4 თვის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • უღიმის მშობელს/მომვლელს
  • მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს სხვადასხვა ხმით და ხელ-ფეხის ქნევით
  • ერთობა ადამიანებთან თამაშით და ტირილს იწყებს თუ თამაში შეწყდა
  • ცდილობს გაიმეოროს მოსაუბრის სახის გამომეტყველება

ემოციური

  • სხვადასხვა მოთხოვნას გამოხატავს სხვადასხვანაირი ტირილით
  • გამოხატავს როგორც სიამოვნებას, ასევე დისკომფორტს

მეტყველება

  • სათამაშოს ან ადამიანის დანახვაზე გამოსცემს ხმებს
  • მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს ხმებით
  • ბერავს ბუშტებს და იფურთხება ხმამაღლა
  • მარტივ ვოკალიზაციას ახერხებს ძირითადად ხმოვნებით. იშვიათად იყენებს თანხმოვნებს (ღუღუნის ფაზა)

კოგნიტური

  • თვალს აყოლებს მოძრავ სახეებს ან საგნებს
  • მზერა გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე
  • იწყებს აღქმას, რომ საგნები მაშინაც არსებობენ, როცა თვითონ ვერ ხედავს

უხეში მოტორიკა

  • ზურგზე წოლისას ორივე ხელს იდებს მკერდზე და თავი უკავია შუა ხაზზე
  • მუცელზე წოლისას წამოიწევს და ეყრდნობა მოხრილ იდაყვებს
  • დასაჯდომად წამოწევისას თავი აღარ უვარდება
  • დამჯდარ (დახმარებით) პოზაში თავი მყარად უჭირავს
  • ბრუნდება გვერდიდან ზურგზე

ნატიფი მოტორიკა

  • მტევნები მოაქვს სხეულის შუა ხაზზე და თამაშობს
  • იდებს ხელებს პირში
  • წოვს თითებს და მუშტს
  • ჩამოკიდებულ სათამაშოებს ურტყამს მტევანს
  • მუშტით იჭერს და იქნევს სათამაშოებს
  • საყრდენით ჯდომისას იწვდენს ხელს საგნისკენ
  • ხელში ჩადებული სათამაშო უჭირავს ხანმოკლედ

სმენა

  • კრთება მოულოდნელ ან ხმამაღალ ხმაზე
  • მშვიდდება წყნარ, ნაცნობ ხმაზე
  • ზოგიერთ ხმას ამოიცნობს
  • უფრო ხანგრძლივად უსმენს ლაპარაკს, ვიდრე სხვა ხმებს
  • თავს და თვალებს აბრუნებს ხმის მიმართულებით

მხედველობა

  • ადევნებს თვალს ნელა მოძრავ საგანს
  • ორივე თვალს ამოძრავებს ერთი მიმართულებით, იშვიათად – განსხვავებულად (აელმებს)
  • მოსწონს თავ-თეთრი ან მკვეთრი გამოსახულება
  • ყველა სხვა სახეებს შორის გამოარჩევს მშობლის/მომვლელის სახეს
  • თავსა და თვალებს აბრუნებს სინათლის წყაროსკენ