3 წლის ბავშვის განვითარება

niko

სოციალური

  • ბაძავს უფროსებს და თანატოლებს
  • თუ შეახსენებთ, მიესალმება მეგობრებს და ნაცნობ უფროსებს
  • უმეტესად შეუძლია დაელოდოს თავის რიგს თამაშის დროს
  • ესმის სიტყვების მნიშვნელობა „ჩემი“, „შენი“
  • თამაშობს სხვებთან მშვიდად
  • მშობლების მოთხოვნას ასრულებს ზოგჯერ
  • ალაგებს სათამაშოებს
  • ითხოვს დახმარებას
  • შეიძლება გამოხატოს აგრესია (მაგ.: როცა რამე უნდა, გამოსტაცებს ხელიდან ან უყვირის, რომ მისცეს) ან მტრული განწყობა (მაგ.: როცა რამე უნდა, ატკენს, რომ მიიღოს)

ემოციური

  • მოთამაშის მიმართ გამოხატავს სიყვარულს
  • სიყვარულის გამოსახატავად იყენებს სიტყვებს და მოქმედებას
  • შეუძლია მოცდა
  • გამოხატავს მრავალ ემოციას
  • ხვდება საკუთარ და სხვის ემოციებს
  • იწყებს თავისი თავის დახასიათებას, როგორც „კარგის“ ან „ცუდის“ (ეს ნიშნავს, რომ ეწყება თვითშეფასება. სკოლამდელ ასაკში თვითშეფასება დამოკიდებულია მომვლელის შეფასებაზე)

მეტყველება

  • ესმის ორ- და სამსაფეხურიანი დავალება (მაგ.: „აიღე შენი ქუდი და ხელთათმანი და დააწყვე ისინი თაროზე“)
  • ესმის მნიშვნელობა და დახასიათებისთვის ხმარობს რამდენიმე ისეთ სიტყვას, როგორიც არის დიდი, სველი, ცხელი, ჭუჭყიანი
  • ესმის სიტყვების მნიშვნელობა „ვინ“, „რა“, „სად“, „როდის“
  • ესმის ისეთი ზედსართავი სახელების მნიშვნელობა, როგორიც არის „-ზე“, „-ში“, „ქვეშ“
  • ცნობს და ასახელებს თითქმის ყველა ჩვეულებრივ საგანს და ნახატს
  • საუბრობს ხუთი ან მეტი სიტყვისგან შემდგარი წინადადებებით (მაგ.: „მე მივდივარ ეზოში მამასთან ერთად“)
  • შეუძლია თქვას თავისი სახელი, გვარი, სქესი და ასაკი
  • იყენებს ნაცვალსახელებს (მაგ.: მე, შენ, ის) და ზოგიერთ სიტყვას მრავლობით რიცხვში (მაგ.: მანქანები, ძაღლები, კატები)
  • იმედენად გარკვევით საუბრობს, რომ ოჯახის წევრებისთვის მისი ლაპარაკი თითქმის სრულად გასაგებია
  • ასახელებს სხეულის ნაწილებს
  • საუბრობს წარსულ ამბებზე (მაგ.: ბებიასთან სტუმრობაზე)
  • მშობელთან/მომვლელთან ერთად უსმენს მუსიკას ან თხრობას 5-10 წუთის განმავლობაში
  • თითო ფურცლით ფურცლავს წიგნს
  • ხვდება ნაბეჭდი ტექსტის დანიშნულებას (მაგ.: მენიუ, სია, დღიური)
  • საუბრისას უშვებს ზოგიერთ გრამატიკულ შეცდომას, რაც გრძელდება მოგვიანებითაც (მაგ.: „სამი ბავშვები იყო“ ან „მე მოვედი ხვალ“)

კოგნიტური

  • მექანიკურ სათამაშოს ქოქავს
  • ხელში ან ოთახში არსებულ საგანს ადარებს წიგნში დახატულს
  • ფანტაზიორობს
  • აჯგუფებს საგნებს ფორმის და ფერის მიხედვით (მაგ.: ყველა ლურჯი წრე ან ყველა წითელი სამკუთხედი)
  • აწყობს სამ- ან ოთხნაწილიან ასაწყობ სურათს
  • შეუძლია გამოიყენოს შესატყვისი რიცხვითი სახელი სამი ან მეტი რაოდენობის აღსანიშნავად
  • სვამს უამრავ კითხვას

უხეში მოტორიკა

  • ადის კიბეზე სახელურზე ყრდნობით
  • ზემოთ ძვრება კარგად
  • ადვილად დარბის
  • იხრება თავისუფლად, დაცემის გარეშე
  • ხანმოკლედ დგას ცალ ფეხზე
  • წინ ისვრის ბურთს სულ მცირე 1 მეტრზე

ნატიფი მოტორიკა

  • ფანქრით ან პასტით ავლებს ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და წრიულ ხაზს
  • იხატავს წრეს ან ჯვარს
  • უჭირავს ფანქარი სწორად
  • ფურცლავს წიგნს თითო ფურცლით
  • აცმევს მსხვილ მძივს ძაფზე
  • აშენებს კოშკს 6 კუბით
  • ხსნის ქილის ხრახნიან სახურავს
  • ატრიალებს კარის გასაღებს
  • დახმარებით იცვამს და იხდის
    108 კომენტარი
  1. თამუნა says:

    მოგესალმებით. ჩემი გოგო 2 წლის და 1 თვისაა. არის ძალიან აქტიური, ორ სამ სიტყვას აბამს ერთმანეთზე, მარტივად გვაგებინებს რა უნდა. ყვება სიმღერას და დამოუკიდებლად მღერის პეპი პეპის და მსგავს სიმღერებს. არის ძალიან თბილი და კონტაქტური ბავშვი. დაახლოებით 2-3 თვეა ერთი უცნაურობა დასჩემდა, როდესაც რამე ძალიან უნდა და ვერ იღებს, კივის და თავში ირტყავს ხელებს. ნევროლოგმა ასაკობრივიაო, დააიგნორეთ და გაუვლისო, თუმცა მაინც ვნერვიულობ 🙁

  2. თეონა says:

    გამარჯობთ, ჩემი ბიჭი სამი წლის და ორი თვისაა. ვცხოვრობთ ევროპაში. ესმის ყველაფერი რასაც ველაპარაკებით.ცდილობს თვითონაც გაგვაგებინოს რა უნდა. ურთერთობა არ უჭირს ხალხთან პირიქით სიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა. მაგრამ უჭირს საუბარი ორი ენა აქვს ერთმანეთში არეული და სიტყვებს ამბობს ორივე ენაზე. ერთი ლექსი ვასწავლეთ ძლივს და ყვება კარგად ბოლომდე. მეტი ვერ ვასწავლეთ გვარიდებს თავს. ვაპირებთ წასვლას საქართველოში მინდა ბაღში შევიყვანო იმედი მაქვს დაძლევს ყველაპერს. თქენ რას მირჩევთ სპეციალისტს მივმართო? მადლობა წინასწარ.

  3. Tamuna says:

    Gamarjobat. Chems shvilis aqvs cota ganvitarebis sheferxeba.gtxovt mipasuxot sad unda miviyvano. Misamarti

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, თამუნა
      შეგიძლიათ ისარგებლოთ რამოდენიმე ცენტრით თბილისში:
      ნეიროგანვითარების ცენტრი, ლუბლიანას 2/6;
      მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი, ვაჩნაძის 7
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  4. თამუნა says:

    მყავს სამი წლის ბიჭი და არ ლაპარაკობს. იცის დაახლოებით 150 სიტყვა ქართულ და გერმანულ ენებზე. ვცხოვრობთ გერმანიაში. არის ხანდახან მაღაზიაში აგრესიული როცა არ ვყიდულობ იმას რაც უნდა. არის ძალიან კონტაქტური უკვე ორი წელია რაც დადის ბაღში და რჩება და თამაშობს ბავშვებთან უპრობლემოდ. რეაგირებს ყველაზე თავის სახელზე, ყველანაირ ემოციას ხვდება და შესაბამისად რეაგირებს. გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება თუ არა ეს აუტიზმის სპექტრის აშლილობა იყოს?

  5. სახელი (სავალდებულოა) says:

    ჩემი გოგომ 2 წლისამ ყვლაფერი იცოდა გამართულად ლაპარაკობდა ეხლა ორ თვეში სამის ხდება და ყველაფერსლაპარაკობს გამართულად ინტერნეტით ემილიას უყურებს პატარობიდან და იქიდან ისწავლა ლაპარაკიც და თამაშიც

  6. ლილი says:

    გამარჯობა, ჩემი შვილი ახლა გახდა 2 წლის და 8 თვის, ლაპარაკი გვიან დაიწყო, რასაც ქვია გადაბმულად , ახლა ყველაფერს ამბობს, ყველა საგანი, ცხოველი თუ ასეთი რამეები იცის, წარსულ ამბებზეც ლაპარაკობს, ლექსებს ყვება, შეუძლია შეკითხვების დასმა, სად არის? რა ხდება? რა გჭირს? ეს რანაირი არის თუ რამე ვერ მიხვდა რა არის, ვინ მოვიდა და ასეთი რამეები.. მაგრამ ჩემი შეკითხვა ისაა რომ ხშირად არა მაგრამ ხანდახან ერევა პირები, რო უნდა თვქას ჩემია შეიძლება თქვას შენია, ან მინდას მაგივრად გინდა, და მსგავსი, შეიძლება ამ ასაკში ამას კარგად ვერ აღიქვამდეს და იმიტომ ერევა, პრობლემას ხო არ წარმოადგენს ეს? სხვა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, უყვარს თამაშიც და გთხოვს რომ ეთამაშო, შეუძლია მოიგონოს რამე თამაში, მაგალითად უნდა რო ვითომ მანქანაში ჩაგაჯინოს და სადმე წაგიკვანოს, ვითომ ტორტი გვაქვს და ვჭრით და ასეთ მსგავს რამეებს. სიტყვების მნიშვნელობაც და ზოგადად საუბარი ყველაფერი ესმის დიდივით, და თვითონაც მიზანმიმართულად იყენებს სიტყვებს საუბარში, ასრულებს ყველაფერს რასაც მიუთითებ,მხოლოდ ის ზემოთხსენებულია პრობლემა, გთხოვთ მიპასუხოთ.

  7. თამუნა says:

    ძლიერი ფორმის ჩამორჩენა სავარაუდოდ იმ შემთხვევაშია თუ ზემოთ ჩამოთვლილ ვერც ერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს სამი წლის ბავშვი? გთხოვთ მიპასუხოთ

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, თამუნა,
      ბავშვის გონებრივი განვითარებას შეფასება სწარმოებს ფსიქოლოგის მიერ სპეციალიზებული დიაგნოსტიკური ტესტების მეშვეობით.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

    • მყავს 2'5გოგო და იცის 5სიტყვა მარტო ძალიან ვღელავთ ესმის თურქული ქართულიც და რა ზიმებს უნდა მივმართოთ says:

      მყავს 2’5გოგო და იცის 5სიტყვა მარტო ძალიან ვღელავთ ესმის თურქული ქართულიც და რა ზიმებს უნდა მივმართოთ

    • მყავს 2'5გოგო და იცის 5სიტყვა მარტო ძალიან ვღელავთ ესმის თურქული ქართულიც და რა ზიმებს უნდა მივმართოთ says:

      მყავს 2’5გოგო და იცის 5სიტყვა მარტო ძალიან ვღელავთ ესმის თურქული ქართულიც და რა ზიმებს უნდა მივმართოთ

  8. თამუნა says:

    გამარჯობა. მყავს სამი წლის ბიჭი. აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნორმებს გარდა მეტყველებისა. იცის დაახლოებით 50 სიტყვა რასაც მუდმივად იყენებს. ბევრ სიტყვას იმეორებს როცა მე ვეუბნები. ვცხოვრობთ გერმანიაში და უკვე ორი წელია დადის ბაღში. რამდენიმე თვის მანძილზე დაახლოებით 5 საათი დღეში უყურებდა მულტფილმებს. ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მყავდა ექიმთან და გამოკვლევისთვის გაგვიშვა სმენის შესამოწმებლად და მოტორული ფუნქციის გამოსაკვლევად. ეხლა ვხვდები რომ კომპიუტერი ს ბრალია. გთხოვთ მიპასუხოთ იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა რომ ბავშვს განვითარების ჩამორჩენა აქვს არის თუ არა გამოსწორებადი და შეძლებს თუ არა ლოგოპედის და მეტყველების თერაპიის დახმარებით ლაპარაკს. ესმის ყველაფერი ორ ენაზე. ზოგადად არის თბილი და მოსიყვარულე

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, თამუნა,
      აუცილებელია, ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ მეტყველების განვითარების შეფერხება განვითარების ეტაპების დარღვევით არის განპირობებული, საჭიროა, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა. გამოსავლის წინასწარ განსაზღვრა რთულია, დამოკიდებულია ინტერვენციის რეგულარულობასა და გონებრივი განვითარების შეფერხების სიმძიმეზე.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

      • თამუნა says:

        2 წელი დადიოდა ბაგაში,სადაც დაახლოებით 7-8 თვის მანძილზე ყველაზე დიდი იყო, დანარჩენი თვეების და 1,5 ბავშვები. ანუ იმის თქმა მინდა რომ ბევრს ვერაფერს სწავლობდა. 1 კვირაა რაც გადავიდა ბაღში სადაც ღია ჯგუფებია ანუ 3 დან 6 წლამდე ბავშვები ერთად არიან და ამ ერთ კვირაში 50 სიტყვას დაახლოებით 20-30 ახალი სიტყვა დაემატა. ისწავლა ფერები რაც აქამდე არ იცოდა და კიდევ ახალი სიტყვები. სამწუხაროდ მოტორული ფუნქციის გამოსაკვლევად ძალიან დიდი ხანი უნდა ვიყოთ რიგში დაახლოებით 6_7 თვე. და ძალიან ვწუხვარ რომ თუ ბავშვს აქვს პრობლემა დაგვიანებული არ იყოს შემდეგ გამოსწორება

  9. სოფო says:

    გამარჯობათ!ჩემი პატარა 2წლის და 9თვისაა. დედა,მამა,ბებო, ბაბუ ამბობს მაგრამ ნორმალურად თითქმის ვერაფერს. მაგ,კანფეტს -კაფქუს ეძახის,წყალს -ბლაბლი და ა.შ.დამარცვლით ყველაფერს ამბობს რო ვამეორებინებ, მაგრამ ასეთი შემთხვევა იშვიათია, იმიტომ რომ არ უნდა.ანბანი თავიდან ბოლომდე იცის (თავისი სურვილით).გაუგებარ ენაზე ლაპარაკობს. ბაღში დამყავს 5თვეა, იქნებ იქ ურთიერთობაში ისწავლოსთქო, არ ვიცი რა ვქნა,ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რამე

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, სოფო,
      გამართული მეტყველების ჩამოყალიბების ასაკი ინდივიდუალურია. თუმცა, აუცილებელია გამოირიცხოს გონებრივი განვითარების შეფერხების არსებობა, რომელიც შეიძლება იყოს მეტყველების განვითარების შეფერხების მიზეზი. შეფასება ტარდება ფსიქოლოგის მიერ სპეციალიზებული დიაგნოსტიკური ტესტებით.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  10. ნატია ქარდავა says:

    ჩემი ბავსი არის 3წლის იცის 24 ლექსი 5მდe ტვლა ცნობს პერებს არის ეს სწორი განვიტარებაa

  11. თეკლა says:

    მოგესალმებით, ძალიან ვნერვიულობ ჩემ 3 წლის ბიჭზე. ვცხოვრობთ ევროპაში, ვერ ლაპარაკობს, სიტყვებს იმეორებს მაშინ როცა ჩვენ ვეუბნებით, დადის ბაღში და ყოველ დღე მეუბნებიან რომ ძალიან რთული ბავშვია, არავის არ უსმენს, არავის არ უჯერებს, ბავშვებთან მუდამ კონფლიქტშია, არ იცის ჩემი და შენის მნიშვნელობა, შუა დღისით ჩაძინებას დიდი დრო სჭირდება ამიტომ ძირითადად გამოუძინელი რჩება, მერე კი სულ აგრესიულია და სულ ყვირის. ეხლა რაც შეეხება ჩემთან როგორ იქცევა, დილით ეღვიძება ადრე ასე 6ისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რომელზე დავაწვენ, ზოგადად 10 საატზე ვაძინებ მაგრამ 12 ზეც რომ დავაძინო მაინც 6-7ამდე გაიღვიძებს, ძალიან იშვიათად რომ 8ამდე ეძინოს. როდესაც ვეელაპარაკები არასდროს არ მისმენს, ცდილობს ჩემი ხმა დაფაროს, ზუსტად მაშინ იწყებს სიმღერას, ან გარბის, ან თვალებს აცევცებს აქეთ იქეთ უაზროდ, თუ რამე დააშავა და ვუხსნი რომ ასე არ შეიძლება საერთოდ არ მაგდებს არაფრად თითქოს არც კი ვარ მის წინ. როცა ვეძახი ხოლმე არ ბრუნდება არ მოდის, ამ ბოლო დროს უფრო უცნაურად იქცევა, თითქოს სიარულიც დაავიწყდა, კოვწიც ძლივს უჭირავს ხელში ხშირად ეწვეთება, გადასარევად ახერხებდა ჩაცმა გახდას და ეხლა მე თუ არ ჩავაცვი თვითონ თითს არ გაანძრევს, თავის პატარა ძმას ხან ძალიან ეფერება და ზრუნავს ხან კი ისე გაუქანებს რაგაცას რომ არ ინდობს, აქვს ისეთი დღეებიც რომ სულ ცდილობს მაწყენინოს, მაცივრიდან გამოიღებს რძეს და ღვრის, ხან წყალს დაღვრის, ხან ზეთს, მერე ჭკუა იხმარა და თავსახურს ხსნის ბოთლს და თავის პატარა ძმას აღვრევინებს რომ მას დაბრალდეს, ვთხოვ ამიხსნას რატომ აკეთებს ამას და ძალიან კმაყოფილი სახით მიყურებს ხოლმე არ ვიცი ვეღარ ვხვდები როგორ მივუდგე ძალიან უცნაური და რთული ბავშვია, მეც ძალიან დამსტრეა უკვე მეც ვეღარ ვაკონტროლებ ხოლმე თავს და ვუყვირი ხან, თუმცა ვიცი რომ ცუდად ვიქცევი და მაქსიმალურად ვცდილობ არ ავყვე. ზოგადად ხალხი ძალიან უყვარს ჩემი მეგობრები გიჟდებიან ისე უყვართ და თვითონაც სულ ეხუტება მათ სულ რომ უცნობი იყოს მაშინვე შედის კონტაქტში მაგრამ მერე უკვე ყველაფერს ართულებს ხოლმე, მითხარით როგორ მოვიქცე რა გავაკეთო ან რას მიუთითებს მისი ეს ეგრეთ წოდებული ზამეკანიები ხან კარგი ბიჭი რომაა რაც იშვიატია და ხან ძაან ცუდად რომ იქცევამ, დამეხმარეთ გთხოვთ

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, თეკლა,
      ქცევის სირთულეები განვითარების ეტაპს უკავშირდება და ხშირია ამ ასაკის ბავშვებში. ძირითადად, მისი ყველა ცუდი საქციელის მიზანი არის რომ აღმოჩნდეს ყურადღების ცენტრში და მიიქციოს თქვენი და ოჯახის წევრების ყურადღება. კონკრეტულ სიტუაციაში ძმასაც მეტოქედ აღიქვამს. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ბავშვის მეტყველება არ არის ჩამოყალიბებული და სურვილების სრულყოფილად გადმოცემას ვერ ახერხებს. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ჩართულობას ძმების ურთიერთობაში, მაქსიმალურად ეცადეთ ჩართოთ მის მოვლაში; შეაქეთ კარგი საქციელისათვის; ეცადეთ, ბევრი ესაუბროთ და აუხსნათ, ვიდრე მუდმივად აკრიტიკოთ და მისცეთ შენიშვნა; თუ აღნიშნული შედეგს არ გამოიღებს, სრული იგნორირება მოახდინეთ მის ამგვარ ქცევაზე. ეს პოზიცია უნდა იყოს საერთო და მყარი ოჯახის ყველა წევრისათვის.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

    • Tamuna says:

      Gamarjoba tekla. Shemtxvevit wavikitxe tqveni komentari da ise gavs tqveni shvilis istorias CHEMI shvilis istoria Rom megona chems shvilze werdit. Esec 3 wlis Aris da laparaki uchirs Tan chvenc evropashi vcxovrobt. TU gyavda ukvr eqimtan da Ra gitxres metyvelebastan dakavshirebit. TU survilis geqneba momwere. Madloba

    • თამუნა says:

      გამარჯობა თეკლა. თქვენი ისტორია ისე გავს ჩვენსას რომ მეგონა ჩემს შვილზე წერდით. თან ჩვენც ევროპაში ვცხოვრობთ. თუ გყავდათ უკვე ექიმთან და რა გითხრა მეტყველებასთან დაკავშირებით?

  12. ნათუკა says:

    მოგესალმებით,ჩემი გოგო 2 წლის და 11 თვისაა,კონტაქტურია,ბავშვები უყვარსლაპარაკი გვიან დაიწყო,მაგრამ უკვე აბამს 4-5 სიტყვიან წინადადებებს,ითვლის ქართულად,ინგლისურად,არჩევს ფერებს,იცის ბევრი ლექსი,მაგრამ ზოგჯერ სიტყვებს გაუგებრად წარმოთქვამს,ხანდახან საუბრობს მესამე პირში ,ვერ იგებს 2 და 3 საფეხურიან დავალებებს.და უჭირს ამბის მოყოლა…ამ ასაკში დასაშვებია თუ ვაჩვენო სპეციალისტს?2 წლის ასაკში მყავდა ნევროლოგთან და განვითარების დარღვევა გამოირიცხა

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ნათუკა,
      აუცილებელი არ არის 3-ეტაპიანი დავალებების შესრულებისა და ამბის მოყოლის უნარი გააჩნდეს ამ ასაკის ბავშვს. არც მე-3 პირში საუბარი ან სიტყვების არაგამართულად წარმოთქმა წარმოადგენს მეტყველების ან გონებრივი განვითარების დარღვევას. დააკვირდით, მისი უნარების განვითარებას ასაკის შესაბამისად.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  13. თათა-თააია says:

    გამარჯობათ,ჩემი ბიჭი 3 წლისაა უჭირს ლაპარაკი. სიტყვებს ამბობს თითოოროლას.მივიყვანე ბაღში. 2კვირა ვატარე და სულ ტიროდა.ვერავისთან შევიდა კონტაქტში.ისე ბავშვები უყვარს მაგრამ მალე ბეზრდება.იღლება ხალხმრავლობით.არის ძალიან გულჩვილი და მშიშარა. არის ძალიან მოწესრიგებული არ უყვარს არეულობა და უსუფტაობა.გთხოვთ მითხრათ რა გავაკეთო

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, თათა,
      მეტყველების განვითარების შეფერხების შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვის განვითარების შეფასება სპეციალისტის მიერ. გირჩევთ, მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს.

      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  14. თათა-თააია says:

    გამარჯობათ,ჩემი შვილი 3 წლისაა

  15. ლევანი says:

    გამარჯობათ,
    ჩემი შვილი არის 1 წლის და ცხრა თვის, არ ლაპარაკობს სიტყვბიც თითქმის არ იცის, რაც უნდა ყველაფერს გვაგებინებს ხელს მკიდებს და მივყავარ,სხვა მხრივ ყველაფერს აკეთებს დარბის და ა.შ
    გთხოვთ მიპასუხოდ მაქვს თუ არა სანერვიულო?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ლევან,
      ამ ასაკის ბავშვი ასრულებს 2-ეტაპიან დავალებებს, გაგებინებთ სურვილებს თუნდაც ჟესტებისა მიმიკების მეშვეობით, გიზიარებთ ემოციას, ჩვენებისა და მინიშნების გარეშე, სურათზე, სწორად გიჩვენებთ დასახელებულ საგანს; გამოხატავს ინტერესს ბავშვებისადმი, სათამაშოებით თამაშობს დანიშნულებისამებრ და სხვ. მხოლოდ მეტყველების დაგვიანება პრობლემას არ წარმოადგენს, მნიშვნელოვანია გონებრივი განვითარებისა და კომუნიკაციის სფეროს შეფასება. რისთვისაც საჭიროა მეტი ინფორმაცია და ბავშვზე დაკვირვება სპეციალისტის მიერ.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  16. ხათო says:

    გამარჯობათ ჩემი ბიჭი არის 2,9თვის ძირითადად თავისი ენა აქვს,დედა მამა ბებო სახელებს ეზახის ოჯახის წევრებს,სიტყებს ამბობს თუ ვერ ამბობს სიტყვის წინა ორ სიტყვს ამბობს მაგალითად პური -პუ,, ჩხირი -ჩხი/ტუ ვერ ამბობს გვახდებს ხელით გვითითებს ,აგრესიული არის მომენტებში როოცა ვერ ვიგებთ რა უნდა თავში ირტყავს ხელს,სახლში გყავს პატარა 9თვის ეჭვიანობს.ცდილობს ხოლმე რამე ჩაარტყას ან ატკინოს.თუმცა ეფერება კიდეც.ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს რომ ზრდის ბებია დედა მამა ვმუშაობთ..დძაან თბილია კომუნიკაბელური სულ გეფერება გკოცნის უყვარს თამაში.მანქანები.მუსიკა ცეკვა.კუბიკების აწყობა ფერებს ვარჩევთ ყველაფერი იცის რასაც ვუნები იგებს რასაც ვთხოვ აკეთებს.,არანაირი პობლემა არ გვაქს გარდა მეტყველებს ყვეალფერს ამბობოს ოგონდ დამახინჯებულად თავის ენაზე ან ვერ ვიგებ რას ამბობს.ექიმმა ნევროპათოლოგმა მირჩია ბაღი და კომპიუტერის და ტელევიზორის აგრძალვა…..მინდა დავამატო რო გონებრივად დძაან გონიერია ხატების კუთხესთან როცა მიგვყავს ვეუბნებით რომელი წმინდანი რომელია თითს ადებს..მიპასუხეთ როგორ მოვიქცე რო დავეხმარო ჩემს შვილს რო უკეთ და კარგად დაიწყოს საუბარი?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ხათო,

      თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, მიმართეთ მეტყველების თერაპევტს.

      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  17. ანა says:

    ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. ჩემი ბიჭი არის 3წლის და 7თვის. ძალიან გონიერი ბიჭია ყველაფერს ხვდება რასაც ვეუბნები მაგრამ.მეტყველების შეფერხება გვაქვს. ამბობს ცალკეულ სიტყვებს. აბავს 2სიტყვიან წინადადებეს ანა მომე. ანა დადე და ა.შ. ვერ ამბობს ყველა ბგერას.ყველაზე მეტად ნერწყვის დენა მაფიქრებს. საკმაოდ ხშირად ღიზიანდება და ისვრის ნივთებს ამ დროს, აფუჭებს სათამაშოებს ყვირის.განსაკუთრებით სახლში იქცევა ასე არადა სხვაგან ბაღში, მეზობელთან ძალიან ჭკვიანად და მშვიდად იქცევა. უყვარს ბავშვებთან თამაში და კონტაქტი.იქნებ მირჩიოთ რამე?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ანა,

      პირველ რიგში, აუცილებელია, ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასება დიაგნოსტიკური ტესტებით, რისთვისაც გირჩევთ, მიმართოთ სპეციალისტს.

      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  18. ელისო says:

    გამარჯობათ. შემი გოგონა არის 3 წლის და 5 თვის. ინტერნაციონალურო ოჯახი გვაქვს. ბავშვს 3 ენა ესმის.მამა რუსულად ელაპარაკება , მე ქართულად. ბაღი კი გერმანულია. არ ლაპარაკობს. მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს იყენებს:მომეცი, არა, დამეხმარე, ცუდი გოგო..და ა შ ენებს ურევს. შეგრძნება მაქვს ყველაფერი არ ესმის რასაც ვეუბნები… ძალიან უყვარს ბაღი და თანატოლებთან თამაში.ყავს ამორჩეული 2 საუკეთესო მეგობარო და განსაკუთრებულად კარგად მათთან თამაშობს. არ არის აგრესიული.ძალიან კეთილია… სპეციალისტთან ჩაწერილები ვართ, თუმცა მაინტერესებს ქართველი ექიმების აზრიც.ხომ არ აჯობებს ბავშვს 3 ენა ორამდე მაინც შევუმცირო? (ანუ მეც რუსულად ვესაუბრო) იქნებ ამით შევუმსუბუქო დატვირთვა… დიდი მადლობა წინასწარ

    • ელისო says:

      თუმცა ჩემთვის იოლი არ იქნება შვილთან უცხო ენაზე საუბარი, მაგრამ მეშინია ბაღში სხვა ბავშვებს არ ჩამორჩეს. აღმზრდელი მეუნება ზოგჯერ თამაშის წესები არ ესმის და ცდილობს გაგვერიდოსო… ცალკე მიდის სათამაშოდ მაგალითად პაზელებს აწყობს… ხომ არ გამოიწვევს ეს მის ასაკში რამე უკუჩვენებას ჩაკეტილობას ან მსგავს რამეს…

      • თათია აფრასიძე says:

        მოგესალმებით, ელისო,
        ბავშვებს შეუძლიათ ერთზე მეტი ენის შესწავლა ენისა და მეტყველების განვითრების შეფერხების გარეშე. „ორენოვანი“ ბავშვების მეტყველების განვითარება მოიცავს იმავე ეტაპებს, როგორც იმ ბავშვებისა რომელნიც მეტყველებას მხოლოდ ერთ ენაზე სწავლობენ. ამ პროცესში შესაძლებელია დაირღვეს გრამატიკული წესები, ან ერთ წინადადებაში სიტყვების სხვადასხვა ენაზე გამოყენებას ჰქონდეს ადგილი, რაც ორენოვანი მეტყველების განვითარების ნორმალური ეტაპია, დროებითია და მოგვარდება, როდესაც სხვადასხვა ენაზე მისი ლექსიკური მარაგი გაიზრდება.
        როდესაც ბავშვი ახალი ენის გაცნობას იწყებს, შესაძლებელია აგრეთვე ე.წ. „ჩუმი პერიოდი“-ს არსებობაც, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ასევე ნორმალურია და თავისთავად მოგვარდება.
        თუ იქმნება კომუნიკაციის პრობლემა, რასაც ადგილი აქვს, როგორც წესი, როდესაც სკოლაში ან ბაღში სხვა ენაზე მეტყველებენ, ამ შემთხვევაში გამართლებულია ესაუბროთ მას იმ ენაზე, რომელიც ყველაზე კომფორტულია. თუ ბავშვს ყველა ენაზე აქვს კომუნიკაციის პრობლემა, საჭიროა პროფესიული დახმარება.

        თათია აფრასიძე,
        ბავშვთა ნევროლოგი

  19. სალომე says:

    გამარჯობა.ჩემი ბიჭი 3 წლის და 4 თვისაა. გამართულად ვერ ლაპარაკობს ჯერჯერობით,მაგრამ ყვველაფერს მაგებინებს.მარტივ წინადადებებსაც ამბობს მაგრამ თავისებური გამოთქმით.საკმაოდ აქტიურია,თამაშიც უყვარს მაგრამ აი მაგალითად პაზლებს კუბებს ვერ აწყობს. რამდენად საჭიროებს სპეციალისტთან კონსულტაციას?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესამლებით, სალომე,
      გარდა მეტყველების განვითარებისა, მნიშვნელოვანია, ბავშვის განვითარების სხვა სფეროების შეფასება, რათა განისაზღვროს პრობლემის არსი და დამატებითი ჩარევის აუცილებლობა. რა თქმა უნდა, უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს.
      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  20. ქეთევანი says:

    მყავს 3 წლის შვილიშვილი ძალია გონიერია, მაგრამ დაეწყო აგრესიები განსაკუთრებით მაშინ, როცა რამეს დაუშლი ან უბრალოდ თხოვნას არ შეუსრულებ მაგალითად არ მისცემ ასანთს, დანას,მაკრატელს სათამაშოდ.აგრესიას გამოხატავს შემდეგნაირად გესვრის ყველაფერს რაც ხელში მოხვდება:სათამაშოებს, ჭიქებს, საინებს და ასე გრძელდება 15 – 30 წუთი.არ ჭრის არც მოფერება,არც დატუქსვა, არც დასჯა. გთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ მოვეფეროთ თუ გავუბრაზდეთ.

    • მარი აბულაძე says:

      მოგესალმებით,
      ბავშვის ყვირილი, უხეშობა, გამომწვევი ქცევა არის მისთვის სასურველის მიღწევის საუკეთესო საშუალება. როცა ის ასე იქცევა, არ შეუსრულოთ სურვილი, რომელსაც ასეთი სახით ითხოვს, ეცადეთ ნაკლები მაყურებელი ყავდეს და გაიყვანეთ ცალკე ოთახში, სადაც მარტო იქნება. არავითარ შემთხვევაში არ გალახოთ ბავშვი, რადგან ცემა იწვევს ბავშვის აგრესიას და არა ქცევის გამოსწორებას.
      იგნორირება არის ხერხი, რომელის გამოყენების შედეგად თქვენთვის არასასურველი ქცევის სიხშირე დაიკლებს. როდესაც ბავშვი ყვირის ამ დროს არ უყვიროთ საპასუხოდ, არ დაარტყათ, არ დაუწყოთ კამათი, არ მოეფეროთ და არ აუსრულოთ ის რასაც ითხოვს. ეცადეთ მის საქციელს არ მიაქციოთ ყურადღება. თუ მაინც არ მშვიდდება გაიყვანეთ სხვა ოთახში, სთხოვეთ დამშვიდდეს. თუ მისი ქცევა კონტროლს კარგავს და განსაკუთრებით აგრესიაში გადადის, დასვით სკამზე და არ მისცეთ საშუალება ადგეს სანამ არ დამშვიდდება. თქვენც მასთან იყავით და არ მისცეთ საშუალება დააზიანოს გარშემო მყოფნი და საკუთარი თავი. ბავშვის არასასურველი ქცევის მუდმივი იგნორირების შედეგად, ის მიხვდება, რომ ჩხუბით და ყვირილით ვერ მიაღწევს სასურველს და თანდათანობით ასეთი ქცევები დაიკლებს. აგრესიული ქცევის იგნორირებამ , შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვის განსაკუთრებული გაღიზიანება და მისმა ყვირილმა, სიბრაზემ დროებით იმატოს. არ გეგონოთ, რომ ეს შედეგი ქცევის მართვის ხერხების არაეფექტურობაზე მიუთითებს, პირიქით. მას შემდეგ, რაც ბავშვის აგრესია გამწვავდება, თქვენ კი ძველებურად განაგრძობთ ამ საქციელის იგნორირებას, მისი არასასურველი საქციელი ნელ-ნელა კლებას დიწყებს და ბოლოს საერთოდ გაქრება.
      მარიამ აბულაძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  21. შორენა says:

    მოგესალმებით, ჩემი შვილი არის 3 წლის და 2 თვის. არ ლაპარკობს არაფერს, არც დედას არ მეძახის. ისე რასაც ვეუბნები ყველფერს იმეორებს. თვლა იცის 40 მდე და რიცხვებსაც ცნობს. თუ რამე უნდა ხელს მადებინებს და ისე მეუბნება. არ ცდილობს რომ რამე თქვას. ისე კონტაქტურია, ბავსვები უყვარს, ბაღღში დადის 2 წლიდან და არ გაჭირვებია. თავის ენაზე ლაპარაკობს თავისთვის, კონტაქტში შემოსსვლას არ ცდილობს რომ დაგელაპარაკოს და რამე გითხრას თუნდაც არასწორად. გაგებითაც ყველაფერი არ ესმის რასაც ელაპარაკები, მხოლოდ მარტივი რაღაცეები ესმის, მაგ. არ შეიძლება, წავიდეთ, მოდი. მაგრამ ესეც ყველაფერი არა, მაგალითად მომეცი არ ესმის, ყოველ შემთხვევაში, არ ასრულებს. რიცხვები აქვს აკვიატებული და მთელი დღე რიცხვებს გაიძახის, თუ სადმე ნახა კითხულობს, სხვა არაფერს არ აქცევს ყურადღებას. სიმღერები იცის კიდევ და მღერის. მაინტერესებს ვის უნდა მივმართო და რამდენად რთული მდგომარეობა გვაქვს… ან დაგვიანებული ხომ არ არ არის, რამდენად შესაძლებელია ამ მდგომარეობის მართვა… გმადლობთ

    • Maia says:

      შორენა,
      გირჩევთ თქვენი შვილი მიიყვანოთ სპეციალისტთან, მაგ. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ექიმთან ნეიროგანვითარების ცენტრში: 568013399 ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში

  22. ლიკა ბუწაშვილი says:

    ია, მოგესალმებით.
    თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრობლემურია ერთის მხრივ სიტყვათა მარაგი, მეორეს მხრივ კი მიცემული ინსტრუქციების შესრულების ქცევა – ბავშვს ესმის და იგებს ინსტრუქციას, თუმცა არ ასრულებს. გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს, რათა სიღრმისეულად შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა და მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები. შეგიძლიათ მომართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს. ტელ: 568 01 33 99.
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  23. ია says:

    გამარჯობათ. ჩემი ცოტნე 2 წლის და 6 თვისაა. მე მოგწერთ ბავშვის განვითარების დონეს ამ ეტაპისთვის და თქვენ დამაკვალიანეთ როგორ უნდა მოვიქცე.. წინასწარ მადლობა პასუხისათვის. მოკლედ სმენის პრობლემა არ გვაქვს, ყოველთვის რეაგირებს როდესაც ვეძახი სახელს, ან ვთხოვ მოვიდეს. ლაპარაკით თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ იცის დათვლა 10-მდე ქარათულად და ინგლისურად. ასევე ანბანი თავიდან ბოლომდე ქარათულიც და ინგლისურიც, ოღონდ არა ინერციით, არამედ გააზრებულად. კითხულობს ჩვეულებრივ ნებისმიერ ასოს რომელსაც დაუწერ. დათვლაც ასევე ცნობს ნებისმიერ ციფრს და არა მიყოლებით. ჩემს მითითებებს ხან ასრულებს ხან არა, უმეტესად მაინც არა. მრჩება შთაბეჭდილება რომ მიყრუებს. ზოგჯერ ისე მიყურებს ცდილობს გაიგოს რას ვეუბნები, რას ვავალებ. ჩვეულებრივ ურთიერთობს ბაშვებთან და დადის საბავშვო ბაღში. წიგნში თუ დაინახა რამე და დააინტერესა აგნიშნავს, მაგალითად აი კატა, აი ქოლგა და ა.შ, მაგრამ მე თუ ვეტყვი აბა მაჩვენე დიდად თავს არ იწუხებს. მაგალითად დავავალებ -მომიტანე შენი ბოთლი ჩაი ჩაგისხა- მომიტანს, მაგრამ უმრავლეს შეწმთხვევაში – არა.. ურთიერთობს ჩვეულებრივ ყველასთან. იცის ასევე წამოდი აქ, ადექი, მომეცი, მინდა, მეძახის მეც და თავის დაიკოსაც.. სულ ესაა.. სხვა არაფერში არ გვაქვს შეფერხება.. ვის მივმართო და როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა ან რამდენად გამოსწორებადია.. გმადლობთ.

  24. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნინო, მოგესალმებით.
    თქვენ მიუთითეთ გარკვეულ ცვლილებებზე რამდენიმე სფეროში. ბაღში შესვლისას პირველი თვის მანძილზე ადაპტაციის სირთულე მოსალოდნელია, თუმცა რა თქმა უნდა, დახმარება ესაჭიროება ბავშვს, რათა უკეთ შეძლოს ახალ გარემოსთან შეგუება. თუმცა, თქვენი ჩივილები ეხება მეტყველების და კომუნიკაციის სფეროსაც. ასევე, ურთიერთობებს. ამიტომ, გირჩევთ ბავშვი შეფასდეს სპეციალისტების მიერ და მდგომარეობის სრულად შეფასების შემდეგ მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები. შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს. ტელ: 568 013399
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  25. ნინო says:

    გამარჯობა. მყავს 3 წლის გოგონა. პატარაობიდანვე აინტერესებდა ლექსები, ზღაპრები, 2.5 წლის ასაკში იცოდა 50-მდე ლექსი,(თვითონ ითხოვდა რომ წამეკითხა) ფერები, დათვლა, რიცხვების ცნობა. რაოდენობრივად რამდენი ნივთია. ინგლისური ანბანი, გეომეტრიული ფიგურები ქართულად და ინგლისურად. ეხლა რატომღაც აღარ იჩენს ინტერესს არაფრის მიმართ. გვაქვს ასეთი პრობლემაც, რაღაცას რომ ვეკითხები, ხშირად პასუხის მაგივრად იგივე კითხვას იმეორებს, იშვიათად რომ მიპასუხოს. ხანდახან საუბრობს მესამე პირში. ასევე წინადადებებს იმეორებს რამდნჯერმე, ხშირად თავისთვის საუბრობს. ტირის მელოდიურ სიმღერებზე. (გული უჩუყდება). ასევე უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. ურჩევნია დიდ ბიჭებთან იურთიერთოს.ერთი თვეა ბაღში დავდივართ ბავშვებთან ურთიერთობა რომ ისწაავლოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით დიდად არ ურთიერთობს. ძირითადად ძიძასთან ან მასწავლებელთან არის. მისი ასეთი დამახასიათებელი თვისებები ნორმალურია 3 წლის ბავშვისთვის??

  26. რუსკა says:

    რომ იცოდეთ როგორ გამახარეთ, ჩემი პატარას საუბარი კველას შესანიშნავად გვესმის და იიც გებულობს, ჩვენს აუბარს, 🙂 დიდი მადლობა, რომ მიპასუხეთ 🙂

  27. ნათია says:

    გამარჯობათ. დიდი იმედი მაქვს, რომ დამაკვალიანებთ. მყავს 4წლის და 11 თვის გოგონა. გვაქვს ასეთი დიაგნოზი: თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი. ჰორმონის ნაკლებობის გამო ბავშვმა გვიან დაიწყო მეტყველება,ფაქტიურად 3 წლიდან მხოლოდ სიტყვებს იძახდა, ისიც დამახინჯებით. თანატოლებს ჩამორჩება განვითარებით.ყველაფერი ესმის, თუ რაიმე უნდა გეუბნება როგორც შეუძლია, უყვარს დამოუკიდებლობა,უნდა რომ ყოველთვის მან გააკეთოს რაღაც დახმარების გარეშე.ხატავს,აფერადებს, აქვს უნარი შეასრულოს სხვადასხვა “უნარების სავარჯიშოები”,იცის ქართული ანბანი, ყველა ასოს წარმოტქვამს სწორად “რ”-ს გარდა. ლექსებიც იცის ოღონდ გამართულად ვერ მეტყველებს.არის ზალიან კონტაქტური, უყვარს ბავშვები და მათთან თამაში.დამოუკიდებლად ჭამს. არის მემარცხენე.მიმბაძველია.დაგვყავს ლოგოპედთან მაგრამ გვაქვს უდიდესი პრობლემა, რაშიც იმედი მაქვს დაგვეხმარებით. ბავშვი ვერ ჩერდება დიდი ხანი ერთ ადგილზე, მაგალიტად,მეცადინეობისას მაქსიმუმ 15 წუთი მოუსმინოს ვინმეს,არა აქვს მნიშვნელობა ლოგოპედს თუ ჩვენ მშობლებსაც. უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, რაც გამოიხატება თვალების აქეთ-იქეთ ცეცებით და უყურადღებობით.თუ დავაძალებთ რამეს პროტესტის ნიშნად ან ხელებს გვიბრახუნებს მაგიდაზე, ან ყვირის, ტირის და ასე შემდეგ.ერთი სიტყვით საშინელი ჯიუტია, გათამამებული არ გვყავს, უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს და ვერაფერს ვუხერხებთ. არ ვიცი ყველაფერი ნათლად გადმოგეცით თუ არა, მაგრამ იმედია მიმიხვდით რისი ტქმაც მინდოდა. სშუალებას არ აძლევს ლოგოპედს რომ იმუშაოს. მაინტერესებს დაგვეხმარება თუ არა ქცევის ფსიქოლოგი ამ პრობლემის მოგვარებაში და სად შეიძლება მივიდეთ ქცევის მოწესრიგების მიზნით??? დიდი მადლობა წინასწარ 🙂

    • Maia says:

      ნათია
      მოგესალმებით.
      აუცილებელია თქვენი ბავშვი შეაფასოს ფსიქოლოგმა და მან გადაწყვიტოს ასეთი დახმარების ეფექტურობა. დარეკეთ ნეიროგანვითარების ცენტრში: 568013399 და ჩაეწერეთ ფსიქოლოგთან.

  28. რუსკა says:

    მოგესალმებით, მყავს 2წლის და 7 თვის გოგონა, ზევით აღნინულიდან ყველაფერს აკმაყოფილებს, მაგრამ თავისებურად საუბრობს მაგალითად ( მიყიდა-მიკიკა, მომიტანა-მომიკიკა და ა.შ) რას მირჩევთ არის თუ არა ამ ასაკის ბავშვისთვისს ეს საშიში? წინასწარ დიდი მადლობა 🙂

    • Maia says:

      რუსკა,
      თუ თქვენი ბავშვისთვის სხვების საუბარი გასაგებია და სხვებსაც ესმით მისი ნათქვამი, საგანგაშო არაფერია. ასაკთან ერთად მისი მეტყველებაც გაუმჯობესდება. თუ თქვენს გარდა სხვები ვერ იგებენ, რას ამბობს, მაშინ მიმართეთ მეტყველების თერაპევტს.

  29. ლიკა says:

    მოგესალმებით. ჩემი ბიჭი არის 3 წლის და 2 თვის .სახელმწიფო ბაღში 2 წლის და 6თვის ასაკში მივიყვენე პირველად, თუმცა ერთ კვირაში თავი დავანებეთ. ბებო როგორც კი თვალს მოშორდებოდა ტიროდა და სულ ღებინება ჰქონდა. ახლახანს ისევ მივიყვანე თუმცა უჭირს შეგუება ისევ. ტირილს იწყებს კარებთან. არც საჭმელს ჭამს არც ბავშვებთან ურთიერთობს. (ჯერ ერთი კვირაა) თითქოს წესივით აქვს რომ უნდა იძახოს დედა მინდა ან მამა მინდა. არადა სახლში არ გვეკარება არ არის დედაზე ან მამაზე მიკედლებული. ზოგადად ამოჩემება იცის. მაგალითად სულ ერთ და იმავე საჭმელს ითხოვს სულ როცა ვკითხავთ ან ერთ და იმავე მულთფილმის ჩართვას. ვფიქრობ ბაგში რომ უნდა იტიროს ეგეც ამოჩემებული აქვს. თქვენი რჩევა მჭირდება როგორ მოვიქცე? როგორ მივაჩვიო ბაგს. ან ეს ამოჩემებები რაიმე პრობლემაზე ხომ არ მიუთითებს? P. ს. მყავს ერთი თვის პატარა, რომლის მიმართ თბილია და ეჭვიანობის მოენტი არ ჰქონია. გმადლობთ

  30. ანა says:

    გამარჯობათ, ჩემი ბიჭი არის 2 წლის და 6 თვის, გონებრივად ძალიან კარგად აზროვნებს მაგრამ ვერ ლაპარაკობს ამბობს მხოლოდ პაპას და მამას, თუ რამე უნდა ყველაფერს გვახვედრებს თავის ენაზე გვიხსნის, აქვს ნერწყვის დენა. გადავუღე ენცეფალოგრამა მაგრამ არაფერი ქონდა.ვუმკუნალე ჭიებზეც.მყავდა ყბა სახის ექიმთან ენის დაბმა რომ გამომგვერიცხა.ნერვოპათოლოგთანაც. მეუბნებიან რომ გაუვლის მაგრამ ნერწვის დენა მაშინებს. იქნებ მირჩიოპთ ვის მივმართო? დაგავწყვიტე მაგნიტურ რეზონანსული კველვა ჩავუტარო.

    • Maia says:

      ანა,
      აჯობებს ჯერ სწორად შეაფასონ ბავშვის განვითარება, მათ შორის მეტყველებაც. დამხმარე ინსტრუმენტული კვლევები მაშინ უნდა დაგეგმოთ, როდესაც რაიმე დიაგნოზის დაზუსტება ან გამორიცხვა გინდათ. მიმართეთ კვალიფიციურ ნევროლოგს, რომლიც შეაფასებს ბავშვს და დაგეგმავს საჭირო ჩარევებს. მიმართეთ მაგალითად ნეიროგანვითარების ცენტრს, დიღომში, გაგუას კლინიკის გვერდით, ტელ: 568013399.

  31. ლიკა ბუწაშვილი says:

    ანა, მოგესალმებით.
    გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც სავარაუდოდ შეფასების პროცესში ჩართავს მულტიდისციპლინურ გუნდს. ასევე, მიიღებთ რეკომენდაციებს ტუალეტის ჩვევასთან დაკავშირებით. თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამიჭირდება მეტად კონკრეტული რეკომენდაცია მოგცეთ.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  32. ანა says:

    გამარჯობათ, მყავს 3წლინახევრის ვაჟი. არ ლაპარაკობს გამართულად, მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ითვლის 20მდე ქართულადაც და ინგლისურადაც, ასევე ორივე ენაზე კითხულობს უშეცდომოდ. ბოლო ერთი კვირაა არ ამბობს რომ საჭირო ოთახში უნდა, ძალიან ვნერვიულობ, ერთ წელზე მეტია პამპერსს არ იცვამს.

  33. თიკო ანთიძე says:

    მოგესალმებით ქალბატონო ფატი
    ამ ასაკის ბავშვის ლექსიკა უნდა შეადგენდეს 200 სიტყვას, უნდა ადგენდეს 2-3 სიტყვიან მარტივ წინადადებას და ამ ყველაფერს იყენებდეს კომუნიკაციის დამყარების მიზნით.
    გირჩევდით არ დააძალოთ სიტყვების გამეორება, რათა ბავშვს არ გაუჩნდეს უარყობითი დამოკიდებულება ახალი სიტყვების დასწავლაზე. გახადეთ ეს პროცესი უფრო სახალისო და ინტერაქციული. ეცადეთ მოკლე ფრაზებით აღწეროთ ყველაფერი რასაც ბავშვი აკეთებს, ხედავს და ესმის. მაგ: „შენ თამაშობ მანქანით“, „შენ უყურებ მულტფილმს“, „ ეს არის დიდი ბურთი“. მიაწოდეთ ბავშვს სიტყვა რათა აღწეროს ის მოქმედება რაშიც ჩართულია. არ გაიმეოროთ ბავშვის მიერ ნათქვამი არასწორი სიტყვა ან წინადადება, გაასწორეთ იგი და ისე უთხარით. ბავშვის მიერ არაწორად ნათქვამი სიტყვა სწორი არტიკულაციით გაუმეორეთ. მაგალითად, ბავშვი ამბობს: „ ე ბუთი წანეა“, უფროსი პასუხობს „ეს ბურთი მწვანეა“. ბავშვის ყოველი მცდელობა გაიმეოროს ახალი სიტყვა აუცილებლად დააჯილდოვეთ და წაახალისეთ მისი საყვარელი საკვებით, აქტივობით, ნივთით. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მათი კომუნიკაცია სურვილებსა და საჭიროებებზე ეფექტურია, ეს მისცემს დამატებით განტკიცებას, რაც დაეხმარება ენის განვითარების პროცესს. ბავშვთნ ერთად დაათვალიერეთ და აღწერეთ მარტივი დეტალებით, არაგადატვირთული სიუჟეტური სურათები. მოკლე ნათელი წინადადებებით გადმოეცით სიუჟეტი. მოგვიანებით, წაახალისეთ ბავშვი დამოუკიდებლად აღწეროს იგივე სურათი ან დაასახელოს სურათზე მისთვის ნაცნობი საგნები, თქვენ უხმოდ მიუთითეთ გამოსახულებებზე შესაბამის ადგილას თითის დადებით, იმისათვის რომ მისი აღწერა თანმიმდევრული იყოს. დასაწიყისისთვის საკმარისი იქნება ერთი სიტყვის დასახელებაც.იმედი მაქვს ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ.
    გისურვებთ წარმატებას.
    თიკო ანთიძე – ენისა და მეტყველების თერაპევტი, ნეიროგანვითარების ცენტრი

  34. ფატი says:

    გამარჯობათ,მყავს 3 წლის და 7თვის გოგონა. ყველაფერი ესმის რასაც ვეუბნები( მომიტანე, წაიღე, დადევი, სანაგვეში ჩააგდე ქაღალდი და ა.შ )თამაშობს, უყვარს თანატოლები და საერთოდ ძალიან თბილია და კომუნიკაბელური. ამბობს რამოდენიმე სიტყვას, დის სახელს, მამა, დედა ჩართე, მომეცი, ეს მინდა, ლიმონათი მინდა .რომ ვეტყვი გააიმეორეთქო ახალი სიტყვა არასწორად იმეორებს და თუ რამოდენიმეჯერ ვსთხოვ გამიმეორეთქო არ გამიმეორებს და მეხუტება მე კიდე მეცოდება და არ ვაგრძელებ.მირჩიეთ რა ზომებს მივმართო, ამ ასაკის ბავშვისთვის რაც ჩამოვთვალე ნორმალურია განვითარების თვალსაზრისით თუ პრობლემა გვაქვს. ცოტა ბანალურად ჟღერს მაგრამ ბაღში მიმყავს ახლა და იმედი მაქვს იქ მეტყველების კუთხით დაიხვეწება.

  35. გვანცა says:

    გამარჯობა,ჩემი შვილი არი. 2წლის და 8თვის,განცითარევის არცერთ სფეროში დარღVევა არ აღენიშნება,გარდა მეტყველების დარღვევისა,ლაპარაკობს “თავის ენაზე” დ. გადმოსცემს რაღაც მხოლოდ მისთვის გასაგებ ამბებს,ამბობს ცალკეულ სიტყვებს,მაგრამ არ ლაპარაკობს,მირჩიეთ რამე

    • Maia says:

      გვანცა,
      2 წლის და 8 თვის ბავშვი უნდა ამბობდეს რამდენიმე სიტყვას და უნდა ესმოდეს, რასაც ეუბნებით. თუ ის ამას არ აკეთებს, დაეხმარეთ, რომ ისწავლოს ლაპარაკი. აიღეთ დიდსურათებიანი წიგნი ან ჟურნალი, თითით მიუთითეთ ნახატზე და ჰკითხეთ, რასაც ხედავს: „სად არის ძაღლი“ და მიათითებინეთ ნახატზე. ესაუბრეთ ყველაფერზე, რასაც ხედავთ: „შეხედე, იმ ხილს ქვია ატამი. შეხედე რამხელა მაცივარია. დაადე ხელები, როგორი ცივია.“ გაახმოვანეთ ყველა თქვენი მოქმედება.

  36. NINO says:

    გამარჯობათ ჩემი შვილი 3 წლის და 7 თვის არის არის ახლო მხედველი მხედველობის პრობლემები აკვსგადაგებული აკ ემერაი და არაპერი აკვს ასევე ტმის ანალიზი მიკროელემენტებზე და მდზიმე მეტალებზე აკვს ბრომის ნაკლებოობა იდზახის სიტყვებს დედა მამა ტატა მაგრამ ვერ აბავს ვიყავიტ პსიკოლოგტანაც და დიაგნოზს ვერ გვისვავენ ტკვენი აზრიტ სჰეიდზლება გვკონდეს აუტიზმიი??

    • Maia says:

      ნინო,
      მხოლოდ მეტყველების განვითარების ჩამორჩენა არ არის საკმარისი აუტიზმის დიაგნოსტიკისთვის. აუცილებელია მას ახლდეს სოციალიზაციის (ურთიერთობის) პრობლემები და ქცევის დარღვევები. გონებრივი განვითარების ჩამორჩენასაც ახლავს მეტყველების განვითარების ჩამორჩენა. მიმართეთ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტს, სადაც ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამა და დაგეხმარებიან ბავშვის განვითარების შეფასებასა და დიაგნოსტიკაში.

  37. ნინო says:

    გამარჯობათ…
    ჩემი ბიჭი 2 წლის და 6 თვისაა…ძალიან გონებამახვილი და საზრიანი ბავშვია…თავის თანატოლებთან შედარებით,ადრე ისწავლა თვლა ათამდე სამ ენაზე,ანბანი, (ერთი წლიდან)ლექსები,ზღაპრები,ცდილობს რთული სიტყვების წარმოთქმას…ჰყავს 6წლის დაიკო,რომელთანაც ზოგჯერ ვერ ეწყობა,აქვს ეჭვიანობის მომენტები,თუმცა ბუნებით მშვიდი ბავშვია…ეს 4 თვეა დაეწყო ენის ბორძიკი და ცდილობს თვითონ გამოასწოროს,იცინის თავის წარმოთქმულზე და ასწორებს სიტყვას,თუმცა ეს 3 დგეა უფრო მოუხშირა ბორძიკს…ექიმმა მირჩია ფენიბუტის ნახევარი ტაბლეტი დღეში ერთჯერ,თუმცა შედეგს ვერ ვამჩნევ…რას მირჩევთ?გარდა გარემო პირობებით ხელის შეწყობისა,იქნებ მედიკამენტური მკურნალობა მირჩიოთ ან სპეციალისტი,ვისთანაც შეიძლება ბავშვის მიყვანა.წინასწარ დიდი მადლობა

    • Maia says:

      ნინო,
      ენაბორძიკობა სწორედ ამ ასაკში იწყება და უფრო ხშირად ვაჟებს აქვთ. სჯობს არ მისცეთ შენიშვნა და ყურადღება არ გაამახვილებინოთ ამ პრობლემაზე. გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს. დარეკეთ ნეიროგანვითარების ცენტრში და ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე: 568013399

  38. ლიკა ბუწაშვილი says:

    ლიკა, მოგესალმებით.
    ჩანს ცდილობთ ბავშვისთვის განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნას და ცდილობთ სხვადასხვა სფეროს განვითარებას. თუმცა, გაითვალისწინეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებაში ემოციური და მოტივაციური სფეროა. შეეცადეთ ნებისმიერი აქტივობა – ხატვა, ზღაპრის წაკითხვა თუ სხვა მხოლოდ ბავშვისათვის შესაბამისი ინტერესისა და მოტივაციის გაჩენის ბუნებრივი გაგრძელება იყოს. გირჩევთ, სწავლების ფორმად თამაში აირჩიოთ და მეტად სახალისო გახადოთ ბავშვისთვის ცოდნის ათვისება. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ თუ ბავშვი ამ ეტაპზე არ ინტერესდება ფანქრით გაფერადებით, შეგიძლიათ ათამაშოთ ცომში, სთხოვოთ ლობიოს მარცვლების გადადება ერთი ადგილიდან მეორეზე, მოზაიკის თამაში და სხვ. აგრეთვე, სცადეთ ფუნჯის გამოყენება და შემდეგ გადადით ფანქრით გაფერადებაზე. იგივე შეეხება სხვა სფეროებსაც. მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მიწოდებული ცოდნა არ იყოს ხელოვნური და მხოლოდ ცოდნის მიღების მიზმით მიწოდებული, არამედ მიესადაგებოდეს მის ინტერესებს და ბუნებრივი პროცესის ნაწილი იყოს. ამგვარად მიღებული ცოდნა მეტად სასარგებლო და გამოყენებადია, ვიდრე ხისტი ფაქტების და ცნებების გადაცემა. აგრეთვე, ბაღის გარემოს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ, რადგან იქ ბავშვი თანატოლების მიბაძვით სწავლობს და მოტივაციაც მეტი აქვს.
    წარმატებას გისურვებთ!
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  39. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნანა, მოგესალმებით.
    თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენი შვილი უკანასკნელ ხანებში სუნებით არჩევს საკვებს და ამის მიხედვით მიირთმევს, არ არის რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის მანიშნებელი. შეეცადეთ განსაზღვროთ, რის შემდეგ დაიწყო ბავშვმა ამგვარი ქცევა. შესაძლოა, მიიღო ყურადღება ამ ქცევით და ამგვარად განუმტკიცდა ეს ჩვევა. შესაძლოა სხვა მიზეზი იყოს. რაც შეიძლება მხოლოდ ამ მოკლე ინფორმაციაზე დაყრდნობით გირჩიოთ ის არის, რომ ეთამაშოთ ბავშვს როლური თამაშები, სადაც გაითამაშებთ კვების პროცესს. თქვენი შვილის თანდასწრებით არ აღნიშნოთ, რომ სუნავს საკვებს და არ გაამახვილოთ ყურადღება. უფრო კონკრეტული რეკომენდაციების გაცემისთვის, მნიშვნელოვანია დეტალური ინფორმაციის ფლობა. გისურვებთ წარმატებას!
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი

  40. ლიკა says:

    გამარჯობათ, ჩემი შვილი ახლახან გახდა 3 წლის. 2 წლი ნახევრის რომ იყო ლექსიც იოლად ვასწავლე და სიმღერებიც. ერთი შეხსენებით წამოიწყებდა და დაასრულებდა 10მდეც ითვლიდა. 3 წლის გახდა და არც სიმღერა უნდა და არც ახალი ლექსის სწავლა ჩემი თხოვნით არაფერს ასრულებს. ძალიან გაჯიუტდა. ურჩევნია ლექსი შინაარსით გადმოსცეს ვიდრე ზეპირად. ზღაპრების შენაარსსაც ყვება მოკლედ ნახატების მიხედვით ვუყვები წიგნის წაკითხვას არ მაცდის.კიდევ ხშირ შემთხვევაში არ ესმის, როცა ვეუბნები რომ ეს არ შეიძლება პირიქით იქცევა. როგორ მოვიქცე? ბაღში არ დამყავს. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ის არის, რომ ვერ დავაინტერესე გაფერადებით. რომ იქნებ ფანქრის დაჭრა ვასწავლო და ნატიფი მოტორიკის განვითარებისკენ წავიდეთ ნელ ნელა. როგორ შეაფასებდით? იქნებ მომცეთ რჩევა ?

  41. ნანა says:

    გამარჯობათ. ჩემი ბიჭი 4 წლის ხდება მალე, ამ ბოლო დროს საჭმელებზე დასუნვა დაიწყო და სუნის მიხედვით ჭამს, თუ არ მოეწონა სუნი არ ჭამს. ეს ნორმალურია?! მადლობა წინასწარ.

  42. ლიკა ბუწაშვილი says:

    მერი, მოგესალმებით. იმაში, რომ თქვენს შვილს ფერები ჯერ კიდევ ერთმანეთში ერევა, არაფერია განსაკუთრებულად ასაღელვებელი, თუ სხვა მხრივ ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან სირთულეს არ აწყდებით. თუ რაიმე ეჭვი გაქვთ, რა თქმა უნდა, გირჩევთ, რომ გადაამოწმოთ და მიმართოთ სპეციალისტს სიღრმისეული შეფასებისთვის. რაც შეეხება ფერებს, იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა უკეთ შეძლოს მათი გარჩევა, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ხერხს: დაიდეთ წინ ორი სხვადასხვა ფერის მსგავსი ნივთი. მაგ. წითელი და ყვითელი ბურთები. სთხოვეთ, გამოგიგოროთ წითელი ბურთი. შემდეგ თქვენ გაუგორეთ და გაუხმოვანეთ. შემდეგ კვლავ ორივე დაუდეთ წინ და სთხოვეთ ყვითელი ბურთი გამოგიგოროთ. მას მერე, რაც ბურთების მაგალითზე უშეცდომოდ შეძლებს ბავშვი ფერის ამოცნობას, გამოიყენეთ წითელი და ყვითელი 2 სხვა საგანი, მაგ. წითელი და ყვითელი ფანქრები და სთხოვეთ, მოგაწოდოთ წითელი ფანქარი, შემდეგ ყვითელი. დაუთმეთ აღნიშნული 2 ფერის სწავლებას იმდენი დრო, რამდენიც საჭირო იქნება თქვენი შვილისთვის. შემდეგ ყოველდღიურად სთხოვეთ სხვადასხვა ფერის საგანს შორის ამოარჩიოს და მიგითოთოთ უკვე ნასწავლი ამ ორი ფერის საგანზე. ეტაპობრივად, მსგავსი პრინციპით შემოიტანეთ სხვა ფერებიც. გაითვალისწინეთ, რომ სწავლება ეფექტურია, როდესაც ის ბავშვისთვის საინტერესო გზით ხდება და როდესაც მიჰყვება ბავშვის ინდივიდუალურ ტემპს. წარმატებებს გისურვებთ!
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  43. ლიკა ბუწაშვილი says:

    მარი, ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენი შვილი იჩენს ცოდნის მიღების ინტერესს. ეს ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ უნდა წავახალისოთ. თუმცა, ბავშვის განვითარება კოგნიტური პროცესების დახვეწასთან ერთად მოიცავს მოტორულ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ ბავშვმა უკეთ შეძლოს ურთიერთობების დამყარება როგორც უფროსებთან, ისე თანატოლებთან. როგორც წესი, ბაღის გარემო ეხმარება ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობის სწავლაში, ასევე, ემოციების რეგულაციის სწავლაში. თუ გესაჭიროებათ კონკრეტული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, როგორ გაუადვილდეს თქვენს შვილს ბაღის გარემოსთან ადაპტაცია, შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს. ასევე, ხშირად ეთამაშეთ ბავშვს და შეეცადეთ ინფორმაცია არა ფაქტების სახით მიაწოდოთ, არამედ რაიმე კონტექსტში. წარმატებებს გისურვებთ!
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  44. მერი says:

    გამარჯობა, ჩემი შვილი 3 წლის და 4 თვის არის, იცის ლექსებიც, თვლა 20 მდე ქართულად, რუსულად, ვერაფრით ვერ ვასწავლე ფერების ცნობა. ერთმანეთში ერევა. ბაღში დადის.

  45. მარი says:

    გთხოვთ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა.

  46. მარი says:

    იყო ძალიან ჯიუტი, აგრესიული და უჭირდა ხალხთან კონტაქტი, უცხოს დანახვაზე იწყებდა წივილ კივილს და ამის გამო ვერსად მიმყავდა, შესაბამისად ვერც ბაღში, სამაგიეროდ ძალიან უნდა სკოლაში მისვლა, გამუდმებით მთხოვს რომ რაღაც ახალი ვასწავლო… იცის ფერებიც და ათის ჩათვლით სცნობს ციფრებს…. მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ამ ასაკის ბავშვისთვის ამ ყველაფრის ცოდნა და გარდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა კიდევ რითი შეიძლება მისი გონების განვითარება ან საერთოდ თუ შეიძლება ამ ასაკში ამდენის ცოდნა, არც მინდა რომ გონება გადავუტვირთო…

  47. მარი says:

    მოგესალმებით, მყავს 3 წლის გოგონა, ვთვლი, რომ ძალიან გონება გახსნილია, ადრეული ასაკიდან ძალიან უყვარს სწავლა და მეცადინეობა, ლაპარაკიც ადრე დაიწყო, 1 წლის და 5 თვიდან დამოუკიდებლად ჯდება ქოთანზე, ორი წლისამ ისწავლა ჩაცმა-გახდა… ორი წლის არ იყო რომ წიგნში არსებულ ყველა ცხოველს სცნობდა, 2 წლიდან ამბობს რთულ ლექსებს, 2 წლის და 8 თვის ასაკში იცოდა ქართული ანბანი ბოლომდე ზეპირად და ასევე კითხულობს, მეხვეწება რომ ვასწავლო ასოების წერა, რასაც შეგნებულად არ ვაკეთებ, რადგან არ მინდა მერე სკოლაში გაუჭირდეს წერა… თვლის სამ ენაზე (ქართულად, რუსულად და ინგლისურად (25 – მდე)) იცის დაახლოვებით 80-მდე ინგლისური სიტყვა… ასევე ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება, შეუძლია ყველანაირ გადაცემას უყუროს, და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს აზრი გამოაქვს ყველა გადაცემიდან, მაგრამ ვცდილობ ტელევიზორს მოვარიდო რადგან გამიგია, რომ სასურველი არაა ბავშვისთვის ტელევიზორის გამოსხივება… საბავშვო ბაღში არ დადის, ამ ყველა სიკეთესთან ერთად გვქონდა ერთი დიდი პრობლემა, იყო ძალიან

  48. ლიკა ბუწაშვილი says:

    თიკო, სასიამოვნოა, როდესაც მშობელი კმაყოფილია საკუთარი შვილის მონაცემებით. ძალიან კარგია, რომ თქვენი შვილი ინტერესდება ბევრი რამით და ეს დამახასიათებელია ამ ასაკისთვის. ზოგადად, ამ ასაკში ბავშვებს მეხსიერების წყალობით შეუძლიათ ბევრი რამის დამახსოვრება და ამ მხრივ თქვენი შვილი გამონაკლისი არ უნდა იყოს. გირჩევთ, რომ მისი ცნობისმოყვარეობა მიმართოთ ისეთი სფეროებისაკენ, რომელიც არა განყენებულია (მსგავსად ანბანის დამახსოვრებისა), არამედ შემოქმედებითი – ითამაშეთ წარმოსახვითი თამაშები, მოირგეთ სხვადასხვა როლები, შეთხზით ზღაპრები, ააშენეთ რაიმე, ითამაშეთ აქტიური თამაშები. ანუ, გამოიყენეთ თამაშისა და პირადი ურთიერთობების საშუალებები საიმისოდ, რომ ბავშვმა მიიღოს ცხოვრებისეული გამოცდილება მისთვის გასაგებ ენაზე და განუვითარდეს ფანტაზია. რა თქმა უნდა, არ გირჩევთ, რომ თუ ანბანითაა დაინტერესებული, უარი უთხრათ ამ ინტერესის დაკმაყოფილებაზე. ასევე, სასურველია იქონიოს კონტაქტი თანატოლებთან, რადგან ბავშვები, განსაკუთრებით კი სკოლამდელ ასაკში, მიბაძვით ბევრ რამეს სწავლობენ. წარმატებებს გისურვებთ.
    პატივისცემით, ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  49. თიკო says:

    გამარჯობა.მყავს 3 წლის გოგონა,ბავშვი არის ძალიან გონებაგახსნილი,ითვლის ქართულად,რუსულად,ინგლისურად და ეხლა აღმოვაჩინე თურმე თურქულად ითვლის,მულტფილმიდან უსწავლია,(ახლობლებში თურქული არავინ იცის,ინტერნეტში გადავამოწმე და სწორად ამბობს ყველაფერს)მთელი წიგნი ლექსები იცის ზეპირად,სიმღერის ტექსტებსაც ყვება როგორც ქართულად ისე ინგლისურად,ანბანი იცის ინგლისურად ბოლომდე.მაინტერესებს ეს ჩვეულებრივია ამ ასაკის ბავშვისთვის? რამე მიმართულება მომეცით როგორ და საით მივმართო მისი გონებრივი განვითარება. ხო კიდევ,ბაღში არ დადის,ანუ სპეციალურად ნასწავლი არაფერი არა აქვს

  50. ნინოო says:

    1,3 თვის ბავშვი მყავს ვერ იცავს ცონასწორობას ხშირად ეცემა მუხლებით, ბევრჯერ ჩამოგვივარდა საწოლიდან და შეიძლება რაიმე პრობლემა ქონდეს თავში? ისე ძალიან აქტიურია დარბის

    • Maia says:

      ნინო,
      მოგესალმებით. მხოლოდ თქვენი წერილის მიხედვით ცოტა რთულია იმის დადგენა, ნამდვილად წონასწორობის პრობლემა აქვს თუ არა ბავშვს. 18 თვემდე შესაძლებელია არამყარად დადიოდეს და ხშირად ეცემოდეს კიდეც ნორმალური განვითარების მქონე ბავშვი. აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს, რომელიც გასინჯავს ბავშვს და შემდეგ კვალიფიციურ პასუხს გაგცემთ.

  51. ლიკა ბუწაშვილი says:

    მაია, თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ სხვა მხრივ არაფერია საყურადღებო თქვენი შვილის განვითარებასთან დაკავშირებით, მაშინ შეეცადეთ ბავშვს შეუქმნათ მეტყველების სასტიმულაციო გარემო – ხშირად ესაუბრეთ ოჯახისწევრები ქართულ ენაზე. არ იგულისხმება უფროსებს შორის დიალოგი, რომელსაც ბავშვი ბუნებრივად უსმენს. ესეც კარგი ხერხია მეტყველების განსავითარებლად, თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია, პირადად ბავშვს ესაუბროთ. გაახმოვანეთ თქვენი მოქმედებები. უამბეთ თქვენი დღის გამოცდილება და გამოიყენეთ ისეთი კონსტრუქტები, რომელიც ბავშვისთვის მოცემულ ეტაპზე უცნობია. ეტაპობრივად გაზარდეთ სწავლების სირთულე. დაიწყეთ 2-3 სიტყვიანი ფრაზებით და შემდეგ გაზარდეთ წინადადებაში სიტყვების რაოდენობა. შემოიტანეთ თანდებულები და ა.შ.
    წარმატებებს გისურვებთ.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი

  52. ლიკა ბუწაშვილი says:

    თიკო, ბავშვებს ხანდახან აღენიშნებათ მსგავსი სირთულე – იმეორებენ სიტყვის ცალკეულ მარცვალს. რიგ შემთხვევებში, ამგვარი სირთულე უკავშირდება მეტყველების განვითარებას – როდესაც უფრო რთული კონსტრუქტების ათვისებას იწყებენ, პერიოდულად შესაძლოა თავი იჩინოს მეტყველების მსგავსმა სირთულემ. ხან კი რაიმე სტრესის ფონზე შესაძლოა შეგხვხვდეს ეს პრობლემა. ენაბორძიკობა საყურადღებოა იმ შემთხვევაში, თუ 6 თვეზე მეტი დროის მანძილზე გრძელდება ან გაქვთ ენაბორძიკობის ოჯახური ისტორია. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს. მოცემულ ეტაპზე კი შეეცადეთ ბავშვი აარიდოთ სტრესულ სიტუაციას. დააკვირდით, რაიმე ხომ არაა მის გარემოცვაში, რაც აწუხებს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, არ მისცეთ შენიშვნა მარცვლების გამეორების გამო. არ მიაქცევინოთ ყურადღება ამ ფაქტისადმი. არ შეაწყვეტინოთ სიტყვა. მოუსმინეთ ყურადღებით. ოჯახისწევრები კი შეეცადეთ ესაუბროთ მშვიდი ტონით, აუჩქარებლად.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი

  53. მაია says:

    გამარჯობა. ჩემი ბიჭი ეხლა გახადა 4 წლის. 6-7 თვიდან მულტფილმებს უყურებს უცხო ენაზე და ლაპარაკიც დაიწყო უცხო ენაზე,3წლის ასაკში.როგორც კი დავუშალე ინლისურენოვანი მულტფილმების ყურება, მაშინვე გადმოერთო ქართულზე,თუმცა სიტყვებს ვერ წარმოთქვავს გამართულად და მხოლოდ 2სიტყვიან წინადადებებს ამბობს.ინგლისურ ენაზე ბევრად უკეთესად ლაპარაკობს და კითხულობს.(მარტივი ლექსები ქართულად იცის).იქნებ მირჩიოთ რამე.მადლობა წინასწარ

  54. თიკო says:

    გამარჯობათ.ჩემი გოგონა არის 3 წლის განვითარებაში პრობლემები არ გვაქვს ლექსებიც იცისსიმღერებიც, დათვლა ოცამდე,მაგრამ ორი სამი თვეა ლაპარაკში ბორძიკი შეინიშნება რაცმანამდე არ ქონდა,ძირითადად წინადადების დასაწყისში,მაგ: მი-მი-მიყვარხარ გულში ძალიან(ეს მისი საყვარელი გამოთქმაა) რა შეიძლება რო მირჩიოთ ან რის გამო შეიძლება ასე აკეთებდეს,თავისით გადალახავს თუ ჩარევაა საჭირო, ესე ყოველთვის არ ლაპარაკობს მხოლოდ ზოგჯერ.მადლობა წინასწარ

  55. ქრისტი says:

    ანუ ბავშვთა ფსიქოლოგს მივმართო?

  56. ლიკა ბუწაშვილი says:

    ქრისტი, გამარჯობა.
    თქვენ მიუთითეთ მეტყველებასთან და ქცევასთან დაკავშირებულ ჩივილებზე. მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მოგვაწოდეთ, ვერ გავაკეთებთ დასკვნას მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან მეტყველება და კომუნიკაცია მრავალ კომპონენტს შეიცავს და აუცილებელია მისი დეტალური შეფასება. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და შეფასდეს ბავშვის განვითარება სხვადასხვა, მათ შორის მეტყველების სფეროში. შემდგომ კი, საჭიროებისამებრ, მიიღოთ დეტალური რეკომენდაციები.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი

  57. ქრისტი says:

    გამარჯობათ. ჩემი ბიჭი 3 წლის და 7 თვისაა. ყველა სიტყვა იცის მაგრამ ხშირად არეულად ლაპარაკობს და აზრს ვერ აყალიბებს. ხან ჩვეულებრივ გამართულად ლაპარაკობს. ამ ბოლო დროს ცოტა აგრესიულიც გახდა უფროსებთან.ბავშვებთან კარგად თამაშობს. რას მირჩევთ. განსაკუთრებით მეტყველების პრობლემა მაწუხებს

  58. მაკა says:

    გამარჯობა, მყავს 3 წლის და 8 თვის ბიჭი, არის საოცრად აქტიური, მხოლოდ ძილის დროსაა მშვიდად. 2 წლამდე მხოლოდ ძალიან მარტივ სიტყვებს ამბობდა, ახლა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ სიტყვებს დამახინჯებულად ამბობს, ჩემს დავალებებსაც ხან ასრულებს ხან არა… გამართულად თვლის 15 მდე, 11-ის ჩათვლით ცნობს ციფრებს, იცის საკმაოდ ბევრი გეომეტრიული ფიგურა, მაგრამ ნაკლებად მოსწონს თანატოლებთან თამაში… ზოგადად საკმაოდ უცნაური ბავშვია და ძალიან ჯიუტი… მაინტერესებს ამ ასაკში უნდა საუბრობდეს თუ არა ბავშვი გამართულად და ხომ არაა რამე პათოლოგია თუ ჯერ ისევ ამახინჯებს სიტყვებს? დიდი მადლობა

  59. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნინო, ვინაიდან თქვენ მიუთითებთ, რომ როდესაც თქვენს შვილს სურს მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, იმალება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლია განსაზღვროს მოთხოვნილების არსებობა. შეეცადეთ, განსაზღვროთ, რა განაპირობებს იმას, რომ ბავშვი არ შედის საპირფარეშოში. თუ არის რაიმე ფაქტორი, მაგ. განათება, სპეციფიური სუნი და ა.შ., შეეცადეთ დაარეგულიროთ ეს ფაქტორი. შესაძლოა, პრობლემა უკავშირდება ადგილს.შეეცადეთ დააინტერესოთ საპირფარეშოთი – მისთვის მოსაწონი სათამაშო დადოთ საპირფარეშოში და მხოლოდ იქ მისცეთ აღნიშნული სათამაშოთი თამაშის უფლება. შემდეგ კი უფრო სასურველი სათამაშო შესთავაზეთ და აუხსენით, რომ იმ შემთხვევაში მისცემთ მისით თამაშის საშუალებას, თუ უნიტაზზე მხოლოდ დაჯდება. მას მერე, რაც საპირფარეშო მისთვის არ იქნება უცხო ადგილი, განსაზღვრეთ, დაახლოებით რა ინტერვალებით უჩნდება ბავშვს მოთხოვნილება. იმ დროისთვის შეიყვანეთ, სთხოვეთ დაჯდეს უნიტაზზე და დაჰპირდით, რომ სათამაშოს მისცემთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიკმაყოფილებს მოთხოვნილებას. აუცილებლად შეასრულეთ პირობა. გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ეს ზოგადი რეკომენდაციები გახლავთ. სასურველია, გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან, მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და მიიღოთ მეტად კონკრეტული რეკომენდაციები.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი

  60. ნინო says:

    მოგესალმებით.მყავს 3 წლის გოგონა,ვითარდება თავისი ასაკის შესაბამისად,ლაპარაკობს გამარტულად,არ გვაქვს არანაირი პრობლემა გარდა იმისა რომ ,არ მეუბნება როდესაც უნდა საცჰირო ოტახსჰი გასვლა.იმალება და ყველა ბუნებრივ მოტხოვნილებას აკეთებს საცვლებში.მირჩიეთ როგორ მოვიქცე.მადლობთ

  61. თამარი says:

    გამარჯობათ ქალბატონო მედეა…
    მსურს დაგისვათ კიდევ ერთი შეკითხვა.ჩემს ქალიშვილს კიდევ ერთი პრობლემა აქვს, გარკვეულ მომენტებში ნერვიულობის ნიადაგზე ქვდა ტუჩს იქცევს მარჯვენა მხრეს რა დროსაც ეძაბება კისრის კუნთები.მაინტერსებს რა შეიძლბა იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და რით შევძლებ მის მკურნალობას..
    პედიატრის დანიშნულებით ვაძლევდი მაგნე B6 და ალორას სიროფს რამაც ნაწილობრივი შედეგი გამოიღო,თუმცა დარღვევა მაინც შესამჩნევია…

  62. თამარი says:

    დიდი მადლობა რჩევისთვის…. :*

  63. მედეა ზირაქაშვილი says:

    მოგესალმებით თამარ,
    ენის ქვედა აპკის თუ ლაგამის აჭრა , როგორც მასზე ხშირად მიანიშნებენ, სულაც არ ნიშნავს ფონეტიკური დარღვევების პრობლემის მოგვარებას, ხშირ შემთხვევაში მას არანაირი კავშირი მეტყველების დარღვევებთან არ აქვს. თლიფინით საუბარი, როგორც თქვენ ამბობთ, სავარაუდოდ ისისინა-შიშინა ბგერების წარმოთქმის სირთულიდან მომდინარეობს ალბათ და შეიძლება განაპირობებდეს ფონეტიკური დარღვევები , რაც ხშირად ასაკდამოკიდებული პრობლემაა და მაქსიმუმ 7-9 წლისთვის უნდა თავისით მოგვარდეს. როგორც წესი განვითარებულ ქვეყნებში ამას არავინ უცდის და 3წ6თვიდან- 4 წლიდან იწყებენ მეტყველებით თერაპიას, რაც თანხმოვნების წარმოთქმის გამოსწორებას ემსახურება.ამასვე გირჩევდით თქვენც, რომ მიგემართათ მეტყველების თერაპევტისთვის, რომელიც ბავშვს ასწავლიდა ბგერების სწორ გამოთქმას.
    მედეა ზირაქაშვილი
    ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
    ნეიროგანვითარების ცენტრი

  64. ლიკა ბუწაშვილი says:

    ქეთი, გამარჯობა.
    თქვენ მიუთითებთ, რომ ბავშვი ამბობს ერთეულ სიტყვებს. ასევე, რიგ შემთხვევებში ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს, ხან კი არა. აღნიშნავთ, რომ ტუალეტის ჩვევა არაა ჩამოყალიბებული. არსებობს გარკვეული ნორმები სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს მეტყველება, ქცევა თუ სოციალური სფერო, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ყოველი კონკრეტული ასაკის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ამ ნორმის შიგნით შესაძლოა შეგვხვდეს ვარიაციები. როგორც მიუთითებთ, გვაქვს მცირედი პრობლემა მეტყველებაში. ხანდახან ბავშვებს თქვენი შვილის ასაკში, ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ტუალეტის ჩვევა. ცალკეულად ეს საგანგაშო არაა. თუმცა, აუცილებელია შეფასდეს თქვენი შვილის განვითარება ყველა სფეროში. შესაძლოა, არ გვქონდეს საქმე დარღვევასთან, მაგრამ მიიღოთ რეკომენდაციები მეტყველების თუ სხვა სფეროს სტიმულაციისთვის. შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი

  65. ტამარი says:

    ჩემი შვილი არის 2წლის და 10თვის.ერთი თვის რომ იყო ენის ქვედა აპკი ქირურგმა ააჭრა,მაგრამ ეხლა მაინც თლიფინით ლაპარაკობს. მირჩიეთ რამე რა გავაკეთო

  66. ქეთი says:

    გამარჯობათ ადრეც მოგწერეთ ჩემი პორობლემით ….ბავშვს აგარ ვსვავ კომპიუტერთან ჩემი შვილი 2წლის და 6თვის არის …ძალიან ამოკიებული იყო ა სულ ჩართვას მთხოვდა …ეხლა თითქოს დაიწყო რაგაცეების ლაპარაკი რაც აღარ ურტავ თუ დამთხვევაა არ ვიცი ….ხანდახან რაგაცეებს მეუბნება ვერ ვიგებ მაგრამ რასაც ამბობს გამართულად მეუბნება ….მაგალითად ამბობს ახლოლების სახელებს ანა მოვა მაკო მოვა მამა კეკიკო (ანუ დეიკო )დაჯე პიპია ნინდა შუქი მთვარე მზე რომ ვკიტხავ რამდენი წლის ხარ არ გქვია ხან მეუბნება ხან არა …..ითვლის ხუთამდე ხან სამამდე ისიც ხანდახან როცა მოუნდება აბსოლიტურას ადეკვატურად თამაშობს …უპრო მოსწონს თამაში მასზე ასაკით დიდ ბავშვებტან თავის ხელებთან ხანდახან ტირის ,,,ტუ ამის მანქანს ვინმე შეეხო …ამბობს დაჯე ადე წამო …როცა რამე უნდა თვითონ მაშინ …თუ ვეტყვი რაგაც მომითანე ხან მოაქვს ხან არა ვერ გავიგე ეს სიჯიუტეა?მაინტერესებს ამასაკისთვის ეს სერიოზული ჩამორჩენაა თუ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია …დ\ზალიან ვნერვიულობიქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე …ჯერ ისევ პამპერსი აცვია არ მეუბნება Fისი მინდა და ა.შ.

  67. ანა says:

    დიდი მადლობა საინტერესო და ამომწურავი პასუხებისთვის. როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი ზედმეტად ღიზიანდება სტუმრად ყოფნისას?

    • Maia says:

      მოგესალმებით, ანა
      იქნებ დააკონკრეტოთ, რაში გამოიხატება ბავშვის გაღიზიანება? ნებისმიერ ადგილას მსგავსად იქცევა თუ მხოლოდ გარკვეულ ადგილას? რა უსწრებს ხოლმე ბავშვის გაღიზიანებას? გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციაც მოგვაწოდოთ ბავშვის შესახებ.
      პატივისცემით,
      ლიკა ბუწაშვილი, ფსიქოლოგი

  68. მაია says:

    მოგესალმებით.მყავს 3წლის და 5თვის ვაჟიშვილი.ბავშვი არ მეტყველებს,ამბობს მხოლოდ ერთმარცვლიან ბგერებს და ამასთანავე ლაპარაკობს “თავისი”ენით.თუ ვინმე აწყენინებს ამბის მოტანა იცის გაურკვეველი ენით.არის ძალიან კონტაქტური.ბავშვები,თამაში უყვარს ძალიან.საბავშვო ბაღში დადის უპრობლემოდ,ყოველგვარი ტირილის, თუ გამოტირების გარეშე.პირიქით,ბაღიდან გამოყვანის დროს გვაქვს პრობლემა,არ უნდა სახლი ,თანატოლებთან დარჩენას და თამაშს მთხოვს.არ არის ბავშვი ჩაკეტილი.უყვარს ხალხმრავლობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა.არის მიმბაძველი,მასზე უფროსი ბავშვები რასაც აკეთებენ,ცდილობს თვითონაც იგივე გაიმეოროს და გააკეთოს და ა.შ. გთხოვთ,მირჩიოთ როგორ მოვიქცე,ვის მივმართო.გმადლობთ!

    • Maia says:

      თქვენ მიუთითებთ, რომ ბავშვი ნორმალურად ვითარდება და არ აქვს პრობლემები სოციალურ, ემოციურ თუ კოგნიტურ განვითარებაში. თუ მხოლოდ მეტყველებამ მიიპყრო თქვენი ყურადღება, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ბავშვი “თავისთვის” ლაპარაკობს თუ ამ მარცვლებსა თუ მის მიერ გამოგონილ სიტყვებს იყენებს საკომუნიკაციოდ – თითქოს ცდილობს გაგიზიაროთ მომხდარის შესახებ ინფორმაცია. ორივე შემთხვევაში დასაზუსტებელია მეტყველების განვითარების ისტორია თქვენი შვილის შემთხვევაში. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან ან ექიმთან და გადაამოწმოთ ბავშვის როგორც მეტყველება, ისე, დანარჩენ სფეროებში განვითარება. თუკი დადგინდება, რომ ყველა სფეროს მიხედვით ბავშვი ნორმალურად ვითარდება, მეტყველებას კი საკომუნიკაციო ფუნქცია შენარჩუნებული აქვს, მიიღებთ მეტყველების მასტიმულირებელი გარემოს შექმნის შესახებ რეკომენდაციებს, რომლითაც დაეხმარებით თქვენს შვილს მეტყველების სტიმულირებაში. თუკი სპეციალისტთან გამოვლინდება სხვა ტიპის პრობლემებიც, წარიმართება შესაბამისი მუშაობა დიაგნოსტირებისა და რეკომენდაციების გაცემის თვალსაზრისით. შეგიძლიათ მოგვმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრში. დაუკავშირდეთ კოორდინატორს შემდეგ ნომერზე: 568 013399

      ლიკა ბუწაშვილი, ფსიქოლოგი

  69. nino says:

    myavda nervopatologtan,romelmac gagvgzavna smenis gamokvlevaze da fsiqologiur shemowmebaze.smena normalurad aris magram fsiqologiur shefasebaze gamoikvetaeqspresuli metyvelebis dargveva msubuqi xarisxis qsiqikuri ganvitarebis sheferxebit.neirofsiqologma mogvca programa ritic unda vixelmzgvanelo bavshvtan urtiertobisas.mainteresebs daaxloebit ramden xanshi unda iyos progresi?aris tu ara sashishroeba situaciis ufro gartulebisa da ra aris uketesi am etapze bavshviustvis?iqneb damakvalianot rogor moviqce winaswar gixdit madlobas.

    • Maia says:

      ნინო, სწორად დაუკვალიანებიხართ ექიმს. თუკი ფსიქიკური განვითარების შეფერხებაზე მიგითითათ ნეიროფსიქოლოგმა, ამით აიხსნება ბავშვის ექსპრესიული მეტყველების შეფერხება, ისევე, როგორც, ზოგადად სხვა ფუნქციების. მნიშვნელოვანია გაწერილი რეკომენდაციების თანმიმდევრული და ყოველდღიური შესრულება. პროგრესის შესახებ წინასწარ მინიშნება გამიჭირდება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვფლობ ინფორმაციას დეტალურად თქვენი შვილის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით. საჭიროაა სრულ შეფასებასთან გაცნობა იმისათვის, რათა უშუალოდ თქვენი შვილის რესურსებსა და შესაძლო პროგრესის ხარისხზე ვისაუბროთ.

  70. NINO AGAPISHVILI says:

    chemi shvili aris 3wlis da 4 tvis biji.jer ar metyvelebs kargad.daaxloebit 20sityvas izaxis sworad danarchens amaxinjebs.ase 40sityva icis.bavshvebtan kontaqtic cota ujirs sul chemtan unda yofna.arc stumradwasvla unda tiris.sabavshvo bagshic 10dgea damyavs.magram marto ar rcheba.mainteresebs ramdenad normaluria es?

    • Maia says:

      ნინო, 3 წლისა და 4 თვის ასაკში ბავშვს გაცილებით მეტი სიტყვის ცოდნა მოეთხოვება. ასევე, საინტერესოა, რამდენად კარგად ესმის თქვენს შვილს მიმართული მეტყველება – ინსტრუქციები, რომელსაც აძლევთ. თუ უჭირს მეტყველების გაგება და თავადაც ვერ გადმოგცემთ სასურველს, შესაძლოა ეს იყოს ბავშვებთან ურთიერთობის დამყარების სირთულის მიზეზი. ის, რომ თქვენს შვილს უჭირს თქვენ გარეშე გაჩერება, ნამდვილად საყურადღებოა. შესაძლოა საქმე გვქონდეს ემოციური სახის პრობლემასთან. გირჩევთ, გაესაუბროთ ფსიქოლოგს და დეტალურად აღუწეროთ ბავშვის მდგომარეობა. შეგიძლიათ მოგვმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრში და ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან. დაგვიკავშირდ შემდეგ ნომერზე: 568013399
      კეთილი სურვილებით,
      ლიკა ბუწაშვილი, ფსიქოლოგი

  71. თამუნა says:

    ჩემი შვილი ეხლა გახდა 3 წლის, ზემოთჩამოთვლილიდან აკეთებს თითქმის 99% ყველაფერს.
    მაგრამ სასინლად არ უნდა ლექსების გამეორება, შინაარსს ყვება..

    მაინტერესებს რა უნდა იცოდეს 3 წლის ასაკში: თვლა სადამდე უნდა იცოდეს და ლექსები, მარტივი ლექსების გამეორება როდიდან უნდა დაიწყოს?

    • Maia says:

      თამუნა, თუ თქვენი შვილის განვითარება ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს, არ გაქვთ ნერვიულობის საფუძველი იმის გამო, რომ ბავშვი არ იმეორებს ლექსს. არ დააძალოთ გაიმეოროს. გიამბოთ შინაარსი. გირჩევთ მიაწოდოთ მარტივი ლექსები. თქვენი შვილი 3 წლის ახლახანს გახდა. ეს ასაკი კი განსაკუთრებულია განვითარების თვალსაზრისით. ბავშვი უფრო მეტად ჯიუტობს. თუკი მისგან დაჟინებით მოითხოვთ გამეორებას, შესაძლოა გაგიძალიანდეთ და აღარ მოისურვოს გამეორება მას მერეც კი, რაც ამას შეძლებს. აღნიშნულ ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს სამამდე დათვლა; ასევე, ერთის, ორისა და სამის მნიშვნელობის ცოდნა – მაგ. რამდენიმე ფანქრიდან უნდა მოგაწოდოთ 2 ფანქარი შესაბამისი ინსტრუქციის მიღების შემდეგ.

      ლიკა ბუწაშვილი, ფსიქოლოგი

  72. მაკა says:

    ჩემი შვილი არის სამი წლის და სამი თვის, არის ძალიან აგრესიული,სულ ცხუბობს,ყველას ეჩხუბება უმიზეზოდაც კი მისთვის ეს თამაშის ფორმადაც კი იქცა მგონი…სულ ვარიგებ,მპირდება არავის არ წავეჩხუბები მეტყვის მაგრამ იგივეს აკეტებს სულ,სადაც მიდის რომ არავინ აატიროს არ შეიძლება. რა გავაკეთო სერიოზულად შეშფოთებული ვარ. მადლობთ

    • Maia says:

      ჩვენი რჩევაა მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს. ნეიროგანვითარების ცენტრში (დიღომი, ლუბლიანას 2/6, მე-3 შესასვლელი) მოქმედებს ქცევითი და ემოციური აშლილობების მქონე ბავშვების ამბულატორიული მომსახურეობის სახელმწიფო პროგრამა. დარეკეთ ნომერზე: 568013399. ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე (კონსულტაცია არ შედის სახელმწიფო პროგრამაში და ფასიანია), რის შემდეგაც თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის ფსიქოლოგის ან ქცევითი თერაპევტის კონსულტაციას ან რაიმე დამატებით ტესტირებას, ჩაგიტარდებათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ანუ უფასოდ).
      კეთილი სურვილებით,
      მაია გაბუნია,
      საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია.

  73. მაია says:

    თქვენ არ წერთ, რა ასაკის არის თქვენი ბავშვი, რის გამოც ცოტა გამიჭირდება პასუხი. შესაძლებელია მეტყველების განვითარების შეფერხებას იწვევდეს იგივე მიზეზი, რაც წონასწორობის დარღვევას იწვევს. სწორად გადაგიწყვეტიათ, რომ აპირებთ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთებას.
    აჯობებს ჩაიტაროთ კონსულტაცია კვალიფიცირებულ ბავშვთა ნევროლოგთან. ის გირჩევთ, რა აჯობებს ბავშვისთვის – ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია თუ ყველა ერთად.
    ჩემი რჩევაა მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს. ტელ: 2527889
    კეთილი სურვილებით,
    მაია გაბუნია

  74. მარიკა says:

    ჩემს შვილს აქვს ჩამორჩენა მეტყველებაში .იგიმხოლოდ სიტყვებს ამბობს.მაგრამ ეს ჩემთვის მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს,რადგან მას ყველაფერი ესმის და გვაგებინებს კიდეც. პრობლემა ამ ეტაპზე წონასწორობის დარღვევაა. ბავშვი პატარა ბიძგის შემთხვევაში უკან ვარდება და თავით ეცემა.არტყამს კეფას.წინ ვარდნისას კარგად ახერხებს ხელებისდახვედრებას და ტრამვისგარეშე დგება თავისით ფეხზე.
    გთხოვთ მირჩიოთ რამე.ვაპირებ MRI-ის გადაღებას.
    ბავშვს ჰქონდა ჰიპოკალცემია ,რამაც გამოივია კუნთების მოდუნება და მსხვილმოტორიკაში შეფერხება. თუმცა ეხლა ავშვი არის გააქტიუტებულიდა დარბის კიდევაც.მართალია თავისითანატოლებივით ყოჩაღი არ არის,მაგრამ ძალიან კარგად წ ავიდა განვითარება.

    • ელისო says:

      გარჯობათ . მყავს 3 წლის და 5 თვის გოგონა. გვაქვს ინტეტნაციონალური ოჯახი. ესმის სამი ენა. ბავშვი არ ლაპარაკობს.მხოლიდ ცალკეულ სიტყვებს იყენებს: მომეცი, არა, დამეხმარე, ცუდი გოგო… და ა შ. ენებს ურევს.ზოგჯერ მაქვს შეგრძნება ყველაფერი არ ესმუს რადაც ვეუბნები.თვითონ არის ძალიან კეთილი და უყვარს თანატოლებთან თამაში. სპეციალისტთან უკვე ჩაწერილები ვართ.აგრამ მაინტერესებს ქართველი ეწიმების აზრიც.ხომ არ აჯობებს 3 ენა 2-მდე მაინც შევუმცირო. ანუ მეც უცხო ენაზე ველაპარაკო. იქნებ ამით შევუმსუბუქო დატვირთვა. მადლობა წინასწარ

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები