18 თვის ბავშვის განვითარება

PDRM0051

სოციალური

  • ერთვება თამაშში ნაცნობ უფროსთან, თანატოლთან ან და-ძმასთან
  • საკუთარ თავს ცნობს სარკეში
  • გიყურებთ სახეში, როცა ეთამაშებით ან ესაუბრებით
  • საჩვენებლად იყენებს საჩვენებელ თითს
  • ასრულებს მარტივ მითითებას
  • იყენებს ნაცნობ ჟესტებს (მაგ.:დასამშვიდობებლად – ხელის დაქნევას)
  • თამაშობს წარმოსახვით თამაშებს (თითქოს აჭმევს სათამაშო დათვს, ქოთანს იყენებს ქუდად და ა.შ.)
  • იწყებს სქესის შესაფერისი სათამაშოების არჩევას

ემოციური

  • ამჟღავნებს სიყვარულს ადამიანების, ცხოველების ან სათამაშოების მიმართ
  • იწყებს აღქმას, რომ სხვების ემოციური რეაქცია შეიძლება საკუთარისგან განსხვავებული იყოს; ჩნდება თანაგრძნობის ადრეული ნიშნები
  • წუხილის დროს ეძებს ნუგეშს

მეტყველება

  • იმდიდრებს ლექსიკას
  • ამბობს 20 ან მეტ სიტყვას, მაგრამ  შეიძლება არ წარმოთქვამდეს გარკვევით
  • მოსწონს როცა წიგნს უკითხავენ და ერთად ათვალიერებენ
  • შეკითხვაზე პასუხად თითით მიანიშნებს ნაცნობ საგანს
  • ხვდება მინიშნებას „ქვეშ“, „-ზე“ (მაგ.: „დადე წიგნი მაგიდაზე“)
  • იყენებს მისთვის ნაცნობ ჟესტებს (მაგ.: ხელის დაქნევას, მიწოდებას, გაწვდენას)
  • იყენებს სულ მცირე 4 სხვადასხვა თანხმოვანს (მაგ.: ბ, ნ, დ, გ, მ)
  • შეკითხვაზე პასუხად სწორად მიუთითებს სხეულის სულ მცირე 3 ნაწილს (მაგ.: „სად არის შენი ცხვირი?“)
  • ცდილობს მიიპყროს თქვენი ყურადღება, რომ გაჩვენოთ მისთვის საინტერესო

კოგნიტური

  • იყენებს საგნებს იარაღად
  • მიბაძვით იმეორებს სხვადასხვა მოქმედებებს კონტექსტში  (მაგ.: განასახიერებს ტელევიზორში ნანახ მოქმედებებს)
  • ავლენს საგნების, ადამიანების, მოვლენების, ადგილების შესახებ გაუმჯობესებულ მეხსიერებას
  • აქტიურად ახარისხებს საგნებს ერთ კატეგორიად (მაგ.: ერთი ფერის ან ერთი ფორმის მიხედვით)
  • ცნობს ნახატებს წიგნში, „მაჩვენე ბურთი“
  • თამაშობს წარმოსახვით თამაშებს სათამაშოებით (მაგ.: აჭმევს სათამაშო ცხოველს)
  • უშეცდომოდ ირჩევს დიდს საყვარელი ხილის ორი ნაწილიდან

უხეში მოტორიკა

  • კიბეზე ადის თქვენს ხელზე ჩაჭიდებით
  • დადის დამოუკიდებლად
  • დახტუნაობს
  • იცუცქება, იღებს სათამაშოს და სწორდება დავარდნის გარეშე
  • სიარულის დროს აწვება და მიათრევს სათამაშოებს და სხვა საგნებს
  • ადის კიბეზე თითო საფეხურით (უფროსზე ჩაჭიდებული)
  • მიძვრება ავეჯზე, ცდილობს გადმოძვრეს საწოლიდან
  • დახმარების გარეშე უკან დგამს ორ ნაბიჯს
  • ფეხს ურტყამს ბურთს

ნატიფი მოტორიკა

  • მანიპულირებს პატარა საგნებით კოორდინირებულად
  • აშენებს კოშკს 3 ან მეტი კუბით
  • ფურცლავს რამდენიმე ფურცელს ერთდროულად
  • ავლებს ვერტიკალურ ხაზს ფანქრით
  • ზოგიერთ ტანსაცმელს იხდის
  • აღებს უჯრას
დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები