულარული ვარჯიში.
ამავე პერიოდში იწყება სქესობრივი მომწიფება, რომელიც რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენს, როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში. სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი სხვადასხვაა. ჰორმონებით განპირობებულ ცვლილებებს თან ახლავს სიმაღლეში სწრაფი ზრდა, რითაც ბავშვები თინეიჯერულ ასაკში გადადიან.
სქესობრივი მომწიფების დაწყების პირველი ნიშანი გოგონებში არის მკერდის წამოზრდა, რომელიც 8-დან 13 წლამდე ასაკში ხდება. ამას მოჰყვება შემდეგი ცვლილებები:
– მკერდი იზრდება და თეძოები მრგვალდება
– სიმაღლეში ზრდის ტემპი ჩქარდება
– ბოქვენზე თმა ჩნდება მკერდის წამოზრდიდან 6-12 თვეში, თუმცა დაახლოებით 15%-ში შესაძლოა ბოქვენზე თმა მკერდის გადიდებამდეც გაჩნდეს
– ზომაში იმატებს საშვილოსნო, საშო, სასირცხო ბაგეები და კლიტორი
– მკერდის ზრდა და ბოქვენზე თმის რაოდენობა დროთა განმავლობაში მატულობს
– სიმაღლეში ზრდა პიკს აღწევს სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან 2 წელიწადში (საშუალოდ 12 წლისთვის)
– მენსტრუაციის დაწყების შემდეგ გოგონა კიდევ იზრდება 2,5-5 სანტიმეტრით და
ბიჭების უმეტესობას პირველი ცვლილებები ეწყება 10-დან 16 წლამდე პერიოდში, ისინი ყველაზე ინტენსიურად იზრდებიან 12-15 წლის ასაკში. მათი სიმაღლეში სწრაფი ზრდა გოგონებზე 2 წლით გვიან ხდება. სიმაღლეში ზრდის შეწყვეტის შემდეგ გრძელდება მათი კუნთოვანი სისტემის განვითარება.
ბიჭებში სქესობრივ მომწიფებას ახლავს:
– პენისის და სათესლე ჯირკვლების ზომაში მატება
– იღლიასა და სახეზე თმის გაჩენის შემდეგ თმის გაჩენა ბოქვენზე
– ხმის დაბოხება
– ადამის ვაშლის (ხორხის ხრტილი) უფრო გადიდება
– სათესლე ჯირკვლებში იწყება სპერმის გამომუშავება
13-18 წელი
თინეიჯერულ ასაკში სქესობრივი მომწიფების გამო ხდება მრავალფეროვანი ფიზიკური ცვლილებები.
– გოგონების უმეტესობა სქესობრივ მომწიფებას იწყებს 8-დან 13 წლამდე პერიოდში. სიმაღლეში საგრძნობი ზრდა, „ტანის აყრა“ აღინიშნება 10-14 წლის ასაკში.
– ბიჭების სქესობრივი მომწიფება იწყება 10-13 წლის ასაკში და სიმაღლეში ზრდას აგრძელებენ გოგონებთან შედარებით 1-2 წლით მეტ ასაკამდე.
ნორმალურ ზრდასა და განვითარებაში თქვენს შვილს ეხმარება კარგი კვება, ძილი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
მიუხედავათ ზრდის მრუდის არსებობისა, ამ ასაკისთვის ზუსტი ნორმების დადგენა რთულია, რადგან სიმაღლე განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორებით და დამოკიდებულია მშობლების სიმაღლეზე. მთავარია თქვენი შვილის ზრდის ტემპი ასაკობრივ ნორმას შეესაბამებოდეს.
ამ ასაკში გოგონები კრიტიკულად უდგებიან თავიანთ გარეგნობასა და წონას, რამაც შესაძლოა არაჯანსაღი წარმოდგენა ჩამოუყალიბოთ თავიანთი გარეგნობის შესახებ და დაიწყონ არასწორი დიეტა. ბიჭები უფრო ღელავენ თავიანთ სიმაღლეზე და კუნთოვან მასაზე და ამ მიზნით შესაძლოა მიმართონ სტეროიდების და დამატებითი ცილების მიღებას. ამ პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტისთვის აჯობებს ეს საკითხი გაარჩიოთ ექიმთან ვიზიტისას.
მოგესალმებით მყავს 8 წლის ბიჭი ,სათესლე ჯირკვლები თითქოს მცირე ზომისააა საშიშია თუ ნორმალურია. თუ ვანახო ექიმს და რომელს? მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, ნინო,
მიმართეთ უროლოგს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
ვარ 16 წლის და175 სანტიმეტრი ჩემს ასაკტან შედარებით დაბალი ვარ? გავიზრდები კიდევ ????
მოგესალმებით, ანო,
საშუალო სიმაღლე ამ ასაკის გოგნასათვის არის 168.6 სმ.; სიმაღლეში კვლავ გაზრდის განსაზღვრა ხდება არადომინანტური ხელის მტევნის რენტგენორაფიით ძვლოვანი ასაკის შეფასების საფუძველზე.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით,
მინდა ჩემ პატარა ბიჭზე გკითხოთ რომელიც წლის და 1თვისაა. ჯერ გეტყვით რაც იცის მამაზე გიჟდება და სულ მამას იძახის, კარზე კაკინზე რომ ვიკითხავთ ვინ მოვიდათქო მამაო და გარბის როგორც შეუძლია. იცის წყალი -ნწა ნწას ეძახის, ძახლს რომ ხედავ ან ვეტყვით როგორ ყეფსთქო მპა-მპა ასე ამბობს სულ, ძროხაზე ამბობს – მუუს სათამაშო და რეალურ მანქანაზე ვუუუ-ს.დადას ამბობს ოღონდ მიზანმიმართულად თითქოს არა. ხან ამბობს ატას ჩვენ ვეუბნებით ასე როცა გარეთ გაგვყავს. ასევე იცის დაუშვად თავის პამპერს დაავლებსხელსდა იცის რომ ნაგვში უნდა ჩააგდოსდა მიდის მიზანმიმართულად. იცის სად არის შუქის ასანთები და თუ ვეტყვი ანთებს მიდის იმ ადგილზე. ჭუპა-ჭუპასრომ ვეტყვი მიმიყვანს თავის საბანაო ტაშტთან. უყვარსუფროს ძმებთან თამაში მანქანებით და ბურთით. დაგდებულ ნივთზე თუ ვეტყვი აიღე და მომაწოდე აკეთებს. იცის ყუთიდან ნივთის ამოღება და ჩადება. დაყრილი სათამაშოების ყუთში ჩაყრა ერთად ვაკეთებთ ამას. მაგრამ ნუ სიტყვებს არ ამბობს იმუს გარდა რაც ვახსენე. ასევე წიგნში დახატულ ცხოველებზე არ მპასუხობს. იცის ჩემ სახეზე მიჩვენებს სად მაქვს თვალები, ცხვირი და პირი (ხან ეს ორო ერევა ერთმანეთდი)ყურები და თავი. ხან აკეთებს რომ ვეტყვი ფეხზე გავიხადოთ იხსნის ფხრიწებს ხან არ აკეთებს. ასევე ხან რომ ვკითხავ რამდენი წლის ხართითით მაჩვენებს 1 ხან არა. ტელეფონს მომაწვდის ხოლმე და წაიმღერებს თავუსებურად რომ სიმღერა უნდა. ტელეფონს იღებს და ყურზე იდებს რომ ვეუბნებით მანას დაურეკეთქო. ზოგადად კიდევ რა მოეთხოვება ამ ასაკის ბავშვს და რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება. შეუძლია დამოუკიდებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა რაც გახდა 1 წლის, თავიდან უფრო გაბედული იყო ახლა ძალიან ფრთხილობს ხელს არ გვიშვებს თუ გავუშვით უახლოს ადგილზე ცდილობს მოკიდოს ხელი რამეს ან დაჯდეს და ხოხვით წავიდეს. 11 თვეზე გვქონდა 6 კბილი და ჯერ მეტი აღარ ამოგვსვლია. დაბლენდერებულიდან გადავედით ჩაჭყლეტილ საჭმელზე. და კიდევ ერთი, რაც 1 წლის გახდა უფრო ბრაზიანი თუ როგორ ვთქვა თავისნება გახდა. როგორც კი მიმართუკებას შევაცვკევინებ რაც არ მინდა გააჯეთოს ეგრევე ყვირის და ტირილს იწყებს. დღემდე ჭამს ძუძუს. გთხოვთ მირჩიოთ თუ რამე გვჭირდება? ვეცადე დეტალურად ამეხსნა. ძილით ღამე არ იღვიძებს მაგრამ ფაქტიურად ძუძუზე კიდია, დღის მანძონლზე ძინავს 2ჯერ დაახლოებით საათ ნახევარი-ორი საათი თითო ძილი.
მოგესალმებით,
სიტყვათა მარაგი ამ ასაკში მოიცავს „დედა“, „მამა“-ს გარდა კიდევ 1 სიტყვას, ან მარცვლების ერთობლიობას, რომელსაც ყოველთვის მხოლოდ კონკრეტული საგნის აღმნიშვნელად იყენებს. ნახატზე სურათების დასახელება ამ ასაკის ბავშვს არ მოეთხოვება, მაგრამ როდესაც საგანი მხედველობის არეშია, შეკითხვისას მაგ.: სად არის ბურთი, ძაღლი, ბავშვი შეხედავს დასახელებულ საგანს; როდესაც სურს, რომ რაიმეზე მიგანიშნოთ, მიგითითებთ თითით, ხელით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასრულებს დავალებებს, მიზამიმართულად იყენებს „მის ენაზე“ წარმოთქმულ სიტყვებს, თამაშობს ფუნქციურად, ცნობს სხეულის ნაწილებს. რაც შეეხება მოტორული სფეროს განვითარებას, ამ ასაკის ბავშვს შეუძლია საყრდენის დახმარებით ძირს დაგდებული სათამაშოს აღება და შემდეგ გასწორება, ავეჯის გასწვრივ სიარული ან ნაბიჯების გადადგმა, წაბორძიკების ან დაცემის გარეშე, იმ შემთხვევაშიც, თუ ორივე ხელით გეყრდობათ. „გაბრაზება“, ასევე ასკობრივი ნორმაა, წარმოადგენს პროტესტის გამოხატვის ფორმას მისი სურვილების საწინააღმდეგო ქმედებების მიმართ.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, ბავშვი (ბიჭი) არის 7,5 წლის 1,45მ სიმაღლეში და 70კგ. ენდოკრინოლოგის რჩევით გაუკეთეს ხელის მტევნის რენდგენი რათა ბავშვის ზრდის ტემპი დაგვედგინა, როგორც ამიხსნეს 13 წლის ბავშვის ძვლოვანი განვითარების მაჩვენებელი აქვსო, თუმცა ეს რას ნიშნავს და რა შეიძლება გამოიწვიოს ამან ან რა უარყოფითი მხარე აქვს ამ ყველაფერს არ აუხსნიათ. წონაზე ვმუშაობთ, შაქარი, ინსულინი, კორტიზოლი, ჩიყვი, და ყველა ანალიზი ნორმის ფარგლებშია. სპორტით დავტვირთეთ და კლებაში წამოვიდა. ერთი სიტყვით განვითარების ტემპის ზრდა გვაშინებს. გენეტიკურად სიმაღლე მშობლებისგან აქვს.
მოგესალმებით, ალექს,
ეს საკითხი არის ძალიან სპეციფიური, ბავშვთა ენდოკრინოლოგის მიერ კომპლექსურად შესაფასებელი. გასათვალისწინებელია, ხომ არ არის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, 6 წლის ბავშვს ხელის დადებაზე სტკივა მკერდი ერთ მხარეს , ფერიც ოდნავ შეცვლილი აქვს კონტური გამუქებულია და მოლურჯო ფერი დაკრავს,რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართო? მადლობა წინასწარ!
მოგესალმებით, ნინო,
მიმართეთ ქირურგს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.ჩემი ბიჭი იანვარში ხდება 6 წლის..ამ ასაკის ბავშვი რამდენს უნდა იწონიდეს და სიმაღლეში რამდენი უნდა იყოს?
მოგესალმებით, ნონა,
6 წლის ვაჟის ასაკობრივი ნორმის დიაპაზონი მერყეობს: სიმაღლე – 106-125 სმ., წონა – 16.5-28 კგ..
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ 13წლის ვარ და 1.61 ნორმალური სიმაღLეა?და ჩEმს კლასში ყველაზედაბალივარ
ჭOნა 51კგ
მოგესალმებით, ანუკი,
თქვენი სიმაღლეც და წონაც ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ მყავს პატარა 2თვის და 20 დგის არის 58 სანტიმეტრი და თავის გარშემოწერილობა აქვს 38 სანტიმეტრი და ნორმალური მაცჰვენებლებია?
მოგესალმებით, თამარ,
ორივე მაჩვენებელი ასაკის შესაბამისია.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
ვარ 12 წლის სიმაღლეში 1.50 ნორმალური სიმაღლეა ?
მოგესალმებით, ნინო,
თქვენი სიმაღლე ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ვარ 13 წლის , თმები სხვადასხვა ადგილებში ამომივიდა 8-9წლის ასაკში მაგრამ მკერდი ახლაეზრდება ასევე ვარ ტანდაბალი სადღაც 1მ 35სმ დედამ მიმართა ენდოკრინოლოგს და გადამიღო ყველა საჭირპ ანალიზი,მაგრამ ყველაფერი რიგზწეა და ეს მომეოფების დაჰვიანება რისი ბრალი შეიძლება იყოს??
გამარჯობათ … ჩემო გოგონა 14 ნოემბერს გახდება 8 წლის. დაახლოებით თვენახევრის წინ შევამჩნიე რომ, მარჯვენა ძუძუს ზრდა აქვს დაწყებული და რამდენიმე დღეა ვამჩნევ იღლიაში ოფლის სუნი დაეწყო… ხო ალბათ ეს ყველაფერი სქესობრივი მომწიფების დაწყებას უკავშირდება, მაგრამ ვნერვიულობ, ნაადრევი ხომ არ არის?
მადლობა…
მოგესალმებით, მაკა,
აუცილებელია, შეფასება ბავშვთა ენდოკრინოლოგის მიერ.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით, მარი,
აუცილებელია, განმეორებითი შეფასება კვალიფიციური ბავშვთა ენდოკრინოლოგის მიერ. სქესობრივი მომწიფების გარდა, სიმაღლეც არის საყურადრებო.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
დიდი მადლობა პასუხისთვის კიდევ მაქვს ერთი კითხვა თუ არ შეწუხდებით იქნებ მიპასუხოთ პედიატრმა დაუნიშნა ჰიპი კომბიოტიკი 1და ახლა მითხრეს რომ მუდმუვად ამ საკვებზე ყოფნა არ შეიძლება და უნდა შეცვალოვო არადა მეოთხე კვებაა რაც გამოიცვალა 2 თვის ბავშვმა ძლუვს მოერგო საჭმელს და ახლა ისევ შესაცვლელი არ მინდა გაგვიხდეს.რამდენად მართალია რომ ჰიპი კომბიოტიკის ხანგრძლივად ჭამა არ შეიძლება???
გამარჯობათ ჩემი პატარა 2 თვის ხდება 6ში.დაიბადა 3200 ახლა არის 4600.ექიმმა მითხრა რომ ცუდი მატება აქვს.ძალიან ვნერვიულობ თქვენ რას მეტყვით და თუ შეგიძლიათ რამე მირჩიოთ.ღამე 6 საათიან შუალედს აკეთებს.ხომ არ ვაჭამო ღამეც??
მოგესალმებით, ქეთი,
ასაკობრივი ნორმა 8 კვირის დროული ახალშობილისათვის არის 3900-6400 გ. (გოგონა) ან
4300-6800 გ. (ვაჟი). ჩვილის წონა განისაზღვრება დაბადების წონის მიხედვით შემდეგნაირად: წონის ნამატი დაბადებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში – 140-200 გ. კვირაში, დაბადების წონა ორმაგდება დაახლოებით 4 თვის ასაკში. საკვების მიღება უმეტეს შეთხვევაში საკმარისია და განისაზღვრება მინიმუმ 6-ჯერადი მიღებით, შესაძლებელია გაიზარდოს 8-12-ჯერად მიღებამდეც, წონის დეფიციტის არსებობის შემთხვევაში. თუმცა წონის დეფიციტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც წონის ნელ მატებას განაპირობებს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ვარ 16 წლის და ძალიან მაგრად მინდა ამომივიდეს წვერი ძალიან ხშირად ვიპარსავ და კიდევ იქნებ მირჩიოთ რამე რომ უფრო დროუად ამომივიდეს ძალიან გთხოვთ!!!!!
მოგესალმებით, საბა,
თუ განვითარებულია სხვა მეორადი სასქესო ნიშნები (ბოქვენზე, იღლიაში თმიანობა…), აღნიშნული პრობლემას არ წარმოადგენს სქესობრივი მომწიფების ნორმალური პროცესის მიმდინარეობის თვალსაზრისით და დამატებით რაიმე სახის მცდელობა არ არის რეკომენდებული ამ შემთხვევაში. უზრუნველჰყავით ზომიერი ფიზიკური დატვირთვა – ვარჯიში, ცილოვანი საკვების მიღება, მშვიდი ძილი.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.რამ შეიძლება განაპირობოს 3 თვის ახალშობილში ადგი ადგილ თმის ცვენა..შემდეგ ის კერა თითქოს ევსება თმით
გამარჯობა ვარ 14 წლის გოგო და 1.54 მაინტერესებს ნორმალირია ეს სიმაღლე ჩემი ასაკისთვის და Kიდევ მაქვს გაზრდის შანსი თუ არა?
მოგესალმებით, მარიამ,
თქვენი სიმაღლე შეესაბამება ნორმის ქვედა ზღვარს. კიდევ გაზრდა დამოკიდებულია სქესობრივი მომწიფების ხარისხზე – რეგულარული მენსტრუალური ციკლის არსებობასა და ხანგრძლივობაზე. თუ უკვე 2 წელია გასული რეგულარული მენსტრუალი ციკლის დაწყებიდან, სავარაუდოდ, ზრდა უკვე დასრულებულია. აღნიშნულის განსაზღვრა ასევე შესაძლებელია ძვლოვანი ასაკის შეფასებით მარცხენა ხელის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევით.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, მე ნია ვარ 14 წლის. სიმაღლეში ვარ 1.68, წონით კი 52კ. მაინტერესებს ჩემი წონა სიმაღლესთან როგორია? და ასევე მაინტერესებს გავიზრდები თუარა, გენეტიკა კარგი მაქვს ცემი ოჯახის წევრები 1.90 ნაკლები არცერთი არაა გადრდა დედისა ის 1.82 ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ <3
მოგესალმებით, ნია,
თქვენი სიმაღლე ახლოს არის ასაკობრივი ნორმის ზედა ზღვართან, სხეულის მასის ინდექსი ნორმალურია. კიდევ ზრდა დამოკიდებულია სქესობრივი მომწიფების სტადიაზე (რეგულარული მენსტრუალური ციკლის არსებობაზე).
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა. 1თვის წინ გავხდი 11 წლის. ვარ 1მეტრი და 45სანტიმეტრი. დედაჩემიც და მამაჩემიც დაბალები არიან და ვნერვიულობ რომ მათსავით დაბალი ვიქნები. ჩემს ტოლ ბავშვებს ყველას აქვს მკერდი .. მე კი საერთოდ არ მაქვს . არც მტკივა და არაფერი. ძალიან გთხოვთ მითხარით გამეზრდება თუ არა მკერდი? გავიზრდები? ვარ 30კილო ვჭამ საჭმელს. და ერთი რამ მაინტერესებს მჭირს დიაბეტი და ამის ბრალი ხომ არ არის მკერდის არ გაზრდა. ძალინ გთხოვთ მიპასუხოთ
მოგესალმებით, ანი,
11 წლის გოგონასთვის 145 სმ. არის ნორმალური სიმაღლე. მკერდის ზრდა უნდა დაიწყოს 13 წლამდე ასაკში. ენდოკრინოლოგის ჩართვა საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ 13 წლის ასაკის შემდეგაც არ არის განვითარებული მეორადი სასქესო ნიშნები: მკერდის ზრდა, გათმიანება… მოწოდებული მონაცემის მიხედვით, სქესობრივი მომწიფების დაწყების შემდეგ ზრდის ტემპი სწრაფი იქნება და ნორმალურია, დაახლოებით, 11 სმ. წელიწადში.
თათია აფრასიძე,
ბევშვთა ნევროლოგი
გამარჯობა,მყავს 5 წლი-ნახევრის გოგო და არის 1 მ და 3 სმ სიმაღლის და ვთვლი რომ არის დაბალი თავის ასაკთან შედარებით,გთხოვთ მომცეთ რჩევა რამდენად აუცილებელია ჩარევა,ენდოკრინოლოგთან მყავდა ფარისებრ ჯირკვალზე ეხო გადამაღებიდა და ზომები ნორმაში აქვს 2 თვე ვასვი იოდბალანსი და დ-კალცინი,ეხლა გვთხოვა კალცის და TSH ანალიზი,სანამ ამ ანალიზებით გავაწვალებ თქვენ რას მირჩევთ რამდენად საგანგაშოა ეს სიმაღლე ამ ასაკისთვის?იანვარში იყო 1 მ. და დღეს რომ გავზომე 3სმ.ნახევარი აქვს მატება.მადლობთ წინასწარ და გთხოვთ მიპასუხოთ.
გამარჯობა,მყავს 5 წლი-ნახევრის გოგო და არის 1 მ და 4 სმ სიმაღლის და ვთვლი რომ არის დაბალი თავის ასაკთან შედარებით,გთხოვთ მომცეთ რჩევა რამდენად აუცილებელია ჩარევა,ენდოკრინოლოგთან მყავდა ფარისებრ ჯირკვალზე ეხო გადამაღებიდა და ზომები ნორმაში აქვს 2 თვე ვასვი იოდბალანსი და დ-კალცინი,ეხლა გვთხოვა კალცის და TSH ანალიზი,სანამ ამ ანალიზებით გავაწვალებ თქვენ რას მირჩევთ რამდენად საგანგაშოა ეს სიმაღლე ამ ასაკისთვის?იანვარში იყო 1 მ. და დღეს რომ გავზომე 4სმ.ნახევარი აქვს მატება.მადლობთ წინასწარ და გთხოვთ მიპასუხოთ.
მოგესალმებით, ნინო,
ბავშვის სიმაღლე ახლოს არის ნორმის ქვედა ზღვართან. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მშობლების სიმაღლე. TSH-ის განსაზღვრა მნიშვნელოვანია.
იანვრის შემდეგ 4 სმ.-ით მატება ზრდის ნორმალურ ტემპს შეესაბამება.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
უღრმესი მადლობა პასუხისთვის,TSH და კალცი გადავამოწმე და 5 წლინაევრის გოგოს TSH აქვს 5,05 და დაუნიშნეს იოდომარინი 100. კალცი აქვს 2,42 ნორმაში აქვსო და არაფერი დაუნიშნეს.იქნებ ანალიზის პასუხებზე და დანიშნულებაზეც მითხრათ თქვენი აზრი რამდენად სწორად ვმკურნალობთ?
მშობლებიც დედა 164 სმ. ვარ და მამა დაახლოებით 170-172 იქნება
მოგესალმებით, ნინო,
ბავშვის სიმაღლე ნორმალურად მიჰყვება მშობლების სიმაღლის ტრაექტორიას. დააკვირდით, წელიწადში სიმაღლეში, დაახლოებით, 5-6 სმ.-ით უნდა გაიზარდოს. იოდომარინის მიღება აუცილებელია.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, ვარ 14 წლის სიმაღლეში 1.79. მამა 1.89 არის დედა კი 1.71… ნუ მაღალი ვარ ასაკთან შედარებით მაგრამ მაინტერესებს გავიზრდები თუარა კიდევ, ფეხზე დიდი რაოდენობით თმა მაქვს და ეს რამეს ხელს უშლის?
და წვერიც აქა იქ მაქვს უშლის რამეს ხელს?
მოგესალმებით, დათო,
თქვენთვის ნორმალური სიმაღლის დიაპაზონი არის 186.5 +/- 5 სმ.. თქვენ თითქმის მიღწეული გაქვთ სამიზნე სიმაღლეს. კიდევ გაზრდა დამოკიდებულია სქესობრივი მომწიფების სტადიაზე (და არ არის დამოკიდებული ფეხზე თმიანობაზე), რისი განსაზღვრაც სპეციალისტის მიერ გასინჯვის გარეშე შეუძლებელია.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ვარ 13 წლის. სიმაღლეში 168 სმ და წონა 55. ძალიან მინდა წონაში დაკლება და შესაბამისად ვვარჯიშობ და ასევე ვდიეტობ. მაგრამ ხშირად მესხმის თავბრუ და თვალები მიბნელდება.. გთხოვთ დამაკვალიანოთ და მირჩიოთ სხვა რა ხერხს მივმართო წონაში დაკლებისთვია.. ასევე მაინტერესებს შეიძლება თუ არა წონაში დასაკლები წამლების მიღება? მადლობა წინასწარ..
მოგესალმებით, ანა,
გირჩევთ, მიმართოთ ენდოკრინლოგს, რომელიც შეგირჩევთ კვების სწორ რეჟიმს, რისი დახმრებითაც მინუმამადე შემცირდება ისეთი ჩივილები, როგორიც არის თავბრუ და სხვა ნევროლოგიური გამოვლინებები.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
ძალიან დიდი მადლობა!