ჩვილ ბავშვებს საშუალოდ ძინავთ 9-10 საათი ღამის და 3-4 საათი – დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს საშუალოდ 2-4- ჯერ, ხოლო 12 თვის – 1-2-ჯერ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა ან ძილის რუტინის დარღვევა, იწვევს ძილის დარღვევას. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად, როდესაც პატარა ხოხვას სწავლობს, ხანმოკლე დროით შეიძლება დაერღვეს ძილი.
დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის დროული, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა იყალიბებს ხანგრძლივ ღამის ძილს და აღარც საკვებს ითხოვს ღამით, თუმცა ბავშვების 25-50% მაინც აგრძელებს ღამით გამოღვიძებას. ღამით ხანმოკლე დროით გამოღვიძება ნორმის ვარიანტადაა მიჩნეული. ითვლება, რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6-ჯერ. ბავშვების ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ჩაძინება, თუმცა ზოგი ძილის “შესაბრუნებლად” მოითხოვს მშობლის დახმარებას. როგორც წესი, მშობლის დახმარება იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეული და მშობლები აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, საკვების მიცემით ან ძინავთ მშობლის საწოლში.
როგორ უზრუნველყოთ ჩვილის უსაფრთხო ძილი?
- როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ჩვილი ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს
- არ უნდა გამოიყენოთ რბილი ლეიბი
- ძილის დროს არაფერი დაახუროთ თავსა და სახეზე; საბნის ზედა კიდე არ უნდა ასცდეს გულმკერდის დონეს.
- საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში
- ეცადეთ იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი
- მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას
- 5 თვის ასაკიდან საწოლს მოაცილეთ დასაკიდი სათამშოები
- თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენი ოჯახის ექიმს. ის ეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ. კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვი იწვეს მშობლის საწოლში თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპრესანტს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.
- არასდროს დააძინოთ ბავშვი სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვის დასაძინებლად.
როგორ დაეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში
კარგად დააკვირდით, როდის ეძინება: ზოგი ბავშვი დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი ბავშვი დაღლილობას და მაშინვე დააწვენთ დასაძინებლად, ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.
გადაწყვიტეთ თუ სად დაიძინებს თქვენი პატარა: დაახლოებით 3 თვის ასაკისათვის გადაწყვიტეთ სად დაიძინებს თქვენი პატარა, რადგანაც უფრო მოზრდილ ასაკში საძინებლის გამოცვლა მისი ძილის დარღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. მაგალითად: თუ პატარას ეტლში ძინავს, უმჯობესია 3 თვის ასაკისთვის საწოლში დაძინებას მიაჩვიოთ. ის დედა, რომელიც ძუძუთი კვებავს, პატარას თავის საწოლში იწვენს, რადგან მისთვის ასე უფრო მოსახერხებელია. თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ ექიმს.
დაიცავით ძილის განრიგი: დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული ძილის განრიგი აქვთ, უფრო უკეთ ძინავთ.
დანერგეთ უსაფრთხო ნივთების გამოყენება: დააახლოებით 12 თვის ასაკისათვის შესთავაზეთ პატარას მის საყვარელ, უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად დაძინება.
ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული, ერთიდაიგივე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილს. ეცადეთ შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ რუტინული ქცევები, მაგალითად: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილისწინა რუტინა შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, შემდეგ – ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა.
საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ ცხელა და სიმშვიდეა.
საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ეცადეთ პატარა მაშინ ჩააწვინოთ საწოლში, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელი; დაეხმარეთ ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება ხელში ტარების და რწევის გარეშე. თუ პატარა დამოუკიდებლად დაძინებას ისწავლის, ღამით გაღვიძებისასაც აღარ გაგაღვიძებთ და ძილს თავად “შეიბრუნებს”.
დაიძინეთ როდესაც პატარას ძინავს: მშობლებსაც სჭირდებათ დასვენება. დაიძინეთ ცოტა ხნით დღის განმავლობაში მაშინ, როცა პატარას ძინავს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირვეულ პატარებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა, მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი. მიმართეთ ექიმს, თუ გეჩვენებათ, რომ პატარას აქვს სუნთქვის პრობლემები ღამის ძილის განმავლობაში.
გმადლობთ.
მოგესალმებით თეკლა, თაკო
ამ ასაკის ბავშვი ღამით შიმშილის გამო ნაკლებად იღვიძებეს. თუ ის დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის საკვებს იღებს, მისი ღამე გამოღვიძების მიზეზი შიმშილი არ არის. თუ თვლით რომ თქვენს ბავშვს საკვები არ ყოფნის, მიეცით უფრო დიდი რაოდენობით მყარი საკვები ძილის წინ.
თუმცა ბავშვები მაინც იღვიძებენ ღამის განმავლობაში. ეს ძირითადად ძილის ფაზების მონაცვლეობასთან არის დაკავშირებული.
როდესც ის გაიღვიძებს, არ ჩართოთ შუქი, არ აიყვანოთ ხელში და არ აჭამოთ. ეცადეთ ნაზი ხმითა და ოდნავ ხელის მოთათუნებით დაამშვიდოთ და დაელოდოთ, რომ თვითონ შეიბრუნოს ძილი (მიუხედავად იმისა, რომ ის ტირილს განაგრძობს). ამით ხელს შუწყობთ იმას , რომ მან თვითონ ისწავლოს ძილის შებრუნება.
მარი
კიდევ ერთი კითხვა მაქვს ქალბატონო MAIA. დღის განმავლობაში რამდენჯერმე იძინებს ჩემი ბიჭი. საშუალოდ 2 საათი სძინავს ყოველ დაძინებაზე. თუმცა ღამის ძილით ძლიან გვიან იძინებს. პირველ ან ორ საათზე იძინებს ძუძუზე. იქამდე არ ტირის და არც წუწუნებს უბრალოდ 1-2 ამდე არ იძინებს ღამის ძილით და შეიძლება ეს ნორმის ვარიანტად იყოს მიჩნეული?
თაკო, მეც თქვენნაირ სიტუაციაში ვარ. 5 თვემდე კარგად ეძინა და ახლა, ხშირად იღვიძებს ღამით, ვაჭმევ და აგრძელებს ძილს. წონაში ნორმალურად იმატებს. ფაფები მივეცი წიწიბურას და ბოსტნეულის, თუმცა არ მიიღო. მხოლოდ რძეზე მყავს და ერთადერთი ვაშლს მიირთმევს, ძალიან მოსწონს 🙂
გამარჯობათ,ჩემი შვილი 9 თვის არის,5 თვემდე ძალიან კარგად ეძინა,მას შემდეგ კი შეუფერხდა,ახლა უკვე საშუალოდ ყოველ 2საათში ერთხელ იღვიძებს და ტირის მანამ სანამ ძუძუს არ მივცემ,რა შეიძლება გავაკეთო,რომ დავეხმარო ღამის ძილის უზრუნველსაყოფად?
გამარჯობათ, ჩემი ბიჭი მე-6 თვეშია. მხოლოდ ბუნებრივ კებაზე მყავს. ბოლო 2 კვირაა ღამით იღვიძებს რამდენჯერმე და ჭამას მთხოვს. გვერდით მიწევს და გაღვიძებისთანავე ვაძლევ საკვებს და მალევე იძინებს. პედიატრმა დამატებითი საკვების მიცემა გვირჩია (თუმცა წონის ნამატი კარგი აქვს) მაგრამ არ მიიღო არც წიწიბურას ფაფა მოეწონა და არც ბოსტნეულის პიურე, ერთადერთი ვაშლი გავასინჯე და მოეწონა. როგორ უნდა მოვიქცე იქნებ მირჩიოთ? დიდი მადლობა
ასეა თითქმის ოთხი თვეა.ძალიან ენერგიული ბავშვია.მშვიდი ბავშვია.
გამარჯობათ.ჩემი პატარა არის 10თვის.დღის ძილი შედარებით არ უჩირს,გამით წრიალებს.უფრო ხშირად იღვიძებს ღამის 2საათისთვის და ორი საათი ან მეტი თამაშობს,რა ხერხს მივმართო.გამოასწორებს ღამის ძილს თუ ჭირდება რაიმე დახმარება?
რუსო,
თუ ბავშვის პრობლემა მხოლოდ ღამით გაღვიძებაა და მისი განვითარება ასაკის შესაბამისია, დამატებითი ჩარევა არ არის საჭირო.
გაიხსენეთ, რამდენი ხანია რაც ასეა, ხომ არ არის რაიმე ფაქტორთან დაკავშირებული, გადაამოწმეთ გარემო პირობები საძინებელი ოთახში (ტემპერატურა, ჰაერი, ხმაური). იმედი მაქვს აღმოაჩენთ მიზეზს და თქვენ თვითონ გაუმკლავდებით ამ დისკომფორტს.
ჩემი პატარა 8 თვისაა და ღამით საათში ერთხელ იღვიძებს და ძუძუს ითხოვს და ვერ დამეხმარებით, თან თავის საწოლში არ წვება
მოგესალმებით,
თუ სხვა პრობლემა არ გაქვთ, ბავშვის წონა და განვითარება ასაკის შესაბამისია, შეეცადეთ ჯერ მიაჩვიოთ თავის საწოლში ძილს. დაიწყეთ დღის ძილით და შემდეგ მიაჩვევთ ღამითაც. სამწუხაროდ, გადაჩვევა დროსა და მოთმინებას საჭიროებს.
ჩემი პატარა წლისაა,ღამე ხშირ-ხშირად იღვიძებს,რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
სოფო, ნებისმიერმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი გაღვიძებები ძილის დროს. ბევრი დეტალია მნიშვნელოვანი: ოთახის ტემპერატურა, სუფთა ჰაერის არსებობა/არარსებობა, ხმაური, ბავშვის კვების და ძილის რეჟიმი და სხვა. ეს დეტალები მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია და სხვა პრობლემა, გარდა ძილის უწყვეტობის დარღვევისა, არ არსებობს.
გამარჯობათ ქალბატონო მაია, ჩემი პატარა 2 თვის და 14 დღის არის, მყავს ბუნებრივ კვებაზე დაიბადა 2 და 800 კგ ახლა წონაში 6 და 200კგ. დღის მანძილზე ჭამს ყოველ 1 საათში, სღამოს 10სთ-ზე იძინებს და 12 სთ-ზე ისევ ჭამას ითხოვს ჩილს ჭამის შემდეგ აგრძელებს, შემდეგ 3 სთ-ზე ისევ ჭამას ითხოვს და ძილს ისევ აგრძელებს, 6სთ-ზე ისევ ჭამას ითხოვს და ძილს აგრძელებს, სჰემდეგ 7,8,9,10 სთ-ზე სულ ჭამს როგორ მოვიქხცე ეს ნორმალურია ამდენ საკვებს რომ იღებს?
ლიზი მოგესალმებით,
თქვენს პატარას წონაში ნამატი ძალიან კარგია. ამ ასაკში დასაშვებია, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს კვების მოუწესრიგებელი რეჟიმი ჰქონდეს. რთულია, მაგრამ ცოტაც მოითმინეთ და ის აუცილებლად გაზრდის კვებებს შორის შუალედებს.
gamarrjobat, chemi patara 2 tvisa da dge da game aqvs areuli . dge zinavs cot cota da pxizlad xolo gamit dzalian uchirs dazzineba ra shemizlia gavaketo .
ანა, ეს არის ასაკი, როდესაც თქვენი პატარა ეჩვევა გარემოს. ის ხომ 9 თვე თქვენი ნაწილი იყო, ახლა კი დამოკიდებლად უნდა მოახერხოს სუნთქვა, ჭამა, მოძრაობა და ძილიც. უკვე შეეცადეთ გამოუმუშაოთ რეჟიმი: აჭამოთ, გაასეირნოთ და დააძინოთ ყოველდღე ერთიდაიგივე დროს. ძილის დროს შეუქმენით მშვიდი და უსაფრთხო გარემო: სიგარეტის სუნის, ზედმეტი ხმაურის და ზედმეტი სითბოს (>25 C) გარეშე. სასურველია ამ ოთახში არ იყოს ტელევიზორი. თქვენი ბავშვის ძილი თანდათან უფრო მოწესრიგებული გახდება.
გამარჯობათ, ლუკა ახლა 4 თვისაა ძილის განრიგი ძალიან აერია, აქამდე ყოველთვის საღამოს 9 საათზე იძინებდა და დილის 6 საათამდე ეძინა. ბოლო რამდენიმე კვირაა ღამით ორჯერ იღვიძებს და ჭამას ითხოვს, დღის განმავლობაში 6 ჯერ ჭამს მაგრამ ძალიან ცოტას 180მლ-ის მაგივრად ხარ 50მლ-ს ხან 100მლ-ს, ყოველთვის ტოვებს რძეს.
მარიამ მოგესალმებით,
ხომ არ არის ძილის პრობლემების მიზეზი სიცხე? ხშირად ძილის რეჯიმის დარღვევას იწვევს შეუსაბამო გარემო პირობები. თუ ასეა, მოგიწევთ გარემოს გამოცვლა. მნიშვნელოვანია არა მარტო ძილის მოწესრიგება, არამედ იმის გარკვევაც, რატომ არ ჭამს სრულ ულუფას. როგორც თქვენ აღნიშნავთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საკვებსაც სრულად არ იღებს. აუცილებლად მიმართეთ თქვენს პედიატრს და გადაამოწმეთ წონის ყოველთვიური მატება. შესაძლოა ორივეს ერთიდაიგივე მიზეზი განაპირობებდეს.
მოგესალმებით ლიკა,
ამ ასაკისთვის მაწონი ჯერ ადრეა (რეკომენდირებულია 6 თვის შემდეგ), თან მას არ აქვს მაღალი კვებითი ღირებულება. ჯობს სპეციალური რძის შემცვლელის მიღება გააგრძელოთ, რომელშიც ყველა საჭირო კომპონენტია.
ჩემი ბავშვი 3 თვისაა და ვაჭმევ მაწონს ჰუმანას აღარ ჭამს რაც მაწოი დავუწყე და ასე შეიძლება?მარტო მაწონი რო ვაჭამო რამე ხოარაა საშიში?
ბავშვი 2 დღეში გახდება 5 თვის.ბოლო ერთი კვირაა ხშირად იჭინთება ხოლმე,ვფიქრობ ამით გამოხატავს სიბრაზეს.მაგრამ ამას აკეთებს ძალიან ხშირად..თქვენ რას მეტყოდით?
ნათია, მოგესალმებით.
ჩვილი ბავშვები ცდილობენ შეისწავლონ გარშემო არსებული სამყარო და საკუთარი სხეული. სხვადასხვა მოქმედებით იღებენ განსხვავებულ შეგრძნებებს. ასე ხდება მათი განვითარება, როგორც თქვენი ბავშვის შემთხვევაში. ნუ იდარდებთ. რამდენიმე დღეში მობეზრდება და ასე ხშირი აღარ იქნება.
ორი თვის არის ჩემი პატარა გოგო და დღე და ღამე აქვს არეული, ღამის 12 საათიდან ღვიძავს დილამდე,შუალედებში 5 წუთით ჩაიძინებს ხოლმე, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ნორმალურად იძინოს
გამარჯობათ ჩები პატარა უკვე 10 თვისაა და დავაკვირდი რომ დღისით დაძინებისას ზუსტად 45 წუთიდან ერთ საათამდე ინტერვალში იღვიძებს და ძილი უნდა შევუბრუნო რომ განაგრძოს ძილი, ვერ ვხვდები რა იწვევს ამ გამოღვიძებას ფაქტია რომ 99% ასე ხდება გარდა იმ დღეებისა როცა ძალიან ეძინება.
თუ შეიძლება მომწერეთ რამდენად ნორმალურია ეს მოვლენა?
ნათია და მარიამ,
ჩვილ ბავშვებს საშუალოდ ძინავთ 9-10 საათი ღამის განმავლობაში და 3-4 საათი დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ძალიან ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს საშუალოდ 2-4-ჯერ, ხოლო 12 თვის – 1-2-ჯერ. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ბავშვს ხანმოკლე დროით შეიძლება დაერღვეს ძილი. დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის დროული, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა იყალიბებს ხანგრძლივ ღამის ძილს და აღარც საკვებს ითხოვს ღამით, თუმცა ბავშვების 25-50% მაინც აგრძელებს ღამით გამოღვიძებას. ღამით ხანმოკლე დროით გამოღვიძება ნორმის ვარიანტადაა მიჩნეული. ითვლება, რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6-ჯერ. ბავშვების ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ჩაძინება, თუმცა ზოგი ძილის “შესაბრუნებლად” მოითხოვს მშობლის დახმარებას. როგორც წესი, მშობლის დახმარება იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეული და მშობლები აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, საკვების მიცემით ან ძინავთ მშობლის საწოლში.
ძალინ მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ რეჟიმი (ერთიდაიგივე დროს დაძინება, კვება, სეირნობა).
არცერთი თქვენი ჩივილი არ მიეკუთვნება ნორმიდან გადახრას და რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებს.
ქალბატონო თამუნა,
სამწუხაროდ ცუდად მიგიჩვევიათ და გადაჩვევა ძალიან გაგიჭირდებათ. რადგან უკვე 6 თვის არის, ალბათ ძილ-ღვიძილის თავისი განრიგი აქვს. შეეცადეთ ერთიდაიგივე დროს დაიძინოს. ძილის დროის დადგომისას ჩააწვინეთ თავის საწოლში, დაუჯექით და წყნარი, მოალერსე ხმით მოუყვეთ ზღაპარი ან რაიმე სასიამოვნო ამბავი. თანდათან მოახერხებს საკუთარ საწოლში დაძინებას. მთავრია, ძილის რეჟიმი არ დაარღვიოთ.
ექვსი თვისაა ჩემი შვილი და ხელში ვაძინებ. ვერაფრით შევაჩვიე საწოლში დაძინებას. ხომ ვერ დამეხმარებით? კარგ ამინდში კალიასკაშიც იძინებს გარეთ როცა ვასეირნებ. მაგრამ თავის საწოლში არა. 🙁