ადრეული ინტერვენცია არის ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზანმიმართულ და კოორდინირებულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს ბავშვის ადრეულ კრიტიკულ წლებში.
ინტერვენციის სამიზნეა როგორც ბავშვი, ასევე მისი ოჯახი. სპეციალისტებსა და მშობლებს შორის დაწყებული პარტნიორული ურთიერთობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბავშვის, ოჯახის და მთელი საზოგადოებისთვის.
ოჯახზე კონცენტრირებული ადრეული ინტერვენციის სერვისი:
- აუმჯობესებს ბავშვის განვითარებას, სოციალურ და აკადემიურ მიღწევებს
- ამცირებს სპეციალური განათლების, რეაბილიტაციის და ჯანდაცვის ხარჯებს
- ამცირებს ოჯახის წევრთა სტრესს, იზოლირებისა და იმედგაცრუების შეგრძნებას
- ოჯახის ძლიერი მხარეების გამოაშკარავება ხელს უწყობს დადებითი ჩვევების განმტკიცებას
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევთ იქცნენ პროდუქტიულ და დამოუკიდებელ პიროვნებებად
რაც უფრო დროულად ხდება შესაძლებლობების შეზღუდვის აღმოჩენა და ოჯახის მხარდამჭერი ინტერვენცია, მით უფრო წარმატებულია შედეგი.
საქართველოში ადრეული ინტერვენციის პროგრამას ახორციელებს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის:
ნეიროგანვითარების ცენტრი
ახორციელებს ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია 0-დან – 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესასძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
ეს პროგრამა მოიცავს:
- ბავშვის/ოჯახის ხელშეწყობის საერთაშორისო მიდგომას;
- პროფესიონალების მუშაობას შინ, სპეციალიზირებულ ცენტრში და საბავშვო ბაღში;
- ბავშვის/ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას;
- ჩარევის ინდივიდუალური გეგმის შედგენას.
ადრეული განვითარების პროგრამაში ერთვებიან მოტორული (მოძრაობითი), გონებრივი, მეტყველების, ადაპტური (თვით-მოვლა, კვება, ჰიგიენა), სოციალური და კომუნიკაციური დარღვევების მქონე ბავშვები. ამ პროგრამის მომსახურეობა მოიცავს თვეში 8 ვიზიტს, რომლის განხორციელება შესაძლებელია შინ, სპეციალიზირებულ ცენტრში და/ან საბაშვო ბაღში. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე.
პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა განცხადებით მიმართოთ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს.
ცენტრის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №2/6 (იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოს 3 შესასვლელი)
ტელეფონი: 2527889 / 105
პროგრამის ხელმძღვანელი: სოფიო ტატიშვილი, ტელ: 599510347;
ადრეული განვითარების გუნდის ლიდერები: სალომე ბარბაქაძე, ტელ: 555758822 და ნათია ბერუაშვილი, ტელ: 558148316.
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია ბავშვთა ადრეული განვითარების პორტიჯის საერთაშორისო პროგრამის გამოყენებით მუშაობს დაბადებიდან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან. პროგრამაში ჩართული ოჯახი, სპეციალურად ტრენირებული სპეციალისტების დახმარებით, თანმიმდევრულად ეუფლება ბავშვის სხვადასხვა უნარების – მოტორული, შემეცნებითი, ენობრივი, თვითმომსახურების, სოციალური – განვითარებისა და სტიმულირების სტრატეგიებს. შედეგად ბავშვი უკეთ ახერხებს გარემოსთან ურთიერთობას, რაც მას მოგვიანებით საგანმანათლებლო სისტემაში (ბაღი/სკოლა) ჩართვას უადვილებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის ჩართვის ხელშეწყობა პროგრამის ერთ–ერთი პრიორიტეტია.
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 32.
ტელეფონი: 223 22 32
ხელმძღვანელი: ნინო ცინცაძე, ტელ: 593 344531
ადრეული განვითარების სპეციალისტების გუნდის ლიდერი: ეკა კეკელია ტელ: 577520969
gamarjobat chemi gogona 2wlis da 4tvis aris da ambobs mxolod 5sityvas yvelaferi esmis da yvelafers sheshtebit gvagebinebs vukitxav zcaprebs da titeul gmirs icnobs adebs tits roca vekitxebi romeli romelia unda miviyvano tuara eqimtan rom ver laparakobs madloba winaswar
გამარჯობათ ჩემი შვილი 1და11 თვისაა და ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს კრუნცჩხვიანი ბავშვია და წამალზე არის დამოკიდებული დიდი ხის გამალობაში უყურებდა მულტფილმებს და საერტოდ ვერც ერთ სიტყვას ვერ ამბობდა 2თვე ხდება რაც აგარ ვაყურებინებ მულტფილმებს და მეტველებაც გამოასწორა დე მეძახის და მამაც იცის ბევრი რამ ისწავლა მაგრამ მაინტერესებს მასაჟის გაკეთება ტუ შეიძლება დაყვება ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ დადის გტხოვთ მითხარის შეიძლება მასაჟი გავუკეთო და მეტყველება მულფილმების გამო არ მეტყველებდა?
მოგესალმებით, ჯულიეტა
თუ 1 წლისა და 11 თვის ასაკში ბავშვი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, არ არის ჩამოყალიბებული მეტყველება, აუცილებელია სრულყოფილი ნევროლოგიური შეფასება და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვა, სადაც ბავშვს ჩაუტარდება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ კომპლექსური რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს საჭიროების მიხედვით განვითარების სპეციალისტის, ფიზიკური თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის თუ ფსიქოლოგის ჩართულობას.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით.
მყავს 10 წლის ბიჭი და მაინტერესებს თუ არის თქვენთან შესაძლებელი ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასება, ასევე ამ სერვისით სარგებლობის ღირებულება.
ჩემი შვილი წლინახევრისაა და ვერ ამბობს ვერცერთ სიტყვას. დედასაც კი. პერინატალურ პერიოდში ჰქონდა ინტრავენტრიკულარული ჰემორაგია მეორე დონის. 2,3 სმ. ამ ეტაპზე არ გადაგვიმოწმებია რადგან ბავშვის რიტორიკა ადეკვატურად შეფასდა 7 თვეზე. მაგრამ მეშინია ამის ბრალი არ იყოს რომ ვერ საუბრობს. რას მირჩევთ?
მოგესალმებით, ლევან,
ახალშობილობის ასაკში I-II ხარისხის პერი-ინტრავენტრიკულური ჰემორაგია უმრავლეს შემთხვევაში სრულად ლაგდება და შემდგომ გართულებებს არ იწვევს, თუმცა დინამიკაში კონტროლს მოითხოვს და შემდგომი პრობლემები ძირითადად მოტორული სფეროს პათოლოგიით განისაზღვრება.
1 წლის ასაკში ბავშვს მოეთხოვება დედას და მამას გარდა ამბობდეს 4-5 სიტყვას, თუმცა მეტყველების განვითარება მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურია. საყურადღებოა რამდენად ადექვატურია ბავშვი, იგებს და ასრულებს მარტივ დავალებებს, რამდენად ადექვატურად გამოხატავს საკუთარ სურვილებს… თუ მხოლოდ მეტყველების პრობლემაა, შესაძლებელია არ ვიჩქაროთ რეფერალი, ბევრი ვესაუბროთ ბავშვს, ხელი შევუწყოთ მეტყველების განვითარებას.
ნინო თარხნიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ, მყავს ორი წლის ბიჭი, რომელიც არ ლაპარაკობს ამბობს მხოლოდ მამას ზოგჯერ უმიზნოდ, ყველაფერი ესმის და აკეთებს. გვაგებინებს ყველაფერს რაც უნდა თუმცა როცა რაიმეს ვასწავლი არ იმეორებს, თავის ენაზე ლაპარაკობს თუმცა გამიზნულად სიტყვებს არ ამბობს რას გვირჩევთ მივმართოთ სპეციალისტს თუ დაველოდო იდევ, პედიატრის თქმით პრობლემა არ არის
ჩემს ვაჟი არის წლინახევრის. პერინატალურ პერიოდში 2 თვეზე მეტ ხანს იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. აქვს რესპირაციული პრობლემები. ასევე ჰქონდა 2 დონის ინტრავენტრიკულარული ჰემორაგია. 2 თვის მერე არ გადაგვიმოწმებია. დადის და ფიზიკურად ადექვატური განვითარება აქვს. მაგრამ ვერ ამბობს ვერცერთ სიტყვას. დედასაც კი. სულ ტელევიზორს უყურებს მულტიპლიკაციურ ვიდეოებს ინგლისურენოვანი. რას გვირჩევთ. ყიფლიბანდი დახურულია და ნეიროსონოგრამაზე არ გამოჩნდებაო ჩაქცევა თუ გაიწოვა. თავისი ჯანმრთელობის გამო გვიწევს მუდმივად CT კვლევების ჩატარება კონტრაქტით საქართველოსა და გერმანიაში. ამიტომ პედიატრი გვეუბნება არაფერი საგანგაშო ჩამორჩენა არაა ჯერო რომ კიდევ თავზე უღოთ ტომოგრამაო . თქვენ რას გვირჩევთ?
მოგესალმებით, მყავს 2 წლის და სამი თვის ბიჭი. ვცხოვრობთ საზღვარგარეთ. სახლში ვსაუბრობთ ქართულ ენაზე, გარეთ უცხო ენაზე. ნათქვამის შინაარსი ესმის, ჩაივიცვათ ვჭამოთ მომიტანე გამომართვი ჭამე მაჭამე და ამგვარი ყიველდღიური გამოყენების სიტყვები. ასრუკებს მარტივ დავალებებს. არის მეტნაკლებად დამოუკიდებელი, ჭამს 1 წლიდან დამოუკიდებკად, ადრე გაიარა, ფიზიკურად არის 3,5 -4 წლის შესახედაობის. ემოციურად მდიდარი. ძალიან თბილი,უყვარს ჩახუტება, მოფერება , ძალიან კარგად გვეთამაშება ფეხბურთს, მანქანებს. 1 წლის და 8 თვის რომ იყო გაგვიჩნდა ეჭვი რომ რაღაცეებს აგვიანებდა, თითს არ იშვერდა, მაგრამ ისე გვანიშნებდა, ჟესტები ადეკვატური აქვს, მივიყვანეთ ნერვოპათოლოგთან, გვითხრა რომ იყო მეტყველებუს შეფერხება, არ დავჯერდით და გადავიღეთ მრტ, სადაც არ დადასტურდა არც მეტყველების და არც არანაირი შეფერხება ან ნორმიდან გადახვევა. ვინაიდან დაიბადა სასწრაფო საკეისრო კვეთით, ჯდომის და ბოლო წუთებში შემოხვეული ჭიპლარის გამო და მიეკუთვნებოდა რისკ ჯგუფს, დაიბადა ნორმალური, ჯანმრთელი, 7 ბალით შეფასდა (აპგარი) , ნეიროგანვითარების ცენტრში საზღვარგარეთ, გვითხრეს რომ განვითარების ეტაპის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, ვატარებთ იმავე ცენტრში მონტესოროთერაპიაზე, ფიზ.კულტურაზე, ლოგოპედურ მასაჟზე, ფსიქოლოგთან და ქვიშის თერაპიაზე. შესამჩნევად შეიცვალა, ცდილობს თავის ენაზე რაღაცეების ახსნას,ჟესტებით მიმიკებით. ადრე მუდმივად იყო ინტერნეტტან, შევუზღუდეთ და შედეგი კარგი გვაქვს. გვითხრეს რომ დაეწევა ეტაპებს . მაინტესერებს თქვენი რჩევა, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ? მედიკამენტოზური სტიმუკატორებზე უარი გვითხრეს, არ საჭიროებსო.წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.
მოგესალმებით, ნია,
თუ 1 წლის და 8 თვის ასაკში მდგომარეობა შეფასებულია, როგორც განვითარების ეტაპების დარღვევა, ამ ასაკში უკვე (2 წლის და 3 თვის) შესაძლებელია ზუსტი დიაგნოზის დადგენა. გირჩევთ, განმეორებით შეფასებას. თქვენი მიდგომა სწორია, თუმცა დიაგნოსტირების შემდეგ განისაზღვრება დამატებითი ინტერვენციის საჭიროების საკითხი. მედიკამენტური მკურნალობა ამ შემთხვევაში ეფექტური არ არის.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისა და რჩევისათვის. დღემდე დავდივართ ყოველთვიურად ამ ცენტრში და ვფასდებით. დიაგნოზი არ შეცვლილა.. დამატებით ინტერვენციაში რა იგულისხმება რომ ყველაფერი გავაკეთოთ, და ამ შემთხვევაში რამდენად ექვემდებარება რეალურად ეს მდგომარეობა სრულიად გაქრობას დიაგნოზისა. გმადლობთ კიდვ ერთხელ.
გამარჯობა ჩემი შვილი 1წლის და 8 თვის არის.არც ხოხვა შეუძლია,არც ფეხზე დადგომა.გამიზნულად დედა ,მამას არ იძახის.მირჩიეთ რომელ ცენტრში მივიყვანო საუკეთესო შედეგისთვის.დიდი მადლობა.
მოგესალმებით! პირველ რიგში უნდა მოხდეს ბავშვის ნევროლოგიური შეფასება, რადგან როგორც თქვენ აღნიშნეთ ასაკის შესაბამისი უნარ-ჩვევები არ აქვს, შემდგომ დაიგეგმოს შემდგომი ტაქტიკა
გამარჯობა გთხოვთ მიპასუხოთ. მყავს 2.7წლის ბიჭი. გაიზარდა მუდმივად ძიძებთან რომლებიც სულ ტელევიზორს აყურებინებდბენ და არავინ ეხმარებოდა განვითარებაში. 2 წლის ასაკში არ ლაპარაკობდა არაფერს არცერთ სიტყვას მიზანმიმართულად და არ ასრულებდა დავალებებებს. ექიმმა ყვეკანაირი ტესტი ჩაუტარა და დაგვიდგინა განვითარების ეტაპების დარღვევა R62.0 და დავუწყეთ თერაპიები სადაც aba და ყველადერს გადის. ასევე მივედით ბაღში. გვაქვს ძალიან დიდი შედეგი ამბობს სიტყვებს დასახელებებს საგნების. სულ ცდილობს კაპარაკს რასაც დაინახავს ახმოვანებს მაგალუთად აი ტრაქტორი და ა.შ . ვერ აბავს მაგრამ ამბობს ათვალუერებს წიგნებს და ამბობს რა ხატია.დავალებებსაც ასრულებს. მაინტერესებს თუ ამგვარი თერსპიებით და მუდმივი სწავლით თუ გამოსწორდება ეს დიაგნოზი. რადგან რაც მოვახდინეთ სწავლება ბავშვი 100% სხვანსირი გახდა 3 თცეა დავდივართ ფსიქოლოგთან
გამარჯობათ, წავიკითხვე თქვენი ცენტრის შესახებ და გადავწყვიტე მომეწერა, მყავს 4.5 წლის შვილი ვაჟი, საუბარი გვიან დაიწყო (3.3წ) თუმცა ერთბაშად საკმაოდ გამართულად და კარგი ლოგიკით თუმცა სანამ საუბარს დაიწყებდა მაგ პერიოდში სულ ღიზიანდებოდა და მაგ პერიოდში საუბრის შეუძლებლობას ვაბრალებდით, თუმცა ეხლა როცა საუბრის პრობლემა საერთოდ აღარ აქვს ძალიან გააგრესიულდა სულ გაღიზიანებულია ბაღში ვერაფრით ვერ მივიყვანეთ იარა ერთი კვირა და ძაან კატეგორიული უარი განაცხადა, (დაძალება შეუძლებელია, ბევრი საუბრით არ ჭრის, ე.წ მოქრთამვა უბრალოდ შეუძლებელია ძალიან პრინციპული ბავშვია იდიალური ლოგიკით თუმცა ძალიან რთული ხასიათით) საერთოდ ძნელად შედის კომუნიკაციაში ბავშვებთან უცხოებთან და რაც დრო გადის ბავშვი უფრო და უფრო აგრესიული ხდება ძალიან განვიცდით და ვერაფერს ვერ ვცვლით გთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
გამარჯობატ ცჰემი ბავსჰვი 4 ცლის გახდა მაგრამ მანამდე 3 ტვიტ ადრე უეცრად დაიცყო ენის აბმა იმეორებს სიტყვებს და სჰეიდზლება ეს ლოგონერვოზი იყოს?ისე მანამდე კარგად ლაპარაკობდა არაპრის არ სჰესჰინებია და მაინეტრესებს გაუვლის ეს/
მოგესალმებით, ნინო,
ეს შეიძლება იყოს ენაბორძიკობა, ან გაუმართავი მეტყველება, რომელიც მეტყველების ნორმალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპია და რაიმე ჩარევას არ საჭიროებს. ენაბორძიკობის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები. სასურველია, მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ბავშვთან საუბრის დროს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით, 5 წლის ბიჭს უჭირს სიტყვების სწორად წარმოთქმა, ხშირად თუ გავამეორებინებ სწორად სიტყვას ასწორებს. ლოგოპედი თვლის არ არის მისი მუშაობის ჩატარება ბავშვთან საჭირო თვითონ გაასორებს სიტყვებსო. ერთ წელში უკვე სკოლაში წავა, სკოლაში ხომ უფრო დისკომფორტი ექნება სწავლის პროცესში?ბაღში სიარულს აპროტესტებს,სახლში მეცადინეობა თუ გვაქვს ყურადღების კონცენტრაციას 5 წუთზე მეტს ვერ აკეთებს. იცის დათვლა 20 – მდე და ანგარიში ხუთის ფარგლებში. როგორ მოვიქცე მე, რომ გავუმჯებესო შვილის ასაკობრივი განვითარება? ბათუმში ვცხოვრობთ აქ ვის მივმართო, ან თუ არის სპეციალური პროგრამები სახელმწიფო ან არასამთავრობო სექტორში, როგორ ზემოთ ხსენებული ღია საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროგრამა. წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.
მოგესალმებით, ნანა,
მიმართეთ ნეიროგანვითარების ცენტრის ფილიალს ბათუმში, სადაც შესაძლებელია ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასება, ისევე როგორც ნეირორეაბილიტაცია.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ. ერთი კვირის შვილი მყავს და ერი ძუძუ გაუმაგრდა. რით ვუშელო?
მოგესალმებით, მარიამ,
აღნიშნული წარმონაქმნი, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია და საშვილოსნოში დედის ჰორმონების გავლენის შედეგია. რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში თანდათან ზომაში მცირდება. იშვიათად, ნორმალური ქსოვილის მცირე ნაწილი რჩება, რომელიც ზომაში არ იზრდება და არ ქმნის დისკომფორტს. დააკვირდით, შეშუპების, სიწითლის, ცხელების, გამონადენის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.
თათია აფრასიძე
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით.ჩემი ბიჭი წლის და ათი თვის არის და თითქმის არცერთ სიტყვას არ იძახის,იმ სიტყვებს რასაც ამბობს მათაც ძალიან ამახინჯებს… საქმე იმაშია ,რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ საქართველოში და ამასთან ერთად მას ყოველდღე ითხი ენის მოსმენა უწევს რადგან შერეული ოჯახი გვაქვს…ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე როდესაც ვცდილობ თუნდაც ერთი სიტყვა ვასწავლო ან მიბრაზდება ან ტირილს იწყებს,ისე თავის რა თქმა უნდა ჩვენთვის გაუგებარ ენაზე მთელი დღე ლაპარაკობს.ხანდახან მგონია რასაც ვეუბნები საერთოდ ვერ იგებს.
მოგესალმებით,
რამდენიმე ენის ერთდროულად შესწავლა არ შეიძლება იყოს მეტყველების განვითარების შეფერხების მიზეზი. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ ზოგიერთი ბავშვი ადრე იწყებს მეტყველებას, ზოგიერთი – შედარებით გვიან. მთავარია, მეტყველების პრობლემა არ იყოს ასოცირებული გონებრივი განვითარებისა და კომუნიკაციის სფეროს პრობლემებთან. ამისათვის აუცილებელია, ბავშვზე დაკვირვება სპეციალისტის მიერ, რომელიც განსაზღვრავს დამატებით დიაგნოსტიკური ტესტებით შეფასების საჭიროებას.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
მოგესალმებით!
ჩვენ საქართველოში არ ვიმყოფებით სამწუხაროდ.ხომ ვერ მირჩევდით რომელ სპეციალისტს ვაჩვენო.
მოგესალმებით, ლელა,
პირველ რიგში მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს, რომელიც განსაზღვრავს ფსიქოლოგის მიერ დამატებით დიაგნოსტიკური ტესტებით შეფასების საჭიროებას.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა!
ჩემი გოგონა დაიბადა 37-ე კვირში 1კგ. და 600გრ.
ჩემი აზრით ბავშვი ნორმალურად ვითარდება,მაგრამ მოვისმინე თქვენი ცენტრის შესახებ და მინდა ბავშვის მოყვანა. ვის მივმართო და რა ასაკში?
გმადლობთ!
მოგესალმებით, ანა,
ნეიროგანვითარების ცენტრში შეგიძლიათ მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს, რომელიც გაგიწევთ რეკომენდაციებს და განსაზღვრავს სხვა სპეციალისტების ჩართვის საჭიროებას.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ. ჩემი შვილი არის 5 წლის და მას ესმის ყველაფერი, თუმცა უჭირს წინადადების აწყობა და ძირითადში ლაპარაკი (უწევს რამოდენიმე ენის მოსმენა კომპიუტერის გამო, კომპიუტერს კი ვერაფრით მოვაცილეთ) არ ვიცი ვის მივმართო … თუ შეგიძლიათ , რომ მირჩიოთ რაიმე ან ვინმე, რომ მივმართო.
მოგესალმებით, ლია,
მიმართეთ ნეიროგანვითარების ცენტრს.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი