4 წლის ბავშვის განვითარება
DSCN6789

სოციალური

  • აინტერესებს ახალი გამოცდილება
  • ელოდება თავის რიგს და იცავს წესებს პატარა ჯგუფში
  • თამაშობს თავისთვის, მაგრამ სხვა ბავშვებთან ახლოს და ესაუბრება მათ
  • განასახიერებს „დედას“ ან „მამას“
  • იგონებს მრავალფეროვან თამაშებს
  • ითხოვს უფროსების მოწონებას (მაგ.: „ნახე“, „მიყურე, რას ვაკეთებ“)
  • არის უფრო დამოუკიდებელი
  • იძენს პირველ მეგობრებს
  • თავს წარმოიდგენს სრულყოფილ პირად, თავის სხეულით, შეგრძნებებით, ემოციებით და აზროვნებით
  • მოლაპარაკებით აგვარებს კონფლიქტს

ემოციური

  • ცდილობს დაამშვიდოს აღელვებული
  • იყენებს სიტყვებს თანაგრძნობისთვის
  • ხანგრძლივად ერთვება რთულ საქმეში
  • ემოციურ თვითრეგულაციას უკეთ ახერხებს (აკონტროლებს ემოციების გამოხატვას); მცირდება ემოციური აფეთქებები

მეტყველება

  • ესმის სიტყვების მნიშვნელობა „მსგავსი“ და „განსხვავებული“
  • იყენებს გრამატიკის ბაზისურ წესებს
  • იცის ზოგიერთი ბგერის შესატყვისი ასო
  • საუბრობს 5-6 სიტყვიანი წინადადებებით
  • იმდენად გამართულად მეტყველებს, რომ უმეტესი ნაწილი გამეორების გარეშეც გასაგებია
  • მისი საუბარი უკვე უცხოებისთვისაც გასაგებია
  • ამბობს ლექსებს და მღერის საბავშვო სიმღერებს
  • სვამს უამრავ კითხვას და პასუხობს
  • ყვება ამბავს სრულყოფილად და გასაგებად
  • ამოიცნობს ნაცნობ ნიშნებს
  • განასხვავებს ნაწერს ნაბეჭდისგან

კოგნიტური

  • სწორად ასახელებს ფერებს და რიცხვებს
  • ამოიცნობს ციფრებს 9-ის ფარგლებში
  • რაოდენობის დასადგენად ითვლის სწორად 10-ზე მეტს
  • ხვდება სამნაწილიან გრძელ დავალებას (მაგ.: „დადე შენი სათამაშოები და ჭამის წინ დაიბანე ხელები“)
  • პრობლემას უდგება ერთი მიმართულებით
  • წარმოიდგენს, რომ მისთვის უცნობი გამოსახულება შეიძლება იყოს „ურჩხული“ და ხშირად ვერ ანსხვავებს ფანტაზიას რეალობისგან
  • იხსენებს მონათხრობის ნაწილს
  • ესმის რას ნიშნავს მსგავსი/განსხვავებული
  • იცის თავისი მისამართი

უხეში მოტორიკა

  • ცალ ფეხზე დგას 5 წმ
  • კიბეზე ადის ფეხების შენაცვლებით (ცალი ფეხით თითო კიბეზე)
  • ისვრის ბურთს წინ
  • ისვრის ბურთს თავის ზემოთ
  • იჭერს დიდ ბურთს წინ გაშლილი ხელებით
  • მარჯვედ მოძრაობს წინ და უკან
  • იყენებს ტუალეტს ან ქოთანს დღის განმავლობაში

ნატიფი მოტორიკა

  • სწორად უჭირავს ფანქარი ან პასტა
  • ხატავს ადამიანის სხეულის 3 ან მეტ ნაწილს
  • ჭრის ფურცელს მაკრატლით
  • ხატავს წრეს, მართკუთხედს, ჯვარს
  • იხატავს ზოგიერ ასოს
  • იხსნის ღილს და ელვა-შესაკრავს
  • იხდის და იცვამს, მაგრამ შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება შესაკრავად
  • ატრიალებს ცერს
  • აშენებს კოშკს 9 კუბით
  • ძერწავს
    2 კომენტარი
  1. თათია აფრასიძე says:

    მოგესალმებით, ირმა,
    გარდა სმენის დეფიციტისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მეტყველების განვითარების შეფერხება შეიძლება ასოცირებული იყოს ბავშვის გონებრივი განვითარების, სოციალური და კომუნიკაციის სფეროს განვითარების დარღვევასთან. სმენის ობიექტური შეფასება აუცილებელია ინსტრუმენტული მეთოდით – აუდიომეტრიით შეფასების საფუძველზე. განვითარების სფეროების კი – დიაგნოსტკური ტესტებით. არსებობს სპეციალიზებული ცენტრები, სადაც ტარდება ბავშვის განვითარების სრულყოფილი შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. შეფასების საფუძველზე გამოვლინდება დეფიციტური მხარეები, რომელიც მოითხოვს დამატებით მუშაობას ბავშვთან.
    თათია აფრასიძე
    ბავშვთა ნევროლოგი

  2. ირმა მელიქიძე says:

    მოგესალმებით, ჩემი ძმიშვილი არის 3 წლის და 6 თვის, ძაიან აქტიური ბავშვია დარბის ბევრს მოძრაობს, სხვა ბავშვებთანაც უყვარს თამაში არ არის აგრესიული, მაგრამ არ ლაპარაკობს იძახის მხოლოდ სახელებს, ზოგ სახელს ამახინჯებს წარმოთქმის დროს, იცის რამოდენიმე სიტყვა მაგრამ წინადადებებს არ ამბობს, ყველაზე ძალიან რაც მაშინებს არის რის რომ არ ესმის ჩვენი მითითებების, რამეს რომ ვეუბნევით თუ ხელით არ მივანიშნეთ რისი გაკეთება გვინდა ვერ ვაგებინებთ, სმენის პრობლემა არ აქვს, უბრალოდ არ გვისმენს რო ველაპარაკებით და არ ესმის რას ვეუბნევით . რა შიძლება გავაკეთოთ ან ვის მივმართოთ, ნერვოპათოლოგმა გვითხრა რომ მისი პაციენტი არ არის და ფსიქოლოგი ჭირდება, მაგრამ ბავშვი რომელიც არ საუბრობს ფსიქოლოგმა რა უნდა გააგებინოს

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები