ჩვენს შესახებ

sbnnვებგვერდი მომზადდა საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის (სბნნა) მიერ.

სბნნა-ს მიზანია პედიატრიული ნევროლოგიის განვითარების ხელშეწყობა, აქტებზე დაფუძნებული კლინიკური და სამეცნიერო მიღწევების გავრცელება და დანერგვა, ერთიანი მიდგომების გამომუშავება და ეფექტური ქსელური კავშირის დამყარება თბილისსა და რეგიონებში მომუშავე სპეციალისტებს შორის.

ასოციაციის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა პაციენტთა და მათი ოჯახების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებისა და მისი მოსალოდნელი გამოსავლების შესახებ. მოწოდებული ინფორმაციაც მშობლებისა და მომვლელების ინფორმირების გაზრდას ემსახურება.

ვებგვერდი შეიქმნა პროექტების: „ადრეული ინტერვენციის პროექტი – საქართველო“ (პროექტის კოდი Med/21/12-18831) და “კოალიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის“ (პროექტი № 805 12 210 3016 20) ფარგლებში.

პროექტი „ადრეული ინტერვენციის პროექტი – საქართველო“ ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მატერიალური მხარდაჭრით.

პროექტი “კოალიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის“ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

მოწოდებული მასალა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები