15 თვის ბავშვის განვითარება

DSCN1733

სოციალური

  • რეაგირებს თავისი სახელის დაძახებაზე
  • იმეორებს იმ მოქმედებას, რაზეც გაგეცინათ
  • ჩერდება, როცა თქვენ ეუბნებით „არა“-ს
  • თამაშის დროს იყენებს მიბაძვას

ემოციური

  • გიყურებთ, რომ ნახოს თქვენი რეაქცია (მაგ.: დაცემის შემდეგ, უცხო ადამიანის ოთახში შემოსვლისას)
  • უცხოებთან ღელავს ან მორცხვობს

მეტყველება

  • გიყურებთ სახეში, როცა მას ელაპარაკებით
  • უყურებს იმ სურათს, რის სახელსაც ეუბნებით
  • იცის 50 სიტყვის მნიშვნელობა
  • რაიმეს მისაღებად  ხელის გაწვდენასა ან თითით მინიშნებასთან ერთად ცდილობს გაახმოვანოს
  • ბაძავს რამდენიმე ცხოველს
  • იყენებს დაკავშირებულ ხმოვან მარცვლებს, თითქოს რაღაცას ყვება

კოგნიტური

  • იწყებს საკუთარი და თოჯინის სხეულის ნაწილების ამოცნობას
  • სწავლობს საგნებს სხვადასხვა გზით (ქნევით, დარტყმით, სროლით, დაგდებით)
  • ეძებს დამალულ საგანს სხვადასხვა ადგილას
  • ცნობს საკუთარ თავს სარკეში

უხეში მოტორიკა

  • მიხოხავს/ადის კიბეზე
  • მიდის გვერდულად ავეჯზე ყრდნობით
  • ცდილობს ჩაიცუცქოს იატაკიდან საგნის ასაღებად
  • დამჯდარი პოზიდან გადადის ხოხვის ან ზურგზე წოლის პოზაში
  • საყრდენის გარეშე დამოუკიდებლად  დგას თავისუფლად
  • დადის უფროსის ხელზე ჩაჭიდებით და დამოუკიდებლად შეუძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც

ნატიფი მოტორიკა

  • სათამაშოთი თამაშისას იყენებს ორივე ხელს
  • იხდის წინდას და ცდილობს გაიხადოს ფეხსაცმელიც
  • დებს 2 კუბს ერთმანეთზე
  • მიანიშნებს საჩვენებელი თითით
  • ჯღაპნის ფანქრით
  • მიათრევს სათამაშოს
    2 კომენტარი
  1. ეკა says:

    გამარჯობათ,მყავს 1 წლის და 5 თვის შვილი,დღეს პირველად ჩაბჟირდა ტირილის დროს,გალურჯდა ტუჩ-ცხვირის მიდამოში და 7-8 წამი ვერ ამოისუნთქა,ძალიან შემეშინდა,6 თვის ასაკში გადაგებული აქვს ეეგ და ყველაფერი კარგად ქონდა,ეს ისე გადავუღეთ,ძალიან მშიშარა ვარ და ჩემი სურვილით გადავუღე.რა ვქნა არ ვიცი,რისი ბრალი იქნება?დიდი მადლობა

    • Maia says:

      ეკა,
      მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით საშიშად გამოიყურება, “ჩაბჟირება” არ გახლავთ საგანგაშო მდგომარეობა. მშვიდად იყავით. არანაირი კვლევა საჭირო არ არის. მსგავსი შეტევები ასაკდამოკიდებულია ანუ შეიძლება იყოს 3-5 წლის ასაკამდე. 5 წლის ასაკის შემდეგ ის არავის აღარ უგრძელდება. ხშირად ის გენეტიკურია, რაც ნიშნავს რომ რომელიმე მშობელს ან ოჯახის სხვა წევრს ჰქონდა ბავშვობაში და გაუარა. ასე იქნება თქვენი ბავშვის შემთხვევაშიც. მას არც რაიმე კვლევა ან ჩარევა არ სჭირდება.

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები