9 თვის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • განსაკუთრებულად უღიმის ნაცნობ ადამიანებს
  • ღელავს, როცა მომვლელი სხვანაირად გამოიყურება ან სხვანაირად იქცევა
  • მომვლელის წასვლაზე აქვს უარყოფითი რეაქცია
  • შესაძლებელია გამოხატოს „უცხოობა“ (უცნობის დანახვაზე თავის მიბრუნება)
  • უღიმის საკუთარ გამოსახულებას სარკეში

ემოციური

  • სხვების ემოციებზე რეაგირებს
  • იწევს ასაყვანად

მეტყველება

  • ბრუნდება ხმის წყაროსკენ
  • რეაგირებს ტელეფონის ზარზე ან კარზე დაკაკუნებაზე
  • ესმის მოკლე ინსტრუქცია (მაგ.: „არა“, „დაემშვიდობე“, „არ მოკიდო ხელი“)
  • ტიტინებს სხვადასხვა ბგერებით (მაგ.: „ბაბაბა“, „დადადა“)
  • ყურადღების მისაპყრობად გამოსცემს სხვადასხვა ბგერებს და/ან იყენებს ჟესტებს
  • იმეორებს სამეტყველო ბგერებს

კოგნიტური

  • ეძებს დამალულ სათამაშოს
  • ცდილობს მოიპოვოს მისგან შორს მდებარე საგანი
  • აგდებს ძირს სათამაშოს და აკვირდება ვარდნას
  • იწყებს სათამაშოებით მანიპულირებას და მათგან რაიმეს კეთებას (მაგ.: კუბების დაწყობას)

უხეში მოტორიკა

  • რამდენიმე წუთით ზის დახმარების გარეშე
  • ცდილობს გახოხდეს
  • დგას დახმარებით (როცა მისი ტანი უჭირავთ)
  • აკონტროლებს სხეულის ზედა ნაწილს და ხელებს
  • ბიძგებით მიიწევს წინ სათამაშოს ასაღებად

ნატიფი მოტორიკა

  • გადააქვს სათამაშო ერთი ხელიდან მეორეში
  • იღებს პატარა საგანს (ლობიოს მარცვალს) ცერა და საჩვენებელი თითის დახმარებით
  • ურტყამს ორ საგანს ერთმანეთს
  • იკვლევს საგანს თითებით და პირით
  • ისვრის და აგდებს საგნებს
  • ეჭიდება მოძრავ სათამაშოს
    15 კომენტარი
  1. ხატია says:

    გამარჯობათ, ჩემი შვილო არის ცხრა თვის, ჭამის შემდეგ აქაფებს ხოლმე მყავს შერეუულ კვებაზე, რამდენად ნორმალურია უკვე ცზრა თცის ასაკში ამოქაფება. ასევე მაინტერესებს არ ხოხავს დახმარებით დგამს ნაბიჯებს ზის დამოუკიდებლად, თავი უჭირავს კარგად. რამდენად აუცილებელია ხოხვა?

  2. Salome says:

    Mogesalmebit. chemi gogo 9 tvisaa dabdgis ganmavlibashi 5 jer idzinebs anu koveli kvebis shemdeg es normaluria am asakshi?

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, სალომე
      9 თვის ასაკის ბავშვების უმრავლესობას დღის მანძილზე 2-3-ჯერ იძინებს, თუმცა ზოგადად ძილის განრიგი ინდივიდუალურია. 24 საათის განმავლობაში ამ ასაკის ბავშვს დაახლოებით 10-12 საათი უნდა ეძინოს.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  3. დიანა says:

    მოგესალმებით. ჩემი პატარა არის 9 თვის, ძალიან ენერგიულია, ხელს თუ მოვკიდებთ სიარულის მაგივრად დარბის … მაგრამ ხოხვა/ცოცვა არ იცის, ეს რაიმე პრობლემის მანიშნებელია? ძალიან ვღელავ და გთხოვთ მიპასუხოთ

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, დიანა
      აღნიშნული პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, არ არის აუცილებელი ცოცვა ან ხოხვა იცოდეს ბავშვმა, მთავარი ეტაპები არის ჯერ დამოუკიდებლად ჯდომა, შემდეგ დგომა, საყრდენით გადაადგილება და ბოლოს დამოუკიდებლად სიარული.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  4. სოფია says:

    გამარჯობა, ჩემი შვილი არის 7 ნახევარი თვის, ამოსული აქვს 4 კბილი (2 ქვევით, 2 ზევით), კბილების ამოჭრა 5 ნახევარი თვისას დაეწყო. ახლა 4 მა ზედა ახალმა კბილმა ამოჭრა, მათ შორის ეშვებმა და მაინტერესებს ნორმალურია? ბავშვი არის ძალიან ენერგიული, ხოხავს სწრაფად, ჯდება მყარად, დგება ფეხზე და თუ რამე ხელისმოსაკიდებელი აქვს მიდის. წინასწარ დიდი მადლობა.

    • სოფია says:

      ანუ 8 კბილი აქვს უკვე და ხოხავს ხელებით და ფეხებით (და არა მთლიანი ტანით), დგება ფეხზე მყარად და მიდის თუ რამე აქვს ხელის მოსაკიდებელი. მაინტერესებს ნორმალურია თუ არა ამ ხნის ბავშვისთვის და თუ არ არის ნორმალური, რა ზომებს უნდა მივმართო?

      • ნინო თარხნიშვილი says:

        მოგესალმებით, სოფია
        კბილების ამოჭრის საშუალო ასაკად მიიჩნევა 6 თვე,თუმცა აღნიშნული საკითხი ინდივიდუალურია. რაც შეეხება თქვენი შვილის მოტორულ უნარჩვევებს, ისინი დაახლოებით 9 თვის ასაკისთვისაა მისაღები, პათოლოგიას ნამდვილად არ წარმოადგენს და დამატებით რეკომენდაციებს არ საჭიროებს.
        ნინო თარხნიშვილი
        ბავშვთა ნევროლოგი

  5. ანა says:

    გამარჯობა.ბავშვი ყვირის,ჭიმავს სხეულს და კრავს მუშტებს როდესაც სასურველ შედეგს ვერ აღწევს ან როდესაც მისი საყვარელი ადამიანი გადის ოთახიდან.ხშირად ემართება მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 1 თვეა.ასეთი გაღიზიანება კბილების გამო შესაძლებელია??თუ მივმართო ნევროპათოლოგს.მადლობა წინასწარ

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ანა,
      შეეცადეთ მის ასეთ საქციელზე სრული იგნორირება მოახდინოთ: არ მისცეთ შენიშვნა, არ მოეფეროთ და არ აუსრულოთ ის რასაც ასეთი სახით ითხოვს.
      ასევე, გამოიყენეთ წახალისების მეთოდი, მაგ: როცა ბავშვი გისრულებთ თხოვნას, იჯერებს და ითვალისწინებს თქვენს რჩევებს და ა. შ., აუცილებლად გაუმახვილეთ ყურადღება, შეაქეთ და დააჯილდოვეთ. ჯილდოა ყველა ის საგანი, საკვები, სათამაშო თუ საქმე, რომელიც მას ძალიან უყვარს.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  6. ნანო says:

    გამარჯობა, ჩემი შვილი დაიბადა 30- კვირაზე , ეხლა არის 9 თვის დამოუკიდებლად ვერ ჯდება მაინტერესებს ეკუთვნის თუ არა ამ ასაკზე ჯდომა.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ნინო,
      აუცილებელია, ბავშვის ნეირომოტორული განვითრების შეფასება ბავშვთა ნევროლოგის მიერ. ბავშვის განვითარების შეფასება ხდება შესწორებული ასაკის მიხედვით. თუ შესწორებული ასაკით ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, შესაძლებელია რომ ამ ასაკში არ ხორციელდებოდეს დამოუკიდებლად ჯდომა.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  7. მაია says:

    დიდი მადლობა

  8. მაია says:

    ჩემი შვილიშვილი დაიბადა 31- კვირაზე 5-7 თვის შემდეგ შევნიშნეთ კიდურების ტონუსის მომატება მივმართეთ ექიმს ჩაუტარეთ მასაჟის კურსი 1 თვეა რაც ნევროპათოლოგის მკურნალობა ჩავრთეთ,უკეთესობა შეინიშნება,მაგრამ ფეხები მაინც დაჭიმულია,ვერ ჯდება,1 თვის შემდეგ გვიწევს ექიმთან შეხვედრა ძალიან ვნერვიულობ . თუკი არ მომეწონებაო ექიმმა ცდ-ს დაგიწერთო, რა გამოკვლევები |შეიძლება ჩაუტარო დამატებით რომ დროული და სწორი ჩარევა მოხდეს და სად რომელ კლინიკას მირჩევთ მივმართო.(ამჟამად ჟვანიას კლინიკაში ვმკურნალობთ )

    • Maia says:

      ქალბატონო მაია,
      გირჩევთ დრო არ დაკარგოთ და მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს, სადაც გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებიან. ტელ: 2527889 (შიდა 102). რაც დროზე დაიწყება სწორი მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი.

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები