9 თვის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • განსაკუთრებულად უღიმის ნაცნობ ადამიანებს
  • ღელავს, როცა მომვლელი სხვანაირად გამოიყურება ან სხვანაირად იქცევა
  • მომვლელის წასვლაზე აქვს უარყოფითი რეაქცია
  • შესაძლებელია გამოხატოს „უცხოობა“ (უცნობის დანახვაზე თავის მიბრუნება)
  • უღიმის საკუთარ გამოსახულებას სარკეში

ემოციური

  • სხვების ემოციებზე რეაგირებს
  • იწევს ასაყვანად

მეტყველება

  • ბრუნდება ხმის წყაროსკენ
  • რეაგირებს ტელეფონის ზარზე ან კარზე დაკაკუნებაზე
  • ესმის მოკლე ინსტრუქცია (მაგ.: „არა“, „დაემშვიდობე“, „არ მოკიდო ხელი“)
  • ტიტინებს სხვადასხვა ბგერებით (მაგ.: „ბაბაბა“, „დადადა“)
  • ყურადღების მისაპყრობად გამოსცემს სხვადასხვა ბგერებს და/ან იყენებს ჟესტებს
  • იმეორებს სამეტყველო ბგერებს

კოგნიტური

  • ეძებს დამალულ სათამაშოს
  • ცდილობს მოიპოვოს მისგან შორს მდებარე საგანი
  • აგდებს ძირს სათამაშოს და აკვირდება ვარდნას
  • იწყებს სათამაშოებით მანიპულირებას და მათგან რაიმეს კეთებას (მაგ.: კუბების დაწყობას)

უხეში მოტორიკა

  • რამდენიმე წუთით ზის დახმარების გარეშე
  • ცდილობს გახოხდეს
  • დგას დახმარებით (როცა მისი ტანი უჭირავთ)
  • აკონტროლებს სხეულის ზედა ნაწილს და ხელებს
  • ბიძგებით მიიწევს წინ სათამაშოს ასაღებად

ნატიფი მოტორიკა

  • გადააქვს სათამაშო ერთი ხელიდან მეორეში
  • იღებს პატარა საგანს (ლობიოს მარცვალს) ცერა და საჩვენებელი თითის დახმარებით
  • ურტყამს ორ საგანს ერთმანეთს
  • იკვლევს საგანს თითებით და პირით
  • ისვრის და აგდებს საგნებს
  • ეჭიდება მოძრავ სათამაშოს