ამ ასაკის ბავშვებს დღე-ღამეში 11-13 საათი ძინავთ. დაახლოებით 18 თვის ასაკისათვის პატარების უმრავლესობა დღისით მხოლოდ ერთხელ, 1,5-3 საათის განმავლობაში იძინებს, თუმცა ზოგს დაახლოებით 20-21 თვის ასაკამდე დღისით 2-ჯერ ძინავს.
ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში თითოეული ბავშვისათვის ინდივიდუალური, თუმცა რეგულარულია. ძილის დარღვევა მოსალოდნელია ავადმყოფობის, ძილის რუტინის დარღვევის ან სხვა რაიმე სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად.
სასურველია პატარას საწოლი შეუცვალოთ 2-დან 3 წლამდე შუალედში, თუმცა უმჯობესია თუ დაელოდებით 3 წელს, რადგანაც უფრო ადრე შეცვლილმა საწოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. ამ ასაკში პატარები ჯერ კიდევ იღვიძებენ ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ. თუკი ბავშვი შეჩვეულია დამოუკიდებლად ჩაძინებას, ის მშობლის დახმარების გარეშეც მოახერხებს დამოუკიდებლად ძილის “შებრუნებას”, ხოლო ზოგს ჯერ კიდევ დასჭირდება მშობლის დახმარება.
როგორ დაეხმაროთ ბავშვს სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?
დაიცავით ძილის განრიგი: როგორც დღისით, ასევე ღამით ბავშვი ერთსა და იმავე დროს დააძინეთ. ყოველთვის მოერიდეთ ღამის ძილის გადადებას (21 საათზე გვიან). საძინებელი ისე მოაწყვეთ, რომ დილას დღის სინათლე შევიდეს, რაც ბავშვს გამოღვიძებაში დაეხმარება და უფრო აქტიური იქნება დილას, შესაბამისად მას ადრე გაუჩნდება დღის ძილის მოთხოვნილება, რაც თავისთავად წინ გადმოწევს ღამის ძილის დროსაც. თუ პატარა ადრეული ასაკიდან შეეჩვევა ღამით ადრე დაძინებას, ეს მას დაეხმარება წინასასკოლო ასაკშიც და აღარ მოუწევს ძილის რეჟიმის შეცვლა. დღის ძილის გადატანა შუადღის შემდეგ თავისთავად გააძნელებს ადრე დაძინებას ღამით, ხოლო დღის ძილის სრული ამოვარდნა გამოიწვევს პატარას ზედმეტ გადაღლას და ჩაძინების გაძნელებას.
გამოიყენეთ უსაფრთხო ნივთები: ბავშვს მიეცით საშუალება, დაიძინოს მის საყვარელ, უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად.
ჩამოუყალიბეთ ძილის რუტინა: ეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცევები, მაგალითად ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილის რუტინის შესრულება შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა. სასურველია ეს მოქმედებები შეასრულოთ ბავშვის საძინებელში.
საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ არის სიცხე და სიმშვიდეა. გამოიტანეთ ტელევიზორი და კომპიუტერი ბავშვის საძინებელი ოთახიდან.
საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: თუკი თქვენი პატარა დამოუკიდებელ ჩაძინებას ადრეული ასაკიდან მიეჩვევა, ის ყოველთვის თქვენი დახმარების გარეშე დაიძინებს, როდესაც ღამით გამოეღვიძება.
ჩააწვინეთ, როცა ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: თუ თქვენი პატარა დამოუკიდებელ ჩაძინებას ადრეული ასაკიდან მიეჩვევა, ღამით გამოღვიძების შემთხვევაში ყოველთვის თქვენი დახმარების გარეშეც დაიძინებს.
მიმართეთ ექიმს, თუ:
- ბავშვს აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, ხვრინვა ან სხვა რაიმე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები
- ბავშვი ღამით მისთვის უჩვეულოდ იღვიძებს ან ახასიათებს ღამის შიშები
- ბავშვს უკანასკნელ პერიოდში გაუჩნდა ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი ძილი გახდა ხანმოკლე და შეეცვალა ხასიათი დღისით.
გამარჯობათ, მყავს 21 თვის პატარა მაგარ ძილის გრაფიკს ვერ ვურეგულირებ,ძირითადად დილით იღვიძებს 10 საათიდან 11ტამდე და შემდეგ ეძინება 5 საათისთვის, ამიტომ ღამის ძილის დრო ჩვენთვის არის 10 დან 12 ტის ნახევრამდეე.როგორ მოვიქცე მიეჩიეთ
გამარჯობა! ამ ასაკში 11-13 საათი სძინავთ ბავშვებს დღე-ღამეში, 18 თვიდან შეიძლება დღეში მხოლოდ 1-ჯერ დაიძინონ, რასაც თქვენ აღწერთ აბსოლიტურად ნორმალური ძილის გრაფიკია, ძილის ჩვევის ჩამოსაყალიბებლად ეცადეთ ერთსა და იმავე დროს ჩააძინოთ და ჩაძინებამდე 1 საათით ადრე მშვიდი თამაშებით დაკავდეს ბავშვი, ასევე ეკრანებს მოარიდოთ
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობა. მყავს 1წლის და 3 თვის გოგონა. ეს ბოლო რამოდენიმე ღამეა ძილში ტირის და წუხს. როდესაც ვამშვიდებ და იგებს ჩემს ხმას მშვიდად აგრძელებს ძილს. რაიმე საშიში ხომ არაა?
P.s კბილების ამოსვლის პერიოდი გვაქვს და თან გაღიზიანებულიცაა ????
მადლობა წინასწარ
გამარჯობა! საშიში არაფერია, ასაკობრივია, ძალიან კარგია რომ მშვიდად იბრუნებს ძილს
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობათ ჩემი ბიჭი 1.3 არის ეს ბოლო დრო ძალიან გვიან იძინებს ხან 3 ხანაც 4 გამის დილით 12 8გვიძებს შუადგისკენ 3 4 საათზე იგვიძებს 6 და საგამოს ისევ 3 ან 4 საათზე იძინებს რაშეიზლება გავაკეთო რო ძილი დაურეგულირო და ასეთი ძილი არიას თუ არა საყურადგებო? მადლობა წინასწარ
გამარჯობა! ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დააძინოთ ბავშვი, ღამის ძილი 3-4 საათზე საკმაოდ გვიანია, თანდათან გადმოუწიეთ ძილი, ყოველ დღე შეეცადეთ ნახევარი საათით ადრე დააძინოთ ბავშვი, ძილის პრობლემები თუ გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
მიგესალმებით . 2 წლის პატარა მყავს . 2 საათისთვის იძინებს შუადღეს და 5ზე ან 6ზე იღვიძებს . საშიში ხო არ არის ასეთი ჭარბძილიანობა ? ან რა შეიძბე იყოს მიზეზი ?
მოგესალმებით, თამარ
ამ ასაკის ბავშვს დღე-ღამის მანძილზე უნდა ეძინოს 11-13 საათი, აქედან გამომდინარე მხოლოდ დღის მანძილზე 3საათიანი ძილით ვერ ვისაუბრებთ ჭარბძილიანობაზე, მნიშვნელოვანია ღამის ძილის ხანგრძლივობა და დღე-ღამური რეჟიმი
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ. მყავს 2 წლის და 10 თვის ბიჭი, ძალიან უჭირს ღამე დაძინება… ღამის შიშებიც აწუხებს… სამწუხაროდ ვერ ვუქმნი საჭირო გარემოს ბავშვს… თითქმის მთელი ღამე ჩართულია საძინებელში კომპიუტერი… ვიცი ძალიან ცუდია კომპიუტერი საძინებელში…. შეიძლება კომპიუტერი იყოს ღამის შიშების გამომწვევი მიზეზი?
მოგესალმებით, ნინო
რა თქმა უნდა ძალიან არასასურველია საძინებელში კომპიუტერის თუ ტელევიზორის არსებობა, აუცილებლად აისახება ბავშვის ძილის ხარისხზე. ძილის წინა პერიოდში მინიმუმ 2 საათი არ არის რეკომენდებული ტელევიზორის, კომპიუტერის თუ ტელეფონის ყურება, ბავშვი უნდა იყოს მშვიდ გარემოში.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა მყავს 2.10 თვის ბიჭი .მივიყვანე ბაღში ვერ მოხვდა ბაგაში და დღისით არ ადზინებენ ბაღში თავს გადასარევად გრძნობს მაგრამ სახლში რო მომყავს სულ ტირის.. 8 საათზე ვაძინებ და დილითაც 9 მდე სძინავს .. რა ვქნა როგორ მოვიქცე?
მოგესალმებით, ლიკა
ძილის რეჟიმი და ხანგრძლივობა ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. ამ ასაკში შესაძლებელია ბავშვმა დღის ძილით აღარ დაიძინოს, მთავარია 24სთ-ის მანძილზე ანაზღაურდეს ძილის საერთო მოთხოვნილება. თქვენს შვილს ღამის მანძილზე გამოსდის 12-13 სთ ძილი, რაც ნორმის ვარიანტს წარმოადგენს.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, მყავს 2 წლის და 8 თვის ბიჭი. რამდენიმე დღეა მივიყვანე ბაღში, ბაღში სიარულის დაწყების პარალელურად ბავშვი გახდა ძალიან გაღიზიანებული, ემართება ისტერიული ტირილი, ღამე იღვიძებს ტირილით და საათობით ვცდილობთ დაწყნარებას. აბსულიტურად არ ახასიათებდა ასეთი საქციელი. ბაღში მეუბნებიან რომ იქცევა საკმაოდ კარგად და არ ტირის თუმცა თვითონ ბავშვი მეუბნება რომ არ უნდა ბაღში წასვლა და არ დავტოვო იქ. არის დედაზე მოწებებული და არც ისე თამამი ბავშვი. თქვენ რას მირჩევთ როგორ მოვიქცე, გავაგრძელოთ ბაღში ადაპტაცია თუ ამ ჩვენებების ფონზე უმჯობესია ბაღისთვის თავის დანებება? მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, სალომე
ბაღში წასვლა ნებისმიერი ბავშვისთვის წარმოადგენს სტრესს, შესაბამისად, ხასიათობრივი ცვლილებები ძალიან ტიპიურია. შეჩვევის პერიოდი 2 კვირიდან 1 თვემდე გასტანს, თუმცა არის ბავშვების კატეგორია, რომელიც განსაკუთრებით ძნელად ეგუება ბაღის რეჟიმს. თქვენი შვილის ასაკი სრულიად მისაღებია ბაღში შეყვანისთვის. გირჩევთ, დაელოდოთ ადაპტაციას.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ ჩემი ბიჭი არის 1 წლის დღის განმავლობაში ძალიან კარგად ძინავს. საღამოს ვაძინებ 9 დან 10 საათის შუალედში ღამე ხშირად იღვიძებს და ტირის ხან წყალს დავალევინებ და დაიძინებს ნახევარი საათი შემდეგ ისევ ატირდება და ვეღარაფრით ვამშვოდებ თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ რა ვუშველო უძილობით ხომ ნერვული სისტემა დაუზიანდება
გამარჯობა, მაინტერესებს 2 წლის ბავშვს შუადღის ძილი რომ ამოვუგდო, ნორმალური იქნება თუ არა? მიზეზი არის ის, რომ შუადღის ძილის შემთხვევაში, საღამოს ძალიან გვიან იძინებს და წვალობს დაძინებისას.
4 წლის და 3 თვის შვილი მყავს. შუა დღეს ფაქტიურად ვერ ვაძინებ, ვაწვენ მაგრამ ვერ იძინებს ამ ასაკის ბავშვისტთვის სავალდებულო არის თუ არა შუადღის ძილი? მადბობა
მოგესალმებით ნათია,
3 წლის ასაკიდან შუადღის ძილი სავალდებულო აღარ არის. ზოგიერთი ბავშვი უფრო ადრედაც ანებებს თავს შუადღეზე დაძინებას.
პატივისცემით,
მარიამ აბულაძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა, მყავს 2 წლის და 3 თვის გოგონა, ბოლო 2 კვირაა რაც დაიწყო აგრესიულად დაძინება აბაკუნებს ფეხებს და იქნევს ხელებს, იღვიძებს ღამეც ანალოგიურად ხელების და ფეხების ქნევით, იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე.
წინასწარ გიხდით მადლობას.
ნანა,
მოგესალმებით. სავარაუდოდ თქვენს ბავშვს უნდა ჰქონდეს ე.წ. ღამის შიშები, რომელიც ასაკ-დამოკიდებული მდგომარეობაა და კეთილთვისებიანია. 2-დან 5 წლამდე ასაკში ღამით გამოღვიძებები ძალიან ხშირ პრობლემას წარმოადგენს. შეეცადეთ საძინებელ ოთახში და ძილის წინ შეუქმნათ მშვიდი გარემო. წაუკითხეთ სასიამოვნო ზღაპრები, ესაუბრეთ და გაუმეორეთ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება. დაარწმუნეთ, რომ ის მამაცია და ადვილად დაამარცხებს თავის შიშს. 🙂