ბავშვი ერთ წლამდე

10435_148010507086_588837086_2832386_6831182_n

ზოგადი რჩევები

ესაუბრეთ თქვენს ჩვილს, თქვენი ხმა მას ამშვიდებს. როცა თქვენი ჩვილი ხმებს გამოსცემს, უპასუხეთ იგივე ბგერების გამეორებით, მაგრამ დაუმატეთ სიტყვებიც. ეს მას დაეხმარება მეტყველების დაწყებაში. წაუკითხეთ ბავშვს, ეს დაეხმარება მას სამეტყველო სიტყვების გაგებასა და განვითარებაში. უმღერეთ.   დაუკარით მუსიკა, ეს მას დაეხმარება მუსიკის და მათემატიკის სიყვარულში. შეაქეთ თქვენი ჩვილი და გამოხატეთ ყურადღება სიყვარულით.

გაატარეთ დრო ბავშვთან ერთად, ჩაიხუტეთ და აიყვანეთ ხელში, ეს მას დაეხმარება თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.

საუკეთესო დრო ბავშვთან სათამაშოდ არის ის პერიოდი, როცა ფხიზელია და მშვიდი. დაკვირდით ბავშვს, რომ არ გამოგრჩეთ, როდის არის დაღლილი და მოუსვენარი, რომ თქვენც დაისვენოთ.

მშობლის როლი საკმაოდ რთულია და დამღლელი. იზრუნეთ საკუთარ თავზეც, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და ემოციურად. უფრო ადვილია შვილზე ზრუნვა, როცა შენც კარგად გრძნობ თავს.

რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის

მშობელი ბავშვს დაბადებიდანვე ხშირად უნდა ესაუბროს, მოუყვეს ზღაპრები და მოთხრობები, მოასმენინოს მუსიკა, წაუკითხოს წიგნი; მიზანშეწონილია დასურათებული წიგნების გამოყენება.

ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი.

მშობლემა უნდა ყურადღება მიაქციოს ისეთ საშიშროების ნიშნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს – ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან ვიზიტი. 

რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის

მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. ცალკეული აქტივობა არა მხოლოდ ერთი უნარის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მოქმედებს ერთდროულად რამდენიმეს ჩამოყალიბებაზე.

ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა

მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, აძრომის, სიარულის საშუალება. ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, პლასტელინით (ცომით), კუბებით თამაშის საშუალება.

ასაკის შესაბამისად უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა საგანი და სათამაშო, რათა ხელი შეეწყოს მისი მოძარობების წახალისებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. Aამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა. 

რჩევები სენსორული ჩვევების განვითარებისთვის

ბავშვის გრძნობათა ორგანოების განვითარება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყება, იგი დაბადების პირველი წუთებიდანვე იწყებს სამყაროს აღქმას, ხედავს, ესმის, შეიგრძნობს სუნს, გემოს, შეხებას.

მშობელმა დაბადებიდანვე უნდა დაიწყოს ბავშვის გრძნობათა ორგანოებისა და სენსომოტორული ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ასაკის გათვალისწინებით თანმიმდევრულად შესთავაზოს მას სხვადასხვა აქტივობები.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ახალშობილი ყველაზე უკეთ 20-25 სანტიმეტრის მანძილზე ხედავს. უფროსმა უნდა წაახალისოს ბავშვის მხედველობის განვითარება ხელშემწყობი გარემო პირობების შექმნით – ჩამოუკიდოს სხვადასხვა ფერის და ფორმის სათამაშო, დაათვალიერებინოს დასურათებული წიგნები და გარემო და სხვ. მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ აუცილებელია ბავშვის მხედველობისა და სმენის პერიოდული შეფასება სპეციალისტის მიერ.

შეხება ახალშობილისთვის გარესამყაროს შესახებ ინფორაციის მიღების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. მშობელი ხშირად უნდა შეეხოს ბავშვს, მოეფეროს, აიყვანოს ხელში. არ შეიძლება ბავშვის უხეშად შენჯღრევა, რასაც შეიძლება მოყვეს სხვადასხვა სახის დაზიანება.

ახალშობილი განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის ხმის მიმართ იჩენს. ამიტომ მშობელი ხშირად უნდა ესაუბროს, წაუკითხოს ბავშვს. 

რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის

სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს, ბავშვიც ბედნიერია და პირიქით, თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება, იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.

მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას.

ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიკვლიოს გარემო. შეეხოს სხვადასხვა ნივთებს, შინაურ ცხოველებს. თუ მშობელს ეშინია მწერების, ამ დროს მან თავი უნდა შეიკავოს საკუთარი ემოციების გამოხატვისგან.

ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.

უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები.

თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. Mმაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ.

არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას ,,შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?’’, ,,როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?’’

თუ ბავშვი მშიშარაა და ,,დედის კალთას’’ არ სცილდება, აუცილებელია მასთან მუშაობა, იმისთვის რომ იგი შეეჩვიოს დედისგან განცალკევებას. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლებისგან განცალკევებულია. ,,შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ. ’’უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: ,,მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებაში.

სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და თავის მეგობრებთან ურთიერთობაში. 

თამაში

ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.

მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით.

სათამაშოები და თამაშის სხვადასხვა სახეობა უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით. სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო. ბავშვი ღიზიანდება თუ ერთდროულად ბევრ სათამაშოს მიაწვდიან. ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. მაღალტექნოლოგიური სათამაშოები აბნევს მცირე ასაკის ბავშვს და ზღუდავს მისი წარმოსახვის უნარს.

ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა თვითნაკეთი სათამაშოებითაც.

ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს. სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, თუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი.

ტირილი

ახალშობილი და ჩვილი ბავშვები თავის მოთხოვნილებებს მხოლოდ ტირილით გამოხატავენ, ამიტომ ხშირად ტირიან და ეს პრობლემა განსაკუთრებით აღელვებთ მშობელბს.

მშობელმა უნდა იციდეს, რომ ბავშვის ტირილს სხვადასხვა მიზეზი და განსხვავებული ხასიათი აქვს. დაკვირვებულ მშობელს ადვილად შეუძლია ბავშვის ტირილის მიზეზის დადგენა.

6 თვემდე ბავშვის ტირილზე უფროსს მყისიერი რეაქცია უნდა ჰქონდეს.

მშობელმა უნდა გამოარკვიოს ბავშვის ტირილის მიზეზი და დააკმაყოფილოს მისი მოთხვნა (თუ შია – აჭამოს, თუ ჩასველებულია – გამოუცვალოს, თუ უფროსთან ურთიერთობა სურს – აიყვანოს, მოეფეროს და დაამშვიდოს).

მშობელი ბავშვს ხშირად უნდა მოეფეროს, მაშინაც კი, როცა ბავში არ ტირის, რათა ბავშვის ტირილი უფროსთან ურთიერთობის ერთადერთ ხერხად არ გადაიქცეს.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ 1-3 თვის ასაკში ზოგიერთი ბავშვის ტირილის ხშირი მიზეზია ,,კოლიკა” – ხანგრძლივი ტირილი, დღის ერთი და იგივე მონაკვეთში, რომელიც მუცლის ტკივილის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ტუალეტის ჩვევა

საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.

8-9 თვის ასაკში გადაყენებას მექანიკური ხასიათი აქვს. ბავშვი ვერ გრძნობს შარდის ბუშტის სისავსეს და ვერ აგებინებს უფროსს, როდის უნდა გადაყენება.

დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:

  • მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
  • არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
  • ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. ,,მოდი’’, ,,აიღე’’, ,,მომეცი’’

აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.

ბავშვი ქოთანზე უნდა დასვან ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ. არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად.

იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით. 

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

მშობელს უნა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

  • ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო.
  • ერთ წლამდე არ შეიძლება ბალიშის გამოყენება.
  • ბანაობის დროს უნდა გაიზომოს წყლის ტემპერატურა.
  • აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება.
  • წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს.
  • არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან.
  • ბავშვის კვებამდე უნდა შემოწმდეს საკვების ტემპერატურა.
  • მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება.
  • არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება, სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება და სხვა.
    37 კომენტარი
  1. თამარი says:

    გამარჯობათ ჩემი პატარა 4თვისაა 23მაის გავუკეთეთ გულის მანკის ოპერაცია ორი კვირაა რაც გამოწერეს თავს ვერ იჭერს და ვის უნდა მივმართო

  2. მაია says:

    გამარჯობათ.ჩემი გოგო 16ში ხდება სამი თვის და აღუებს ვერ ამბობს.მხოდ ტირილს როცა ამთავრებს მაშინ იძახის ხოლმე. საყურადღებოა ეს ? საშიში ხომ არ არის?

  3. ადწადაწდწა says:

    მოკლედ ეჭვი მაქვს რო ძიძა ბავშვს წამალს ალევინებს მცირედ დოზას,რათა წყნარად იყოს მოკლედ მოთენთოს და საქმე გაიადვილოს .4თვენახევრის შვილი მყავს, ხოდა რითი შემიძლია რომ დავაზუსტო ეს?

  4. Maka says:

    Gamarjobat. myavs 4tvis da ori kviris gogona.erti kviraa rac daiwyo enis gamoyofa, aseve bolo periodia dadinebisas chirveulobs ,tiris da mousvenradaa tan tvalebi aqvs daxuchuli tan wamodgomas cdilobs.mainteresebs sashishi xom araaa da gvesachiroeba tu ara nevrologis konsultacia? Madlobt.

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, მაკა
      თქვენს მიერ წარმოდგენილი ჩივილები არ გახლავთ რაიმე ნევროლოგიური პრობლემის განმსაზღვრელი. ძილის ხარისხისა და ჩაძინების პროცესის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ძილის რუტინის შემუშავება, ანუ ძილის წინა პერიოდში დაუგეგმეთ ერთი და იგივე მოქმედებები ყოველდღიურად ერთი და იგივე თანმიმდევრობით. აუცილებელია ძილის წინ მშვიდი გარემოს შენარჩუნება.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  5. ნანუკა says:

    გამრჯობა, ბავშვი გადმოვარდა საწოლოდან დაარტყა თავი მაგრამ შეწითლებული ადგილი თვალის მაგლა აქვს რა ვქნა ვაჩვენო ექიმს? რას მირჩევთ

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, ნანუკა
      ზოგადად, ქალა-ტვინის ტრავმის სიმძიმე განისაზღვრება ტრავმის მიღების პროცესში გონების კარგვით და შემდგომი სიმპტომატიკით,როგორიცაა გულისრევა,პირღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა ან პირიქით,აგზნება, რის მიხედვითაც ექიმი იღებს დამატებითი კვლევების ჩატარების გადაწყვეტილებას.
      ჩივილების არსებობის შემთხვევაში, ტრავმის მიღების შემდეგ უმჯობესია ბავშვი შეფასებული იქნას სპეციალისტის – ნევროლოგის ან ნეიროქირურგის მიერ და მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  6. თამილა says:

    8 თვის ვხდებით. დამოუკიდებლად ვერ ბჯდებით, მასაჟებს ვუკეთებდით და დასრულებამდე აგვიკრძალეს ჯდომა. ახლა მეშინია, რომ დავაგვიანეთ დაჯდომა. 6 თვიდამ დადგომას ცდილობდა, მაგრამ ახლა გაზარმაცდა ფა აღარ დგება. ხოხავს, მაგრამ უკან. წინ იშვიათად მიიწევს, თუ რაიმე მისთვის საინტერესოა იმ შემთხვევაში. ნევროლოგთან ვიზიტი დავაჩქარო თუ გეგმიურად მივიდე და საშიში არაფერია? ბავშვი ძალიან აქტიურია.

    • nona says:

      ბავშვი არის 9 თვის,ფეხზე რომ ვაყენებ ტირის,აქამდე ნაკლებად ვააქტიურებდი და ამის ბრალი ხომ არარის თუ რამე პრობლემა აქვს?ზურგზე და მუცელზე გორავს

  7. თამთა says:

    გამარჯობა,პირველად ვსვავ კითხვას და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ,ჩემი შვილი ხდება 4თვის მყავდა ძუძუზე მაგრამ მომიხდა დამატებითი საჭმელის მიცემა ექიმმა გამომიწერა ნუტრიბენი 1 მალევე დაიწყო საჭმლის ამოღება ,2თვეში საჭმელი შევუცვალე და მივეცი ნუტრიბენ (არ) ასე ქვია და სპეციალურად დანიშნულია ბავშვთათვის ვინც ვერ ინელებს კარვად საჭმელს, თუმცა პირი არ დააკარა მშიერი იძინებდა და სულ ტიროდა 2 დღე შემდეგ მივეცი ნოვოლაკი ჭამს და ისეთი სიხშირით არ აბრუნებს საჭმელს ,უნდა ჭამდეს 180 მაგრამ ჭამს 150 ხშირად მიტოვებს 60ს პედიატრთაან მი და მივიყვანო მაგრამ ვიმყოფები ესპანეთში და ერთი თვე კიდევ მომიწევს ლოდინი რომ დაუნიშნონ ვიზიტი, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე ხშირათ ხომ არ მივცე საჭმელი და ცოტაცოტა? მაგალითად ეცლა
    ვცდლიობ 3 საათში ერთხელ ვაჭამო მაგრამ ხანდახან ადრე მთხოვს ჭამას ან კიდევ ხომ არ ვამოუცვალო საჭმელი?
    მადლობა

  8. თეა says:

    გამარჯობა.ჩემი გოგო 5 თვის ხდება 4 სექტემბერს.დღენაკლულია 8 თვიანი დაიბადა. ამ ეტაპზე ძალიან მოდუნებულია როდესაც ხელში მიჭირას თავს ვერ იკავებს და ჩამოგდებული აქვს, ბჯენს არ აკეთებს ჯდება ეგრევე გადატრიალება ეხლა დაიწყო მაგრამ უჭირს მაინც ,და სათამაშოს დაჭერაც ეხლა ისწვლა.ექიმმა ორთოპედთან ვიზიტი და მასაჟები დაგვინიშნა.ეს ჩამორჩენა საშიში ხომ არ არის.ისე ძალიან აქტიური ბავშვია არ აჩერებს ხელფეხს ერთი წუთით.მადლობა წინასწარ.

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, თეა
      დღენაკლულობა ყველა ბავშვისთვის წარმოადგენს რისკ-ფაქტორს, აქვს მნიშვნელობა დაბადების წონას, რამდენად გართულებული იყო მშობიარობა და შესაბამისად რა ჩარევა დასჭირდა ბავშვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდებულად ითვლება პერიოდულად ბავშვის ნეირო-მოტორული განვითარების შეფასება და ნევროლოგის მეთვალყურეობა.
      თქვენს შემთხვევაში აუცილებელია გაგრძელდეს რეაბილიტაციური ღონისძიებები სამკურნალო მასაჟებისა და ვარჯიშების სახით. რამდენად სრულად შეძლებს ასაკობრივი ნორმის დაკმაყოფილებას, წინასწარ ძნელი სათქმელია, საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა დინამიკაში.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  9. თეა says:

    გამარჯობა,ჩემი შვილი 10 თვისაა და უკვე 3ჯერ გადმოვარდა საწოლიდან და რამდენჯერმე აქვს თავი დარტყმული,ბავშვს არაფერი ეტყობა და მომავალში რამე პრობლემა ხოარ ექბება?
    ასევე მაინტერესებს,უკვე რანდენიმე დღეა აქვს სიცხე ოღონდ მაღალი არა მაქსიმუმ 37 და 2 ხანდახან 36 და 6 ან 7,არახველებს არაწყხებს არაფერი და კბილების ბრალი იქნება?ფილტვების ანთება ხოარ ექნება და ვერვხვდები?
    წინასწარ გმადლობთ!

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, თეა
      ტრავმის სიმძიმე განისაზღვრება ტრავმის მიღების მომენტში გონების კარგვით, მისი ხანგრძლივობით და შემდგომი სიმპტომატიკით. თქვენს მიერ აღწერილი ტრავმები წარმოადგენს თავის მცირე ტრავმებს, რომლებსაც ძირითად შემთხვევაში არ აქვთ გავლენა ბავშვის შემდგომ განვითარებაზე. რაც შეეხება სხეულის ტემპერატურას, საყურადღებოა 38 და მეტი, როდესაც საჭიროა ცხელების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მართვა.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  10. გიგა says:

    გამარჯობათ.ჩემი შვილი ორთვინახევრისაა და თავს ვერ იჭერს მკარად თუმცა ცდილობს.რა ხნის ასაკიდან უნდა დაიჭიროს მკარად თავი?

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, გიგა
      ახალშობილები თავის კონტროლს იწყებენ სიცოცხლის პირველი თვის ბოლოდან, მუცელზე წოლის დროს შეუძლიათ თავის წამოწევა,გვერდზე შეტრიალება. ასაკის მატებასთან ერთად თავის კონტროლი მყარდება, 3 თვის ასაკისთვის მუცელზე წოლისას ბავშვს უნდა შეეძლოს თავის საყრდენიდან 45 გრადუსამდე აწევა, ვერტიკალურ მდგომარეობაში შედარებით მყარი პოზიცია.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  11. მარი says:

    8tvisaa chemi shvili, damoukideblad ver jdeba kargad, mxolod 1 an 2 wuti.menj-bardzayze exo gadaviget , displaziis gamosaricxat.shemdeg masajis kursic chavitaret.dagvexmara indenad ramdenadac saertod ver ikavebda tavs exla upro gvaqvs gansxvavebuli mdgomareoba.nervologma xerxemlis gverdita kuntebis moduneba dagviskvna da vitaminebi dagvinishna.risi brali sheidzleba ikos ra riskebis win vdgavart ratom ver jdeba bavshvi damoukideblad rogorc sxvebi am asakshi ?

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, მარი
      მოტორული განვითარების მიხედვით, ბავშვი ჯდომისთვის მზაობას იწყებს 6 თვის ასაკიდან, ნელ-ნელა იმაგრებს წელს და 8-8,5 თვის ასაკისთვის დამოუკიდებლად ზის. თუ 9 თვის ასაკში კვლავ ვერ იმაგრებს წელს, აუცილებლად საჭიროებს შეფასებას. რეკომენდებულია დამოუკიდებელი ჯდომა შეფასდეს სწორ, მაგარ ზედაპირზე.
      თუ გასინჯვით დასტურდება მოტორული სფეროს განვითარების პრობლემა, ნევროლოგის მიერ უნდა გადაწყდეს სათანადო კვლევების ჩატარების საკითხი.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

      52\6

  12. ლალო says:

    გამარჯობათ !ჩემი ბიჭი 8თვის ხდება 26მარტს ,არის ძაპიან ენერგიული ზოგჯერ ზედმეტადაც,ჯდება უპრობლემოდ ასევე ცდილობს წამოდგომას და ზოგჯერ წარმატებითაც,7თვის ჩავსვი ეგრეთ წოდებულ ჭოჭინაში და ძალიან მოსწონს,სრულიად მარტო ვზედი და ეს ყველაზე კარგი დამხმარეიყო ჩემთვის,თუმცა ეხლა შევამჩნიე რომ არ ცოცავს,ტრიალებს ბრუნავს მაგრამ არ ცოცავს,წინით არ არის მსუქანი ჩვეულებრივი წონისაა,რას მირჩევთ და ამ ასაკისთვის ეს რამდენად ნორმალურია გმადლობთ

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ლალო,
      ზოგიერთი ბავშვი არ ცოცავს საერთოდ. როდესაც განვითარების სხვა ეტაპები ასაკის შესაბამისია – დამოუკიდებლად ჯდომა, ზურგიდან მუცელზე და მუცლიდან ზურგზე ბრუნი ხორციელდება, ცდილობს წამოდგომას, ხელებს სათანადოდ იყენებს; აღნიშნული პრობლემას არ წარმოადგენს.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  13. ნუკო says:

    მოგესალმებით.მადლობა ასეთი საინტერესო რჩევებისთვის.მაინტერესებს რამდენი კვირიდან უნდა თქვას ბავშვმა “აღუ”

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ნუკო,
      დაახლოებით, 1 თვის ასაკიდან.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  14. ninuca says:

    გამარჯობა. მყავს 5თვის და 2 კვირის გოგონა, წელს კარგად ვერ იმაგრებს თუმცა წანოჯდომას ცდილობს და აქტიურობს. ფეხებზე აქვს სიმეტრია დარღვეული და 6 თვის ასაკში ვუკეთებ რენდგენს და შემდეგ მასაჟებს. შესაძლოა წელის არამყარობა ფეხზე ნაკეცევის სიმეტრიის დარღვევის ბრალი იყოს ? თუ ცდ-ს განვითარებაში უნდა შწვიტანო ეჭვი? გთხოვთ მიპასუხეთ.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ნინუცა,
      ამ ასაკში ცერებრული დამბლის განვითარების რისკზე ეჭვი ნაადრევია მხოლოდ ამ ნიშნით. მაქსიმალური დრო დამოუკიდებლად მყარად ჯდომის შესაძლებლობის არის 8 თვის ასაკი.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  15. eFemeR says:

    gamarjobat.
    sami tvis gaxdeba male da frisoti vkvebavt da arsheidzleba rdzeze ro gadaviyvanot ?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით,
      უმჯობესია, ბავშვის კვების საკითხი შეათანხმოთ მის პირად პედიატრთან.
      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  16. ანა says:

    გამარჯობათ,ჩემი გოგო 7თვის და სულ ფეხზე დგომა უნდა და შეიძლება? საწოლში თავისთვის დგება და სულ ფეხზე,მეშინია რამე არ გამოიწვიოს ცუდი 🙁

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ანა,
      თუ თქვენს შვილს შეუძლია ფეხზე დგომა საყრდენის დახმარებით, ნუ შეუშლით ხელს, მაგრამ იყავით ახლოს, რათა დამატებითი ტრავმატიზაციისაგან დაიცვათ ის.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  17. ირმა says:

    9 თვის ბავშვი დამოუკიდებლად რომ ვერ ჯდება ეს არ არის ნორმა,ხომ? ხოხავს, კოტრიალობს, თუ ზურგით მყარად ეყუდება რამეს,ზის, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ ჯდება. ძალიან ვღელავ, იქნებ მომწეროთ.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ირმა,
      იმისათვის, რათა განისაზღვროს რომ მხოლოდ მოტორული განვითარების შეფერხებაა და არა ცერებრული დამბლის განვითარების რისკი, საჭიროა დეტალური ანამნეზი და ნევროლოგიური სტატუსის შეფასება ნევროლოგის მიერ.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  18. ეკა says:

    ძალიან საინტერესო რჩევები მივიგე.მადლობთ

  19. თეკლა says:

    როგორც ვიცი, 37 გრადუსი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა ან ოდნავ მეტი?

  20. თეკლა says:

    ძალიან კარგი რჩევებია.მადლობა. 6 თვის ბავშვი შეიძლება რომ მივაჩვიო უკვე დაჯდომას?

    • Maia says:

      თეკლა,
      6 თვე ცოტა ადრეა დასაჯდომად, რადგან ჯერ ბავშვის კუნთები მზად არ არის დამოუკიდებელი ჯდომისთვის. მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დასაშვები: თუ ისე დააჯენთ, რომ ბავშვის ზურგი ჯდომისას არ მოიხაროს.

  21. თაკო says:

    ძალიან საინტერესო და კარგი გვერდია მადლობა თქვენ

  22. ხაჩიძე says:

    საინტერესოა ძალიან <3

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები