ადრეული ინტერვენციის სერვისი

ადრეული ინტერვენცია არის ბავშვის განვითარების ხელშეწყობის  მიზანმიმართულ და კოორდინირებულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს ბავშვის ადრეულ კრიტიკულ წლებში.

ინტერვენციის სამიზნეა როგორც ბავშვი, ასევე მისი ოჯახი. სპეციალისტებსა და მშობლებს შორის დაწყებული პარტნიორული ურთიერთობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბავშვის, ოჯახის და მთელი საზოგადოებისთვის.

ოჯახზე კონცენტრირებული ადრეული ინტერვენციის სერვისი:

  • აუმჯობესებს ბავშვის განვითარებას, სოციალურ და აკადემიურ მიღწევებს
  • ამცირებს სპეციალური განათლების, რეაბილიტაციის და ჯანდაცვის ხარჯებს
  • ამცირებს ოჯახის წევრთა სტრესს, იზოლირებისა და იმედგაცრუების შეგრძნებას
  • ოჯახის ძლიერი მხარეების გამოაშკარავება ხელს უწყობს დადებითი ჩვევების განმტკიცებას
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევთ იქცნენ პროდუქტიულ და დამოუკიდებელ პიროვნებებად

რაც უფრო დროულად ხდება შესაძლებლობების შეზღუდვის აღმოჩენა და ოჯახის მხარდამჭერი ინტერვენცია, მით უფრო წარმატებულია შედეგი.

 საქართველოში ადრეული ინტერვენციის პროგრამას ახორციელებს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის:

ნეიროგანვითარების ცენტრი

ახორციელებს ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია 0-დან – 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესასძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

 ეს პროგრამა მოიცავს:

  • ბავშვის/ოჯახის ხელშეწყობის საერთაშორისო მიდგომას;
  • პროფესიონალების მუშაობას შინ, სპეციალიზირებულ ცენტრში და საბავშვო ბაღში;
  • ბავშვის/ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას;
  • ჩარევის ინდივიდუალური გეგმის შედგენას.

ადრეული განვითარების პროგრამაში ერთვებიან მოტორული (მოძრაობითი), გონებრივი, მეტყველების,  ადაპტური (თვით-მოვლა, კვება, ჰიგიენა), სოციალური და კომუნიკაციური დარღვევების მქონე ბავშვები. ამ  პროგრამის მომსახურეობა მოიცავს თვეში 8 ვიზიტს, რომლის განხორციელება შესაძლებელია შინ, სპეციალიზირებულ ცენტრში და/ან საბაშვო ბაღში. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე.

პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა განცხადებით მიმართოთ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს.

ცენტრის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №2/6 (იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოს 3 შესასვლელი)

ტელეფონი: 2527889 / 105

პროგრამის ხელმძღვანელი: სოფიო ტატიშვილი, ტელ: 599510347;

ადრეული განვითარების გუნდის ლიდერები: სალომე ბარბაქაძე, ტელ: 555758822 და  ნათია ბერუაშვილი, ტელ: 558148316.

 საქართველოს პორტიჯის ასოციაცია

საქართველოს პორტიჯის ასოციაცია ბავშვთა ადრეული განვითარების პორტიჯის საერთაშორისო პროგრამის გამოყენებით მუშაობს დაბადებიდან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან. პროგრამაში ჩართული ოჯახი, სპეციალურად ტრენირებული სპეციალისტების დახმარებით, თანმიმდევრულად ეუფლება ბავშვის სხვადასხვა უნარების – მოტორული, შემეცნებითი, ენობრივი, თვითმომსახურების, სოციალური – განვითარებისა და სტიმულირების სტრატეგიებს. შედეგად ბავშვი უკეთ ახერხებს გარემოსთან ურთიერთობას, რაც მას  მოგვიანებით საგანმანათლებლო სისტემაში (ბაღი/სკოლა) ჩართვას უადვილებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის ჩართვის ხელშეწყობა პროგრამის ერთ–ერთი პრიორიტეტია.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 32.

ტელეფონი: 223 22 32

ხელმძღვანელი: ნინო ცინცაძე, ტელ: 593 344531

ადრეული განვითარების სპეციალისტების გუნდის ლიდერი: ეკა კეკელია ტელ: 577520969

    85 კომენტარი
  1. nino says:

    gamarjobat chemi gogona 2wlis da 4tvis aris da ambobs mxolod 5sityvas yvelaferi esmis da yvelafers sheshtebit gvagebinebs vukitxav zcaprebs da titeul gmirs icnobs adebs tits roca vekitxebi romeli romelia unda miviyvano tuara eqimtan rom ver laparakobs madloba winaswar

  2. ჯულიეტა says:

    გამარჯობათ ჩემი შვილი 1და11 თვისაა და ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს კრუნცჩხვიანი ბავშვია და წამალზე არის დამოკიდებული დიდი ხის გამალობაში უყურებდა მულტფილმებს და საერტოდ ვერც ერთ სიტყვას ვერ ამბობდა 2თვე ხდება რაც აგარ ვაყურებინებ მულტფილმებს და მეტველებაც გამოასწორა დე მეძახის და მამაც იცის ბევრი რამ ისწავლა მაგრამ მაინტერესებს მასაჟის გაკეთება ტუ შეიძლება დაყვება ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ დადის გტხოვთ მითხარის შეიძლება მასაჟი გავუკეთო და მეტყველება მულფილმების გამო არ მეტყველებდა?

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, ჯულიეტა
      თუ 1 წლისა და 11 თვის ასაკში ბავშვი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, არ არის ჩამოყალიბებული მეტყველება, აუცილებელია სრულყოფილი ნევროლოგიური შეფასება და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვა, სადაც ბავშვს ჩაუტარდება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ კომპლექსური რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს საჭიროების მიხედვით განვითარების სპეციალისტის, ფიზიკური თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის თუ ფსიქოლოგის ჩართულობას.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  3. თეონა says:

    მოგესალმებით.
    მყავს 10 წლის ბიჭი და მაინტერესებს თუ არის თქვენთან შესაძლებელი ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასება, ასევე ამ სერვისით სარგებლობის ღირებულება.

  4. ლევან says:

    ჩემი შვილი წლინახევრისაა და ვერ ამბობს ვერცერთ სიტყვას. დედასაც კი. პერინატალურ პერიოდში ჰქონდა ინტრავენტრიკულარული ჰემორაგია მეორე დონის. 2,3 სმ. ამ ეტაპზე არ გადაგვიმოწმებია რადგან ბავშვის რიტორიკა ადეკვატურად შეფასდა 7 თვეზე. მაგრამ მეშინია ამის ბრალი არ იყოს რომ ვერ საუბრობს. რას მირჩევთ?

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, ლევან,
      ახალშობილობის ასაკში I-II ხარისხის პერი-ინტრავენტრიკულური ჰემორაგია უმრავლეს შემთხვევაში სრულად ლაგდება და შემდგომ გართულებებს არ იწვევს, თუმცა დინამიკაში კონტროლს მოითხოვს და შემდგომი პრობლემები ძირითადად მოტორული სფეროს პათოლოგიით განისაზღვრება.
      1 წლის ასაკში ბავშვს მოეთხოვება დედას და მამას გარდა ამბობდეს 4-5 სიტყვას, თუმცა მეტყველების განვითარება მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურია. საყურადღებოა რამდენად ადექვატურია ბავშვი, იგებს და ასრულებს მარტივ დავალებებს, რამდენად ადექვატურად გამოხატავს საკუთარ სურვილებს… თუ მხოლოდ მეტყველების პრობლემაა, შესაძლებელია არ ვიჩქაროთ რეფერალი, ბევრი ვესაუბროთ ბავშვს, ხელი შევუწყოთ მეტყველების განვითარებას.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  5. მარიამი says:

    გამარჯობათ, მყავს ორი წლის ბიჭი, რომელიც არ ლაპარაკობს ამბობს მხოლოდ მამას ზოგჯერ უმიზნოდ, ყველაფერი ესმის და აკეთებს. გვაგებინებს ყველაფერს რაც უნდა თუმცა როცა რაიმეს ვასწავლი არ იმეორებს, თავის ენაზე ლაპარაკობს თუმცა გამიზნულად სიტყვებს არ ამბობს რას გვირჩევთ მივმართოთ სპეციალისტს თუ დაველოდო იდევ, პედიატრის თქმით პრობლემა არ არის

    • ლევან says:

      ჩემს ვაჟი არის წლინახევრის. პერინატალურ პერიოდში 2 თვეზე მეტ ხანს იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. აქვს რესპირაციული პრობლემები. ასევე ჰქონდა 2 დონის ინტრავენტრიკულარული ჰემორაგია. 2 თვის მერე არ გადაგვიმოწმებია. დადის და ფიზიკურად ადექვატური განვითარება აქვს. მაგრამ ვერ ამბობს ვერცერთ სიტყვას. დედასაც კი. სულ ტელევიზორს უყურებს მულტიპლიკაციურ ვიდეოებს ინგლისურენოვანი. რას გვირჩევთ. ყიფლიბანდი დახურულია და ნეიროსონოგრამაზე არ გამოჩნდებაო ჩაქცევა თუ გაიწოვა. თავისი ჯანმრთელობის გამო გვიწევს მუდმივად CT კვლევების ჩატარება კონტრაქტით საქართველოსა და გერმანიაში. ამიტომ პედიატრი გვეუბნება არაფერი საგანგაშო ჩამორჩენა არაა ჯერო რომ კიდევ თავზე უღოთ ტომოგრამაო . თქვენ რას გვირჩევთ?

  6. ნია says:

    მოგესალმებით, მყავს 2 წლის და სამი თვის ბიჭი. ვცხოვრობთ საზღვარგარეთ. სახლში ვსაუბრობთ ქართულ ენაზე, გარეთ უცხო ენაზე. ნათქვამის შინაარსი ესმის, ჩაივიცვათ ვჭამოთ მომიტანე გამომართვი ჭამე მაჭამე და ამგვარი ყიველდღიური გამოყენების სიტყვები. ასრუკებს მარტივ დავალებებს. არის მეტნაკლებად დამოუკიდებელი, ჭამს 1 წლიდან დამოუკიდებკად, ადრე გაიარა, ფიზიკურად არის 3,5 -4 წლის შესახედაობის. ემოციურად მდიდარი. ძალიან თბილი,უყვარს ჩახუტება, მოფერება , ძალიან კარგად გვეთამაშება ფეხბურთს, მანქანებს. 1 წლის და 8 თვის რომ იყო გაგვიჩნდა ეჭვი რომ რაღაცეებს აგვიანებდა, თითს არ იშვერდა, მაგრამ ისე გვანიშნებდა, ჟესტები ადეკვატური აქვს, მივიყვანეთ ნერვოპათოლოგთან, გვითხრა რომ იყო მეტყველებუს შეფერხება, არ დავჯერდით და გადავიღეთ მრტ, სადაც არ დადასტურდა არც მეტყველების და არც არანაირი შეფერხება ან ნორმიდან გადახვევა. ვინაიდან დაიბადა სასწრაფო საკეისრო კვეთით, ჯდომის და ბოლო წუთებში შემოხვეული ჭიპლარის გამო და მიეკუთვნებოდა რისკ ჯგუფს, დაიბადა ნორმალური, ჯანმრთელი, 7 ბალით შეფასდა (აპგარი) , ნეიროგანვითარების ცენტრში საზღვარგარეთ, გვითხრეს რომ განვითარების ეტაპის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, ვატარებთ იმავე ცენტრში მონტესოროთერაპიაზე, ფიზ.კულტურაზე, ლოგოპედურ მასაჟზე, ფსიქოლოგთან და ქვიშის თერაპიაზე. შესამჩნევად შეიცვალა, ცდილობს თავის ენაზე რაღაცეების ახსნას,ჟესტებით მიმიკებით. ადრე მუდმივად იყო ინტერნეტტან, შევუზღუდეთ და შედეგი კარგი გვაქვს. გვითხრეს რომ დაეწევა ეტაპებს . მაინტესერებს თქვენი რჩევა, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ? მედიკამენტოზური სტიმუკატორებზე უარი გვითხრეს, არ საჭიროებსო.წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ნია,
      თუ 1 წლის და 8 თვის ასაკში მდგომარეობა შეფასებულია, როგორც განვითარების ეტაპების დარღვევა, ამ ასაკში უკვე (2 წლის და 3 თვის) შესაძლებელია ზუსტი დიაგნოზის დადგენა. გირჩევთ, განმეორებით შეფასებას. თქვენი მიდგომა სწორია, თუმცა დიაგნოსტირების შემდეგ განისაზღვრება დამატებითი ინტერვენციის საჭიროების საკითხი. მედიკამენტური მკურნალობა ამ შემთხვევაში ეფექტური არ არის.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

      • ნია says:

        ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისა და რჩევისათვის. დღემდე დავდივართ ყოველთვიურად ამ ცენტრში და ვფასდებით. დიაგნოზი არ შეცვლილა.. დამატებით ინტერვენციაში რა იგულისხმება რომ ყველაფერი გავაკეთოთ, და ამ შემთხვევაში რამდენად ექვემდებარება რეალურად ეს მდგომარეობა სრულიად გაქრობას დიაგნოზისა. გმადლობთ კიდვ ერთხელ.

  7. sali says:

    გამარჯობა გთხოვთ მიპასუხოთ. მყავს 2.7წლის ბიჭი. გაიზარდა მუდმივად ძიძებთან რომლებიც სულ ტელევიზორს აყურებინებდბენ და არავინ ეხმარებოდა განვითარებაში. 2 წლის ასაკში არ ლაპარაკობდა არაფერს არცერთ სიტყვას მიზანმიმართულად და არ ასრულებდა დავალებებებს. ექიმმა ყვეკანაირი ტესტი ჩაუტარა და დაგვიდგინა განვითარების ეტაპების დარღვევა R62.0 და დავუწყეთ თერაპიები სადაც aba და ყველადერს გადის. ასევე მივედით ბაღში. გვაქვს ძალიან დიდი შედეგი ამბობს სიტყვებს დასახელებებს საგნების. სულ ცდილობს კაპარაკს რასაც დაინახავს ახმოვანებს მაგალუთად აი ტრაქტორი და ა.შ . ვერ აბავს მაგრამ ამბობს ათვალუერებს წიგნებს და ამბობს რა ხატია.დავალებებსაც ასრულებს. მაინტერესებს თუ ამგვარი თერსპიებით და მუდმივი სწავლით თუ გამოსწორდება ეს დიაგნოზი. რადგან რაც მოვახდინეთ სწავლება ბავშვი 100% სხვანსირი გახდა 3 თცეა დავდივართ ფსიქოლოგთან

  8. გიორგი says:

    გამარჯობათ, წავიკითხვე თქვენი ცენტრის შესახებ და გადავწყვიტე მომეწერა, მყავს 4.5 წლის შვილი ვაჟი, საუბარი გვიან დაიწყო (3.3წ) თუმცა ერთბაშად საკმაოდ გამართულად და კარგი ლოგიკით თუმცა სანამ საუბარს დაიწყებდა მაგ პერიოდში სულ ღიზიანდებოდა და მაგ პერიოდში საუბრის შეუძლებლობას ვაბრალებდით, თუმცა ეხლა როცა საუბრის პრობლემა საერთოდ აღარ აქვს ძალიან გააგრესიულდა სულ გაღიზიანებულია ბაღში ვერაფრით ვერ მივიყვანეთ იარა ერთი კვირა და ძაან კატეგორიული უარი განაცხადა, (დაძალება შეუძლებელია, ბევრი საუბრით არ ჭრის, ე.წ მოქრთამვა უბრალოდ შეუძლებელია ძალიან პრინციპული ბავშვია იდიალური ლოგიკით თუმცა ძალიან რთული ხასიათით) საერთოდ ძნელად შედის კომუნიკაციაში ბავშვებთან უცხოებთან და რაც დრო გადის ბავშვი უფრო და უფრო აგრესიული ხდება ძალიან განვიცდით და ვერაფერს ვერ ვცვლით გთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

  9. ნინო says:

    გამარჯობატ ცჰემი ბავსჰვი 4 ცლის გახდა მაგრამ მანამდე 3 ტვიტ ადრე უეცრად დაიცყო ენის აბმა იმეორებს სიტყვებს და სჰეიდზლება ეს ლოგონერვოზი იყოს?ისე მანამდე კარგად ლაპარაკობდა არაპრის არ სჰესჰინებია და მაინეტრესებს გაუვლის ეს/

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ნინო,
      ეს შეიძლება იყოს ენაბორძიკობა, ან გაუმართავი მეტყველება, რომელიც მეტყველების ნორმალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპია და რაიმე ჩარევას არ საჭიროებს. ენაბორძიკობის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები. სასურველია, მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ბავშვთან საუბრის დროს.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  10. ნანა says:

    მოგესალმებით, 5 წლის ბიჭს უჭირს სიტყვების სწორად წარმოთქმა, ხშირად თუ გავამეორებინებ სწორად სიტყვას ასწორებს. ლოგოპედი თვლის არ არის მისი მუშაობის ჩატარება ბავშვთან საჭირო თვითონ გაასორებს სიტყვებსო. ერთ წელში უკვე სკოლაში წავა, სკოლაში ხომ უფრო დისკომფორტი ექნება სწავლის პროცესში?ბაღში სიარულს აპროტესტებს,სახლში მეცადინეობა თუ გვაქვს ყურადღების კონცენტრაციას 5 წუთზე მეტს ვერ აკეთებს. იცის დათვლა 20 – მდე და ანგარიში ხუთის ფარგლებში. როგორ მოვიქცე მე, რომ გავუმჯებესო შვილის ასაკობრივი განვითარება? ბათუმში ვცხოვრობთ აქ ვის მივმართო, ან თუ არის სპეციალური პროგრამები სახელმწიფო ან არასამთავრობო სექტორში, როგორ ზემოთ ხსენებული ღია საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროგრამა. წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ნანა,
      მიმართეთ ნეიროგანვითარების ცენტრის ფილიალს ბათუმში, სადაც შესაძლებელია ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასება, ისევე როგორც ნეირორეაბილიტაცია.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  11. მარიამი says:

    გამარჯობათ. ერთი კვირის შვილი მყავს და ერი ძუძუ გაუმაგრდა. რით ვუშელო?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, მარიამ,
      აღნიშნული წარმონაქმნი, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია და საშვილოსნოში დედის ჰორმონების გავლენის შედეგია. რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში თანდათან ზომაში მცირდება. იშვიათად, ნორმალური ქსოვილის მცირე ნაწილი რჩება, რომელიც ზომაში არ იზრდება და არ ქმნის დისკომფორტს. დააკვირდით, შეშუპების, სიწითლის, ცხელების, გამონადენის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  12. მოგესალმებით says:

    მოგესალმებით.ჩემი ბიჭი წლის და ათი თვის არის და თითქმის არცერთ სიტყვას არ იძახის,იმ სიტყვებს რასაც ამბობს მათაც ძალიან ამახინჯებს… საქმე იმაშია ,რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ საქართველოში და ამასთან ერთად მას ყოველდღე ითხი ენის მოსმენა უწევს რადგან შერეული ოჯახი გვაქვს…ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე როდესაც ვცდილობ თუნდაც ერთი სიტყვა ვასწავლო ან მიბრაზდება ან ტირილს იწყებს,ისე თავის რა თქმა უნდა ჩვენთვის გაუგებარ ენაზე მთელი დღე ლაპარაკობს.ხანდახან მგონია რასაც ვეუბნები საერთოდ ვერ იგებს.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით,
      რამდენიმე ენის ერთდროულად შესწავლა არ შეიძლება იყოს მეტყველების განვითარების შეფერხების მიზეზი. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ ზოგიერთი ბავშვი ადრე იწყებს მეტყველებას, ზოგიერთი – შედარებით გვიან. მთავარია, მეტყველების პრობლემა არ იყოს ასოცირებული გონებრივი განვითარებისა და კომუნიკაციის სფეროს პრობლემებთან. ამისათვის აუცილებელია, ბავშვზე დაკვირვება სპეციალისტის მიერ, რომელიც განსაზღვრავს დამატებით დიაგნოსტიკური ტესტებით შეფასების საჭიროებას.
      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

      • ლელა says:

        მოგესალმებით!
        ჩვენ საქართველოში არ ვიმყოფებით სამწუხაროდ.ხომ ვერ მირჩევდით რომელ სპეციალისტს ვაჩვენო.

        • თათია აფრასიძე says:

          მოგესალმებით, ლელა,
          პირველ რიგში მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს, რომელიც განსაზღვრავს ფსიქოლოგის მიერ დამატებით დიაგნოსტიკური ტესტებით შეფასების საჭიროებას.
          თათია აფრასიძე,
          ბავშვთა ნევროლოგი

  13. ანა says:

    გამარჯობა!
    ჩემი გოგონა დაიბადა 37-ე კვირში 1კგ. და 600გრ.
    ჩემი აზრით ბავშვი ნორმალურად ვითარდება,მაგრამ მოვისმინე თქვენი ცენტრის შესახებ და მინდა ბავშვის მოყვანა. ვის მივმართო და რა ასაკში?
    გმადლობთ!

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ანა,
      ნეიროგანვითარების ცენტრში შეგიძლიათ მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს, რომელიც გაგიწევთ რეკომენდაციებს და განსაზღვრავს სხვა სპეციალისტების ჩართვის საჭიროებას.
      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  14. ლია says:

    გამარჯობათ. ჩემი შვილი არის 5 წლის და მას ესმის ყველაფერი, თუმცა უჭირს წინადადების აწყობა და ძირითადში ლაპარაკი (უწევს რამოდენიმე ენის მოსმენა კომპიუტერის გამო, კომპიუტერს კი ვერაფრით მოვაცილეთ) არ ვიცი ვის მივმართო … თუ შეგიძლიათ , რომ მირჩიოთ რაიმე ან ვინმე, რომ მივმართო.

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ლია,
      მიმართეთ ნეიროგანვითარების ცენტრს.
      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  15. ლელა says:

    გამარჯობათ. გავიგე რომ იაშვილში არის ბავშვთა განვითარების შეფასების ცენტრი. თუ ხდება 3-4წლის ბავშვთა სკრინინგი, რომელსაც არ აქვს პრობლემები ,მაგრამ არის დღენაკლი . კონსულტაცია ფასიანია თუ უფასო?

    • ვაჟა says:

      გამარჯობათ, მყავს 3.5 ბიჭი. დაიბადა სასწრაფო საკეისრო ოპერაციით.ფიზიკურად არის განვითარებული იმაზე მეტადაც, მეტყველებს მაგრამ ფიქრის უნარი არ აქვს. ყველა სიტყვას იმეორებს თუთიყუშივით, მაგრამ ავიწყდება რას რა უნდა დაუკავშიროს. სიმღერებს მღერის თან ახსოვს ყველა მოსმენილი სიმღერის მელოდია, მაგრამ სიტყვებს ყლაპავს. თავისი ექიმი მეუბნევა, რომ დაველოდოთ და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მე მაინც შიში მაქვს იმიტომ,რომ გოგონა მყავს 5 წლის რომელმაც სამი წლისამ კითხვა იცოდა

      • თათია აფრასიძე says:

        მოგესალმებით, ვაჟა,
        3 წლის და 5 თვის ბავშვი საუბრობს სრული წინადადებებით, ასრულებს 3-ეტაპიან დავალებებს, ნახატებიანი წიგნის დათვალიერებისას გეუბნებათ თუ რა მოქმედება ვითარდება (მაგ: მირბის, ყეფს, ტირის), სწორად გპასუხობთ შეკითხვებზე: რა გქვია? რა გვარი ხარ?
        აუცილებელია, მიმართოთ სპეციალისტს, რათა მოხდეს ბავშვის განვითარების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის დროული დაგეგმვა.
        თათია აფრასიძე,
        ბავშვთა ნევროლოგი

      • ანი says:

        გამარჯობა. მყავს ბიჭი 2 წლის და 9 თვის. მთელი ეს პერიოდი ბავშმა გაატარა კომპიუტერთან, უყურებდა უცხოენაზე მულტფილმებს. ბოლო 1 თვეა კომპიუტერი გავაქრეთ ოჯახიდან და ბავშმა ნელ-ნელა უმატა სიტყვების თქმას, იმეორებს უკვე ყველა სიტყვას რასაც ვამბობთ, ნელ ნელა ლექსების თქმაც დავიწყეთ. ამბობს გარკვეულ სიტყვებს გაზზრებულად, გარკვეულ სიტყვებს უბრალოდ იმეორებს.ცხოველები იცის ზეპირად, რა ხმებს გამოსცემს და ა.შ.
        ოჯახში არ ვაძლევდით საშუალებას დამოუკიებლად ეჭამა, ჩაეცვა, ხელში მაკრატელი აეღოო და ამის გამო ვფიქრობ ეს უნარებიდ აუქვეითდა მაგრამ ამჟამად ვასწავლით დამოუკიდებლად ცხოვრებას და ნელ-ნელა ეჩვევა. სახელის დაძახებას რეაგირებს, მაგრამ თუ თამაშითაა გართული არც შემომხედავს. ასევე იცის აიღე, მომიტანე, დადე, წადი, დაკეტე. ყველაფერს ასრულებს მყავდა გლობალმედში და მითხრეს რომ საეჭვოა აუტიზმი ოღონდ დაუსტებით ვერ სვავენ ამ დიაგნოზს. ბავშვი არის მშიშარა, ეშინია ძალიან ბვრი რამის. გთხოვთ გამეცით პასუხი, შეიძლება თუ არა ექიმები ცებოდნენ და უბრალოდ არასწორი აღზრდის გამო მომხდარიყო ეს ჩამორჩენა განვითარებაში და შეიძლება თუ არა სწორი აღზრდით დალაგდეს ყველაფერი. გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან ვნერვიულობთ
        მადლობა

        • თათია აფრასიძე says:

          მოგესალმებით, ანი,
          რა თქმა უნდა, სწორი და რაც მთავარია, დროული ჩარევით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ყველა შემთხვევაში. თავად აღნიშნავთ, რომ თქვენი მეტი ჩართულობით ბავშვის უნარები გაუმჯობესდა. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, ნეიროგანვითარების ცენტრს, რათა სპეციალიზებული მულტიდისციპლინური მიდგომით მოხდეს ბავშვის შეფასება და ინტერვენციის საჭიროების შემთხვევაში, მდგომარეობის ადექვატური მართვა.
          თათია აფრასიძე,
          ბავშვთა ნევროლოგი

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით, ლელა,
      ბავშვის განვითარების შეფასება შესაძლებელია.
      ვიზიტი ფასიანია.

      თათია აფრასიძე,
      ბავშვთა ნევროლოგი

  16. თამთა says:

    გამარჯობა ჩემი ბიჩი 3 წლის არის ჩვილობიდან ინგლისურ მულტფინმებს უყურებს და მარტო ხუთამდე ითვლის ინგლისურად ოგონდ გამართულად მაგასაც არ ამბობს ერთი სიტყვაც კი არ იცის ქართული არც დედას ამბობს ოჯახში ყველა ქართულად ვსაუბრობთ კომპიუტერში უყურებს უცხო ენაზე საბავშვო მულტ ფილმებს მაგის გარეშე საჩმელსაც კი არ ჩამს როცა ვესაუბრებით არ გვისმენს მარტო ბგერებს გამოსცემს და მის ენაზე საუბრობს სმენა აქვს რადგან ხმა რო ესმის რეკლამის ან საბავშვო გადაცემა გადის ეგრევე მორბის საყურებლად გთხოვთ გამცეთ პასუხიი საშიშია ?

    • თათია აფრასიძე says:

      მოგესალმებით თამთა,
      იმისათვის, რომ შეფასდეს და გამოირიცხოს მდგომარეობები, რაც შესაძლოა, სათანადო ჩარევას მოითხოვს და მხოლოდ მეტყველების დაგვიანებით არ შემოიფარგლება, აუცილებელია, ბავშვის განვითარების, კომუნიკაციისა და სოციალური უნარების შეფასება სპეციალისტთა ჯგუფის მიერ დიაგნოსტიკური ტესტებით.
      გირჩევთ, მიმართოთ სპეციალიზებულ ცენტრს.
      სწორი და დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მართვა მნიშვნელოვანად აისახება მდგომარეობის კარგ გამოსავალზე.
      თათია აფრასიძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  17. თამო says:

    მოგესალმებით! ჩემი ბიჭუნა არის 2 წლის და 5 თვის. პრობლემა მდგომარეობს იმაში ,რომ არ ლაპარაკობს. იძახის რამოდენიმე სიტყვას,მაგრამ გაუაზრებლად. შეუძლია გაიმეოროს სხვისი ნათქვამი. სმენა იდეალური აქვს. როცა რამეს ვუხსნი არ აინტერესებს. ბავშვი დაიბადა საფრანგეთში,სახლში ქართული ლაპარაკი ესმის,ბაღში ფრანგული.რამდენად შესაძლებელია რომ ეს ფაქტორი იყოს მისთვის შემაფერხებელი მეტყველებაში? პედიატრი არ თვლის საჭიროდ სპეციალისტის ჩარევას,თუმცა მე ძალიან მეშინია. იქნებ მითხრათ რამდენად რთულად არის საქმე,ვის მივმართო,ლოგოპედს თუ ფსიქოლოგს. გმადლობთ

    • მარი აბულაძე says:

      მოგესალმებით,

      თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე რეკომენდირებულია მოხდეს ბავშვის განვითარების და მეტყველების შეფასება სპეციალური ტესტების მეშვეობით. აღნიშნული კვევები ტარდება ნეიროგანვითარების ცენტრებში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედის: ექიმი, ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი. თბილისში არის რამოდენიმე ასეთი ცენტრი. თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ შემიძლია დაგაკვალიანოთ.

      პატივისცემით,
      მარიამ აბულაძე
      ბავშვთა ნევროლოგი

  18. ირმა says:

    გამარჯობათ!

    11 თვის ბავშვი (ბიჭი) არ დგება ფეხზე. პედიატრმა გასინჯა რამოდენიმეჯერ და კუნთები ნორმალურად აქვს ჩამოყალიბებულიო. მითხრა ადროვე და თავისი დადგებაო, მაგრამ უკვე თერთმეტი თვისაა და მაინც არ დგება. უკვე ვნერვიულობ. ძალიან მაინტერესებს თქვენი რჩევა. მადლობთ წინასწარ.

    • Maia says:

      ირმა,
      11 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ჯდომა და წამოჯდომა, ოთხზე (ხელებზე და მუხლებზე ყრდნობით) დგომა და ოთხზე გადაადგილება, ხელის ჩაჭიდებით დგომა და გადაადგილება.
      ავარჯიშთ ის თამაშით:
      თუ თქვენ ბავშვს უკვე შეუძლია ასადგომად წამოწევა, დაულაგეთ თავისი საყვარელი სათამაშოები დაბალ მაგიდაზე ისე, რომ მისაწვდენად წამოწევა დასჭირდეს. ამით ის მიწვდომასა და წონასწორობაში გაივარჯიშებს. ასევე, მას შეექმნება წარმოდგენა საგნების ახლოსა და შორს მდებარეობის შესახებ.
      მაგიდაზე გადააფარეთ დიდი პირსახოცი ან ორი სკამის ზურგზე გადაფარეთ ზეწარი და შექმენით პატარას გვირაბი. როდესაც თქვენი პატარა შეძვრება ამ გვირაბში, დაუძახეთ. როდესაც იპოვით, გაკვირვებით შესძახეთ: „უი, აქ ყოფილხარ!“
      მოიფიქრეთ სხვა მსგავსი თამაშები.
      აჯობებს გაიაროთ კომპეტენტური ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია.

  19. ნატალია says:

    გამარჯობათ, მე მოგწერეთ რამდენჯერმე ჩემს შვილთან დაკავშირებით. ლუკა 3 წლის და 3თვის არის,აქვს ფსიქიკური განვითარების ეტაპების დარღვევა. დავდივართ რეაბილიტაციაზე ნეიროგანვითარების ცენტრში, უკვე ჩატარებული გვაქვს 7 რეაბილიტაცია, რომელიც საკმაოდ წარმატებით მიდის,ადვილად მიჰყვება ნეიროფსიქოლოგს,მაინტერესებს ასეთი დიაგნოზის შემთხვევაში შეიძლება ბავშვს რაიმე ორგანულიც სჭირდეს, ანუ ტვინის რაიმე დაზიანება? ლუკას აქვს კიდევ კვების პრობლემაც,2 წლამდე ჭამდა ყველა სადილს, ხილს,მაგრამ 2წლის ასაკიდან შეწყვიტა ყველაფრის ჭამა და დღემდე ჭამს მხოლოდ რძეში მოხარშულ ფაფებს და პიურეს მხოლოდ,თუმცა კარაქიანი პური, კამფეტები, პეჩენია,ნაყინი,და სხვა ტკბილეულს მიირთმევს, არ ჭამს სადილებს და ხილს,არც წვენებს არ სვავს. მაინტერესებს კვების პრობლემა გამოწვეული არის თუ არა ბავშვის ფსიქიკური განვითარების ეტაპების დარღვევით.

  20. ნატალია says:

    გამარჯობათ,ჩემი ლუკა 3 წლის და 1 თვის არის,ვერ ლაპარაკობს,თუმცა ორ მარცვლიან ბგერებს ამბობს,კონტაქტურია,თამაშობს აქტიურ თამაშებს ოჯახის წევრებთან,თავის ძმასთანაც. გავაკეთეთ გაეემოკვლევები,სმენა კარგი აქვს,მყავდა ნევროლოგიისა და ნეიროსონოგრაფიის ცენტრში,ნევროლოგთან,მერე ნეიროფსიქოლოგთან და განვითარების ეტაპების დარღვევა აქვს,დაგვინიშნეს რეაბილიტაცია კვირაში 2ჯერ ,დაფინანსებაცგვაქვს და ველოდებით რიგს,რადგან საკმაოდ ბევრი ბავშვია.მაინტერესებს რამდენად კეთილსაომედო იქნება პროგნოზი,შესაძლებელია თუ არა ბოლომდე რომ გამოჯანმრთელდეს?ბავშვს უჭირსმიმართული მეტყველწბის გაგება

    • Maia says:

      ნატალია,
      მოგესალმებით,
      ყველა ბავშვი თავისებური ტემპით ვითარდება. რთულია, წინასწარ განსაზღვრო, როგორი იქნება შედეგი მხოლოდ ამ ინფორმაციით, რასაც გვწერთ.
      შეცადეთ დაეხმაროთ განვითარებაში. ხელი შეუწყვეთ მეტყველების განვითარებას:
      შექმენით პატარა ალბომი თქვენი ბავშვისთვის ნაცნობი ადამიანების და ცხოველების სურათებისგან. ისაუბრეთ თქვენს ბავშვთან ამ სურათების შესახებ, დაასახელებინეთ ფოტოზე გამოსახული ადამიანები და ცხოველები. ჰკითხეთ მას: „ვინ არის ეს? რას აკეთებენ ისინი?“ ხშირად დაათვალიერეთ ეს ალბომი. ასწავლეთ საკუთარი სახელი და გვარი და დააწერეთ ამ ალბომს.
      გამორთეთ ტელევიზორი და სხვა ხმოვანი აპარატურა, რომ უკეთ გაიგოთ თქვენს ირგვლივ არსებული ხმები. მოუსმინეთ მაცივრის მოტორის ხმას, ქარის ზუზუნს, საათის წიკ-წიკს ან ადამიანების საუბარს. ჰკითხეთ ბავშვს, თუ რისი ხმა ესმის მას. სცადეთ იგივე ღამითაც. ყური დაუგდეთ ჭრიჭინას, ბაყაყის ყიყინს ან მანქანის სიგნალს. ჩასჩურჩულეთ ერთმანეთს, თუ რისი ხმა გესმით.
      თქვენ თვითონ მოიფიქრეთ ისეთი თამაშები, რაც მას განვითარებაში დაეხმარება.
      წარმატებებს გისურვებთ.

  21. ლილიანა says:

    ჩემი ძმა 7 წლის არის ჯერ დათვლაც არ იცის 10 მდე არ ვიცი რა ვუყო სულ არის მიშტერებლი მულთმილებზე არაფერი არ აინტერესებს მულტფილმების გარდა რა ვუყოთ მეორე კლაში გადაიყვანებენ

    • Maia says:

      ლილიანა მოგესალმებით,
      შეეცადეთ თამშით ასწავლოთ.
      ამ თამაშში მონაწილეობა ოჯახის ყველა წევრს შეუძლია: ჟურნალიდან ამოჭერით ცხოველების სურათები. გადააბრუნეთ სურათები უკუღმა. ერთ-ერთი მონაწილე ირჩევს სურათს და მეორე ცდილობს გამოიცნოს თუ რა ცხოველია სურათზე, რისთვისაც სვამს მსგავს შეკითხვებს: „ეს ცხოველი წყალში დაცურავს? ის კატაზე დიდია? მცენარეებით იკვებება?“ როდესაც გამომცნობი სწორად მიხვდება, როლები იცვლება.
      ცომისგან გააკეთეთ სხვადასხვა ციფრები და ასოები: დაიბანეთ ხელები, დაჭერით ცომი ზოლებად და დაეხმარეთ ბავშვს, გააკეთოს ციფრები ან ასოები ცომისგან. შემდეგ ასწავლეთ, როგორ უნდა ათქვეფილი კვერცხის გულის ჯაგრისით წასმა, მარილის მოყრა და გამოცხობა სანამ ოქროსფერი არ გახდება. გაახმოვანეთ ის ასოები, რაც მან გამოაცხო. შეჭამეთ ასოები და ციფრები.
      თქვენ თვითონ მოიფიქრეთ სხვა თამაშბი, რაც მას განვითარებაში დაეხმარება.

  22. ნატალია says:

    gamarjobat chemi bichi 5 wlisaa akvs logonervozi da dislalia. damyavda logobedtadtan 1 tveda mainc ver vnaxe shedegi aseve danyavda nevropotologtan da 5 tve vasmevdi dzlier wamlebs . shedegi ki konda cota magram bavshvi iyo dzalian mowyvetili sul edzineboda , magram rogogorc ki shevwyvitet wamlebis migeba simptomebi dagvibrunda ukan . gtxovt mirchiot rame

    • Maia says:

      ნატალია,
      მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს ნეიროგანვითარების ცენტრში, ტელ: 568013399

  23. ლიკა ბუწაშვილი says:

    სალომე , მოგესალმებით.
    სასიამოვნოა, ომ თქვენა შვილს ამ დროის მანძილზე მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა თქვენი აქტიური დახმარების და ჩართულობის მეშვეობით. რაც შეეხება იმას, რასთან გვქონდა საქმე 1 წლის წინ და ახლა ბავშვის მდგომარეობა როგორ შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ სიღრმისეული გამოკვლევებით შეგვიძლია გამოვარკვიოთ. გირჩევთ, მიმართოთ ექიმს და თუ საჭირო გახდება მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით შეფასდეს ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობა. ბავშვი რა თქმა უნდა დამოუკდიებლადაც შეძლებს განვითარებას, თუმცა 2 წლის და 8 თვის ასაკში მიზანმიმართული დახმარებით (თუნდაც მხოლოდ თქვენთვის სწორი მიმართულების მიცემით) მეტად ალბათურია, რომ პროგრესი უკეთესი იყოს.
    კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  24. სალომე says:

    გამარჯობათ ქალბატონო ლიკა, მე მყავს 2წლის და 8თვის ნიკოლოზი.როცა 1წლის და 5თვის იყო გადაიტანა ჩუტყვავილა ძალიან მძიმედ.ამის მერე შევატყე რო ბავშვი ძალიან თავის თავში ჩაკეტილი იყო ძალიან სხვანაირი დადიოდა თავდახრილი არ მისმენდა არ ასრულებდა აღარანაირ მითითებას,მივმართე ყურის ექიმს მეგონა სმენასთან დაკავშირებული პრობლემა ქონდა, 100პროცენტიანი სმენა აგმოაჩნდა გაგვგზავნეს ნევროლოგთან და ასე პირდაპირ მითხრა რო შენი შვილი არის აუტისტი 1წლის და 8თვის ასაკში დაუსვა ეს დიაგნოზი. იქედან ისეთი გაგიძებული წამოვედი გახსენებაც არ მინდა მერე ნევროლოგიის ინსტიტუტში მირჩიეს მისვლა ასევე ქალბატონ ნანა გელაძესთან და მათ მითხრეს არ არის ეს აუტიზმი ეს არის კომპიუტერზე დამოკიდებულებაო რადგან ამ გაგიზიანებულზე ოგონდ გაჩერებულიყო და მთელი დღე მულტფილმებს ვაყურებინებდი. და არანაირი წამალი მხოლოდ რჩევების ფურცელი მომცეს როგორ ვეურთიერთო ჩემს შვილს და მხოლოდ გამელატე ბ6 დაუნიშნა ქალბატონმა ნანამ. იმის მერე აღარ მიმიყვანია, დღეს 2წლის და8თვისააა გამართულად არ ლაპარაკობს მაგრამ ამბობს ბევრ სიტყვას გააზრებულად მახვედრებს რა უნდა გახდა კონტაქტური ეთამაშება ბავშვებს დადის ჩვეულებრივ ბაღში. გახდა ძალიან თბილი. მთელი ამ ხნის მანდილზე მასტან თამაშში და საუბარში გავატარე და მგონი შევძელი. თქვენ რას ფიქრობთ? რასთან გვქონდა საქმე და ახლა როგორაა ჩვენი საქმე? თუმცა მისი თანატოლები ლექსებსაც ყვებიან ნიკოლოს ამდენი არ შეუძლია. და რას მირჩევთ? ექიმს უნდა ვაჩვენო ისევ? თუ 3წლამდე დაველოდო კიდე რას შეძლებს? მადლობა წინასწარ

  25. ლიკა ბუწაშვილი says:

    თამთა, მოგესალმებით.
    იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როდისაა მიზანშეწონილი ბავშვის მიყვანა ბაღში, რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ, მათ შორის ასაკს. როგორც წესი, სასურველია 3 წლის ასაკს მიახლოებულად შევიყვანოთ ბავშვი საბავშვო ბაღში, თუმცა შესაძლოა თქვენ შემთხვევაში ბავშვს ჰქონდეს მეტ-ნაკლები მზაობა 2 წლის და 2 თვის ასაკისთვის. სანამ მიიყვანთ, 1-2 თვით ადრე მოამზადეთ ცვლილებისთვის – ბაღის სიახლოვეს გაასეირნეთ ხოლმე ან თუ შესაძლებელია ბაღისავე ეზოში. კარგი იქნება, თუ აღმზრდელსაც გაიცნობს მანამ, სანამ შევა ბაღში. შეეცადეთ ამგვარად ნაცნობი და სასიამოვნო გახდეს ბაღის გარემო მისთვის. თუ ბავშვს მეტყველების გაგები სსირთულე არ აქვს, ესაუბრეთ იმის შესახებ, რას გააკეთებს ბაღში. ასევე, თუ ბავშვი დღის მანძილზე მხოლოდ თქვენთანაა, ნელ-ნელა შეაჩვიეთ თქვენ გარეშე ოჯახის სხვა წევრებთან დარჩენას. კარგი იქნება, თუ ახლო ნათესავებთან, რომლებთანაც ბავშვს ხშირი შეხება აქვს და თქვენს სახლში არ ცხოვრობენ, ცოტ-ცოტა ხნით დატოვოთ, რათა შეეჩვიოის სახლსგარეთ სასიამოვნო გარემოში დარჩენას.
    წარმატებას გისურვებთ!

    ლიკა ბუწაშვილი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  26. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნათია, მოგესალმებით.
    ნეიროგანვითარების ცენტრში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მეტყველების დარღვევის დიაგნოსტირების დაფინანსებას საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად თუ ბავშვი საქართველოს მოქალაქეა. იმისათვის, რათა პროგრამაში ჩართვის საკითხი გადაწყდეს, უნდა გაიაროთ პირველადი კონსულტაცია, რომლის საფუძველზეც მოხდება თქვენი ჩართვა პროგრამაში. ვინაიდან ბათუმიდან აპირებთ ჩამოსვლას, გაითვალისწინეთ, რომ პირველადი კონსულტაციის შედეგად იმავე დღეს არ დაიწყება გამოკვლევები. კოორდინატორი ჩაგწერთ გარკვეული პერიოდის შემდეგ (შესაძლოა 2-3 კვირის შემდეგ) იქიდან გამომდინარე, რომ მსურველი ბევრია და რიგის პრინციპი მოქმედებს.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი

  27. თამთა says:

    მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია 2 წლის ასაკიდან ბავშვის ბაღში მიყვანა. სექტემბრის ასაკიდან როდესაც ჩემი შვილი იქნება 2 წლის და 2 თვის ვგეგმავ წავიყვანო კერძო ბაღში. რამდენად სწორად ვიქცევი? ნაადრევი ასაკი ხომ არ არის ბაღისთვის?

  28. ნათია says:

    ჩემი შვილი 3 წლის ხდება, საერთოდ არ ლაპარაკობს, ესმის კარგად. ქალბატონო ლიკა, მაინტერესებს იაშვილის კლინიკაში მოქმედებს თუ არა რაიმე პროგრამა, რა შედის ამ პროგრამაში. და კიდევ, ვრცელდება თუ არა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვზე. ვცხოვრობთ ბათუმში

  29. nino says:

    bavshvi dzalian xshirad agebinebs. 3 tvis aris.wonashi problema ar aqvs. dzudzuze myavs da dgeshi 2-3 ger wvril sugarets vewevi. amis bralI xom ar aris ?

  30. ლიკა ბუწაშვილი says:

    ლელა, მოგესალმებით. 2 წლის ასაკში ფიზიკური აგრესიის მსგავს გამოვლინებებს ველით ხოლმე. 2-დან 3 წლის ასაკამდე როგორც წესი, ბავშვები მეტად გამოხატავენ აგრესიას ამ ფორმით. თუ ეს არ არის ბავშვის გარშემომყოფებთან ურთიერთობის ძირითადი ფორმა, არ გაქვთ მნიშვნელოვნად შეწუხების საფუძველი. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დროულად ჩაერიოთ, რათა ბავშვმა თანდათან ისწავლოს ემოციების რეგულირება და სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვა. ამისათვის, პირველ რიგში, დააკვირდით რამდენიმე დღის მანძილზე, როგორც წესი, როდის კბენს, ჩქმეტს თქვენი შვილი გარშემომყოფებს – ანუ, რა უძღვის წინ მის ამგვარ საქციელს. შემდეგ კი შეეცადეთ, ისე დაარეგულიროთ ეს წინაპირობები, რომ ბავშვი შედარებით ნაკლებად გაღიზიანდეს. თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით. ამ შემთხვევაში, სანამ აგრესიას გამოხატავს, მიეხმარეთ და ასწავლეთ როგორ გადაჭრას პრობლემა. მაგ. თუ დამ აიღო კუთვნილი სათამაშო, იმავე მომენტში ჩაერიეთ და უთხარით ბავშვს, რომ დაიკო მალე დაუბრუნებს სათამაშოს და შეეცადეთ ყურადღება სხვა სათამაშოსა თუ აქტივობაზე გადაატანინოთ. შედეგად, ბავშვი ისწავლის, რომ შეიძლება სასურველი ნივთი დათმოს და უკეთაც შეძლოს გართობა. ეს ერთი კონკრეტული მაგალითია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მოყვანილი რჩევები ზოგადი ხასიათისაა და თქვენს შვილზე მორგებული რეკომენდაციების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  31. LELA says:

    გამარჯობათ ქალბატონო ლიკა.ჩემი ბიჭი არის 2 წლის.მაქვს ერთი პრობლემა.თუ ვინმემ გააბრაზა ცემს,ხელებით წვდება ლოყაზე,ყელზე.იცის ჩქმეტა,კბენა.ამავე დროს არის ძალიან თბილი და მოსიყვარულეც.თავის 3 წლის დასთან ხშირად მოსდის ჩხუბი და დაუნდობლად კბენს,ლოყაზე ჩქმეტს..ერაფრით ვერ გადავაჩვიე ამ მავნე ჩვევას.ძალიან მეშინია და ვნერვიულობ.გთხოვთ მირჩიოთ რამე….

  32. ლიკა ბუწაშვილი says:

    მარიამ, როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, ყველაზე მეტად გაწუხებთ თქვენი შვილის მეტყველების განვითარების დონე, თუმცა, მიუთითებთ, რომ კარგად სწავლობს, არ გაქვთ ეჭვი გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებით და მეტყველების პრობლემაც თავს გაკვეთილის მოყოლოს პროცესში არ იჩენს თავს. ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა ბავშვის მეტყველება შეფასდებს სპეციალისტის მიერ. მიმართეთ ფსიქოლოგს, ექიმს ან მეტყველებით თერაპევტს იმისათვის, რათა ობიექტურად შეფასდებს ბავშვის მეტყველება და საჭიროების შემტხვევაში მიიღოთ აუცილებელი რეკომენდაციები.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი

  33. ელისო says:

    ჩემს შვილს რომელიც არის სამი თვის აქვს ჰიდროცეფალია . რანოლდ კიარის სინდრომი, მაინტერესებს შეიძლება თუ არა თქვენ მოგმართოდ ბავშვი დამყავს იაშვილში ნეიროქირურგთან თვეში ერთხელ ხდება ბავშვზე დაკვირვება არის თუ არა რამე ისეთ პროგრამა რომელიც დაგვეხმარება უფრო მეტად დაგვეხმარება ამ დაავადების გათვიცნობიერებაში და შემდგომ სწორად წარმართვაში მაინტერესებს ეს დაავადება მიეკუთვნება თუ არა აუტისტურ დაავადებას .

    • Maia says:

      ელისო,
      არნოლდ-კიარის სინდრომი არის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების თანდაყოლილი მანკი, რომლის გამოვლენა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებულია მანკის გავრცელებასა და ტიპზე. იმის მიხედვით თუ თქვენს ბავშვს ამჟამად რა პრობლემა აქვს, მართვაც შესაბამისად ხდება.
      სპეციფიკური სამკურნალო პროგრამა არ არსებობს.
      სინდრომი არ მიეკუთვნება აუტისტისტურ დარღვევას.
      სასურველია მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს, სადაც შეაფასებენ ბავშვის უნარებს და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავენ რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამას. ტელ: 2527889.

  34. ლიკა ბუწაშვილი says:

    დათო, მოგესალმებით.
    თქვენ აღნიშნეთ, რომ დადიხართ ნეიროგანვითარების ცენტრში, სავარაუდოდ, ქცევით თერაპიაზე. შესაბამისად, ჩატარებული გაქვთ დიაგნოსტიკა. რაც შეეხება დიაგნოზს, 3 წლის ასაკამდე, როგორც წესი, არ ისმება ბავშვთა აუტიზმის დიაგნოზი, თუმცა ეს არ გამორიცხავს აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოზის ქონას. გირჩევთ დიაგნოზთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რომელმაც შეაფასა ბავშვი. რაც შეეხება ანბანის ცოდნას, თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვი ცნობს ასოებს, კარგია და მიუთითებს მეხსიერებაზე. თუმცა, ისევე, როგორც ანბანი, ისე სხვა ნებისმიერი რამ პრობლემურად მიგვაჩნია მაშინ, როდესაც ის წარმოადგენს ბავშვის ინტერესების ერთადერთ სფეროს და იმდენად ხშირად და ხანგრძლივად კავდება ბავშვი აღნიშნული ინტერესით, რომ სხვა დანარჩენს თითქმის არ აქცევს ყურადღებას. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ქცევით თერაპევტთან, რომელიც აუცილებლად გაგიწევთ კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ გაფართოვდეს ბავშვის ინტერესის სფერო და როგორ შეიძლება უკვე არსებული ინტერესების გამოყენება მეტად ფუნქციურად. ცფიქრობ, ქცევით თერაპევტსვე ჰკითხოთ მულტფილმთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი უფრო კარგად იცნობს ბავშვს და მეტად დეტალურ რეკომენდაციებს მოგაწოდებთ.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი

  35. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნიკოლოზ,
    მოხარული ვარ, რომ ბავშვის გონებრივი განვითარების ხელშესაწყობის მიზნით აქტიურად მუშაობთ და პირადად ხართ ჩართული ამ პროცესში. იმ შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც მომწერეთ, გამიჭირდება ერთმნიშვნელოვანი პასუხი მოგაწოდოთ ბავშვის გონებრივი განვითარების შესახებ. როგორც წინ ჯერზე მოგწერეთ, გირჩევთ ხელახლა გაიაროთ ტესტი სპეციალისტთან, რომელიც სწორ ორიენტირს მოგცემთ.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი.

  36. დათუნა says:

    გამარჯობათ ქალბატონო ლიკა ჩემი შვილი ერთ თვეში გახდება 3 წლის და არ ლაპარაკობს დავდივართ ნეიროგანვითარების ცენტრში ვინაიდან ჯერ 3 წლის არ არის აუტიზმის დიაგნოზი ვერ დაუსვეს გონებრივ სავარჯიშოებს ფაზლებს ყველაფერ კარგად აკეთებს აკვიატებული აქვს ანბანი ქართული და ინგლისური სულ ზეპირად იცის ანუ აქვს პლასტმასის ასოები და სულ თანმიმდევრობით ალაგებს თან ისე არა რომ დაზეპირებული ქონდეს რომ ვეუბნები ესა თუ ის ასო სად არის თითს მიდებს ათამდე დათვლაც იგივეს აკეთებს სხვა არაფრით აღარ ტამაშობს კომპიუტერშიც მაგის ჩართვას გვთხოვს და თვითონაც ასდევს ნახევარი ანბანი იცის ასოებს ამბობს გარეთ რეკლამებს რომ ხედავს რომელი ასოს თქმაც შეუზლია კითხულობს რომელიც არა ჩვენ გვაძალებს წამიკითხეთო .დასვავს დედას მიცემს რვეულს და კალამს და დამიცერე ანბანიო ან ციფრებიო რას იტყვით თქვენ ეს ნორმალულია თუ დაუშალოთ ამითი გართობა ამ ბოლოს ნერვიული გახდა ძალიან სულ ყვირის რამე თუ არ მოწონს მაგალითად ადრე რომელი მურთფილმებიც მოწონდა იმავე მურთფილმში რაღაცა მომენტი არ მოცონს და ყვირის რომ გადავახვიოთ იგივეს აკეთებს კლიპებზეც ვერც გვეუბნება რა უნდა და ვართ ძალიან ცუდ დღეში იქნება გვირჩიოტ რამე

  37. მარიამი says:

    gamartobat chemi bichi aris 7 wlis pirvel klaseli dzalian kargad swaclobs gakvetilebs txrobit kargad gadmoscems magram uchirs dgis an kviris ganmavlobashi momxdari ambebis swori formit gadmocema yveba magram araswored saertod aris dzalian alalmartali da amit ezosa da skolis amxanagebtan dzalian ichagreba droda dro saxis gamometyveleba etisheba im dros gansakutrebit rodesac kompiuters uyurebs saertod dzalian did dros atarebda kompiutertan im asakshi roca unda ganvitarebuliyo mashin sul ijda myavda neiro psiqologtan man paslebit da magvari satamashoebit tamashi dagvinishna rasac advilad gaartva tavi da agarc dainteresda me rogorc dedas ar makmayopilebs misi am asakshi eseti metyveleba tu shegidzlian rom raime rcheva momcet an wamali rame gonebis gamosacocxleblad

  38. ნიკოლოზი says:

    ინტერნეტ-გვერდი აღარ ფუნქციონირებს, თუ რატომ არ მპასუხობთ?

  39. ნიკოლოზი says:

    ქალბატონო ლიკა, მოგესალმებით. მე ადრე მოგწერეთ ჩემ ვაჟიშვილთან დაკავშირებით. ის 5 წლის არის. მშობლები შეშფოთებული ვიყავით IQ-ტესტში ნაჩვენები 63 ქულის გამო. ამის შემდეგ შევეცადე ინტერნეტით მომეძიებინა ამ ასაკის ბავშვების ინტელექტუალური ტესტები. გადავაწყდი ე.წ. ბამბინო ლიუკის სისტემას, რომელიც უშვებს სპეციალური ტესტების რვეულებს. თითოეული რვეული შეიცავს 11 ნაწილს, ხოლო თითეული ნაწილი კი – 6 ტესტს. ანუ სულ 66 ტესტია ერთ რვეულში. თემები სხვადასახვაგვარია: ლოგიკური კავშირების დადგენა ნივთებს შორის, კონცენტრაციის შემოწმება, საგნების რაოდენობების ამოცნობა და იგივე რაოდენობის სხვა საგნებზე მითითება, ფერების კომბინაციის ამოცნობა, ფორმების ამოცნობა და ანალოგიის დადგენა, ცხოველებისა და ნივთების ამოცნობა სხვა ხედიდან და ა. შ. მოკლედ, 10 რვეული შევიძინე დღემდე და 66 კითხვიდან ყველაზე ცუდი შედეგი იყო 58-ის ამოცნობა. ბავშვი ან სრულიად უშეცდომოდ აკეთებს ან მაქსიმუმ 2-3 შეცდომას უშვებს. თავისი ასაკის შესაფერისი პაზლის აწყობას (49 ნაწილიანი რავენსბურგერის პაზლი, რომელზედაც გამოსახულია კომპლექური და მრავალფიგურებიანი სცენა) ბავშვი დახმარების გარეშე ახერხებს 15 წუთში. თუ არ არის კარგ ხასიათზე, მაშინ მაქსიმუმ 25-30 წუთი უნდება. ერთი თვის განმავლობაში ისწავლა ქართული ანბანის 10 ასო. ლათუნური ანბანის ასოებით თავისი სახელის აწყობა შეუძლია. რაც მთავარია, როცა წიგნს მისცემ, თავისი ინიციატივით გაჩვენებს მისთვის ცნობილ ასოებს და ციფრებს. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ყოველივე ამის შემდეგ რამდენად ვირწმუნო ჩატარებული ტესტირების სანდოობა? აქვე დავამატებ, რომ ბავშვი შეიყვანა მისთვის უცხო ადამიანმა და უკან ჩაგვაბარა დაახლოებით 30 წუთის მერე. როგორც წესი, ის მისთვის უცნობ ადამიანებთან ძალიან მორცხვია და თავის სახელსაც კი არ ეუბნება ხოლმე.

  40. ლიკა ბუწაშვილი says:

    ლალა, მოგესალმებით. თქვენ მიუთითებთ მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე – თქვენს ბიჭუნას უჭირს როგორც მიმართული მეტყველების გაგება, ისე სიტყვების მიზანმიმართულად თქმა. აგრეთვე, პასიურ აქტივობებზე მიჯაჭვულობასა და ქცევასთან დაკავშირებულ სირთულეზე. მე გირჩევთ, არ დააყოვნოთ და აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და ბავშვი შეფასებულ იქნას მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. რა სირთულესთანაც უნდა გქონდეთ საქმე, თქვენი შვილის ასაკი მნიშვნელოვანი რესურსია, რომ სწორი დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის შედეგად მიაღწიოთ უკეთეს შედეგს.
    გისურვებთ წარმატებას!

  41. ლალა ლალიაშვილი says:

    გამარჯობათ ჩემი შვილი ბიჭია 3 წლის ხდება ერთ თვეში. არ ლაპარაკობს. მხოლოდ რამოდენიმე სიტყვას ამბობს მამას და დედას ოღონდ შეგნებულად რომ რომელიმეს მოგვმართოს არა, თავისით იძახის ხოლმე თამაშის დროს. რაიმე თუ უნდა ხელს ჩაგვკიდებს მიგვიყვანს კონკრეტულ ადგილთან დაგვადებინებს ხელს და ამით გვახვედრებს, მომეს ან მინდა_ს მსგავსს არაფერს არ ამბობს. ბაგში წლის და 5 თვის იყო რომ შევიყვანეთ, დგემდე დაგვყავს. არანაირ ინსტრუქციას არ ასრულებს, მაგალითად მომეცი ბურთი, ბაჩი მომიტანე ჩაგაცვა, ან მოდი მამას დავუზახოთ, წამოდი ჩავიცვათ და გარეთ წავიდეთ ეს ყველა ის ელემენტარული ფრაზებია რაც 3 წლის ბავშვს უნდა ესმოდეს, თითქოს სხვა ენაზე ვესაუბრები და არ ესმის, არვიცი ვერ გებულობს თუ ნამდვილად არ ესმის.. მაგრამ როგორც არუნდა ვეცადო ვერ ვახერხებ რო რაიმე ავუხსნა, მაგალითად სანთელზე სულის შებერვაც ვერ ვასწავლე, არ იმეორებს, ვერ გებულობს რომ ვეუბნები ეხლა შენ გააკეთე ესეთქო.. სმენასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს, გაწყრომაზე, გახალისებაზე შესაბამისი რეაქციები აქვს, ან თუ ვეტყვი წამოდი წყალი დაგალევინოთქო ეგრევე გამოიქცევა მაგრამ ჭიქა ცხვიწინ რომ იყოს და ვუთხრა მომაწოდე დედიკო რო დაგისხათქო როგორ ძალიანაც არუნდა წყუროდეს რეაქცია არ აქვს, ელოდება მე როდის მივაწოდებ და იმის მცდელობით რო იქნებ როგორმე მივახვედრო ჭიქა მომაწოდოს თავისი ხელით და ამით მივაჩვიო რაგაც ინსტრუქციების შესრულებას, აზროვნებას, ეგ ტირილს იწყებს რო ვაგვიანებ მისთვის წყლის მიწოდებას. ძალიან არის დამოკიდებული კომპიუტერსა და ტელევიზორზე, მთელი დგეები ბაგიდან რომ მოდის ეზოში თუარ გავიყვანთ ატარებს ეკრანის წინ. თვეების იყო ამით გართობა რომ დაიწყო და დგემდე დაჰყვა ეს ჩვევა, თან უყურებს არაქართულ მულტფილმებს ვფიქრობ ამანაც განაპირობა ალბად რომ ამ ასაკში არ საუბრობს.. ბაღში იშვიათად მაგრამ მაინც რამოდენიმეჯერ იმეორებს ხოლმე სხვა ბავშვების წარმოტქმულ სიტყვებს ზუსტი ინტონაციით მაგრამ მხოლოდ იმ მომენტში, შემდეგ როგორც არუნდა ვთხოვოთ აგარ ამბობს. ვერ გავიგე როგორ მოვიქცე, რა გზას მივმართო თითქოს თავს ვიტყუებ და ველოდები რაგაც პერიოდს რომელიც არ დგება ამასობაში კი დრო გადის და ძალიან ვშიშობ შემდეგ გვიანი არ იყოს… ზოგი პედიატრი ამბობს რომ თითქოს აუტიზმის საწყისი ფორმაა, ზოგიც სიჯიუტეს აწერს ამ ყოველივეს მაგრამ ფაქტია რო სმენა კარგი აქვს უბრალოდ წარმოთქმულს ვერ გებულობს, თითქოს თვეების იყოს და არ ესმოდეს . . . ქალბატონო ლიკა იქნებ მითხრათ, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ან რას მირჩევთ? დიდი მადლობა წინასწარ.

    • ელენე says:

      ზუსტად ანალოგიური პრობლემის წინაშე ვარ მეც, ჩემი ბიჭი 3 წლის და 8 თვისაა, მარტო ამბობს მამა ოღონდ ისე არა რომ დაუძახოს ჩემ მეუღლეს თავისთვის იმეორებს, მე რომ ვთხოვო არ იტყვის, ეხლა ისწავლა ეგეც. იცის კიდევ კარგად ანუ სულ რამდენიმე სიტყვა იცის, ისიც მაშინ ამბობს როცა თვითონ უნდა, არ მისრულებდა არანაერ დავალებას, ბოლო 5-6 თვეა რაც იწსავლა ნელ ნელა დავალებების შესრულება, უკვე ბევრ რამეს აკეთებს რომ ვეტყი ანუ იგებს რასაც ვეუბნევი, აქამდე ვერ იგებდა რას ველაპარაკებოდი, რამე რომ უნდა თითით მიმანიშნებს, ეგეც ეხლა იწავლა თითის გაშვერა, ვიარეთ ლოგოპეთთან და ფსიქოლოგთან ერთი თვე და ასე მითხრეს, ამ ბავშვს არაფერი არ სჭირს უბრალოდ თავის ასაკთან შედარებით პატარაა და გვიან ვითარდებაო, სიტყვების მარაგის შევსება უნდა და ბევრი უნდა ელაპარაკოთო,ეხლა ვცდილობ ყველაფერს რასაც ვაკეთებ ვუთხრა და მივახვედრო თუ რას ნიშნავს, ესეც პატარაობიდან სულ გერმანულ მულტფილმებს უყურებდა მთელი დღეები და ამანაც დიდი გავლენა მოახდინა, ეხლა ნელ ნელა სწავლობს რაღაცეებს და იმედი მაქვს მალე ლაპარაკსაც დაიწყებს, ხო მართლა რამე რომ უნდა დედას მეძახის ხანდახან 🙂 ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, რაც შეიძლება ბევრი ელაპარაკე და რასაც აკეთებ სახლში გაუხმოვანე აუხსენი რას აკეთებ…წარმატებები

  42. ლიკა ბუწაშვილი says:

    თამუნა, თქვენი გოგონას ჩვევა დამაოს ნივთები, ნამდვილად ყურადსაღებია, მითუმეტეს, რომ წლებია, რაც გრძელდება. შესაძლოა ნივთების გადამალვა თამაშის ერთგვარი ფორმაა თქვენი შვილისთვის, რასაც გარშემომყოფთაგან ყურადღების მიპყრობა მოჰყვება და ეს მოსწონს. თუმცა, შესაძლებელია, საქმე გვქონდეს შფოთვასთან და მის გამოხატულებასთან. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ უფრო ღრმად გამოიკვლიოთ აღნიშნული საკითხი და მიმართოთ ფსიქოლოგს ან მენტალური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენელს, რათა შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა და მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები.

    პაივისცემით,
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი

  43. თამუნა says:

    ჩვენი გოგონა 5 წლის ხდება. საკმაოდ გონიერი და განვითარებული ბავშვია.უყვარს წიგნები და სწავლა. ერთი უცნაური რამ სჩვევია პატარობიდან და ძალიან გვაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. სახლშიც და ახლობლებთან სტუმრობის დროსაც მალავს ნივთებს. ხშირად ისეთ ნივთებს რომლებიც მას საერთოდ არ ჭირდება.უბრალოდ მალავს, თანაც ისეთ ადგილებში რომ კაცი ვერც კი წარმოიდგენს. როცა ვეკითხებით რატომ იქცევა ასე, მეც არ ვიციო გვპასუხობს.თითქმის ყოველთვის ახსოვს სად დამალა ნივთი და როცა დაიწყება მისი ძებნა და მივხვდებით რომ ბავშვმა დამალა მერეღა გვეუბნება სად დამალა.იქნებ მითხრათ ნორმალურია თუ არა ეს ქცევა.იქნებ ამ ასაკში ახასიათებთ ბავშვებს ასეთი რამ. დიდ მადლობა წინასწარ.

  44. ქეთი says:

    ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ ვის მივმართო. მყავს 2 წლის და 8 თვის ბავშვი პატარაობიდანვე ვამჩნევ უცნაურ თვისბებს ვანახე უამრავ ნერვოპათოლოგს მაგრამ ყელამ მითხრა არაფერი არ სჭირსო.. არის ძალიან აქტიური , თითქმის საერთოდ არ ყვარს სათამაშოები , თუ რამეს წაართმევ რო არ გააფუჭოს ტირის ყვირის იატაკზე წვება ხანდახან რამეს დაუწყებს ჩარტყმას. ლაპაკით ბევრ სიტყვას იძახის თუმცა წინადადებები უჭირს და ბევრ რამეს ვერ იაზრებს რას იძახის უფრო დაზეპიებული აქვს. ბაღში მითხრეს რომ ძალიან განსხვავდება სხვა ბავშვების ქცევისგან , არადაეკვატური ქცევები აქვს მაგ ჩაის დააქცევს და ხელებს უსმევს მაგიდას კედლებს ტკბილიანს და კიდევ უამრავ საშინელებას აკეთებს .მირჩიეთ ვის მივმართოო გთხოვთ

  45. ლიკა ბუწაშვილი says:

    წარმატებებს გისურვებთ.

  46. ნიკოლოზ says:

    ქალბატონო ლიკა, დიდი მადლობა. ეს იყო ე.წ. IQ ტესტი. სამწუხაროდ, არ ვიცი კონკრეტული სახეობა. ბავშვი მარტო იყო ტესტის ჩატარებისას და აქედან გამომდინარე, მის მოტივაციაზეც არ მაქვს სამწუხაროდ ინფორმაცია. მეეჭვება, რომ გაეაზრებინა, რომ ტესტს უტარებდნენ. სავარაუდოდ ამ წელს ვბრუნდებით უკან და დიდი სიამოვნებით მოგმართავთ გამოკვლევის ჩასატარებლად.

  47. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნიკოლოზ, თქვენ მიუთითეთ იმ სავარაუდო მიზეზებზე, რომლებმაც, შესაძლოა, განაპირობეს ინტელექტის შესაფასებელ ტესტში ამგვარი ქულის მიღება. იქნებ დააკონკრეტოთ რომელი ტესტი ჩაუტარდა ბავშვს. აუცილებელია დარწმუნებულები ვიყოთ ტესტის პასუხის “სისწორეში”, ანუ რამდენად სწორად განხორციელდა შეფასება – იყო თუ არა ბავშვი მოტივირებული ტესტის შესასრულებლად, ხომ არ მორცხვობდა, ზოგადი ფონი როგორი ჰქონდა. გარემოს მართლაც შეაქვს თავისი წილი ინტელექტის განსაზღვრაში, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. თქვენ მიუთითებთ, რომ ბავშვი სახლის გარემოში უმეტესად მარტო თამაშობდა, ბაღშიც თითქმის მსგავსი სიტუაცია იყო. ამასთან, ხშირ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი მის ცხოვრებაში – საცხოვრებელი ადგილის, ბაღის თვალსაზრისით. მე გირჩევთ, გაიაროთ სრულფასოვანი ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომლითაც დადგინდება ბავშვის არამხოლოდ გონებრივი, არამედ ემოციური და სოციალური განვითარება. მნიშვნელოვანია მშობლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება ბავშვის განვითარების შესახებ. ამის შემდეგ კი უნდა დაისახოს სამომავლო რეკომენდაციები.
    გისურვებთ წარმატებას.

    ლიკა ბუწაშვილი, ფსიქოლოგი

  48. ნიკოლოზი says:

    ზემოთ დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ისეთი ტესტი ჩაუტარდა, ენის ცოდნას რომ არ მოითხოვს.

  49. ნიკოლოზი says:

    მოგესალმებით, ჩემი ვაჟიშვილი ახლახანს გახდა 5 წლის. 2 წლის და რამოდენიმე თვის იყო, როდესაც გადმოვედით გერმანიაში საცხოვრებლად. ამ დროისათვის ბავშვმა იცოდა რამოდენიმე ლექსი და მისი განვითარება არ იწვევდა არანაირ ეჭვს. 2 წლის და 9 თვის ასაკში მივიყვანეთ საბავშვო ბაღში, რომელიც იყო გერმანულ-რუსული. ბავშვი გახდა საოცრად აგრესიული და ხშირად უმიზეზოდ ყვიროდა. ამის გამო მივიყვანეთ ნერვოპათოლოგთან და ერგოთერაპევტთან. საბოლოოდ ერგოთერაპევტმა ჩაუტარა განვითარების ტესტი 2012 წლის მაისში და ბავშვმა აჩვენა კარგი შედეგები. დავალებებს ქართულად მე ვუთარგმნიდი. 2012 წლის სექტემბერში ბავშვს გამოვუცვალე ბაღი. ამ დროს ის ის იყო 3 წლის და 9 თვის. ბავშვი გაცილებით დაყწნარდა, მაგრამ ამჯერად სხვაგვარმა პრობლემამ იჩინა თავი. ბაღში არიან როგორც ნორმალური ბავშვები, ასევე გონებრივად ჩამორჩენილებიც. პირველი ორი თვე ბავშვი მეგობრობდა უცხოელ ბავშვთან, რომელმაც ასევე არ იცოდა გერმანული. როგორც მასწავლებელმა მითხრა, მათ თავისებური საურთიერთობო ენაც კი შეიმუშავეს. ეს უცხოელი ბავშვი სხვა ბაღში გადავიდა. დაახლოებით 2012 წლის ნოემბრიდან ბავშვს უწევს დღეში 8 საათი თამაში და ურთიერთობა 2 სხვა ბავშვთან, რომელთაგან ერთი საერთოდ ვერ საუბრობს და მეორე კი აშკარად ჩამორჩენილია გონებრივად. ბაღის კონცეფცია არის თავისუფალი და ბავშვები თვითონ ირჩევენ პარტნიორს. ამის გამო, გერმანელი ბავშვები ერთმანეთში თამაშობენ. ამ პერიოდის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ვერ ვაქცევდით ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას სათანადო ყურადღებას. სახლში ის ძირითადად მარტო თამაშობდა.
    5 წლის ასაკში ბავშვს ჩაუტარდა ე.წ. IQ ტესტი და აჩვენა 63 ქულა. ამის შემდეგ გავაანალიზეთ სიტუაცია და ჩვენი აზრით, სწორედ ზემოთ აღწერილმა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა. როგორც ვიცი, გარემოს დაახლოებით 20 პუნქტის ფარგლებში შეუძლია მოახდინოს გავლენა ტესტის შედეგებზე.
    ძალიან დამავალებთ, თუ მომწერთ თქვენს მოსაზრებას. წინასწარ დიდი მადლობა.

  50. ლიკა ბუწაშვილი says:

    მოგესალმებით, ქეთი. როგორც თქვენი მონაყოლიდან იკვეთება, ბავშვს ესმის მიმართული მეტყველება, ასევე ამბობს ერთეულ სიტყვებს და მიუთითეთ მარტივ 2 სიტყვიან ფრაზაზეც. თუმცა, დასადგენია, რამდენად თავსდება მისი მეტყველება ასაკობრივი ნორმის ფარგლებში. შესაძლოა, საქმე გვქონდეს მეტყველების შეფერხებასთან, რომელსაც სპეციალური მიდგომა და მასტიმულირებელი გარემოს შექმნა სჭირდება სამუშაოდ. მიუთითებთ სხვა პრობლემურ საკითხებზეც, როგორიცაა ძმის დაბადებასთან შეგუება და გაღიზიანებადობა. გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან ან ექიმთან, რათა ობიექტურად შეფასდეს ბავშვის განვითარება – რამდენად ნორმის ფარგლებშია ამა თუ იმ სფეროს განვითარება და სირთულის გამოკვეთის შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შვილი იმ ასაკშია, როდესაც სათანადო ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად დაეხმარება.გირჩევთ, მიმართოთ ნეიროგანვითარების ცენტრს.

    ლიკა ბუწაშვილი, ფსიქოლოგი. ტელ: 593 50 46 37

  51. ქეთი says:

    გამარჯობათ ჩემი შვილი ბიჭია 2წლის და 6თვის არ ლაპარაკობს …ამბობა გარკვეულ სიტყვებს მაგალითად მეძახის კეკიკოს მამას ბებოს ადე დაჯე ჩართო ესა (კომპ) სხვა პიპია ნინდა დუხი ნინდა წამო თვარე მზე მაგ.მაკო მოვა (ვაკოს ამბობს )…. დიდი მარაგი არ აქვს სალაპარაკო თუ არ ლაპარაკობს არ ვიცი …თამაშით ჩვეულებრივად თამაშობს …სმენის პრობლემა მემგონი არ აქვს როცა ეუბნები მომეცი არ სეიძლება ჩვეულებრივა ესმის ….თავის სახელს ამბობს მაგრამ რომ ვეკითხები რა გქვია რამდენი წლის ხარ არ მეუბნება ძალიან ვნევიულობ …. ჩემმა ალალმა ბიძაშვილმა გვიან დაიწყო ლაპარაკი …მაინტერესებს ეს შეიძლება გენეტიკას ეხებოდეს ?მეორე პატარა მყავს 4თვის მისმა დაბადებამ აშკარად სტრესი მიაღებინა,ეხლა შედარებით შეეჩვია ბაღშიც ვცადე მაგრამ მერე შემეცოდა და გამოვიყვანე ვირუსების გამო შემეშინდა პატარას გამო …..როდესაც ვეუბნები მითხარი რა გინდა მაგალითად როცა უნდა ავდგე გაბრაზებით მეუბნება ადე … მირჩიეთ რამე ძალიან ვნერვიულობ მადლობა წინასწარ.

  52. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნატალი, მოგესალმებით.
    9 თვის ასაკში ბავშვები უკვე აცნობიერებენ, რომ საგნები თუ ადამიანები აგრძელებენ არსებობას იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს უკანასკნელნი მათი თვალთახედვის არეში არ არიან. ასე რომ, წინა თვეებთან შედარებით, შესაძლოა, უფრო ადვილად ვეღარ გადაიტანონ ყურადღება სხვა რაიმეზე,თუ მათ სასურველ ნივთს ჩამოვართმევთ. შეეცადეთ, სანამ რაიმეს გამოართმევთ, შესთავაზოთ სხვა ნივთი, დააინტერესოთ მისით იმგვარად, რომ ყურადღება ბუნებრივად ამ ახლად შეთავაზებულ ნივთზე გადაიტანოს.ამგვარად უფრო გაუადვილდება თქვენს შვილს იმ ნივთის დათმობა, რომლის ჩამორთმევაც გსურთ. ამ რეკომენდაციის მიღმა დააკვირდით ბავშვს, ზოგადად, უფრო გაღიზიანებული ხომ არ არის. თუ სხვა სირთულესაც აღმოაჩენთ, გირჩევთ მიმართოთ ექიმს, რომელიც, გამოიკვლევს ბავშვის სამედიცინო მხარეს და, საჭიროების შემთხვევაში, გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.

    ლიკა ბუწაშვილი, ფსიქოლოგი. მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა

  53. ნატალი says:

    ჩემი პატარა არის 9 თვის და 8დის.ყვირის გაბრაზებული თუ რამე არასასურველი ნივთს ვართმევ ხელიდან, ისე კვირის რომ წითლდება ეს ჩვევა ჩამოუყალიბდა და რას მირჩევთ ?

  54. ირმა says:

    გამარჯობათ. ჩემს შვილს, რომელიც უკვე 7 წლის არის, ძალიან უჭირს მეტყველება სმენაჩლუნგობის გამო (2-ე ხარისხი), საქმე იმაშია, რომ 3,5 წლიდან 7 წლამდე ექიმების ( ჯერ გია ნატრიაშვილი და შემდეგ ქევანიშვილი-ჯაფარიძის კლინიკის პერსონალი) შეცდომის (როგორც თავად უწოდებენ) გამო ვერ მოხერხდა შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება, რამაც დამოიწვია რეაბილიტაციის შეფერხება. მაინტერესებს თქვენს ორგანიზაციაში თუ არის ჩემი გოგონას პრობლემების აღმოფხვრის საშუალებები. (ინტელექტი შეფასებულია და არის ძალიან კარგი)

    • Maia says:

      თქვენს შვილს სჭირდება სპეციფიკური დახმარება. სამწუხაროდ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

      • sali says:

        გამარჯობა გთხოვთ მიპასუხოთ. მყავს 2.7წლის ბიჭი. გაიზარდა მუდმივად ძიძებთან რომლებიც სულ ტელევიზორს აყურებინებდბენ და არავინ ეხმარებოდა განვითარებაში. 2 წლის ასაკში არ ლაპარაკობდა არაფერს არცერთ სიტყვას მიზანმიმართულად და არ ასრულებდა დავალებებებს. ექიმმა ყვეკანაირი ტესტი ჩაუტარა და დაგვიდგინა განვითარების ეტაპების დარღვევა R62.0 და დავუწყეთ თერაპიები სადაც aba და ყველადერს გადის. ასევე მივედით ბაღში. გვაქვს ძალიან დიდი შედეგი ამბობს სიტყვებს დასახელებებს საგნების. სულ ცდილობს კაპარაკს რასაც დაინახავს ახმოვანებს მაგალუთად აი ტრაქტორი და ა.შ . ვერ აბავს მაგრამ ამბობს ათვალუერებს წიგნებს და ამბობს რა ხატია.დავალებებსაც ასრულებს. მაინტერესებს თუ ამგვარი თერსპიებით და მუდმივი სწავლით თუ გამოსწორდება ეს დიაგნოზი. რადგან რაც მოვახდინეთ სწავლება ბავშვი 100% სხვანსირი გახდა 3 თცეა დავდივართ ფსიქოლოგთან

        • თათია აფრასიძე says:

          მოგესალმებით, სალი,
          აღნიშნული დიაგნოზი არ გვაძლევს პროგნოზის განსაზღვრის საშუალებას. აუცილებელია, განმეორებითი შეფასება დიაგნოსტიკური ტესტებით და კონკრეტული დიაგნოზის დადგენა. ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო გამოსავალი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შესაბამისი, მუდმივი ინტერვენციის წარმოებაზე.
          თათია აფრასიძე
          ბავშვთა ნევროლოგი

          • ციცი says:

            გამარჯობათ, ჩემი შვილი არის წლის და 8 თვის. ჩემი რაღაც პრობლემების გამო ბავშვი გაიზარდა ისე რომ დიდად ვერ ველაპარაკებოდი და ვერ ვეკონტაქტებოდი. ძირითადად ამის გამო მარტო თამაშობდა ხოლმე თავისთვის. მე თვითონ ძალიან დეპრესიაში ვიყავი და ჩემი ასეთი მდგომარეობისთვის რომ არ ეყურებინა ხშირად ვურთავდი მულტფილმებს რომ ყურადღება გადაეტანა. ჩემი მეუღლეც საზღვარგარეთ იყო, იქ მუშაობდა და ვიყავით სულ მარტოები. თუ რამე ისწავლა ბავშვმა ჩემი დის პერიოდული სტუმრობებისშემდეგ სწავლობდა ხოლმე. იცოდა რაღაც სიტყვები, ოღონდ მხოლოდ ნათქვამს იმეორებდა, მიზანმიმართულად არ ამბობდა. 5 თვეა რაც ჩემი მეუღლე ჩამოვიდა საქართველოში, მისი ჩამოსვლის მერე საერთოდ ერთ სიტყვასაც აღარ ამბობს ბავშვი, მხოლოდ თავის ენაზე ბუტბუტებს. რაც უფრო ვაკვირდებოდი ბოლო პერიოდი მივხვდი რომ სახელზეც თითქმის არ რეაგირებდა. მყავდა წაყვანილი აბილიტაციის ცენტრში და ასე მითხრეს აუტიზმს ჰგავსო. მერე სხვა ფსიქოლოგს ვაჩვენეთ, იმან მითხრა კომუნიკაციის დარღვევა უფრ არის აქო. მოკლეთ ძალიან ჩავერთე ჩემი შვილის ამბებში. სულ ველაპარაკები, სულ ვეთამაშები, სულ რაღაცეებს ვუმეორებ. ნელ ნელა დაიწყო წინ სვლა, შედარებით უფრო რეაგირებს ეხლა სახელზე, რამდენიმე დაახების მერე იხედება. რატომღაც სხვების დაძახებაზე უფრო აქვს რეაქცია ვიდრე ჩემსაზე. იწავლა უფრო მიზან მიმართული თამაში, უფრო მეტად მაგებინებს მის სურვილებს, “გამახარე”, “დაგიჭირო”, “აბა სად დამემალე?” ესენიც ესმის უკვე.
            ბავშვი არის ძალიან კონტაქტური, მიყურებს თვალებში, გამოთქვამს თამაშის სურვილს, სხვებთანაც ადვილად შედის კონტაქტში.
            იქნებ მითხრათ თქვენი აზრი, ძალიან მეშინია აუტიზმის დიაგნოზის. შეიძლება რომ ეს იყოს კომუნიკაციის პრობლემა და დახმარებით დავძლიოთ? ახლო პერიოდში ვგეგმავთ ნანა ტატიშვილთან მისვლას.
            ძალიან გთხვთ არ დამტოვოთ და მიპასუხეთ. მადლობა წინასწარ.

        • ციცი says:

          გამარჯობათ სალი, ჩემ შვილსაც დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს, თუ შეგიდზლია დამეკონტაქტე ფაცებოოკზე. ციცი სულაშვილი ასე მომძებნე ინგლისური შრიფტით.რაღაცეები მინდა რომ გკითხოთ.

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები