2 თვის ბავშვის განვითარება

10435_148010482086_588837086_2832381_5077301_n

სოციალური

  • აკვირდება მშობლის/მომვლელის სახეს
  • მშობელზე/მომვლელზე რეაგირებს ღიმილით

ემოციური

  • მშვიდდება, როცა მშობელთან/მომვლელთან ერთად არის
  • სიამოვნებს შეხება და რწევა

მეტყველება

  • სხვადასხვანაირად ტირის (მაგ.: მშიერი ან დაღლილი)
  • გამოსცემს სხვადასხვა ბგერებს
  • იცინის ხმამაღლა

კოგნიტური

  • ამოიცნობს და მშვიდდება ნაცნობ ხმებზე
  • თვალს აყოლებს სახეებს

უხეში მოტორიკა

  • მუცელზე წოლისას თავს მაღლა სწევს
  • თავი მყარად უჭირავს, როცა მშობელს/მომვლელს ხელში უჭირავს
  • ზურგზე წოლისას ახერხებს თავის წამოწევას
  • ორივე ხელი მიაქვს  ერთმანეთთან (სხეულის შუა ხაზთან)

ნატიფი მოტორიკა

  • მტევანს მუშტად კრავს და ხსნის

სმენა

  • კრთება მოულოდნელ ან ხმამაღალ ხმაზე
  • წყნარ, ნაცნობ ხმაზე მშვიდდება
  • ზოგიერთ ხმას ცნობს
  • უფრო ხანგრძლივად უსმენს ლაპარაკს, ვიდრე სხვა ხმებს
  • თავს და თვალებს აბრუნებს ხმის მიმართულებით

მხედველობა

  • ნელა მოძრავ საგანს თვალს აყოლებს
  • ორივე თვალს ამოძრავებს ერთი მიმართულებით, იშვიათად – აელმებს
  • მოსწონს თავ-თეთრი ან მკვეთრი გამოსახულება
  • ყველა სხვა სახეს შორის გამოარჩევს მშობლის/მომვლელის სახეს
  • თავსა და თვალებს აბრუნებს სინათლის წყაროსკენ
    2 კომენტარი
  1. თამთა says:

    გამარჯობა, მყავს 2თვისა და 3კვირის ბიჭი, სამი დღის განმავლობაში სიცხე ქონდა, პრდიატრმა გასინჯა და ყელი აქვს წითელიო და ყურები აწუხებსო, ვერ მივხვდი რისგან დაემართა ან რა შეიძლება ყოფილიყო გამომწვევი მიზეზი? გვერძე არ ვაწვენ შფოთავს, ძილის დროს თავს აქეთ-იქეთ აქნევს. საშიში ხომ არ არის?

  2. ხათუნიკო says:

    ძალიან კარგი საიტია, მოწოდებული ინფორმაცია ამომწურავია და გასაგები.

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები