3 წლის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • ბაძავს უფროსებს და თანატოლებს
  • თუ შეახსენებთ, მიესალმება მეგობრებს და ნაცნობ უფროსებს
  • უმეტესად შეუძლია დაელოდოს თავის რიგს თამაშის დროს
  • ესმის სიტყვების მნიშვნელობა „ჩემი“, „შენი“
  • თამაშობს სხვებთან მშვიდად
  • მშობლების მოთხოვნას ასრულებს ზოგჯერ
  • ალაგებს სათამაშოებს
  • ითხოვს დახმარებას
  • შეიძლება გამოხატოს აგრესია (მაგ.: როცა რამე უნდა, გამოსტაცებს ხელიდან ან უყვირის, რომ მისცეს) ან მტრული განწყობა (მაგ.: როცა რამე უნდა, ატკენს, რომ მიიღოს)

ემოციური

  • მოთამაშის მიმართ გამოხატავს სიყვარულს
  • სიყვარულის გამოსახატავად იყენებს სიტყვებს და მოქმედებას
  • შეუძლია მოცდა
  • გამოხატავს მრავალ ემოციას
  • ხვდება საკუთარ და სხვის ემოციებს
  • იწყებს თავისი თავის დახასიათებას, როგორც „კარგის“ ან „ცუდის“ (ეს ნიშნავს, რომ ეწყება თვითშეფასება. სკოლამდელ ასაკში თვითშეფასება დამოკიდებულია მომვლელის შეფასებაზე)

მეტყველება

  • ესმის ორ- და სამსაფეხურიანი დავალება (მაგ.: „აიღე შენი ქუდი და ხელთათმანი და დააწყვე ისინი თაროზე“)
  • ესმის მნიშვნელობა და დახასიათებისთვის ხმარობს რამდენიმე ისეთ სიტყვას, როგორიც არის დიდი, სველი, ცხელი, ჭუჭყიანი
  • ესმის სიტყვების მნიშვნელობა „ვინ“, „რა“, „სად“, „როდის“
  • ესმის ისეთი ზედსართავი სახელების მნიშვნელობა, როგორიც არის „-ზე“, „-ში“, „ქვეშ“
  • ცნობს და ასახელებს თითქმის ყველა ჩვეულებრივ საგანს და ნახატს
  • საუბრობს ხუთი ან მეტი სიტყვისგან შემდგარი წინადადებებით (მაგ.: „მე მივდივარ ეზოში მამასთან ერთად“)
  • შეუძლია თქვას თავისი სახელი, გვარი, სქესი და ასაკი
  • იყენებს ნაცვალსახელებს (მაგ.: მე, შენ, ის) და ზოგიერთ სიტყვას მრავლობით რიცხვში (მაგ.: მანქანები, ძაღლები, კატები)
  • იმედენად გარკვევით საუბრობს, რომ ოჯახის წევრებისთვის მისი ლაპარაკი თითქმის სრულად გასაგებია
  • ასახელებს სხეულის ნაწილებს
  • საუბრობს წარსულ ამბებზე (მაგ.: ბებიასთან სტუმრობაზე)
  • მშობელთან/მომვლელთან ერთად უსმენს მუსიკას ან თხრობას 5-10 წუთის განმავლობაში
  • თითო ფურცლით ფურცლავს წიგნს
  • ხვდება ნაბეჭდი ტექსტის დანიშნულებას (მაგ.: მენიუ, სია, დღიური)
  • საუბრისას უშვებს ზოგიერთ გრამატიკულ შეცდომას, რაც გრძელდება მოგვიანებითაც (მაგ.: „სამი ბავშვები იყო“ ან „მე მოვედი ხვალ“)

კოგნიტური

  • მექანიკურ სათამაშოს ქოქავს
  • ხელში ან ოთახში არსებულ საგანს ადარებს წიგნში დახატულს
  • ფანტაზიორობს
  • აჯგუფებს საგნებს ფორმის და ფერის მიხედვით (მაგ.: ყველა ლურჯი წრე ან ყველა წითელი სამკუთხედი)
  • აწყობს სამ- ან ოთხნაწილიან ასაწყობ სურათს
  • შეუძლია გამოიყენოს შესატყვისი რიცხვითი სახელი სამი ან მეტი რაოდენობის აღსანიშნავად
  • სვამს უამრავ კითხვას

უხეში მოტორიკა

  • ადის კიბეზე სახელურზე ყრდნობით
  • ზემოთ ძვრება კარგად
  • ადვილად დარბის
  • იხრება თავისუფლად, დაცემის გარეშე
  • ხანმოკლედ დგას ცალ ფეხზე
  • წინ ისვრის ბურთს სულ მცირე 1 მეტრზე

ნატიფი მოტორიკა

  • ფანქრით ან პასტით ავლებს ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და წრიულ ხაზს
  • იხატავს წრეს ან ჯვარს
  • უჭირავს ფანქარი სწორად
  • ფურცლავს წიგნს თითო ფურცლით
  • აცმევს მსხვილ მძივს ძაფზე
  • აშენებს კოშკს 6 კუბით
  • ხსნის ქილის ხრახნიან სახურავს
  • ატრიალებს კარის გასაღებს
  • დახმარებით იცვამს და იხდის