თქვენი ბავშვი ყოველ დღე სწავლობს რაღაც ახალს. განვითარების ეს პროცესი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. განვითარების პროცესზე დაკვირვება სასიამოვნოც არის და აუცილებელი. გაეცანით ასაკობრივ თავისებურებებს და გადაამოწმეთ თქვენი შვილის განვითარება ჩვენი ვებგვერდის დახმარებით.
რა არის ბავშვის განვითარება?
ბავშვის განვითარება აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც ბავშვი ზრდასთან ერთად ახერხებს უფრო რთული მოქმედებების დაძლევას. განვითარება და ზრდა განსხვავებული ცნებებია. ზრდა აღნიშნავს მხოლოდ მის ზომაში მომატებას. როდესაც საუბრობენ ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე, გულისხმობენ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის:
– უხეში მოტორიკა: დიდი კუნთების მონაწილეობით განხორციელებადი ისეთი მოქმედებები, როგორიც არის ჯდომა, დგომა, სიარული, სირბილი, წონასწორობის შენარჩუნება, პოზის შეცვლა და ა.შ;
– ნატიფი მოტორიკა: ხელების გამოყენება ჭამის, ხატვის, ჩაცმის, წერის, თამაშის და სხვა მსგავსი მოქმედებისთვის;
– მეტყველება: ლაპარაკი, სხეულის ენის და ჟესტების გამოყენება, კომუნიკაცია და სხვისი ნათქვამის გაგება;
– კოგნიტური უნარი: აზროვნება, მათ შორის დასწავლა, მიხვედრა, პრობლემის გადაჭრა, დამახსოვრება, მსჯელობა;
– სოციალური: უცხოებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და სხვის გრძნობებზე რეაგირება.
რა არის განვითარების ეტაპები?
განვითარების ეტაპი არის ფუნქციური უნარების ნაკრები ან ასაკდამოკიდებული მოქმედებები, რომელსაც ბავშვების უმეტესობა ასრულებს გარკვეულ ასაკში. თქვენი ბავშვის ექიმი ბავშვის განვითარების შესაფასებლად სწორედ განვითარების ეტაპებს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კონკრეტულ ეტაპს კონკრეტული ასაკი შეესაბამება, ნორმალური განვითარების ბავშვმა ესა თუ ის ეტაპი შესაძლებელია ოდნავ განსხვავებულ ასაკში დაძლიოს. ყველა ბავშვი ხომ უნიკალურია! გადაამოწმეთ თქვენი ბავშვის განვითარება.
როგორ აფასებს ჩემი ბავშვის განვითარებას ექიმი?
ბავშვის განვითარების შესაფასებლად მუშაობს გუნდი. განსაკუთრებული მნიშველობისაა ოჯახის მონაწილეობა. ყოველ გეგმიურ ვიზიტზე ექიმი აფასებს ბავშვის განვითარებასაც. გისვამთ შეკითხვებს და აზუსტებს თუ რა ახალი ისწავლა ბავშვმა წინა ვიზიტთან შედარებით.
აუცილებლად გააცანით ექიმს თქვენი მოსაზრებები ბავშვის განვითარების ნებისმიერი პრობლემის შესახებ ან თუ გეეჭვებათ, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოიყენოს განვითარების სკრინინგი. სკრინინგი შედგება შეკითხვებისა და ბავშვზე დაკვირვებისგან, რომლითაც გამოვლინდება თქვენი ბავშვის ასაკის შესაბამისი უნარები.
განვითარების ეტაპების, როგორც სახელმძღვანელოს გამოყენებით პედიატრი გამოავლენს იმ ბავშვებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ განვითარების შეფერხების რისკი.
რას ნიშნავს თუ ჩემი ბავშვი ვერ ძლევს განვითარების ეტაპებს?
თუ თქვენი ექიმი აღმოაჩენს რაიმე საეჭვოს, ის შესაბამის სპეციალისტთან გაგაგზვნით ან გირჩევთ სად დაეხმარებიან თქვენს ბავშვს. თუ თქვენს ბავშვს შეფერხება აქვს, ადრეული ჩარევა (ინტერვენცია) უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება დროულად, რომ ბავშვმა შეძლოს მაქსიმალური პროგრესის მიღწევა.
გამარჯობა.ჩემი შვილი არის 3 წლის.გამართულად ვერ მეტყველებს თუმცა გვაგებინებს ყველაფერს..წინადადებებსაც ამბობს წოგჯერ თავისებური გამოთქმებით.არის ძალიან კონტაქთური და უყვარს ბავშვებთან თამაში.ბაგშიც დადის ესე 2 თვეა.არ იცის არანაირი ლექსი და არ აინტერესება ზღაპრები.შემოვიფარგლებით მხოლოდ ზოგადი სიტყვებით როგორ მოვიქცე თუ შევიძლიათ მირჩიოთ.
მოგესალმებით, ბაბი
3 წლის ბავშვს უნდა შეეძლოს დასრულებული აზრის გადმოცემა წინადადებებით, თუმცა შესაძლებელია ყველა ასოს თუ ბგერას ვერ გამოთქვამდეს სწორად.
რადგან გაქვთ კითხვის ნიშნები ბავშვის მეტყველებასთან დაკავშირებით, ჯობია პირველ ეტაპზე მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს და შეაფასოთ ბავშვის განვითარება ასაკებისა და ეტაპების კითხვარით, საყურადღებო მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში მოხდება ბავშვის რეფერალი შესაბამის დაწესებულებაში.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
Gamarjobat mec igive problema maqvs rac pirveli komentaris avtors. Chemi shvili 10 tvis aris tavisuplad jdeba dgas pexze tamashobs reagirebs saxelze nacnobis danaxvaze esmis modi xvdeba imdens rom gaekidos tavis das roca uxmobs chams damoukideblad rasac mivawodeb. Zogadad aris mshvidi bavshvi ar tiris tu ar shia an tu konkretuli raime ar awuxebs swired musi simshvide gaxda axloblebis sayuradgebo da meubnebian ro ise ar vitardeba rogorc unda vitardebodes am asakshi. Gtxovt iqneb mitxrat ras unda aketebdes bavshvi am droistvis da sachiroa tu ara nevropatologtan viziti.
გამარჯობათ, ჩემი შვილი 2წლისა და ერთი თვისაა, იშვიათად რეაგირებს სახელზე, არ გვეძახის დედა-მამას, არ ესმის: მოდი, წადი გშია? გინდა?, მომიტანე, ამასთან დიდად არ თამაშობს ბავშვებთან,თუმცა ამავდროულად იცის სიმღერები, რამოდენიმე ლექსი (ჩიტო-ჩიტო ჩიორაო, ერთს რომ ერთი მივუმატოთ, დენდენდური – ხელებით ანსახიერებს), იცის ინგლისური ანბანი ძალიან კარგად (მანქანის ნნომრებს,მაღაზიის სახელებს სულ კითხულობს) და დათვლა აზრიანათ (ითვლის თითებს, სათამაშოებს) იცის ყველა ფერები არ ეშლება- ეს ყველაფერი შესაბამისად კომპიუტერიდან აქვს ნასწავლი იმიტომ,რომ გიჟდება კომპიუტერის და რეკლამების ყურებაზე,
შეიძლება ეძახდე ყურადღება არ მოგაქციოს, მაგრამ საკმარისია გაიგონოს რეკლამის ხმა მაშინვე ექნება რეაქცია. იცის ზოგიერთი ხილის სახელები და ცხოველები. უყვარს დამალობანას თამაში (ამ მხრივ კარგად შემოდის კონტაქტში),უყვარს მუსიკა დაცეკვა. 2 კვირაა რაც ისწავლა მომე და ადე (ანუ როცა უნდა რო აგაყენოს და სადმე წაგიყვანოს) , თუმცა ეზარება ლაპარაკი და თუ არ აიძულე არ იტყვისა ანუ თუ არ მისცემ ეგრევე იმას რაც უნდა და აწვალებ მერე იტყვის მომეს.მოკლედ ასეთი განვითარებისაა ჩემი შვილი და გთხოვთ მითხრათ რამდენად საყურადღებოა ზემოთ აღიშნული ჩვენი პრობლემები, არის თუ არა ეს კომპიუტერის გავლენა და როგორ გამოვასწოროთ
მოგესალმებით, ნათია,
საყურადღებოა ის, რომ არ რეაგირებს სახელით მიმართვაზე, ნაკლებად გამოხატავს ინტერესს ბავშვებისადმი, არ ასრულებს დავალებებს, სიტყვათა მარაგი. აღნიშნული წარმოადგენს პრობლემებს კომუნიკაციის სფეროში, თუმცა თქვენ ასევე მიუთითებთ მის ძლიერ მხარეებზე. აუცილებელია, ბავშვის შეფასება დიაგნოსტიკური ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვა.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა
მაინტერსებს შაბათს თუ მუშაობთ და რომელ საათამდე?
გმადლობთ წინასწარ
პატივისცემით
ლიკა
თუ თქვენ გულისხმობთ ნეიროგანვითარების ცენტრს, ის შაბათობით არ მუშაობს.