ჩვილ ბავშვებს საშუალოდ ძინავთ 9-10 საათი ღამის და 3-4 საათი – დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს საშუალოდ 2-4- ჯერ, ხოლო 12 თვის – 1-2-ჯერ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა ან ძილის რუტინის დარღვევა, იწვევს ძილის დარღვევას. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად, როდესაც პატარა ხოხვას სწავლობს, ხანმოკლე დროით შეიძლება დაერღვეს ძილი.
დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის დროული, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა იყალიბებს ხანგრძლივ ღამის ძილს და აღარც საკვებს ითხოვს ღამით, თუმცა ბავშვების 25-50% მაინც აგრძელებს ღამით გამოღვიძებას. ღამით ხანმოკლე დროით გამოღვიძება ნორმის ვარიანტადაა მიჩნეული. ითვლება, რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6-ჯერ. ბავშვების ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ჩაძინება, თუმცა ზოგი ძილის “შესაბრუნებლად” მოითხოვს მშობლის დახმარებას. როგორც წესი, მშობლის დახმარება იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეული და მშობლები აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, საკვების მიცემით ან ძინავთ მშობლის საწოლში.
როგორ უზრუნველყოთ ჩვილის უსაფრთხო ძილი?
- როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ჩვილი ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს
- არ უნდა გამოიყენოთ რბილი ლეიბი
- ძილის დროს არაფერი დაახუროთ თავსა და სახეზე; საბნის ზედა კიდე არ უნდა ასცდეს გულმკერდის დონეს.
- საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში
- ეცადეთ იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი
- მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას
- 5 თვის ასაკიდან საწოლს მოაცილეთ დასაკიდი სათამშოები
- თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენი ოჯახის ექიმს. ის ეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ. კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვი იწვეს მშობლის საწოლში თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპრესანტს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.
- არასდროს დააძინოთ ბავშვი სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვის დასაძინებლად.
როგორ დაეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში
კარგად დააკვირდით, როდის ეძინება: ზოგი ბავშვი დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი ბავშვი დაღლილობას და მაშინვე დააწვენთ დასაძინებლად, ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.
გადაწყვიტეთ თუ სად დაიძინებს თქვენი პატარა: დაახლოებით 3 თვის ასაკისათვის გადაწყვიტეთ სად დაიძინებს თქვენი პატარა, რადგანაც უფრო მოზრდილ ასაკში საძინებლის გამოცვლა მისი ძილის დარღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. მაგალითად: თუ პატარას ეტლში ძინავს, უმჯობესია 3 თვის ასაკისთვის საწოლში დაძინებას მიაჩვიოთ. ის დედა, რომელიც ძუძუთი კვებავს, პატარას თავის საწოლში იწვენს, რადგან მისთვის ასე უფრო მოსახერხებელია. თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ ექიმს.
დაიცავით ძილის განრიგი: დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული ძილის განრიგი აქვთ, უფრო უკეთ ძინავთ.
დანერგეთ უსაფრთხო ნივთების გამოყენება: დააახლოებით 12 თვის ასაკისათვის შესთავაზეთ პატარას მის საყვარელ, უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად დაძინება.
ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული, ერთიდაიგივე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილს. ეცადეთ შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ რუტინული ქცევები, მაგალითად: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილისწინა რუტინა შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, შემდეგ – ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა.
საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ ცხელა და სიმშვიდეა.
საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ეცადეთ პატარა მაშინ ჩააწვინოთ საწოლში, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელი; დაეხმარეთ ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება ხელში ტარების და რწევის გარეშე. თუ პატარა დამოუკიდებლად დაძინებას ისწავლის, ღამით გაღვიძებისასაც აღარ გაგაღვიძებთ და ძილს თავად “შეიბრუნებს”.
დაიძინეთ როდესაც პატარას ძინავს: მშობლებსაც სჭირდებათ დასვენება. დაიძინეთ ცოტა ხნით დღის განმავლობაში მაშინ, როცა პატარას ძინავს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირვეულ პატარებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა, მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი. მიმართეთ ექიმს, თუ გეჩვენებათ, რომ პატარას აქვს სუნთქვის პრობლემები ღამის ძილის განმავლობაში.
ჩემი პატარა ბიჭი არის 4 თვის და 15 დღის. 3 თვის ასაკში მოგვიწია წასვლა ქალაქგარეთ, ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, როცა ხელში ვაძინებდი უჩვეულოდ იტირა და რამდენიმე წუთში ერთდროულად კუჭში გავიდა, მოშარდა და დაწყნარდა. შემდეგ იგივე განმეორდა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სტუმრად ჩავედით მეზობელ ქალაში, იქაც ასე, ძლიერი, ინტენსიური ტირილის შემდეგ კუჭში გასვლის და მოშარდვის შემდეგ დაწყნარდა მომენტალურად. შემდეგ თბილისში რომ ჩამოსვლიდან მეორე დღეს ძლიერად იტირა, რა დროსაც გაუკეთე დამამშვიდებელი სანთელი უკანა ტანში და კუჭში გასვლის შემდეგ დამშვიდდა.
დაახლოებით 3 კვირის წინ ძლიერად და ხანგრძლივად ტიროდა ჩაბჟირებამდე, როცა პამპერსი გაუხსენი მოშარდა, თუმცა შევამჩნიე რომ მოშარდვის წინაც ტიროდა. წავიყვანეთ ქირურგთან და გადაწევის შემდეგ გვითხრა რომ იყო შეხორცება რის გამოც პატარა ასე ძლიერად ტიროდა. მალევე დაწყნარდა და ამ პრობლემას აღარ შეუწუხებია.
გუშინ დილიდან გაღიზიანებული იყო ( ღრძილების მდგომარეობაც უწყობს ხელს ამ ყველაფერს) რამდენიმე დღე დაუწყეთ ჰუმანას გრეჩიხის ფაფის მიცემა,რიის შემდეგაც კუჭში შედარებით შეიკრა, ზოგჯერ პირიქითაა თხლად გადის კუჭში. მაგ: დილით შეკრულია, ხოლო შუადღით თხლად გადის და გაზებსაც დიდი რაოდენობით გამოყოფს. გუშინ საღამოს ძლიერად იტირა, ჩაბჟირებამდე, გამოვიძხეთ პედიატრი, რომელმაც სპეციალური ხელსაწყოთი ყურში ჩახედა და თქვა რომ აქვს გარეთა ყურის ანთება ორივე მხარეს. ჩააწვეთა წამალი, ასევე თქვა რომ გაზები აწუხებდა და გაუკეთა სანთელი. რის შემდეგაც გავიდა კუჭში და დაწყნარდა.
ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: მაინტერესებს, ბავშვს რომელსაც ყურის ანთება აქვს, ნუ გარეთა ყურის ანთებას ვგულისხმობ, ის საკვებს ჩვეულებრივად მიიღებს და დღის განმავლობაში შეიძლება ოდნავ გაღიზიაენბული იყოს და მომენტალურად ღამით ისტერიულად იტიროს და მეორე დღეს შეიძლება ჩვეულებრივვად იყოს, თითქოს არც არაფერი აწუებდა. კი ვთქვათ ჩავაწვეთეთ ყურის წვეთები და ა.შ მაგრამ მაინტერესებს, ბევრი დაკვირვების შემდეგ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი ძლიერი ტირილი, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ძილის წინ პერიოდს ემთხვევა.
ამაა თან ერთვის ასევე დაძინების შემდეგ დაახლოებით 3-4 ჯერ გამოღვიძება მალევე და დარწევის შემდეგ იძინებს.
უღრმესი მადლობა და გთხოვთ გამცეთ პასუხი, რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გისურვებთ წარმატებებს!
მოგესალმებით, თეონა,
აუცილებელი არ არის ბავშვის ტირილი და ჭირვეულობა ყოველთვის რაიმე პათოლოგიასთან იყოს დაკავშირებული. არსებობენ “მტირალა” და შედარებით მშვიდი ბავშვები. თუმცა მიზეზის გამორიცხვა აუცილებელია, როგორც ოტიტი, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ჩივილები ტკივილთან და ჭირვეულობასთან ასოცირდება. აუცილებლად მიმართეთ პედიატრს სრულყოფილი შეფასებისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ,
მყავს 6 თვის გოგონა 4თვემდე ისე გაიზარდა ვერც გავიგე სულ ეძინა,4თვიდან ხასიათიც შეეცვალა და ძილითაც აღარ სძინავს,ღამე ძილში ტირის ძლივს ვაღვიძებ რომ ვაღვიძებ თამაშში რამოდენიმე საათში იძინებს ისევ და ასე გრძელდება დილამდე,თავზეც გადავუღე ნერვოპათოლოგთანაც მყავდა მარჯვენა წნულზე ცისტური ჩანართი ქონდა ეხლა აღარ აქვს განმეორებით გავუკეთე ნეიროსონოსკოპია.დამამშვიდებელს ვასმევდი და არ შველოდა.თავით აწვება საწოლს გამუდმებით და ტირის ძილშიც კი. თავის საწოლში ეძინა 6თვემდე ეხლა ჩემთან სძინავს ღამე გადმომყავს რომ იღვიძებს აქამდე თავისით იძინებდა ეხლა ხელშიც ძლივს იძინებს.
გამარჯობათ ჩემი პატარა 1 ლის და 5 თვისაა ღამით ხშირად იღვიძებს რას მირჩევთ როგორ მოვიქცე რომ არ გ ას იღვიძოს ღამით და მშვიდად ეძინოს
მოგესალმებით, ზოია,
ამ ასაკში ბავშვები ჯერკიდევ იღვიძებენ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე, რაც ნორმალურია, თუ ძილის განრიგი რეგულარულია, და ძილის ხანგრძლივობა შეესაბამება ასაკობრივ ნორმას (11-13 საათი დღე-ღამეში).
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა.ბავშვი 9 თვის არის,5 თვემდე სულ ხელში ვაძინებდი და ასე იყო სანამ გაიღვიძებდა.ეხლა თავისით იძინებს.აქვს ფხიზელი ძილი.დღისით ძინავს 3 საასი ამ დროის განმავლობაში მეც მის გვერდით ვწევარ,რადგან ძალიან მოძრავია თავის საწოლში როდესაც ვაწვენ ,ხელ-ფეხს იქნევს,საწოლს არტყავს და შემდეგ ეღვიძება. დაახლოებით 1 თვეა უკვე ღამეც იგივენაირად წრიალებს თავის საწოლში და იძულებული ვარ ჩემთან გადმოვიყვანო. მაინტერესებს შესაძლებელია მივაჩვიე და მაგიტო აგარ იძინებს თავის საწოლში? თავიდანვე დღე ჩემთან იყო მაგრამ ღამე თავისთან ეძინა
Gtxovt mipasuxot
მოგესალმებით, ანა,
ბავშვები, რომლებიც არ არიან მიჩვეულნი დამოუკიდებლად დაძინებას ან ძინავთ მშობლის საწოლში, როგორც წესი, მოითხოვენ მშობლის დახმარებას ძილის “შესაბრუნებლად”. აუცილებელია ბავშვმა დაიძინოს თავის საწოლში და შეეცადეთ, ძილის არააქტიური რუტინული აქტივობებით დაეხმაროთ ძილის “შებრუნებაში”.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.ჩემი ბიჭი მეხუთე თვეშია..დღისით არ ძინავს საერთოდ…ძუძუთი კვებაზე მყავს და როცა ვაჭმევ მაშინ იძინებს მაქსიმუმ 15 წუთი…საღამოს ცხრაზე ჭამს და იძინებს ღამის ძილით,მაგრამ ყველა სამ საათში მაინც იღვიძებს ჭამისთვის…როგორ შეიძლება დღის ძილი მოვუწესრიგო?ხელში როცა ვაძინებ დავაწვენ თუ არა 10 წუთში იღვიძებს.
გამარჯობა.. ჩემი გოგონა არის 2 წლის და ღამე იძინებს 10 საათზე და ძინავს 9 საათამდე.. შუადღეზე 3 4 საათი ძინავს .. და კიდე არ ყოფნის სულ უნდა რო ეძინოს თვალებიც უშტერდება ხოლმე მითხრეს აუცულებლად აჩვენე პედიატრსო არ შეიძლება დიდი ხანი ძილიცო და მართლა საშიშია??
მოგესალმებით, მარიამ,
გირჩევთ, ობიექტური შეფასების მიზნით მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ….ჩემი ნიკოლოზი 6 თვის ხება 3 დგეში ……ოტხი თვეა ნოოფენზე მყავს…..შიდა ქალის ცნევა აქვს……მარცხენა თვალი შეაქ შიგნით ხან ფოკუზს ვერ ასცორებს… ნერვოპატოლოგმა აგვისტოს ბოლომდე გააგრზელე ნოოფენი და მერე სიცხე რომ აგარ იქნება შენით მოუხსენიო….დზილის ცინ ვაზლევ ნახევარ აბს… მადლობა ცინასცარ
მოგესალმებით, ნინა,
„შიდა ქალის“ წნევის მომატება, როგორც წესი ასოცირებულია თავის ტვინის მთელ რიგ პათოლოგიურ მდგომარეობებთან, ძირითადად ადგილი აქვს ნეირომოტორული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებში და კლინიკურად გამოვლინდება ღებინებით, ძლიერი თავის ტკივილით, ჭირვეულობით, თავის გარშემოწერილობის სწრაფი ზრდით; პროგრესირებადია და მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
თქვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, მდგომარეობა განსხვავებულია, – არ მიუთითებთ იმ კლინიკურ ნიშნებს, რომელიც შეესაბამება ინტრაკრანიული წნევის (ქალასშიდა წნევა) მატებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ სურათს. მითუფრო, არ იკვეთება აგრეთვე ნოოფენის მიღების აუცილებლობა. თუ ბავშვის ნეირომოტორული განვითარება ასაკის შესაბამისია, თუ სიელმე გარდამავალია, ანუ საგანზე თვალის გაყოლებისას თვალის კაკლები შეუღლებულად მოძრაობს ყველა მიმართულებით, დამატებითი კვლევები და მკურნალობა არ ესაჭიროება.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
ცჰემი პატარა 40 დგისა და ღამე არ იძინებს საერთოდ სანამდე არ იტირებს რისი ბრალია ექიმმა მითხრა გაზების ბრალიაო მაგრამ წამალმა არ უშველა და თუ შეიძლება დაამეხმარეთ
მოგესალმებით, თამუნა,
თუ ბავშვის ნეირომოტორული განვითარება ასაკის შესაბამისია, პედიატრიული პროფილის პათოლოგია გამორიცხულია და სხვა ჩივილები არ გაქვთ, დამატებით მედიკამენტური ჩარევა არ ესაჭიროება.ასევე გაითვალისწინეთ, რომ პირველი 2 თვის განმავლობაში დღე-ღამის ძილის რითმი ჯერკიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რომელიც თავისთავად მოწესრიგდება.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, ჩემი პატარა 3 თვისაა, ერთ თვემდე მშვიდი იყო ჭამდა და ეძინა. ერთი თვის შემდეგ საღამოს ტირის არც ჭამს, რომ დაიღლება იძინებს.დაეწყო კუჭის მოქმედების პრობლემები, ლივიფლორი დაუნიშნა ექიმმა და შედეგი არ აქვს… მუცლის გამო ტირისო სხვა პრობლემა არ აქვს… გუშინ დაუნიშნა დასამშვიდებლად ნოოფენი 1/4 და მეშინია დავალევინო თუ არა? მირჩიეთ გთხოვთ
მოგესალმებით, მეგი,
გაითვალისწინეთ პედიატრის რჩევები კუჭ-ნაწლავის პრობლემის მოსაწესრიგებლად, თუ სხვა პრობლემა არ აქვს, როგორც თქვენ აღნიშნავთ.
თუ ნეირომოტორული განვითარება ასაკის შესაბამისია, დამატებით მედიკამენტის მიღებას არ გირჩევთ.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა,
ჩემი შვილი არის მეათე თვეში. ბოლო პერიოდში ეძინა ძალიან ცუდად,რასაც მე კბილების ამოსვლის პროცესს ვაბრალებდი,2 კბილი ჭრიდა ერთდროულად. პოლიკლინიკაში,გეგმიურ ვიზიტზე,ნევროლოგმა დაუნიშნა დამამშვიდებელი “რიპომილი”,რომელიც მე ძალიან არ მომწონს,ისევე როგორც არცერთი “დამამშვიდებელი” ამ ასაკის ბავშვებში. თუ შეგიძლიათ,მიპასუხეთ,საჭიროა,თუ არა 10 თვის ბავშვისთვის რამენაირი დამამშვიდებლის დანიშვნა,თუნდაც იყოს ეს მცენარეული.
მოგესალმებით, ნუცა,
უმჯობესია, მედიკამენტის მიღების გარეშე სცადოთ ძილის რეჟიმის მოწესრიგება თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის მოწოდებული რეკომენდაციების დაცვით, რაც გაცილებით ეფექტურია სასურველი შედეგის მისაღებად.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა,
ჩემი შვილი არის მეათე თვეში. ბოლო პერიოდში ეძინა ძალიან ცუდად,რასაც მე კბილების ამოსვლის პროცესს ვაბრალებდი,2 კბილი ჭრიდა ერთდროულად. პოლიკლინიკაში,გეგმიურ ვიზიტზე,ნევროლოგმა დაუნიშნა დამამშვიდებელი “რიპომილი”,რომელიც მე ძალიან არ მომწონს,ისევე როგორც არცერთი “დამამშვიდებელი” ამ ასაკის ბავშვებში. თუ შეგიძლიათ,მიპასუხეთ,საჭიროა,თუ არა 10 თვის ბავშვისთვის რამენაირი დამამშვიდებლის დანიშვნა,თუნდაც იყოს ეს მცენარეული.
მადლობა
გამარჯობა, ჩემი ბაია თვენახევრისაა, ძალიან უჭირს დაძინება დღის განმავლობაში, ძილის დრო რომ მოდის ჭირვეულობს, ტირის და ასე გამოხატავს პროცესს, მაგრამ დაძინებას ვერ ახერხებს. როგორ შეიძლება მოვიქცე? როგორ დავეხმარო? რა დამამშვიდებელი არის რეკომენდირებული რომ დამშვიდდეს და შეძლოს მშვიდი დაძინება?
გთხოვთ დამეხმაროთ.
უღრმესი მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, მაკო,
ძილის ცირკადული რითმი პირველი 2 თვის განმავლობაში ჯერკიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ასე რომ, გირჩევთ, ჯერეჯერობით, მედიკამენტის მიღებისაგან თავი შეიკავოთ. ძილის პრობლემები ამ პერიოდში როგორც წესი, თავისთავად გვარდება ხოლმე.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამქარჯობა მყავს 3 თვის პათარა შევამჩნიე რომ თავი უკა გადააქვს უჩირს კარგად თავის დაჩერა,საშიში ხომ არ არის გთხოვთ უპასუხოთ ჩემს კითხვას მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, მაიკო,
ყველა ბავშვი აღწევს განვითარების კონკრეტულ ეტაპს განსხვავებულად, ზოგიერთი უფრო სწრაფად, ზოგიერთი (მაგ. დღენაკლულები) შედარებით გვიან და თავის კონტროლი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი.
კარგად დააკვირდით ბავშვს მუცელზე წოლის დროს, რამდენად შეუძლია მას თავის დაჭერა, თავის გვერდზე შებრუნება. თუ აღნიშნულს ახერხებს, გაახანგრძლივეთ მუცელზე წოლის ხანგრძლივობა და გაიმეორეთ რამდენჯერმე დღის განმავლობაში. ხოლო თუ არის თავის კონტროლის აბსოლუტური შეუძლებლობა, მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ,
ჩემი ბიჭი 3 თვისაა და დღის განმავლობაში7-8 საათი ძინავს,ჭამის შემდგომ.
ღამით 2-3-4 საათამდე არ იძინებს და ძალიან ჭირვეულობს,სულ ხელში უნდა.
ნევროლოგმა ატარაქსი დაუნიშნაა და საღამოს 8 საათის შემდეგ 12- მდე ნუ დააძინებთო,ძალიან უჭირს გაძლოს 12- მდე,სულ წუწუნებს და ტირის.
თქვენ რას მირჩევდით?
გმადლობთ წინასწარ
მოგესალმებით, ია,
პირველი 2 თვის განმავლობაში ბავშვებს ძირითადად სძინავთ დღე, – მათი ბიოლოგიური საათი (ძილ-ღვიძილზე მოთხოვნილება) ჯერკიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. როგორც წესი, დროთა განმავლობაში, თავისითავად უნდა მოგვარდეს. თუ აღნიშნული გრძელდება, გირჩევთ მედიკამენტის მიღების გარეშე სცადოთ ძილის რეჟიმის მოწესრიგება. მაქსიმალურად შეზღუდეთ ბავშვის აქტივობა ღამით გამოღვიძებისას, დღის განმავლობაში ეცადეთ გააღვიძოთ ჭამისათვის. თანდათანობით გაზარდეთ დროის ინტერვალი დღის ძილსა და ღამით დაძინებას შორის. ღამით შეეცადეთ, დაიძინოს ერთიდაიგივე დროს (როდესაც მას ეძინება). მას შემდეგ, რაც ძილის გარკვეული რუტინა ჩამოუყალიბდება, 15-15 წთ.-ით გადმოწიეთ დაძინების დრო, მაგ. 3-4 დღიანი ინტერვალით. საბოლოოდ ეცადეთ, რომ 21 სთ.-ზე გვიან არ დაიძინოს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა
გამარჯობა? ჩემი ბიჭი 8თვისაა, რაც დაიბადა ღამით ხშირად იღვიძებს, ტირის თითქმის მთელი ღამე ხელში მიჭირავს და ვაძინებ. ფეხებს ჭიმავს არადა კიჭის მოქმედება კარგიაქვს ორჯერ გადის დილით და ძილისწინ. ბუნებრივზე გავზარდე ეხლა მხოლოდ ძილისწინ ჭამს ძუძუს. როგორ მოვიქცე იქნებ მირჩიოთ ან რისი ბრალია დამამშვიდებელი ხომარაა საჭირო. დღისით კარჰი ხასიათის ბავშვია მადლობთ წინასწარ ❤
მოგესალმებით, თეონა,
ბავშვებს გააჩნიათ შედარებით ხანმოკლე ძილის ფაზები, მოზრდილებთან შედარებით, შესაბამისად ღამით გამოღვიძება უფრო ხშირია, რაც ნორმალურია. თუმცა, ღამით გამოღვიძებები შესაძლოა განპორობებული იყოს გარკვეული სამედიცინო მდგომარეობებით (მაგ: გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, ტკივილი, ძილის აპნოე და სხვ.) ან გარემო ფაქტორებით. მასზე გავლენას ახდენს არარეგულარული რეჟიმი, ძილის ფიზიოლოგიური რეგრესი, არასწორად შერჩეული დრო დაძინებისთვის, შუადღის ძილის რეჟიმის დარღვევა (არასაკმარისი ან ხანგრძლივი დღის ძილი, გვიანი დღის ძილი), არაადექვატური ძილის ასოციაციები, რის გამოც არ შეუძლია „თვითდამშვიდება“ გამოღვიძების შემდეგ.
შეეცადეთ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
ჩამოაყალიბეთ ძილის თანმიმდევრული რუტინა, მოერიდეთ მასტმულირებელ აქტივობებს 2-3 საათით ადრე დაძინებამდე, შეურჩიეთ სწორი დრო – დასაძინებლად დააწვინეთ მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში. გააღვიძეთ დილით ერთიდაიგივე დროს, აუცილებელია შუადღის ძილი, თუ გვიან იღვიძებს შუადღის ძილის დროს, გაზარდეთ ინტერვალი ღამით დაძინებამდე;
როდესაც ბავშვი დამოკიდებული ხდება ჩაძინების ისეთ ასოციაციებზე, როგორიც არის ხელში აყვანა, რწევა, საკვების მიღება, ხშირად იქმნება პრობლემა, როდესაც ეს მეთოდებიც აღარ მოქმედებს. აუცილებელია, რომ ბავშვმა ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება. გამოიყენეთ ძილის ტრეინინგის რომელიმე მეთოდი, რათა ჩაძინების პროცესში თქვენი მონაწილეობა თანდათანობით შეამციროთ.
• მაგალითად, 3 დღის განმავლობაში იყავით საწოლთან, მაგრამ არ ამოიყვანოთ საწოლიდან, შემდეგი 3 დღე რამოდენიმე ნაბიჯით მოშორდით საწოლს, შემდეგი 3 დღე დადექით კართან და ა.შ.
• ეცადეთ უგულებელყოთ ბავშვის პროტესტი დაძინებაზე: დატოვეთ ლოგინში და შეაკითხეთ 5 წთ.-ის შემდეგ, თანდათანობით გაზარდეთ ინტერვალი შეკითხებებს შორის. თუ ბავშვი ტირის დაელაპარკეთ მაგრამ არ აიყვანოთ ხელში.
მედიკამენტური ჩარევა არ არის რეკომენდებული.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
როდესაც საწოლში ვაწვენ, ფეხზე დგება და სახელურს ეჭიდება. ეძინება ამ დროს, მაგრამ არ ჩერდება დაწოლილ მდგომარეობაში. დავაწვენ, ადგება, და სანამ ხელში არ დავარწევ ან არ ვივლით, არ იძინებს.
რას მირჩევთ?
გამარჯობა, მყავს 8 თვის გოგო, წინა თვეებშიც გვქონდა ეს პრობლემა, ღამე სძინავს იდეალურად, არ იღვიძებს, მაგ: საღამოს 10 ზე რო დაიძინებს დილის 8 მდე არ იღვიძებს, მაგრამ პრობლემა რაშია: სანამ დაიძინებს მანამდე გვაქვს დაძინების პრობლემა, თან დიდი…..
კატასტროპულად უჭირს დაძინება, საოცრად ენერგიულია, უამრავ ენერგიას ხარჯავს მაგრამ მაინც არ იღლება , როცა ვაძინებ და მგონია დაიძინე, უცებ აწევს თავს და მერე კვლავ ძლივს ვაძინებ. ეს ღამით..
რაც შეეხება დღის პერიოდში ძილს : ძალიამ იშვიათად რომ შუადღეს დაიძინოს 2 საათი ან მეტი, დაიძინებს და 15 წუთში იღვიძებს, მერე ისევ იჩიჩქნის თვალებს რო ეძინება,და აღარ იძინებს…
1-2 საათში რომ ვცდილობ ისევ დავაძინო და დაეძინება მერე 30-40 წუთი თუ ძინავს კარგია, ან მაქსიმუმ 1 საათი და ძალიან იშვიათად თუ 2-3 საათი დაეძინება….
არც ჭამაზეა პრობლემა არაფერი სხვა სახის პრობლემა არ მაქვს. დაძინების წინ ძალიან რთულად იძინებს, შეიძლება ეს პროცესი 2 საათიც გაგრძელდეს. და ამ 2 საათის განმავლობაში რამდენჯერმე ფხიზლდება… აღარ ვიცი რა ვქნა, მირჩიეთ რა როგორ მოვიქცე, ან რაიმე წამალი არსებობს?
მოგესალმებით, ქეთი,
დღე-ღამის განმავლობაში 13-14 საათი ძილი სრულიად საკმარისია ამ ასაკის ბავშვისათვის.
ჩაძინების გაძნელებას შეიძლება განაპირობებდეს არასწორად შერჩეული დრო ბავშვის დასაძინებლად.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული დრო არ არის ხელსაყრელი ჩაძინებისთვის, – არ ემთხვევა ბავშვის ბუნებრივი ჩაძინების დროს.
თუ დღის განმავლობაში, ბავშვი საოცრად აქტიურია და უამრავ ენერგიას ხარჯავს, შესაძლოა, ის არის ძალიან გადაღლილი, ასეთ შემთხვევებში, ბავშვი უფრო აქტიური ხდება და რელაქსაცია ძნელდება; ან ის მომენტი გამორჩენილია, როდესაც მას რეალურად ეძინება, ან პირიქით, ადრე აძინებთ და შეეცადეთ გადაწიოთ დრო.
ეცადეთ, ბავშვი ძალიან დაღლილი არ დააწვინოთ დასაძინებლად. იმ დროს დააწვინეთ, როდესაც მას ბუნებრივად ეძინება (ასეთი დრო ყველა ბავშვს აქვს, მთავარია კარგად დააკვირდეთ). ზოგიერთი პატარა დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, თუ როგორ გამოხატავს თქვენი პატარა დაღლილობას და მაშინვე დააწვენთ დასაძინებლად, ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
???
გამარჯობა,ჩემი გოგონა წლის და ორი თვისაა,დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ იძინებს,თუ არ დააძინებ ჭირვეულობს და ტირის,დილი იღვიძებს 10ზე,შემდეგ ი ძინებს 12,შემდეგ 4_5 საათისთვის,8_9 საათისთვის იწყებს ისე ჭირვეულობას….რმდენად ნორმალურია ეს.
მოგესალმებით ვერა,
12 თვის ასაკიდან ძილზე მოთხოვნილება მცირდება, 1-3 წლის ასაკში, ბავშვებს დღე-ღამის განმავლობაში 11-13 საათი სძინავთ. შუადღის ძილიც დასაშვებია, რა თქმა უნდა, თუმცა უმეტესი დრო ძილს ეთმობა ღამით. შესაძლებელია შუადღის ძილი იყოს 1-3 საათი, მაგრამ როდესაც ის დღის უმეტეს ნაწილს იკავებს, ხელს უშლის ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესს, – მას „აკლდება“ დრო ნეირომოტორული და კომუნიკაციის უნარების განვითარების ნორმალური პროცესის უზრუნველსაყოფად.
გააღვიძეთ დილით ერთიდაიგივე დროს.
თუ შუადღის ძილი იკავებს თქვენი პატარას დღის უმეტეს ნაწილს, და, შესაბამისად თუ ღამის ძილის რეჟიმი დარღვეულია, შეამცირეთ დღის ძილის ხანგრძლივობა თანდათანობით. სრული ამოვარდნა გამოიწვევს პატარას ზედმეტად გადაღლას და ჩაძინების გაძნელებას. 3-4 საათიანი ინტერვალი საკმარისია ამ ასაკის ბავშვისათვის, თუმცა ინდივიდუალურია.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა,7თვის დანიელს დღისით მარტო თუ სძინავს 40წუთია მაქსიმუმი ძილის ხანგრძლივობა,თუ მიუწექი ან ხელში გყავს კარგად დზინავს და იბრუნებს ძილს,ღამეში 3-4ჯერ იღვიძებს და ჭამს,ჩემთან ეძინა მაგრამ ნელნელა თავის საწოლს ვაჩვევ, გამთენიისას მოუსვენრად არის ხოლმე და გადმომყავს მარტო მაშინ.120 გრამს ან ჭამს ან არა,მეტი თუ ჭამა აგებინებს.. 120მგ ძალიან ცოტაა მისი ასაკისთვის.. ფაფის დოზა გავუზარდე ისიც ცოტათი 140-150მგ (სხვადასხვა ფაფებს და ხილფაფებს ჭამს)..წონა მაინცდამაინც დიდი არ აქვს და თუ შეგიძლიათ მითხრათ ეს მახასიათებლები ჯდება ნორმებში თუ ვინერვიულო?
მოგესალმებით, თამთა,
იმისათვის, რომ გაახანგრძლივოთ შუადღის ძილის ხანგრძლივობა, სასურველია მიაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას.
რუტინული აქტივობების დასრულების შემდეგ, დააწვინეთ საწოლში როდესაც ის მოდუნებულია, მაგრამ ჯერკიდევ ღვიძავს. ეს ხელს შეუწყობს მას ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება.
შეუქმენით ჩაძინების სასიამოვნო ასოციაციები მის საწოლთან – თამაშის, ახალი სათამაშოების გაცნობის სახით, – რათა ძილის ციკლებს შორის გაღვიძებისას (რაც ნორმალური მოვლენაა), ბავშვმა თავი იგრძნოს მისთვის სასურველ და მშვიდ გარემოში, რაც ხელს შეუწყობს მის „თვითდამშვიდებას“.
თუ მიჩვეულია რწევას, ხელში აყვანას, კვებას; მას გაუჭირდება „ძილის შებრუნება“ თქვენი ჩარევის გარეშე. შეეცადეთ, ეტაპობრივად შეამციროთ თქვენი მონაწილეობა ბავშვის ჩაძინების პროცესში.
რაც შეეხება, საკვების რაოდენობას, თუ ბავშვის წონა შეესაბამება მის ასაკობრივ ნორმას, არ იღელვოთ; წონის დეფიციტის შემთხვევაში, სასურველია, პირველ რიგში, მიმართოთ პედიატრს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს.
წარმატებებს გისურვებთ!
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი