12 თვის ბავშვის განვითარება

სოციალური

  • უცხოებთან მორცხვობს ან ღელავს
  • ტირის, როცა მომვლელი მიდის
  • ზოგიერთ სიტუაციაში ეშინია
  • თამაშის დროს ბაძავს სხვებს
  • განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს ზოგ ადამიანს და სათამაშოს
  • ყველას ურჩევნია დედა და/ან რეგულარული მომვლელი (ძიძა)
  • ჩაცმაში დასახმარებლად შლის ხელს ან ფეხს
  • ჭამის და თამაშის დროს ამოწმებს მშობლის რეაქციას თავის მოქმედებებზე
  • ყურადღების მისაპყრობად იმეორებს ბგერებს და ჟესტებს
  • თამაშობს მომვლელთან ერთად (მაგ.: „ჭიტა“, „ბოლია-ბოლია“)
  • აჩვენებს მომვლელს სათამაშოებს

ემოციური

  • სურვილების და გაბრაზების გამოსახატავად იყენებს მიმიკას, მოქმედებებს და უამრავ ბგერებს
  • ავლენს მრავალ ისეთ ემოციას, როგორიც არის პრანჭვა, სიხარული, გაბრაზება, სიამოვნება, შიში
  • ემოციების რეგულირებას ახერხებს სიტუაციიდან გარიდებით (მაგ.: გახოხდება სხვა მიმართულებით)
  • ცდილობს შეიქმნას კომფორტი (აღელვებისას იწევს ხელში ასაყვანად)

მეტყველება

  • ზედმეტად აინტერესებს ლაპარაკი
  • უყურებს იმ პირს, ვინც მისი სახელი ახსენა
  • ესმის მარტივი თხოვნა ან შეკითხვა (მაგ.: „სად არის ბურთი?“ „იპოვე შენი ფეხსაცმელი“)
  • იყენებს მარტივ ჟესტებს, როგორიც არის დასამშვიდობებლად ხელის დაქნევა, უარის გამოხატვა თავის გაქნევით
  • „ლაპარაკობს“ მარცვლების კომბინირებით
  • ელოდება მოსაუბრის გაჩუმებას  და პასუხობს მარცვლებით
  • იყენებს შორისდებულად „ოჰ-ოჰ“-ს
  • მყარად იყენებს 3 ან მეტ სიტყვას, მათ შორის „დედა“-ს ან  „მამა“-ს, თუმცა შეიძლება არასწორად გამოთქვამდეს
  • ინტერესდება მარტივი სურათებიანი წიგნით

კოგნიტური

  • სწავლობს საგნებს სხვადასხვა გზით (ქნევით, დარტყმით, სროლით, დაგდებით)
  • რეაგირებს მუსიკაზე
  • სწორად უყურებს დასახელებული საგნის შესატყვის სურათს
  • იმეორებს ჟესტებს
  • იწყებს საგნების სწორად გამოყენებას (ჭიქიდან დალევას, თმის დავარცხნას, ტელეფონზე დარეკვას, რადიოს მოსმენას)
  • იკვლევს მიზეზს და შედეგს

უხეში მოტორიკა

  • დაწოლილი პოზიდან წამოჯდება დახმარების გარეშე
  • ადვილად ხოხავს ან მიხტუნავს ოთხზე
  • ოთხზე დგება მტევნებზე და მუხლებზე ყრდნობით
  • ჯდომიდან გადადის ხოხვის ან მუცელზე წოლის პოზაში
  • წამოსადგომად ეჭიდება ავეჯს
  • დადის სხვის ხელზე ჩაჭიდებით ან ავეჯზე ყრდნობით
  • საყრდენის გარეშე დამდგარი ჩერდება წამიერად
  • შეიძლება გადადგას 2-3 ნაბიჯი საყრდენის გარეშე
  • იწყებს კიბეზე ან ავეჯზე აძრომას

ნატიფი მოტორიკა

  • დებს საგანს კოლოფში
  • იღებს საგანს კოლოფიდან
  • აძლევს სათამაშოს გაგორების საშუალებას
  • პატარა საგანს იღებს ცერა და საჩვენებელი თითით
  • აწვება სათამაშოს
  • იხდის წინდას
    2 კომენტარი
  1. Anna says:

    გამარჯობა.ბიჭი არის 11 თვის.არ აქვს სმენის პრობლემა.დაბადებიდანვე იშვიათად იძახდა აღუს.ეხლა მხოლოდ გაბრაზების დროს ამბობს დადას,სხვა შემთხვევაში არ ცდილობს რამის თქმას.თავიდანვე ვესაუბრები მთელი დღის განმავლობაში და არ ვაყურებინებ ციფრულ ტექნოლოგიებს.შესაძლოა ქონდეს მეტყველების პრობლემა?ან რა დროს მივმართო ექიმს.ძალიან ვნერვიულობ.გმადლობთ

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები