ადრეული ინტერვენციის სერვისი

ადრეული ინტერვენცია არის ბავშვის განვითარების ხელშეწყობის  მიზანმიმართულ და კოორდინირებულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს ბავშვის ადრეულ კრიტიკულ წლებში.

ინტერვენციის სამიზნეა როგორც ბავშვი, ასევე მისი ოჯახი. სპეციალისტებსა და მშობლებს შორის დაწყებული პარტნიორული ურთიერთობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბავშვის, ოჯახის და მთელი საზოგადოებისთვის.

ოჯახზე კონცენტრირებული ადრეული ინტერვენციის სერვისი:

  • აუმჯობესებს ბავშვის განვითარებას, სოციალურ და აკადემიურ მიღწევებს
  • ამცირებს სპეციალური განათლების, რეაბილიტაციის და ჯანდაცვის ხარჯებს
  • ამცირებს ოჯახის წევრთა სტრესს, იზოლირებისა და იმედგაცრუების შეგრძნებას
  • ოჯახის ძლიერი მხარეების გამოაშკარავება ხელს უწყობს დადებითი ჩვევების განმტკიცებას
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევთ იქცნენ პროდუქტიულ და დამოუკიდებელ პიროვნებებად

რაც უფრო დროულად ხდება შესაძლებლობების შეზღუდვის აღმოჩენა და ოჯახის მხარდამჭერი ინტერვენცია, მით უფრო წარმატებულია შედეგი.

 საქართველოში ადრეული ინტერვენციის პროგრამას ახორციელებს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის:

ნეიროგანვითარების ცენტრი

ახორციელებს ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია 0-დან – 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესასძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

 ეს პროგრამა მოიცავს:

  • ბავშვის/ოჯახის ხელშეწყობის საერთაშორისო მიდგომას;
  • პროფესიონალების მუშაობას შინ, სპეციალიზირებულ ცენტრში და საბავშვო ბაღში;
  • ბავშვის/ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას;
  • ჩარევის ინდივიდუალური გეგმის შედგენას.

ადრეული განვითარების პროგრამაში ერთვებიან მოტორული (მოძრაობითი), გონებრივი, მეტყველების,  ადაპტური (თვით-მოვლა, კვება, ჰიგიენა), სოციალური და კომუნიკაციური დარღვევების მქონე ბავშვები. ამ  პროგრამის მომსახურეობა მოიცავს თვეში 8 ვიზიტს, რომლის განხორციელება შესაძლებელია შინ, სპეციალიზირებულ ცენტრში და/ან საბაშვო ბაღში. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე.

პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა განცხადებით მიმართოთ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს.

ცენტრის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №2/6 (იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოს 3 შესასვლელი)

ტელეფონი: 2527889 / 105

პროგრამის ხელმძღვანელი: სოფიო ტატიშვილი, ტელ: 599510347;

ადრეული განვითარების გუნდის ლიდერები: სალომე ბარბაქაძე, ტელ: 555758822 და  ნათია ბერუაშვილი, ტელ: 558148316.

 საქართველოს პორტიჯის ასოციაცია

საქართველოს პორტიჯის ასოციაცია ბავშვთა ადრეული განვითარების პორტიჯის საერთაშორისო პროგრამის გამოყენებით მუშაობს დაბადებიდან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან. პროგრამაში ჩართული ოჯახი, სპეციალურად ტრენირებული სპეციალისტების დახმარებით, თანმიმდევრულად ეუფლება ბავშვის სხვადასხვა უნარების – მოტორული, შემეცნებითი, ენობრივი, თვითმომსახურების, სოციალური – განვითარებისა და სტიმულირების სტრატეგიებს. შედეგად ბავშვი უკეთ ახერხებს გარემოსთან ურთიერთობას, რაც მას  მოგვიანებით საგანმანათლებლო სისტემაში (ბაღი/სკოლა) ჩართვას უადვილებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის ჩართვის ხელშეწყობა პროგრამის ერთ–ერთი პრიორიტეტია.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 32.

ტელეფონი: 223 22 32

ხელმძღვანელი: ნინო ცინცაძე, ტელ: 593 344531

ადრეული განვითარების სპეციალისტების გუნდის ლიდერი: ეკა კეკელია ტელ: 577520969