ბავშვი 1-დან 2 წლამდე
Picture-426

ზოგადი რჩევები

  • წაუკითხეთ ყოველდღე თქვენს პატარას.
  • სთხოვეთ გიპოვოთ საგნები ნახატზე ან დაასახელოს საგნები და სხეულის ნაწილები.
  • ითამაშეთ დასაჯგუფებელი თამაშები, მაგალითად ფორმის მიხედვით ან მარტივი ასაწყობები.
  • წაახალისეთ ახალი საგნების და მოქმედებების გამოყენებისთვის.
  • ილაპარაკეთ მასთან ერთად და დაასრულეთ სიტყვები, რომ დაეხმაროთ ენის ამოდგმაში, მაგალითად როცა ის ტიტინებს “ბო-ბო”, თქვენ უპასუხეთ: “ხო, სწორია, ეს არის ბოთლი”.
  • ხელი შეუწყვეთ ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებას ჩაცმასა და ჭამაში დახმარებით.
  • წაახალისეთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა და ჩვეულებრივი საგნების ამოცნობის უნარი, ერთად დაათვალიერეთ პარკი ან იმგზავრეთ ავტობუსით.

რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის

მშობელი ბავშვს დაბადებიდანვე ხშირად უნდა ესაუბროს, მოუყვეს ზღაპრები და მოთხრობები, მოასმენინოს მუსიკა, წაუკითხოს წიგნი; მიზანშეწონილია დასურათებული წიგნების გამოყენება.

ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი.

ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. ამიტომ მოზრდილი მას უნდა ესაუბროს სწორად და გამართულად, უნდა გამოიყენოს მარტივი ენა და საინტერესო სასაუბრო თემები და მისცეს ბავშვს დრო აზრის ჩამოყალიბებისთვის.

მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ საშიშროების ნიშნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს – ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან ვიზიტი.

რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის

მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ ანუ უხეშ, წვრილ ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ ანუ მგძნობელობით-მოძრაობით უნარებს. მოტორული სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა სხვადასხვა მოძრაობითი აქტივობის განხორციელება.

ცალკეული აქტივობა არა მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მოქმედებს ერთდროულად რამდენიმე უნარის ჩამოყალიბებაზე.

ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა.

მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება. ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება.

ასაკის შესაბამისად უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა საგანი და სათამაშო, რათა ხელი შეეწყოს მისი მოძარობების წახალისებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. ამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.

რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის

სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს ბავშვიც ბედნიერია და პირიქით თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.

მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას, განსაკუთრებით ზედმეტად მორცხვ ან ადვილად აგზნებად ჩვილებთან.

მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში (აღმზრდელი, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებელი).

ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიკვლიოს გარემო. შეეხოს სხვადასხვა ნივთებს, შინაურ ცხოველებს. თუ მშობელს ეშინია მწერების, ამ დროს მან თავი უნდა შეიკავოს საკუთარი ემოციების გამოხატვისგან.

ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.

უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები.

თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. მაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ.

არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას ,,შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?’’, ,,როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?’’

მიზანშეწონილია როლური თამაშის გამოყენება, იმისთვის რომ ასწავლონ ბავშვს სხვადასხვა სოციალური ჩვევა, მაგ. როდის თქვას ,,გამარჯობა’’ და ,,ნახვამდის’’ მეგობრებს ან უფროსებს, რომლებიც მოდიან მასთან სტუმრად

უფროსმა ბავშვთან უნდა ისაუბროს გრძნობების შესახებ, დაეხმაროს მას გაიგოს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ემოციებს გამოხატავს. დაახასიათოს საკუთარი, ან ბავშვის განწყობა ,,გახარებული ხარ?’’ ,,ბედნიერი ხარ?’’ ,,მოწყენილი ხარ?’’

თუ ბავშვი მშიშარაა და ,,დედის კალთას’’ არ სცილდება, აუცილებელია მასთან მუშაობა, იმისთვის რომ იგი შეეჩვიოს დედისგან განცალკევებას. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლებისგან განცალკევებულია. ,,შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ.’’ უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: ,,მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებაში.

სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და თავის მეგობრებთან ურთიერთობაში.

თამაში

ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.

მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით. სათამაშოები და თამაშის სხვადასხვა სახეობა უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით.

სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო.

ბავშვი ღიზიანდება თუ ერთდროულად ბევრ სათამაშოს მიაწვდიან. ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. მაღალტექნოლოგიური სათამაშოები აბნევს მცირე ასაკის ბავშვს და ზღუდავს მისი წარმოსახვის უნარს.

ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა თვითნაკეთი სათამაშოებითაც.

ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს

სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, თუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი.

დისციპლინა

ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, დაახლოებით, 18 თვიდან უნდა დაიწყოს. Mმშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკამდე ბავშვს არ შეუძლია ცუდად მოქცევა, რადგან მან ჯერ კიდევ არ იცის ცუდი და კარგი საქციელის გარჩევა.

ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბება ორ ძირითად ფენომენს ეფუძნება – ,,მიბაძვა” და ,,მაგალითი’’. ბავშვი ბაძავს უფროსის ქცევას. იმისთვის რომ ხელი შეუწყონ ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მას ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა მისცენ.  ბავშვი კარგი საქციელის მიბაძვით უკეთ სწავლობს, ვიდრე შეგონებით.

არ არის რეკომენდებული ბავშვის ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის აგრესიას და საკუთარი თავში ჩაკეტვას.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.

რეკომენდებულია ბავშვისთვსის გასაგები, მინიმალური აკრძალვების დაწესება.

1-5 წლამდე ასაკის ბავშვის დასჯის ეფექტური მეთოდია ,,ტაიმ-აუტი”-  ბავშვი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე მშვიდად უნდა იჯდეს ან იდგეს გარემოსაგან იზოლირებული. მას არავინ არ უნდა ელაპარაკებოდეს. ტაიმ-აუტი გრძელდება იმდენი წუთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი.

ტუალეტის ჩვევა

საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.

8-9 თვის ასაკში გადაყენებას მექანიკური ხასიათი აქვს. ბავშვი ვერ გრძნობს შარდის ბუშტის სისავსეს და ვერ აგებინებს უფროსს, როდის უნდა გადაყენება

დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:

  • მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
  • არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
  • ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. ,,მოდი’’, ,,აიღე’’, ,,მომეცი’’

აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.

ბავშვი ქოთანზე უნდა დასვათ ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ.

არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება.

უფროსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად.

იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით.

თუ უნებლიე შარდვა აღინიშნება 5 წლის შემდეგ, საშუალოდ კვირაში ორჯერ, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს.

დაუშვებელია ბავშვის დასჯა და შეურაცხოფა.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

მშობელს უნა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

  • ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო
  • აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება
  • წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს
  • არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან
  • მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება
  • არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება, სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება და სხვა
    61 კომენტარი
  1. ნანკა says:

    გამარჯობა❤
    ჩემი ბიჭი 2და 2 თვის არის
    მხოლოდ ლაპარაკომს:
    დედა
    მამა
    ბაბი
    იცის ფრინველების ცხოველების ხმები როგორ მბობენ და კმეორებს მაგრამ არ ამბობს ცხოველების სახელებს
    მაგალიყად რომ ვეუბნები ძაღლი როგორ აკეთებს მპასუხობს ვავა ყეფს😂
    და ყველაზე იცის მაგრამ სახელებს არ ამბობს
    ასევე ძალიან დიდ დროს ატარებს ვიდეოების ყურებაში
    მაინტერესებს 2.2 წლის ბიჭისთვის დაგვიანებულია ლაპარაკი ან იქნებ მითხრათ როგორ ვასწავლოო
    დიდი მადლობა❤

  2. გურანდა says:

    გამარჯობათ. ჩემი გოგო წლის და სამი თვისაა. დადის დამოუკიდებლათ ამბობს სიტყვებს: დადა, მამა, ბაბა, ალა. იცის გამარჯობა ანუ ხელს გიწევს. იცის ტაში. ესმის მოდი წადი მომიტანე მამას მიუტანე და რასაც ვეტყვი ეძებს ან მიდის იმისკენ რასც ვახსენებ მაგრამ თითს არიშვერს და არც თამაშდი არ მყვება. ვერ ვასწავლე პირამიდის აწყობა პასტით დაჯგაპნა მისი ასაკის თქმა ცხოველების სურათზე ამოცნობა და ეს პრობლემათ შეიძლება რომ ჩაითვალოს?? შინაური ცხოველები კი იცის რასაცკი ვახსენებ ეგრევე იხედება მათკენ მაგრამ თითით არ მანიშნებს.

  3. თაკო says:

    გამარჯობათ, მყავს 1 წლის გოგონა, ვერ დგება დამოუკიდებლად და არც საყრდენის დახმარებით დგომას ცდილობს, არც ნაბიჯებს არ დგამს თავისი სურვილით, თუ დავაძალებ მხოლოდ მაშინ, ძალიან ზარმაცია.. მთელი დღე ზის და თამაშობს. მყავდა ორთოპედთან და მითხრა რომ საშიში არაფერია, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. რა ასაკამდეა ნორმალური რომ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ დგებოდეს? წინასწარ მადლობა ყურადღებჯსთვის

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, თაკო
      1 წლის ასაკის ბავშვს მოეთხოვება საყრდენით იდგეს მყარად, დაყვებოდეს ავეჯს, საყრდენის არსებობის შემთხვევაში დაიხაროს,აიღოს საგანი და გასწორდეს, ორი ხელის მოკიდებით ინარჩუნებდეს ბალანსს და დგამდეს ნაბიჯებს, შესაძლებელია დამოუკიდებლადაც შეეძლოს ნაბიჯების გადადგმა.
      საყურადღებოა პერინატალური ანამნეზი, 1 წლამდე ნეირო-მოტორული განვითარების მიმდინარეობა და სრულყოფილი ნევროლოგიური სტატუსი.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  4. ელენე says:

    გამარჯობა მყავს 1 და 5 თვის გოგო და ჯერ კიდევ არ გაუვლია ,ვერ ადგამს ნაბიჯებს ვერც დამოუკიდებლად ვერ ჯდება არის ზედმეტად წყნარი და ასე ვთქვათ არ არის აქტიური ,რომ ვაყენებ ფეხზე კი ამაგრებს ფეხებს მარა ნაბიჯს არ დგამს და მალევე იღლება,მყავდა რამოდენიმე ნერვოლოგთან მითხრეს რომ სანერვიულო არაა გაივლისო არის ასევე მძიმე წონა, მსუქანია! არ ვცხოვრობ საქართველოში და რომ მივიყვანე ბოლოს ნერვოლოGთან მითხრა რომ საშიშს ვერ ვხედავ ვერაფერს მაგრამ გამოკვლევები ჩავუტართო ტომოგრაფია და არ ვიციკიდევ რეები ,უნდა დაწვეთო საავადმყოფოშიო ანესთეზიით კეთდება რადგან ბავშვი პატარააო ,იანვრის მერე ველოდებით მაგრამ ჯერ არ დაურეკავთ და ველოდებით ჩვენ რიგს რომ დაგვირკონ დრო გადის და ძან ვნერვიულობ რის ბრალი შეიძLება იყოს ვერ ვხვდები არა და ფეხზე რომ ვეხები რეაქცია აქვს

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, ელენე
      თქვენი ბავშვის მოტორული შესაძლებლობების მიხედვით, მოტორული სფერო ჩამორჩება მის ასაკს, რაც რამოდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. საყურადღებოა ბავშვის პერინატალური ანამნეზი და შემდგომი ეტაპობრივი განვითარება. აუცილებლად საჭიროებს პირველ რიგში სრულყოფილ ნევროლოგიურ შეფასებას, ნევროლოგიური პროფილის კვლევების თუ მეტაბოლური სკრინინგის დაგეგმვასა და ჩატარებას, მათ შორის პირველ რიგში თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას. კვლევების ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულ რეჟიმშიც, ეს უკვე უშუალოდ თქვენს ექიმთან უნდა შეთანხმდეს.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  5. Maka says:

    Gamarjobatt myavvs 2 wlis bichi.jer laparaki aricis ragaceebs manishnnebbs da deda mama babu da dadas idzaxis wyals nwaia ase ityvis.magram qotanze gaketebas ver mivachvie pampersi aq.rogor gavaketo

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით,მაკა
      2 წლის ასაკისთვის ბავშვს მოეთხოვება მარტივი 2 სიტყვიანი წინადადებებით საუბარი, შეიძლება სრულყოფილი არ იყოს,მაგრამ უნდა შეეძლოს გადმოსცეს მისი სურვილი და ადექვატურად აღიქვას თქვენი ნათქვამი თუ მარტივი დავალება.
      რაც შეეხება პამპერსის თემას, შედარებით ინდივიდუალურია. უნდა ეცადოთ თამაშით თუ წახალისებით რეგულარულად ასარგებლოთ ქოთნით.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  6. Maka says:

    Gamarjobat

  7. ana says:

    Gamarjobat myavs 2 wlis bavshvi da kargad ar icis laparaki da mainteresebs am asakis bavshvevi Ra’s aketeben

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, ანა
      2 წლის ბავშვს უნდა შეეძლოს 2 სიტყვიანი წინადადებებით საუბარი, ადექვატურად აღიქვამდეს და ასრულებდეს დავალებებს, დადიოდეს, დარბოდეს გამართულად, ჰქონდეს წარმოსახვითი უნარი და ა.შ.
      ბავშვის სრულყოფილი შეფასებისთვის უმჯობესია მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან განვითარების სპეციალისტს.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  8. მკითხველი says:

    გამარჯობა მაინტერესებს სადილი რომელ საათზე ვაჭამო ორი წლის ბავშვს საუზმეს ათზე ვაჭმევ პირველზე ვაძინებ და სადგაც ოთხზე უწევს სადილი დაძინებამდე ჯამს სასუსნავებს და ძილისწინ მაწონს ეს ნორმალურია?

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით
      2 წლის ბავშვის კვების რაციონი უნდა იყოს ოთხჯერადი, დამატებით ხილფაფები და წვენები. რაც შეეხება სადილს,უმჯობესია თუ შუადღის ძილის წინ მიიღებს. პროცენტულად, საკვები რაციონის დიდი წილი უნდა მოდიოდეს სადილსა და სამხარზე.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  9. ლილიანა says:

    გამარჯობათ, ახლახანს აღმოვაჩინე ეს საიტი და ძალიან მომეწონა, მგონი დიდი პორბლემა მაქვს. ჩემი ბიჭი არის 2 წლის და ერთი თვის, მთელი დღე საუბრობს მის ენაზე გაუგებრად მულტფილმებიდან დაზეპირებული აქვს ხახახა და ამას გაიზახის ხშირად ბაბაბა და ბაი ბაი დამშვიდობებისას ესენი კომპიუტერიდან გადმოიტანა, მანამდე ამბობდა ( ანუ კარგად, ჩაი შია ) ეს სიტყვები დაკარგა მას შემდეგ რაც კომპიუტერს მიეჯაჭვა და მეც ვერ ველაპარაკებოდი ხშირად, თითქოს ჩაკეტილი გავზარდე გარეთ იშვიათად გვიწევდა გასვლა და ბავშვებს ვერ ხედავდა, ჩემი დაქალის ბავშვი რომ მოდიოდა ღიზიანდებოდა და მე მეწებებოდა არ მშორდებოდა, მის მერე ბავშვებთან ახლოსაც არ მიდიოდა, ამ ბოლო დროს ცოტა თითქოს ეჩვევა მეზობლის ბავშვებს ( სხვაგან გადავედით საცხოვრებლად და აქ ბევრი ბავშვებია) ანუ როცა სხვა ბავშვს რამე აქვს მაგალიტად პეჩენია ართმევს ან სათამაშოს ძალით ართმევს თან მე მიყურებს ანუ მანიშნებს რომ უნდა, რომ ვეძახი არ მიყურებს თუ არ გავაკვირვე მაგალითად ნახე რა ყოპილა ვაიმეე, და ეგეც იშვიათად, არ ემსის მოდი გაჩერდი მაგრამ ესმის გარეთ წავიდეთ თუ ცოტა ხმამაგლა ვეტყვი არ შეიზლება არ გახვიდე ეგრევე მოტრიალდება, როცა ვესაუბრები ვეთამაშები ზღაპრებს ვუყრებ არ მისმენს მისთვის ეძებს სხვა გასართობს. მაგრამ ამავდროულად მსოიყვარულეა მამაა გიყვარს? კი თქვა რამდნეიმეჯერ , ასე მგონია იცის და არ ამბობს, წყალი რომ უნდა მომკიდებს ხელს და ონკანთან მიმიყვანს ან მომცემს ჭიქას დამისხიო, რაც უნდა მიმანიშნებს ჯესტიკულაციიტ ყველაფერზე , მაგრამ წუწუნებს თან რომ ვერ მაგებინებს,მანქანით თამაშობს აწყობს კუბიკებს და პაზლებს აჯენს, თუ მულტფილმის ნაცნობი გმირი ნახა მაგალითად მაშას ცნობს გიჯდება იციინის, და ახლობლის დანახვაზე ხან აქვს რეაქცია ხან არა, ვეღარ ვხვდები ვიპიქრო აუტიზმზე თუ ეს კომპიუტერის და ჩემი ბრალია? თუ შეიძლება ამ ყველაფრის გამსოწორება ჩემი დახმარებით ექიმის გარეშე? მადლობთ გაიხარეთ

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, ლილიანა
      პირველ რიგში ჯობია გამოკვლეული გქონდეთ სმენა და დაადასტუროთ ინსტრუმენტულად, რომ სმენის პრობლემა ბავშვს არ აქვს.
      შემდგომ უმჯობესია მიმართოთ განვითარების სპეციალისტს, რათა მოხდეს ბავშვის ნეირო-მოტორული განვითარების სრულყოფილად შეფასება, რის მიხედვითაც გექნებათ სათანადო რეკომენდაციები ბავშვის სოციალურ-ემოციური თუ მოტორული უნარების გასაუმჯობესებლად.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  10. პაატა says:

    მოგესალმებით. მყავს 1 წლის და7 თვის ბავშვი – ბიჭი სადღაც უკვე 8 თვის ასაკიდან დაიწყო აგრესიული გამოვლინებები, კერძოდ გაიღვიძებდა თუ არა ეგრევე იწყებდა თავის რტყმევას საწოლზე, კედელზე, შემდგომ ასაკის მატებასთან ერთად დაიწყო ჩემს და დედის მიმართ აგრესიის გამოხატვა, დროს არ აქვს მნიშვნელობა დღისითაც ზოგჯერ და ძირითადად ღამე გაეღვიძება თუ არა იწყებს რტყმევას, ჩქმეტას, ტირილს ბოლო ხმაზე ზოგჯერ ისეთი სიძლიერით რომ მეშინია ყელი არ დაუზიანდეს. ეს მინიმალურია რაც ზევით დავწერე, თავიდან გვეგონა რაღაც ტკიოდა და ამიტომ იყო ასე, არაერთ ექიმთან გვყავდა თუმცა არანაირი ფიზიკური ნაკლი არ აქვს. ფსიქოლოგმა გვითხრა რომ იყო ჰიპერ აქტიული ბავშვი, ვცდილობთ მისი რჩევების შესაბამისად ვიმოქმედოთ, თუმცა ვერანაირ შედეგს ვერ ვატყობთ. ძალიან მეცოდება მეუღლე, მე ვმუშაობ და დღისით სულ მას მარტო უწევს ამ ყველაფრის ატანა თუმცა ღამეც ვერ ახერხებს დასვენებას. ძალიან გთხოვთ გვირჩიოთ რამე.

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, პაატა
      თქვენს მიერ წარმოდგენილი ჩივილები ძალიან ხშირია ამ ასაკში. დაახლოებით ერთი წლის ასაკიდან იწყება ახალი, თვითდამკვიდრების ეტაპი ბავშვების განვითარებაში, რაც გულისხმობს ხშირ შემთხვევაში ბავშვის ხასიათის რადიკალურ ცვლილებებს – ხდებიან აგრესიულები, აპროტესტებენ ყველაფერს, სურთ ყველაფრის დამოუკიდებლად გადაწყვეტა, ძლიერ ჭირვეულობენ უარის თქმის შემთხვევაში და ა.შ. აღნიშნული დიდ დისკომფორტს უქმნის მშობლებს, თუმცა ასაკდამოკიდებული ე.წ. პრობლემაა და ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა მცირდება. აუცილებლად გაითვალისწინეთ ფსიქოლოგის რჩევები.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  11. ნუცა says:

    გამარჯობათ, ცემი ბავშვი წლის და ერთი თვის ხდება და ჯერ ფეხზე სიარულს არ ცდილობს, არის მასიური ბავშვი და ზარმაცობს.. არც სიტყვებს ამბობს.. უყვარს თამაში და მულტფილმების ყურება, გარეთ სეირნობაც მოსწონს ოღონთ ფეხზე დიდხანს არ დგება.. მაინტერესებს რაიმე პრობლემა ხომ არაა ეს ყველაპერი

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, ნუცა
      ზოგადად სიარულის დაწყება ნორმად ითვლება 1 წლიდან 1 წლის 6თვის ასაკამდე. თუ ბავშვი ერთი წლის ასაკში დამოუკიდებლად ვერ დადის, უნდა შეეძლოს საყრდენით დგომა და გადაადგილება.
      რაც შეეხება საუბარს, ამ ასაკში ბავშვი დედას და მამას გარდა უნდა ამბობდეს 3-5 სიტყვას, თუმცა ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურია.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  12. მარიამი says:

    გამარჯობა. ჩემი ბიჭი არის 1.7 თვის. სასქესო ორგანოზე ხელი რ მომიკიდი როგორც პედიატრმა მითხრა. ‘ჩუჩა’ ხლღა გადაეწია. მარილები არ აქვს. მაგრამ სასქესო ორგანოს უხახუნებს ყველგან სადაც შეძლებს. ? ერექციაც აქვს ? . ეს ნორმალური ცევაა??

  13. თეო says:

    მოგეაალმებიით, ჩემი პატარა 2 წლის არის, სიტყვებს ამბობს მაგრამ წინადადებებს ვერა, მაგალითად: ეთი ,ოი,საი სამამდე ასე ითვლის რომ ვეტყვი ცხრა და ათიი თვითონ აბოლოვებს ,ბაძავს ცხოველებს , პოულობს ხცვირს ,თვალს ენას მიჩვენებს და კბილებს, წინადადება ვერ ვათქმევინე, რამდენად საშიშია და არიის თუარა ყურადგება მისაქცევი .

  14. თათა says:

    გამარჯობა, ჩემი პატარა ბიჭი 1.10თვისაა. უყვარს ცეკვა,აქტიურია,დარბის,ცელქობს,ერთად ვთამაშობთ.. მაგ. რომ ვეტყვი დე,მოდი დამალობანა ვითამაშოთ,-იწყებს დამალვას.. ანუ ყველაფერი კარგად ესმის და თვითონაც თავის ენაზე მაგებინებს,მაგრამ არ ლაპარაკობს.. მთელი დღე ვესაუბრები,მაგრამ ეს არ შველის..ძალიან ცდილობს,რომ მითხრას რამე,მაგრამ ისევ თავის ენაზე.. შევატყვე,ცოტას ნერვიულობს რამის თქმა რომ უნდა.. მირჩიეს,ბაღში მიიყვანე და უცებ ალაპარაკდებაო და მართალია?? ან საერთოდ პრობლემად ითვლება ამ ასაკში რომ ვერ საუბრობს????
    მადლობა 🙂

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, თათა,
      მიუხედავად დადგენილი ნორმებისა, მეტყველების დაწყების საკითხი ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია, როდესაც ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, მხოლოდ მეტყველების დაგვიანება პრობლემას არ წარმოადგენს. ხშირად უკითხეთ და ესაუბრეთ.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  15. მზია says:

    მოგესალმებით, ჩემი ბიჭი არის 18 თვის, არის ჰპერაქტიური ერთი წამით რომ ვერჩერდება ისეთი (პედიატრმა ასეთია ბუნებით ვერ შეცვლი, ნერვოლოგიური არ არისო) უყვარს ძირითადად კუბიკებით და მანქანით თამაში, ასევე ე.წ პირადმის აწყობა, თუმცა ეს ყველაფერი მაქსიმუმ 10 წუთი მალევე სწყინდება.ზედმეტად არის გაჯეტებზე დამოკიდებული და მაშინებს. იცის სიტყვები დედა, მამა , პაპა, ბებია, მამ (მამიდა), ძუ (ძია) ამბობს დეიდაშვილების სახელებს , ბაბა-პური, ზიზი-ტანსცმელი, ჟი-ჟირაფი.
    აჯავრებს ცხოველის (ცხენი , ვირი, ძაღლი, კატა, ვეფხვი, ლომი, კურდღელი და ა.შ ასევე პოულობს მათ სურათებს სწორად. მაგრამ აქვს თავისი ,,ენა” მაგალითად კატა არის ,,ააა” და ჟესტიკულაციას იყენებს მაქსიმალურად კონტაქტისას, მავლებს ხელს, მივყავარ ნივთთან და მეუბნება ,,ისა” არ ცდილობს გაიმეოროს როდესაც რაიმე ახალ სიტყვას ასწავლიან თუ თავად არ უნდა. ასრულებს მითითებებს მომიტანე, მოძებნე (უყვარს ამალობანას თამაში) დადე, აიღე, მომეცი, განიშნებს ვინ სად არის. იძინებს ადვილად თუმცა ღამე უჭირს ძილი ამ ბოლო პერიოდში (საღეჭი კბილები ამოსდის) შფოთავს და რამდენჯერმე გაღვიძა ტირილით. ჭამით ჭამს კარგად და შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად შეუძლია თვითონვე ჩანგლით მშრალი საკვების ჭამა. რაც მეწუხებს არის ის რომ საშინლად ჯიუტია და თუ არ გააჩნია სურვილი არ შეგიმჩნევს საერთოდ და ასევე ის აფაქტი რომ მიეჩვია ჟესტიკულაციით კონტაქტის დამყარებას და მეტყველებას არ ცდილობს

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, მზია,
      ჟესტიკულაციის გამოყენება კომუნიკაციის კარგ უნარზე მიუთითებს, შესაბამისად სიტყვათა მარაგი და ბავშვის გონებრივი განვითარება შეესაბამება ასაკობრივ ნორმას. სიჯიუტე ამ ასაკში არ წარმოადგენს ქცევის დარღვევას და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  16. NINO says:

    გამარჯობათ, ჩEმი პატარა 18 თვისაა, ლაპარაკოთ არ Lაპარაკობს, მაგრამყველაფერს მაჩვენებს რასაც ვკითხავ და Mაგებინებს ხელის გაშVერით, ან მივყავარ , უფრო სიარული მანერვიულებს, როდესაცე.წ ,,აღვირი” უკეთია, თAვისუფლად დარბის და სულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მარტოს რომ ვუშვებ საერტოდ Aრ ფრთXილობს, ვერც დივანზე Aცოცდება დამოუკიდებლად (მხოლოდ უკან ცოცავს, ლოგინიდან ჩAმოდის). გულის Oპერაცია გავუკეთEთ ორი თვეა, ატრიოვენტრიკულური არხი Hქონდა არასრული, მაშინ სწავლობდა სიარულს ზუსტად Dა ექიმებმა გამაფრთხილეს Aრ წაიქცესო. პესიატრი Mეუბნება ნორმაშIაო, მაგრამ ვკვდები ისე ვნერვიულობ სხვა ბავშვები რომ Pატარა ასაკში დადიან. როგორ Mოვიქცე? თQვენი აზრით საშიშია?

    • მზია says:

      მოგესალმებით, ჩემი ბიჭი არის 18 თვის, არის ჰპერაქტიური ერთი წამით რომ ვერჩერდება ისეთი (პედიატრმა ასეთია ბუნებით ვერ შეცვლი, ნერვოლოგიური არ არისო) უყვარს ძირითადად კუბიკებით და მანქანით თამაში, ასევე ე.წ პირადმის აწყობა, თუმცა ეს ყველაფერი მაქსიმუმ 10 წუთი მალევე სწყინდება.ზედმეტად არის გაჯეტებზე დამოკიდებული და მაშინებს. იცის სიტყვები დედა, მამა , პაპა, ბებია, მამ (მამიდა), ძუ (ძია) ამბობს დეიდაშვილების სახელებს , ბაბა-პური, ზიზი-ტანსცმელი, ჟი-ჟირაფი.
      აჯავრებს ცხოველის (ცხენი , ვირი, ძაღლი, კატა, ვეფხვი, ლომი, კურდღელი და ა.შ ასევე პოულობს მათ სურათებს სწორად. მაგრამ აქვს თავისი ,,ენა” მაგალითად კატა არის ,,ააა” და ჟესტიკულაციას იყენებს მაქსიმალურად კონტაქტისას, მავლებს ხელს, მივყავარ ნივთთან და მეუბნება ,,ისა” არ ცდილობს გაიმეოროს როდესაც რაიმე ახალ სიტყვას ასწავლიან თუ თავად არ უნდა. ასრულებს მითითებებს მომიტანე, მოძებნე (უყვარს ამალობანას თამაში) დადე, აიღე, მომეცი, განიშნებს ვინ სად არის. იძინებს ადვილად თუმცა ღამე უჭირს ძილი ამ ბოლო პერიოდში (საღეჭი კბილები ამოსდის) შფოთავს და რამდენჯერმე გაღვიძა ტირილით. ჭამით ჭამს კარგად და შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად შეუძლია თვითონვე ჩანგლით მშრალი საკვების ჭამა. რაც მეწუხებს არის ის რომ საშინლად ჯიუტია და თუ არ გააჩნია სურვილი არ შეგიმჩნევს საერთოდ და ასევე ის აფაქტი რომ მიეჩვია ჟესტიკულაციით კონტაქტის დამყარებას და მეტყველებას არ ცდილობს

    • ელენე says:

      გამარჯობა,მყავს 1 წლის და 8 თვის გოგონა,ჭამაზე გვაქვს ყოველთვის პრობლემა,საერთოდ არ წამს რძის ნაწარმს,ბოსტნეულს,არც ხილი არ უყვარს,თავიდან ძალიან კარგად ჭამდა,ეხლა აღარც ხილს ჭამს არც მაწონი მოწონს არც რძე საჭმელებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,არც სინჯავს საერთოდ რა შეიძლება გავაკეთო? როგორ შჰევაყვარო საჭმელი,ხილი?ვერც ლაპარაკობს რომ რამე გამაგებინოს უბრალოდ თეფშს მაწევინებს ხოლმე და პირს არ მიგებს რომ ვაწამო

      • თათია აფრასიძე says:

        მოგესალმებით, ელენე,
        ეცდეთ, საკვების შეთავაზების ფორმა გაამრავალფეროვნოთ, ხილი და ბოსტნეული გაუფორმოთ, კვების პროცესი წაახალისოთ, თითოელი კარგად მიღებული კვებისათვის დააწესოთ ,,ჯილდო“. ჯილდოა ყველა ის საგანი, სათამაშო თუ საქმე, რომელიც მას ძალიან უყვარს. მიუხედავად ამისა, თუ ბავშვის კვების რაციონი არასრულფასოვანი რჩება და ვლინდება წონის დეფიციტი, მიმართეთ ნუტრიციოლოგს, რომელიც ინდივიდუალურ რაციონს შეუდგენს.
        თათია აფრასიძე
        ბავშვთა ნევროლოგი

  17. ხატია says:

    მოგესალმებით,ჩემი გოგონა 1 წლის და 2 თვის ხდება,არის ძალიან აქტიურია სულ მოძრაობს ფეხით თუ ჭოჭინით..ყველაფერი აიტერესებს მაგრამ მალე ბეზრდება,რაზეც ხელს გაიშვერს ვაჩვენებ და ვუხსნი თან რა არის,რა ფერია და ა.შ. მაგრამ მაინც სულ უკმაყოფიოა და სულ წუწუნწბს..ამბობს დადას მამას კოკას პაპას..რასაც ვეუბნები იგებს მომაწოდე,აიგე,შუქი ჩავაქროთ და თვითონ მივყევარ და თვითონ აქრობს.რო ვეტყვი ფისუნია სად არის ან ძაღლი ისიც იცის საით უნდა მოძებნოს..ერთი რაც მაწუხებს ვერ ვაინტერესებ დიდხანს სათამაშოებით სულ ჩემთან უნდა რომ იყოს და მე ვეთამაშო თუ არა და ტირის,ჯუჯგუნებს.სანამ არ დავაძინებ ვერაფერს ვერ ვაკეთებ ფატიურად

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ხატია,
      თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ბავშვის განვითარება შეესაბამება 1.2 წლის ასაკს. ყურადღების ხანგრძლივი დროით კონცენტრირება ბავშვებს ამ ასაკში არ შეუძლიათ. როგორც ჩანს, დროის დიდ ნაწილს მხოლოდ თქვენ ატარებთ ბავშვთან და შესაბამისად ბავშვიც მუდმივად თქვენს ყურადღებას ითხოვს.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  18. მარიამ ნათელაძე says:

    გამარჯობა. მაინტერესებს სტატიის ავტორი და თარიღი, თუ შეიძლება. მადლობა წინასწარ.

  19. ეკა says:

    გამარჯობა, ჩემი ბიჭი არის 1.6 თვის არის აი ძალიან მოუსვენარი სწრაფად ბეზრდება ყველაფერი წუწუნა გახდა და მისი რაიმეთი დაინტერესება ძალიან რთული გახდა. მამშვიდებენ რომ ასაკობრივია და მართალია? ან როგორ მოვიქცე ასეთ დროს

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ეკა,
      თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია და განვითარების მხრივ უკუსვლა არ შეინიშნება, დამატებითი ჩარევა არ ესაჭიროება.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  20. თაკო მაისურაძე says:

    მოგესალმებით,მე მყავს ერთი წლის შვილი არარის აქტიური არ ამბობს საერთოდ არაფერს არც მოძრაობით მაგებინებს რა უნდა და ვერც დადის,არც ბრჭყვიალას და არც ლამაზ საგანს არკიდებს ხელს .იქნებ გვითხრათ როგორ მოვიქცეთ ან ვის მივმართოთ?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, თაკო,
      მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  21. ირმა says:

    მოგესალმებით.
    მყავს 2 წლის და 4 თვის შვილისშვილი, ძალიან ენერგიული, აქტიური გოგონაა. ვერ ლაპარაკობს,დედა,მამა,ბაბუ ამ სიტყვებს ამბობს,დანარჩენს გვახვედრებს წა…გა… და მსგავსი ბგერებით გვაგებინებს რა უნდა,მაგ,გარეთ გასვლა რომ უნდა ქუდს იფარებს ან ჩანთას დაიჭერს და წა… იძახის. თუ ვერ მიგვახვედრა რა უნდა ძალიან ნერვიულობს.მინდა დავამატო რომ ბავშვი ერთი წლიდან არის კომპიუტერს და პლანშეტს მიჩვეული და ყველა მულტფილმი იცის,ამბობენ ამის გამოა ბავშვი რომ ვერ მეტყველებს. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე და არის თუ არა ეს ნორმალური ამ ასაკის ბავშვისთვის.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ქალბატონო ირმა,

      თქვენ მიუთითებთ გარკვეულ უნარებს კომუნიკაციის სფეროდან, რასაც აუცილებელია ფლობდეს ამ ასაკის ბავშვი, თუმცა სასურველია მეტი ინფორმაციისა და ბავშვზე დაკვირვების საფუძველზე მოხდეს ბავშვის განვითარების, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების უნარების შეფასება. გირჩევთ, მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  22. ლევანი says:

    გამარჯობათ,
    ჩემი შვილი 1 წლის და ცხრა თვის არის, არ ლაპარაკობს სიტყვებსაც თითქმის არ ამბობს, რაც უნდა ყველაფერს გვაგებინებს ხელს მკიდებს და მივყავარ, სხვა მხრივ დარბის და ა.შ გთხოვთ მიპასუხოთ მაქვს თუ არა სანერვიულო?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ლევან,
      ამ ასაკის ბავშვი ასრულებს 2-ეტაპიან დავალებებს, გაგებინებთ სურვილებს თუნდაც ჟესტებისა მიმიკების მეშვეობით, გიზიარებთ ემოციას, ჩვენებისა და მინიშნების გარეშე, სურათზე, სწორად გიჩვენებთ დასახელებულ საგანს; გამოხატავს ინტერესს ბავშვებისადმი, სათამაშოებით თამაშობს დანიშნულებისამებრ და სხვ. მხოლოდ მეტყველების დაგვიანება პრობლემას არ წარმოადგენს, მნიშვნელოვანია გონებრივი განვითარებისა და კომუნიკაციის სფეროს შეფასება. რისთვისაც საჭიროა მეტი ინფორმაცია და ბავშვზე დაკვირვება სპეციალისტის მიერ.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  23. ელენე says:

    გამარჯობა
    მყავს 1.5 წლის ბიჭი. ჯერ არ ვმუშაობ ანუ სულ მე მყავს, მშობლის ყურადღებას მოკლებული ვერ დავარქმევ, მამაც გადარეული ისე უყვარს თავისი ლომი, თვითონაც ძალიან მოსიყვარულე ბავშვია. გვაქვს ძილის პრობლემა, მე ვერ ვიძინებ ისე თუ თმა არ მომაწიწკნა, ღამის განმავლობაში იღვიძებს დაახლოებით 2 ჯერ და თუ არ მივიხუტე და კარგად არ გამჩეჩა ვერ იბრუნებს ძილს, ამ რიტუალით გასავათებული დილის 6 საათზე ვეღარ ვახერხებ დაძინებას ისე რო აღარ მპუტოს და ძილბურანში ვეღარ ვეწინააღმდეგები. საბოლოო ჯამში ლოგინიდან გადავარდნის პირას მისული 7-8 საათისკენ ვიღვიძებ გაბრაზებული მთელს მსოფლიოზე. არ ვიცი რა ვუშველო, ბეწვის ნაგლეჯიც ვცადე. მამასაც ვთხოვე დახმარება და ღამე ადგომით და 2 საათიანი თამაშით დამთავრდა ყოველივე. რა შეიძლება გავაკეთო რო არ გავაღიზიანო და ისე გადავაჩვიოთ ამ ქცევას რომელიც ძალას მაცლის რო დღის განმავლობაში უფრო აქტიურად და საინტერესოდ ვითამაშო?

    • მარიამი says:

      გამარჯობა ელენე მეც მყავს წლის და 6 თვის ბიჭი მეც გავიარე ეგ პერიოდი კარგად მისმინე რასაც გეტყვი არაპერი არ უსჰველის სცადე დამიჯერე დაგეხმარება დამამსჰვიდებელი იკიტხე ბაგა ძვირია სადგაც 22 ტუ 24 მდე ღის მაგრამ კარგია დგეში სამჯერ მნიშვნელობა არ აქვს როდის მისცემ ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ 13 წვეტი დილით რომ გაიგვიძებს დაალევინე მერე შუადგისას და ძილისწინ აბა გამე წყალიც მიეცი ხოლმე რო გიგვიზებს გიშველის დამიჯერე დზ კარგი წამალია

    • მარიამი says:

      ამირეკეტ აგიხსნით 598600671

  24. ქეთი says:

    გამარჯობა. მყავს წლის და 1თვის ბიჭი,ძალიან აქტიურია.იძახის დედას,მამას მიმართავს სახელით და ბევრი ასეთი დეტალი,მაგრამ აი აკრძალვებს ვერ იგებს,რო ვუჯავრდები იღიმის.აი რო მეტყვი აიღოს რაიმე ნივთი აიღებს და მომაწოდებს.მაგრამ რო ვეუბნები რო ეგ არ შეილება აი იმას არ ანებებს თავს,ამ ასაკისთვის აკრძალვას ვერ გებულობს? ძალიქნ ბევრს ვთხოვ?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ქეთი,

      როდესაც ბავშვი გისრულებთ თხოვნას, ითვალისწინებს თქვენს რჩევებს აუცილებლად შეაქეთ და დააჯილდოვეთ. როდესაც არასწორად იქცევა აუხსენით ეს მშვიდად. გაითვალისწინეთ, ასევე, რომ, როცა ბავშვი ჩართულია მისთვის საინტერესო საქმიანობაში და ერთობა, ის მშვიდი და დამჯერია, იწყებს ინსტრუქციების შესრულებას.

      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  25. მერი says:

    მოგესალმებით, მყავს 1 წლის და 4 თვის ბიჭი. მგონია რომ მის ასაკთან შედარებით აქტიური არაა. მომეცი მეთქი რომ ვეუბნები არ იცის ან აიღე და მომიტანე,კარგად იყავი.
    იცის ჭიტას თამაში, გამარჯობა და რამდენი წლის ხარ? რომ ვეკითხები მპასუხობს, სხვა არაფერი. საერთოდ ვცდილობ ვასწავლო მაგრამ ამყოლი არაა. თუნდაც თამაშის დროს ავაწყოთ კუბები რომ ვეუბნები.უფრო მანქანებითაა დაინტერესებული. თუმცა ძალიან უყვარს წიგნების წაკითხვა და მუსიკაზე მოსმენა. ამბობს დედას, მამას, ბებოს, ბაბუს და თავისებურად რაგაც ბგერებს.
    ამასთან ერთად ღამით უძილობა აწუხებს. სულ წუწუნებს. ვერ დავადგინე რა შეიძლება აწუხებდეს ბავშვს. ძუძუს ვაწოვებ ოღონდ უკვე მარტო ღამით და მინდა გადავაჩვიო მაგრამ ისედაც არ ძინავს და მეცოდება ჯერ. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე .მადლობთ.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, მერი,

      ამ ასაკის ბავშვი მეტყველებს ერთეული სიტყვებით, სიტყვებს იყენებს მიზანმიმართულად, ასრულებს მარტივ დავალებებს, თამაშობს ფუნქციურად – თამაშის დროს ახორციელებს წარმოსახვით ქმედებებს, გამოხატავს ინტერესს სხვა ბავშვებისადმი, გიყურებთ თვალებში, რეაგირებს საკუთარ სახელზე, იშვერს თითს იმის მისათითებლად რაც მას აინტერესებს.
      აუცილებელია, რომ ბავშვი შეფასებულ იქნას სპეციალისტის მიერ.
      ძილის რეჟიმის მოწესრიგებას კი გაცილებით მარტივად შეძლებთ თუ ბავშვი ღამით საკვებს არ მიიღებს. თანდათან შეამცირეთ ძუძუთი კვების ხანგრძლივობა >1 კვირის განმავლობაში.
      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  26. ნინი says:

    მოგესალმებით,

    მყავს 1 წლის და 7 თვის ბიჭი, სულ ერთი თვეა რაც დილის 6მდე ხან 7 ნახევრამდე სძინავს, წინა პერიოდს არარ გავიხსენებ :))) მაინტერესებს არსებობს თუ არა რაიმე საშუალება თუნდაც არა წამალი , რომ მიეჩვიოს ძილს დილის თუნდაც 8 საათამდე. მადლობა

  27. ნონა says:

    გამარჯობათ,ძალიან მომწომს ეს საიტი :* რა მაინტერესებს,ჩემი ბიჭი არის 11 თვის და ორი კვირის,25 ში ხდება წლის და მაიმტერესებს რა უნდა იცოდეს ბავშვმა ამ ასაკში?დედას მამას ამბობს,მომეცითქო რომ ვეუბნევი რაიმე ნივთზე ესმის და მაძლევს..მოდითქო რომ ვეძახი მოდის..კიდევ თავისი საყვარელი მულტფილმის სიმგერას ღიღნებს ,,ბა ბა ბა,, ასე …მაგრამ ლაპარაკით სხვას არაფერს ამბობს…მულტფილმები უყვარს ძალიან და რამდენად ხშირად შეიძლება ამ ასაკში ყურება?

    • მარი აბულაძე says:

      დიდი მადლობა ნონა,
      თქვენ რა უნარებიც ჩამოთვალეთ სრულიად საკმარისია 12 თვის ასაკისთვის, შეესაბამება ასაკობრივ ნორმას. მულტფილმებს რაც შეეხება, უმჯობესია ამ ასაკში ბავშვი უფრო აქტიური თამაშით დაკავდეს; უფრო მეტი დრო დაუთმეთ მასთან იტერაქციას,ბევრი ესაუბრეთ, წაუკითხეთ ხშირად.

      პატივისცემით,
      მარიამ აბულაძე
      ბავშვთა ნევროლოგი

      • ნონა says:

        დიდი მადლობა ყურადღებისთვის..აი წაკითხვას რაც შეეხება საერთოდ რამეს რომ ვასწავლი არც მიყურებს…და რამის წაკითხვის დროს ხომ საერთოდ არ მიჩერდება.

  28. ეკა says:

    მყავს 1 წლის და 1 თვის გოგონა. არ ამბობს არცერთ სიტყვას. ცოტა ხნით ადრე პერიოდულად მარცვლებიც წარმოსთქვა, მაგრამ ახლა ერთ სიტყვასაც აღარ ამბობს.. ხშირად ვუკითხავ ლექსებს, უყურებს მუსიკას ტელევიზორში და ასევე უცხოურ ენაზე გახმოვანებულ მულტფილმებსაც. თუმცა სიტყვებს მაინც არ ამბობს..არც ცდილობს. მისთვის სასურველ მულტფილმზე თუ არაა გადართული, ხშირად კივის. გვეუბნებიან, რომ ექიმთან ვიზიტი ჯერ ადრეა . რას გვეტყვით თქვენ?

    • Maia says:

      ეკა,
      შესაძლოა ბავშვი ვერ წარმოთქვამდეს სიტყვებს, მაგრამ 13 თვის ბავშვს უკვე უნდა ესმოდეს მიმართული მეტყველება ანუ ხვდებოდეს იმ მარტივი წინადადების მნიშვნელობას, რასაც ეუბნებით, მაგ.: მომეცი ბურთი, სად არის შენი თოჯინა ან სად არის დედა?
      შეეცადეთ ხელი შეუწყოთ მეტყველების განვითარებას:
      გაატარეთ დრო ბავშვთან ერთად წყნარ და ჩუმ ადგილას, სადაც არ იქნება არც მუსიკა და არც ტელევიზორი (მაგალითად სახლის გარეთ). ესაუბრეთ იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ ან რასაც ბავშვი აკეთებს. ბავშვმა კარგად უნდა გაიგონოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახე, თუ როგორ წარმოთქვამთ სიტყვებს. ესაუბრეთ წყნარად და უთხარით, თუ როგორი განსაკუთრებულია ის თქვენთვის. როდესაც თქვენი პატარა რაიმეს იტყვის, წაახალისეთ. “ესაუბრეთ” ერთმანეთს.
      წაუკითხეთ თქვენს ბავშვს ყოველდღე. ჩაიხუტეთ და ისიამოვნეთ ამ განსაკუთრებული წუთებით. თითით უჩვენეთ ნახატებზე და დაასახელეთ, რაც არის გამოსახული. ხანდახან სთხოვეთ, მოძებნოს რაიმე წიგნში: „სად არის კატა? ოო, აქ ყოფილა“. დასაწყისში მას შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს.
      იმედია, ეს რჩევები გამოგადგებათ.
      შეგიძლიათ შეაფსოთ ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარება სპეციალური ტესტის გამოყენებით ნეიროგანვითარების ცენტრში. ამისათვის დარეკეთ ტელეფონზე: 568013399.

    • ნინო says:

      ეკა , ასე მგონი ჩემს შვილზე საუბბრობ:) რაღაა ბგერებს წარსმოსთქვამს, დედა მამას, გამიზნულად არ გვეძახის, ძალიან ვნერვიულობ მაგრამ ხშირად ბეიბი ტვ-ს უყურებს, მყავს სამი შვილი, დროის ნაკლებობა მაქვს და ვერ გეტყვით რომ დროს ბევრს ვუთმობ ბავშვს. სხვა არცერთი მულტფილმი არ აინტერესებს, მხოლოდ ბეიბი ტვ. მოდი ჩემთან კარგად ესმის მაგრამ ლაპარაკს აგვიანებს 🙁

  29. ლიკა ბუწაშვილი says:

    კატო, მოგესალმებით.
    იმისათვის, რათა ბავშვი უმტკივნეულოდ გადაეჩვიოს ძუძუს წოვის პროცესს, გირჩევთ თანდათანობით, ეტაპობრივად წარმართოთ ეს პროცესი. გაითვალისწინეთ 2 ფაქტორი – ბავშვის თვალთახედვის არეში შემოიტანეთ ის საკვები, რომელსაც გსურთ, რომ შეეჩვიოს და ნელ-ნელა მცირე პორციებით მიეცით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ძუძუს წოვის პროცესი ბავშვისთვის მხოლოდ კვების პროცესი არ არის და თქვენთან ურთიერთობის ფორმასაც წარმოადგენს. შესაბამისად, შეეცადეთ, დღის მანძილზე მეტი დრო დაუთმოთ ბავშვთან ურთიერთობას, თამაშს, რათა ძუძუს წოვა არ იყოს მისთვის თქვენთან ურთიერთობის წამყვანი გზა და მისი შეწყვეტა არ დაუკავშირდეს ემოციურ პრობლემებს.
    წარმატებას გისურვებთ.
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი

  30. კატო says:

    მყავს 2 წლის ბიჭო, ძუძუს წოვს ისევ მინდა დავანებებინო, მაგრამ ძალიან ნერვიულობს და მეცოდება. რა ვქნა რომ უმტკივნეულოდ გადაეჩვიოს

  31. ნატალი says:

    მე ეხლა აღმოვაჩინე ეს საიტი და ძალიან მომწონს,არაჩვეულებრივია…ძლიან ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ახალბედა მშობელმა და თქვენი სტატიების დახმარებით და შეგონებით ისწავლოს ბავშვის სწორი აღზრდა.

  32. მარი says:

    მოგესალმებით, ძალიან კარგია ასეთი საიტი რომ არსებობს. ძალიან გთხოვთ, იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ საკვების შესახებ. 2წლის ბავშვებთან. დიდი მადლობა

  33. nino says:

    მოგესალმებით, სასიამოვნოა მსგავსი საიტების შექმნის იდეა. მართლაც სასარგებლო რჩევებია წარმოდგენილი მშობლებისთვის. მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, თუ შესაძლებელია რომ საიტზე დაიდოს ინფორმაცია კვების რაციონთან დაკავშირებით (შესაბამისი რეცეპტები) და ბავშვის დაზიანების შემთხვევაში(მოტეხილობა, დამწვრობა და სხვ.) პირველადი დახმარების ხერხები. თავად 14 თვის ბავშვის მშობელი გახლავართ და სიამოვნებით გავიზიარებდი აღნიშნულ ინფორმაციას. წინასწარ მადლობა.

    • Maia says:

      ქალბატონო ნინო,
      დიდი მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი საიტით. აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს შენიშვნას.
      კეთილი სურვილებით,
      მაია გაბუნია

      • რიტა says:

        გამარჯობათ.მყავს 1 წლის და 9 თვის ბიჭი. დაიბადა რვათვიანი.არის ჯამრთელი…სიარულით დადის მაგრმ დმოუკიდებლად მინც უჭირს,შორიახლოს უნდა მიყვე რო არ წაიქცეს.მაგრამ მე უფრო მაშინებს რომ არ ლაპარაკობს,თუ უყურებს ტელევიზორს ან კომპიუტერს თავის სახელზე საერთოდ არ რეაგირებს.ამბობს მხოლოდ რამოდენიმე სიტყვას,თავის ენაზე კი ამბობს ვითომ რაგაცებს მაგრამ გაურკვევლად….კარგად რომ ვეტყვით ხელით გვემშვიდობება სიტყვიერად არა.ამბობს დედა,მამა,ძაღლზე ამუა ძროხაზე მუ,მე მგონი ძალიან ცოტაა ამ ასაკისთვის ეს რამოდენიმე სიტყვა,რა შეგიძლიათ მომწეროთ არის თუ არა პრობლემა ეს ყველაფერი

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები