ადრეული ინტერვენცია არის ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზანმიმართულ და კოორდინირებულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს ბავშვის ადრეულ კრიტიკულ წლებში.
ინტერვენციის სამიზნეა როგორც ბავშვი, ასევე მისი ოჯახი. სპეციალისტებსა და მშობლებს შორის დაწყებული პარტნიორული ურთიერთობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბავშვის, ოჯახის და მთელი საზოგადოებისთვის.
ოჯახზე კონცენტრირებული ადრეული ინტერვენციის სერვისი:
- აუმჯობესებს ბავშვის განვითარებას, სოციალურ და აკადემიურ მიღწევებს
- ამცირებს სპეციალური განათლების, რეაბილიტაციის და ჯანდაცვის ხარჯებს
- ამცირებს ოჯახის წევრთა სტრესს, იზოლირებისა და იმედგაცრუების შეგრძნებას
- ოჯახის ძლიერი მხარეების გამოაშკარავება ხელს უწყობს დადებითი ჩვევების განმტკიცებას
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევთ იქცნენ პროდუქტიულ და დამოუკიდებელ პიროვნებებად
რაც უფრო დროულად ხდება შესაძლებლობების შეზღუდვის აღმოჩენა და ოჯახის მხარდამჭერი ინტერვენცია, მით უფრო წარმატებულია შედეგი.
საქართველოში ადრეული ინტერვენციის პროგრამას ახორციელებს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის:
ნეიროგანვითარების ცენტრი
ახორციელებს ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია 0-დან – 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესასძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
ეს პროგრამა მოიცავს:
- ბავშვის/ოჯახის ხელშეწყობის საერთაშორისო მიდგომას;
- პროფესიონალების მუშაობას შინ, სპეციალიზირებულ ცენტრში და საბავშვო ბაღში;
- ბავშვის/ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას;
- ჩარევის ინდივიდუალური გეგმის შედგენას.
ადრეული განვითარების პროგრამაში ერთვებიან მოტორული (მოძრაობითი), გონებრივი, მეტყველების, ადაპტური (თვით-მოვლა, კვება, ჰიგიენა), სოციალური და კომუნიკაციური დარღვევების მქონე ბავშვები. ამ პროგრამის მომსახურეობა მოიცავს თვეში 8 ვიზიტს, რომლის განხორციელება შესაძლებელია შინ, სპეციალიზირებულ ცენტრში და/ან საბაშვო ბაღში. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე.
პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა განცხადებით მიმართოთ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს.
ცენტრის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №2/6 (იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოს 3 შესასვლელი)
ტელეფონი: 2527889 / 105
პროგრამის ხელმძღვანელი: სოფიო ტატიშვილი, ტელ: 599510347;
ადრეული განვითარების გუნდის ლიდერები: სალომე ბარბაქაძე, ტელ: 555758822 და ნათია ბერუაშვილი, ტელ: 558148316.
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია ბავშვთა ადრეული განვითარების პორტიჯის საერთაშორისო პროგრამის გამოყენებით მუშაობს დაბადებიდან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან. პროგრამაში ჩართული ოჯახი, სპეციალურად ტრენირებული სპეციალისტების დახმარებით, თანმიმდევრულად ეუფლება ბავშვის სხვადასხვა უნარების – მოტორული, შემეცნებითი, ენობრივი, თვითმომსახურების, სოციალური – განვითარებისა და სტიმულირების სტრატეგიებს. შედეგად ბავშვი უკეთ ახერხებს გარემოსთან ურთიერთობას, რაც მას მოგვიანებით საგანმანათლებლო სისტემაში (ბაღი/სკოლა) ჩართვას უადვილებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის ჩართვის ხელშეწყობა პროგრამის ერთ–ერთი პრიორიტეტია.
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 32.
ტელეფონი: 223 22 32
ხელმძღვანელი: ნინო ცინცაძე, ტელ: 593 344531
ადრეული განვითარების სპეციალისტების გუნდის ლიდერი: ეკა კეკელია ტელ: 577520969
გამარჯობათ. გავიგე რომ იაშვილში არის ბავშვთა განვითარების შეფასების ცენტრი. თუ ხდება 3-4წლის ბავშვთა სკრინინგი, რომელსაც არ აქვს პრობლემები ,მაგრამ არის დღენაკლი . კონსულტაცია ფასიანია თუ უფასო?
გამარჯობათ, მყავს 3.5 ბიჭი. დაიბადა სასწრაფო საკეისრო ოპერაციით.ფიზიკურად არის განვითარებული იმაზე მეტადაც, მეტყველებს მაგრამ ფიქრის უნარი არ აქვს. ყველა სიტყვას იმეორებს თუთიყუშივით, მაგრამ ავიწყდება რას რა უნდა დაუკავშიროს. სიმღერებს მღერის თან ახსოვს ყველა მოსმენილი სიმღერის მელოდია, მაგრამ სიტყვებს ყლაპავს. თავისი ექიმი მეუბნევა, რომ დაველოდოთ და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მე მაინც შიში მაქვს იმიტომ,რომ გოგონა მყავს 5 წლის რომელმაც სამი წლისამ კითხვა იცოდა
მოგესალმებით, ვაჟა,
3 წლის და 5 თვის ბავშვი საუბრობს სრული წინადადებებით, ასრულებს 3-ეტაპიან დავალებებს, ნახატებიანი წიგნის დათვალიერებისას გეუბნებათ თუ რა მოქმედება ვითარდება (მაგ: მირბის, ყეფს, ტირის), სწორად გპასუხობთ შეკითხვებზე: რა გქვია? რა გვარი ხარ?
აუცილებელია, მიმართოთ სპეციალისტს, რათა მოხდეს ბავშვის განვითარების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის დროული დაგეგმვა.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა. მყავს ბიჭი 2 წლის და 9 თვის. მთელი ეს პერიოდი ბავშმა გაატარა კომპიუტერთან, უყურებდა უცხოენაზე მულტფილმებს. ბოლო 1 თვეა კომპიუტერი გავაქრეთ ოჯახიდან და ბავშმა ნელ-ნელა უმატა სიტყვების თქმას, იმეორებს უკვე ყველა სიტყვას რასაც ვამბობთ, ნელ ნელა ლექსების თქმაც დავიწყეთ. ამბობს გარკვეულ სიტყვებს გაზზრებულად, გარკვეულ სიტყვებს უბრალოდ იმეორებს.ცხოველები იცის ზეპირად, რა ხმებს გამოსცემს და ა.შ.
ოჯახში არ ვაძლევდით საშუალებას დამოუკიებლად ეჭამა, ჩაეცვა, ხელში მაკრატელი აეღოო და ამის გამო ვფიქრობ ეს უნარებიდ აუქვეითდა მაგრამ ამჟამად ვასწავლით დამოუკიდებლად ცხოვრებას და ნელ-ნელა ეჩვევა. სახელის დაძახებას რეაგირებს, მაგრამ თუ თამაშითაა გართული არც შემომხედავს. ასევე იცის აიღე, მომიტანე, დადე, წადი, დაკეტე. ყველაფერს ასრულებს მყავდა გლობალმედში და მითხრეს რომ საეჭვოა აუტიზმი ოღონდ დაუსტებით ვერ სვავენ ამ დიაგნოზს. ბავშვი არის მშიშარა, ეშინია ძალიან ბვრი რამის. გთხოვთ გამეცით პასუხი, შეიძლება თუ არა ექიმები ცებოდნენ და უბრალოდ არასწორი აღზრდის გამო მომხდარიყო ეს ჩამორჩენა განვითარებაში და შეიძლება თუ არა სწორი აღზრდით დალაგდეს ყველაფერი. გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან ვნერვიულობთ
მადლობა
მოგესალმებით, ანი,
რა თქმა უნდა, სწორი და რაც მთავარია, დროული ჩარევით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ყველა შემთხვევაში. თავად აღნიშნავთ, რომ თქვენი მეტი ჩართულობით ბავშვის უნარები გაუმჯობესდა. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, ნეიროგანვითარების ცენტრს, რათა სპეციალიზებული მულტიდისციპლინური მიდგომით მოხდეს ბავშვის შეფასება და ინტერვენციის საჭიროების შემთხვევაში, მდგომარეობის ადექვატური მართვა.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით, ლელა,
ბავშვის განვითარების შეფასება შესაძლებელია.
ვიზიტი ფასიანია.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა ჩემი ბიჩი 3 წლის არის ჩვილობიდან ინგლისურ მულტფინმებს უყურებს და მარტო ხუთამდე ითვლის ინგლისურად ოგონდ გამართულად მაგასაც არ ამბობს ერთი სიტყვაც კი არ იცის ქართული არც დედას ამბობს ოჯახში ყველა ქართულად ვსაუბრობთ კომპიუტერში უყურებს უცხო ენაზე საბავშვო მულტ ფილმებს მაგის გარეშე საჩმელსაც კი არ ჩამს როცა ვესაუბრებით არ გვისმენს მარტო ბგერებს გამოსცემს და მის ენაზე საუბრობს სმენა აქვს რადგან ხმა რო ესმის რეკლამის ან საბავშვო გადაცემა გადის ეგრევე მორბის საყურებლად გთხოვთ გამცეთ პასუხიი საშიშია ?
მოგესალმებით თამთა,
იმისათვის, რომ შეფასდეს და გამოირიცხოს მდგომარეობები, რაც შესაძლოა, სათანადო ჩარევას მოითხოვს და მხოლოდ მეტყველების დაგვიანებით არ შემოიფარგლება, აუცილებელია, ბავშვის განვითარების, კომუნიკაციისა და სოციალური უნარების შეფასება სპეციალისტთა ჯგუფის მიერ დიაგნოსტიკური ტესტებით.
გირჩევთ, მიმართოთ სპეციალიზებულ ცენტრს.
სწორი და დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მართვა მნიშვნელოვანად აისახება მდგომარეობის კარგ გამოსავალზე.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით! ჩემი ბიჭუნა არის 2 წლის და 5 თვის. პრობლემა მდგომარეობს იმაში ,რომ არ ლაპარაკობს. იძახის რამოდენიმე სიტყვას,მაგრამ გაუაზრებლად. შეუძლია გაიმეოროს სხვისი ნათქვამი. სმენა იდეალური აქვს. როცა რამეს ვუხსნი არ აინტერესებს. ბავშვი დაიბადა საფრანგეთში,სახლში ქართული ლაპარაკი ესმის,ბაღში ფრანგული.რამდენად შესაძლებელია რომ ეს ფაქტორი იყოს მისთვის შემაფერხებელი მეტყველებაში? პედიატრი არ თვლის საჭიროდ სპეციალისტის ჩარევას,თუმცა მე ძალიან მეშინია. იქნებ მითხრათ რამდენად რთულად არის საქმე,ვის მივმართო,ლოგოპედს თუ ფსიქოლოგს. გმადლობთ
მოგესალმებით,
თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე რეკომენდირებულია მოხდეს ბავშვის განვითარების და მეტყველების შეფასება სპეციალური ტესტების მეშვეობით. აღნიშნული კვევები ტარდება ნეიროგანვითარების ცენტრებში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედის: ექიმი, ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი. თბილისში არის რამოდენიმე ასეთი ცენტრი. თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ შემიძლია დაგაკვალიანოთ.
პატივისცემით,
მარიამ აბულაძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ!
11 თვის ბავშვი (ბიჭი) არ დგება ფეხზე. პედიატრმა გასინჯა რამოდენიმეჯერ და კუნთები ნორმალურად აქვს ჩამოყალიბებულიო. მითხრა ადროვე და თავისი დადგებაო, მაგრამ უკვე თერთმეტი თვისაა და მაინც არ დგება. უკვე ვნერვიულობ. ძალიან მაინტერესებს თქვენი რჩევა. მადლობთ წინასწარ.
ირმა,
11 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ჯდომა და წამოჯდომა, ოთხზე (ხელებზე და მუხლებზე ყრდნობით) დგომა და ოთხზე გადაადგილება, ხელის ჩაჭიდებით დგომა და გადაადგილება.
ავარჯიშთ ის თამაშით:
თუ თქვენ ბავშვს უკვე შეუძლია ასადგომად წამოწევა, დაულაგეთ თავისი საყვარელი სათამაშოები დაბალ მაგიდაზე ისე, რომ მისაწვდენად წამოწევა დასჭირდეს. ამით ის მიწვდომასა და წონასწორობაში გაივარჯიშებს. ასევე, მას შეექმნება წარმოდგენა საგნების ახლოსა და შორს მდებარეობის შესახებ.
მაგიდაზე გადააფარეთ დიდი პირსახოცი ან ორი სკამის ზურგზე გადაფარეთ ზეწარი და შექმენით პატარას გვირაბი. როდესაც თქვენი პატარა შეძვრება ამ გვირაბში, დაუძახეთ. როდესაც იპოვით, გაკვირვებით შესძახეთ: „უი, აქ ყოფილხარ!“
მოიფიქრეთ სხვა მსგავსი თამაშები.
აჯობებს გაიაროთ კომპეტენტური ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია.
გამარჯობათ, მე მოგწერეთ რამდენჯერმე ჩემს შვილთან დაკავშირებით. ლუკა 3 წლის და 3თვის არის,აქვს ფსიქიკური განვითარების ეტაპების დარღვევა. დავდივართ რეაბილიტაციაზე ნეიროგანვითარების ცენტრში, უკვე ჩატარებული გვაქვს 7 რეაბილიტაცია, რომელიც საკმაოდ წარმატებით მიდის,ადვილად მიჰყვება ნეიროფსიქოლოგს,მაინტერესებს ასეთი დიაგნოზის შემთხვევაში შეიძლება ბავშვს რაიმე ორგანულიც სჭირდეს, ანუ ტვინის რაიმე დაზიანება? ლუკას აქვს კიდევ კვების პრობლემაც,2 წლამდე ჭამდა ყველა სადილს, ხილს,მაგრამ 2წლის ასაკიდან შეწყვიტა ყველაფრის ჭამა და დღემდე ჭამს მხოლოდ რძეში მოხარშულ ფაფებს და პიურეს მხოლოდ,თუმცა კარაქიანი პური, კამფეტები, პეჩენია,ნაყინი,და სხვა ტკბილეულს მიირთმევს, არ ჭამს სადილებს და ხილს,არც წვენებს არ სვავს. მაინტერესებს კვების პრობლემა გამოწვეული არის თუ არა ბავშვის ფსიქიკური განვითარების ეტაპების დარღვევით.
გამარჯობათ,ჩემი ლუკა 3 წლის და 1 თვის არის,ვერ ლაპარაკობს,თუმცა ორ მარცვლიან ბგერებს ამბობს,კონტაქტურია,თამაშობს აქტიურ თამაშებს ოჯახის წევრებთან,თავის ძმასთანაც. გავაკეთეთ გაეემოკვლევები,სმენა კარგი აქვს,მყავდა ნევროლოგიისა და ნეიროსონოგრაფიის ცენტრში,ნევროლოგთან,მერე ნეიროფსიქოლოგთან და განვითარების ეტაპების დარღვევა აქვს,დაგვინიშნეს რეაბილიტაცია კვირაში 2ჯერ ,დაფინანსებაცგვაქვს და ველოდებით რიგს,რადგან საკმაოდ ბევრი ბავშვია.მაინტერესებს რამდენად კეთილსაომედო იქნება პროგნოზი,შესაძლებელია თუ არა ბოლომდე რომ გამოჯანმრთელდეს?ბავშვს უჭირსმიმართული მეტყველწბის გაგება
ნატალია,
მოგესალმებით,
ყველა ბავშვი თავისებური ტემპით ვითარდება. რთულია, წინასწარ განსაზღვრო, როგორი იქნება შედეგი მხოლოდ ამ ინფორმაციით, რასაც გვწერთ.
შეცადეთ დაეხმაროთ განვითარებაში. ხელი შეუწყვეთ მეტყველების განვითარებას:
შექმენით პატარა ალბომი თქვენი ბავშვისთვის ნაცნობი ადამიანების და ცხოველების სურათებისგან. ისაუბრეთ თქვენს ბავშვთან ამ სურათების შესახებ, დაასახელებინეთ ფოტოზე გამოსახული ადამიანები და ცხოველები. ჰკითხეთ მას: „ვინ არის ეს? რას აკეთებენ ისინი?“ ხშირად დაათვალიერეთ ეს ალბომი. ასწავლეთ საკუთარი სახელი და გვარი და დააწერეთ ამ ალბომს.
გამორთეთ ტელევიზორი და სხვა ხმოვანი აპარატურა, რომ უკეთ გაიგოთ თქვენს ირგვლივ არსებული ხმები. მოუსმინეთ მაცივრის მოტორის ხმას, ქარის ზუზუნს, საათის წიკ-წიკს ან ადამიანების საუბარს. ჰკითხეთ ბავშვს, თუ რისი ხმა ესმის მას. სცადეთ იგივე ღამითაც. ყური დაუგდეთ ჭრიჭინას, ბაყაყის ყიყინს ან მანქანის სიგნალს. ჩასჩურჩულეთ ერთმანეთს, თუ რისი ხმა გესმით.
თქვენ თვითონ მოიფიქრეთ ისეთი თამაშები, რაც მას განვითარებაში დაეხმარება.
წარმატებებს გისურვებთ.
ჩემი ძმა 7 წლის არის ჯერ დათვლაც არ იცის 10 მდე არ ვიცი რა ვუყო სულ არის მიშტერებლი მულთმილებზე არაფერი არ აინტერესებს მულტფილმების გარდა რა ვუყოთ მეორე კლაში გადაიყვანებენ
ლილიანა მოგესალმებით,
შეეცადეთ თამშით ასწავლოთ.
ამ თამაშში მონაწილეობა ოჯახის ყველა წევრს შეუძლია: ჟურნალიდან ამოჭერით ცხოველების სურათები. გადააბრუნეთ სურათები უკუღმა. ერთ-ერთი მონაწილე ირჩევს სურათს და მეორე ცდილობს გამოიცნოს თუ რა ცხოველია სურათზე, რისთვისაც სვამს მსგავს შეკითხვებს: „ეს ცხოველი წყალში დაცურავს? ის კატაზე დიდია? მცენარეებით იკვებება?“ როდესაც გამომცნობი სწორად მიხვდება, როლები იცვლება.
ცომისგან გააკეთეთ სხვადასხვა ციფრები და ასოები: დაიბანეთ ხელები, დაჭერით ცომი ზოლებად და დაეხმარეთ ბავშვს, გააკეთოს ციფრები ან ასოები ცომისგან. შემდეგ ასწავლეთ, როგორ უნდა ათქვეფილი კვერცხის გულის ჯაგრისით წასმა, მარილის მოყრა და გამოცხობა სანამ ოქროსფერი არ გახდება. გაახმოვანეთ ის ასოები, რაც მან გამოაცხო. შეჭამეთ ასოები და ციფრები.
თქვენ თვითონ მოიფიქრეთ სხვა თამაშბი, რაც მას განვითარებაში დაეხმარება.
gamarjobat chemi bichi 5 wlisaa akvs logonervozi da dislalia. damyavda logobedtadtan 1 tveda mainc ver vnaxe shedegi aseve danyavda nevropotologtan da 5 tve vasmevdi dzlier wamlebs . shedegi ki konda cota magram bavshvi iyo dzalian mowyvetili sul edzineboda , magram rogogorc ki shevwyvitet wamlebis migeba simptomebi dagvibrunda ukan . gtxovt mirchiot rame
ნატალია,
მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს ნეიროგანვითარების ცენტრში, ტელ: 568013399
სალომე , მოგესალმებით.
სასიამოვნოა, ომ თქვენა შვილს ამ დროის მანძილზე მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა თქვენი აქტიური დახმარების და ჩართულობის მეშვეობით. რაც შეეხება იმას, რასთან გვქონდა საქმე 1 წლის წინ და ახლა ბავშვის მდგომარეობა როგორ შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ სიღრმისეული გამოკვლევებით შეგვიძლია გამოვარკვიოთ. გირჩევთ, მიმართოთ ექიმს და თუ საჭირო გახდება მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით შეფასდეს ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობა. ბავშვი რა თქმა უნდა დამოუკდიებლადაც შეძლებს განვითარებას, თუმცა 2 წლის და 8 თვის ასაკში მიზანმიმართული დახმარებით (თუნდაც მხოლოდ თქვენთვის სწორი მიმართულების მიცემით) მეტად ალბათურია, რომ პროგრესი უკეთესი იყოს.
კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობათ ქალბატონო ლიკა, მე მყავს 2წლის და 8თვის ნიკოლოზი.როცა 1წლის და 5თვის იყო გადაიტანა ჩუტყვავილა ძალიან მძიმედ.ამის მერე შევატყე რო ბავშვი ძალიან თავის თავში ჩაკეტილი იყო ძალიან სხვანაირი დადიოდა თავდახრილი არ მისმენდა არ ასრულებდა აღარანაირ მითითებას,მივმართე ყურის ექიმს მეგონა სმენასთან დაკავშირებული პრობლემა ქონდა, 100პროცენტიანი სმენა აგმოაჩნდა გაგვგზავნეს ნევროლოგთან და ასე პირდაპირ მითხრა რო შენი შვილი არის აუტისტი 1წლის და 8თვის ასაკში დაუსვა ეს დიაგნოზი. იქედან ისეთი გაგიძებული წამოვედი გახსენებაც არ მინდა მერე ნევროლოგიის ინსტიტუტში მირჩიეს მისვლა ასევე ქალბატონ ნანა გელაძესთან და მათ მითხრეს არ არის ეს აუტიზმი ეს არის კომპიუტერზე დამოკიდებულებაო რადგან ამ გაგიზიანებულზე ოგონდ გაჩერებულიყო და მთელი დღე მულტფილმებს ვაყურებინებდი. და არანაირი წამალი მხოლოდ რჩევების ფურცელი მომცეს როგორ ვეურთიერთო ჩემს შვილს და მხოლოდ გამელატე ბ6 დაუნიშნა ქალბატონმა ნანამ. იმის მერე აღარ მიმიყვანია, დღეს 2წლის და8თვისააა გამართულად არ ლაპარაკობს მაგრამ ამბობს ბევრ სიტყვას გააზრებულად მახვედრებს რა უნდა გახდა კონტაქტური ეთამაშება ბავშვებს დადის ჩვეულებრივ ბაღში. გახდა ძალიან თბილი. მთელი ამ ხნის მანდილზე მასტან თამაშში და საუბარში გავატარე და მგონი შევძელი. თქვენ რას ფიქრობთ? რასთან გვქონდა საქმე და ახლა როგორაა ჩვენი საქმე? თუმცა მისი თანატოლები ლექსებსაც ყვებიან ნიკოლოს ამდენი არ შეუძლია. და რას მირჩევთ? ექიმს უნდა ვაჩვენო ისევ? თუ 3წლამდე დაველოდო კიდე რას შეძლებს? მადლობა წინასწარ
თამთა, მოგესალმებით.
იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როდისაა მიზანშეწონილი ბავშვის მიყვანა ბაღში, რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ, მათ შორის ასაკს. როგორც წესი, სასურველია 3 წლის ასაკს მიახლოებულად შევიყვანოთ ბავშვი საბავშვო ბაღში, თუმცა შესაძლოა თქვენ შემთხვევაში ბავშვს ჰქონდეს მეტ-ნაკლები მზაობა 2 წლის და 2 თვის ასაკისთვის. სანამ მიიყვანთ, 1-2 თვით ადრე მოამზადეთ ცვლილებისთვის – ბაღის სიახლოვეს გაასეირნეთ ხოლმე ან თუ შესაძლებელია ბაღისავე ეზოში. კარგი იქნება, თუ აღმზრდელსაც გაიცნობს მანამ, სანამ შევა ბაღში. შეეცადეთ ამგვარად ნაცნობი და სასიამოვნო გახდეს ბაღის გარემო მისთვის. თუ ბავშვს მეტყველების გაგები სსირთულე არ აქვს, ესაუბრეთ იმის შესახებ, რას გააკეთებს ბაღში. ასევე, თუ ბავშვი დღის მანძილზე მხოლოდ თქვენთანაა, ნელ-ნელა შეაჩვიეთ თქვენ გარეშე ოჯახის სხვა წევრებთან დარჩენას. კარგი იქნება, თუ ახლო ნათესავებთან, რომლებთანაც ბავშვს ხშირი შეხება აქვს და თქვენს სახლში არ ცხოვრობენ, ცოტ-ცოტა ხნით დატოვოთ, რათა შეეჩვიოის სახლსგარეთ სასიამოვნო გარემოში დარჩენას.
წარმატებას გისურვებთ!
ლიკა ბუწაშვილი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
ნათია, მოგესალმებით.
ნეიროგანვითარების ცენტრში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მეტყველების დარღვევის დიაგნოსტირების დაფინანსებას საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად თუ ბავშვი საქართველოს მოქალაქეა. იმისათვის, რათა პროგრამაში ჩართვის საკითხი გადაწყდეს, უნდა გაიაროთ პირველადი კონსულტაცია, რომლის საფუძველზეც მოხდება თქვენი ჩართვა პროგრამაში. ვინაიდან ბათუმიდან აპირებთ ჩამოსვლას, გაითვალისწინეთ, რომ პირველადი კონსულტაციის შედეგად იმავე დღეს არ დაიწყება გამოკვლევები. კოორდინატორი ჩაგწერთ გარკვეული პერიოდის შემდეგ (შესაძლოა 2-3 კვირის შემდეგ) იქიდან გამომდინარე, რომ მსურველი ბევრია და რიგის პრინციპი მოქმედებს.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია 2 წლის ასაკიდან ბავშვის ბაღში მიყვანა. სექტემბრის ასაკიდან როდესაც ჩემი შვილი იქნება 2 წლის და 2 თვის ვგეგმავ წავიყვანო კერძო ბაღში. რამდენად სწორად ვიქცევი? ნაადრევი ასაკი ხომ არ არის ბაღისთვის?
ჩემი შვილი 3 წლის ხდება, საერთოდ არ ლაპარაკობს, ესმის კარგად. ქალბატონო ლიკა, მაინტერესებს იაშვილის კლინიკაში მოქმედებს თუ არა რაიმე პროგრამა, რა შედის ამ პროგრამაში. და კიდევ, ვრცელდება თუ არა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვზე. ვცხოვრობთ ბათუმში
bavshvi dzalian xshirad agebinebs. 3 tvis aris.wonashi problema ar aqvs. dzudzuze myavs da dgeshi 2-3 ger wvril sugarets vewevi. amis bralI xom ar aris ?
ლელა, მოგესალმებით. 2 წლის ასაკში ფიზიკური აგრესიის მსგავს გამოვლინებებს ველით ხოლმე. 2-დან 3 წლის ასაკამდე როგორც წესი, ბავშვები მეტად გამოხატავენ აგრესიას ამ ფორმით. თუ ეს არ არის ბავშვის გარშემომყოფებთან ურთიერთობის ძირითადი ფორმა, არ გაქვთ მნიშვნელოვნად შეწუხების საფუძველი. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დროულად ჩაერიოთ, რათა ბავშვმა თანდათან ისწავლოს ემოციების რეგულირება და სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვა. ამისათვის, პირველ რიგში, დააკვირდით რამდენიმე დღის მანძილზე, როგორც წესი, როდის კბენს, ჩქმეტს თქვენი შვილი გარშემომყოფებს – ანუ, რა უძღვის წინ მის ამგვარ საქციელს. შემდეგ კი შეეცადეთ, ისე დაარეგულიროთ ეს წინაპირობები, რომ ბავშვი შედარებით ნაკლებად გაღიზიანდეს. თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით. ამ შემთხვევაში, სანამ აგრესიას გამოხატავს, მიეხმარეთ და ასწავლეთ როგორ გადაჭრას პრობლემა. მაგ. თუ დამ აიღო კუთვნილი სათამაშო, იმავე მომენტში ჩაერიეთ და უთხარით ბავშვს, რომ დაიკო მალე დაუბრუნებს სათამაშოს და შეეცადეთ ყურადღება სხვა სათამაშოსა თუ აქტივობაზე გადაატანინოთ. შედეგად, ბავშვი ისწავლის, რომ შეიძლება სასურველი ნივთი დათმოს და უკეთაც შეძლოს გართობა. ეს ერთი კონკრეტული მაგალითია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მოყვანილი რჩევები ზოგადი ხასიათისაა და თქვენს შვილზე მორგებული რეკომენდაციების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობათ ქალბატონო ლიკა.ჩემი ბიჭი არის 2 წლის.მაქვს ერთი პრობლემა.თუ ვინმემ გააბრაზა ცემს,ხელებით წვდება ლოყაზე,ყელზე.იცის ჩქმეტა,კბენა.ამავე დროს არის ძალიან თბილი და მოსიყვარულეც.თავის 3 წლის დასთან ხშირად მოსდის ჩხუბი და დაუნდობლად კბენს,ლოყაზე ჩქმეტს..ერაფრით ვერ გადავაჩვიე ამ მავნე ჩვევას.ძალიან მეშინია და ვნერვიულობ.გთხოვთ მირჩიოთ რამე….
მარიამ, როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, ყველაზე მეტად გაწუხებთ თქვენი შვილის მეტყველების განვითარების დონე, თუმცა, მიუთითებთ, რომ კარგად სწავლობს, არ გაქვთ ეჭვი გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებით და მეტყველების პრობლემაც თავს გაკვეთილის მოყოლოს პროცესში არ იჩენს თავს. ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა ბავშვის მეტყველება შეფასდებს სპეციალისტის მიერ. მიმართეთ ფსიქოლოგს, ექიმს ან მეტყველებით თერაპევტს იმისათვის, რათა ობიექტურად შეფასდებს ბავშვის მეტყველება და საჭიროების შემტხვევაში მიიღოთ აუცილებელი რეკომენდაციები.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი
ჩემს შვილს რომელიც არის სამი თვის აქვს ჰიდროცეფალია . რანოლდ კიარის სინდრომი, მაინტერესებს შეიძლება თუ არა თქვენ მოგმართოდ ბავშვი დამყავს იაშვილში ნეიროქირურგთან თვეში ერთხელ ხდება ბავშვზე დაკვირვება არის თუ არა რამე ისეთ პროგრამა რომელიც დაგვეხმარება უფრო მეტად დაგვეხმარება ამ დაავადების გათვიცნობიერებაში და შემდგომ სწორად წარმართვაში მაინტერესებს ეს დაავადება მიეკუთვნება თუ არა აუტისტურ დაავადებას .
ელისო,
არნოლდ-კიარის სინდრომი არის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების თანდაყოლილი მანკი, რომლის გამოვლენა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებულია მანკის გავრცელებასა და ტიპზე. იმის მიხედვით თუ თქვენს ბავშვს ამჟამად რა პრობლემა აქვს, მართვაც შესაბამისად ხდება.
სპეციფიკური სამკურნალო პროგრამა არ არსებობს.
სინდრომი არ მიეკუთვნება აუტისტისტურ დარღვევას.
სასურველია მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს, სადაც შეაფასებენ ბავშვის უნარებს და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავენ რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამას. ტელ: 2527889.
დათო, მოგესალმებით.
თქვენ აღნიშნეთ, რომ დადიხართ ნეიროგანვითარების ცენტრში, სავარაუდოდ, ქცევით თერაპიაზე. შესაბამისად, ჩატარებული გაქვთ დიაგნოსტიკა. რაც შეეხება დიაგნოზს, 3 წლის ასაკამდე, როგორც წესი, არ ისმება ბავშვთა აუტიზმის დიაგნოზი, თუმცა ეს არ გამორიცხავს აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოზის ქონას. გირჩევთ დიაგნოზთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რომელმაც შეაფასა ბავშვი. რაც შეეხება ანბანის ცოდნას, თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვი ცნობს ასოებს, კარგია და მიუთითებს მეხსიერებაზე. თუმცა, ისევე, როგორც ანბანი, ისე სხვა ნებისმიერი რამ პრობლემურად მიგვაჩნია მაშინ, როდესაც ის წარმოადგენს ბავშვის ინტერესების ერთადერთ სფეროს და იმდენად ხშირად და ხანგრძლივად კავდება ბავშვი აღნიშნული ინტერესით, რომ სხვა დანარჩენს თითქმის არ აქცევს ყურადღებას. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ქცევით თერაპევტთან, რომელიც აუცილებლად გაგიწევთ კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ გაფართოვდეს ბავშვის ინტერესის სფერო და როგორ შეიძლება უკვე არსებული ინტერესების გამოყენება მეტად ფუნქციურად. ცფიქრობ, ქცევით თერაპევტსვე ჰკითხოთ მულტფილმთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი უფრო კარგად იცნობს ბავშვს და მეტად დეტალურ რეკომენდაციებს მოგაწოდებთ.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი